ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

🏛️ საკონსტიტუციო სასამართლო 28.02.2006
ტიპი
Recording Notice
საქმის №
N2/1/359
კოლეგია
II Chamber - Otar Benidze, Nikoloz Cherkezishvili, Lamara Chorgolashvili, Zaur Jinjolava,
თარიღი
28.02.2006
ენა
KA

ტექსტი

კოლეგიის შემადგენლობა: 1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე; 2.ოთარ ბენიძე – წევრი; 3.ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე; 4.ზაურ ჯინჯოლავა – წევრი. სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე საქმის დასახელება: ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით. საქმის განხილვის მონაწილენი:ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები:თამარ კორძაია და ნინო ლომჯარია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა : 2006 წლის 10 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №359) მომართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მოითხოვა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლი,89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა მოთხოვნის მოცულობა იმ მიმართებით, რომ საქართველოს საბაჯო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი პუნქტიდან მხოლოდ „სახელმწიფო დაწესებულების“ მიერ საბაჟო ორგანოებისათვის გადაცემული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად აღიარების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა;დანარჩენ ნაწილში მოთხოვნაზე უარი განაცხადა. კოლეგიას მიაჩნია,რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები და არ არსებობს იმავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის. იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, „საქარტველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტით,43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის მე-13,მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ა დ გ ე ნ ს: 1.ნაწილობრივ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით, სახელდობრ, სადავო მუხლის ის ნაწილი, რომელიც შეეხება სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბაჟო ორგანოებისათვის გადაცემული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მითითების არაკონსტიტუციურად ცნობას; 2. კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს პარლამერნტი; 3.საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია; 4.საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; 5.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება. კოლეგიის წევრები: 1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი 2.ოთარ ბენიძე 3.ლამარა ჩორგოლაშვილი 4.ზაურ ჯინჯოლავა