„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (402 KB)
📄 წერილი (172 KB)
📄 საქართველოს კანონის პროექტი (193 KB)
📄 განმარტებითი ბარათი (75 KB)
📄 იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება (254 KB)
📄 დასკვნები (506 KB)
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-12
ბიუროს ნომერი 333
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
「
κ \
し
b)JDhln300円 b
3)hC〕 OD500
、
O100Rmb〕 さ6Rooo601b bll nL
60電 δ 80001qOb心 6n6000ol暉 口 oJOnL
『
Lさ Jさ
34noJonL 666bnR30Lこ noo電 16nL
Rさ
『
8000L 10Lさ L03
12 oj6c,a6d,r,o, 20ls F0Ro
333/5
ltj,>6o3nqoir 3.i6<'r6ob J<4rogjgnl": ,,btj,:r6o3nq<ob UoUbqob bl3.:r6o,q"b
3<,rqnjb?o 63qoqnlot ?6g.r5ob tnb,>bn}". "lsju6o,6gq<"b lx,tbq"t b.:0.rt6orqob
tr:Jr6-g6lxo 3<'rqnjU?o 1;3qoqglolt ?n6,:5ob ?6bob6d" (N07-3/,189. 08.10.20f S)
o!6oqo?q'Ls3oorbor.r 3o0o$X$o
ちぃ● .′輌う炒
SqBJs rratcoic .16.10. -02.11.
28:0 ‑ 1311
r,r0, nfido6.lr. -16.10. -26.10.
ム、デ‐ 昴
Ⅲ
…
8…
″ ル
'い
岬
ll・ サ 嬌
p‐
・
,
…
30● 中
t.'Ehp,n] h.r;tt':xry r','.1
" \a
030500o3漁
00030t瑯 め●
ヽ口 …Lu鍋 ぼり N0030・
ヽ訳Rお恥 A資がヽ や 1』 03彎 。
詢
晟hう め0
666 汽Ю∞も♂
lr.:j.>6or311qotr J116q.>f15$olr bo2dro .:p6;5lr:
,y't3o$;$;il1r.> q.> lr.:J':16q'r315$cr 36':
p.;o\r;1,rlr 6or+r8o$o1qo .>j1)olr .)6on;l$olt A.!6bo,{3')
lr.r j.r6rn3;91r,rlr .).:1691;3g5$olr
Ъ
#1図 器
状
鮒%
惣胤〉
j13o1d?o
I
「
だ
brjsfro6gg'rb AY6q,sAC56ob bqC6nb
Arqpr$UgCgoq,gbt
b〕 J)ha330mb
〕DhCD8350n
―
N―
2015い ,12qb
匈
l$dy(,o80ex'Il, Jid,qDAC6dob 6,ca('rAC6OoU 14e9 ap\nb "6" Sg;g6jddt cgr 147-3
a3\'ob ag-a Sg6i$ob a9Ura.:aobrqg, lrrCJicrtcq'ol, ir6q'iac6JoL bo0d,o rarac6u:
('!A!qx',o,tlJC!f,o4glert Jv4,q,iAC6drirq3drxQqCq (ffi$t6o3c6o$C$r,),
('-bi8o'$Ooo Ar
Aifroe$dr8o go6c6o3ols q-or X3o&'rao3gl6o &rq,(,dpJot , l$go6)6t
!A,iaor6ol, UBq,Cbs,r ('Jo3olr! ('5 Uraodlq,tF o5$g66s6cnb 3cfo6g6gbt , 6$ob({x'r6
6rGoc6tq,Cdr) ded6rc$ob' Aogf, Ur3r6omqoCbqx't
b$v6q,rAC60r'r 86,)COor
"C6or)r6o
rl6cr6rl161600, Srffio(raC6oq'o "l$dv6ogqxd, tol$q'ob barr6olq'.r|, 3<'rpftlt0o 63q'oq'Cbol'
BCOJ6otr oCl$bCb' q'J ,t$jrfroagqxd, tr)lrbq,(,l, Ua*rqnU ttsfnCotx'r 3erpralfo o8g'oq'CDou
0COD6ob ACUrbCb" (NO7-3/,49, 08.10.2015) tr.>i:Aor3Cqxd, 3r6<'r6oU :tqoal$gpo qgr $s06r60.>
btif,oACqxtb &d,q'raC66oL &,'J6<''L'
Jc6oO0OA! D<'r$$C$rq$ol, orJoS!$C l36o&'lL
巌 響 好 む b…
¨
網
強 ―
̀
წერილი
β
.
\
、
円イ〕
bJ(〕 Oδ
し , lt
"f〕
枷
61DOb60 5ふ 000)6δ R■ 60
:〕
11(;̀)0(I)ふ δ
iつ Odlll
〔
‰ 斑Ч 〕0い auも ぉm26
.. . ztr 9aq0
l.,JCrddBCqx"tr J$ryJaCEOob r&d,\)ob
lr:ofu.:6oC5!O(x', <tPr6OrACSOol, ggrtlot,b
Crq'6r0cr6 Co,Cd USoJEr.dCtJ
Crq'aJljc)6(') Co{6,.
UrCld,oBCgrU Jo6LOqJUO.ntr 67-C A:lbq'obr qt l.t.rj.rd)cr63qxnt-t 3rtr,q'ra36oob
6Cbq'ra0Soob 1a3-C aUbq,ol, Bgl.r$s6ol.$qr bJJJb('l6AeCbq,(, o6oGooo3otJ $CUoo)
$.:roAo6oap66or b$Jttq,iaC60cr grr,.)"Joor "C6(,r)J6o 64cx'r6rq13t6o &dt(:o6ob" 0o36
o6o0o6CbUq' bJCr6<,,3Cq,(9b 3r6rn6ob Jt6oal6b ,,1j$r6or3Xq,r':U Uobbq,ou tt$,:t6oq'ob
l-t l-tol$qr)b
3(')q,frltBo o3q,()q'CooL q6r6ob aobrUgo" qos ooubrb 6rffi(r'6rrn ,,lrsjrrrror3SqrT
ACUrbr0"
J6o3j$U.
ACOD6ob
b8riorc'ol, lr$6<'roCbo Jrne3dr0o 63q,(q,36ob
Jr6o6olt
b(',tx'Bo, AolJoC(r, ACl,rbraolro 0b3q'Xqx'$.r.
er6r6sr): 29 gu60q'rq,.
お0030bttO
60
00b∞ ざいい 。
。
A.x')6bo brbrA3oq,o
"bお
‐
然 皮・
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (სსმ, 41(48), 13/08/1999;
სარეგისტრაციო
ცვლილებები:
კოდი:
080.000.000.05.001.000.648)
შეტანილი
იქნეს
შემდეგი
1. 1822 მუხლი ამოღებულ იქნეს
2. 192-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 192. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა
1. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ანდა
სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია ან რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –
ისჯება ჯარიმით;
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 120
საათამდე;
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით.“;
3. 1921 მუხლი ამოღებულ იქნეს
4. 193-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 193. ცრუ მეწარმეობა
ცრუ მეწარმეობა, ესე იგი საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის
გარეშე, კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების ანდა აკრძალული
საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით“;
5. 196-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 196. სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის
მართლსაწინააღმდეგო გამოყენება.
1. დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის
ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადება ან
მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენება, აგრეთვე, სხვისი სასაქონლო (მომსახურების)
ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით,
რეგისტრირებული
საფირმო
სახელწოდებით
უკანონოდ
ნიშანდებული
(მარკირებული) საქონლის წარმოება ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით.
2.
არარეგისტრირებულ
სასაქონლო
(მომსახურების)
ნიშანთან,
საქონლის
ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად
გამაფრთხილებელი აღნიშვნის ყალბი მითითება, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ოთხმოც საათამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ;
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 1 წლამდე
შენიშვნა: სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის
დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადებას დიდი ოდენობით
ადგილი აქვს, როდესაც მათი საერთო რაოდენობა აღემატება 10 000 ცალს, ხოლო
მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევად დანაშაული ჩადენილად ითვლება, თუ
წარმოებული ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იმ საქონლის ღირებულება,
რომელიც სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის
დასახელებით, გეოგრაფიული აღნიშვნით ან რეგისტრირებული საფირმო
სახელწოდებით უკანონოდ არის ნიშანდებული (მარკირებული), აღემატება 50 000
ლარს.“;
6. 197-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 197. ფალსიფიკაცია
1. ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის
ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, –
ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც შეეძლო
საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც მოჰყვა
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.“;
7. 1971 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1971 . ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება.
წინასწარი შეცნობით ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე“;
8. 198-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში
პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია.
1. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის
დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია, –
ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, –
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორიდან სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე
შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“;
9. 199-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 199. ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა.
ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით“;
10. მე-200 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციი:
„მუხლი 200. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის
გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა.
1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის
აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, –
ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) პირთა ჯგუფის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით
გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
1.
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ქმედებისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც აქციზური მარკის
სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატება ათი
ათას ლარს.
2. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას
დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ორმოცი ათასი ლარის ზევით, ხოლო
განსაკუთრებით დიდ ოდენობად – ასეთი საქონლის ღირებულება ასი ათასი ლარის
ზევით.“;
11. 2001 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2001 . ყალბი აქციზური მარკების დამზადება ან/და გასაღება.
1. ყალბი აქციზური მარკების დამზადება ან/და გასაღება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით
გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად
ჩაითვლება 10 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 50 000 ცალზე
მეტი ყალბი აქციზური მარკის დამზადება ან/და გასაღება.“
12. 2002 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2002. აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და
გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა.
1. პირის მიერ აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და
გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც
აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის
იმპორტიორის მიერ აქციზური მარკები საქონელზე დასატანად გადაეცემა
იმპორტირებული აქციზური საქონლის მწარმოებელს,–
ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით
გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად
ჩაითვლება 10 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 50 000 ცალზე
მეტი აქციზური მარკის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება
ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა. აქციზური მარკების მეორად გამოყენებად
ითვლება მათი ნიშანდებული საქონლიდან აძრობა და სხვა ანალოგიური სახეობის
არამარკირებულ საქონელზე დატანა.“;
13. 2003 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე
ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან
საქონლის
შეძენისას
სასაქონლო
ზედნადების
მიღებაზე
უარი,
თუ
მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თანხა დიდი ოდენობისაა, –
ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –
ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან
ასოც საათამდე.
ბ) შენიშვნების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც მიწოდებული/მისაწოდებელი
საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 100 000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ
ოდენობად - 200 000 ლარს.“;
14. 2004 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2004. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური
საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა.
1. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის
მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, −
ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) პირთა ჯგუფის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით
გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა:
1.
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ქმედებისათვის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
დგება,
როდესაც სავალდებულო
მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ღირებულება აღემატება
ათი ათას ლარს.
2.
ამ
მუხლში
დიდ
ოდენობად
ითვლება სავალდებულო
მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ღირებულება ოცდახუთი
ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – ასეთი საქონლის
ღირებულება ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.“;
15. 2005 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2005. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური
საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება ან/და გასაღება.
1. სავალდებულო
მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური
საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება ან/და გასაღება, –
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით
გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად
ჩაითვლება 10 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად − 50 000
ცალზე მეტი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური
საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება ან/და გასაღება.
16. 2006 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2006. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური
საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და
გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა
1.
პირის
მიერ სავალდებულო
მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური
საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და
გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
სავალდებულო მარკირებას
დაქვემდებარებული
არააქციზური
საქონლის
იმპორტიორის მიერ მარკირების ნიშანი საქონელზე დასატანად გადაეცემა
იმპორტირებული საქონლის მწარმოებელს, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით
გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 10 000
ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად − 50 000 ცალზე მეტი
სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების
ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა
პირისათვის გადაცემა.
2. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის
მარკირების ნიშნის მეორად გამოყენებად ითვლება მისი ანალოგიური სახეობის სხვა
არამარკირებულ საქონელზე დატანა.
17. 201-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
18. 203-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
19. 2041 მუხლი ამოღებულ იქნეს;
20. 205-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 205. უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას
გადახდისუუნარობისას ქონების იმ ნაწილის განკარგვა ან დამალვა კრედიტორისათვის
ხელმიუწვდომლობის მიზნით, რომელიც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის
შემთხვევაში მოექცეოდა სამეურვეო ქონებაში, აგრეთვე მეურნეობის სწორად გაძღოლის
მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მისი დაზიანება, გაუვარგისება ან განადგურება, –
ისჯება ჯარიმით.“;
21. 2051 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2051. ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით
1. საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა
სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი
ან/და თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული
ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
სამოცდაათიდან ორას საათამდე
2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც მოჩვენებითი ან/და
თვალთმაქცური გარიგებით გადამალული ქონების ღირებულება აღემატება 100 000
ლარს.“;
22. 206-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
23. 207-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 207. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების
შეუტანლობა გადახდისუუნარობისას
გადახდისუუნარობისას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან
ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ
განცხადების შეუტანლობა, –
ისჯება ჯარიმით.“;
24. 2071 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2071. მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ
მეურვისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა
მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი
წესით მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის
შესახებ, აგრეთვე სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე ინფორმაციის
წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა,
–
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.“;
25. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. კრედიტის უკანონოდ მიღება
1. ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის
შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ანდა
შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის
არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2.
სახელმწიფო
მიზნობრივი
კრედიტის
უკანონოდ
მიღება
ან
მისი
არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
26. 218-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 218. გადასახადისათვის თავის არიდება
1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით,
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.
3. ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა
აღემატება ორასი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა
აღემატება სამასი ათას ლარს.
2. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“
მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული
იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება
შეჩერებულია კანონის საფუძველზე.“
27. 219-ე მუხლი ამოღებულ იქნეს
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება გამოწვეულია სისხლის სამართლის კანონმდებლობის
ლიბერალიზაციის და ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულებისთვის
გათვალისწინებული სანქციების შემცირების მიზანშეწონილობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური დანაშაულების სფეროში
სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს არსებული
რეალობისა და სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნის
კუთხით სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების მეტ თანხვედრას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
მიხედვით,
ეკონომიკური
ხასიათის
დანაშაულების
მიმართ
ხორციელდება სასჯელების შემცირება, კერძოდ, ცალკეული დანაშაულებისათვის ხდება
თავისუფლების აღკვეთის გაუქმება და სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმების ანდა
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება ან თავისუფლების აღკვეთის
ვადების შემცირება. კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსიდან რამოდენიმე მუხლის
ამოღებას, რომელთა აუცილებლობა აღარ არსებობს და ეს გარემოება დადგენილია
სასამართლო პრაქტიკის ანალიზით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
განსაზღვრა.
გ). კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ). კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი.
„მუხლი 182. მითვისება ან გაფლანგვა
1. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან
გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის ან
გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე.“;
2. 192-ე მუხლი:
„მუხლი 192. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა
1. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე,
ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი
ზიანი გამოიწვია ან რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“
3. 1921 მუხლი:
„ მუხლი 1921. უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა
1. შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე სახელმწიფოს მიერ აღიარებული
განათლების
დამადასტურებელი
დოკუმენტის
გაცემა,
ან
ზოგადსაგანმანათლებლო,
პროფესიული
საგანმანათლებლო,
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
აღმნიშვნელი
სახელის
გამოყენება
ავტორიზაციის გარეშე, –
ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
შენიშვნა : ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული
პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“;
4. 193-ე მუხლი:
„მუხლი 193. ცრუ მეწარმეობა
ცრუ მეწარმეობა, ესე იგი საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის
გარეშე, კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების ანდა აკრძალული
საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე.“;
5. 196-ე მუხლი:
„მუხლი 196. სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის
მართლსაწინააღმდეგო გამოყენება
1. დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის
ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო
დამზადება ან მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენება, აგრეთვე, სხვისი სასაქონლო
(მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან
გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით
უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება ან სამოქალაქო
ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. არარეგისტრირებულ სასაქონლო (მომსახურების) ნიშანთან, საქონლის
ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად
გამაფრთხილებელი აღნიშვნის ყალბი მითითება, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ
წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ;
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა: სხვისი
სასაქონლო
(მომსახურების)
ნიშნის,
საქონლის
ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო
დამზადებას დიდი ოდენობით ადგილი აქვს, როდესაც მათი საერთო რაოდენობა
აღემატება 1000 ცალს, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევად დანაშაული
ჩადენილად ითვლება, თუ წარმოებული ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იმ
საქონლის ღირებულება, რომელიც სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით,
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით, გეოგრაფიული აღნიშვნით ან
რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ არის ნიშანდებული
(მარკირებული), აღემატება 5000 ლარს.“;
6. 197-ე მუხლი:
„მუხლი 197. ფალსიფიკაცია
1. ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა
მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან
უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც
შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის,
–
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც
მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ
წლამდე.“;
7. 1971 მუხლი:
„მუხლი 1971 . ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება
წინასწარი შეცნობით ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან
გასაღება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“;
8. 198-ე მუხლი:
„მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში
პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია
1. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის
დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია ანდა ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის
უკანონოდ გამოყენება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების
შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან
ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობას, –
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა
მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.“;
9. 199-ე მუხლი:
„მუხლი 199. ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა
ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.“;
10. მე-200 მუხლი:
„მუხლი 200. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური
მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა
1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის
აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) პირთა ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით
გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც აქციზური მარკის
სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატება
ორი ათას ლარს.
2. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო
დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ხუთი ათასი ლარის
ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – ასეთი საქონლის ღირებულება
ათი ათასი ლარის ზევით.“;
11. 2001 მუხლი:
„მუხლი 2001 . ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება
1. ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით
გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად
ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 5 000
ცალზე მეტი ყალბი აქციზური მარკის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება.“;
12. 2002 მუხლი:
„მუხლი 2002. აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა
და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა
1. პირის მიერ აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება,
შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური
საქონლის იმპორტიორის მიერ აქციზური მარკები საქონელზე დასატანად
გადაეცემა იმპორტირებული აქციზური საქონლის მწარმოებელს,–
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 თვემდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით
გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად
ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 5 000
ცალზე მეტი აქციზური მარკის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და
გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა. აქციზური მარკების მეორად
გამოყენებად ითვლება მათი ნიშანდებული საქონლიდან აძრობა და სხვა
ანალოგიური სახეობის არამარკირებულ საქონელზე დატანა.“;
13. მუხლი 2003
1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე
ტრანსპორტირება,
მყიდველის
მოთხოვნისას
სასაქონლო
ზედნადების
გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი, თუ
მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თანხა დიდი ოდენობისაა,
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
1.
ამ
მუხლში
დიდ
ოდენობად
ითვლება,
როდესაც
მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 10 000
ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – 25 000 ლარს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ლიკვიდაციით ან ჯარიმით.
3. პირს ამ მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:
ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო
გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე
რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის,
წყლის) ტრანსპორტირებისას ან მიწოდებისას;
ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული
შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირებისას;
გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას;
დ) თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ
გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც
დამოუკიდებელი
სამომხმარებლო
მახასიათებლები
არ
აქვს
და
ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია;
ე) თუ მას აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიკრო
ან მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი;
ვ) გაზეთების, ჟურნალების და მათი გამომცემლების მიერ მათთან ერთიან
შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ
პირველადი მიწოდების შემთხვევისა;
ზ) საგანგებო სიტუაციებში და გადაუდებელი დახმარების გაწევის (სახანძრო,
სამაშველო,
გადაუდებელი
სასწრაფო
სამედიცინო
დახმარების
გაწევის , ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების ან
საკანალიზაციო
სისტემების
ავარიული
დაზიანების
აღმოფხვრის)
აუცილებლობის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას;
თ) თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოცემულ
შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის ფული და საბანკო პლასტიკური ბარათები არ
არის საქონელი.
14. 2004 მუხლი:
„ მუხლი 2004. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური
საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან
გადაზიდვა
1. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის
მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) პირთა ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით
გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც სავალდებულო
მარკირებას
დაქვემდებარებული არააქციზური
საქონლის ღირებულება
აღემატება ორი ათას ლარს.
2.
ამ
მუხლში
დიდ
ოდენობად
ითვლება სავალდებულო
მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ღირებულება ხუთი
ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – ასეთი საქონლის
ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით.“;
15. 2005 მუხლი:
„მუხლი 2005. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური
საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება
1. სავალდებულო
მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური
საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით
გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად
ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად − 5 000
ცალზე მეტი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური
საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება.“;
16. 2006 მუხლი:
„ მუხლი 2006. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური
საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და
გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა
1. პირის მიერ სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური
საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და
გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
სავალდებულო მარკირებას
დაქვემდებარებული
არააქციზური
საქონლის
იმპორტიორის მიერ მარკირების ნიშანი საქონელზე დასატანად გადაეცემა
იმპორტირებული საქონლის მწარმოებელს, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით
გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად
ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად − 5 000
ცალზე მეტი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური
საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და
გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა.
2. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის
მარკირების ნიშნის მეორად გამოყენებად ითვლება მისი ანალოგიური სახეობის
სხვა არამარკირებულ საქონელზე დატანა.“;
17. 201-ე მუხლი:
„მუხლი 201. ყალბი რეკლამა
რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიერ მომხმარებლის
განზრახ შეცდომაში შეყვანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“;
18. 203-ე მუხლი:
„მუხლი 203. პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულსანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა
1. პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის, მსაჯის, მწვრთნელის,
გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი
კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მოსყიდვა შეჯიბრების ან
კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვსი
თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
4. პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მიერ უკანონოდ ფულის,
ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით
სარგებლობა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
5. პროფესიული სპორტული შეჯიბრების მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის
ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის
ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის
ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა შეჯიბრების
ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, –
ისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ
წლამდე.
შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება
ის, ვინც ნებაყოფლობით განუცხადებს ხელისუფლების ორგანოს, რომ ამ მუხლის
პირველ ნაწილში მითითებულ რომელიმე პირს გადასცა ფული, ფასიანი
ქაღალდი ან სხვა ქონება ანდა გაუწია მას ქონებრივი მომსახურება.“;
19. 2041 მუხლი:
„მუხლი 2041. ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა
1. ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირის მიერ არასწორი ან
არასრული ინფორმაციის შემცველი საბუღალტრო დოკუმენტის შექმნა,
გამოყენება ან საგადასახადო დოკუმენტის აღრიცხვა, თავისთვის ან სხვისთვის
რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების, ზეგავლენით ვაჭრობის ან ასეთი
საქმიანობის დაფარვის მიზნით, –
ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“;
20. 205-ე მუხლი:
„მუხლი 205. უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას
გადახდისუუნარობისას ქონების იმ ნაწილის განკარგვა ან დამალვა
კრედიტორისათვის ხელმიუწვდომლობის მიზნით, რომელიც გაკოტრების საქმის
წარმოების გახსნის შემთხვევაში მოექცეოდა სამეურვეო ქონებაში, აგრეთვე
მეურნეობის სწორად გაძღოლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მისი დაზიანება,
გაუვარგისება ან განადგურება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.“;
21. 2051 მუხლი:
„ მუხლი 2051 . ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური
გარიგებით
1.
საწარმოში
ან
სხვა
ორგანიზაციაში
ხელმძღვანელობითი,
წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ
ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი
მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის
არიდების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ
წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც მოჩვენებითი ან/და
თვალთმაქცური გარიგებით გადამალული ქონების ღირებულება აღემატება 10 000
ლარს.“;
22. 206-ე მუხლი:
„მუხლი 206. საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა
გადახდისუუნარობისას
გადახდისუუნარობისას საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა,
რამაც რეალური ქონებრივი მდგომარეობის შეფასება გაართულა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.“;
23. 207-ე მუხლი:
„მუხლი 207. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ
განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას
გადახდისუუნარობისას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის
ან ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ
განცხადების შეუტანლობა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“;
24. 2071 მუხლი:
„ მუხლი 2071. მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირის მიერ მეურვისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა
მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ
დადგენილი წესით მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური
მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სასამართლოში მიმდინარე
დავების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ
დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“
25. 208-ე მუხლი:
„მუხლი 208. კრედიტის უკანონოდ მიღება
1. ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური
მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი
ოდენობის გაზრდის ანდა შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე
მიზნობრივი
კრედიტის
არადანიშნულებისამებრ
გამოყენება,
რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
2. სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის უკანონოდ მიღება ან მისი
არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.“;
26. 218-ე მუხლი:
„მუხლი 218. გადასახადისათვის თავის არიდება
1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით,
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
3. ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება გადასახადისათვის თავის არიდების
მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის
თანხა აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ
ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება ასი ათას ლარს.
2. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე
„საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი,
გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული
ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის
საფუძველზე.“;
27. 219-ე მუხლი:
„მუხლი 219. მომხმარებლის მოტყუება
1. მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში ან ანგარიშში, ანდა მისთვის
მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის
შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას, რამაც
მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება მოტყუებით მიყენებული
ზიანის ოდენობა, რომელიც აღემატება მომხმარებლის მიერ გადასახდელი
ღირებულების 20 პროცენტს.“.
დასკვნები
LECAL DEPARTMENT
8DRは りも さ
b̀嘔 マ
b00日 90b
帥
OF STAFF OF
Ob
03̀OR帆 び聖O ̀め
R3決 涎縫哄ゝЮ600
bさ も
も
,poつ o■ oい い, ∞ o
,ま ■
0K‐ 2289168
』
PARLIAMENT OF GEORCIA
がヽ 26
、
¨
b)J)h0390mb
〕
DhCD0960n
・ 9¨ひ:に gddep@PaHianent gc
.●
26 Abashidze Avenue,4600,Kutaisi Ceor8ia
Te1 228 91 68
c mal tgaり ep@parぬ ment ge
J●
lλ
″
,'"r'iSO$'2orsg.
qgrt JBEr
▼
じ
ヽo6で 、
0050o965」 00o,,"∽ 0。 5o6o6005δ qり
o5oOoぅ 0030し 恥 し00,
。じ0。 06し 。
い 609,w0
3`
00噛 駁ヽご0,,も 」 。6030qoし しobbΨ Ob boo。 6∞ 智 0し
03で Cべ?メ Ю し Ooo。 5oし 匈 しob゛
彎
oOa● o
Ψ b"boⅢ %o90も
しObbQOし
い o、 6の で Ob
30Q側 し00
bo36o00い
30qJbυ 0
00bυ ょ
bい 軸β じ
可涎ゆ∞でのし3δ い 6● 0し 36o7」JO● Ob(07‑3た 89,08Ю 201動
mし 3メ
0360ob 6ょ 、Pお o60ob 145 0〜 bゃ Ob OⅢ
"5oじ
スで`
cD。 500じ め。
Oo3obOし
〕
し
o」 o60艘
oomOoヽ 0
"b035゛
し
じ 3メ ら
ゎ。
可
史
oDb"緻 ゃ りca。 ゃが。60o00500o6。 6oboQδ
"0500b漱
し
3メら
5005oo
96。
)0
05蛤
omぃ
で …
」
00。 "J`
り資)000650ぉ し o006 3。 い 609♪ 甲
o5o00o0030b助 し0い い600"∞いでo・ しヽヽ6σ
Юび■0し bOじしく0し じ 涎ゆΨlyb´ oo」 0
03智 Pメ Юb a"55oも 匈 bゞ、β ゃ。"し 司 蒟 咽 Ψ mじ じobb90b団 蒟
もしま発 Qob0 300側 田 0
̀К
中
Cヽ
03智 Pメ Юし Ooo。 50b00い b゛
」。の 30Ψ mし ♪ 師 6● Ob 360山 ゛ 。し 07ν 489,0810201動
し瑚
σBが で0し よrkで ` 5eρ じ 6∞
匈
響 b00%Ob 145 0,0秋 ご Ob a00b03500)o500し 、δ Ob06ob
じお α
o600卜6oO× 。 00部 6ob♪ 5o59oも あ Oo」
や。 い
oO。 Obぃ 6b雪 30b36%硬
"bl■
06oじ
∞ δ,"。 。
ggt6oUo
聴
」
bふ ふ0■
b)Jヽ h033Crnb
)DhCD0360n
cr̲
X00m m8obo
c
,/ t//Yso
-/s./o. -{l
b。
。
こ
D30Ψ Ob 3o6Ψ o005ooし
」
b5o66δ 5oЪ δ
OoO● 03o6ooOo5ooし 086obb
jrq,br6to6 gorgt6 b3or6md3b
q.ost 336r
btjr6orgq,r'rtr Js6qr0g6golr tr$r6qrr0gbrJo g<6rj6os "36onr6o 6r6oobrqr36o
0<nd6xnbob" 0oX<6 br3r5tn60ggbqo oSo6orgo3ob $3boor $u68oqg635oq,o lt.:jr6or33q'arb
3$tn6ob S6ogjgoL "b$r6or3gq,<nb lnbbqrob bs0rt6oq,ob 3oqggjb0o 33q'oq'gbob ts3$r6ob
Egltbgb" qgr ,,1;drt6o4gE ob bobbq,ob b$r6orq'ob ltJt6oSgbct 3oq.ogjlr8o 63q'oq'3bob
ts9gr6olr tsgbrbgb" (O7-3/89,08.10.15) lrsj.:<6cn3gq,ob Js6qrr0966ob 636q'r096$ob 145-9
dgbq'olr 03-2 JU6COol, "b" dSCJUUOct'rE EXb$r0obobob cnro0r$g
Lujr6or3Sq,rnl-r Jrr6q,.r0g6$ob lrlbopag$rn rngob6s 5l6oboqr.r brjl6orpq,r'rb
Js6q,r0g6goU brJrt6q,r0g6go g6rj6o.: ,,96oro16o 6r6ornbrq,g6o 0rnd6xnbotr" 0o36
bu3r6o60qgbq,m o6o6orgogob $gboco $r66rnqr5g6oq,o ttjr6or3gq,r'rl-r 3.:6r'r6ot-t J6r'r3jgob
,,Lsjs6or3gq,erb bobbq,ol-r br0r6orq,olr 3rnqp3jb8o 63q,oq,36otr tsC$r6ob BSbrbgb" qgr
,,tt jr6or3gq,r'rb bolibqob tr.>0l6orq,olr brJ6o6Slrr'r 3mqr3ib0o 63q',oq'gboU tsCOrbotJ
tsgt-rrb3b" (07-31489,08.10.15) ltjr6or3Sq,orb 3J6E,bAC6OotJ 636q's836$ob 145-X 63bq,ob
Ag-2 JgbjgoL ,,b" fug3g6jgorrb tsgltbr0olrrnbott bl3oorbo s.or 0o9c$09$ar6oq,lqr 0o$6ol
3.:6rnbJt6rngj6gbotr 6rbboqSol-r Jt6el3gep6otr qpr$ggbs.
Jrgo3olt690oor,
.}l,byr.,trv'\
o)rooJ bcoJgu6o
b$og2gggrn ergolrolr gg6crlrolr
Orn3rq,gcnbob 030bt6gqgbgq,o
4600,J」 ■0・ 010,0・ 。さ●Oo00b 6厠 ヽ.那 26し 。J● 6080ROb 3●
R』 o600b b● bobR0
o6●
oORO■
(99532)2201670,OR.80bO,COntact@paniamcnt gC