„ქვეყანაში არსებული სისტემური კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 2 ✗ 55
📄 წერილი (205 KB)
📄 წერილი (217 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (147 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (10.0 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (4.4 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.7 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.0 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (997 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.2 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.2 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (248 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (6.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.2 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (150 KB)
📄 კენჭისყრის შედეგები (1.3 MB)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2015-12-18
📜 ტექსტი
წერილი
N 10344
10/09/2015
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით საქართველოს პარლამენტის ფრაქციების „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები“ და „ნაციონალური მოძრაობა რეგიონები“ მიერ შემუშავებულ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს
„ქვეყანაში არსებული სისტემური კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო
კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“.
ამასთანავე, ზემოაღნიშნულ საკითხზე მომხსენებლად წარმოგიდგენთ საქართველოს
პარლამენტის წევრს ქალბატონ ირმა ნადირაშვილს.
გთხოვთ, მისცეთ საკითხს შესაბამისი მსვლელობა.
პატივისცემით,
აკაკი ბობოხიძე
პარლამენტის წევრი
ტარიელი ლონდარიძე
პარლამენტის წევრი
გიორგი გაბაშვილი
პარლამენტის წევრი
წერილი
N 10347
10/09/2015
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია: ა) სახელმწიფო
ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული
სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო
უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ
სხვა ინტერესებს; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ და გ) რომლის შესწავლაც
სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მოგეხსენებათ, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე მპგ „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“-მ (შემდგომში ენმ) და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეყანაში
გამოავლინეს საჯარო მოხელეების მიერ ქრთამის აღების, ნეპოტიზმისა და სახელმწიფო
ხარჯების არამიზნობრივი და პირადი ინტერესებისათვის გამოყენების არაერთი ფაქტი.
არსებული კორუფციული სქემების მასშტაბურობა, მასში ჩართული სახელმწიფო
ორგანოების რაოდენობა და როგორც ცენტრალური ხელისუფლების, აგრეთვე
ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობა
ადასტურებს, რომ კორუფციულმა დანაშაულმა სისტემური ხასიათი მიიღო.
როგორც იკვეთება, კორუფციულ ურთიერთობებს ადგილი აქვს მმართველობის
თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის: სოფლის მეურნეობის, სატრანსპორტო და
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, აგრეთვე თანაინვესტირების ფონდის
საქმიანობაში და „აწარმოე საქართველო“-ში პროგრამის მიმართულებით. ყველა ამ სქემას
რამოდენიმე ნიშანი აერთიანებს: 1. ხდება კონკრეტული სფეროს მონოპილიზირება,
ძირითადად მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების
ჩარევით და გადაწყვეტილებით; 2. მონოპოლიზირებული სფერო სამართავად გადაეცემა
კომპანიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირის ან მათ
უახლოეს გარემოცვაში მყოფი პირის საკუთრებაში ან მმართველობაშია; 3. ძირითადად
ერთ პირთან მოლაპარაკების ან გამარტივებული ტენდერის წესით შერჩეული ამგვარი
კომპანიების მეშევეობით ხდება საბიუჯეტო თანხებისა და/ან სახელმწიფო ქონების
გადადინება კერძო პირების ჯიბეებსა და მათ მფლობელობაში.
წარმოდგენილი დადგენილების პროექტში აღნიშნული ფაქტები ფართოდ იყო
გაშუქებული ელექტრონული მედიით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
სამართალდამცავი ორგანოები ვადლებული არიან სამართლებრივი რეაგირება
მოახდინონ საჯარო სივრცეში გავრცელებულ სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაზე.
მიუხედავად ამისა, არცერთ ამ ინფორმაციაზე გამოძიება არ დაწყებულა.
სამართალდამცავი უწყებების ეს მიდგომა ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ნება
ეფექტურად
ებრძოლოს
ფართოდ
გავრცელებულ
კორუფციულ
პრაქტიკას
საქართველოში; პირიქით, ახალისებს მსგავსი ტიპის დანაშაულებებს. შედეგად, აშკარაა,
რომ კორუფციამ სისტემური ხასიათი მიიღო.
ვინაიდან, დასახელებულ სახელმწიფო ორგანოებში გამოვლენილი თანამდებობის
პირების მიერ კორუფციული სამართალდარღვევების ფაქტები წარმოადგენს სისტემურ
ხასიათს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალურ ფუნქციონირებას,
მოქალაქეთა კეთილდღეობას და საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ ინტერესებს
და ხდება სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის
არამართლზომიერი
ხარჯვა,
ვინაიდან,
მიუხედავად
იმისა,
რომ
ამ
სამართალდარღვევებზე ფართოდ იყო საუბარი როგორც ელექტრონულ, ისე ბეჭდვით
მედიაში, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ ხდება შესაბამისი
რეაგირება, ვინაიდან სისტემური კორუფციის მიზეზების შესწავლა, სრულად
გამოაშკარავება და აღმოფხვრა სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით
მნიშვნელოვანია, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ფრაქცია „ნაციონალური
მოძრაობა - მაჟორიტარები“, და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები“
მოითხოვს პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნას საკითხი დროებითი
საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც შეისწავლის ზემოთმოყვანილ
ფაქტებს.
ამასთან, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 15
წევრით.
პატივისცემით,
ტარიელი ლონდარიძე
პარლამენტის წევრი
აკაკი ბობოხიძე
პარლამენტის წევრი
გიორგი გაბაშვილი
პარლამენტის წევრი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
პროექტი
ქვეყანაში არსებული სისტემური კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის
შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი
ადგენს:
1. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს პარლამენტის ფრაქციების „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები“ და „ნაციონალური
მოძრაობა - რეგიონები-ს“ წარდგინებით გათვალისწინებული დროებითი საგამოძიებო კომისიის
შექმნა, რომელიც შეისწავლის ქვეყანაში არსებულ სისტემურ კორუფციასთან დაკავშირებულ
ფაქტებს.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია
მპგ „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი საჯარო მოხელეების მიერ
ქრთამის აღების, ნეპოტიზმის და სახელმწიფო ხარჯების არამიზნობრივი და პირადი
ინტერესებისთვის გამოყენების მრავალრიცხოვანი ფაქტები. არსებული კორუფციული სქემების
მასშტაბურობა, მასში ჩართული სახელმწიფო ორგანოების რაოდენობა და როგორც ცენტრალური
ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირების
მონაწილეობა, ადასტურებს, რომ კორუფციულმა დანაშაულმა სისტემური ხასიათი შეიძინა.
კორუფციის მიზეზების შესწავლა, სრულად გამოაშკარავება და აღმოფხვრა სახელმწიფო და
საზოგადოებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ვინაიდან სახელმწიფო ორგანოებში
გამოვლენილი თანამდებობის პირების მიერ კორუფციული სამართალდარღვევების ფაქტები
წარმოადგენს სისტემურ ხასიათს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალურ
ფუნქციონირებას, მოქალაქეთა კეთილდღეობას და საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ
ინტერესებს და ხდება სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის
არამართლზომიერი ხარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ფართოდ
იყო საუბარი როგორც ელექტრონულ, ისე ბეჭდვით მედიაში, სამართალდამცავი ორგანოების
მხრიდან არ ხდება შესაბამისი რეაგირება არსებულ ფაქტებზე.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხებია:
კორუფციული სქემა ბათუმის პორტში – საქართველომ მილიარდი ლარის მოცულობის
ინვესტიცია დაკარგა
ბათუმის პორტი „ბათუმი ინდასტრიალ ჰოლდიგნის“ მფლობელობაშია, რომლის მენეჯმენტს
ყაზახური „ტრანსგაზოილი“ ახორციელებს. წლების განმავლობაში პორტი გამართულად
მუშაობდა და სახელმწიფოს ბიუჯეტში მილიონობით ლარს იხდიდა. პრობლემები 2012 წლის
დეკემბერში დაიწყო, როდესაც პორტის მმართველად ტალგატ ბაიტაზიევი დაინიშნა. სწორედ
ბატონი ბაიტაზიევის მეშვეობით დაიწყო ბათუმის პორტის ხელოვნურად გაკოტრების პროცესი.
კორუფციული სქემა, ერთის მხრივ, ბათუმის პორტიდან გადამზიდავების ხელოვნურ განდევნას
და მეორეს მხრივ, ბათუმის ტერმინალის ე.წ. ბათუმის პატარა პორტისთვის სასათბურე პირობების
შექმნას ითვალისწინებდა. ამ სქემის განსახორციელებლად ბათუმის პორტმა ექსკლუზიური
კონტრაქტი გაუფორმა კომპანია „ვიბრო დიაგნოსტიკს“, რომელიც პარალელურად ბათუმის
პატარა პორტის მმართველი კომპანიაა. ,,ვიბრო დიაგნისტიკმა“ ბათუმის პორტში საკუთარი
რეზერვუარები ააშენა და საქართველოს ბაზრისთვის არარეალურად მაღალი ფასები დააწესა,
მეორეს მხრივ, ბათუმის პატარა პორტმა საბაზროზე 25% დაბალი ფასების დაწესებით ტვირთების
გადაზიდვაზე ფაქტობრივი მონოპოლია აიღო. ამის შემდეგ უკვე მზა სქემაში საინტერესო
ცვლილებები ხდება:
1. „ვიბრო დიაგნოსტიკის” სათაო კომპანიის “Vibro Diagnostic – F.Z.E”-ს 70% რუსული კომპანია
,,ლუკოილი“-ს გენერალური დირექტორის შვილის ოთარ ქათამაძის მფლობელობაში გადადის და
ბატონი ქათამაძე ,,ვიბრო დიაგნოსტიკი“-ს დირექტორი ხდება;
2. ,,ლუკოილ-საქართველო“-ში დირექტორის მოადგილედ ყოფილი პროკურორი და ბიძინა
ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილის წარმომადგენელი ოთარ ფარცხალაძე ინიშნება.
ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვლმა პირადად დაურეკა ,,ლუკოილი“-ს მფლობელ ალეკპეროვს და
წარსულის დამსახურებისთვის ფარცხალაძის დასაქმება სთხოვა. თუმცა, დღეს უკვე შეიძლება
დანამდვილებით ვთქვათ, რომ ამის რეალური მიზეზი სწორედ კორუფციული სქემის ამოქმედება
იყო;
3. ,,ლუკოილმა“ გადაზიდვები ფოთის პორტიდან ბათუმის პატარა პორტში გადმოიტანა. შედეგად
,,ლუკოილს“ გადაზიდვის ფასი შეუმცირდა, ხოლო ბიუჯეტმა მილიონობით ლარით იზარალა.
ყაზახურმა მხარემ ტალგატ ბაიტაზიევი მოხსნა დირექტორის თანამდებობიდან, თუმცა კაბალური
ხელშეკრულების პირობები ვეღარ შეცვალა. უფრო მეტიც, ,,ვიბრო დიაგნოსტიკი”-ს საჩივარის
საფუძველზე სასამართლომ ბათუმის პორტს ყადაღა დაადო. გარდა ამისა, განჩინებაში
სპეციალურად ჩაიწერა, რომ ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ ხელი არ უნდა შეუშალოს ,,ვიბრო
დიგნოსტიკი“-ს საქმიანობას.
სასამართლოს განჩინების კვალდაკვალ საქმეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების
სამინისტრო და საქართველოს ფინანასთა სამინისტრო ერევა, რომელიც ყაზახურ მხარეს
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. სახელმწიფოს მხრიდან
ზეწოლის შედეგად ბათუმის პორტის დირექტორის თანამდებობაზე ზურაბ შუარღაია ინიშნება,
რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან დაახლოებული პირია. ამის შემდეგ, სასამართლო დავა
გარიგებით წყდება. ამ გარიგების შედეგად რუსული ,,ლუკოილი“ და მისი შვილობილი ორი
კომპანია საქართველოში საწვავის შემოტანის ფაქტობრივი მონოპოლისტები ხდებიან.
სახელმწიფოს ამ რეკეტის საპასუხოდ ყაზახურმა მხარემ უარი თქვა მილიარდი დოლარის
ოდენობის ინვესტიციაზე საქართველოში.
2015 წლის 30 მარტს კომპანია ,,ვიბრო დიაგნოსტიკი“ მმართველობაში გადაეცა
შპს „ჯიარ
ტრანს-შიფმენთი“, რომლის 100% დამფუძნებელი სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზაა.
საყდრისი–ყაჩაღიანის ოქროს საბადოს საქმე – უძველესი არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლის
განადგურება ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური ინტერესების გამო:
კომპანია „RMG Gold“-მა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გაანადგურა საყდრისი–
ყაჩაღიანის ისტორიული მაღარო და განახორციელა ოქროს მოპოვებითი სამუშაოები. ამ კომპანიის
გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ბალანჩივაძეა, რომელიც წლების განმავლობაში მე–
9 არხის მენეჯმენტში მონაწილეობდა. იგი და ნიკა ქაჩირიშვილი (მონაწილეობს კომპანიის
მმართველობაში) არიან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის დაახლოებული
პირები. დარღვევები ხდებოდა ორი ძირითადი მიმართულებით - კანონომდებლობის უხეში
დარღვევით მაღაროსთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მოხსნა და ლიცენზიის გაგრძელება.
ისტორიული ძეგლის სტატუსი საყდრის-ყაჩაღიანს 2006 წლის 30 მარტს მიენიჭა საქართველოს
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის N3/133 ბრძანებით. 2013 წლის 6 ივლისს,
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მირიანე ოდიშარიამ, თავის N03/108
ბრძანებით, გააუქმა 2006 წლის ბრძანების ნაწილი, რომელიც ეხებოდა საყდრისი-ყაჩაღიანის
მაღაროსთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას. 2014 წლის 13 ივნისს, თბილისის
საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო კულტრისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის 5
ივლისის აქტი, რითიც აღადგინა მაღაროს ისტორიული ძეგლის სტატუსი. მიუხედავად
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებისა, 2014 წლის 12 დეკემბერს მინისტრმა მიხეილ
გიორგაძემ მიიღო ახალი აქტი (ბრძანება N03/266) და RMG Gold–ს არქეოლოგიური ობიექტის
აღების უფლებამოსილება მიანიჭა.
სტატუსის ხელმეორე ცვლილება მოხდა კომისიის დასკვნის საფუძველზე. კომისიის
შემადგენლობის უმეტესობა პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებდა დაფინანსებას კომპანია „RMG
Gold“–დან. ,,RMG Gold“-მა გააფორმა ხელშეკრულებები 2013 წლის 30 აპრილს დაფუძნებულ შპს
„არქეოლოგთა გაერთიანება“-სთან, რომლის 100% მფლობელი და დირექტორი გიორგი
გაგიშვილია: ერთი ხელშეკრულება - არქიოლოგიურ სამუშაობზე, სადაც პირდაპირ წერია, რომ
იგი ვადლებულია „წარადგინოს საბადოს შემდგომი დამუშავებისთვის საჭირო საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დადებითი დასკვნა“. მეორე ხელშეკრულების
მიხედვით შპს „არქეოლოგთა გაერთიანება“-ს უნდა შეემუშავებინა და საჯაროდ მხარი დაეჭირა
საბადოს შემდგომი დამუშავების კონცეფციას. სულ ,,RMG Gold“-სა და შპს „არქეოლოგთა
გაერთიანება“-ს შორის გაფორმდა 4 ხელშეკრულება 1 მილონზე მეტ ლარზე. ზემოაღნიშნულ
არქეოლოგიურ სამუშაობს ხელმძღვანელობდა კომისიის წევრი ვახტანგ ლიჩელი. კონცეფციის
დამუშავებაზე მუშაობდნენ კომისიის წევრები: დავით ლომიტაშვილი, გურამ ყიფიანი და გურამ
გრიგოლია. კომისიის კიდევ ერთი წევრი ალექსანდრე თვალჭრელიძემ ,,RMG ჯგუფში“ შემავალი
კომპანია შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისგან“ მიიღო 170 000-ზე მეტი ლარი. კოომისიის კიდევ ერთი
წევრი ომარ ქუცნაშვილი, შპს „ჯეოინჟინერინგის“ 36% წილის მფლობელია. შპს-ს ლიცენზიის
მფლობელის დაკვეთით ჩატარებული აქვს სამთო-გეოლეოგიური კველევები საყდრისის
ტერიტორიაზე; ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს მოულოდნელი,
რომ ჯგუფმა მხოლოდ ორი თვის მუშაობის თავზე, ზუსტად ისეთი დასკვნა დადო, რომელიც
ითვალისწინებდა ,,RMG Gold“–ის ფინანსურ ინტერესებს.
როგორც, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თავის ანგარიშში „საყდრისი-ყაჩაღიანი - ნგრევა
კანონის სახელით“ აღნიშნა, გამოიკვეთა მთელი რიგი დაღვევები და საეჭვო დეტალები:
2014 წლის 12 დეკემბერს, ერთი დღის განმავლობაში, საქართველოს კულტურისა და
ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა
სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით, უაღრესად
საეჭვო გარემოებებში, ჯამში 17 ისეთი მოქმედება განახორციელეს და 4 ისეთი
გადაწყვეტილება მიიღეს, რომელთა შედეგად, 2014 წლის 13 დეკემბერს შპს “RMG-Gold”-მა
საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი უკანონოდ ააფეთქა;
2014 წლის 12 დეკემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით
ძეგლის სტატუსის მოხსნის მიზნით ადმინსტრაციული წარმოება საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით ჩაატარეს;
2014 წლის 13 დეკემბერს, „RMG-Gold”-ს, საყდრისი #1 ყაჩაღიანის უბანზე აფეთქების
განსახორციელებლად, არ გააჩნდა სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების
გამოყენების ნებართვა. შესაბამისად, კომპანიამ აფეთქება უკანონოდ განახორციელა;
2014 წლის 13 დეკემბრიდან მოყოლებული, სააგენტომ ვერ უზრუნველყო საყდრისიყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ე.წ. „დაშლა (აღების)“ პერმანენტული
მონიტორინგის მიზნით შექმნილი კომისიის შემადგნელობის ისე დაკომპლექტება, რომ
სახეზე არ ყოფილიყო ინტერსთა კონფლიქტის ნიშნები;
მეორე კანონდარღვევა ეხება კომპანიისთვის ლიცენზიის მინიჭების საკითხს. საქმე იმაშია, 2012
წელს გაცემული ლიცენზია არ შეიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის
უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით სრულიად უსასყიდლოდ
გაგრძელდა შპს „RMG Gold“-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის (სერია 53, №0010,
ტიპი VI A B C) მოქმედების ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე.
2014 წლის 29 დეკემბერს, შპს "RMG Gold"-მა მიმართა ლიცენზიის გაგრძელების თხვნით გარემოსა
და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, გამომდინარე იქიდან,
რომ ერთის მხრივ, ზემოაღნიშნულ ტერიტორიას უკვე მოხსნილი აქვს კულტურული
მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო არქეოლოგიური ობიექტი აღებულია
(დაშლილია), ხოლო მეორეს მხრივ, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია
მხოლოდ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, მიმართა საქართველოს მთავრობას ლიცენზიის
მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას წიაღით სარგებლობის ლიცენზიის
მოქმედების ვადა უფასოდ 5 წლით გაუგრძელდა.
ამ უკანონო გარიგებების თანახმად, სახელმწიფომ მილიონობით ზარალი ნახა, მას შემდეგ, რაც
უფასოდ გასცა ლიცენზია ტერიტორიაზე, რომელიც ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძის
განცხადებით, 1 მილიარდ ლარ მოგებას მოუტანს მის მფლობელს. შედარებისთვის ვიტყვით, რომ
მხოლოდ 2011 წლის შემოდგომიდან 2012 წლის გაზაფხულამდე,
კომპანიებმა დანარჩენ
ლიცენზიებში, საერთო ჯამში, 204 მილიონი ლარი გადაიხადეს.
კორუფციული სქემა პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში:
2014 წლის 26 აგვისტოს მთავრობის N1477 დადგენილებით პროგრამა „აწარმოე საქართველოს“
ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000
კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო
კოდი - 81.15.20.316) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცა
,,საქართველოს სათბურის კორპორაციას“ (ს/კ 404469865).
სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაცია“ 2014 წლის 3 აპრილსაა რეგისტრირებული. დღეის
მდგომარეობით მისი 100% წილის მფლობელი შპს „ჯი სი ეფ პარტნიორებია“. ეს კომპანია 2013
წლის 25 მაისს დაფუძნდა და მფლობელები არიან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა
მამაცაშვილი და თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩანაშვილი; ეს
უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორიცაა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უძრავი
ქონების გადაცემა მომავალი
საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ მოხდა. თუმცა რეალურად 2,5 მილიონიანი უძრავი
ქონების გარდა, უჩა მამაცაშვილის მმართველობის მქონე ორგანიზაციას, სწორედ სასათბურე
მეურნობის გამართვისათვის სახელმწიფომ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს
მეშვეობით, შეღავათიანი კრედიტი გადასცა 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომლის
უდიდესი ნაწილი შემდგომ ბიუჯეტის ხარჯზე იფარება. ანუ სულ ჯამში ხელისუფლებასთან
დაახლობულმა პირმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მილიონი დოლარი მიიღო.
ეს არ არის ერთადერთი მაგალითი, როდესაც უჩა მამაცაშვილთან ასოცირებულმა ორგანიზაციამ
სიმბოლურ ფასად მიიღო სახელმწიფო ქონება. 2015 წლის 15 იანვარს საქართველოს მთავრობამ N8
დადგენელებით მიიღო გადაწყვეტილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული
„სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,
აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოში მდებარე 126 481 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №40.07.32.076)
პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცა შპს „აბაშის რძის
ქარხანას“ (ს/კ №422431023).
მნიშვნელოვანია, რომ გადაცემამდე აღნიშნულ მიწას შეუცვალეს სტატუსი სასოფლოსამეურნეოდან არასასოფლო სამეურნეოთი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის
ათვისების ღირებულების და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ კანონში 2013 წელს
მიღებული ცვლილებების თანხმად, გამოცხადებულია მოროტორიუმი მსგავს ცვლილებებზე და
მისი განხორციელება მხოლოდ სახელმწიფო და/ან საზოგადოებრივი საჭიროებით იყო
შესაძლებელი.
აბაშის რძის ქარხნის 100% მფლობელია შპს „ქართული რძე“, თავის მხრივ მისი 100% მფლობელია
შპს „ჯორჯიან აგრო დეველოპმენტი“, რომლის მფლობელი ჯერ ზემოთ აღნიშნული შპს „ჯი სი ეგ
პარტნიორები“ იყო, შემდგომში კომპანიამ თავისი წილი გადასცა ლუქსემბურგის კომპანია „ჯი სი
ეფ ლუქსემბურგს“, რომლის წარმომადგენელი სწორედ უჩა მამაცაშვილია.
აღნიშნული ფაქტები ადასტურებს ვარაუდს, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მიზნად
ისახავს არა საქართველოში წარმოების და ბიზნესის წახალისებას და მეწარმეობის ხელშეწყობას,
არამედ ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირების გამდიდრებას სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯზე.
პირადი ინტერესებისათვის უნიკალური ხე-ტყის ჭრა:
2013 წლის 31 ოქტომბრის N1529 განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს ყოფილი პრემიერ–
მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რაჭაში, ნიკორწმინდის სატყეო უბანში, შაორის ტბის მიმდებარედ,
უნიკალური ტყის მასივის მოჭრის უფლება მიანიჭა მის საკუთრებაში არსებულ კომპანია „ატუს“.
ამ განკარგულებით კომპანიას გამოეყო რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ტყეკაფი 10 000 მ3
ხე–ტყის (როგორც სამასალე, ასევე საშეშე) მისაღებად.
ამ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის უპრეცედენტო შემთხვევას აქვს ადგილი, ბიძინა
ივანიშვილმა, როგორც პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფოს უნიკალური რესურსი გადასცა მის
საკუთრებაში არსებულ კომპანიას. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას
და უფლებასილებას იყენებდა პირადი ფინანსური ინტერესებისათვის.
შპს „ ავიასერვისი“-ს მიერ „სუპერ პუმა”-ს ტიპის სამი ვერტფრენის მომსახურება:
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა ფაქტი,
რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამი „სუპერ პუმა“–ს
ტიპის ვერტფრენის მოვლა გამარტივებული ტენდერის წესით დაეკისრა ბიძინა ივანიშვილის
საკუთრებაში არსებულ შპს „ავიასერვისს“. ამ მომსახურებაში სახელმწიფო ყოველწლიურად
იხდის 39 000 ლარს. ამავე დროს დადგინდა, რომ ვერტმფრენების მომსახურებას რეალურად
ახორციელებს თავდაცვის სამინისტრო და ის სამხედრო პირები, რომლებმაც შესაბამისი სწავლება
საფრანგეთში სახელმწიფოს ხარჯზე მიიღეს და დღესაც ანაზღაურებას თავდაცვის სამინისტროს
ბიუჯეტიდან იღებენ. ივანიშვილის კერძო კომპანია ფინანსურ სარგებელს იღებს იმ სერვისში,
რომელსაც რეალურად სახელმწიფო ახორციელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ივნისის ბოლოს ეკონომიკის
სამინისტროსგან მოითხოვეს დამატებითი საჯარო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით სამინისტროს აქამდე არ გაუცია მოთხოვნილი
ინფორმაცია, რაც კიდევ ერთხელ აძლიერებს ეჭვებს კორუფციული გარიგების არსებობის
თაობაზე.
აღსანიშნავია, ეს სწორედ ის ვერტფრენებია, რომლებიც არ იყო გამოყენებული 2015 წლის 13
ივნისის სტიქიური უბედურების დროს, ვინაიდან ხელისუფლების წარმომადგენლების
განცხადებით, ეს აპარატები მზად არ იყვნენ ოპერირებისთვის.
პროექტი პანორამა – პირადი ფინანსური ინტერესებისათვის ძველი თბილისის იერსახის ხელყოფა
და რეკრეაციული ზონის გაუქმება:
2014 წლის 15 აპრილს თანაინვესტირების ფონდმა პროექტის “პანორამა
თბილისი”-ს
პრეზენტაცია განახორციელა.
ფონდის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს 4
მრავალფუნქციური კომპლექსის (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3.
თავისუფლების მოედანი და ერეკლე II-ს მოედანი) ერთობლიობას და აკავშირებს მათ საბაგირო
გზებით და დახრილი ლიფტებით. აღსანიშნავია რამოდენიმე ასპექტი: 1. გარემოზე ზეგავლენა პროექტის განხორციელების გამო სოლოლაკის ფერდობს ქ. თბილისის საკრებულომ 2014 წლის 30
დეკემბერს მოუხსნა რეკრიაციული ზონის სტატუსი და შედეგად დაუშვა იქ ხეების მოჭრისა და
შენობების გაშენების შესაძლებლობა; 2. ძველი თბილისის იერის ხელყოფა და 3. იურიდიული ერთი, რომ სოლოლაკის ფერდობზე ფაქტობრივი მშენებლობა დაიწყო ისე, რომ ნებართვა არ იყო
გაცემული. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მშენებლობის
ნებართვა კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრის ახალ გზაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2015
წლის 8 ივნისს გასცა, მაშინ როდესაც სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. მეორე, 2015 წლის 18 მარტს
მერიის სპეციალურმა კომისიამ ყოფილი ცეკავშირის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას
კოეფიციენტი გაუზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის ცენტრში, იქ, სადაც კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლებია, მრავალსართულიანი სასტუმრო აშენდება, ეს კი ეწინააღმდეგება
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს.
პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის და მთავრობის წევრების ინტერესები:
კორუფციული სქემა გზის მშენებლობისა და საფარის დაგების სფეროში – პრემიერ მინისტრ
ღარიბაშვილის ინტერესები:
ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა საქართველოში გზის მშენებლობისა და საფარის დაგებას
ეხება. ამ სქემის მეშვეობით სფეროს მნიშვნელოვანი კომპონენტების - თანხების გამცემი,
შემსრულებელი და შემმოწმებელი სუბიექტები ერთი კონკრეტული კლანის პრემიერ-მინისტრ
ღარიბაშვილის და მისი მეუღლის მამიდაშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური
ინსპექციის ყოფილი უფროსისა და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი
მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის ხელში აღმოჩნდა.
ამ სფეროში ძირითადი დამკვეთი ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების
სამინისტრო და მასში შემავალი ორგანიზაციებია. ამ სტრუქტურის შესყიდვებზე პასუხისმგებელი
ჯერ პრემიერის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის ახლო ნათესავი ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და სატენდერო
კომისიის თავჯდომარე იოსებ ქადაგიშვილი იყო, შემდგომში ყოფილი მინისტრი და ზვიად
ჯანყარაშვილის ახლო მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი დავით შავლიაშვილი. დაკვეთების
ყველაზე მსხვილი მიმღები საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია „სერპანტინია“, რომელმაც
40 მილიონზე მეტი ლარის სახელმწიფო დაკვეთები მიიღო ტენდერებისა და ერთ პირთან
მოლაპარაკების გზით. ეს კომპანია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის,
ამჟამად კი უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის სახელთან არის
დაკავშირებული. კომპანიის 51%-ს მფლობელია გიორგი ზედელაშვილის დედა თამარ
ჯანყარაშვილი.
ხარისხის შემმოწმებელი ორგანიზაცია შპს „ვილსფორტ მენეჯმენტი“ ასევე ზემოაღნიშნულ
პიროვნებებთან დაახლოებულ პირთა მფლობელობაშია.
კორუფციული
სქემები
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში:
იძულებით
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში ახორციელებდა სახელმწიფო შენობების რეაბილიტაციას ან ახალი
შენობების მშენებლობას შემდგომში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით. სულ
რეაბილიტაციას ან მშენებლობას ექვემდებარებოდა 9 ობიექტი - 6 თბილისში ვაზიანის
დასახლებაში, 2 ქუთაისსა და ერთი გორში.
2013 წლის 25 ივლისს სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი (SPA130021188) ქუთაისში,
ავტომშენებლის ქუჩაზე 72 ბინიანი შენობის მშენებლობისთვის. ტენდერში გაიმარჯვა შპს „ენ ბი
ჯიმ”-მ.
2013
წლის
18
ნოემბერს
მასთან
გაფორმდა 1 174 764 ლარის ღირებულების კონტრაქტი, რომლის მიხედვით შენობა 2014 წლის 31
მაისს უნდა ჩაბარებულიყო. სამინისტრომ მთელი თანხა ავანსის სახით გასცა. თუმცა, ობიექტი არ
აშენებულა. მის დასამთავრებლად სამინისტრომ 05.12.2014 ხელმეორედ გამოაცდხადა ტენდერი
სავარაუდო ღირებულებით 505367 ათასი ლარი.
2013 წელს სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი (SPA130016209) ქუთაისში, ნიკეას
ქ. 21 მდებარე
ყოფილი „აისი“-ს ქარხნის შენობის რეაბილიტაციასთვის. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია - შპს
„ნიუ
ქონსტრაქშენ”-მა.
2013
წლის
29
აგვისტოს
მასთან
გაფორმდა 1 920 000 ათასი ლარის ღირებულების კონტრქტი, რომლის მიხედვით
96
ბინიანი რეაბილიტირებული შენობა 2013 წლის 27 დეკემბერს უნდა ჩაბარებულიყო. სამინისტრომ
ავანსის სახით 576 000 ლარი გადარიცხა, შემდგომში კი ეტაპობრივად სრულად გასცა დარჩენილი
თანხა. მოუხედავად თანხის გაცემისა, ობიექტი არ გაკეთებულა და დღეს დაკონსერვებულია.
სამინისტრომ 10.01.2014 გამოაცხადა ტენდერი (SPA140000692) ქ.გორში ცხინვალის გზატ.14 ში
მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ტენდერში გაიმარჯვა
შპს „ენ ბი ჯი”–მ, რომელთანაც 06.03.2014 გაფორმდა 1 100 000 ლარის ხელშეკრულება, ხოლო
ობიექტის ჩაბარების ვადად განისაზღვრა 03.08.2014. ავანსის სახით გაიცა 270 ათასი ლარი,
შემდგომში
სამინისტრომ
ეტაპობრივად
სრულად
გადარიცხა
თანხა
და
ჩაიბარა
რეაბილიტირებული 65 ბინიანი შენობა. ჩაბარებიდან ოთხი თვის თავზე (21.12.2014) შენობა
ჩამოინგრა.
ქ. თბილისი, ვაზიანის სამხედრო დასახლება კორპუსი №2 და კორპუსი №3. ტენდერში
გამარჯვებული კომპანია შპს „NBG”, ფასი - 2 640 000.00 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 08.10.2013, ობიექტი უნდა ჩაბარებულიყო 03. 06.2014. თანხის მთლიანად გადარიცხვის
მიუხედავად შენობები ამჟამად მიტოვებულია, ინგრევა და საფრთხეს უქმნის ადგილობრივ
მოსახლეობას.
ვაზიანის სამხედრო დასახლება კორპუსები №5 და №6. კონტრაქტორი კომპანია
ს/ს
„ტრანსმშენი“, საკონტრაქტო ღირებულება 2 418 000.00 ლარი. ობიექტი უნდა ჩაბარებულიყო 2014
წლის 30 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო თანხა გაცემულია მთლიანად (ავანსად,
ორ ტრანშად), შენობა ჯერ არ არის ჩაბარებული.
ვაზიანის სამხედრო დასახლება კორპუსები №1 და №4, კონტრაქტორი კომპანია
შპს „ნიუ
ქონსტრაქშენი“, საკონტრაქტო ღირებულება 960 000 ლარი. ობიექტი უნდა ჩაბარებულიყო 2013
წლის 2 დეკემბერს. სახელშეკრულებო თანხა გაცემულია 100% ით, თანაც ავანსად, თუმცა შენობა
ჯერაც არ ჩაბარებულა.
ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში დევნილთა განსახლებისათვის განკუთვნილი ობიექტები
დაუმთავრებელია, სარეაბილიტაციო სამუშაოების მთლიანი ღირებულება 10 212 764 ლარი
გადახდილია 100%-ით, აქედან თანხების 85 % ავანსად. სახეზეა საბიუჯეტო თანხები გაფლანგვა,
კორუფციული გარიგების ნიშნებით. მიუხედავად აღნიშნულისა, პროკურატურაში მხოლოდ
გორის შემთხვევაა გადაცემული. გამოძიების მიმდინარეობისას წინასწარ პატიმრობაში აყვანილია
სამი ტექნიკური პერსონალი და არც ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც რელურად აგებს პასუხს
შექმნილ ვითარებაზე. უფრო მეტიც, მაშინდელი მინისტრი დავით დარახველიძე ამჟამად არის
სოფლის მეურნეობის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსი.
კორუფციული სქემები სასმელი წლით მომარაგების სფეროში:
2014 წლის 19 თებერვალს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა წყლის ინდუსტრიის განვითარების
საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს თავმჯდომარე არის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,
მოადგილე - რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი,
საბჭოს შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები და ექსპერტები,
აგრეთვე შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი – ჯერ
არჩილ ცაბუტაშვილი, შემდგომში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და შემდეგ ვლადიმერ
ლაზარიშვილი, 2012–2014 წლებში შსს საპატრულო დეპარტამენტის უფროსი. როგორც ცნობილია
დავით შავლიაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივნის უახლოესი
მეგობარი და ბიზნეს პარტნიორია, ისევე როგორც არჩილ ცაბუტაშვილი. აღსანიშნავია, რომ ამ
ორგანიზაციის შესყიდვების სამსახურის უფროსი ირაკლი ღარიბაშვილის ნათელ- მირონი ჯაბა
შაგულაშვილია. 2014 წელს
„გაერთიანებული წყალმომარაგების“ ფუნქციის გაფართოების
გადაწყვეტილება იქნა მიღებული და საკოორდინაციო საბჭოს შექმნა პირველი ნაბიჯია ამ
მიმართულებით. რეალურად საბჭოს დახმარებით „გაერთიანებული წყალმომარაგება“ ახდენს
სფეროსა და ამ სფეროსათვის გამოყოფილი თანხების მონოპოლიზაციას.
2013-2015 წლის განმავლობაში მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით ჩატარდა
ტენდერები, რომლებიც სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
შეიძლება ითქვას, რომ სურათი დაახლოებით ერთი და იგივეა -დახარჯულია მილიონები, თუმცა
რეალურად სასმელი წყლის პრობლემა ისევ პრობლემად რჩება.
დემონსტრაციისთვის მოგვაქვს რამოდენიმე მაგალითი - 1. კასპის მუნიციპალიტეტი სოფელ
წინარეხი (2013 წელი); 2. სოფლები მარტყოფი, ნორიო, ახალსოფელი, ვაზიანი და ახალსამგორი
(2014 წელი); 3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელი გიორგიწმანდა; 4. თელავის თემის სოფლები
(2014 წელი) და 5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები ანაგა, ბოდბისხევი და ჯუგაანა (2014-15
წლები).
სისტემური კორუფცია თბილისის მერიაში და მის სტრუქტურებში
თბილისის მერია კორუფციული გარიგებების ნიშნების კუთხით ერთ–ერთი ცხელი წერტილია.
ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ათობით მაგალითი თბილისის
მერის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიერ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის,
მითვისების და კორუფციის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ ეჭვებს ადასტურებს
ის ფაქტი, რომ ერთი წლის განმავლობაში 180 მილიონი ლარი არის გახარჯული ერთ პირთან
მოლაპარაკების წესით.
კორუფციული გარიგების ნიშნები ქ. თბილიში ქუჩების რეაბილიტაციის პროცესში:
2014 წელს თბილისის მერად დავით ნარმანიას არჩევის შემდეგ თბილისის მერიაში ტრადიციად
იქცა ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმება. კონტრაქტები ფორმდება კომპანიებთან,
რომლებსაც საგზაო სამუშაოების წარმოების გამოცდილება არ აქვთ. როგორც წესი, დიდი
ოდენობის თანხების გაცემა ხდება წინასწარ. მაგ: შპს ,,დაგი", რომელთანაც პირადად დავით
ნარმანიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით 14 ნოემბრს გაფორმდა 1 800 000-მდე ლარის
ჯამური ღირებულების სამი ხელშეკრულება, საიდანაც 900 000 ლარამდე კომპანიამ ავანსად
მიიღო. ხელშეკრულებები ასევე პირდაპირ ფორმდება ,,ქართული ოცნების" თანამდებობის
პირების კომპანიებთან: მაგალითად, შპს ,,ცეკური", რომლის მფლობელი უმრავლესობის
დეპუტატი სერგო ხაბულიანია. ამ კოპანიასთან ტენდერის გარეშე 14 და 19 ნოემბერს გაფორმდა 4
კონტრაქტი, ჯამური ღირებულებით 2 150 000 ლარი, საიდანაც კომპანიამ ავანსად უკვე მიიღო, 1
071 000 ლარი.
აშკარაა, რომ ორივე კომპანიასთან მიმართებაში არსებობს ,,ქართული ოცნების“ თანამდებობის
პირების და დავით ნარმანიას პირადი ინტერესები. ასევე ხელშეკრულებების გაფორმებისა და
შესრულების პროცესში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
დანაშაულების ნიშნები, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა, უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენება და სხვა.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის თანახმად, ერთ
პირთან მოლაპარაკებით სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს, თუ არსებობს
გადაუდებელი აუცილებლობა და ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს
ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით
გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს. მიუხედავად იმისა, რომ
შვიდივე ხელშეკრულება გაფორმდა 14 და 19 ნოემბერს, 27 იანვარს (ანუ 2 თვეზე მეტი ხნის
გასვლის შემდეგ), თბილისის მერიიდან მიღებული წერილის თანახმად, სამუშაოების
უმრავლესობა ჯერ დასრულებული არ იყო, ხოლო რამდენიმე ქუჩაზე (მაგ: ლეონიძის ქუჩა,
ჭავჭავაძის გამზირის #53-ის მიმდებარედ და სხვა) სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყებოდა.
აშკარაა, რომ უკვე განვლილი თითქმის სამი თვის განმავლობაში ტენდერის ჩატარება
მოესწრებოდა მინიმუმ ორჯერ მაინც და ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგაც კი დაუსრულებელი და
ჯერ არდაწყებული სამუშაოები, ნათელი ინდიკატორია, რომ ამ ხელშეკრულებების გაფორმება
ერთ პირთან მოლპარაკებით, თითქოს გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, არის
,,სახელმწიფო შესყიდვების კანონის“ უხეში დარღვევა, რომლის ერთადერთი მიზანი საკუთარი
კორფუციული ინტერესების დაკმაყოფილებაა. ამით კი ხდება ამავე კანონის მოთხოვნების
უგულებელყოფა, რომლის თანახმად, მერია ვალდებულია უზრუნველყოს საბიუჯეტო სახსრების
რაციონალური ხარჯვა და ხელშეკრულების გაფორმებისას კომპანიებს შორ ის ჯანსაღი
კონკურენციის განვითარება.
დოესის ქუჩის რეაბილიტაცია:
2014 წლის აგვისტოს თვეში ამ ქუჩაზე გამოცხადებული ტენდერი კეთილმოწყობის სამსახურის
უფროსის ავთანდილ სუდაძის პირადი გადაწყვეტილებით შეწყდა.
16 ნოემბერს ამ
ქუჩის რეაბილიტაციაზე მერიამ შპს „საგზაო–სამშენებლო კომპანიასთან“ გააფორმა ახალი
ხელშეკრულება 455 000 ლარის მომსახურებაზე. თანხის 50% ავანსად იქნა გაცემული, თუმცა
კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა და სამუშაოები რამოდენიმე თვის განმავლობაში
გაიწელა. მიუხედავდ იმისა, რომ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაუწყვეტიათ და მას არც
ჯარიმა არ დაეკისრა, მოხდა ახალი ტენდერის გამოაცხადება იგივე სამუშაოებზე. 2015 წლის 25
მაისს გაფორმდა რიგით მე–3 ხელშეკრულება
შპს „შედეფ ჯორჯიასთან“, რომლის
ღირებულება ამჯერად 377 000 ლარს შეადგენდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არსებულის
ინფორმაციით ავანსად გაცემულ იქნა 220 000 ლარი.
გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია:
2015 წლის იანვარში თბილისი მერიამ მოახდინა გახოკიძის ქუჩის დაახლოებით კილომენტის
მანძილის მონაკვეთის გადათხრა. მარტამდე ამ ქუჩაზე სხვა დამატებითი სამუშაოები არ
ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ მარტამდე თბილისის მერიას ჰქონდა სამი თვე ტენდერის
გამოსაცხადებლად, 25 მარტს მერიამ ერთ პირთან მოლაპარაკების წესით 8 მილიონ ლარზე მეტი
მოცულობის ხელშეკრულება დადო
შპს „ალიანსთან“. ამასთანავე, მერიამ არ გაითვალისწინა
ის გარემოება, რომ ამ კომპანიამ უხარისხოდ განახორციელა რუსთავის არქივის მშენებლობა, რასაც
კომპანიის ხელმძღვანელობაც არ უარყოფდა. როგორც მოსალოდნელი იყო გახოკიძის ქუჩის
რეაბილიტაციაც დაბალი ხარისხით მოხდა და საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების
განხორციელება სხვა კომპანიის მიერ. აქედან გამომინარე, სახელმწიფო დამატებითი ხარჯები
გაწია.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია გახოკიძის ქუჩის ხელახალი
რეაბილიტაციის ხარჯებთან დაკავშირებით, რაზეც ამ დრომდე მერიას პასუხი არ გაუცია. ეს
ფაქტი ააშკარავებს კორუფციის ნიშნებს ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც.
კორუფციული გარიგებების ნიშნები თბილისის ახალგაზრდული ფესტივალი 2015 ფარგლებში:
თბილისის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში ქ. თბილისში, წერეთლის 35ა-ში მდებარე
შენობის კონდიცირების უზრუნველყოფის მიზნით კომპანია „GMC“-ს, რომელიც ხელშეკრულების
დადებამდე ორი კვირით ადრე დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში, 2014 წლის 8 აპრილს ერთ
პირთან მოლაპარაკების გზით გაუფორმდა 597 000 ლარის ოდენობის ხელშეკრულება.
მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი გასაჯაროვდა ამავე წლის 14 აპრილს აღნიშნულ კომპანიასთან მოხდა
ხელშეკრულების შეწყვეტა. შემდგომ უკვე, 2014 წლის
9 ივნისს,
ანუ ხელშეკრულების
გაწყვეტიდან 2 თვეში, იგივე სამუშაოზე ახლა უკვე სხვა კომპანიასთან „EM Group“-თან გაფორმდა
ხელშეკრულება - კვლავაც ტენდერის გარეშე, მაშინ როდესაც
2 თვე სავსებით საკმარისი იყო
ტენდერის ჩასატარებლად.
კორუფციული გარიგების ნიშნები თბილისობა 2014–ს ფარგლებში:
სამგორის რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა თბილისობა-2014-ს ფარგლებში ღონისძებების
მოსაწყობად, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით 15 250 ლარი გადაუხადა ინდ. მეწარმე გივიკო
რაზმაძეს. იგი არის გამგებლის მეუღლის ეკატერინე მგალობლიშვილის სამოდელო სააგენტოს
„კატრინის“ მოდელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. ეს პიროვნება ინდ.
მეწარმედ დარეგისტრირდა 2014 წლის 8 სექტემბერს (საზეიმო ღონისძიებამდე თითქმის
თვენახევრით ადრე) და ეს იყო მისი პირველი შეკვეთა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის გამგეობებს
ტენდერები არ გამოუცხადებიათ. სამგორის გამგებელი ამ ფაქტს ფორსმაჟორით ხსნით. ის ფაქტი,
რომ სახელმწიფო მოხელე ყოველწლიურ ღონისძიებას ფორსმაჟორად ასაღებს, კიდევ ერთხელ
ადასტურებს ეჭვებს კორუფციული ურთიერთობების შესახებ.
„შავი სპაიდერმენი“ და „ვარდისფერი დათვი“:
ქ.თბილისის მერიამ ბავშვთა გასართობი ღონისძიებებისათვის შ.პ.ს. „ნევერლენდს“ და მის
შვილობილ კომპანიებს „ნევერლენდ პრომოსა“ და „ნევერლენდ ჯორჯიას“ გაუფორმა 6
ხელშეკრულება 117 718 ლარის მომსახურებაზე. ამ კომპანიის მფლობელები არიან ლევან
ჯიბღაშვილი და ძმები დავით და გიორგი გოგუაძეები.
აღნიშნული პირები საკრებულოს
აპარატის უფროსის ელენე დუმბაძის ახლო მეგობრები არიან. ამასთანავე, ისინი ჩართულნი იყვნენ
ქართული ოცნების, კერძოდ - გიორგი მუსხელიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ჩანს,
სწორედ ამიტომ თბილისის მერია ტენდერის გამოცხადებისას ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნას
აყენებდა „ვარდისფერი დათვისა“ და „შავი სპაიდერმენის“ თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული
ზღაპრის გმირები მხოლოდ ამ კომპანიებს გააჩნდათ, სხვა კომპანიებს შესაბამისად ტენდერებში
მონაწილეობა არც მიუღიათ.
კორუფციული სქემები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში:
სენაკის მუნიციპალიტეტი:
2013 წელს სენაკის გამგეობის ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი შპს „ბალავარი“ გახდა. კომპანიის
დირექტორი გამგებლის გოჩა დგებუაძის ძმა თამაზ დგებუაძეა, ხოლო 100% - იანი წლის
მფლობელი გამგებლის რძალი, ნანა ხარებავა. 2013 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან შპს
„ბალავარმა“ 116 413 ლარი მიიღო, რაც იმ წელს პროგრამით გათვალისწინებული თანხის თითქმის
ნახევარია.
2014 წელს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ–ერთი მსხვილი და ხშირი კონტრაქტორი
უკვე შპს „სენ–კაპიტალი“ გახდა. ეს კომპანია შეიქმნა 2014 წლის 15 მაისს და მისი 50%–იანი წილის
მფლობელი გამგებლის კიდევ ერთი ძმა, სოსო დგებუაძე იყო, თუმცა ძმის გამგებლად არჩევის
შემდეგ, 11 აგვისტოს, სოსო დგებუაძემ დარჩენილი ნახევარიც გადაიფორმა და თავად გახდა
კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც. 2014 წლის აგვისტოსა და
სექტემბერში „სენ–კაპიტალმა“ გამგებლისაგან
56 ათას ლარზე მეტი დაკვეთა მიიღო, რაც
გამგეობის მიერ ამ პერიოდში მსგავსი სამუშაოებისათვის გახარჯული თანხის 60%–ს შეადგენს.
სულ 2014 წელს კომპანიამ 92 817 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ინტერესთა კონფლიქტის
ფორმალურად თავიდან აცილების მიზნით, კონტრაქტის გაფორმების დროს, გამგებელი გოჩა
დგებუაძე შვებულებაში გადის და კონტრაქტს ხელს აწერს მისი მოადგილე თენგიზ ლომია. ამ
სქემით გოჩა დგებუაძემ თავის ნათესავებს და ახლობლებს არასრული ორი წლის განმავლობაში
საბიუჯეტო სახსრებიდან 389 412 ლარი გადაურიცხა.
გორის მუნიციპალიტეტი:
2015 წლის 15 ივნისს გორის მერიაში შედგა გამარტივებული ტენდერი. ამ ტენდერით შპს
„ვერელი+“–ს უნდა შეესრულებინა 537 968 ლარის ოდენობის გზის შეკეთების სამუშაო. ამ
კომპანიის 100% წილის მფლობელი ქ. გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის სიძე (დის ქმარი)
როსტომ მიხანაშვილია. 15 ივნისს გორის მერიის სატენდერო კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს
ოქმს ინტერესთა კონფლიქტის არ არსებობის შესახებ, მაშინ როდესაც სატენდერო კომისიის
თავმჯდომარე თავად მერია, ხოლო გამარჯვებული კომპანია მის სიძეს ეკუთვნის. აღნიშნულ
კორუფციულ სქემაში, როგორც ჩანს, ჩართულია შიდა ქართლის გუბერნატორის ოფისიც. ამ ეჭვს
ამყარებს ის ფაქტი, რომ გუბერნატორის, ზურაბ რუსიშვილის ადმინისტრაციის უფროსი სოფო
მიხანაშვილი როსტომ მიხანაშვილის შვილი და გორის მერის დის შვილია.
ესპანურმა კომპანია „ტექნოპონიენტემ“ გორში ააშენა სასათბურე მეურნეობა. ამ კომპანიის
წარმომადგენელი, გიორგი ფაიკაძე აცხადებდა, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები და გორის
მერი ზურაბ ჯირკველიშვილი მიზანმიმართულად აკოტრებდნენ საწარმოს. კონტრაქტის
მიხედვით 1 კვადრატულ მეტრზე 25 კგ. პომიდორი უნდა მიეღოთ, რასაც ახორციელებდნენ
კიდეც. ფაიკაძის განცხადებით ესპანელ აგრონომს 3 თვის განმავლობაში არ გადაუხადეს ხელფასი
და აიძულებდნენ კვადრატულ მეტრზე 25–ს ნაცვლად 15 კგ–ის დაფიქსირებას, ანუ 33 000 მ2
სასათბურე მეურნეობიდან თითო კვადრატზე 10კგ. პომიდორი გაქრა. სახელმწიფოს მიადგა 180
000 ლარის ოდენობის ზიანი. საწარმო დღემდე გაჩერებულია და 130 ადამიანი უმუშევრად არის
დარჩენილი.
ვანის მუნიციპალიტეტი:
არსებული ინფორმაციით ვანის მუნიციპალიტეტში ტენდერებს ადგილობრივ ჩინოვნიკებთან
დაახლოებული პირები იგებენ. ვანში ტენდერების თემას კურირებენ – გიორგი ლილუაშვილი –
ქართუ ჯგუფის პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი და მისი ბიძაშვილი,
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი. სქემა
შემდეგნაირია – ნახევრად შესრულებულ პროექტებზე ფორმდება მიღება–ჩაბარების აქტები,
თანხის გადარიცხვა კი სრულად ხდება. მაგალითად, ტობანიერის თემში წყალმომარაგების
სისტემის მოწყობაზე გამოცხადდა ტენდერი. ტენდერში გაიმარჯვა შპს „ჯი თი აი 2007“, რომელსაც
უნდა გაეწია 97 777 ლარის მომსახურება. კომპანიამ ვადები რამოდენიმეჯერ დაარღვია, აგრეთვე
გაიზარდა თანხაც 107 554 ლარამდე. ეს თანხა მთლიანად ათვისებულია, ხოლო წყალი
მოსახლეობას არ მიუღია.
შპს „ა.ლ.მ. ევროტექნიქსი“ რეგისტრირებულია ქ. ქუთაისში. ამ კომპანიასთან დაკავშირებულია
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი. მისი ჩარევის შემდეგ ვანის
მუნიციპალიტეტმა პირდაპირ შესყიდვის წესით გააფორმა ხელშეკრულება 754 976 სხვადასხვა
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
კორუფციული სქემები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში:
თეორიულად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი
უნდა ასახულიყო სოფლის მოსახლეობის უმრავლესობაზე. მარტივად, რომ ვთქვათ მას უნდა
გაეუმჯობესებინა სოფლის მოსახლეობის ცხოვრება და მდგომარეობა. ხოლო ის თუ რა
სჭირდებოდა სოფელს თავად სოფლის მაცხოვრებელებს უნდა გადაეწყვიტათ საერთო კრებაზე.
თუმცა რეალობა სულ სხვა აღმონდა.
ადგილობრივი გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები უგულებელყოფენ სოფლის
საერთო კრების გადაწყვეტილებებს და თვითონ განსაზღვრავენ სად და რა არის საჭირო.
კრიტერიუმები მარტივია: სად, რომელ სფეროში ყავთ მათ ნაცნობი კომერციული კომპანიები და
სად არის უფრო ადვილი ფულის (მაგალითად ქვიშის დაყრა, მოხრეშა ან გაწმენდითი სამუშაოები)
ჩამოწერა. შემდეგ ხდება სამუშაოს მოცულობის (შესაბამისად თანხის) ხელოვნურად გაზრდა და
ახლობლის დაქირავება. დაქირავებული კომპანია უხარისხოდ ან ფორმალურად ქაღალდზე
ასრულებს სამუშაოს, ხოლო თანხას კი მუნიციპალიტეტის მმართველები და კომპანიები იყოფენ.
შედეგად საბიუჯეტო თანხა დახარჯულია, ის პრობლემა, რაც სოფელს აწუხებდა ისევ პრობლემად
რჩება, ხალხი მოტყუებული, სამაგიეროდ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები და მათი
ახლობლები კმაყოფილები და გამდიდრებულები არიან.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს 3 თვე.
5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 15 წევრით.
6. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტი
თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილი
კენჭისყრის შედეგები
JC63obgdrol., 06606080
't9.12.ml5
AoAbao60bq)otJ
30('o
18 12.2015 17:51:00
1
0oabao6rCdAoU
SCqro 2
o&1, b.olBno
A,)AA-,J$so6rno ,)6b. lrouo. J()f,lg0oob aC0U6. A6. lrra.)aodoCao Joaoboob ArJa6ob ao8o6aC6."
lroj.)f,o3cpo[ Jboq)oaC60ot poa3C6oq,Caot Jd,oCJoo "$C9.6,)no of,lrSane,o ttob0rAJ6o Jo6ng0ool,
a06[6r3elCe,o pf,(9Caooo l$AraodoCdo 3oao0oo[ aCJa6ot aoE.)6aC6o6opodol, o,)obo8C' (N10344,
10.0€.2015)
Ir6,&lrStu boac)()(')o A0pSo
aoAb6C
2
606,),)q,apo3o
55
$odrxao
50
t8lgn6o J06ht86o0 ACA0Ao
ts60{roo
a(')ab6C
.)6 Clr66,Cbo
6o6on(6pCAo
o06
0
0
00&6Cb
0
0
oo3-g,ca
0
0
0
8
6i0-Aod
0
0
0
33
600-ad!
0
0
0
6
6o0-6!6
0
0
0
6
xJ.!'oa.
0
0
3
3
o06-Jo6
0
0
3
3
o0.c6.g
0
0
5
1
o0-46C6
0
0
5
1
0
0
2
8
2
0
0
er&aoJ
33
14
6
ia!g!6,o &deqf,ot Ao!A06D
l,oJoobo 06 Dcrob aog$Xe)o
2 a(,ab6J (Anaa.)n)
0
55 6o6,).gapC6o (c,06, o0&6Cb, nJ.ena., o0&Ja,6. o0.Cn.q, o0-46c6,96,-3|())
A,$C$aoe)on: 18.12.2015 17:51 39
a3C6,po I b!q): 7
JC6$otrg6ol, o68o6(fo
AoAbAo6Caq)oU
3Cq,0
't8.12.2015
18.12.201517:51 00
1
Aoabar60aeroU
3rq,o 2
i.aryro6$0.60ao n.t, 0t6f,Oaoo6
ho6,t$q'Cd!()o
aoJ0Cpo Jo6(1oaC60o6coo
3o6,e,DAr60o6cao
ordo$@o(!o. 18.12.2015 l7:51:39
a306po 2 bXq):7
JC5$oUg6ot, o6aod)o0o
doobao6rC0q]ob
1E.12.2015
18.12 2015 17:51 00
3Cq!o 1
aoab0o6Ci(]ob
SCPo 2
o6(,oSo(IJ,re,!6o J06&t gdrotfCA0So
bnt0q)o
8(l)At6C
6o6ooqdc'0So
06 0l66Ca.
a!6.)ooi3oq,. Jnr6d (006)
,)6nn B(,uAoaCrro
x
(006)
acuce,od cJr (r)06)
X
pD6Ce)oo lrobc) (0o6)
en6'6oo3o arbo6o (006)
A€pna3oc'o arao (006)
ACq,DdSoeo 3op06o (006)
x
3oq}bJo aoo6Ao (a)06)
63orpox6o 8J6nno (006)
x
JoJoAor6o .l )(6q)o (006)
JJ6Or6odr ce)aD6 (006)
e)o6ojoEu6odra,)oo (o06)
X
aoaceo3o oe1o (006)
E
aoe6'odr a$JAo (006)
X
dclooJr,o ooA,)8o (l,06)
X
ffi6oo6odr oAr6o (006)
3oJJba3ogo ErEi (006)
Joa.,uoobo
6 err6 (006)
$d6oo Aoaq,o (006)
!(,6,$r(,0.)60 60,) (006)
lrC[o,)a3oQo 6d,$ao (006)
o,la .6oagoq)o Dq,cJb,)6Q6C
(oo6)
$,)$o60of)odc8Oo,)e (o06)
sogbodc a0p$o6o (006)
Jo3oo6Ddc aoonAo (006)
JD6oottoo rpCJu,)6p6C (006)
Jo(,x6odCo3o6C (006)
x
SJ06na3oao 6oJ,r6o,) (006)
sgo6odto(,o 6,)6n (006)
6nsodJ cq)o0o (006)
E6poe)rq,o 00)16 (006)
8b,)odC oCoAJdrDS {a)06)
AJdCSpoq,o,): 18.12.2015 t7:S1:39
I
X
I
|
r
X
Cdrpo 3 biq) 7
BC6$otrg6ot 06Ao60A0
aoabAr6Cdq)oU
ccq20
l
18.12.201s
18.12 2015 17151:00
0oAb0o60aeob
SCCDo 2
lrnt0q)o
EbcOoJ6o pb6ct,r6o (006)
aoAb6C
| @aoqEs,oEo
06 0I660io
$JxobCe)o oSoaJ6rDB (0)06)
bod.drceo aooo (006)
boaCAoso q)c6o (006)
6oJedx6o ao6or6 (006)
x
bos3,)8o 6obooa (006)
bnq,sJdo sJOo (006)
biarq)r6o oc6EoSo (006)
bn6ADdC poaoo6o (006)
Slsd6od0 aod0o6 (006)
tbso6odc o,)ao8 ((')06)
tdsnrrodc oopo (o)06)
x
Jr$poo6o oouod (006)
O6oJoeib,lo g6cJe)r (006)
X
Jodnbodc an6,)6r (l,06)
6c6Cocero aoe)b,)6 (o06-6cu)
ruJgoa3oq)o (d3oo (og6-6)cb)
bopndgqro o,)ar6 (o06-6Cb)
baoaodc aoboo6a (o06-6Cb)
x
x
brg3odrCQod0 q6oao6o (0}06-
6cb)
ECrtod0 oCoA]dr,)6o (o06,6ru)
Jo6dooD ooAD6o (o0L6ib)
CbrboodC 6a)Q16 (o06-6Cr,)
d0rrdC6oa3oe)o so,)soo (ooL
(9cb)
ac6dC6o83o()o e,rsr6 (c)0F
6cb)
s,oe)odc 3oJOo6 (ois,aCo)
3oan,)dc 606(, (oo3-Aca)
o6og6oA3opo p,)Joo (o,rspca)
dn$JpodcdoeiCr loos-pca)
!)dJdodC E)6',)h (oio-(oga)
0,)ad6codsoero 3oo6ao (or3-
pca)
nood3o{)o o,)as6o (or3,pCA)
prd!$poeor 18.12.2015 17 5t 39
X
x
X
x
X
x
X
x
X
x
x
a3C6eo 4 UXq):7
JC66obgd)ol, 06806080
0oabao6CiQoU
18.12.20r5
18 12 2015 17:51 00
30q)o I
Ao0bo,)d,Caaolj
3!cD0 2
hnbC(,o
SoEbdr0
60600q'0eSo
o6 00&t 0a,o
$oJo3.r6o of,J3ero (or3-pCa)
oobJor6od3oeo JgOfr! (600-aod)
x
6C6CoC(,o 8oo6ao (AoAo) (6,)0-
x
aod)
EoJeror6o 6XAEo6, (6n0-aod)
x
tt$Cpor6o Joar (6no-Aod)
x
bN,Coao6o3o rECr, (6,)0-aod)
x
b$tbmAodo slroC6ro6C (6,)0-
x
aod)
gogaods 6oJogoSo (6o0nod)
x
br$Don ar6ona (6o0-aod)
x
ale)oJon3oqrd EJOrd {610-aod)
x
6iooo6o bc6ao (6d0-aod)
x
o.63DA.dJ aoooao (ao3o) (6.0-
X
al,d)
on6bSoa3oe,o ACao66 (6noaod)
x
orlooaod3osoBoo6o (6i0-
X
Aod)
oCaAo6,)dC A0(r)680 (6.)o-aod)
x
J,)6Qrenlo aoo63o (6n0-aod)
x
Jr6nCQrAsoero 60(r)680 (610-
X
Aod)
6oJoeood3.Ao6oAoB (6d0,
X
aod)
6oQo6oA3oe,o 06'A0 (6ro-Aod)
x
6,)Uoson jon,) (6o0-aod)
x
ao6.tdsopo DJoio (6n0-aod)
X
a$o3if)or6o AobCop (6oB-aod)
x
A,rbn6rdC aobgop (6o0iod)
X
3ddrdg A006.rA0 (6r0,Aod)
x
arAodboo doo,) (6n0,aod)
x
pCnr3o srdoo (600-aod)
X
ao0oa3oq)o aoooan (6no,Aod)
X
aoao6on3oq)o b,)o!6r (600-
x
aod)
po(,EoraSoQo pd3oo (6o0-aod)
aoir8o3r 00600)06 (6n0-aod)
(,dUlpoe)o,): 18.12.2015 17:51r39
X
X
aBC6Ao 5 UIq,: 7
JC6$ottg6rol, D6Ao6oAo
aoabAo6Cdq)ob
18.t2.z)15
18 12 2015 17 51:00
30q,o l
aoAbAo6Cdq)oU
3CAo 2
a
UoDOe,o
So8bltC
605ooc,0(,c6o
,16 0t56,04o
obrpnor 6,oe,D6a (6.r0-aod)
x
dgJoa3opo ACad6 (6o0-Aod)
X
aon)raodc A.06A0 (600-aod)
x
dnJd,odc C,oioo (6n0-aa)d)
aoaobodC oJDJo (6n0-AnJ)
x
dX0b6,oJod0 Jnbr (6o0-aoJ)
x
ac66Ce)odr oa,)6 (6o0-A!s)
X
Jo6p,)io ('s3o6 (600-4,)!)
x
JCAsADd3opo 8d8,) (6i0-aw)
X
ar33r6odr Ar3do (610-4,)!)
X
6oAo66n6nn3oeo6Jd,oa (600r,ca)
X
Eooodgoe)orosd (6r0'6Ca)
x
e3o6ornSoero 6oo6ao {6qi
x
6,ca)
e,rao6lr3o sobdn6S (6d0-6,C4)
x
q)o6ponod00.6orq, (6o0-
x
d,ca)
ao6,0aCpodc arsoo (5n0-6,r6)
X
duoo Aoac6do h3.poa.)
AoSDAoi30e)o 6oo6ao
(JJ.pJa )
AJoo.6oC6ECA (XJ.poA.)
X
q)oJo6,Oge,oo6o AoAo (JJ.p,)a.)
X
a)J6.na3oq)o J,)b.)aof) (nJ.ena.)
X
bDaxpoJ6ouC6ao (JJ.poa.)
dodoAr6oSsooao (o0LJo6)
argQob.rasoe,o 6CaoE (ooG
Jo6)
$oso6odcirioi (o06-Jo6)
Jolrbodc ar6oo (o06.Jo6)
X
aBon AoAD (o$EJo6)
x
AJJuaodc aodo6o (o06-Jo6)
x
ao6ooods.60 (o0.cf,.g)
alobr6od! oCal6o ((')0.Ctr).q)
tob0!6aodSoero Aoe)bDS
(o0.c6,.oJ)
(,rnstaoq)oo: 18.12.2015 17151r39
a3J6eo 6 tjJq):7
J06$olrg6ot o6Soffio
AoAbar6Cdc]ob
SCQo
l
1E.t2.2015
18 12.2015 17 51 00
SCgo 2
bo6oJodC AJa,)8 (oB Cr,.g)
JoJ6o3Csodr Aoe,3n (o0 CC,.s)
bg8o6,)d3oeo Ao(')6ao
(oo.c6.s)
Og0ooelodc 8X6D0 (o0-a6c6)
JoJ6rsCAodC in.)Or (ou,a6ic6)
Uos9oa8oq,. orar6 (o0-46c6)
3.)boo6o aoo68o (o0-a606)
oogrdc aoo6'ao (o0-46c6)
dnACaCon3oelo pCAJ6 (o0af,CO
dCfl odJoe,o p,)3oo (96-ao6)
snSooodropo Jobd (sfr-A,)6,)
3,)Bc8opod0 Aood,3o (96-ao6)
piadndCfuf,au6 (96-A16)
JJa(,oasoe,o Jo8q,C (g6tsan6)
A9e)odC aoo6ao ( gr,-ar6,)
JCo6otroi6o U,)d3CA (Sf,-Ar6)
ljiabo6oJq)o 6CAo (g{t-aodr)
t0qr6odC 8X6,)b (s6,-Ao6)
brBode aoo6Ao (Bd'-Ao6)
gCoJ6d3oe,o Aoo6ra. (ar&
adJ)
a$!3raod8 ooa,r ((,o aor)
aoboaoa3opo alf,,)a (qo&aD!)
rbxJod0 6ofrr (ai0-0oJ)
Ao(,$odr o66od) (aoa-aos)
pJb$l(mq,oJ t8.12.2015 l7:51:39
a3r6po 7 uD()r 7