„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 10/01/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №28

2007 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს ადმინისტრაციის, დეპარტამენტების, გენერალური ინსპექციის, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს გამგებლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე თანამდებობის პირები:

ა) ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

გ) გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;

დ) ეროვნული ბიუროს უფროსი, ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე;

ე) მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ვ) სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ზ) სამორიგეო ნაწილის უფროსი, სამორიგეო ნაწილის უფროსის მოადგილე;

თ) სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე;

ი) განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე;

კ) ქვეგანყოფილების უფროსი, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე, ქვეგანყოფილების უფროსი - გამომძიებელი;

ლ) რაზმის უფროსი, ასეულის მეთაური, ოცეულის მეთაური;

მ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი - გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

ნ) უფროსი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი - გამომძიებელი, უმცროსი ინსპექტორი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, ექსპერტი -კრიმინალისტი, ინსპექტორი, ინსპექტორი - გამომძიებელი, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი - გამომძიებელი, ოპერატიული თანამშრომელი, ოპერატიული თანამშრომელი - გამომძიებელი, ოპერატიული მორიგე, მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, სპეციალისტი.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.01.2007.
როდის იქნა მიღებული „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 10.01.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 140.120.000.08.002.004.
სად არის „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.01.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №28, 10.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/99700/