„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 15/02/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №105

2007 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის№160 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1996 წლის თებერვალი, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიწების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით შეიქმნას საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნინო ბახტაძე – ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე

ვასილ გედევანიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი გოდაბრელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ირაკლი გორგაძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე

ნინო ენუქიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

პაატა ჭიპაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახურის უფროსი

ზვიად ჭეიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე

შალვა ჯავახაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო ფონდიდან მიწის განკარგვის, მიწის გამოყოფის, მიწის გამოყენებისა და დაცვის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;“;

გ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე მიწასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.“;

ე) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგით. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარის დავალებით.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.02.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 13.02.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №105. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.08.002.004.
სად არის „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №105, 13.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/99976/