„სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.10.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ბობოხიძე
ნომერი
#07-3/496/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-19
ბიუროს ნომერი 337

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
rdxlabo brjr6orggqcrU 316o6o ,,lsrj6oer brgeob4.ooC0ol, - UrJr6$6oel6<n tselbqgot tsgbrbgb" ltjr6orggq,ob 3r6o6tso ggqoqgbob tso$r5olt crrrerbr$c 0g\,o 1. ,,ttrigoo brtrn5.>qmgbolr - b>3r6Q6oot6o gobqpott ts3b>bgb" ltrjr6orSgq'ol-t Jr6o60o (brdl6d8Cq,ob lr.r3$cr60q-ogaq'o aJoEC (www.maune.gov ge), 13 04 2011' l$6Cbolro6r0o{.r Jcrpo: 240060000.05.001.0162711 AX-7 ACbq'I, QTCATOoU SCA!QCao tsoturd)bo AC-5 JUbCOo: ,,5. aoraJ6o ry0rl.r6gq,g\,oL 66('10c)o).) 6JLJ06XCqo 16 Ubq.or Jqcaro0b('la.ocb ,,lrjrr+,o.6gq,oU LrJc)bbooouooc) l-rrLrr0r6oq'crb $3g6cn.> 36o0ob >6us6rg69bob 00Urbgb" tbjc6o6gq,ob 316r'16oor qrq696oq' lJJjr6ot3gq'oL UJJsIbt'OoOcoo(l) b'rLr0:6cnq'r' .r oJ3&xc.ocrar6ob Ucr3cq,or3o56o ot6$qggbob6o3o ttd6oL 6161333orlr'" Ogbq,o 2. gb 316o6o uOoj03pqgl.r 6.:6crj3gg63bobor$r6. lr$r6or39q,ol-t J69i:oqgg6$o j.jgorrbo Aoa66o Ar6p1q,s4oq,o
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზია შეუსაბამოდ მაღალი სახელფასო განაკვეთი, რომელიც გააჩნიათ საპარტნიორო ფონდში დასაქმებულ პირებს. რაც დღეს საქართველოში არსებულ ყველაზე მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებასთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალია. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, არსებული შრომის ანაზღაურების დისბალანსის დარეგულირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის არსს წარმოადგენს საპარტნიორო ფონდის მუშაკთა შრომის ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა და მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დარეგულირება და ზღვრული ოდენობის დაწესება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო საბიუჯეტო ხარჯების ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირების მიმართ რომლებიც დასაქმებული არიან საპარტნიორო ფონდში. ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით არ გამართულა კონსულტაციები არც ერთ ზემოხსენებულ დაწესებულებასთან თუ ექსპერტებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონოპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება. ე) კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი - აკაკი ბობოხიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრი - აკაკი ბობოხიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 7. აღმასრულებელი ორგანო 1. აღმასრულებელი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია პროექტების შემუშავება, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენა და დამტკიცებული პროექტების მართვა, ასევე ფონდის წესდებითა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. (02.03.2012. N5746) 2. პროექტს ხელმძღვანელობს მთავარი აღმასრულებელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო. 3. აღმასრულებელი ორგანო თავის სტრუქტურასა და თავისი წევრების რაოდენობას უთანხმებს სამეთვალყურეო საბჭოს. 4. მთავარი აღმასრულებელი უშუალოდ ხელმძღვანელობს პროექტის განხორციელებას.