„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.09.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, დავით ბერძენიშვილი, გიგა ბუკია, მალხაზ ვახტანგიშვილი, გიორგი თოფაძე, გოჩა ენუქიძე, ვახტანგ ხმალაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის 81 წევრი
ნომერი
#07-3/475/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-03
ბიუროს ნომერი 318

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
bsjr6orgqrob Jst6qrr0X66ob bopt6oS 0rer$ggCOoq,Cbs J)hc)al60n N3r8,/l 2015 ftqn, 3 bCdOCAbCtb bjrtru6gq,oU J.:tiq,rfu 6$oU 0rrjfxr sq6g6L: L:j.:r6o63q,otr Jst ryrAg6iJolr 6CAq,!AC6Ool, 117-9 agkoU "q," CACJgft6oUr e.) 174-3 agbq,oU 031r.:b.:0obtq-o, ttjrl6o6gq,rnb J.r6q,.:6366oU 81 $366nL 0o96 Ur3s6o66q6\'o o6o0or0qol., $Clroo $sd)aop696rqm "L:j,>l6o63qolr 3r'r6l.t6oo00orao $q,oq'CMJ SCOrEoU orrobr$g" (07-3/475, 03.09.2015) Urj.>t6otcq,ob J(')6lj0o0u0clJ6,o 3t6o6ob Btrmgl6o bCqf(,$C606ob 6r093oq'obolr 33b.:0o$65\,rqg 6r(8JC0Ct UrCr6o33q,olt Jrt6q'r0366oU [tJrro6gqg6r'r l-r.>3oorborJ er $clrc0ou Jr'lAoOcOL. Itrjr6o6gq,ob 3rt6q'rA3fuoU ot3fu qrdn6ob Ar,trA6oq,C O.,ig6ctb bb(x'rdob olrg01qx'l0$)C "t 0
წერილი
fiif \NN -- b)Dholllcftb l)i'C)al6'rn l,JdJ603Cq'Clb JJ6seJAC5O0l, SiliJ60 2015 $q,oU l0 o36ob t ril)6cD3Cq'ou Jr6q'rAC6OoU Luot96$oir,>6oo P3JJ6OraC6Ot trsjJ6or33q,.,U J(,l6booouooob I 02 3 63bq'ol-r 3orfu3E'o JSbCOob "6" o0rg 05bq'oll 03'2 6lgO3j"- l"Ot .rrcq36,'Jq'., 3gq'3br0oUoq'36oU Lsggd33q'$3' J6c|OCOIJ agS36.,f, t3trO"a.,UrQ' $r6'A(.l0o('0C6o 3o616o633o36r) 356cl6ol'i l$C)6o,3Cq'c .r So6troo$33ortso o3q'oq'3bob aCOrEoL 5otx'r3or, Oir3q'3q'obs SoUgSor o))c)br$3 bsjr6o53q'ot.r Jr6q')aJ60ou 6'caq'rac60oo) q.or(oAC6oq, 3l6o63Qgdr,)b 3$o]3bor $r6Ao(o66oq, J6rnJdOt'C $r60o0x-o636q'oboor 9gq'3bs0otroq'96'>U iroq'rac6ooL $c36cblr 6oo616o 3.q'b3ob' Qr3oo 6c6dc6ots3oq't)' 6oar tj.r3"aomq,.U aJJ""u, a"q,trgt 3rbo;64r33"q't', aor,r6ao ootsrdct'' 6o81 363iod3lt' 3:b$o66 Mrq'sd3lt qtbs6roro: 1. Jr'r6bOoOU0oU6o 3s6o6otr J6o3j6o 2. Ar6as6oCbooo 616r(r)(,' 3. J(9bl)Ooo3oootr o0 63bqlbob 0oj03<-oo r63qrj3os' 6o6q163o13 d3qnLt 03(,oqCAr. JrO%oUoJAocn , l. 2. 3. p,e'r'1n&t'/ / 6 L-../€Q)'oq,o1i 35<) 6: ant 37. 38. 39. 40. I 41. 16 42. 17. l8 2t r)^ael,1 frr:l?" 4? * ;;j,rft, t,q;ieY 7; 32. 33 ",*b se ,1 '7; '-Z Y ?2. An ll '--4 a lrnffi a 'Ojffib54, ,, X.,y'\>A-' " ! firrq"-". 7l 72 73. 7 75. 66. 76. 67. 77. g 68. 78. ,/A 59. 79. hL 70. 4-1 vr't t.E
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 10416 11/09/2015 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ `საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2015 წლის 10 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის წარმოდგენილი 174-ე საქართველოს მუხლის პარლამენტის შესაბამისად, წევრების განიხილა ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმების შედეგები, რომელიც ეხებოდა `საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლების განხორციელებას. გადამოწმების შედეგად დადგინდა საქართველოს პარლამენტის 80 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 173-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას (პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს). ყოველივე ზემოაღნიშნული, იძლევა საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის `ბ~ ქვეპუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 173-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას. დანართი: (კანონპროექტი ხელმოწერები 3 ფურცელი). პატივისცემით, გიორგი კახიანი თავმჯდომარე 7 ფურცელი, პარლამენტის წევრების
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება 4 წლის ვადით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან. პარლამენტის წევრები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი პროპორციული საარჩევნო საარჩევნო უფლების სისტემით, საფუძველზე, ფარული მრავალმანდატიანი კენჭისყრით, საარჩევნო ოლქების მიხედვით.“. 2. 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით დადგენილი წესით, ან რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დროისათვის. ორგანული კანონით განსაზღვრული ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის 1 პროცენტზე მეტი. 2. პარლამენტის წევრთა მანდატები შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებიც მიიღებენ ყველა მრავალმანდატიანი ამომრჩეველთა საარჩევნო საერთო ოლქის რაოდენობის მიხედვით ხმების 4 არჩევნებში პროცენტს მონაწილე მაინც. ყოველ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ზემოაღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მათ მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების პროპორციულად ორგანული კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. გარდამავალი დებულება 2016 წლის საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პარლამენტი შედგება 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველი შეკრების 1 დღემდე, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამონაცვლის დადგენისა და მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის არჩევის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. მუხლი 3. დასკვნითი დებულება ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველი შეკრების დღიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კონსტიტუციით დადგენილი საარჩევნო სისტემა უნდა შეესატყვისებოდეს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის განვითარების დინამიკას. საარჩევნო სისტემის რეფორმის ინიცირების მიზნით, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი პარტიებისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მონაწილეობით, გაიმართა რთული, კომპლექსური და ხანგრძლივი დისკუსიები, რომელიც პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების ფარდობითი უპირატესობებისა და ნაკლოვანებების ანალიზსა და შეფასებას ეფუძნებოდა. აღნიშნული დისკუსიების შედეგად კოალიციამ მიიღო პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კონსტიტუციით დადგენილი საარჩევნო სისტემის ადაპტირება ქვეყნის პოლიტიკური სისტემის განვითარების დინამიკასთან. აღნიშნული მიზნით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს პარლამენტის არჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით. მრავალმანდატიან ოლქებში არჩევნების ჩატარების პირობებში შენარჩუნებული იქნება ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპი, რაც მნიშვნელოვანწილად პასუხს გასცემს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებულ კითხვებს. კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები აცნობიერებენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრება პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის მაღალ ხარისხს მოითხოვს. ამასთან, კოალიციის გადაწყვეტილება ეფუძნება რწმენას, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, საქართველოში პოლიტიკური სისტემა უახლოეს წლებში მიაღწევს განვითარების იმ ხარისხს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეების (შედარებით სუსტი კავშირი დეპუტატებსა და ამომრჩეველს შორის, მყარი საპარლამენტო უმრავლესობის ვერჩამოყალიბების რისკი და სხვ.) პრევენციისთვის არის აუცილებელი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, 1 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან. ამასთანავე, განისაზღვრება, რომ პარლამენტის წევრთა მანდატები შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც მიიღებენ ყველა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ხმების 4%-ს მაინც, ხოლო თითოეულ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში საარჩევნო სუბიექტებს შორის პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მათ მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების პროპორციულად ორგანული კანონით დადგენილი წესით. უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ზღურბლი მცირდება 5-დან 4%-მდე, რაც შეამცირებს ე.წ. „დაკარგული ხმების“ რაოდენობას. ზემოაღნიშნული ცვლილება ძალაში შევა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე და ამ ცვლილების შესაბამისად ჩატარდება შემდგომი საპარლამენტო არჩევნები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე ხარჯის გაწევის საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება შეამცირებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, რადგან საჭირო აღარ იქნება მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისა და შუალედური მაჟორიტარული არჩევნების გამართვა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების დაკისრებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგია საარჩევნო კამპანიის ხარჯის შემცირება საარჩევნო სუბიექტებისთვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება ან მათი განაკვეთების განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს 2 წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებს. ევროპის საბჭოს და გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ არასახელმწიფო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს. კანონპროექტის მომზადებისას გათვალისწინებული იყო პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოსაზრებები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, დავით ბერძენიშვილი, გიგა ბუკია, მალხაზ ვახტანგაშვილი, გიორგი თოფაძე, გოჩა ენუქიძე, ვახტანგ ხმალაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის 81 წევრი. 3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება მუხლი 49 1. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. 2. პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან. 3. პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით. 4. სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების თაობაზე. მუხლი 50 1. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით დადგენილი წესით, ან რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დროისათვის. ორგანული კანონით განსაზღვრული ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის 1%-ზე მეტი. მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით. 2. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%ს მაინც. იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ დააგროვებენ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს, ვიდრე საჭიროა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის, მანდატები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეევსებათ ფრაქციის შექმნისათვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე. მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით. 21. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა. თარიღს ნიშნავს 1 3. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან მესამოცე დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე. პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებიდან მესამოცე დღეს, ხოლო რიგგარეშე არჩევნების თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე. 1 3 . პარლამენტი საქმიანობას წყვეტს პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან. პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე დათხოვნილი პარლამენტი იკრიბება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დამტკიცების, ანდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად. თუ პარლამენტი არ შეიკრიბა 5 დღის განმავლობაში ან არ დაამტკიცა (გააგრძელა) საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება, მაშინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უქმდება. საომარი მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, თუ პარლამენტი შეკრებიდან 48 საათში არ დაამტკიცებს საომარი მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას. პარლამენტის შეკრება არ იწვევს პარლამენტის წევრების საპარლამენტო თანამდებობების და ხელფასების აღდგენას. პარლამენტი წყვეტს საქმიანობას ზემოაღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე. 4. პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე. 5. პარლამენტის წევრის არჩევის წესი, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით. 2