,,მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 13.04.2007
ძალის დაკარგვა 20.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №251
სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53, 17/04/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; color:black;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; color:black;}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; color:black;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; color:black;}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 55.15pt 1.0in 45.15pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №251
2007 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოს ძალებისა და ნატოს პერსონალისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ“ 2005 წლის 2 მარტს ხელმოწერილი შეთანხმებისა და „საქართველოსა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის ნატოს ოპერაციების/წვრთნების განხორციელებისას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელების მიზნით:
1. დამტკიცდეს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ თანდართული კონცეფცია;
2. შეიქმნას „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საუწყებათაშორისო კომისია“ შემდეგ უწყებათა წარმომადგენლების შემადგენლობით:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახური;
ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
თ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
3. ეთხოვოს შპს „საქართველოს რკინიგზას“ მონაწილეობა მიიღოს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საუწყებათაშორისო კომისიის“ მუშაობაში.
4. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საუწყებათაშორისო კომისიის“ კოორდინაცია დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (დ. კეზერაშვილი).
5. ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულმა უწყებებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 30 აპრილამდე წარუდგინონ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საუწყებათაშორისო კომისიის“ მუშაობაში.
6. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საუწყებათაშორისო კომისიამ“ უზრუნველყოს:
ა) სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების შესაძლებლობების კოორდინაცია, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელების მიზნით;
ბ) „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობათა კატალოგისათვის“ ზუსტი მონაცემების მოწოდება და ამ შესაძლებლობების გაზრდის რეკომენდაციების შემუშავება;
გ) მონაწილე ორგანიზაციების ფუნქციების დუბლირების თავიდან აცილება.
მ. სააკაშვილი
მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფცია
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. შესავალი
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა NATO-ში ინტეგრაცია. საქართველო NATO-ს განიხილავს როგორც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციას, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის უმთავრესი მექანიზმია. NATO-სთან თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებასა და რეფორმების განხორციელებას, ასევე უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას.
2004 წლის 29 ოქტომბერს NATO-მ დაამტკიცა საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP).
2005 წლის 2 მარტს ხელი მოეწერა შეთახმებას «საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის NATO-ს ძალებისა და პერსონალისათვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ“, ხოლო 2006 წლის 11 მაისს ხელმოწერილ იქნა „ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს შტაბს შორის NATO-ს ოპერაციების/წვრთნების განხორციელებისას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ“.
აღნიშნული დოკუმენტების შესრულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისათვის.
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა“ წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს NATO-ს ოპერაციებისა და წვრთნების განსახორციელებლად. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ ფარგლებში განსახორციელებელი ოპერაციები მიზნად ისახავს NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძალების ქვეყნის ტერიტორიაზე მიღების, განთავსებისა და ტრანზიტის უზრუნველყოფას, მათი რესურსებისა და დროის ეფექტიან გამოყენებას.
მუხლი 2🔗. კონცეფციაში გამოყენებულ
ი ტერმინების განმარტება
ა)
„მასპინძელი ქვეყანა“ –
ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს მოკავშირე ძალების, ორგანიზაციების პირადი შემადგენლობისა და/ან მარაგის მიღებას მათი განლაგების, მოქმედებისა ან ტრანზიტის დროს (MC 334/1). წინამდებარე კონცეფციაში მასპინძელ ქვეყნად მოიხსენიება საქართველო;
ბ)
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა“
– მასპინძელი ქვეყნის სამოქალაქო და სამხედრო ორგანი-ზაციების მიერ NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯარებისათვის გაწეული დახმარება (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქვეყნის ტერიტორიაზე მიღება, განლაგება და ტრანზიტი) როგორც მშვიდობიან, ასევე საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს. ამ დახმარების საფუძვლებს აყალიბებს შეთანხმებები, რომლებიც დადებულია მასპინძელი ქვეყნისა და გამგზავნი ქვეყნის და/ან NATO-ს შესაბამის უფლებამოსილ ხელმძღვანელობებს შორის;
გ)
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ სისტემა
– საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო ორგანოების ერთობლიობა, რომლებიც კოორდინირებულად უზრუნველყოფს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ განხორციელებას;
დ) მოთხოვნა
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერაზე“
– NATO-ს ან პოტენციური გამგზავნი ქვეყნის მიერ წარმოდგენილი წერილი ან შეტყობინება, რომელშიც აღწერილია „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ შეთანხმების აუცილებლობა;
ე) ერთობლივი სააღმსრულებო შეთანხმება –
იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მონაწილეთა ვალდებულებებს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ გაწევისა და მიღების საკითხებში;
ვ) ურთიერთგაგების მემორანდუმი –
ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც მოკავშირე ძალებისა და ორგანიზაციების კონკრეტული პროგრამის უზრუნველყოფის დროს, განსაზღვრავს მოთხოვნებსა და პასუხისმგებლობის სფეროებს. დოკუმენტი ეყრდნობა შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის NATO-ს ძალებისა და პერსონალისათვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ“ და ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოსა და ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს შტაბს შორის NATO-ს ოპერაციების/წვრთნების განხორციელებისას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ“. მისი გაფორმება ხდება სტრატეგიულ მეთაურებს, გამგზავნ ქვეყანასა და მასპინძელ ქვეყანას შორის. მემორანდუმი არ წარმოადგენს იურიდიულ ან საფინანსო დოკუმენტს (MC 334/1);
ზ) გამგზავნი ქვეყანა –
ქვეყანა, რომლის ძალები, მარაგები და/ან მრავალეროვნული ძალების საკუთარი ელემენტები განლაგდება მასპინძელ ქვეყანაში და ითხოვს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ ლოგისტიკურ და სხვა სახის უზრუნველყოფას;
თ) საწყისი განაცხადი მოთხოვნათა შესახებ – განაცხადი, ფართო ფუნქციონალური უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს მხარეს წარედგინება გამგზავნი ქვეყნის მიერ (მოკავშირეთა გაერთიანებული მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის დოქტრინა და პროცედურები (AJP–4.5));
ი) დაზუსტებული განაცხადი საჭიროებათა შესახებ – NATO-ს ან გამგზავნი ქვეყნის მიერ მომზადებული დოკუმენტი, სადაც მოცემულია ზუსტი ინფორმაცია გაშლისათვის განკუთვნილ ძალებსა და აღჭურვილობაზე, ასევე მათ უზრუნველყოფისათვის საჭირო შესაძლებლობებზე, მარაგებსა და მომსახურებაზე. მასში შედის დანამატები, რომლებშიც აღწერილია ყველა შეზღუდვა და ნაკლოვანება;
კ) ტექნიკური შეთანხმება – ოპერაცია/წვრთნებისათვის გაწერილი ორმხრივი ან მრავალმხრივი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია კონცეფცია, მოვალეობები და პროცედურები, ასევე დაზუსტებულია „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ ფინანსური და იურიდიული ასპექტები;
ლ) გაერთიანებული სააღსრულებო შეთანხმება – ეს დოკუმენტი დეტალურად განსაზღვრავს უზრუნველყოფის ხასიათსა და მისი განხორციელების პროცედურებს, ასევე, გამგზავნი ქვეყნისა და საქართველოს ფინანსურ და იურიდიულ ვალდებულებებს. დოკუმენტს გააჩნია იურიდიული ძალა;
მ) MC 319/1 – NATO-ს პრინციპები და ლოგისტიკის პოლიტიკა;
ნ) MC 334/1 – NATO-ს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პრინციპები და პოლიტიკა;
ო) AJP-4(A) – მოკავშირეთა გაერთიანებული ლოგისტიკის დოქტრინა;
პ) AJP-4.5(A) – მოკავშირეთა გაერთიანებული „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ დოქტრინა და პროცედურები;
ჟ) AJP-12 – „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ შეთანხმების/განაცხადების დაგეგმვისა და მომზადების სახელმძღვანელო.
მუხლი 3🔗. კონცეფციის მიზანი
1. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ კონცეფციის მიზანია:
ა) ხელი შეუწყოს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო კოორდინაციას სხვა სამთავრობო და კერძო სტრუქტურებთან. მისცემს მას საშუალებას ზუსტად განსაზღვროს ქვეყნის როგორც სამხედრო, ასევე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურათა შესაძლებლობები, სწრაფად ჩაატაროს დაგეგმვის პროცესი და ეფექტურად შეასრულოს აღებული ვალდებულებები. ამასთან, „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ სისტემაში საკითხების გადაწყვეტისას, ჩართული უნდა იყოს საქართველოს სამხედრო ძალები, მათი საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის დროს;
ბ) უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკური უზრუნველყოფის შესაძლებლობების განსაზღვრა და ჩამოყალიბება. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამა არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამოქალაქო შესაძლებლობებზე როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში;
გ) განსაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, ამოცანები და ურთიერთკავშირები, ასევე სამოქალაქო სტრუქტურები, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოორდინირებით, ახორციელებენ „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერას“.
2. კონცეფციაში განსაზღვრულია „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ შესაძლებლობათა ოთხი მთავარი კატეგორია, რომელიც უნდა იყოს დაგეგმილი თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკური სტრუქტურების მიერ. ესენია: ტერიტორია, ინფრასტრუქტურა, მარაგები და მომსახურება. ამ ლოგისტიკურ შესაძლებლობებს უნდა ჰქონდეთ მყარი იურიდიული და საფინანსო უზრუნველყოფა.
3. არალოგისტიკური ფუნქციების შესრულება, როგორებიცაა უსაფრთხოება და ჯარების დაცვა, ესკორტირება, კავშირგაბმულობა და თარჯიმნებით უზრუნველყოფა, ასევე უნდა იქნეს ორგანიზებული თავდაცვის სამინისტროს მიერ უშუალოდ ან მასთან შეთანხმებით.
თავი II
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ განხორციელება
მუხლი 4🔗. ვითარება
1. ვითარება: საქართველოში მიმდინარეობს ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა. აღნიშნული პროცესის შემადგენელი ნაწილია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (მათ შორის NATO-ში) ინტეგრაცია. NATO-ში გაწევრიანება თავისთავად გულისხმობს NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებას „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ უზრუნველყოფის საკითხებში. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, საქართველოში მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ძალების შემოსვლის, დროებითი განლაგებისა და ტრანზიტის გახშირება როგორც ერთობლივი ოპერაციების, ასევე საერთაშორისო სწავლებების ფარგლებში.
2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ სისტემის სტრუქტურული განვითარება, პერსონალის სპეციალიზაცია, უნიფიცირებული პროცედურების დახვეწა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა.
მუხლი 5🔗. განაცხადის წყარო
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ განხორციელების საჭიროების შესახებ განაცხადის ინიციატორი შეიძლება იყოს:
ა) NATO (პროგრამების, წვრთნების, PfP ღონისძიებების, ტერორიზმთან ბრძოლის დროს და სხვა);
ბ) სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიცაა გაერო და ევროკავშირი;
გ) NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყანა, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.
მუხლი 6🔗. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პარ
ტნიორი ქვეყნის ძალების შესაძლო განლაგების ფორმები
საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძალები ქვეყანაში შესაძლოა განლაგდეს:
ა) პირადი შემადგენლობის დისლოკაციით, ასევე აღჭურვილობის, საწყობების, დეპოებისა და მართვის ელემენტების განთავსებით;
ბ) ზუსტად განსაზღვრული მისიის განსახორციელებლად;
გ) ტრანზიტით ქვეყნის ტერიტორიის გავლით (საზღვაო და საჰაერო პორტების, საგზაო ქსელისა და რკინიგზის გამოყენებით).
მუხლი 7🔗. ვითარება, რომლის დროსაც საჭიროა «მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ განხორციელება
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა“ ხორციელდება:
ა) მშვიდობიანობის დროს:
ა.ა) გამგზავნი ქვეყნის ძალების მოქმედება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ერთობლივი წვრთნების და/ან ტრანზიტის დროს;
ა.ბ) ოპერატიული მზადყოფნის უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებისას (გამგზავნი ქვეყნის მარაგებისა და აღჭურვილობის განლაგება პორტში, აეროპორტში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზებში, სამოქალაქო საწყობებსა და ტერმინალებში);
ა.გ) საქართველოში განლაგებული გამგზავნი ქვეყნის მართვის ქვედანაყოფებისა და ელემენტების უზრუნველსაყოფად.
ბ) საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალები, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შემოდიან ქვეყანაში:
ბ.ა) ბუნებრივი კატასტროფებისას (მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, ტყის ხანძარი);
ბ.ბ) ტექნოგენური კატასტროფებისას;
ბ.გ) საქართველოში ლტოლვილთა დიდი ნაკადის შემოდინებისას;
ბ.დ) საქართველოში საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებების მოქმედების შემთხვევაში.
გ) საომარი მდგომარეობის დროს:
გ.ა) საქართველოზე მიტანილი იერიშის დროს;
გ.ბ) საქართველოს უშუალო მეზობელ ქვეყნებში წარმოებული ომის დროს;
გ.გ) საქართველოს საზღვრებს გარეთ ერთობლივ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის დროს.
თავი III
პრინციპები
მუხლი 8🔗. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პოლიტიკა და პრინციპები
1. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პოლიტიკა დაფუძნებულია NATO-ს
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ შვიდ სახელმძღვანელო პრინციპზე. ეს პრინციპები განმარტებულია დოკუმენტში MC 334/1 (NATO-ს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პრინციპები და პოლიტიკა) და შემდგომ განვითა-რებულია იმ გამოცდილების გამოყენებით, რომელიც მიღებულია რეალური ოპერაციებისა და წვრთნების დროს. ამ პრინციპების დანერგვა, საქართველოს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ სისტემის დაგეგმვაში, ხელს შეუწყობს
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ სისტემის ჩამოყალიბებასა და ეფექტურ ფუნქციონირებას. ეს პრინციპებია:
ა) პასუხისმგებლობა. საქართველოს, NATO-ს ხელმძღვანელობასა და პარტნიორ ქვეყნებს გააჩნიათ კოლექტიური პასუხისმგებლობა „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ განხორციელებებისას NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ოპერაციების დროს;
ბ) უფლებამოსილება. მას შემდეგ, რაც საქართველოსა და NATO-ს/გამგზავნ ქვეყანას შორის, ხელმოწერილი იქნება ურთიერთგაგების მემორანდუმი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს წარმოეშობა „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ ღონისძიებების დაგეგმვისა და აღსრულების უფლებამოსილება. გაერთიანებული შტაბის უფროსს აქვს უფლებამოსილება „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ თაობაზე აწარმოოს მოლაპარაკება NATO-სა და/ან გამგზავნი ქვეყნის შესაბამის ხელმძღვანელობასთან;
გ) თანამშრომლობა. თანამშრომლობა საქართველოს, NATO-სა და გამგზავნი ქვეყნის ხელმძღვანელობას შორის არის აუცილებელი, რათა დაიგეგმოს და განხორციელდეს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ ღონისძიებები. ასევე აუცილებელია, თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო (ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე) და კერძო სტრუქტურებს შორის. მჭიდრო თანამშრომლობა გამორიცხავს კონკურენციას არასაკმარისი რესურსებისათვის და ამით გაზრდის „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ შესაძლებლობებს;
დ) უზრუნველყოფის პირობები. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა“ არის ძალების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი დამატებითი ელემენტი და ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ეროვნული პრიორიტეტებისა და ქვეყნის ფაქტობრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. მშვიდობიანობის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს, ყოველი გამგზავნი ქვეყანა NATO-ს ან კოალიციის ძალებში წარგზავნილი მისი ძალების რესურსებით ადეკვატური უზრუნველყოფის მიზნით, ინდივიდუალურად ან კოლექტიურად უნდა შეთანხმდეს მასპინძელ ქვეყანასთან ამ უზრუნველყოფის პირობებზე. აღნიშნული ღონისძიებების წარმატებით განხორციელების მიზნით, იქმნება „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობათა კატალოგი“;
ე) ანაზღაურება. ანაზღაურების ხასიათი დგინდება საქართველოსა და NATO-ს გამგზავნ ქვეყანას შორის მოლაპარაკების გზით;
ვ) ეკონომიურობა. საქართველოს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ დაგეგმვა და აღსრულება უნდა უზრუნველყოფდეს რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას;
ზ) გამჭვირვალობა. საქართველო უზრუნველყოფს NATO-სა და გამგზავნი ქვეყნის ხელმძღვანელობისათვის სრული ინფორმაციის გადაცემას, რომელიც დაკავშირებულია „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერასთან“. ეს უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და ამარტივებს ლოგისტიკის დაგეგმარებას.
თავი IV
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამა
მუხლი 9🔗. მხარდაჭერის პროგრამა
1. საქართველოს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამა შედგება ხუთი განსხვავებელი, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული ფაზისაგან:
ა) „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ კოორდინაცია;
ბ) „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ რესურსების მართვა და კოორდინაცია;
გ) „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ შესაძლებლობების განვითარება;
დ) „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისათვის“ პროგრამის დაგეგმვა;
ე) „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროექტის აღსრულება.
მუხლი 10🔗.
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ კოორდინაცია
1. ოპერატიული ეფექტურობის, მართვისა და დაგეგმვის ერთიანობისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინიშნება საკონტაქტო პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება NATO-სა და გამგზავნ ქვეყნებთან „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამის კოორდინაციაზე.
2 საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უნდა განსაზღვროს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ ლოგისტიკური უზრუნველყოფის ძირითადი კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამის ლოგისტიკური ასპექტების მართვაზე (დაგეგმვა, განვითარება და აღსრულება).
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს ქვედანაყოფს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამის უსაფრთხოებისა და ძალების დაცვის საკითხებზე.
4. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ დაგეგმვისა და განვითარების პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ ყველა ფაქტორის (მასალები, აღჭურვილობა, ინფრასტრუქტურა, დოკუმენტაცია, სამსახურები, პროცედურები და პერსონალის კვალიფიკაცია) თავსებადობას გამგზავნი ქვეყნის ძალებთან.
5. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროექტის სამხედრო რესურსების დაგეგმვისა და შესრულების ამოცანები მტკიცდება გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ.
მუხლი 11🔗.
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ რესურსების მართვა და კოორდინაცია
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ შესაძლებლობების შესწავლას. ამ შესაძლებლობებში შედის: იურიდიული და საფინანსო საკითხები, მარაგების შევსებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის შესაძლებლობები, ხელმისაწვდომი პერსონალი, ინფრასტრუქტურა და მომსახურება. ეს საკითხები შეტანილია „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობათა კატალოგში“, რომლის შედგენაზე ასევე პასუხისმგებელია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი.
2. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ რესურსების მართვა და კოორდინაცია მოიცავს გამგზავნი ქვეყნის მოთხოვნების განსაზღვრას, რომელთა შესრულება ვერ ხერხდება სხვადასხვა მიზეზთა გამო.
3. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ რესურსების მართვა და კოორდინაცია ასევე მოიცავს იმ ღონისძიებების განსაზღვრას, რომელთა გატარებაც აუცილებელია გამგზავნი ქვეყნის მოთხოვნების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მდგომარეობის გამოსასწორებლად.
მუხლი 12🔗.
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისათვის“ შესაძლებლობათა განვითარება
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ შესაძლებლობების განვითარების პროცესი გულისხმობს მიმდინარე ან დაგეგმილ მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს შესაძლებლობების დასადგენად. ეს პროგრამა ასევე მოიცავს ფინანსური ინვესტიციებისა და პრიორიტეტების ეტაპებად გაწერასა და შესრულებას.
მუხლი 13🔗.
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამის დაგეგმვა
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამის ეს ელემენტი მიმდინარეობს დაგეგმვის რამდენიმე საფეხურის გავლით. ის იწყება გამგზავნი ქვეყნის საწყისი განაცხადით და სრულდება შეთანხმების გაფორმებით, რომელშიც ზოგადად ასახულია
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ ყველა საკითხი. ამ პროცესის ფორმატი და პროცედურები აღწერილია NATO-ს შესაბამის სახელმძღვანელოებში (NATO-ს
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პრინციპები და პოლიტიკა (MC 334/1) და მოკავშირეთა გაერთიანებული მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის დოქტრინა და პროცედურები (AJP 4.5).
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისათვის“ პროგრამის დაგეგმვის ფაზის შემადგენელი ნაწილებია:
ა) მოთხოვნა „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერაზე“. NATO-ს მეთაური შესასრულებელი მისიის ანალიზის შედეგად განსაზღვრავს მოთხოვნებს
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ უზრუნველყოფის შესახებ;
ბ) ურთიერთგაგების მემორანდუმი;
გ) საწყისი განაცხადი მოთხოვნათა შესახებ;
დ) „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ ერთობლივი მმართველი ცენტრის შექმნა. ცენტრი შედგება როგორც საქართველოს, ასევე გამგზავნი ქვეყნის წარმომადგენლებისაგან. აღნიშნული ცენტრის დანიშნულებაა „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ აღსრულებისათვის საჭირო ძირითადი ფინანსური შეთანხმებების, ტექნიკური პროცედურებისა და მოთხოვნების ჩამოყალიბება;
ე) ტექნიკური შეთანხმება;
ვ) დაზუსტებული განაცხადი საჭიროებათა შესახებ;
ზ) გაერთიანებული სააღმსრულებო შეთანხმება.
მუხლი 14🔗.
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ აღსრულება
1. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ აღსრულება წარმოადგენს საქართველოში შემოსული პარტნიორი ქვეყნის ჯარების რეალური უზრუნველყოფის პროცესს. აღსრულებისას, პირველ რიგში, განიხილება გამგზავნი ქვეყნის ძალების მიღების, განთავსებისა და შემდგომი გადაადგილების უზრუნველყოფა საქართველოში არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტების, პორტების, აეროპორტების, საგზაო და სარკინიგზო ქსელების, ასევე სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენებით, რაც ხელს შეუწყობს შემოსული ძალების დაცულობას, ეფექტურობასა და მობილურობას. გამგზავნი ქვეყნის ძალების შემდგომი გადაადგილება შეიძლება მოხდეს როგორც სხვა ქვეყანაში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონში.
2. საქართველოში განსახორციელებელი „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამის ძირითადი ელემენტები მოიცავს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამის კოორდინაციასა და მართვას;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გამგზავნი ქვეყნის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას შორის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფას;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის ორგანიზაციებს შორის (როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორი) მუდმივი კავშირის უზრუნველყოფას;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებსა და კონტრაქტორებს, რომლებიც აწარმოებენ „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერასთან“ დაკავშირებულ სამუშაოებს;
ე) ინფორმაციის მართვას, რომელიც ტარდება როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო სააგენტოების მიერ ტრანზიტის კონტროლის, საფინანსო აღრიცხვისა (ყველა შემდგომი ანაზღაურებისათვის) და პროგრამის ყველა იმ ცვლილებების უზრუნველსაყოფად, რომელსაც გამოიწვევს გამგზავნი ქვეყნის ლოგისტიკური უზრუნველყოფის ახალი მოთხოვნების გაჩენა.
თავი V
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ სისტემის სტრუქტურა
მუხლი 15🔗. სისტემის ორგანიზაცია
1. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამების ყველა ამოცანა სრულდება სამხედრო და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ.
2. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამებში მონაწილე საქართველოს სტრუქტურების ზოგად კოორდინაციას უზრუნველყოფს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საუწყებათაშორისო კომისია” (შემდგომში – კომისია). კომისიას თავმჯდომარეობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. მისი წევრები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა და კერძო სტრუქტურათა წარმომადგენლები. კომისიის დანიშნულებაა სამხედრო, სამთავრობო დაწესებულებათა და კერძო სტრუქტურათა შესაძლებლობების კოორდინაცია, რაც უზრუნველყოფს გამგზავნი ქვეყნისათვის მაქსიმალურად ეფექტური მხარდაჭერის გატარებას. კომისია ასევე უზრუნველყოფს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობათა კატალოგისათვის“ ზუსტი მონაცემების მიწოდებასა და ამ შესაძლებლობების გაზრდის რეკომედაციების შემუშავებას, ასევე მონაწილე ორგანიზაციების რესურსებისა და ფუნქციების დუბლირების თავიდან აცილებას.
3. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (J-1; J-2; J-3; J-4; J-5; J-6, J-7);
ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;
გ) სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტი;
დ) ფინანსების მართვის დეპარტამენტი;
ე) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
ვ) სახმელეთო ძალების შტაბი;
ზ) სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბი;
თ) სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბი;
ი) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი;
კ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
4. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობენ ქვემოთ ჩამოთვლილი სამთავრობო დაწესებულებები და კერძო სტრუქტურები:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ე) ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახური;
ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
ზ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
ი) შპს „საქართველოს რკინიგზა“.
5. „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამის ყველა ელემენტი, მათ შორის, მართვისა და კონტროლის სისტემა, დაფუძნებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებულ საკომანდო ჯაჭვზე.
მუხლი 16🔗.
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ სისტემის ძირითადი ფუნქციები
1. კომისია ახორციელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებს შორის ურთიერთქმედების კოორდინაციას „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ საკითხებში. კომისიის შემადგენლობაში შედიან მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული სამთავრობო დაწესებულებებისა და კერძო სტრუქტურების შესაბამისი თანამდებობების პირები.
2. კომისიას თავმჯდომარეობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. იგი თავდაცვის სამინისტროს მხრიდან განსაზღვრავს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სხვა უწყებებთან ურთიერთკავშირსა და კოორდინაციაზე.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი პასუხს აგებს საქართველოსა და სტრატეგიული დონის მეთაურებს შორის „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ ურთიერთგაგების მემორანდუმის მომზადებაზე. გამგზავნი ქვეყნიდან საწყისი განაცხადის მიღების შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი იწყებს მოლაპარაკებას „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე. ამ პროცესში მას აქვს მჭიდრო თანამშრომლობა გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტთან, რომელიც პასუხს აგებს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობათა კატალოგის“ განვითარებაზე და პროგრამის ლოგისტიკური უზრუნველყოფის მოთხოვნების შემუშავებაზე.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისთვის“ კონცეფციის განხორციელების სამართლებრივ უზრუნველყოფას.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი, საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად, ახორციელებს კონტრაქტების დადების უზრუნველყოფას.
6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი პასუხს აგებს საჭირო საფინანსო სახსრების დაგეგმვაზე, ასევე ხარჯების აღრიცხვასა და კონტროლზე. ამას გარდა, მართავს და აკონტროლებს გამგზავნი ქვეყნის მიერ მომსახურების საფასურის ანაზღაურების პროცესს.
7. გაერთიანებული შტაბის უფროსი.
გაერთიანებული შტაბის უფროსს აქვს უფლებამოსილება „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ თაობაზე აწარმოოს მოლაპარაკება NATO-სა და/ან გამგზავნი ქვეყნის შესაბამის ხელმძღვანელობასთან;
NATO-ს/გამგზავნი ქვეყნის სტრატეგიული დონის მეთაური, მისი ძალების მიერ საქართველოში მისიის შესრულებასთან დაკავშირებით, მიმართავს ოფიციალური მოთხოვნით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ თაობაზე;
შესასრულებელი მისიის ხასიათიდან გამომდინარე, გაერთიანებული შტაბის უფროსი კონკრეტულ საკონტაქტო პირად ნიშნავს შესაბამისი დონის მეთაურს. გაერთიანებული შტაბისა და გაერთიანებულ შტაბს დაქვემდებარებული ჯარის სახეობების შტაბების სტრუქტურული ქვედანაყოფები (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) პასუხს აგებენ გამგზავნი ქვეყნის შესაბამის ქვედანაყოფებთან კავშირების უზრუნველყოფაზე;
გაერთიანებული შტაბის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას ძალების ლოგისტიკური მოთხოვნების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება მოიცავს საზღვაო პორტებისა და აეროპორტების, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების, ტრანსპორტისა და ა.შ. გამოყენების შესაძლებლობას;
დამტკიცებული ლოგისტიკური უზრუნველყოფის პარამეტრები და გეგმები ეყრდნობა J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტისა და სახმელეთო ჯარების შტაბის G-4 (A-4; N-4) რეკომენდაციებს, რომელიც თავისთავად ეფუძნება J-3 ოპერატიული დაგეგმვისა და სახმელეთო ჯარების შტაბის G-3 (A-3; N-3) მიერ მომზადებულ ოპერატიულ გეგმებს.
8. გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტი.
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამის ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია გამგზავნი ქვეყნის ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფასთან. აქედან გამომდინარე, J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტი პასუხს აგებს სამხედრო და სამოქალაქო ლოგისტიკური შესაძლებლობების კოორდინაციაზე, ადგენს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ უზრუნველყოფის გეგმას და ახორციელებს მისი შესრულების კოორდინაციასა და კონტროლს. მისი მოვალეობაა:
ა) განახორციელოს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ ლოგისტიკური უზრუნველყოფის ცენტრა-ლური კოორდინატორის ფუნქცია;
ბ) მიიღოს აქტიური მონაწილეობა „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ დაგეგმვის პროცესში;
გ) განსაზღვროს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ შესაძლებლობები (გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტი პასუხს აგებს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობათა კატალოგის“ განვითარებაზე);
დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსისათვის უზრუნველყოს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ შესაძლებლობების შესახებ რეკომენდაციების მიწოდება;
ე) შეავსოს და შეამოწმოს საკონტაქტო პირების ცხრილი, რომელშიც შევლენ მე-15 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ორგანიზაციების წარმომადგენლები;
ვ) აწარმოოს გამგზავნი ქვეყნის ძალებისათვის „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ აღსრულების ზედამხედველობა;
ზ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს გამგზავნი ქვეყნის მეთაურის ლოგისტიკურ შტაბთან;
თ) კოორდინაცია გაუწიოს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამისათვის სპეციალისტების მომზადებასა და გადამზადებას (ყველა დაკავშირებულ სტრუქტურაში).
9. სახმელეთო ჯარების შტაბი უზრუნველყოფს სამხედრო გარნიზონებისა და საწვრთნელი ბაზების შესაძლებლობების გამოყენებას. ამას გარდა, სახმელეთო ჯარების შტაბი ჩართულია უსაფრთხოებისა და ძალების დაცვის საკითხების გადაწყვეტაში, რისთვისაც იყენებენ საკუთარ ქვედანაყოფებს, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს სამხედრო პოლიციის ძალებით.
10. სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბები უზრუნველყოფენ აეროდრომებისა და საზღვაო პორტების შესაძლებლობების გამოყენებას.
11. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, სახმელეთო ჯარებთან და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ პოლიციასთან ერთად, აღასრულებს უსაფრთხოებისა და ძალების დაცვის გეგმას.
12. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული სახელმწიფო ორგანოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, ახორციელებს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და აღსრულებას.
13. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი ახორციელებს კონცეფციიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა ლოგისტიკურ უზრუნველყოფას.