„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.11.2015
ავტორი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე
ნომერი
#07-3/505/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-09
ბიუროს ნომერი 344

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: ‘’21. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელონ და მონაწილეობა მიიღონ ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმებში (ღონისძიებებში).’’. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ‘’მუხლი 7. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება 1. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 2. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ შესაბამისი ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება’’. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი „VI1 თავი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობა ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში 1 მუხლი 201. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობის ფორმები ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებების განხორციელებაში. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი სამართლებრივი აქტით განსაზღვრონ ის სოციალური, ეკონომიკური, საინფორმაციო-საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებები და პროგრამები (პროექტები), რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისაკენ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციისაკენ. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან (კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების გადაცემით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით/საშუალებით) ხელი შეუწყონ შესაბამისი თვითმმართველობის ტერიტორიაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მოწყობას ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ შესაბამისი თვითმმართველობის ტერიტორიაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის შექმნა. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობით შექმნილი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი შესაძლებელია დაფუძნდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმით და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. 5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან დამატებით თავიანთი სამართლებრივი აქტით განსაზღვრონ ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობის სხვა ფორმები. 6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ამ მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებენ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და შესაბამის სფეროში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის უზრუნველყოფასთან. როგორც ცნობილია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში 2006 წელს მიღებული იქნა სპეციალური კანონი ‘’ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’. აღნიშნული კანონი კომპლექსური ხასიათის სამართლებრივი აქტია და განსაზღვრავს, როგორც ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმებსა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ამავე კანონით არის განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში. თუმცა მითითებული კანონი მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და არ ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რაიმე ფორმით მონაწილეობას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში არც სხვა საკანონმდებლო აქტით არის გათვალისწინებული და შესაბამისად, აღნიშნული პროცესი საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი. რაც თავის მხრივ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების წარმოდგენისა და დაცვის საქმეში და ადგილებზე წარმოადგენენ იმ ინსტიტუციურ წარმონაქმნებს, სადაც მოქალაქეებს ყოველდღიური, სისტემური, უშუალო და პირდაპირი დაშვება გააჩნიათ. 3 თავის მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მოქალაქეებთან მჭიდრო ურთიერთკავშირის გათვალისწინებით (ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმის გათვალისწინებით აღნიშნული ურთიერთკავშირი კიდევ უფრო ქმედითი გახდება), ფლობენ ინფორმაციას და მონაცემებს შესაბამისი თვითმმართველობის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მოთხოვნებისა და საჭიროებების თაობაზე და ახორციელებენ სხვადასხვა მნიშვნელოვან სოციალურ და სხვა პროგრამებს. შესაბამისად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სისტემური ღონისძიებებში მონაწილეობა და ინსტიტუციური ჩართულობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველყოფის, ისე ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის დახმარებისა და რეაბილიტაციის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 16 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბულის კონვენციას). მითითებული კონვენციის მე-7 და მე-18 მუხლების მიხედვით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზეც უზრუნველყოფილი იქნეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ხელშეწყობა, პრევენცია, ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეთა დაცვა და მხარდაჭერა. კერძოდ, მითითებული კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მხარეები მიიღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომებს, ქვეყნის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, ისეთი მექანიზმების უზრუნველსაყოფად, რომლებიც საჭიროა ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, შედეგიანი თანამშრომლობისათვის, ამ კონვენციის კომპეტენციით მოცული ძალადობის ყველა ფორმის მსხვერპლთა და მოწმეთა დაცვის და მხარდაჭერის მიზნით. მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ხორციელდება პროცედურები, შესაბამისად, ზემოაღნიშნული წარმოდგენილი კონვენციის კანონპროექტი რატიფიცირების მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბულის კონვენციის) ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება და საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. 4 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ნორმები, რომლის მიხედვით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღოს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში. ‘’ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის კონსტრუქციისა და მასში მოცემული ოჯახში ძალადობის გათვალისწინებით წინააღმდეგ ადგილობრივი გასატარებელი ღონისძიებების თვითმმართველობის სისტემის ორგანოებმა შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ცნობიერების ამაღლებას, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების (წინაპირობების) შესწავლასა და ანალიზს, მედიაციას და ა.შ., აგრეთვე ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში, რაც თავის მხრივ შეიძლება მოიცავდეს - თავშესაფრების/კრიზისული ცენტრების პროგრამებში მსხვერპლთა მოწყობას, საჭიროებების ადგილებზე მსხვერპლთა ადგილობრივ გათვალისწინებას, სოციალურ მსხვერპლთა სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნასა და განხორციელებას, დასაქმებაში დახმარებახელშეწყობას და ა.შ.. აღნიშნულის გათვალისწინებით „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი თავი (ასევე კანონის ცალკეულ მუხლებს ემატება შესაბამისი ნორმები), რომლის მიხედვით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღოს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში. აღნიშნული ნორმების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი სამართლებრივი აქტით განსაზღვრონ ის სოციალური, ეკონომიკური და სხვა ღონისძიებები ძალადობის და პროგრამები მიზეზებისა და (პროექტები), რომლებიც მიმართულია ოჯახში წინაპირობების თავიდან აცილებისაკენ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციისაკენ. პროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან (კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების გადაცემით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით/საშუალებით) ხელი 5 შეუწყონ შესაბამისი თვითმმართველობის ტერიტორიაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მოწყობას ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ შესაბამისი თვითმმართველობის ტერიტორიაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის შექმნა. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობით შექმნილი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი შესაძლებელია დაფუძნდეს არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმით და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. პროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან დამატებით თავიანთი სამართლებრივი აქტით განსაზღვრონ ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში მონაწილეობის სხვა ფორმები. ამასთან, პროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ღონისძიებებს ახორციელებენ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და შესაბამის სფეროში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო საშემოსავლო ნაწილზე. ბიუჯეტის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: 6 კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მის განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტი მომზადებულია ა.ო. ‘’ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის’’ მიერ. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე 7
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
‘’ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილებები საქართველოს კანონი ``ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ`` მუხლი 6. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები 1. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისაკენ, ოჯახში ძალადობის ფაქტების აღკვეთის, მოძალადის სამართლებრივი დევნისა და მსხვერპლისა და მოძალადის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისაკენ. 2. სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებას. 3. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს: ა) იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ოჯახში ძალადობის მიზეზებია; ბ) ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად; გ) შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას; დ) პრევენციული ღონისძიებების გატარებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობის ჩადენის რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომელთაც ოჯახში ჩადენილი აქვთ ძალადობა; ე) სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა ადამიანები ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების, ასევე დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს; 8 ვ) ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის, მსხვერპლის უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას; ზ) ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში მსხვერპლთათვის დახმარებისა და დაცვის, ხოლო მოძალადეთათვის – სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელებას; თ) ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას. მუხლი 7. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება 1. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ორგანოები. 2. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ შესაბამისი ერთობლივი პროექტების დაგეგმვაგანხორციელება. 9