„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ალტერნატიული წინადადება
✓ 53 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-12
ბიუროს ნომერი 333
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საკანონმდებლო
საქართველოს
მაცნე
პარლამენტის
(www.matsne.gov.ge),
რეგლამენტში
03.07.2012,
(საქართველოს
სარეგისტრაციო
კოდი:
010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 219-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2191 და 2192 მუხლები:
„მუხლი 2191
1. პარლამენტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ
მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საპროკურორო საბჭოს 4 წევრს, მათ შორის, 2
წევრს - პარლამენტის წევრთაგან.
2.
საპროკურორო საბჭოს ერთ წევრს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო
უმრავლესობა, ხოლო მეორეს, იმ წევრთაგან, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო
უმრავლესობაში, ირჩევენ უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით. თუ საპარლამენტო უმრავლესობა არ არის შექმნილი,
საპარლამენტო ფრაქციებსა და პარლამენტის წევრებს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში
არ არიან გაერთიანებულნი, უფლება აქვთ, გაერთიანდნენ საპროკურორო საბჭოს ერთი
წევრის ასარჩევად, თუ ამ გაერთიანების წევრთა რაოდენობა პარლამენტის სრული
შემადგენლობის ნახევარს აღემატება. ასეთ შემთხვევაში დანარჩენ ფრაქციებსა და
პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არც ერთ ფრაქციაში,
გარდა ზემოაღნიშნული ასეთი წევრებისა, უფლება აქვთ, აირჩიონ საპროკურორო
საბჭოს მეორე წევრი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს
წევრად
არჩეულად
ჩაითვლება
პარლამენტის
წევრი,
რომელიც,
შესაბამისად,
საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა და უმრავლესობის გარეთ მყოფ პარლამენტის
წევრთა სრული რაოდენობის ნახევარზე მეტ ხმებს მიიღებენ. თუ საპარლამენტო
უმრავლესობა არ არის შექმნილი, არჩეულად ჩაითვლება პარლამენტის წევრი, რომელიც
იმ გაერთიანების წევრთა სრული რაოდენობის ნახევარზე მეტ ხმებს მიიღებს,
რომელშიც პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტია გაერთიანებული,
შესაბამისად, პარლამენტის დანარჩენ წევრთა მიერ არჩეულად ჩაითვლება პარლამენტის
წევრი, რომელიც ასეთ წევრთა სრული რაოდენობის ნახევარზე მეტ ხმებს მიიღებს.
4. პარლამენტი საპროკურორო საბჭოს 2 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე,
ფარული კენჭისყრით. საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
მკვლევარებისაგან,
საქართველოს
დაწესებულებებში
საქართველოს
არასამეწარმეო
ადვოკატთა
მოღვაწე
პროფესორებისა
და
ასოციაციის
წევრებისაგან
ან/და
(არაკომერციული)
იურიდიული
პირების
მიერ
წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი
ორგანოს
წარდგინების
საფუძველზე.
ზემოაღნიშნული
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის
გამოცხადებამდე
არანაკლებ
წარმომადგენლობითი
განხორციელებულ
ბოლო
2
წლის
უფლებამოსილებით
სამართალწარმოებაში.
განმავლობაში
მონაწილეობა
თითოეული
უნდა
იყოს
სასამართლოებში
ზემოთ
ჩამოთვლილი
ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საბჭოს
წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და
პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.
5.
ამ
მუხლის
მე-4
პუნქტით
განსაზღვრულ
შემთხვევაში
პარლამენტმა
საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც
აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის
არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის
დარგის აღიარებული სპეციალისტია. საპროკურორო საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა
წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
6. კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი,
კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი,
უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის
გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე
გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი
თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია
− აგრეთვე ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი
საბუთები.
7. საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს საპროკურორო საბჭოს
შესაბამისი
წევრის
უფლებამოსილების
ვადის
ამოწურვამდე
არაუადრეს
30
კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა,
ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების
შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს
ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის
სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი
დროით გაგრძელდება.
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს
წევრის კანდიდატურა პარლამენტს უნდა წარედგინოს საპროკურორო საბჭოს წევრის:
ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე40 კალენდარული დღისა;
ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების
შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
9. კანდიდატურების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს
პარლამენტის თავმჯდომარე.
10.
პარლამენტისთვის
წარდგენილი
საბუთები
დაუყოვნებლივ
გადაეცემა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელმაც მათი განხილვა, ამ მუხლის
მე-4 − მე-6 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად, უნდა
დაასრულოს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან:
ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული განხილვის დასრულების შემდეგ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც
წარდგენილი არიან ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირების მიერ და
შეესაბამებიან ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად
წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიასა და
თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს.
12. ფრაქციებს უფლება აქვთ, წარდგენილი კანდიდატურები განიხილონ
პარლამენტის ბიუროსთვის კანდიდატთა სიის წარდგენიდან:
ა) 2 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში;
ბ)
1
კვირის
ვადაში
−
ამ
მუხლის
მე-8
პუნქტის
„ბ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში.
13. პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულებიდან უახლოეს
პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საპროკურორო საბჭოს
წევრის ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა
განისაზღვრება ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით. კენჭისყრის დაწყებამდე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს
გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა მონაცემებს.
14.
რომლებიც
კენჭისყრის
პირველ
პარლამენტის
ტურში
სიითი
არჩეულად
ჩაითვლებიან
კანდიდატები,
შემადგენლობის
უმრავლესობის
მხარდაჭერას
მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა,
არჩეულად
ჩაითვლებიან
საუკეთესო
შედეგის
მქონე
სათანადო
რაოდენობის
კანდიდატები. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი
რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და
არჩეულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი.
15. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან
პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური,
რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე
კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი უნდა იყოს.
თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი
რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. კენჭისყრის
მე-2 ტურში არჩეული გამოვლინდება ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი წესით.
16. თუ კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი
ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლით
დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში კანდიდატურების წარდგენის ვადებს ადგენს და
პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე იმ პირობების
დაცვით, რომ ეს ვადა არ იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები და პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები განიხილონ ამ
მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულ ვადებში.
მუხლი 2192
1. პარლამენტი საქართველოს მთავარ პროკურორს ირჩევს 6 წლის ვადით,
ფარული კენჭისყრით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით,
პარლამენტისთვის მისი კანდიდატურის წარდგენიდან 3 კვირის ვადაში.
2.
პარლამენტის
პროკურორის
შესაბამისი
კანდიდატურის
კომიტეტის
განხილვის
მიერ
შემდეგ
საქართველოს
პარლამენტის
მთავარი
ბიურო
ამ
კანდიდატურას, კომიტეტის დასკვნას და თანდართულ საბუთებს წარუდგენს
პარლამენტს.
3. პარლამენტის კომიტეტი დასკვნას ამზადებს ამ რეგლამენტის 46-ე მუხლით
დადგენილი წესით.
4. თუ საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ვერ მიიღო
კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ხმების საჭირო რაოდენობა,
პარლამენტს წარედგინება კანდიდატურა, რომელიც შეირჩევა „პროკურატურის
შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი - მე-4 პუნქტებით დადგენილი
წესით.
5. ერთი და იგივე პირი საქართველოს მთავარ პროკურორად არ შეიძლება
არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.“.
2. 2296 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2297 მუხლი:
„მუხლი 2297
1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93 მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს
მთავარ პროკურორს უფლებამოსილება შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით,
რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
2. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქართველოს
მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ ერთი მესამედისა უფლებამოსილია მიმართოს საპროკურორო საბჭოს
საგანგებო
(ad
hoc)
პროკურორის
დანიშვნის
წინადადებით.
მიმართვაში
ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარსი,
შესაბამისი არგუმენტები და მას უნდა ერთვოდეს არსებული მასალები.
3. პარლამენტი განიხილავს საპროკურორო საბჭოს წარდგინებას საქართველოს
მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. წარდგინებას თან უნდა
ერთვოდეს დასკვნა და სხვა აუცილებელი მასალები. წარდგინების მიღებიდან 2
კვირის ვადაში პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები განიხილავენ წარდგინებას და
დასკვნას გადასცემენ პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საქართველოს მთავარი
პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი
სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის გადაწყვეტილება საქართველოს მთავარი
პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას
მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
4. თუ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მთავარი
პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საკითხი პარლამენტის დღის
წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება.
5.
მთავარი
შემთხვევაში
პროკურორის
მიერ
დისციპლინური
გადაცდომის
ჩადენის
გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების
შესახებ მიიღება
საპროკურორო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის მიერ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ მუხლით დადგენილი
თანამიმდევრობით
და
წესით,
იმ
გამონაკლისით,
რომ
დისციპლინური
სამართალდარღვევის შემთხვევაში საგანგებო (ad hoc) პროკურორი არ ინიშნება.“.
მუხლი 2
1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი,
28.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 110060000.05.001.017913) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2191 მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული საპროკურორო საბჭოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს კანდიდატურების წარდგენის ვადის
ამოწურვიდან 4 კალენდარული დღის ვადაში და დასკვნას სათანადო საბუთებთან
ერთად დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო
კანდიდატთა სიასა და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს.
2.
ფრაქციებს
უფლება
აქვთ,
წარდგენილი
კანდიდატურები
განიხილონ
პარლამენტის ბიუროსთვის კანდიდატთა სიის წარდგენიდან 4 კალენდარული დღის
ვადაში.
3. პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულებიდან უახლოეს
პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საპროკურორო საბჭოს
წევრის ასარჩევად.
4. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი,
28.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 110060000.05.001.017913) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2191 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებულ საპროკურორო საბჭოს თითო წევრს საპარლამენტო უმრავლესობა
და უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები ირჩევენ არაუგვიანეს 2015 წლის
28 ოქტომბრისა.
მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დ. უსუფაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი
რეგლამენტის პროექტის მომზადება განაპირობა „პროკურატურის შესახებ“
საქართველოს კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლითაც იცვლება საქართველოს
მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესებისა და თანამდებობიდან ვადამდე
გათავისუფლების
პრინციპები,
კერძოდ,
მთავარ
პროკურორს
ირჩევს
და
თანამდებობიდან ვადამდე ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი. გარდა ამისა,
იქმნება ახალი ინსტიტუცია - საპროკურორო საბჭო, რომლის 4 წევრს ირჩევს
პარლამენტი. ზემოაღნიშნული კანონის თანახმად, მთელი რიგი პროცედურული
საკითხებისა პარლამენტის რეგლამენტით უნდა განისაზღვროს.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი
რეგლამენტის პროექტის მიზანია „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს
კანონში
შეტანილ
ცვლილებასთან
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი
რეგლამენტის პროექტი აწესრიგებს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს
წევრების არჩევის, აგრეთვე საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევისა და
თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საკითხებს.
პროექტის თანახმად, საპროკურორო საბჭოს ერთ წევრს თავის წევრთაგან ირჩევს
საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორე წევრს, პარლამენტის იმ წევრთაგან,
რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობაში, ირჩევენ უმრავლესობის გარეთ
მყოფი პარლამენტის წევრები. პროექტით გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევაც,
როდესაც შექმნილი არ არის საპარლამენტო უმრავლესობა. ასეთ შემთხვევაში
საპარლამენტო ფრაქციები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში
არ არიან გაერთიანებულნი და რომელთა რაოდენობაც პარლამენტის სრული
შემადგენლობის ნახევარს აღემატება, აგრეთვე დანარჩენი ფრაქციები და ის წევრები,
რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, გარდა ზემოაღნიშნული
ასეთი წევრებისა, ირჩევენ საპროკურორო საბჭოს თითო წევრს.
რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს დანარჩენ ორ წევრს, მათ პარლამენტი ირჩევს
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან, იმავე წესით,
როგორითაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-
ე მუხლის თანახმად, პარლამენტი ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრებს.
რეგლამენტის პროექტის თანახმად, საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებული
საქართველოს
მთავარი
პროკურორის
კანდიდატურა
საქართველოს
მთავრობის
თანხმობით წარედგინება პარლამენტს, რომელიც ფარული კენჭისყრით, სრული
შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს საქართველოს მთავარ პროკურორს. თუ
პარლამენტი მხარს არ დაუჭერს საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ
კანდიდატურას, კანდიდატურის წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.
რეგლამენტის
კანონით
პროექტში
დადგენილი
აისახა
მთავარი
„პროკურატურის
პროკურორის
შესახებ“
საქართველოს
თანამდებობიდან
ვადამდე
გათავისუფლების საფუძვლები და წესი.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის
მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო
რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს რაიმე ხარჯის გაწევის საჭიროებას.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
რეგლამენტის პროექტის მიღება
არ გამოიწვევს სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
რეგლამენტის პროექტის მიღება
არ გამოიწვევს სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგს იმ
პირთათვის, რომლებზედაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის დადგენას.
გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
რეგლამენტის
პროექტი
არ
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
რეგლამენტის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი.