საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

🏛️ საკონსტიტუციო სასამართლო 14.09.2016
ტიპი
Constitutional Complaint
საქმის №
N826
თარიღი
14.09.2016
ენა
KA

ტექსტი

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი     განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით სარჩელი აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს; შემოტანილია უფლებამოსილი პირების მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო; სარჩელში მითითებული სადაო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია; სადაო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება; სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით; არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადაო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.   ზ/ა გამომდინარე არ არსებობს მისი სასამართლოში არსებითად არმიღების საფუძვლები   მოთხოვნის არსი და დასაბუთება სადაო ნორმა ზღუდავს მეწარმის უფლებას, იმ პირობებში როდესაც სახელმწიფო ვალდებულია  ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ნორმის კომსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით აუცილებელია გაუქმდეს სადაო მუხლი.   სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა