„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№776
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 03/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №776

2006 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს დამატებები „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №69(76), მუხ.1064) და ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით შემოტანა/გატანის აღრიცხვა  ხორციელდება სასაზღვრო-გამტარი პუნქტის პასუხისმგებელი პირის მიერ მოქალაქის პასპორტში სათანადო სტიკერისა და თარიღ-დამღის დასმით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესი, აგრეთვე მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმა კანონმდებლობით დადგენილი წესით მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –   საქართველოს სასაზღვრო პოლიციის  უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თანხმდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საბაჟო დეპარტამენტთან“.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით.

მ. სააკაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2006.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“?
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №776. სარეგისტრაციო კოდი — 120.340.000.08.002.004.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“, №776, 29.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/99652/