Citizens of Georgia Shalva Natelashvili and Akaki Mikadze v. Georgian National Energy Regulatory Commission (GNERC)

🏛️ საკონსტიტუციო სასამართლო 09.02.2007
ტიპი
Judgment
საქმის №
N1/1/374,379
კოლეგია
I Chabmer - Besarion Zoidze, Vakhtang Gvaramia, Konstantine Vardzelashvili,
თარიღი
09.02.2007
ენა
KA/EN

ტექსტი

კოლეგიის შემადგენლობა: კო­ნსტა­ნტინე ვა­რძე­ლა­შვი­ლი (სხდო­მის თა­ვმჯდო­მარე); ბე­სა­რიონ ზო­იძე (მო­მხსე­ნე­ბელი მო­სა­მა­რთლე); ვა­ხტანგ გვა­რა­მია. სხდო­მის მდი­ვანი: ლილი სხი­რტლაძე 2007 წლის 11, 22 და 26 ია­ნვრის ღია სა­სა­მა­რთლო სხდო­მე­ბზე, რო­მლე­ბშიც მო­ნა­წი­ლე­ობდნენ მო­სა­რჩე­ლე­ები: შა­ლვა ნა­თე­ლა­შვილი და აკაკი მი­ქაძე, მო­სა­რჩელე შა­ლვა ნა­თე­ლა­შვი­ლის წა­რმო­მა­დგე­ნელი მა­რინე ცუ­ცქი­რიძე, მო­პა­სუხე მხა­რის – სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელი ერო­ვნული კო­მი­სიის (სე­მე­კის) წა­რმო­მა­დგე­ნლები – იუ­რი­დი­ული დე­პა­რტა­მე­ნტის უფროსი თა­მაზ ინა­შვილი, ელე­ქტრო­ენე­რგე­ტი­კის დე­პა­რტა­მე­ნტის ტე­ქნი­კური სა­მმა­რთვე­ლოს უფროსი ილია ნა­კა­შიძე და მთა­ვარი იუ­რი­სტი – ზუ­რაბ ვა­ნი­შვილი, მო­წმე­ები – სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ერო­ვნულ კო­მი­სი­ასთან და­მო­უკი­დე­ბლად არსე­ბული მო­მხმა­რე­ბე­ლთა ინტე­რე­სე­ბის სა­ზო­გა­დო­ებრივი და­მცველი და­ვით მი­ქა­უტაძე და სს “სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის” წა­რმო­მა­დგე­ნელი ზუ­რაბ ბე­ქაია, სპე­ცი­ალი­სტი – სა­ქა­რთვე­ლოს ტე­ქნი­კური უნი­ვე­რსი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბული პრო­ფე­სორი კო­ნსტა­ნტინე წე­რე­თელი, გა­ნი­ხილა სა­ქმე: „სა­ქა­რთვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ები შა­ლვა ნა­თე­ლა­შვილი და აკაკი მი­ქაძე სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელი ერო­ვნული კო­მი­სიის (სე­მე­კის) წი­ნა­აღმდეგ“. და­ვის სა­გა­ნია: კო­ნსტი­ტუ­ცი­ურია თუ არა სა­ქა­რთვე­ლოს კო­ნსტი­ტუ­ციის 30-ე მუ­ხლის მე-2 პუ­ნქტთან მი­მა­რთე­ბით “სს “სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის” სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლის მქონე აბო­ნე­ნტე­ბის მიერ ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლის გა­რეშე მო­ხმა­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრის დრო­ებითი წე­სის და­მტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ” სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელი ერო­ვნული კო­მი­სიის (სე­მეკ) 2006 წლის 17 ია­ნვრის N1 და­დგე­ნი­ლება (სე­მე­კის 2006 წლის 29 სე­ქტე­მბრის N32 და­დგე­ნი­ლე­ბით შე­ტა­ნილი ცვლი­ლე­ბე­ბით). კო­ნსტი­ტუ­ციურ სა­რჩე­ლე­ბში მო­სა­რჩე­ლე­ები აღნი­შნა­ვენ, რომ სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელი ერო­ვნული კო­მი­სიის სა­დავო და­დგე­ნი­ლე­ბით, გა­ნი­სა­ზღვრა სს “სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის” სა­მო­ქმედო ტე­რი­ტო­რი­აზე სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლის მქონე აბო­ნე­ნტე­ბის მიერ ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლის გა­რეშე მო­ხმა­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრის დრო­ებითი წესი. მო­სა­რჩე­ლეთა აზრით, ამ აქტით, და­ირღვა მათი, რო­გორც მო­მხმა­რე­ბე­ლთა კო­ნსტი­ტუ­ცი­ური უფლე­ბები, რა­დგან სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხველი ვერ პა­სუ­ხობს მო­მხმა­რე­ბლის ინტე­რე­სებს არა მხო­ლოდ თვი­სე­ბრივ-რა­ოდე­ნო­ბრივი, არა­მედ სტა­ბი­ლური ენე­რგო­მო­მსა­ხუ­რე­ბის თა­ვლსა­ზრი­სი­თაც. ასეთი გა­და­ხდე­ვი­ნე­ბის შე­უსა­ბა­მობა მო­მხმა­რე­ბლის ინტე­რე­სე­ბთან გა­მო­მდი­ნა­რე­ობს იქი­დან, რომ მისი მო­ხმა­რე­ბის ოდე­ნო­ბის გა­ნმსა­ზღვრე­ლად შე­უძლე­ბე­ლია მი­ჩნეულ იქნეს მხო­ლოდ სი­ვრცო­ბრივ-რა­ოდე­ნო­ბრივი მა­ჩვე­ნე­ბელი. მო­სა­რჩე­ლე­ების აზრით, სა­დავო და­დგე­ნი­ლება იწვევს მო­მხმა­რე­ბე­ლთა უფლე­ბე­ბის უსა­მა­რთლო დი­ფე­რე­ნცი­აციას, მო­მე­ტე­ბულ ტვი­რთს აკი­სრებს მო­სა­რჩე­ლე­ებსა და იმ მო­ბი­ნა­დრე­ებს, რო­მლე­ბსაც რა­მდე­ნიმე ბინა აქვთ, სა­დაც რე­გუ­ლა­რუ­ლად არ ცხო­ვრო­ბენ. აღნი­შნული არღვევს ასევე კა­ნო­ნის წი­ნაშე თა­ნა­სწო­რო­ბის პრი­ნციპს, რა­და­გა­ნაც მცი­რე­სუ­ლიან ოჯა­ხებს მრა­ვა­ლსუ­ლიან ოჯა­ხე­ბთან შე­და­რე­ბით, ეკი­სრე­ბათ მო­მე­ტე­ბული ტვი­რთი. მო­სა­რჩე­ლეთა აზრით, მათ უფლე­ბებს არღვევს ასევე ის, რომ სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნია ელე­ქტრო­ენე­რგიის ერთა­დე­რთი მი­მწო­დე­ბე­ლია მათ რა­იო­ნში, ამდე­ნად, იგი ეწევა მო­ნო­პო­ლიურ სა­ქმი­ანო­ბას, რის გა­მოც, ისინი ავტო­მა­ტუ­რად ხდე­ბიან მისი აბო­ნე­ნტები. აქე­დან გა­მო­მდი­ნარე, ირღვევა კო­ნსტი­ტუ­ციის 30-ე მუ­ხლის მე-2 პუ­ნქტი, რო­მლის თა­ნა­ხმა­დაც: “სა­ხე­ლმწიფო ვა­ლდე­ბუ­ლია ხელი შე­უწყოს თა­ვი­სუ­ფალი მე­წა­რმე­ობისა და კო­ნკუ­რე­ნციის გა­ნვი­თა­რე­ბას. აკრძა­ლუ­ლია მო­ნო­პო­ლი­ური სა­ქმი­ანობა, გა­რდა კა­ნო­ნით და­შვე­ბული შე­მთხვე­ვე­ბისა. მო­მხმა­რე­ბე­ლთა უფლე­ბები და­ცუ­ლია კა­ნო­ნით”. კო­ნსტი­ტუ­ციურ სა­რჩე­ლე­ბში თა­ვდა­პი­რვე­ლად და­ვის სა­განს წა­რმო­ადგე­ნდა სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელი ერო­ვნული კო­მი­სიის 2006 წლის 17 ია­ნვრის N1 და­დგე­ნი­ლება 2006 წლის 31 მა­რტის N13 და­დგე­ნი­ლე­ბით შე­ტა­ნილი ცვლი­ლე­ბე­ბითა და და­მა­ტე­ბე­ბით. სა­სა­მა­რთლო სხდო­მაზე მო­სა­რჩე­ლე­ებმა და­აზუ­სტეს და­ვის სა­განი და მო­ითხო­ვეს იმავე აქტის კო­ნსტი­ტუ­ცი­ურო­ბის შე­მო­წმება, მა­სში 2006 წლის 29 სე­ქტე­მბრის N32 და­დგე­ნი­ლე­ბით შე­ტა­ნილი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­თვა­ლი­სწი­ნე­ბით, რო­მლი­თაც სა­დავო და­დგე­ნი­ლე­ბის მო­ქმე­დე­ბის ვადა გა­ნი­სა­ზღვრა 2007 წლის 1 ოქტო­მბრა­მდე. მო­სა­რჩე­ლე­ებმა ასევე აღნი­შნეს, რომ მათ უფლე­ბებს არღვევს ისიც, რომ გა­ურკვე­ვე­ლია, კი­დევ რა­მდენი წელი გა­უგრძე­ლდება მო­ქმე­დება აღნი­შნულ “დრო­ებით წესს”, რა­დგან მო­სა­ხლე­ობის გა­მრი­ცხვე­ლი­ანე­ბის პრო­ცესი ნელი ტე­მპით მი­მდი­ნა­რე­ობს. აქე­დან გა­მო­მდი­ნარე, მო­სა­რჩე­ლე­ები მი­იჩნე­ვენ, რომ სა­დავო და­დგე­ნი­ლება უნდა ჩა­ითვა­ლოს არა­კო­ნსტი­ტუ­ცი­ურად და გა­მო­ცხა­დდეს ძა­ლა­და­კა­რგუ­ლად. მო­პა­სუხე მხა­რის – სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელი ერო­ვნული კო­მი­სიის წა­რმო­მა­დგე­ნლე­ბის გა­ნმა­რტე­ბით, სა­დავო აქტი არ უნდა იქნეს ცნო­ბილი არა­კო­ნსტი­ტუ­ცი­ურად შე­მდეგ გა­რე­მო­ებათა გამო: სს “სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნია”, რო­მე­ლსაც ეხება სა­დავო ნო­რმა­ტი­ული აქტი, ემსა­ხუ­რება ქვე­ყნის ექვსასი ათა­სზე მეტ მო­მხმა­რე­ბელს, რო­მე­ლთა უმე­ტე­სო­ბას ან სა­ერთოდ არ გა­აჩნია მრი­ცხველი, ან იგი გა­მო­სუ­ლია მწყო­ბრი­დან. სა­დავო აქტის მი­ღე­ბის მი­ზეზი იყო ის, რომ 2000-2004 წლე­ბში სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგო­სე­ქტორი კრი­ზისს გა­ნი­ცდიდა, რე­გი­ონე­ბის მო­მა­რა­გება ელე­ქტრო­ენე­რგიით ხდე­ბოდა შე­ფე­რხე­ბე­ბით, გა­რთუ­ლე­ბული იყო მი­წო­დე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის სა­ფა­სუ­რის ამო­ღება. ეს მდგო­მა­რე­ობა არღვე­ვდა მო­მხმა­რე­ბე­ლთა უფლე­ბე­ბსაც და ენე­რგო­კო­მპა­ნიაც გა­კო­ტრე­ბის პი­რას იყო მი­სული. სა­ფრთხე ექმნე­ბოდა სა­ერთოდ ენე­რგე­ტი­კის და­რგის ფუ­ნქცი­ონი­რე­ბას და გა­ნვი­თა­რე­ბას. ამდე­ნად, არსე­ბულ მძიმე რე­ალო­ბაში ენე­რგე­ტი­კის და­რგის გა­ჯა­ნსა­ღე­ბი­სა­თვის ერთ-ერთ პრი­ორი­ტე­ტად თა­ვი­და­ნვე იქცა აღრი­ცხვი­ანო­ბის მო­წე­სრი­გება. თა­ვდა­პი­რვე­ლად და­სრუ­ლდა კო­მუ­ნა­ლური გა­მრი­ცხვე­ლი­ანება და პა­რა­ლე­ლუ­რად და­იწყო ინდი­ვი­დუ­ალური გა­მრი­ცხვე­ლი­ანება. ამ აქტმა გა­აუ­მჯო­ბესა მო­მხმა­რე­ბე­ლთა მდგო­მა­რე­ობაც, რა­დგან დღეს კო­მპა­ნია უზრუ­ნვე­ლყოფს მო­მხმა­რე­ბე­ლთა 24 სა­ათიან ელე­ქტრო­მო­მა­რა­გე­ბას და, მე­ორე მხრივ, გა­იზა­რდა კო­მპა­ნიის შე­მო­სა­ვლები. მო­პა­სუ­ხის წა­რმო­მა­დგე­ნლის გა­ნმა­რტე­ბით, ისეთი გა­რე­მო­ებანი, რო­გო­რე­ბი­ცაა ელე­ქტრო­ენე­რგიის სა­ფა­სუ­რის გა­და­უხდე­ლო­ბის მი­ზე­ზით ყველა მო­მხმა­რე­ბლი­სთვის ელე­ქტრო­ენე­რგიის მი­წო­დე­ბის შე­წყვეტა, ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლის ჩვე­ნე­ბის მხე­დვე­ლო­ბაში არმი­ღება და სხვა, რა­საც ეფუ­ძნება კო­ნსტი­ტუ­ციურ სა­რჩე­ლში მო­სა­რჩელე მხარე, არ გა­მო­მდი­ნა­რე­ობენ სა­დავო აქტი­დან. მსგავს და­რღვე­ვე­ბზე ყო­ვე­ლდღი­ურად რე­აგი­რებს სე­მეკი, რო­მე­ლმაც არა­ერთხელ მი­იღო გა­და­წყვე­ტი­ლება და ენე­რგო­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ კო­მპა­ნიას, აღნი­შნულ და­რღვე­ვათა გამო, და­ეკი­სრა ადმი­ნი­სტრა­ცი­ული სა­ხდე­ლები. მო­პა­სუ­ხის წა­რმო­მა­დგე­ნლის აზრით, ეს პრო­ბლე­მები არ მი­უთი­თე­ბენ სა­დავო აქტის არა­კო­ნსტი­ტუ­ცი­ურო­ბაზე, ისინი წა­რმო­ადგე­ნენ მისი მო­თხო­ვნე­ბის უგუ­ლე­ბე­ლყო­ფის შე­დეგს. მო­წმე ზუ­რაბ ბე­ქა­იამ სა­სა­მა­რთლოს გა­ნუ­მა­რტა, რომ სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგო­სე­ქტო­რში შე­ქმნილი რთული მდგო­მა­რე­ობის გამო, სა­ქა­რთვე­ლოს რე­გი­ონებს არ მი­ეწო­დე­ბო­დათ ელე­ქტრო­ენე­რგია. სწო­რედ ამ დროს, სა­აქციო სა­ზო­გა­დო­ება სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის მმა­რთვე­ლო­ბამ, სა­ხე­ლმწი­ფოს მხა­რდა­ჭე­რით, მი­იღო გა­და­წყვე­ტი­ლება, გა­და­ედგა პი­რველი ნა­ბი­ჯები პრო­ბლე­მის მო­სა­გვა­რე­ბლად და და­ეწყო ე.წ. კო­მუ­ნა­ლური გა­მრი­ცხვე­ლი­ანება. ამან გა­მო­იღო ის და­დე­ბითი შე­დეგი, რომ დღე­ისა­თვის, სა­ქა­რთვე­ლოს რე­გი­ონებს აქვთ 24 სა­ათი­ანი ელე­ქტრო­მო­მა­რა­გება. კო­ლე­ქტი­ური მრი­ცხვე­ლის შე­მო­ღე­ბის შე­დე­გად, მო­ხდა თა­ნხე­ბის ამო­ღე­ბის მნი­შვნე­ლო­ვანი ზრდა. თუ­მცა კო­მუ­ნა­ლური გა­მრი­ცხვე­ლი­ანება იყო პი­რველი ეტაპი, პა­რა­ლე­ლუ­რად და­იწყო ინდი­ვი­დუ­ალური გა­მრი­ცხვე­ლი­ანება. მო­წმე და­ვით მი­ქა­უტა­ძემ აღნი­შნა, რომ კო­მუ­ნა­ლური აღრი­ცხვი­ანო­ბის მე­თო­დის შე­მო­ღება მო­ხდა გა­რდა­მა­ვალი პე­რი­ოდი­სა­თვის. ამა­ვდრო­ულად, აღრი­ცხვა-ანგა­რი­შსწო­რე­ბი­სას გა­მო­ვლი­ნდა ამ სი­სტე­მის მრა­ვალი უა­რყო­ფითი და მა­ნკი­ერი მხარე. მა­სთან, რო­გორც მო­მხმა­რე­ბე­ლთა ინტე­რე­სე­ბის სა­ზო­გა­დო­ებრივ და­მცვე­ლთან, არა­ერთი სა­ჩი­ვარი შე­მო­სულა, რო­მე­ლშიც მო­სა­ხლე­ობა გა­მო­თქვა­მდა უკმა­ყო­ფი­ლე­ბას ანგა­რი­შსწო­რე­ბის წე­სის და­რღვე­ვის გამო, გა­და­მხდელი და არგა­და­მხდელი აბო­ნე­ნტე­ბი­სა­თვის ელე­ქტრო­ენე­რგიის მი­წო­დე­ბის კო­ლე­ქტიურ გა­თი­შვე­ბთან თუ სხვა სა­კი­თხე­ბთან და­კა­ვში­რე­ბით. სპე­ცი­ალი­სტმა კო­ნსტა­ნტინე წე­რე­თე­ლმა სა­სა­მა­რთლოს გა­ნუ­მა­რტა, რომ სა­დავო აქტით ხდება სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლზე მი­ერთე­ბული უმრი­ცხველო აბო­ნე­ნტე­ბის მიერ და­ხა­რჯული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრა. სა­დავო აქტის მე-5 მუ­ხლის მი­ხე­დვით, სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლზე აღრი­ცხული ელე­ქტრო­ენე­რგია უმრი­ცხველო აბო­ნე­ნტებს შო­რის ნა­წი­ლდება მათი შე­თა­ნხმე­ბის სა­ფუ­ძვე­ლზე. თუ ასეთი შე­თა­ნხმება არ არსე­ბობს, მა­შინ აბო­ნე­ნტის მიერ და­ხა­რჯული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნობა გა­ნი­სა­ზღვრება სა­დავო აქტის მე-6 მუ­ხლის სა­ფუ­ძვე­ლზე. კე­რძოდ, შე­ფა­სე­ბის მე­თო­დით, ძი­რი­თა­დად ელე­ქტრო­ხე­ლსა­წყო­ების (ელე­ქტრო­ქურა, წყლის გა­მა­ცხლე­ბლები, კო­ნდი­ცი­ონე­რები, სა­რე­ცხი მა­ნქანა და ა.შ. რაც ჩა­მო­თვლი­ლია სა­დავო აქტის და­ნა­რთში) მიერ და­ხა­რჯული სა­ვა­რა­უდო ელე­ქტრო­ენე­რგიის მი­ხე­დვით. სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოს პი­რვე­ლმა კო­ლე­გიამ, სა­ქმის არსე­ბი­თად გა­ნხი­ლვის შე­დე­გად, კო­ნსტი­ტუ­ცი­ური სა­რჩე­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის, სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­მა­რთა­ლწა­რმო­ების მო­ნა­წი­ლეთა გა­მო­სვლე­ბის, მო­წმეთა ჩვე­ნე­ბე­ბის, სპე­ცი­ალი­სტის და­სკვნისა და სა­ქმეში არსე­ბული წე­რი­ლო­ბითი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ანა­ლი­ზე­ბის სა­ფუ­ძვე­ლზე, და­ადგინა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭირო გა­რე­მო­ებანი. I. “სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელი ერო­ვნული კო­მი­სიის (სე­მეკ) 2006 წლის 17 ია­ნვრის N1 და­დგე­ნი­ლება სს “სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის” სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლის მქონე აბო­ნე­ნტე­ბის მიერ ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლის გა­რეშე მო­ხმა­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრის დრო­ებითი წე­სის და­მტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ” ადგენს მო­სა­ხლე­ობის მიერ “უმრი­ცხვე­ლოდ მო­ხმა­რე­ბული” ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრის წესს. კე­რძოდ, ამ და­დგე­ნი­ლე­ბით და­მტკი­ცე­ბული “დრო­ებითი წე­სის” პი­რველ მუ­ხლში აღნი­შნუ­ლია: “1. სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლის მქონე აბო­ნე­ნტე­ბის მიერ ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლის გა­რეშე მო­ხმა­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრის დრო­ებითი წესი ადგენს “სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის” (შე­მდგო­მში – კო­მპა­ნია) სა­მო­ქმედო ტე­რი­ტო­რი­აზე მო­სა­ხლე­ობის მიერ უმრი­ცხვე­ლოდ და­ხა­რჯული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრის პი­რო­ბებს. 2. აღნი­შნული წესი არ ეხება მო­მხმა­რე­ბე­ლთა იმ კა­ტე­გო­რიას, რო­მე­ლთაც გა­აჩნიათ გა­მა­რთული ინდი­ვი­დუ­ალური აღრი­ცხვის ხე­ლსა­წყო”. ამავე “წე­სის” მე-2 მუ­ხლის პი­რველი პუ­ნქტით, “უმრი­ცხველო მო­ხმა­რება” გა­ნმა­რტე­ბუ­ლია, რო­გორც ,,ელე­ქტრო­ენე­რგიის მო­ხმა­რება, როცა მრი­ცხველი არ არსე­ბობს, ან ტე­ქნი­კუ­რად გა­უმა­რთა­ვია”. ამდე­ნად, სა­დავო აქტის კო­ნსტი­ტუ­ცი­ურო­ბის შე­მო­წმე­ბი­სას სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლომ უნდა შე­აფა­სოს “უმრი­ცხველო მო­მხმა­რე­ბე­ლთა” უფლე­ბები, კე­რძოდ, გა­მო­სა­რკვე­ვია, თუ რა­მდე­ნად პა­სუ­ხობს სა­ქა­რთვე­ლოს კო­ნსტი­ტუ­ციის 30-ე მუ­ხლის მე-2 პუ­ნქტს მო­ხმა­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრის ის წესი, რაც და­დგე­ნი­ლია სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლით სა­რგე­ბლო­ბი­სას. სა­დავო და­დგე­ნი­ლება გა­რკვე­ული დროით მო­ქმედ ნო­რმა­ტიულ აქტს წა­რმო­ადგენს. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ამ და­დგე­ნი­ლე­ბით და­მტკი­ცე­ბულ წესს “დრო­ებითი წესი” ეწო­დება, რაც იმაზე უნდა მე­ტყვე­ლე­ბდეს, რომ მას ვერ ექნება და არცა აქვს პრე­ტე­ნზია, შე­მო­იღოს მო­ხმა­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრის სა­ბო­ლოოდ მო­წე­სრი­გე­ბული, მხა­რეთა ინტე­რე­სე­ბით და­ბა­ლა­ნსე­ბული სი­სტემა. იგი წა­რმო­ადგენს გა­რდა­მა­ვალ ღო­ნი­სძი­ებას მო­მხმა­რე­ბე­ლთა სრული გა­მრი­ცხვე­ლი­ანე­ბის პრო­ცე­სში. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც ელე­ქტრო­ენე­რგიის მო­მხმა­რე­ბელს, ასევე მის მი­მწო­დე­ბელს გა­თვი­თცნო­ბი­ერე­ბული აქვთ აღნი­შნული წე­სის დრო­ებითი ხა­სი­ათი. იმა­ვდრო­ულად, მო­სა­ხლე­ობას აქვს იმის მო­ლო­დინი, რომ აღნი­შნული წე­სით გა­მო­წვე­ული უხე­რხუ­ლობა მა­ლევე აღმო­იფხვრება. სა­დავო და­დგე­ნი­ლე­ბის თა­ვდა­პი­რველი რე­და­ქცია (N7 და­დგე­ნი­ლება) სე­მე­კის მიერ მი­ღე­ბული იქნა 2005 წლის 6 აპრილს და მისი მო­ქმე­დე­ბის ვადა გა­ნი­სა­ზღვრა 2005 წლის 31 დე­კე­მბრა­მდე. შე­დგომ, 2006 წლის 17 ია­ნვარს სე­მე­კმა (N1 და­დგე­ნი­ლე­ბით) გა­ნა­ახლა მისი მო­ქმე­დე­ბის ვადა 2006 წლის 31 მა­რტა­მდე. ამის შე­მდეგ ორჯერ შე­იტანა ცვლი­ლე­ბები და და­მა­ტე­ბები სა­დავო და­დგე­ნი­ლე­ბაში და მისი მო­ქმე­დე­ბაც ორჯერ გა­აგრძელა. ჯერ 2006 წლის 31 მა­რტს, N13 და­დგე­ნი­ლე­ბით, 2006 წლის 1 ოქტო­მბრა­მდე, ხოლო შე­მდგომ – 2006 წლის 29 სე­ქტე­მბრის N32 და­დგე­ნი­ლე­ბით, 2007 წლის 1 ოქტო­მბრა­მდე. მო­მხმა­რე­ბე­ლთა გა­მრი­ცხვე­ლი­ანე­ბის კვა­ლო­ბაზე, თა­ნდა­თა­ნო­ბით მცი­რდე­ბოდა ამ და­დგე­ნი­ლე­ბის მო­ქმე­დე­ბის ტე­რი­ტო­რი­ული ფა­რგლები. სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლო ვა­ლდე­ბუ­ლია, გა­არკვიოს ის და­დე­ბითი და უა­რყო­ფითი შე­დე­გები, რა­საც იწვევს სა­დავო აქტის მო­ქმე­დება რო­გორც მო­მხმა­რე­ბლის, ისე ენე­რგო­კო­მპა­ნიის უფლე­ბე­ბთან და­კა­ვში­რე­ბით. II. სა­სა­მა­რთლო კო­ლე­გია აღნი­შნავს, რომ მო­მხმა­რე­ბლის უფლე­ბე­ბის და­ცვა არ წა­რმო­ადგენს ერთიან სა­მა­რთლე­ბრივ მა­ტე­რიას. მისი ში­ნა­არსი გა­ნსა­ზღვრუ­ლია რო­გორც კე­რძო, ისე სა­ჯარო სა­მა­რთლის ნო­რმე­ბით, რო­მლე­ბიც შე­იცა­ვენ სხვა­და­სხვა სა­ხის (კა­ტე­გო­რიის) სა­ვა­ლდე­ბულო და­ნა­წე­სებს, რის შე­სა­ბა­მი­სა­დაც, უნდა მო­ქმე­დე­ბდნენ სა­ამი­სოდ უფლე­ბა­მო­სილი პი­რები, მათ შო­რის სა­ხე­ლმწიფო. სა­ქა­რთვე­ლოს კო­ნსტი­ტუ­ციის 30-ე მუ­ხლი აღი­არებს მო­მხმა­რე­ბე­ლთა უფლე­ბე­ბის და­ცვის კო­ნსტი­ტუ­ციურ აუ­ცი­ლე­ბლო­ბას. მა­სში მო­ცე­მული დე­ბუ­ლება, რომ ეს უფლე­ბები და­ცუ­ლია კა­ნო­ნით, გუ­ლი­სხმობს მათ და­ცვას სა­თა­ნადო კო­ნსტი­ტუ­ცი­ური პრი­ნცი­პე­ბისა და სა­ერთა­შო­რისო სტა­ნდა­რტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. “მო­მხმა­რე­ბე­ლთა უფლე­ბე­ბის და­ცვის შე­სა­ხებ” სა­ქა­რთვე­ლოს კა­ნო­ნის მი­ხე­დვით, ამ უფლე­ბათა კო­ნკრე­ტული, სუ­ბსტა­ნცი­ური ში­ნა­არსი მდგო­მა­რე­ობს მო­მხმა­რე­ბლის ხა­რი­სხი­ანი პრო­დუ­ქციით, კე­რძოდ, სა­ქო­ნლით, მო­მსა­ხუ­რე­ბით და სა­მუ­შა­ოთი უზრუ­ნვე­ლყო­ფაში. სა­ერთა­შო­რისო სა­მა­რთა­ლში მი­ღე­ბული პრა­ქტი­კის თა­ნა­ხმად, მო­მხმა­რე­ბლის უფლე­ბები მო­იცავს მო­მხმა­რე­ბლის უფლე­ბას უსა­ფრთხო­ებაზე, არჩე­ვა­ნზე, გა­ნხი­ლვაზე, სა­მო­მხმა­რე­ბლო გა­ნა­თლე­ბაზე და სა­მა­რთლე­ბრივ და­ცვაზე. ელე­ქტრო­ენე­რგიით, რო­გორც სი­კე­თით სა­რგე­ბლო­ბა­სთან და­კა­ვში­რე­ბით, მო­მხმა­რე­ბე­ლთა უფლე­ბე­ბთან მი­მა­რთე­ბით სპე­ცი­ალურ ნო­რმებს შე­იცავს “ელე­ქტრო­ენე­რგე­ტი­კისა და ბუ­ნე­ბრივი გა­ზის შე­სა­ხებ” სა­ქა­რთვე­ლოს კა­ნონი. ამ კო­ნკრე­ტულ შე­მთხვე­ვაში სა­ხე­ზეა მო­მხმა­რე­ბე­ლთა ისეთი უფლება, რო­მლის გა­ნხო­რცი­ელება სა­ხე­ლმწი­ფოს ეკო­ნო­მი­კურ შე­სა­ძლე­ბლო­ბე­ბთა­ნაა და­კა­ვში­რე­ბული. “ეკო­ნო­მი­კური, სო­ცი­ალური და კუ­ლტუ­რული უფლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ერთა­შო­რისო პა­ქტის” მე-2 მუ­ხლის თა­ნა­ხმად, “ამ პა­ქტის მო­ნა­წილე თი­თო­ეული სა­ხე­ლმწიფო კი­სრუ­ლობს ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას, ინდი­ვი­დუ­ალური წე­სით და სა­ერთა­შო­რისო და­ხმა­რე­ბისა და თა­ნა­მშრო­მლო­ბის, კე­რძოდ, ეკო­ნო­მი­კურ და ტე­ქნი­კურ და­რგე­ბში სა­ერთა­შო­რისო და­ხმა­რე­ბისა და თა­ნა­მშრო­მლო­ბის წე­სით, არსე­ბული რე­სუ­რსე­ბის მა­ქსი­მა­ლურ ფა­რგლე­ბში მი­იღოს ზო­მები, რათა თა­ნდა­თან უზრუ­ნვე­ლყოს ამ პა­ქტით აღი­არე­ბული უფლე­ბე­ბის სრული გა­ნხო­რცი­ელება ყველა მა­რთე­ბული სა­შუ­ალე­ბით, მათ შო­რის, კე­რძოდ, სა­კა­ნო­ნმდე­ბლო ღო­ნი­სძი­ებათა მი­ღე­ბით”. რაც შე­ეხება აღნი­შნული უფლე­ბე­ბის შე­ზღუ­დვის ფა­რგლებს, და­სა­ხე­ლე­ბული პა­ქტის მე-4 მუ­ხლში ნა­თქვა­მია: “ამ პა­ქტით მო­ნა­წილე სა­ხე­ლმწი­ფო­ები აღი­არე­ბენ, რომ იმ უფლე­ბათა გა­მო­ყე­ნე­ბის მხრივ, რო­მლე­ბსაც ესა თუ ის სა­ხე­ლმწიფო უზრუ­ნვე­ლყოფს ამ პა­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­ხე­ლმწი­ფოს შე­უძლია შე­მო­იღოს ამ უფლე­ბათა მხო­ლოდ ისეთი შე­ზღუ­დვები, რო­მლე­ბსაც გა­ნსა­ზღვრავს კა­ნონი, და მხო­ლოდ იმდე­ნად, რა­მდე­ნა­დაც, ეს შე­ეთა­ვსება აღნი­შნულ უფლე­ბათა ბუ­ნე­ბას, და მხო­ლოდ იმ მი­ზნით, რომ ხელი შე­უწყოს სა­ერთო კე­თი­ლდღე­ობას დე­მო­კრა­ტიულ სა­ზო­გა­დო­ებაში”. სა­სა­მა­რთლო კო­ლე­გია აღნი­შნავს, რომ თა­ნა­მე­დროვე სა­მა­რთა­ლში ადგილი აქვს მო­მხმა­რე­ბე­ლთა უფლე­ბე­ბის და­ცვის უნი­ფი­კა­ცი­ასა და ჰა­რმო­ნი­ზა­ციას. ევრო­კა­ვში­რის დო­ნეზე შე­მუ­შა­ვე­ბული აქტე­ბის მი­ზა­ნმი­მა­რთუ­ლე­ბაა, და­იცვას მო­მხმა­რე­ბელი, რო­გორც სა­ბა­ზრო ურთი­ერთო­ბის სუ­სტი მხარე, ძლი­ერი მხა­რის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბული უთა­ნა­სწორო პი­რო­ბე­ბი­სა­გან. ამ მი­მა­რთუ­ლე­ბით სა­ხე­ლმწი­ფოს ჩა­რე­ვები სა­მა­რთლი­ანი და მო­წე­სრი­გე­ბული სა­მო­ქა­ლაქო ბრუ­ნვის უზრუ­ნვე­ლსა­ყო­ფად, კო­ნსტი­ტუ­ცი­ურად გა­მა­რთლე­ბულ ნა­ბი­ჯად უნდა ჩა­ითვა­ლოს. გა­რთუ­ლე­ბული სა­ბა­ზრო ურთი­ერთო­ბე­ბის პი­რო­ბე­ბში სა­ხე­ლმწიფო არ შე­იძლება გვე­რდზე გა­დგეს ამ პრო­ცე­სი­სა­გან. ეს გა­რე­მო­ება მი­გვა­ნი­შნებს კე­რძო სა­მა­რთლის კო­ნსტი­ტუ­ცი­ონა­ლი­ზა­ციის პრო­ცე­სზე. როცა სა­მო­ქა­ლაქო ბრუ­ნვის ნო­რმა­ტი­ულად და­დგე­ნილი პი­რო­ბები არღვევს ბრუ­ნვის მო­ნა­წი­ლე­ების ინტე­რე­სთა ბა­ლა­ნსს, მა­შინ ურთი­ერთო­ბათა კე­რძო­სა­მა­რთლე­ბრივი მო­წე­სრი­გება შე­სა­ძლე­ბე­ლია გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს კო­ნსტი­ტუ­ცი­ური უფლე­ბე­ბის ჭრი­ლში. გე­რმა­ნიის ფე­დე­რა­ლუ­რმა სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლომ ლი­უთის სა­ქმეზე (BVerfGE, 7,198 – გე­რმა­ნიის ფე­დე­რა­ლური სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოს გა­და­წყვე­ტი­ლება 7,198) მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაში აღნი­შნა, რომ სა­ხე­ლმწიფო ვა­ლდე­ბუ­ლია, პა­ტივი სცეს ხე­ლშე­კრუ­ლე­ბის მხა­რეთა ინტე­რე­სე­ბის სა­მა­რთლიან და­ბა­ლა­ნსე­ბას. სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბში, ფე­დე­რა­ლუ­რმა სა­სა­მა­რთლომ და­გმო სა­ვა­ჭრო ძა­ლა­უფლე­ბით გა­მო­წვე­ული უთა­ნა­სწო­რობა და მო­ითხოვა ძი­რი­თადი უფლე­ბე­ბის აღდგენა. აღნი­შნული მი­გვა­ნი­შნებს იმაზე, რომ მო­მხმა­რე­ბე­ლთა უფლე­ბები, რო­მლე­ბიც ხში­რად თა­ვი­სუ­ფალი და მო­წე­სრი­გე­ბული სა­მო­ქა­ლაქო ბრუ­ნვის უმნი­შვნე­ლო­ვა­ნესი ფა­სე­ულო­ბაა, წა­რმო­ადგენს კო­ნსტი­ტუ­ცი­ური და­ცვის სა­განს. ნე­ბი­სმი­ერი ნო­რმა­ტი­ული აქტი, რო­მე­ლიც უშუ­ალოდ მო­მხმა­რე­ბლის უფლე­ბებს შე­ეხება, უნდა იცა­ვდეს მას ძლი­ერი მხა­რი­სა­გან და აფუ­ძნე­ბდეს ინტე­რე­სთა და­ბა­ლა­ნსე­ბული და მშვი­დო­ბი­ანი თა­ნა­არსე­ბო­ბის პი­რო­ბებს. ამდე­ნად, სა­ხე­ლმწი­ფოს პო­ზი­ტი­ური, კო­ნსტი­ტუ­ციურ-სა­მა­რთლე­ბრივი ვა­ლდე­ბუ­ლე­ბაა, და­იცვას მო­მხმა­რე­ბელი მე­სამე პი­რთა უსა­მა­რთლო ძა­ლა­უფლე­ბი­სა­გან. სა­ხე­ლმწიფო, რო­მე­ლიც ვერ ახე­რხებს ამას, თა­ვად გა­მო­დის აღნი­შნული უფლე­ბის და­მრღვე­ვის რო­ლში. სა­ხე­ლმწიფო, ნე­ბი­სმიერ შე­მთხვე­ვაში, ამ მი­მა­რთუ­ლე­ბით, პო­ზი­ტი­ური ეფე­ქტის მი­სა­ღწე­ვად უნდა იყე­ნე­ბდეს მის ხელთ არსე­ბულ ყვე­ლაზე გო­ნი­ვრულ და ყვე­ლაზე გა­მა­რთლე­ბულ სა­შუ­ალე­ბებს. ამდე­ნად, სა­ხე­ლმწიფო ვა­ლდე­ბუ­ლია, მო­მხმა­რე­ბელს მი­სცეს მისი შე­სა­ძლე­ბლო­ბე­ბის ფა­რგლე­ბში არსე­ბული ყვე­ლაზე ხე­ლმი­სა­წვდომი გზები თა­ვისი უფლე­ბე­ბის და­კმა­ყო­ფი­ლე­ბისა. სა­ხე­ლმწიფო ამ მი­ზნით უნდა მო­ქმე­დე­ბდეს გა­რკვე­ული სა­ხე­ლმძღვა­ნელო პრი­ნცი­პე­ბის სა­ფუ­ძვე­ლზე. მას არა აქვს უფლება, მო­მხმა­რე­ბელს შე­სთა­ვა­ზოს ამა თუ იმ სი­კე­თით სა­რგე­ბლო­ბის ისეთი გზები, რო­მლე­ბიც მას ამ სი­კე­თეს კი არ აზი­არებს, არა­მედ მი­სგან მო­სწყვეტს. ისეთი ნო­რმა­ტი­ული აქტის მი­ღე­ბი­სას, რო­მლი­თაც სი­კე­თით სა­რგე­ბლო­ბის შე­ზღუ­დვები (თუ­ნდაც დრო­ებითი) და სპე­ცი­ალური პი­რო­ბები წე­სდება, კა­ნო­ნმდე­ბელი ვა­ლდე­ბუ­ლია, ყველა გა­რე­მო­ების სა­თა­ნადო გა­მო­კვლე­ვის სა­ფუ­ძვე­ლზე, ნა­თლად ჩა­მო­აყა­ლი­ბოს შე­მზღუ­დველი ნო­რმე­ბის ში­ნა­არსი და გა­ნსა­ზღვროს მათი მო­ქმე­დე­ბის გო­ნი­ვრული ვადა. სპე­ცი­ალური ნო­რმე­ბის და­წე­სება, რო­მლი­თაც მო­მხმა­რე­ბლის თა­ვი­სუ­ფალი არჩე­ვა­ნის შე­ზღუ­დვა ან მი­სთვის არა­სა­ხა­რბი­ელო პი­რო­ბე­ბის შე­მო­ღება ხდება, შე­იძლება გა­მა­რთლე­ბული იყოს ისეთ შე­მთხვე­ვე­ბში, რო­დე­საც სი­კე­თით სა­რგე­ბლო­ბის სხვა გზები არ არსე­ბობს. სა­მა­რთა­ლში აღი­არე­ბული თა­ნა­ზო­მი­ერე­ბის პრი­ნცი­პის თა­ნა­ხმად, სა­ხე­ლმწი­ფოს მო­ქმე­დება უნდა იყოს და­სა­ხული მი­ზნის მი­სა­ღწე­ვად და­სა­შვები, აუ­ცი­ლე­ბელი, მი­ნი­მა­ლური ზი­ანის მო­მტანი, უფლე­ბის შე­ზღუ­დვა შე­ზღუ­დვის მი­ზა­ნთან პრო­პო­რცი­ული. სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლო სა­დავო აქტის კო­ნსტი­ტუ­ცი­ურო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას მხე­დვე­ლო­ბაში იღებს აღნი­შნული პრი­ნცი­პის მო­თხო­ვნებს. III. სა­დავო აქტის სა­მო­ქმე­დოდ შე­მო­ღე­ბის აუ­ცი­ლე­ბლო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­მო­სა­რკვე­ვია მისი მი­ზნები. ამ აქტის პრე­ამბუ­ლი­დან ჩანს, რომ ,,დრო­ებითი წე­სის” შე­მო­ღე­ბის მი­ზანს წა­რმო­ადგენს სს “სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის” ყველა კა­ტე­გო­რიის მო­მხმა­რე­ბლი­სა­თვის მი­წო­დე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის სა­ფა­სუ­რის გა­და­ხდა, აგრე­თვე სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლის მქონე აბო­ნე­ნტე­ბის მიერ ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლის გა­რეშე მო­ხმა­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრა. მა­რთა­ლია, სა­დავო აქტში ეს პი­რდა­პირ არ არის მი­თი­თე­ბული, მა­გრამ, რო­გორც სა­ქმის გა­ნხი­ლვის პრო­ცე­სი­დან გა­ირკვა, იგი კა­ვში­რშია მო­სა­ხლე­ობის სრულ გა­მრი­ცხვე­ლი­ანე­ბა­სთან, რის გა­მოც დრო­ებით ხა­სი­ათს ატა­რებს. სა­ქმის მა­სა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ ენე­რგე­ტი­კის სფე­როში მო­ხმა­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის აღრი­ცხვის მო­წე­სრი­გება ერთ-ერთ უმთა­ვრეს პრო­ბლე­მას წა­რმო­ადგენს. გა­უმა­რთავი აღრი­ცხვის კვა­ნძის პი­რო­ბე­ბში ადგილი აქვს ელე­ქტრო­ენე­რგიის მა­სო­ბრივ და­ტა­ცე­ბას, რაც უა­რყო­ფი­თად აი­სა­ხება რო­გორც მო­მხმა­რე­ბლის, ისე მისი მი­მწო­დე­ბლის ინტე­რე­სე­ბზე. “ელე­ქტრო­ენე­რგე­ტი­კისა და ბუ­ნე­ბრივი გა­ზის შე­სა­ხებ” სა­ქა­რთვე­ლოს კა­ნო­ნის 28-ე მუ­ხლის პი­რველი პუ­ნქტის მი­ხე­დვით, ლი­ცე­ნზი­ატი ვა­ლდე­ბუ­ლია, აღრი­ცხოს მის სა­შუ­ალე­ბე­ბში გა­ტა­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის სრული რა­ოდე­ნობა და ეს ინფო­რმა­ცია ხე­ლმი­სა­წვდომი გა­ხა­დოს. 36-ე მუ­ხლის მე-3 პუ­ნქტის “დ” ქვე­პუ­ნქტის თა­ნა­ხმად კი, გა­ნა­წი­ლე­ბის ლი­ცე­ნზი­ატი ვა­ლდე­ბუ­ლია, გა­უწიოს მო­მხმა­რე­ბელს გა­მა­ნა­წი­ლე­ბელი მო­მსა­ხუ­რება, კო­მი­სიის მიერ და­დგე­ნილი წე­სე­ბისა და ლი­ცე­ნზი­ატის სა­ინვე­სტი­ციო პრო­გრა­მის შე­სა­ბა­მი­სად. აღრი­ცხვი­ანო­ბის მო­წე­სრი­გება გუ­ლი­სხმობს ყო­ველი მო­მხმა­რე­ბლი­სა­თვის გა­მა­რთული ინდი­ვი­დუ­ალური აღრი­ცხვის ხე­ლსა­წყოს (მრი­ცხვე­ლის) და­მო­ნტა­ჟე­ბას, რაც სა­ჭი­რო­ებს შე­სა­ბა­მის ფი­ნა­ნსურ უზრუ­ნვე­ლყო­ფას და ეტა­პო­ბრი­ვად ხო­რცი­ელდება. სწო­რედ ამ პრო­ცესს უკა­ვში­რდება კო­მუ­ნა­ლური გა­მრი­ცხვე­ლი­ანება, რაც წა­რმო­ადგენს გა­რდა­მა­ვალ დრო­ებით ღო­ნი­სძი­ებას. სს ,,სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის ყო­ფილი დი­რე­ქტორი დე­ვიდ სო­რნტონი სე­მე­კის თა­ვმჯდო­მა­რის სა­ხე­ლზე 2006 წლის 14 მა­რტს გა­გზა­ვნილ წე­რი­ლში (N241/22-6) აღნი­შნავს, რომ კო­მუ­ნა­ლური გა­მრი­ცხვე­ლი­ანე­ბის პრო­ექტი დრო­ებითი იძუ­ლე­ბითი ნა­ბიჯი იყო სა­ქა­რთვე­ლოს ხე­ლი­სუ­ფლე­ბის მხრი­დან (მო­მხმა­რე­ბე­ლთა სრულ ინდი­ვი­დუ­ალურ გა­მრი­ცხვე­ლი­ანე­ბა­მდე), რათა და­წყე­ბუ­ლიყო ელე­ქტრო­ენე­რგიის აღრი­ცხვი­ანო­ბის მო­წე­სრი­გება და, შე­ძლე­ბი­სდა­გვა­რად, მი­ნი­მუ­მა­მდე შე­მცი­რე­ბუ­ლიყო ელე­ქტრო­ენე­რგიის და­ნა­კა­რგები. ამდე­ნად, მო­მხა­რე­ბე­ლთა ინდი­ვი­დუ­ალური გა­მრი­ცხვე­ლი­ანება ხო­რცი­ელდება გა­რკვე­ული პრო­გრა­მის ფა­რგლე­ბში და იგი სა­ჭი­რო­ებს შე­სა­ბა­მის და გო­ნი­ვრუ­ლად აუ­ცი­ლე­ბელ დროს. სა­ხე­ლმწიფო, ყველა შე­მთხვე­ვაში, უფლე­ბა­მო­სი­ლია და, იმა­ვდრო­ულად, ვა­ლდე­ბუ­ლი­ცაა მო­სა­ხლე­ობას და­უდგი­ნოს ელე­ქტრო­ენე­რგიის მი­წო­დე­ბის გა­რკვე­ული წე­სები, ვი­ნა­იდან ელე­ქტრო­ენე­რგია წა­რმო­ადგენს ადა­მი­ანი­სა­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბელ სი­კე­თეს. სო­ცი­ალური სა­მა­რთლი­ანობა მო­ითხოვს, რომ ასეთი სი­კე­თე­ები თა­ნა­ბრად ხე­ლმი­სა­წვდომი იყოს მო­მხმა­რე­ბლე­ბი­სა­თვის. მა­შა­სა­დამე, ინდი­ვი­დუ­ალური გა­მრი­ცხვე­ლი­ანე­ბის პრო­ცე­სის და­სრუ­ლე­ბა­მდე სა­ხე­ლმწი­ფოს ინტე­რესს წა­რმო­ადგენს მო­სა­ხლე­ობის ელე­ქტრო­ენე­რგიით მო­მა­რა­გება და აღრი­ცხვა მის ხელთ არსე­ბული შე­სა­ძლო გზე­ბით. მხე­დვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღები ის ფა­ქტი, რომ დრო­ებითი, გა­რდა­მა­ვალი წე­სები ერთგვარ აუ­ცი­ლე­ბლო­ბას წა­რმო­ადგენს სა­ზო­გა­დო­ებრივი ურთი­ერთო­ბის ახლე­ბუ­რად მო­წე­სრი­გე­ბის სხვა­და­სხვა შე­მთხვე­ვაში. ამა­სთან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ნე­ბი­სმი­ერი ღო­ნი­სძი­ება (მო­წე­სრი­გება), რო­მე­ლიც ადა­მი­ანის კო­ნსტი­ტუ­ციურ უფლე­ბებს შე­ეხება, არ ეწი­ნა­აღმდე­გე­ბო­დეს კო­ნსტი­ტუ­ციას. სუ­ლე­რთია, ეს ღო­ნი­სძი­ება დრო­ებითი ხა­სი­ათის იქნება თუ მუ­დმივი. ყველა შე­მთხვე­ვაში, გა­რკვე­ული მი­ზნის მი­სა­ღწე­ვად გა­მო­ყე­ნე­ბული გზა (სა­შუ­ალება) უნდა იყოს ოპტი­მა­ლური და სა­მა­რთლი­ანი. და­უშვე­ბე­ლია იმ ანტი­პრი­ნცი­პით სა­რგე­ბლობა, რომ მი­ზანი ამა­რთლებს სა­შუ­ალე­ბას. IV. როცა ვა­მბობთ, რომ სა­ხე­ლმწიფო ვა­ლდე­ბუ­ლია, მო­აწე­სრი­გოს მო­სა­ხლე­ობი­სა­თვის ელე­ქტრო­ენე­რგიის მი­წო­დება, ამა­სთან მან უნდა შე­ქმნას მი­წო­დე­ბის, ამ კო­ნკრე­ტულ შე­მთხვე­ვაში და­ხა­რჯული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრის, ისეთი მე­ქა­ნი­ზმი, რო­მე­ლიც ყვე­ლაზე მი­ზა­ნშე­წო­ნილი იქნება არსე­ბულ ვი­თა­რე­ბაში. სე­მე­კის სა­დავო და­დგე­ნი­ლება, რო­გორც ითქვა, ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლე­ბის გვე­რდით, მო­მხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს სა­ერთო მრი­ცხვე­ლე­ბით სა­რგე­ბლო­ბას. “დრო­ებითი წე­სის” მე-5 მუ­ხლის პი­რველ პუ­ნქტში ნა­თქვა­მია: “სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლზე მი­ერთე­ბული ყველა უმრი­ცხველო მო­მხმა­რე­ბლის ან მათი უფლე­ბა­მო­სილი წა­რმო­მა­დგე­ნლის წე­რი­ლო­ბითი თა­ნხმო­ბის შე­მთხვე­ვაში, სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლზე აღრი­ცხული ელე­ქტრო­ენე­რგიის (ტე­ქნი­კური და­ნა­კა­რგე­ბის გა­მო­კლე­ბით) გა­ნა­წი­ლება აბო­ნე­ნტებს შო­რის გა­ნი­სა­ზღვრება მხა­რეთა შე­თა­ნხმე­ბით, გა­რდა სა­მფაზა მო­მხმა­რე­ბლისა, რო­მე­ლთაც უნდა გა­აჩნდეთ გა­მა­რთული ინდი­ვი­დუ­ალური აღრი­ცხვის ხე­ლსა­წყო და მათ მიერ მო­ხმა­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგია უნდა გა­მო­აკლდეს სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლზე აღრი­ცხულ ელე­ქტრო­ენე­რგიას”. აღნი­შნუ­ლი­დან ჩანს, რომ სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლით სა­რგე­ბლობა ხდება მო­მხმა­რე­ბლის ნე­ბით. სპე­ცი­ალი­სტის გა­ნმა­რტე­ბით, სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლზე აღრი­ცხული ელე­ქტრო­ენე­რგია უმრი­ცხველო აბო­ნე­ნტებს შო­რის გა­ნა­წი­ლდება შე­თა­ნხმე­ბის სა­ფუ­ძვე­ლზე. აბო­ნე­ნტები წი­ნა­სწარ თა­ნხმდე­ბიან, თუ რო­გორ გა­ნა­წი­ლდეს მათ შო­რის და­ხა­რჯული ელე­ქტრო­ენე­რგია (მა­გა­ლი­თად, თა­ნა­ბრად თუ პრო­ცე­ნტუ­ლად). ამ შე­თა­ნხმე­ბას წა­რუ­დგე­ნენ ენე­რგო­კო­მპა­ნიას, რო­მე­ლიც იმის მი­ხე­დვით გა­და­ანა­წი­ლებს ელე­ქტრო­ენე­რგიას მო­მხმა­რე­ბლებს შო­რის. აღნი­შნული არ ნი­შნავს იმას, რომ მო­მხმა­რე­ბელი, რო­გორც ენე­რგო­კო­მპა­ნი­ასთან ურთი­ერთო­ბის და­მო­უკი­დე­ბელი სუ­ბი­ექტი, ქრება და იგი შთა­ნთქმუ­ლია ისეთი კო­ლე­ქტი­ური ერთო­ბით, რო­გო­რი­ცაა მო­მხმა­რე­ბე­ლთა ჯგუ­ფები. ეს რომ ასე არ არის, ჩანს სა­დავო აქტის ში­ნა­არსი­დან, მისი ცა­ლკე­ული ნო­რმე­ბი­დან. ამდე­ნად, მო­მხმა­რე­ბე­ლთა ჯგუ­ფე­ბის გვე­რდით, კო­ნკრე­ტული მო­მხმა­რე­ბელი რჩება რო­გორც კო­ნკრე­ტული უფლება-მო­ვა­ლე­ობით აღჭუ­რვილი პირი და შე­სა­ბა­მი­სად ენე­რგო­კო­მპა­ნიაც მა­სთან მი­მა­რთე­ბა­შია უფლება-მო­ვა­ლე­ობის მქონე სუ­ბი­ექტი. უმრი­ცხველო მო­მხმა­რე­ბელს, რო­მე­ლიც უარს გა­ნა­ცხა­დებს მე-5 მუ­ხლით გა­თვა­ლი­სწი­ნე­ბულ პი­რო­ბე­ბზე, რჩება შა­ნსი სხვა გზით ისა­რგე­ბლოს ელე­ქტრო­ენე­რგიით. ამ შე­მთხვე­ვა­შიც და­ხა­რჯული ელე­ქტრო­ენე­რგია სა­ერთო მრი­ცხვე­ლზე აღი­რი­ცხება. მისი გა­მო­თვლის წესს კი ითვა­ლი­სწი­ნებს სა­დავო აქტის მე-6 მუ­ხლი. აღნი­შნუ­ლი­დან ჩანს, რომ მო­მხმა­რე­ბელს აქვს სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლზე და­ფი­ქსი­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის გა­მო­თვლის ორი შე­სა­ძლე­ბლობა. უნდა ითქვას, რომ არც ერთი ეს სა­შუ­ალება არ იძლევა მო­მხმა­რე­ბლის უფლე­ბის და­ცვის სრულ გა­რა­ნტი­ებს. პი­რი­ქით, მათი გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბე­ბში მო­მხმა­რე­ბელი შე­იძლება აღმო­ჩნდეს უთა­ნა­ზომო ტვი­რთის მა­ტა­რე­ბელი. ეს რომ ასეა, ჩანს თა­ვად ნო­რმა­ტი­ული აქტის დრო­ებითი ხა­სი­ათი­დან და მისი გა­მო­ყე­ნე­ბის პრა­ქტი­კი­და­ნაც. ამაზე მი­გვა­ნი­შნებს ისიც, რომ, თუკი თა­ვდა­პი­რვე­ლად “დრო­ებით წე­სში” ხაზი ესმე­ბოდა მო­მხმა­რე­ბე­ლთა თა­ნა­სწო­რუ­ფლე­ბი­ანო­ბისა და სა­მა­რთლი­ანო­ბის პრი­ნცი­პებს, დღეს მო­ქმედ წე­სში მა­თზე აღარ არის სა­უბარი. ამდე­ნად, თა­ვად ნო­რმა­ტი­ული აქტის მი­მღე­ბმა ორგა­ნომ აღი­არა, რომ მისი მო­ქმე­დე­ბი­სას ვერ იქნე­ბოდა უზრუ­ნვე­ლყო­ფილი მო­მხმა­რე­ბე­ლთა ჩა­ყე­ნება თა­ნა­ბარ პი­რო­ბე­ბში. ასეთ ვი­თა­რე­ბაში აუ­ცი­ლე­ბლად გა­ჩნდება კი­თხვა, იყო თუ არა სხვა გზა და­ხა­რჯული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრისა, რო­მე­ლიც ყვე­ლაზე მი­სა­ღები იქნე­ბოდა მო­მხმა­რე­ბლი­სა­თვის. V. სა­დავო აქტის შე­ფა­სე­ბი­სას მხე­დვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღები ის გა­რე­მო­ება, რომ სა­ერთო მრი­ცხვე­ლით სა­რგე­ბლობა არ არის მო­მხმა­რე­ბლის მიერ და­ხა­რჯული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრის ერთა­დე­რთი გზა. მო­მხმა­რე­ბელს კვლა­ვაც რჩება შე­სა­ძლე­ბლობა, სა­ამი­სოდ გა­მო­იყე­ნოს ინდი­ვი­დუ­ალური აღრი­ცხვის ხე­ლსა­წყო (მრი­ცხველი). მას შე­მდეგ, რაც ასეთ მრი­ცხველს ენე­რგო­კო­მპა­ნია ცნობს გა­მა­რთუ­ლად, მო­მხმა­რე­ბელი გა­დის სა­დავო აქტით მო­წე­სრი­გე­ბული ურთი­ერთო­ბის სფე­რო­დან. “დრო­ებითი წე­სის” მე-4 მუ­ხლის თა­ნა­ხმად: “1. მო­მხმა­რე­ბლის მო­თხო­ვნის შე­მთხვე­ვაში კო­მპა­ნია ვა­ლდე­ბუ­ლია მო­თხო­ვნი­დან ერთი თვის ვა­დაში შე­ამო­წმოს მო­მხმა­რე­ბლის კუ­თვნილი ინდი­ვი­დუ­ალური აღრი­ცხვის ხე­ლსა­წყოს გა­მა­რთუ­ლობა და აღნი­შნუ­ლის სა­ფუ­ძვე­ლზე შე­ადგი­ნოს აქტი ინდი­ვი­დუ­ალური ხე­ლსა­წყოს გა­მა­რთუ­ლო­ბის ან გა­უმა­რთა­ობის შე­სა­ხებ. . . . ინდი­ვი­დუ­ალური აღრი­ცხვის ხე­ლსა­წყოს შე­მო­წმე­ბის შე­მდეგ, რო­დე­საც მრი­ცხველი გა­მა­რთუ­ლია, მო­მხმა­რე­ბელი გა­დის ამ წე­სის რე­გუ­ლი­რე­ბის სფე­რო­დან და კო­მპა­ნია ვა­ლდე­ბუ­ლია, მო­მხმა­რე­ბე­ლზე და­ხა­რჯული ელე­ქტრო­ენე­რგიის და­რი­ცხვა აწა­რმოოს ინდი­ვი­დუ­ალური აღრი­ცხვის ხე­ლსა­წყოს ჩვე­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. 5. იმ შე­მთხვე­ვაში, თუ მო­მხმა­რე­ბელი (მო­მხმა­რე­ბლები) მი­მა­რთავს კო­მპა­ნიას ელე­ქტრო­ენე­რგიის აღრი­ცხვის ხე­ლსა­წყოს გა­მა­რთუ­ლო­ბის თა­ობაზე და ერთი თვის ვა­დაში არ მო­ხდება კო­მპა­ნიის მიერ ელე­ქტრო­ენე­რგიის აღრი­ცხვის ხე­ლსა­წყოს გა­მა­რთუ­ლად ცნობა, ან არ მი­იღებს გა­ნმცხა­დე­ბელი წე­რი­ლო­ბით და­სა­ბუ­თე­ბულ პა­სუხს აღნი­შნული ხე­ლსა­წყოს გა­უმა­რთა­ობის შე­სა­ხებ, (გა­რდა გა­მა­ნა­წი­ლე­ბელი კო­მპა­ნიის ბრჯე­ნე­ბის არა­რსე­ბო­ბისა), ჩა­ითვლება, რომ ასეთი ელე­ქტრო­ენე­რგიის აღრი­ცხვის ხე­ლსა­წყო გა­მა­რთუ­ლია”. აღნი­შნუ­ლი­დან ჩანს, რომ ვი­დრე მო­ხდე­ბო­დეს მო­სა­ხლე­ობის სრული გა­მრი­ცხვე­ლი­ანება ერთი­ანი პრო­გრა­მის ფა­რგლე­ბში, მა­ნა­მდე ნე­ბი­სმიერ მო­მხმა­რე­ბელს აქვს უფლება, ისა­რგე­ბლოს ელე­ქტრო­ენე­რგიის აღრი­ცხვის გა­მა­რთული ინდი­ვი­დუ­ალური ხე­ლსა­წყოთი. უფრო მე­ტიც, მო­მხმა­რე­ბელი და­ცუ­ლია ენე­რგო­კო­მპა­ნიის მხრი­დან იმით, რომ ამ უკა­ნა­სკნე­ლის მიერ თა­ვისი ვა­ლდე­ბუ­ლე­ბის შე­უსრუ­ლე­ბლო­ბის შე­მთხვე­ვაში მო­ქმე­დებს აღნი­შნული ხე­ლსა­წყოს გა­მა­რთუ­ლო­ბის პრე­ზუ­მფცია. როცა მრი­ცხველი აღმო­ჩნდება გა­უმა­რთავი, მო­მხმა­რე­ბელს შე­უძლია შე­აკე­თოს იგი ან და­აყე­ნოს ახალი მრი­ცხველი. ენე­რგო­კო­მპა­ნია სა­დავო აქტის მი­ზა­ნმი­მა­რთუ­ლე­ბი­დან გა­მო­მდი­ნარე, ვა­ლდე­ბუ­ლია, ხელი შე­უწყოს მო­მხმა­რე­ბელს ამის გა­ნხო­რცი­ელე­ბაში. ამდე­ნად, შე­იძლება ითქვას, რომ სა­ერთო მრი­ცხველი წა­რმო­ადგენს ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლის ალტე­რნა­ტი­ვას. და­უშვე­ბე­ლია, ენე­რგო­კო­მპა­ნიის მხრი­დან ურთი­ერთო­ბის ისე წა­რმო­დგენა, თი­თქოს ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლია სა­ერთოს ალტე­რნა­ტივა. სა­დავო აქტის ასეთი გა­გება პრი­ნცი­პუ­ლად ეწი­ნა­აღმდე­გება მისი, რო­გორც დრო­ებით მო­ქმედი აქტის ბუ­ნე­ბას. სა­ქმის მა­სა­ლე­ბი­დან ირკვევა, რომ ენე­რგო­კო­მპა­ნიის მთელი ძა­ლი­სხმევა მი­მა­რთუ­ლია, ყველა შე­მთხვე­ვაში, სა­ერთო მრი­ცხვე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა­კენ და ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლე­ბით სა­რგე­ბლო­ბის ხე­ლო­ვნური ბლო­კი­რე­ბი­სა­კენ. ამას შე­იძლება ეწო­დოს ნო­რმა­ტი­ული აქტის შე­სრუ­ლე­ბი­სა­დმი არა­მა­რთე­ბული და­მო­კი­დე­ბუ­ლება. ამის მი­უხე­და­ვად, სა­სა­მა­რთლო კო­ლე­გია აღნი­შნავს, რომ სა­ხე­ლმწი­ფოს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბული ნე­ბი­სმი­ერი პი­რობა უნდა იყოს სა­მა­რთლი­ანი. ამრი­გად, მო­მხმა­რე­ბელი ნო­რმა­ტი­ულად არ არის მო­კლე­ბული შე­სა­ძლე­ბლო­ბას, გა­მო­იყე­ნოს და­ხა­რჯული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრის მი­სთვის ხე­ლსა­ყრელი სა­შუ­ალება. მი­უხე­და­ვად ამისა, აღნი­შნული არ არის სა­კმა­რისი სა­დავო აქტის კო­ნსტი­ტუ­ცი­ურო­ბის და­სა­დგე­ნად. VI. სა­დავო აქტის მე-5 მუ­ხლის თა­ნა­ხმად, მო­მხმა­რე­ბლის თა­ნხმო­ბის სა­ფუ­ძვე­ლზე, ხდება სა­ერთო მრი­ცხვე­ლით სა­რგე­ბლობა. ასეთ შე­მთხე­ვე­ვაში, სა­დავო ნო­რმის შე­ფა­სე­ბი­სას, სა­სა­მა­რთლოს აი­ნტე­რე­სებს რაში მდგო­მა­რე­ობს ნო­რმა­ტი­ული იძუ­ლე­ბის ში­ნა­არსი. სა­დავო აქტი­დან ჩანს, რომ მო­მხმა­რე­ბელი მხო­ლოდ მა­შინ სა­რგე­ბლობს სა­ერთო მრი­ცხვე­ლით, როცა სა­ამი­სოდ არსე­ბობს წე­რი­ლო­ბითი თა­ნხმობა. ცხა­დია, სა­ერთო მრი­ცხვე­ლით სა­რგე­ბლობა შე­იძლება მძიმე ტვი­რთად და­აწვეს ზო­გი­ერთ მო­მხმა­რე­ბელს. მა­გრამ გა­სა­თვა­ლი­სწი­ნე­ბე­ლია, რომ, როცა მო­მხმა­რე­ბელი თა­ნხმო­ბას აცხა­დებს, აღნი­შნულ რი­სკსაც აცნო­ბი­ერებს და მისი მა­ტა­რე­ბე­ლიც ხდება. მხე­დვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღები ის გა­რე­მო­ებაც, რომ, როცა კა­ნო­ნმდე­ბელს შე­მო­აქვს რა­იმე პო­ზი­ტი­ური ურთი­ერთო­ბის მო­წე­სრი­გე­ბის წესი, იგი ყო­ვე­ლთვის გა­თვლი­ლია კე­თი­ლსი­ნდი­სიერ მო­მხმა­რე­ბე­ლზე. კა­ნო­ნმდე­ბელი ემყა­რება ვა­რა­უდს, რომ სა­ერთო მრი­ცხვე­ლზე მი­ერთე­ბული მო­მხმა­რე­ბლები იმო­ქმე­დე­ბენ კე­თი­ლსი­ნდი­სი­ერად. იგივე ვა­რა­უდს ემყა­რე­ბიან თვი­თონ მო­მხმა­რე­ბლე­ბიც. თუ­მცა, სა­დავო წე­სის შე­მთხვე­ვაში, მა­ქსი­მა­ლური კე­თი­ლსი­ნდი­სი­ერე­ბის პი­რო­ბე­ბშიც აუ­ცდე­ნე­ლია, ელე­ქტრო­ენე­რგიით სა­რგე­ბლო­ბაში უთა­ნა­სწორო ტვი­რთი, ვი­ნა­იდან თა­ვად ეს წესი შე­იცავს ერთი მო­მხმა­რე­ბლის ტვი­რთის სხვე­ბზე გა­და­ნა­წი­ლე­ბის (და­კი­სრე­ბის) ობი­ექტურ სა­ფუ­ძველს. ამდე­ნად, სა­ერთო მრი­ცხვე­ლით სა­რგე­ბლო­ბი­სას მო­მხმა­რე­ბელს შე­იძლება და­აწვეს, ჯერ ერთი, არა­კე­თი­ლსი­ნდი­სი­ერი მო­მხმა­რე­ბლის ტვი­რთი და, მე­ორეც, ეს ტვი­რთი აუ­ცდე­ნე­ლია ყვე­ლას კე­თი­ლსი­ნდი­სი­ერე­ბის შე­მთხვე­ვა­შიც, ამგვარი სი­კე­თის სა­რგე­ბლო­ბით გა­მო­წვე­ული ტვი­რთის გა­და­ნა­წი­ლე­ბის ნო­რმა­ტი­ული წე­სის გამო. ე.ი. სი­კე­თით სა­რგე­ბლო­ბის მო­ცე­მული წესი ობი­ექტუ­რა­დაც იწვევს ურთი­ერთო­ბის ერთ-ერთი მხა­რის ში­გნით პა­სუ­ხი­სმგე­ბლო­ბის არა­თა­ნა­ბრად გა­და­ნა­წი­ლე­ბას. ასე რომ, მო­ხმა­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის გა­ნსა­ზღვრის ეს წესი არ შე­იძლება იქნეს მი­ჩნე­ული უხა­რვე­ზოდ. ასეთ ვი­თა­რე­ბაში ისმება კი­თხვა, აქვს თუ არა არსე­ბო­ბის უფლება ამგვარ დრო­ებით ნო­რმა­ტიულ და­ნა­წესს? იგი გა­უმა­რთლე­ბელი იქნე­ბოდა იმ შე­მთხვე­ვაში, თუკი მო­მხმა­რე­ბელი სა­ერთო მრი­ცხვე­ლზე მი­ერთე­ბი­სას იქნე­ბოდა ნო­რმა­ტი­ული იძუ­ლე­ბის “მსხვე­რპლი”, რაც გა­მო­რი­ცხა­ვდა მო­მხმა­რე­ბლის მხრი­დან თა­ვი­სუ­ფალი ნე­ბის შე­სა­ძლე­ბლო­ბას. მო­მხმა­რე­ბლის თა­ნხმობა, რა­ზე­დაც სა­უბა­რია ნო­რმა­ტიულ აქტში, სრუ­ლიად უში­ნა­არსო იქნება, თუკი მას არ ექნება შე­სა­ძლე­ბლობა, უა­რის თქმის შე­მთხვე­ვაში, სხვა გზით და­ეკმა­ყო­ფი­ლე­ბინა უფლე­ბები. სხვა­ნა­ირად, სა­ერთო მრი­ცხვე­ლზე მო­მხმა­რე­ბელი თა­ვისი ნე­ბით კი არ იქნე­ბოდა მი­ერთე­ბული, არა­მედ ნო­რმა­ტი­ულად იქნე­ბოდა მი­ბმული. ასეთი ვი­თა­რება კი სე­რი­ოზულ ზი­ანს მო­უტა­ნდა თვით სა­მო­ქა­ლაქო ბრუ­ნვის თა­ვი­სუ­ფლე­ბას და ამ ბრუ­ნვის მო­ნა­წი­ლის ნე­ბი­სა­დმი პა­ტი­ვი­სცე­მას ფი­ქციად აქცე­ვდა. მხე­დვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღები ის გა­რე­მო­ება, რომ მთელი რიგი სი­კე­თე­ების სა­რგე­ბლო­ბით გა­მო­წვე­ული ტვი­რთის მკა­ცრი ინდი­ვი­დუ­ალი­ზა­ცია ამ სა­რგე­ბლო­ბის თა­ნა­ზო­მი­ერად ობი­ექტუ­რად შე­უძლე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც, შე­იძლება მო­მხმა­რე­ბლები შე­თა­ნხმდნენ, რომ გა­ნსხვა­ვე­ბული სა­რგე­ბლო­ბის უთა­ნა­ზომო იქნება მათი პა­სუ­ხი­სმგე­ბლობა. მი­უხე­და­ვად იმისა, რომ ეს შე­იძლება ხდე­ბო­დეს მხა­რეთა თა­ვი­სუ­ფალი ნე­ბის სა­ფუ­ძვე­ლზე, სა­ხე­ლმწიფო მა­ინც ვა­ლდე­ბუ­ლია, სა­ხე­ლშე­კრუ­ლებო ურთი­ერთო­ბის ეს შე­მთხვე­ვები შე­აფა­სოს სა­მა­რთლი­ანო­ბის კუ­თხით და არ და­უშვას იგი, თუკი ასეთი თა­ვი­სუ­ფლება მო­მხმა­რე­ბელს უთა­ნა­ზო­მოდ (მო­მე­ტე­ბუ­ლად) დიდი რი­სკის წი­ნაშე აყე­ნებს. ასეთი რი­სკი კი უნდა შე­ფა­სდეს (და­დგი­ნდეს) მა­რთლზო­მი­ერი სი­ნა­მდვი­ლის ფა­რგლე­ბში, ვი­ნა­იდან არა­ვის არ ევა­ლება ხე­ლშე­კრუ­ლე­ბის ში­ნა­არსი აა­გოს არა­კე­თი­ლსი­ნდი­სი­ერი მხა­რის სა­ვა­რა­უდო ქმე­დე­ბე­ბზე. ამ უკა­ნა­სკნელი მი­დგო­მის შე­მთხვე­ვაში, შე­იძლება სა­მო­ქა­ლაქო ბრუ­ნვა არც კი შე­დგეს. ამ კო­ნკრე­ტულ შე­მთხვე­ვაში, სა­ერთო მრი­ცხვე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, სა­სა­მა­რთლო, რო­გორც წესი, ამო­დის მისი ში­ნა­არსის ნო­რმა­ტი­ული ბუ­ნე­ბი­დან. შე­ფა­სე­ბის მთა­ვარ კრი­ტე­რი­უმად ვერ გა­მო­დგება მო­მხმა­რე­ბლის სუ­ბი­ექტური და­მო­კი­დე­ბუ­ლება მი­სდამი. ადრე­სა­ტის ქცევა ვერ შე­ცვლის მის ში­ნა­არს. სა­ერთო მრი­ცხვე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­სთან და­კა­ვში­რე­ბული უთა­ნა­ზომო ტვი­რთი, კი­დევ უფრო მძი­მდება ცა­ლკე­ული მო­მხმა­რე­ბლის არა­კე­თი­ლსი­ნდი­სი­ერი მო­ქმე­დე­ბის შე­დე­გად. სა­სა­მა­რთლო პრო­ცე­სი­დან გა­მო­ჩნდა, რომ მო­მხმა­რე­ბლები სწო­რედ ამ გა­რე­მო­ებას შე­უწუ­ხე­ბია. ასეთ ვი­თა­რე­ბაში მო­მხმა­რე­ბლის უფლე­ბის შე­ლა­ხვის ერთ-ერთი მი­ზეზი მათ არა­კე­თი­ლსი­ნდი­სიერ ქმე­დე­ბე­ბში­ცაა, თო­რემ, შე­თა­ნხმე­ბის მო­ნა­წი­ლენი მზად არიან თა­ვი­სთა­ვზე აი­ღონ კე­თი­ლსი­ნდი­სიერ ქცე­ვა­სთან და­კა­ვში­რე­ბული რი­სკი. ამდე­ნად, კო­ნკრე­ტულ მო­მხმა­რე­ბე­ლზე მო­სული უთა­ნა­ზომო ტვი­რთი მა­რტო სა­დავო ნო­რმის ობი­ექტური შე­დეგი კი არ არის, არა­მედ მას გა­ნა­პი­რო­ბებს ასევე მო­მხმა­რე­ბლის ქცე­ვები. როცა ნო­რმა მო­მხმა­რე­ბლებს სთა­ვა­ზობს გა­რკვე­ული მო­ქმე­დე­ბის შე­სა­ძლე­ბლო­ბას, ეს არ ნი­შნავს, რომ მათ ეს მო­ქმე­დება გა­ნა­ხო­რცი­ელონ არა­კე­თი­ლსი­ნდი­სი­ერად. სა­ხე­ლშე­კრუ­ლებო იძუ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ული შე­მთხვე­ვე­ბი­სა­გან გა­ნსხვა­ვე­ბით, როცა მხო­ლოდ შე­თა­ვა­ზე­ბული პი­რობა იწვევს უსა­მა­რთლო შე­დე­გებს, ამ კო­ნკრე­ტულ შე­მთხე­ვე­ვაში თა­ვად შე­თა­ვა­ზე­ბული სა­შუ­ალე­ბის არა­კე­თი­ლსი­ნდი­სი­ერი გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც მძი­მდება მდგო­მა­რე­ობა. რომ არ იყოს ეს უკა­ნა­სკნელი მო­მე­ნტი, ადვილი შე­სა­ძლე­ბე­ლია, და­მდგარი უთა­ნა­ზომო ტვი­რთი გა­ცი­ლე­ბით ნა­კლები აღმო­ჩე­ნი­ლიყო. სა­ქმის გა­ნხი­ლვი­დან გა­მო­ჩნდა, რომ ცა­ლკე­ული მო­მხმა­რე­ბლები ელე­ქტო­რე­ნე­რგიას მო­იხმა­რენ არა­ეკო­ნო­მი­ურად, რის გა­მოც, მათი არა­კე­თი­ლსი­ნდი­სი­ერე­ბით გა­მო­წვე­ული შე­დე­გები ნა­წი­ლდება კე­თი­ლსი­ნდი­სიერ მო­მხმა­რე­ბე­ლზე. ეს გა­რე­მო­ება იმა­ზეც უნდა მი­გვა­ნი­შნე­ბდეს, რომ მო­მხმა­რე­ბელი გა­უცხო­ებუ­ლია მის მიერ და­დე­ბული შე­თა­ნხმე­ბი­სა­გან. იმ ვი­თა­რე­ბაში, როცა შე­თა­ნხმება ვერ აღწევს მი­ზანს, მას შე­უძლია გა­ვი­დეს ამ შე­თა­ნხმე­ბი­დან და სხვა გზით და­იკმა­ყო­ფი­ლოს ინტე­რესი, იგივე ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლის, ანდა სა­დავო აქტის მე-6 მუ­ხლის გა­მო­ყე­ნე­ბით. VII. ამ კო­ნკრე­ტულ შე­მთხვე­ვაში მო­მხმა­რე­ბლის უფლე­ბის შე­ზღუ­დვის სპე­ცი­ფი­კურ შე­მთხვე­ვა­სთან გვა­ქვს სა­ქმე. ეს ის შე­მთხვე­ვაა, როცა სი­კე­თით სა­რგე­ბლო­ბას შე­იძლება მო­ჰყვეს არა­სა­სუ­რველი ტვი­რთი მო­მხმა­რე­ბლი­სა­თვის. მო­სა­რჩე­ლეთა აზრით, სწო­რედ ამის გამო უნდა გა­უქმდეს სა­დავო აქტი. ყო­ვე­ლივე ეს სა­სა­მა­რთლოს გა­უჩენს ახალ კი­თხვას: რა შე­დე­გებს გა­მო­იწვევს სა­დავო აქტის გა­უქმება მო­მხმა­რე­ბლი­სა­თვის – მისი უფლე­ბე­ბის უფრო ეფე­ქტიან და­ცვას, თუ პი­რი­ქით, ამ უფლე­ბე­ბის და­ცვის გა­რა­ნტი­ების შე­მცი­რე­ბას. ამ კი­თხვაზე პა­სუხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმაზე, თუ სხვა რა ღო­ნი­სძი­ებას შე­სთა­ვა­ზებს სა­ხე­ლმწიფო მას ამ კო­ნკრე­ტულ შე­მთხვე­ვაში. სა­სა­მა­რთლო პრო­ცე­სზე გა­ირკვა, რომ იმ სა­შუ­ალე­ბე­ბზე უკე­თე­სის შე­თა­ვა­ზება, რა­ზე­დაც სა­უბა­რია სა­დავო აქტში, ფა­ქტო­ბრი­ვად შე­უძლე­ბელი იყო. მო­სა­რჩე­ლეთა პა­სუ­ხი­და­ნაც ირკვევა, რომ სა­დავო აქტით გა­თვა­ლი­სწი­ნე­ბული სა­ერთო მრი­ცხვე­ლით ელე­ქტო­რე­ნე­რგიის მო­ხმა­რე­ბის წე­სის ალტე­რნა­ტი­ვას მხო­ლოდ ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხველი წა­რმო­ადგენს. სა­ხე­ლმწიფო მა­რთლაც ჰპი­რდება მათ ინდი­ვი­დუ­ალურ გა­მრი­ცხვე­ლი­ანე­ბას ეტა­პო­ბრი­ვად, მა­ნა­მდე კი სთა­ვა­ზობს სა­დავო აქტით გა­თვა­ლი­სწი­ნე­ბულ წესს. სა­სა­მა­რთლო­სა­თვის ნა­კლე­ბად და­მა­ჯე­რე­ბე­ლია მო­სა­რჩე­ლეთა მხრი­დან იმისი მტკი­ცება, რომ, თუკი გა­უქმდება სა­დავო აქტი, მო­მხმა­რე­ბლებს ექნე­ბათ შე­სა­ძლე­ბლობა, უმა­ლვე გა­მო­იყე­ნონ ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლები, რო­მლე­ბიც ყველა მა­თგანს დღე­საც გა­აჩნია. მო­სა­რჩე­ლის ამ გა­ნცხა­დე­ბა­სთან და­კა­ვში­რე­ბით უნდა ითქვას, რომ სა­სა­მა­რთლო­სა­თვის უცნო­ბია ეს ფა­ქტი სი­ნა­მდვი­ლეს შე­ესა­ბა­მება თუ არა. ასეც რომ იყოს, ყველა შე­მთხვე­ვაში, მრი­ცხველი ვა­რგი­სი­ანი უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბი­სა­თვის. მო­პა­სუ­ხის წა­რმო­მა­დგე­ნე­ლთა მიერ მო­ტა­ნილი ინფო­რმა­ციით, ადვილი შე­სა­ძლე­ბე­ლია, რომ ასეთი მრი­ცხვე­ლე­ბის სა­კმაო ნა­წილი იყოს მწყო­ბრი­დან გა­მო­სული. იგივე და­ადა­სტურა მო­წმე და­ვით მი­ქა­უტა­ძემ. მან აღნი­შნა, რომ ვი­დრე და­იდგმე­ბოდა სა­ერთო მრი­ცხვე­ლები, მა­ნა­მდე ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლე­ბის გა­რკვე­ული რა­ოდე­ნობა არ მუ­შა­ობდა. ამდე­ნად, თუკი ასეთი მრი­ცხველი არ აღმო­ჩნდება ვა­რგი­სი­ანი და მო­მხმა­რე­ბელი ვერ შე­იძენს ახალს, ასეთ შე­მთხვე­ვაში, იგი შე­იძლება და­რჩეს სა­ერთოდ ელე­ქტრო­ენე­რგიის გა­რეშე. ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლით სა­რგე­ბლო­ბის შე­სა­ძლე­ბლო­ბას მო­მხმა­რე­ბელი არც ახლაა მო­კლე­ბული და შე­უძლია გა­მო­იყე­ნოს იგი. სა­ერთო მრი­ცხვე­ლის არსე­ბობა მას ამაში ხელს არ შე­უშლის. სა­დავო აქტის გა­უქმე­ბის ეფე­ქტი ამ მი­ზნით იქნება მხო­ლოდ ის, რომ მო­მხმა­რე­ბელი აღმო­ჩნდება მხო­ლოდ ერთა­დე­რთი სა­შუ­ალე­ბის პი­რი­სპირ და იძუ­ლე­ბული იქნება, იქო­ნიოს გა­მა­რთული ინდი­ვი­დუ­ალური აღრი­ცხვის ხე­ლსა­წყო. თუკი სა­დავო აქტის მო­ქმე­დე­ბის პი­რო­ბე­ბში მან შე­იძლება გა­აკე­თოს არჩე­ვანი, შე­მდეგ მას ამის შე­სა­ძლე­ბლობა აღარ ექნება. ამგვა­რად, სა­დავო აქტის არა­კო­ნსტი­ტუ­ცი­ურად ცნობა სუ­ლაც არ არის მო­მხმა­რე­ბლის, რო­გორც სუ­სტი მხა­რის ინტე­რე­სე­ბის და­ცვის უკე­თესი სა­შუ­ალება, ვი­ნა­იდან ერთა­დე­რთი უხა­რვეზო და ყვე­ლაზე სა­მა­რთლი­ანი სა­შუ­ალე­ბაა ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხველი, რო­მლის და­ყე­ნე­ბის ვა­ლდე­ბუ­ლე­ბაც მო­მხმა­რე­ბე­ლთა სრული გა­მრი­ცხვე­ლი­ანე­ბის პრო­ექტის ფა­რგლე­ბშია შე­თა­ვა­ზე­ბული. ყო­ვე­ლივე აღნი­შნული ავა­ლდე­ბუ­ლებს სა­ხე­ლმწი­ფოს, ამო­წუ­როს ნო­რმა­ტი­ული ძა­ლი­სხმევა უფლე­ბის და­ცვის უხა­რვეზო წე­სის და­მკვი­დრე­ბი­სა­თვის. ამ მი­მა­რთუ­ლე­ბით სა­ხე­ლმწი­ფოს ვა­ლდე­ბუ­ლება იქ მთა­ვრდება, როცა დგება შე­სრუ­ლე­ბის შე­უძლე­ბლობა. VIII. და­მა­ჯე­რე­ბლო­ბას მო­კლე­ბუ­ლია მო­სა­რჩე­ლეთა მტკი­ცება იმა­სთან და­კა­ვში­რე­ბით, რომ, რა­დგა­ნაც მათ არა აქვთ ელე­ქტრო­ენე­რგიის მი­მწო­დე­ბელი ენე­რგო­კო­მპა­ნიის არჩე­ვის შე­სა­ძლე­ბლობა, ამი­ტო­მაც ირღვევა მათი უფლე­ბები. სს “სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნია” კი, რო­გორც ელე­ქტრო­ენე­რგიის ერთა­დე­რთი მი­მწო­დე­ბელი, ეწევა მო­ნო­პო­ლიურ სა­ქმი­ანო­ბას, რის გა­მოც, ისინი ავტო­მა­ტუ­რად ხდე­ბიან მისი აბო­ნე­ნტები. სა­სა­მა­რთლო კო­ლე­გია აღნი­შნავს, რომ მო­მხმა­რე­ბელი ამ შე­მთხვე­ვაში სა­ხე­ლშე­კრუ­ლებო ურთი­ერთო­ბის სუსტ მხა­რეს წა­რმო­ადგენს და და­ცუ­ლია ძლი­ერი მხა­რი­სა­გან არა მისი არჩე­ვის თა­ვი­სუ­ფლე­ბით, არა­მედ იმით, რომ მან ბო­რო­ტად არ გა­მო­იყე­ნოს თა­ვისი ძა­ლა­უფლება. სა­მო­ქა­ლაქო ბრუ­ნვის ნე­ბი­სმი­ერი მო­ნა­წილე, ის იქნება ფო­რმა­ლური თუ ფა­ქტო­ბრივი მო­ნო­პო­ლი­სტი, ექნება მას ბა­ზა­რზე გა­ბა­ტო­ნე­ბული მდგო­მა­რე­ობა თუ არა, ვა­ლდე­ბუ­ლია, მო­მხმა­რე­ბელს შე­სთა­ვა­ზოს სა­მა­რთლი­ანი სა­ხე­ლშე­კრუ­ლებო პი­რო­ბები. ამ კო­ნკრე­ტულ შე­მთხვე­ვაში, კო­ნსტი­ტუ­ციით და­ცული უფლე­ბის სპე­ცი­ფი­კის გამო, სა­ფუ­ძველს მო­კლე­ბუ­ლია ამ უფლე­ბის და­რღვე­ვის ძი­ება ხე­ლშე­კრუ­ლე­ბის სუ­ბი­ექტის არჩე­ვის თა­ვი­სუ­ფლე­ბაში. რა­დგა­ნაც ელე­ქტრო­ენე­რგიის რო­გორც ფასი, ისე მისი რა­ოდე­ნო­ბის აღრი­ცხვის წესი, ნო­რმა­ტი­ულა­დაა მო­წე­სრი­გე­ბული, ნე­ბი­სმი­ერი ენე­რგო­კო­მპა­ნია ვა­ლდე­ბული იქნე­ბოდა, აღნი­შნულ წე­სებს და­ქვე­მდე­ბა­რე­ბოდა. ამდე­ნად, ეს ვერ გა­მო­იწვე­ვდა მო­მხმა­რე­ბლის უფლე­ბაში რა­იმე თვი­სე­ბრივ ცვლი­ლე­ბებს. IX. სა­ქმის გა­ნხი­ლვის პრო­ცე­სმა და სა­ქმეში არსე­ბუ­ლმა მა­სა­ლე­ბმა აჩვენა, რომ სს “სა­ქა­რთვე­ლოს სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის” მხრი­დან ადგილი აქვს სა­დავო და­დგე­ნი­ლე­ბის ტო­ტა­ლურ შე­უსრუ­ლე­ბლო­ბას, მისი თი­თქმის ყველა მუ­ხლის და­რღვე­ვის შე­მთხვე­ვას. ეს გა­რე­მო­ება სა­სა­მა­რთლოს აფი­ქრე­ბი­ნებს, რომ მო­მხმა­რე­ბლის უკმა­ყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვარი მი­ზეზი სა­დავო აქტის სა­მა­რთა­ლგა­მო­ყე­ნე­ბის პრა­ქტი­კი­თაა გა­მო­წვე­ული. ამაზე მი­ანი­შნეს არა მა­რტო მო­სა­რჩე­ლე­ებმა, არა­მედ მო­პა­სუხე მხა­რის წა­რმო­მა­დგე­ნლე­ბმაც. უფრო მე­ტიც, სა­ქმის მა­სა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ სწო­რედ მო­პა­სუ­ხეა მთა­ვარი ოპო­ნე­ნტი, ენე­რგო­კო­მპა­ნიის მხრი­დან, სა­დავო აქტის შე­სრუ­ლე­ბა­სთან და­კა­ვში­რე­ბით. სა­ქმის მა­სა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ სხვა­და­სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბაში, მო­მხმა­რე­ბე­ლთა მხრი­დან, ასე­ულო­ბით სა­ჩი­ვარი შე­სულა აღნი­შნულ და­რღვე­ვე­ბთან და­კა­ვში­რე­ბით, კე­რძოდ, სა­ქა­რთვე­ლოს პა­რლა­მე­ნტში და სა­ქა­რთვე­ლოს მთა­ვრო­ბაში, სე­მე­კში, მა­სთან არსე­ბულ მო­მხმა­რე­ბლთა ინტე­რე­სე­ბის სა­ზო­გა­დო­ებრივ და­მცვე­ლთან, სა­ხა­ლხო და­მცვე­ლთან, სა­ერთო სა­სა­მა­რთლო­ებში. მი­უხე­და­ვად ამისა, ცა­ლკეულ შე­მთხვე­ვაში მდგო­მა­რე­ობა გა­მო­სწო­რე­ბის ნა­ცვლად გა­უა­რე­სე­ბულა. სს “სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის” მხრი­დან სა­დავო აქტის შე­უსრუ­ლე­ბლო­ბის სა­კი­თხი სე­მეკს რა­მდე­ნჯე­რმე გა­ნუ­ხი­ლავს, კე­რძოდ, აღნი­შნუ­ლთან და­კა­ვში­რე­ბით სე­მე­კმა ჯერ 2005 წლის 15 ივლისს მი­იღო გა­და­წყვე­ტი­ლება (N11/1), შე­მდგომ 2005 წლის 28 დე­კე­მბერს (N28/1), ბო­ლოს კი 2006 წლის 9 აგვი­სტოს (N21/1). ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბათა ში­ნა­არსი­დან ჩანს, რომ ენე­რგო­კო­მპა­ნია უპა­სუ­ხი­სმგე­ბლოდ მო­კი­დე­ბია სე­მე­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. კე­რძოდ, და­სტუ­რდება ის ფა­ქტი, რომ ენე­რგო­კო­მპა­ნია თა­ვის სა­ქმი­ანო­ბას კვლავ აგრძე­ლებს სა­დავო და­დგე­ნი­ლე­ბის ძი­რი­თადი დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­რღვე­ვით. სა­ქმეში არსე­ბული სხვა მა­სა­ლე­ბი­და­ნაც (ამო­ნა­წე­რები სე­მე­კის 2005 წლის 15 ივლი­სის სხდო­მის N14 ოქმი­დან და 2006 წლის 9 აგვი­სტოს სხდო­მის N21 ოქმი­დან; სს “სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის” ქ. ქუ­თა­ისის მო­მსა­ხუ­რე­ბის ცე­ნტრის მიერ სე­მე­კის 2006 წლის 17 ია­ნვრის N1 და­დგე­ნი­ლე­ბით და­მტკი­ცე­ბული “სს “სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის” სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლის მქონე აბო­ნე­ნტე­ბის მიერ ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლის გა­რეშე მო­ხმა­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრის დრო­ებითი წე­სის” შე­სრუ­ლე­ბის შე­მო­წმე­ბის 2006 წლის 1 აპრი­ლის აქტი; მო­მხმა­რე­ბე­ლთა ინტე­რე­სე­ბის სა­ზო­გა­დო­ებრივი და­მცვე­ლის მო­ხსე­ნე­ბითი ბა­რათი სე­მე­კის 2006 წლის 17 ია­ნვრის N1 და 31 მა­რტის N13 და­დგე­ნი­ლე­ბე­ბის შე­სრუ­ლე­ბის მი­მდი­ნა­რე­ობის შე­სა­ხებ და სხვა) ჩანს, რომ ენე­რგო­კო­მპა­ნია იგნო­რი­რე­ბას უკე­თებს აღნი­შნული აქტის მო­თხო­ვნებს. კე­რძოდ, ენე­რგო­კო­მპა­ნია არ ცდი­ლობს აღრი­ცხოს ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლები და მათი არსე­ბო­ბის შე­მთხვე­ვაში არ ახდენს სა­ერთო მრი­ცხვე­ლის ჩვე­ნე­ბი­დან მათ გა­მო­კლე­ბას. ასე მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ მო­მხმა­რე­ბელს, რო­მე­ლსაც აქვს ორი ნა­თურა და ტე­ლე­ვი­ზორი, სა­ერთო მრი­ცხვე­ლით, და­ერი­ცხა 417 ლარი, მა­შინ როცა მისი ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლით ოთხი თვის გა­ნმა­ვლო­ბაში და­ფი­ქსი­რე­ბუ­ლია 126 კვტ.სთ., მო­მხმა­რე­ბე­ლთა მხრი­დან წე­რი­ლო­ბითი თა­ნხმო­ბის არა­რსე­ბო­ბის შე­მთხვე­ვა­შიც ხდება სა­ერთო მრი­ცხვე­ლე­ბით მათი მო­მსა­ხუ­რება, რაც სა­დავო აქტის მო­მხმა­რე­ბე­ლზე იძუ­ლე­ბით გა­ვრცე­ლე­ბაზე მი­გვა­ნი­შნებს; არა­სწო­რად ხდება ელე­ქტრო­ენე­რგიის ხა­რჯის და­რი­ცხვა, სა­ერთო მრი­ცხვე­ლზე მი­ერთე­ბულ აბო­ნე­ნტებს არ აკლე­ბენ ქსე­ლში ელე­ქტრო­ენე­რგიის და­ნა­კა­რგებს, რა­მდე­ნიმე აბო­ნე­ნტის მიერ ელე­ქტრო­ენე­რგიის სა­ფა­სუ­რის გა­და­უხდე­ლო­ბის გამო მის მი­წო­დე­ბას უწყვე­ტენ ყველა აბო­ნე­ნტს და ა.შ. სა­ფა­სუ­რის გა­და­უხდე­ლო­ბის გამო ელე­ქტრო­ენე­რგიის მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტა­სთან და­კა­ვში­რე­ბით, სა­დავო ნო­რმა­ტი­ული აქტი შე­იცავს მე-10 მუ­ხლს, რო­მე­ლშიც ნა­თქვა­მია: “მო­მხმა­რე­ბლე­ბი­სა­თვის, ელე­ქტრო­ენე­რგიის მი­წო­დე­ბის შე­წყვეტა გა­და­უხდე­ლო­ბის მი­ზე­ზით არ მო­ხდება ღა­მის სა­ათე­ბში, შა­ბათ-კვი­რას, ოფი­ცი­ალურ სა­დღე­სა­სწა­ულო და­სვე­ნე­ბის ან მათ წინა დღეს”. სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლო აღნი­შნავს, რომ სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნია არა­სწო­რად გა­ნმა­რტავს ამ ნო­რმას, ამო­დის რა იმ მცდარი პო­ზი­ცი­იდან, რომ თი­თქოს მო­მხმა­რე­ბე­ლთა ჯგუ­ფები არიან მისი აბო­ნე­ნტები და არა ცა­ლკე­ული მო­მხმა­რე­ბელი, ელე­ქტრო­ენე­რგიის რო­გორც მი­წო­დე­ბას, ისე მის შე­წყვე­ტას ახდენს ყვე­ლას მი­მართ. მით უმე­ტეს, თუ ეს ხო­რცი­ელდება იმ შე­მთხვე­ვაში, როცა ელე­ქტრო­ენე­რგიის სა­ფა­სურს იხდის მო­მხმა­რე­ბე­ლთა უმე­ტე­სობა, იგი ყო­ვლად მი­უტე­ვე­ბე­ლია და პრი­ნცი­პუ­ლად ეწი­ნა­აღმდე­გება რო­გორც პა­სუ­ხი­სმგე­ბლო­ბის ბუ­ნე­ბას, ისე რი­სკე­ბის ზო­მიერ გა­ნა­წი­ლე­ბას. ნე­ბი­სმი­ერი მო­მხმა­რე­ბელი ენე­რგო­კო­მპა­ნიის და­მო­უკი­დე­ბელი აბო­ნე­ნტია და მან და­მო­უკი­დე­ბლად უნდა აგოს პა­სუხი გა­და­უხდე­ლო­ბის გამო. აღნი­შნული ნო­რმის გა­ნმა­რტე­ბი­სას გა­სა­თვა­ლი­სწი­ნე­ბე­ლია, რომ “ელე­ქტრო­ენე­რგე­ტი­კისა და ბუ­ნე­ბრივი გა­ზის შე­სა­ხებ” სა­ქა­რთვე­ლოს კა­ნო­ნის 26-ე მუ­ხლის მე-3 პუ­ნქტის ში­ნა­არსი­დან გა­მო­მდი­ნარე, ელე­ქტრო­ენე­რგია შე­იძლება შე­უწყდეს იმ მო­მხმა­რე­ბელს, რო­მე­ლიც არ იხდის მო­მსა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სურს. სე­მე­კმა 2005 წლის 28 დე­კე­მბრის N28/1 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაში “სე­მე­კის 2005 წლის 6 აპრი­ლის N7 და 2005 წლის 4 აგვი­სტოს N18 და­დგე­ნი­ლე­ბე­ბის შე­სრუ­ლე­ბის მი­მდი­ნა­რე­ობისა და აღსრუ­ლე­ბის უზრუ­ნვე­ლყო­ფის შე­სა­ხებ”, აღნი­შნული ნო­რმა ისე გა­ნმა­რტა, რო­გორც ამას მო­ითხოვს და­სა­ხე­ლე­ბული კა­ნონი და “სს სა­ქა­რთვე­ლოს სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიას” და­ავალა “უზრუ­ნვე­ლყოს არა­გა­და­მხდელი აბო­ნე­ნტე­ბის ქსე­ლი­დან ინდი­ვი­დუ­ალუ­რად გა­თი­შვა”. ამდე­ნად, ენე­რგო­კო­მპა­ნია ვა­ლდე­ბუ­ლია, გა­მო­იყე­ნოს მის ხელთ არსე­ბული მა­რთლზო­მი­ერი გზები, რათა მო­ხდეს პა­სუ­ხი­სმგე­ბლო­ბის ინდი­ვი­დუ­ალი­ზა­ცია და სრუ­ლიად უსა­ფუ­ძვლოდ, რო­გორც ამას მო­სა­რჩე­ლე­ები აღნი­შნა­ვენ, მთელი სო­ფელი არ აღმო­ჩნდეს მძე­ვლის რო­ლში. კო­ლე­ქტიურ პა­სუ­ხი­სმგე­ბლო­ბას ვერ ამა­რთლებს მო­წმე ზუ­რაბ ბე­ქა­იას მხრი­დან გა­კე­თე­ბული ის გა­ნცხა­დება, რომ აღნი­შნული და­კა­ვში­რე­ბუ­ლია გა­რკვეულ ხა­რჯე­ბთან. ენე­რგო­კო­მპა­ნიამ უნდა გა­ითვა­ლი­სწი­ნოს ის სი­ნა­მდვილე, რომ სა­დავო წე­სე­ბით გა­მო­წვე­ული უა­რყო­ფითი რი­სკე­ბის მა­ტა­რე­ბელი არ არის მა­რტო მო­მხმა­რე­ბელი. და­უშვე­ბე­ლია სა­კუ­თარი რი­სკის სხვაზე გა­და­კი­სრება. თუკი ვი­ნმე არ იხდის ელე­ქტრო­ენე­რგიის სა­ფა­სურს, ანდა იპა­რავს სხვა­და­სხვა არა­მა­რთლზო­მი­ერი გზით, ენე­რგო­კო­მპა­ნია უფლე­ბა­მო­სი­ლია, გა­მო­იყე­ნოს მათ მი­მართ კა­ნო­ნმდე­ბლო­ბით გა­თვა­ლი­სწი­ნე­ბული ზო­მები. ყო­ვე­ლივე აღნი­შნუ­ლი­დან ჩანს, რომ სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნია უხე­შად უგუ­ლე­ბე­ლყოფს ნო­რმა­ტი­ული აქტის მო­თხო­ვნებს და პე­რმა­ნე­ნტუ­ლად აგრძე­ლებს მის და­რღვე­ვას, მი­უხე­და­ვად მრა­ვა­ლგზის გა­ფრთხი­ლე­ბისა. ეს გა­რე­მო­ება გა­უცხო­ებულს ხდის ნო­რმა­ტი­ული აქტი­სა­გან მის ერთ-ერთ სუ­ბი­ექტს, რო­მე­ლთან და­კა­ვში­რე­ბი­თა­ცაა მი­ღე­ბული სა­დავო აქტი. ეს ის შე­მთხვე­ვაა, რო­დე­საც სა­დავო აქტის არსე­ბო­ბის გა­ნმსა­ზღვრელი სუ­ბი­ექტი თა­ვა­დვე არღვევს ამ აქტის თი­თქმის ყველა დე­ბუ­ლე­ბას. ეს გა­რე­მო­ება სა­ეჭვოს ხდის ენე­რგო­კო­მპა­ნიის და­ინტე­რე­სე­ბას, ანგა­რიში გა­უწიოს მი­სივე მო­მხმა­რე­ბელს და ამ უკა­ნა­სკნელს აქცევს მხო­ლოდ ელე­ქტრო­ენე­რგიის სა­ფა­სუ­რის ამო­ღე­ბის ია­რა­ღად. ნო­რმა­ტი­ული აქტის შე­სრუ­ლე­ბი­სა­დმი და მო­მხმა­რე­ბლი­სა­დმი ასეთი და­მო­კი­დე­ბუ­ლება პრი­ნცი­პუ­ლად ეწი­ნა­აღმდე­გება ენე­რგო­უსა­ფრთხო­ების სა­ხე­ლმწი­ფო­ებრივ პო­ლი­ტი­კას, სა­ხე­ლმწი­ფოს სწრა­ფვას მო­წე­სრი­გე­ბული სა­მო­ქა­ლაქო ბრუ­ნვის და­მკვი­დრე­ბი­სა­კენ. იგი ცუდი მა­გა­ლი­თია ამ სფე­როში და­სა­ქმე­ბული სხვა კო­მპა­ნი­ები­სა­თვის, რო­მე­ლთა მი­მა­რთაც მი­ღე­ბუ­ლია ანა­ლო­გი­ური აქტები. ამგა­ვრი ქმე­დე­ბე­ბით ენე­რგო­კო­მპა­ნია გა­ცი­ლე­ბით არა­კე­თი­ლსი­ნდი­სიერ სუ­ბი­ექტად გვე­ვლი­ნება, ვი­დრე ის მო­მხმა­რე­ბელი, რო­მე­ლიც უკი­დუ­რესი გა­ჭი­რვე­ბის გამო შე­იძლება მო­იქცეს არა­კე­თი­ლსი­ნდი­სი­ერად. ამ კო­ნკრე­ტულ შე­მთხვე­ვაში მო­მხმა­რე­ბე­ლთა უფლე­ბე­ბის და­რღვე­ვას გა­ნა­პი­რო­ბებს ასევე ის, რომ სა­დავო აქტი სა­თა­ნა­დოდ არ არის გა­ნმა­რტე­ბული მო­სა­ხლე­ობი­სა­თვის. ასეთი გა­ნმა­რტე­ბის გა­რეშე, მო­მხმა­რე­ბელს ვერ ჩა­მო­უყა­ლი­ბდე­ბოდა შე­სა­ბა­მისი ცო­დნა, რათა მას გა­მო­ეყე­ნე­ბინა მი­სთვის ხე­ლსა­ყრელი ალტე­რნა­ტივა. ეს კი ეწი­ნა­აღმდე­გება მო­მხმა­რე­ბე­ლთა უფლე­ბე­ბის და­ცვის ერთ-ერთ ძი­რი­თად პრი­ნციპს, კე­რძოდ, მო­მხმა­რე­ბლი­სა­თვის ინფო­რმა­ციის მი­წო­დე­ბის ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას. სა­სა­მა­რთლო კო­ლე­გია აღნი­შნავს, რომ სა­ხე­ლმწიფო ვა­ლდე­ბუ­ლია უზრუ­ნვე­ლყოს ქვე­ყა­ნაში რო­გორც ნო­რმა­ტი­ული, ისე პრა­ქტი­კული წე­სრიგი. შე­ქმნილი მდგო­მა­რე­ობა მას ავა­ლდე­ბუ­ლებს, უწე­სრი­გო­ბი­სა­გან იხსნას ელე­ქტრო­ენე­რგიის სა­მო­ქა­ლაქო ბრუ­ნვა, რა­საც ადგილი აქვს აღნი­შნული ენე­რგო­კო­მპა­ნიის სა­ქმი­ანო­ბის სფე­როში. X. სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლო აღნი­შნავს, რომ არსე­ბობს სა­ში­შრო­ება, სა­დავო აქტმა და­კა­რგოს დრო­ებითი აქტის ხა­სი­ათი. სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოში სა­რჩე­ლის შე­მო­ტა­ნი­დან დღე­მდე სე­მე­კმა რა­მდე­ნჯე­რმე გა­აგრძელა მისი მო­ქმე­დება. სა­დავო აქტის მო­ქმე­დე­ბის ვადა იმაზე მი­გვა­ნი­შნებს, რომ მისი გა­სვლის შე­მდეგ იგი ძა­ლას კა­რგავს და, მა­შა­სა­დამე, სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნია ვე­ღარ გა­მო­იყე­ნებს სა­ერთო მრი­ცხველს ამ აქტით გა­თვა­ლი­სწი­ნე­ბული მი­ზნე­ბი­სა­თვის. სა­სა­მა­რთლო კო­ლე­გია თვლის, რომ ამ შე­მთხვე­ვაში ან ადგილი აქვს ისეთ სი­ნა­მდვი­ლეს, როცა სა­დავო აქტის მო­ქმე­დე­ბის კო­ნკრე­ტული ვა­დის და­წე­სე­ბით იქმნება მო­ჩვე­ნე­ბითი შთა­ბე­ჭდი­ლება, რომ ეს აქტი ატა­რებს დრო­ებით ხა­სი­ათს და მა­სში მი­თი­თე­ბული ვა­დის გა­სვლის შე­მდეგ, სა­ბო­ლოოდ კა­რგავს ძა­ლას, ან სა­სა­მა­რთლო არ გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ ადგილი ჰქო­ნდეს სა­მა­რთა­ლშე­მო­ქმე­დე­ბითი პრო­ცე­სი­სა­დმი უპა­სუ­ხი­სმგე­ბლო მი­დგო­მას. სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოს პი­რვე­ლმა კო­ლე­გიამ 2005 წლის 23 მა­რტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაში (N1/3/301) აღნი­შნა, რომ სა­კა­ნო­ნმდე­ბლო პრო­ცე­სი­სა­დმი პა­სუ­ხი­სმგე­ბლო­ბით მი­დგომა კა­ნო­ნმდე­ბლის კო­ნსტი­ტუ­ციურ ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას წა­რმო­ადგენს. კე­რძოდ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაში აღი­ნი­შნა, რომ ... “ნო­რმა­ტი­ული აქტის მი­ღება ყველა აუ­ცი­ლე­ბელი გა­რე­მო­ების გა­თვა­ლი­სწი­ნე­ბით უნდა ხდე­ბო­დეს”. სა­სა­მა­რთლო პრო­ცე­სი­დან გა­მო­ჩნდა, რომ მო­სა­ლო­დნე­ლია მისი მო­ქმე­დე­ბის ვა­დის კვლავ გა­გრძე­ლება. მო­მხმა­რე­ბლი­სა­თვის და­კი­სრე­ბული უთა­ნა­ზომო ტვი­რთი მით უფრო მტკი­ვნე­ული ხდება, რაც უფრო ხა­ნგრძლი­ვდება ამ ტვი­რთის ტა­რე­ბის ვადა. უფრო მე­ტიც, ვა­დის გა­ჭი­ანუ­რე­ბით აუ­ცი­ლე­ბელი და და­სა­შვები ტვი­რთიც კი თვი­სე­ბრივ სა­ხე­ცვლი­ლე­ბას გა­ნი­ცდის და ხდება მი­უღე­ბელი. ამდე­ნად, დრო­ებითი ხა­სი­ათის ნო­რმა­ტი­ული აქტის მო­ქმე­დე­ბის არა­გო­ნი­ვრული ვა­დით გა­ხა­ნგრძლი­ვება გა­მო­იწვევს მო­მხმა­რე­ბლთა უფლე­ბე­ბის შე­ლა­ხვას. გა­რდა ამისა, იგი ძირს უთხრის სა­კა­ნო­ნმდე­ბლო წე­სრიგს, რო­მლის ერთ-ერთი მნი­შვნე­ლო­ვანი თვი­სე­ბაა სა­კა­ნო­ნმდე­ბლო ნე­ბი­სა­დმი ნდო­ბა­უნა­რი­ანობა. ამ წე­სრი­გის მო­შლა უა­რყო­ფი­თად აი­სა­ხება ადა­მი­ანთა ცხო­ვრე­ბაში და იწვევს მათ გა­უცხო­ებას სა­ხე­ლმწიფო ინსტი­ტუ­ტე­ბი­სა­დმი. სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლო აღნი­შნავს, რომ სა­დავო აქტის კო­ნსტი­ტუ­ცი­ურო­ბის შე­ფა­სება ემყა­რება მხო­ლოდ მა­სში ჩა­დე­ბულ ნე­ბას და არა მისი მო­ქმე­დე­ბის სა­ვა­რა­უდო გა­გრძე­ლე­ბის შე­სა­ძლე­ბლო­ბას. სა­სა­მა­რთლო ამ შე­მთხვე­ვაში ვა­ლდე­ბუ­ლია, შე­ახსე­ნოს სე­მეკს, არ გა­და­დგას ისეთი ნა­ბიჯი, რის გა­მოც სა­დავო აქტის მო­ქმე­დე­ბის ხა­სი­ათის სრული ტრა­ნსფო­რმა­ცია მო­ხდება, იგი და­კა­რგავს დრო­ებითი აქტის ში­ნა­არსს და ამით მო­მხმა­რე­ბე­ლთა კო­ნსტი­ტუ­ცი­ური უფლე­ბის და­რღვე­ვის რე­ალურ სა­ში­შრო­ებას შე­ქმნის. ყო­ვე­ლივე აღნი­შნუ­ლის სა­ფუ­ძვე­ლზე, სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლო თვლის, რომ სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელი ერო­ვნული კო­მი­სიის (სე­მეკ) 2006 წლის 17 ია­ნვრის N1 და­დგე­ნი­ლება “სს “სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის” სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლის მქონე აბო­ნე­ნტე­ბის მიერ ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლის გა­რეშე მო­ხმა­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრის დრო­ებითი წე­სის და­მტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ” არ არღვევს სა­ქა­რთვე­ლოს კო­ნსტი­ტუ­ციის 30-ე მუ­ხლის მე-2 პუ­ნქტის მო­თხო­ვნებს, რო­გორც კო­ნკრე­ტული ვა­დით მო­ქმედი დრო­ებითი ნო­რმა­ტი­ული აქტი. ამა­ვდრო­ულად, სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლო სა­ჭი­როდ მი­იჩნევს, და­მა­ტე­ბით გა­ამა­ხვი­ლოს ყუ­რა­დღება შე­სა­ბა­მისი ორგა­ნო­ების ვა­ლდე­ბუ­ლე­ბე­ბზე: ერთი მხრივ, გა­და­ხე­დონ თა­ვად ამ აქტის ში­ნა­არსს მო­მხმა­რე­ბე­ლთა უფლე­ბე­ბის და­ცვის კუ­თხით და აღმო­ფხვრან ხა­რვე­ზები, რო­მლე­ბიც თვა­ლსა­ჩინო გა­ხდა სა­ქმის არსე­ბითი გა­ნხი­ლვის დროს; ხოლო, მე­ორე მხრივ, გა­ნა­ხო­რცი­ელონ სა­თა­ნადო კო­ნტროლი სს “სა­ქა­რთვე­ლოს სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის” ვა­ლდე­ბუ­ლე­ბაზე, იმო­ქმე­დოს და­სა­ხე­ლე­ბული ნო­რმა­ტი­ული აქტის მო­თხო­ვნათა სრული და­ცვით, რა­დგან სა­დავო აქტის არა­სწორი და არა­სრული გა­მო­ყე­ნება, მათ შო­რის ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლით სა­რგე­ბლო­ბის პრი­ორი­ტე­ტული უფლე­ბის უგუ­ლე­ბე­ლყო­ფით, იწვევს მო­მხმა­რე­ბე­ლთა უფლე­ბე­ბის კა­ნო­ნსა­წი­ნა­აღმდეგო შე­ზღუ­დვას. ზე­მო­აღნი­შნულ გა­რე­მო­ებათა ერთო­ბლივი გა­თვა­ლი­სწი­ნე­ბით, ხე­ლმძღვა­ნე­ლობს რა სა­ქა­რთვე­ლოს კო­ნსტი­ტუ­ციის 89-ე მუ­ხლის პი­რველი პუ­ნქტის “ვ” ქვე­პუ­ნქტითა და მე-2 პუ­ნქტით, “სა­ქა­რთვე­ლოს სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოს შე­სა­ხებ” ორგა­ნული კა­ნო­ნის მე-19 მუ­ხლის პი­რველი პუ­ნქტის “ე” ქვე­პუ­ნქტით, 21-ე მუ­ხლის მე-2 პუ­ნქტით, 25-ე მუ­ხლის მე-3 პუ­ნქტით, 39-ე მუ­ხლის პი­რველი პუ­ნქტის “ა” ქვე­პუ­ნქტით, 43-ე მუ­ხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუ­ნქტე­ბით, “სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­მა­რთა­ლწა­რმო­ების შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის 32-ე და 33-ე მუ­ხლე­ბით, სა­ქა­რთვე­ლოს სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლო ა დ გ ე ნ ს: I.არ და­კმა­ყო­ფი­ლდეს სა­ქა­რთვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ების შა­ლვა ნა­თე­ლა­შვი­ლისა და აკაკი მი­ქა­ძის კო­ნსტი­ტუ­ცი­ური სა­რჩე­ლები სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელი ერო­ვნული კო­მი­სიის წი­ნა­აღმდეგ, “სს “სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბული სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიის” სა­ერთო მო­ხმა­რე­ბის მრი­ცხვე­ლის მქონე აბო­ნე­ნტე­ბის მიერ ინდი­ვი­დუ­ალური მრი­ცხვე­ლის გა­რეშე მო­ხმა­რე­ბული ელე­ქტრო­ენე­რგიის რა­ოდე­ნო­ბის გა­ნსა­ზღვრის დრო­ებითი წე­სის და­მტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ” სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელი ერო­ვნული კო­მი­სიის (სე­მეკ) 2006 წლის 17 ია­ნვრის N1 და­დგე­ნი­ლე­ბის (სე­მე­კის 2006 წლის 29 სე­ქტე­მბრის N32 და­დგე­ნი­ლე­ბით შე­ტა­ნილი ცვლი­ლე­ბე­ბით) კო­ნსტი­ტუ­ცი­ურო­ბის თა­ობაზე სა­ქა­რთვე­ლოს კო­ნსტი­ტუ­ციის 30-ე მუ­ხლის მე-2 პუ­ნქტთან მი­მა­რთე­ბით; II.სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლმა ერო­ვნუ­ლმა კო­მი­სიამ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წი­ლში აღნი­შნულ გა­რე­მო­ებათა გა­თვა­ლი­სწი­ნე­ბით უზრუ­ნვე­ლყოს ქმე­დითი ღო­ნი­სძი­ებე­ბის გა­ტა­რება მო­მხმა­რე­ბე­ლთა უფლე­ბე­ბის ნო­რმა­ტი­ულად გა­ნმტკი­ცე­ბის, მხა­რეთა უფლება-მო­ვა­ლე­ობე­ბის სა­თა­ნა­დოდ გა­ნსა­ზღვრის და მათი ჯე­რო­ვანი შე­სრუ­ლე­ბის მი­ზნით; III.სა­ქა­რთვე­ლოს ენე­რგე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლმა ერო­ვნუ­ლმა კო­მი­სიამ სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის II პუ­ნქტით გა­თვა­ლი­სწი­ნე­ბული ღო­ნი­სძი­ებე­ბის გა­ნხო­რცი­ელება უზრუ­ნვე­ლყოს გო­ნი­ვრულ ვა­დაში, რაც სა­თა­ნადო ეფე­ქტის მო­მტანი იქნება აღნი­შნული აქტის მო­ქმე­დე­ბის ფა­რგლე­ბში; IV.გა­და­წყვე­ტი­ლება ძა­ლა­შია სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოს სხდო­მაზე მისი სა­ჯა­როდ გა­მო­ცხა­დე­ბის მო­მე­ნტი­დან; V.გა­და­წყვე­ტი­ლება სა­ბო­ლოოა და გა­სა­ჩი­ვრე­ბას ან გა­და­სი­ნჯვას არ ექვე­მდე­ბა­რება; VI.ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პირი გა­ეგზა­ვნოს მხა­რე­ებს, სა­ქა­რთვე­ლოს პრე­ზი­დე­ნტს, სა­ქა­რთვე­ლოს მთა­ვრო­ბას, სა­ქა­რთვე­ლოს პა­რლა­მე­ნტს, სა­ქა­რთვე­ლოს უზე­ნაეს სა­სა­მა­რთლოსა და სს ,,სა­ქა­რთვე­ლოს გა­ერთი­ანე­ბულ სა­დი­სტრი­ბუ­ციო ენე­რგო­კო­მპა­ნიას”; VII.გა­და­წყვე­ტი­ლება “სა­ქა­რთვე­ლოს სა­კა­ნო­ნმდე­ბლო მა­ცნეში” გა­მო­ქვე­ყნდეს 15 დღის ვა­დაში. კო­ნსტა­ნტინე ვა­რძე­ლა­შვილი (სხდო­მის თა­ვმჯდო­მარე) ბე­სა­რიონ ზო­იძე (მო­მხსე­ნე­ბელი მო­სა­მა­რთლე) ვა­ხტანგ გვა­რა­მია