,,თ. კოვზირიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№100
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 15/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №100

2007 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

თ. კოვზირიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს თამარ კოვზირიძეს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებათა ტექსტების მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი