მოსარჩელეები: დარეჯან მთვარელიშვილი, ელენე ფერაძე, ნელი კალანდაძე, იოსებ ნაცვლიშვილი, ზაირა ნატროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

🏛️ საკონსტიტუციო სასამართლო 29.03.2006
ტიპი
Recording Notice
საქმის №
N2/3/370
კოლეგია
II Chamber - Otar Benidze, Nikoloz Cherkezishvili, Lamara Chorgolashvili, Zaur Jinjolava,
თარიღი
29.03.2006
ენა
KA

ტექსტი

კოლეგიის შემადგენლობა: 1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე; 2. ოთარ ბენიძე – წევრი; 3. ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე; 4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი. სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე. საქმის დასახელება: მოსარჩელეები: დარეჯან მთვარელიშვილი, ელენე ფერაძე, ნელი კალანდაძე, იოსებ ნაცვლიშვილი, ზაირა ნატროშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 533 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით. საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა ჯგუფის წარმომადგენელი შალვა თოიძე. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 2006 წლის 16 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №370) მომართეს მოსარჩელეებმა: დარეჯან მთვარელიშვილმა, ელენე ფერაძემ, ნელი კალანდაძემ, იოსებ ნაცვლიშვილმა, ზაირა ნატროშვილმა და მოითხოვეს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 533 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ასევე ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები. კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს იმავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის. იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ა დ გ ე ნ ს : 1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოსარჩელეების: დარეჯან მთვარელიშვილის, ელენე ფერაძის, ნელი კალანდაძის, იოსებ ნაცვლიშვილისა და ზაირა ნატროშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 533 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით; 2. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია; 3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; 4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. კოლეგიის წევრები: 1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი 2. ოთარ ბენიძე 3. ლამარა ჩორგოლაშვილი 4. ზაურ ჯინჯოლავა ასლი დედანთან სწორია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი იაკობ ფუტკარაძე