„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №106
2007 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 და მე-14 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
1. „რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული №21, გვ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს შესახებ
ა) ლიკვიდირებულ იქნეს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონული სასამართლოები;
ბ) შეიქმნას ახალქალაქის რაიონული სასამართლო;
გ) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;
დ) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით;
ე) ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.“;
ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს 33-ე პუნქტი;
გ) 38-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„38. საჩხერის რაიონული სასამართლოს შესახებ
ა) ლიკვიდირებულ იქნეს საჩხერისა და ჭიათურის რაიონული სასამართლოები;
ბ) შეიქმნას საჩხერის რაიონული სასამართლო;
გ) საჩხერის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;
დ) საჩხერის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით;
ე) საჩხერის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.“;
დ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს 42-ე პუნქტი;
ე) ძალადაკარგულად გამოცხადდეს 51-ე პუნქტი;
ვ) 53-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„53. ხაშურის რაიონული სასამართლოს შესახებ
ა) ლიკვიდირებულ იქნეს ხაშურისა და ქარელის რაიონული სასამართლოები;
ბ) შეიქმნას ხაშურის რაიონული სასამართლო;
გ) ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;
დ) ხაშურის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 7 მოსამართლით;
ე) ხაშურის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ქარელის მუნიციპალიტეტში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.“.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ (ვ. ცერცვაძე):
ა) ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2007 წლის 1 მარტამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა.ა) უზრუნველყოს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაციის და მათი ახალქალაქის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება, არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.ბ) თავისი კომპეტენციის შესაბამისად განახორციელოს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;
ა.გ) უზრუნველყოს ლიკვიდაციასა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა;
ბ) საჩხერისა და ჭიათურის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2007 წლის 1 მარტამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ბ.ა) უზრუნველყოს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაციის და მათი საჩხერის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება, არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ.ბ) თავისი კომპეტენციის შესაბამისად განახორციელოს საჩხერის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;
ბ.გ) უზრუნველყოს ლიკვიდაციასა და საჩხერის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა;
გ) ხაშურისა და ქარელის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2007 წლის 1 მაისამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით:
გ.ა) უზრუნველყოს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაციის და მათი ხაშურის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება, არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ.ბ) თავისი კომპეტენციის შესაბამისად განახორციელოს ხაშურის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;
გ.გ) უზრუნველყოს ლიკვიდაციასა და ხაშურის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.
3. ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2007 წლის 1 მარტიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2007 წლის 1 მარტიდან გადაეცეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ჭიათურის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2007 წლის 1 მარტიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო საჩხერისა და ჭიათურის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2007 წლის 1 მარტიდან გადაეცეს საჩხერის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ქარელის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2007 წლის 1 მაისიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ხაშურისა და ქარელის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2007 წლის 1 მაისიდან გადაეცეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ამ ბრძანებულების:
ა) პირველი პუნქტის ,,ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2007 წლის 1 მარტიდან;
ბ) პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2007 წლის 1 მაისიდან;
გ) მე-2–5 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი