საქართველოს მოქალაქეები - ირმა ქურასბედიანი და ნელი გოგიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.

🏛️ საკონსტიტუციო სასამართლო 25.09.2014
ტიპი
Constitutional Complaint
საქმის №
612
თარიღი
25.09.2014
ენა
KA

ტექსტი

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი     განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს კონტიტუციის მე-6 მუხლის საფუძველზე ყველა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონტიტუციას და გამომდინარეობდეს კონტიტუციიდან,გასაჩივრებული სადაო აქტი უკანონოა,ამ აქტის რეალიზების საფუძველზე მოხდება ადამიანის საკუთრების უფლების ხელყოფა,ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ისე აწარმოა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა რომ დაინტერესებულ მხარეს კეთილსინდისიერ მესაკითრეს  არ მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში,ჩვენთვის აბსოლიტრად გასაგებია რამ განაპირობა სადაო ბრძანების მიღება,პრემიერ-მინისტრმა ჩათვალა,რომ ეს ხალხი მართლა მთელ სოფელს წარმოადგენდა,ასევე არსებობს ასობით მოქალაქე რომელსაც წინა ხელისუფლების უკანონო ქმედებების გამო წაართვეს ქონებები რომელთა საქმეებიც არც კი გამოძიებულა.მხოლოდ ეს პოლიტიკური სიტუაცია იყო გადამწყვეტი სადაო უკანონო ბრძანების მიღებაში,მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტ საფუძვიანად და სამართვებრივად რომ შეესწავლათ ადმინისტრაციული სარჩელი ასევე დაინტერესებულიყვნენ ვინ იყიდა აუქციონის წესით სადაო ქონება მაშინ ეს შედეგი არ დადგებოდა,მოქალაქე როლანდ წულაძე  სადაო ქონებას უვადო იჯარის ხელსეკრულებით ფლობდა და განკარგავდა 1992 წლიდან,2013 წლადე ის იხდიდა მიწის გადასახადს, ხოლო 2 წელია ახალი მესაკუთრე ირმა ქურასბედიანი იხდის მიწის გადასახადს. ასევე ის იყო კეთილსინდისიერი გლეხი რომელიც  ამ ბრძანებას შეეწირა და გარდაიცვალა,აქვე საგულისხმოა ის ფაქტი რომ ადმინისტრაციული სარჩელის ავტორებისათვის რომელიც სოფელ მარანის მკვიდრნი არიან ცნობილი იყო აუქციონის ჩატერების დრო და მათ თავისუფლად შეეძლოთ მონაწილეუბა მიეღოთ აუქციონში.ჩვენი ღრმა რწმენით მიუხედავად იმისა რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იურისტი არ გახლავთ ,მას სადაო საკითხი რომ შეესწავლა სადაო ბრძანებას არ მიიღებდა,არ წაართმევდა კეთილსინდისიერ მესკუთრეს პატიოსან გლეხს  ქონებას.   მოთხოვნის არსი და დასაბუთება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრის #19 2013 წლის 11 იანვრის ბრძანება   სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა