„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (363 KB)
📄 საქართველოს მთავრობის წარდგინება (189 KB)
📄 ამონაწერი სხდომის ოქმიდან (160 KB)
📄 განკარგულება (212 KB)
📄 საქართველოს კანონის პროექტი (73 KB)
📄 განმარტებითი ბარათი (102 KB)
📄 იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება (119 KB)
📄 დასკვნები (359 KB)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-24
ბიუროს ნომერი 349
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
バ \
【
m00R口 b〕 さ R000600L bnl mL
60電 さ630000電 Obさ 6n40さ 6ol暉 n ttJonb
Lさ Jさ
し
)力 ha3000b
〕
DhC〕 0050∩
さ noJonL 6o6bnR30し さ nooR160L
qさ
『
80bOL 10bttbOb
24 6oが ヽが
ら, 2015 ,0型 ,
ヽ 349/12
` J。
.
bo賃 0"71o‰
6o60t3600J60"も
Rヽ ■ 06s6tt60 8060̀OROt
■03t03''ヽ ぉ ふ 弓 o響 t3● 60田 購 38'甲 R゛ Ob■ oO。 60も Oo03Sb"
080ROt 8。
(N07‐
2/408,19.11.2015)
hgoSrSln-lrsSoXSXgo 3er0o$Xgo
Fヽぃ ● ′ふ●
"̀,
tb・
'警
・
1512
hCoO匈 3011 ‐
̀■
‐
∞
!l
l1812
ち
09122015 ‑ 05022016
…
酔 3●to o50ぉ 6Ю ∞trふ 0配ρ
。 出い編 訳 08oも
崚oお R000び
・ い い
̀ "6Ю
瑯 泌0
;
lr.r;1.>6<n31qrr lr .).:16 g.>e15$olr BoSt4ar .>q515lr:
`
■
Ⅲ
.).r16q.r315$olr ;r'r3o$;$Xllr.r p': lr'>J'>t6q';316$o 8̀う よ 凛
p.,i,$1u,i, Sorrrfr1)o1qo .\il(5olt J6r'r1d$ob 6'>5boq3'>
L.r j.>rtr<n3lqolr
)
zt.
lr.:;1.:6rn3Xqrrtr .).:16q.rilJ;6$olr
tn.r;13'1,q,er3.,t6;;
/
p.:;goor',11r',19i.:'il;1oq1o
b」 s6o̲b356W50050ob蹟 り徹lb
汀
6δ や。
b)ぬ hCn3300b
'830009005
〕DhC)0350∩
―
N349/12
2015称
",24い
がぃお
t$dr6,qECqx'lti $d,q,JAC60r,t 6C0n3q6oob 1'lGg Qg\nU "4" ihCqCq6ob A! 147-C
agbq,ob aC-a &CSCOot 0Clrrbraobq, Utjvr,otCqxel, Jr6q'racbiJoU 0.,:Cd,o !a,6CEL:
q'Jfipq,s,o, tr:dJd,o8Cq,('ltJ Jv6C,$C6Oot lriBo6i6jct-tjJbq00(,0rj $ra$!6(, JceUoOo),
sD o8ooraro<rocqx'lbol,
cooclJlt on6 o56g06$ml, qD 6carx'$Oq(, .lc{'odrrJot
J(,AoOCOCbt, &6obcgr5 lt>jr(r)o6g(Xel, Ao,J3(r,c,ootj &{d, lr{r&'tEaQCDEto o6oooJ.3r8oo,
$rd,ac{''d0erq,o "ltbcqr0Sryo acrtQu W6sEr0drl J'!60f,ct(Pd, 0gl$uCb" lrrC.:d,ol3c(xd,
19.11.2015) U$n6o4gq'ob 3r6s!6ou
316<,16So 63q,cryC0ob 0C$r6ob oD<'rDrbC" N07-2408,
JrtcrAtgo q9.> S!a!rB!64! JoAoOCOA! &Ar)frBCG{,C0ol, orx"bsSC $O6ct&'i, t$jr6o66qxdr
r
JJf,q,rAC6Oob bo"Jrrcrt
′
bb♪
し豪 Ⅲ 3o5oob∽ 5壺 κ
岬
咽岬`
3mbbbedobぃ ぬ Q 婉
/
乞
0
o"∞ o嗜 9ヽい
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bS」 S̀tD80ROし
OmS860bδ
l$ j,r6or3Xq,olr JfigraCbol,
bsjrrrrr3gq,ob JcrblrooOuocnt 67-x aSbq'ob 03brb':0obsqr,
b.r3,:6o60qgbgo o6ogorl)o3ob $3boor $r60r'r6oqr6g6or l-r'ljr6or3gq'otl
3r6er6olr J6ogi$b -bsbgq'E$o8o Eoqp
go6r6b36o 3r'r6$6oq'ob Egbrb00"
brjr6ogq,ob 3r6o6tso gi1q,oq,36ob ts3$c6ob or.>ob,:%3".
ry6ots6gq 3$oEn6crgj$tg tt,:jr6or33q'oli 3r6q$36$ob
lrs3t'r0ogggcr qpr Jq,96r6gqr bbq.oeraSbh 0r'rEbbS6gQ3brqg qrr6o06gq6o
rr<rosb b,>jr6or3gq,erb go6t6bor,: Ao6olr06ou Eorqg6oq'330o: 6oo66o
3r3rg6odX AJ O(')O6C gr3q$3oq'o, boqro l[jr6o36q'r'rb 3.:t6q'r016$otr
bBrnOoOCOr.l bbqgoOgbbg EoEbtrSbSbq'rp JrCaC qgr6o065q'o,:
l.rrjrr<roggq,rnb Bo6rbbolr br0r$obgdx'rU lsbXq,0$ogar 0oqir 3o6$6oq'otl
q.ogJrd)gr0C6gol., gg6erlrob Eeuqr6oq,oL Oo3rq,goboll ts30li6rgq,3b3qo,
6o6o 3q,olfl3oq,o.
3600o06 00昴 bOttβ
`
ル ̲2"み 穏
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b805bマ
b5Jメ 鼈 3oΨ 出
Ooo36
860
Ob 205,Ψ 。し195● 00660b bbQoOob
N36o300● 。
5
)磯噂oq呻 し355o5ol1 3 」00 "し ヽoq,,030 0"。 306o6bび %
6咽 ΨOb 355o∞ o03Ψ ¨?0503000o6 ol oヽび
30506mcob Oが `b゛ じ
」。
IJ… J'005卿 Ob Ⅲ 3蒟6tで 060b36oO」oo"63お。
ゃ。し
353で 。
恥 αぎ ` ゃ。6●
390じ 1期 ゆ ∞で0し 0003嗽 Ob bぉ 、6om。
゛゛ o
'000b,o
o5oOom030b 恥 い 0"調 眺卜 %裏 で Ob 3o欧 ぃ 00500o ぃ6● ∞ 5o史
Ⅳ
̀
3。
欧t節 Omヽ 0 0oo
b■6̲b95、
5し
050時 Oboゃ o6
o5005ob06o 6 b崚
35oじ 00bobOo
(OoObb06060智 o
"o
10o,o500っ で o」 50b が5b叩 智O b● J。 6030Ψ 03 3。 6o5ob 36oOoOo でヽ
06制。
し
6‑Ob 3面Q● 0060し ぃ5bob¨ 囀ぶい0
6蒟
可う
"ぉ2 0oQ゛ りΨ O」 50bぃ る0∝96ヵ ヽ
マ0し 。
♪6。 初 史o300536 obぃ 53。 660智 050b
yも o」 00
'005ob06o
♪緻裏邸事 00。 3徴 Ob
、お 嗚 6o00bで 鄭 %
蜀
心
畔θ
u」yttχ Ю、ドもb000が
განკარგულება
lrJdJdrmSCqf'lt, a0l JSt6mlnL
aJSJJ6AXqClJ
N2438 2015 $q,ob 19 6('rcad!6o i. oooq'obo
6. 3r3r36odob, 6. gr3qrr83oqob
qgr 6' gq'oo03oq'ob brjr6cr€Sqtob
0orr3<6obob bt3r6o60qgg0E o oEogorr6qolr Sgboor bsjr6or3Sq'erb
Js6q,rac6otso $56qg6g6og 3r6a6J6ogi$b3 0o0bb365bqrgbscq qgr6oBS6ob
BSltrb3b
,,1-rrJs6q,.>0366o 0qro36oli tgbrbgb" brjr6o3gq'r'rlr 3r6er6ob E3-4
Egbqoll
a9-6 Jgbigob tsgtr>brOobrqr, bsjr6orgq'oU 6orl36r'r0ob br3l6r'r66qp90q'r't
o6ogo.:6o3ob $gboo tlrjr6o35q'r'rll 3r6q'r03660o $r6q3g6oq'
bi jr6or3gq,t'rtr 3rbm6ol-r J6crgi6b3 ,,ttbgq0$ogm Eoqgr go6r6b36o
3rn6gr6mq,ob Egbtb3b" bsj,:6o6gq'r'rlr 3r6o6tso 63q'oq'gbob
ts3$'r6otl
osobr%x" l-r,: jfror33q,rnb Jr6q,r036$ob brJoSoOCOr'r qr Jq'36s63q'
bbqcrOgbtg 0r'r0bl.rg63bq,3blq-o qrlo5oB6m6 Urjr6or3gq'ol.r go6l6ltorl
0o6ob66olr 0oqg6oq,6bo: 6oc'r66o 3,:3r36odX qr 3rn$65 grgq'$3oq:o,
boq,r'r brjs6o6gq,r'rb J,r6q'.r0g6$ob b.:Jmao000r'r lrbqgor0gbbg
0r.r0bbg63bqr,:cg rlrgg c.oso6ot6ob bu$:r6o63q,ob go6.:6bor.i l-r,:0o6ob66ol-t
brb3q,O$ogo Eoqgr Jo6O6oE'ob q33s6$.:0g6$olr Sg6rei-rob 0r'rrq96oq'ol:
0cr3:q,gmbolr ts30bfu q,Xagqo,
!fe,3eQrts3oq,o.
,1'
,.,
3600o06‑Oo5obo6o
β
`
"
'\
o6l3qro qr6ob$3oq,o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N17, 06.04.2010, მუხ. 99) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების,
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებში და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში სახელმწიფო შიდა ფინანსური
კონტროლის სისტემის დანერგვის წესს, პრინციპებს და სხვა საკითხებს, რომლებიც
მნიშვნელოვანია
სახელმწიფო
შიდა
ფინანსური
კონტროლის
სისტემის
შემუშავებისათვის, ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის.
2. ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება სახელმწიფო შიდა ფინანსური
კონტროლის სისტემის არსებობისთვის აუცილებელი მეთოდოლოგია, სტანდარტები
და ამ სისტემის დანერგვისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა
სუბიექტებს შორის ურთიერთობები, მათი უფლებამოსილებები და მოვალეობები.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის უფლებამოსილი ორგანო,
რომელიც ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით ხელს უწყობს სახელმწიფო შიდა
ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას და
ახორციელებს
მასთან
დაკავშირებული
საკითხების
კოორდინაციასა
და
ჰარმონიზებას.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მე-4 მუხლის პირველი და მე-2
პუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტებზე და ყველა იმ საბიუჯეტო
ორგანიზაციაზე, რომელშიც შექმნილია ან შეიქმნება შიდა აუდიტის სუბიექტი,
ასეთის შექმნის მომენტიდან.
6. ამ კანონის II თავის მოქმედება ვრცელდება ყველა საბიუჯეტო
ორგანიზაციასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, მიუხედავად ამ
დაწესებულებაში შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნის ვალდებულებისა.“.
2
2. მე-2 მუხლის:
ა) „გ-ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შიდა აუდიტის ობიექტი − დაწესებულება ან/და მისი სისტემა ან/და
დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი/(ერთეულ(ებ)ი) ან/და მისდამი
დაქვემდებარებული ერთეულ(ებ)ი, რომელშიც ხორციელდება შიდა აუდიტი;
დ) დაწესებულება − ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გათვალისწინებული დაწესებულებები, ასევე, ის სუბიექტები, რომლებზეც
ვრცელდება ამ კანონის II თავის მოქმედება;
ე) შიდა კონტროლის სისტემა – დაწესებულების მენეჯერული, ფინანსური და
სხვა სახის კონტროლის მექანიზმების სისტემა, რომელიც მოიცავს ორგანიზაციულ
სტრუქტურას, მეთოდებს, პროცედურებს, ასევე, შიდა აუდიტის ფუნქციას. შიდა
კონტროლის სისტემა ყალიბდება, რათა დაეხმაროს დაწესებულებას, მიაღწიოს თავის
მიზნებს და კანონიერად, გამჭვირვალედ, ეკონომიურად, ეფექტიანად და
პროდუქტიულად წარმართოს თავისი საქმიანობა. შიდა კონტროლის სისტემის
ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლები არიან დაწესებულების ხელმძღვანელები;
ვ) ფინანსური მართვა და კონტროლი – შიდა კონტროლის სისტემის ნაწილი,
რომელიც ინერგება და ხორციელდება დაწესებულების ხელმძღვანელების მიერ, რაც
უზრუნველყოფს დაწესებულების მიზნების მიღწევისას
სახსრების კანონიერ,
გამჭვირვალე, ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას;
ზ) შიდა აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი
მიზნების
მიღწევის
უზრუნველყოფისკენ
მიმართული
დამოუკიდებელი,
ობიექტური,
მარწმუნებელი
და
საკონსულტაციო
საქმიანობა,
რომელიც
სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს
და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის
ეფექტიანობას და მიმართულია დაწესებულების ამოცანების სრულყოფილად
შესრულებისკენ;“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ჰარმონიზაციის ცენტრი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს
სახელმწიფო სექტორში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის
დანერგვას, განვითარებას, ფუნქციურ სრულყოფას და აღნიშნული საკითხების
კოორდინაციას;“;
გ) „ლ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) შესაბამისობის აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის პოლიტიკასთან,
გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და რეგულაციებთან შესაბამისობის
შემოწმება და შეფასება;“;
დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3
„პ) შიდა აუდიტორული ანგარიში – შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად
შიდა აუდიტორის მიერ შედგენილი ანგარიში, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის
შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს
და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის
ობიექტის არგუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;
ე) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) შიდა აუდიტის სტანდარტები - კრიტერიუმები ან მაჩვენებლები, რომლებიც
შეესაბამება შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) სტანდარტებს და განსაზღვრავს
შიდა აუდიტის ძირითად პროფესიულ მოთხოვნებს და არის შიდა აუდიტორის
მთავარი გზამკვლევი შიდა აუდიტის განხორციელებისას;“.
3. მე-3 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს
საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის
მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და
სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დაუშვებელია შიდა აუდიტორის
საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს საბოლოო
აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას.“.
შიდა
4. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომელთა ჩამონათვალს და
რომლებშიც შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიას,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს
მთავრობა;
დ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებულ
დაწესებულებებში
(გამგეობებში/მერიებში),
შესაბამისი
საკრებულოს
გადაწყვეტილების საფუძველზე.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
დაწესებულების შიდა აუდიტის სუბიექტის დებულების პროექტი უნდა შემუშავდეს
ჰარმონიზაციის ცენტრთან კონსულტაციის შედეგად. ამასთან, ამ მუხლის პირველი
და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა უნდა აცნობონ
ჰარმონიზაციის ცენტრს შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნის თაობაზე.“.
4
5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ)
სახსრებისა
და
რესურსების
ეკონომიურად,
ეფექტიანად
და
პროდუქტიულად გამოყენება;“.
6. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი
პასუხისმგებელია
ზემდგომი
ხელმძღვანელის
წინაშე
თავის
მიერ
განხორციელებული ქმედებისა და სახსრების კანონიერი, ეკონომიური, ეფექტიანი
და პროდუქტიული მართვის გზით დაწესებულების მიზნების მიღწევისა და
ამოცანების შესრულებისათვის.“.
7. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია მოახდინოს ამ კანონის II თავით
განსაზღვრული უფლებამოსილების დელეგირება მისდამი დაქვემდებარებულ
უფლებამოსილ პირზე.“.
9. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. რისკის მართვა
რისკის
მართვის
სისტემის
ჩამოყალიბებაზე
პასუხისმგებელია
დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც შეიმუშავებს იმ შესაძლო მოვლენებისა
და სიტუაციების განსაზღვრის, შეფასების, კონტროლისა და მონიტორინგის
პროცესს, რომლებიც გავლენას ახდენს დაწესებულების ან/და დაწესებულების
სტრუქტურული
ქვედანაყოფის
(ერთეულის)
ან
დაწესებულებისადმი
დაქვემდებარებული ერთეულის მიზნების მიღწევასა და ამოცანების შესრულებაზე
და მოიცავს რისკის შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.“.
10. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. ფინანსური მართვისა და კონტროლის შესახებ ანგარიშის
წარდგენა
ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული დაწესებულების ხელმძღვანელი ფინანსური მართვისა და
კონტროლის სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ წლიურ ანგარიშს
მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენს საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს.“.
11. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5
„მუხლი 17. შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის განხორციელების
ძირითადი პრინციპები
შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის, შიდა
აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის
სუბიექტის დებულების, საქართველოს კანონმდებლობისა და შემდეგი ძირითადი
პრინციპების დაცვით:
ა) დამოუკიდებლობა;
ბ) კეთილსინდისიერება;
გ) ობიექტურობა;
დ) პროფესიონალიზმი;
ე) კონფიდენციალურობა;
ვ) კანონიერება;
ზ) გამჭვირვალობა.“.
12. მე-18 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაწესებულების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;“;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ
წესებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასება;“;
13. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ) შიდა აუდიტის განხრციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს
აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;“.
14. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ე) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების
ხელშეწყობას; “.
15. 21-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და
დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიურ გეგმაში გათვალისწინებული
უნდა იქნეს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6
„8. შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებს, ასევე მათში
განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და
ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი
პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა აუდიტის
სუბიექტების წლიური და სტრატეგიული გეგმები ეგზავნება ჰარმონიზაციის
ცენტრს.“.
16. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. შიდა აუდიტორული ანგარიში
1. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად, შიდა აუდიტის სუბიექტი ადგენს
შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის
შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესს, მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ
საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
2. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, გონივრული ვადის მითითებით
ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით
საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის
წარდგენის მიზნით.
3. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში
შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ და მასში ასახული
მიგნებები და რეკომენდაციები - შეთანხმებულად.
4. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა
აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, შიდა
აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილში ასახავს არგუმენტებს ან/და მოსაზრებებს
თავისი პოზიციის გასამყარებლად.
5. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება შიდა აუდიტორული ანგარიშის
პროექტთან დაკავშირებით აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.
6. შიდა აუდიტის სუბიექტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ
ანგარიშს და შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების
შესრულების
სამოქმედო
გეგმასთან
ერთად
უგზავნის
დაწესებულების
ხელმძღვანელს.
7. თუ შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან
საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის
სუბიექტი
შეუთანხმებელ
რეკომენდაციებს
უგზავნის
დაწესებულების
ხელმძღვანელს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც გონივრულ
ვადაში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.“.
17. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარედგინება დაწესებულების
ხელმძღვანელს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის
პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა
7
აუდიტის სუბიექტები შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს წარუდგენენ ასევე
ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე.“.
18. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შიდა აუდიტის სუბიექტი, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
შიდა აუდიტის სუბიექტისა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის
განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან −
მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და აწვდის მას აღნიშნული აუდიტორული
შემოწმების ანგარიშს მისი მომზადებიდან ერთი თვის ვადაში.“.
19. 27-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს როგორც შიდა აუდიტის, ისე
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასებას, კოორდინირებასა და
ჰარმონიზებას. ჰარმონიზაციის ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს
ფინანსთა მინისტრის წინაშე.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების
სტრატეგიის შემუშავებას და განახლებას, რომელიც მოიცავს სახელმწიფო შიდა
ფინანსური კონტროლის სისტემაში შემავალი ელემენტების ხარვეზების ანალიზს,
განვითარების შეფასებას და სამოქმედო გეგმას;“;
გ) მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შიდა აუდიტის, ასევე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის
სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოთა ჰარმონიზაციის
ცენტრებთან ურთიერთობების დამყარებასა და თანამშრომლობას;
ვ) შიდა აუდიტის სუბიექტების თანამშრომლებისთვის და ფინანსურ მართვასა
და
კონტროლზე
პასუხისმგებელი
პირებისთვის
პერიოდულად
სასწავლო/პრაქტიკული სემინარებისა და ტრენინგების დაგეგმვას, მათ მხარდაჭერას
და მათი საქმიანობის კოორდინაციას;“;
დ) მე-2 პუნქტის „თ-კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
შიდა აუდიტის, ასევე ფინანსური მართვისა და კონტროლის
თ)
მარეგულირებელი კანონმდებლობის, მეთოდოლოგიური დოკუმენტების და სხვა
სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესრულების შეფასებას და მონიტორინგს;
ი) შიდა აუდიტის და ფინანსური მართვისა და კონტროლის სტრატეგიების,
მეთოდოლოგიებისა და მათი სახელმწიფო სექტორში განხორციელების საკითხებზე
რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზებას;
8
კ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ
კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის შემუშავებას და საქართველოს ფინანსთა
მინისტრისთვის წარდგენას ყოველი წლის 31 მარტამდე, რომელიც თავის მხრივ
აღნიშნულ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას;“;
ე)
მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის
„ლ“ქვეპუნქტი:
„ლ) შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დანერგვას.“;
ვ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
20. დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:
„მუხლი 271. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის განვითარების
საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფები
ჩართულობის, კომუნიკაციის, საჭიროებათა ანალიზის და სხვა მიზნით,
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შეიძლება შეიქმნას შიდა აუდიტის და
დაწესებულების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების
საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობასა და
საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
21. 32-ე მუხლის:
ა) 31, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად დასამტკიცებელი
სამართლებრივი აქტები დაამტკიცონ ამ კანონით განსაზღვრულმა შესაბამისმა
პირებმა/ორგანოებმა, ხოლო, თუ ასეთი პირები/ორგანოები ამ კანონით არ არის
განსაზღვრული - საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.“;
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო
ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით, სამსახურებრივი
შემოწმების
ღონისძიებებს
ახორციელებს
დაწესებულების
შესაბამისი
სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული, რომლის უფლებამოსილება, საქმიანობის
წესი, მიზნები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების
დებულებით და გამიჯნულია შიდა აუდიტის ფუნქციისაგან.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობამ,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს ამ კანონის
9
პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული „სახელმწიფო შიდა ფინანსური
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მიღება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
10
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენელი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია შემდეგი
გარემოებებით:
1. ზოგიერთი ტერმინის დაზუსტებისა და უფრო გამართულად ჩამოყალიბების
საჭიროება;
2. შიდა აუდიტის ანგარიშის მომზადების ეტაპების ნათლად გაწერის
აუცილებლობა, რათა, როგორც შიდა აუდიტის სუბიექტს, ასევე შიდა აუდიტის
ობიექტს გააჩნდეს წარმოდგენა, თუ რა უფლება-მოვალეობების განხორციელება
უწევთ შიდა აუდიტორული ანგარიშგების მომზადებისას;
3. ჰარმონიზაციის ცენტრის სტრუქტურის ოპტიმიზაციის საჭიროება,
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირთან ასოცირების
შეთანხმების მე-5 კარის მე-2 თავის 279-ე მუხლის „d“ ქვეპუნქტის თანახმად,
მხარეებმა აიღეს ვალდებულება ითანამშრომლონ სახელმწიფო სექტორის შიდა
ფინანსური კონტროლის (PIFC) სფეროში ჰარმონიზაციის ცენტრის მხარდაჭერის და
მისი კომპეტენციების გაძლიერების მიზნით. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია
ჰარმონიზაციის ცენტრის სტრუქტურის ოპტიმიზაციით, მისი ფუნქციებისა და
სამართლებრივი ფორმის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში
მოყვანით.
ასევე, გათვალისწინებულ იქნა „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ,
ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და
ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის
ეროვნული სამოქმედო გეგმის“ მე-5 კარის („ეკონომიკური თანამშრომლობა“) ის
ნაწილი,
რომლის
თანახმადაც,
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო
უზრუნველყოფს ჰარმონიზაციის ცენტრის საქმიანობის დახვეწას, გაძლიერებას და
ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრას, ასევე, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის
მომზადებას და დამტკიცებას და სისტემური, ფინანსური და ეფექტიანობის
აუდიტის აღქმისა და მისი პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერას
სამინისტროებში.
11
ყოველივე
ზემოაღნიშნულმა
განაპირობა
სათანადო
საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების აუცილებლობა და,
წინამდებარე კანონპროექტის შემუშავება.
საკითხების
შესაბამისად,
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის
მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან
მიახლოება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 279-ე მუხლის ქვეპუნქტების
შესაბამისობაში მოყვანა, ორმაგი ინტერპრეტაციის აღმოფხვრა და საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ზუსტდება კანონის რეგულირების ფარგლები. კონკრეტდება,
რომ „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი
არეგულირებს
ასევე
ავტონომიური
რესპუბლიკებში,
ადგილობრივი
თვითმართველობის ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და სხვა
საბიუჯეტო ორგანიზაციებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის
დანერგვის წესს, პრინციპებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
შესაბამისად, მას შემდეგ რაც „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გათვალისწინებული დაწესებულებები და საბიუჯეტო ორგანიზაციები შექმნიან
შიდა აუდიტის სუბიექტებს, მათი ფუნქციონირება განისაზღვრება ამ კანონის
მიხედვით, ხოლო კანონის II თავით გათვალისწინებული ფინანსური მართვა და
კონტროლი შეეხება ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას და საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს მიუხედავად იმისა, შეიქმნება თუ არა მათში შიდა აუდიტის
სუბიექტი.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის
შესაბამისად, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საკანონმდებლო ცვლილებათა
მომზადება, რათა გაუმჯობესდეს ჰარმონიზაციის ცენტრის ქმედითუნარიანობა,
კერძოდ ჰარმონიზაციის ცენტრი ჩამოყალიბდეს როგორც მუდმივმოქმედი,
კომპეტენტური ერთეული და გათავისუფლდეს ინტერესთა კონფლიქტისა და
ფუნქციური დამოუკიდებლობის შეზღუდვისაგან. აღნიშნული რეკომენდაციის
უზრუნველსაყოფად, კანონპროექტის მიხედვით, იცვლება ჰარმონიზაციის ცენტრის
სტატუსი, და იგი ყალიბდება ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფად.
შესაბამისად, ჰარმონიზაციის ცენტრი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს
ფინანსთა მინისტრის წინაშე და მას ყოველი წლის 31 მარტამდე წარუდგენს
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ
კონსოლიდირებულ წლიურ ანგარიშს, რომელსაც საქართველოს ფინანსთა
მინისტრი, თავის მხრივ, წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ევროკავშირის
მოდელის მიხედვით სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის
12
ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე პასუხისმგებელ ორგანოს უნდა წარმოადგენდეს
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმისა და საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში
სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი დაწესებულება, ვინაიდან
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა მჭიდროდ არის
დაკავშირებული
საბიუჯეტო
და
სახაზინო
კუთხით
განხორციელებულ
რეფორმებთან და საჯარო ფინანსების ეფექტურ ხარჯვასთან, საუკეთესო პრაქტიკას
წარმოადგენს ჰარმონიზაციის ცენტრის ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ
ერთეულად ჩამოყალიბება. მსგავსი რეფორმა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპისა
და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყნებში (მაგ.: ალბანეთი, სერბეთი,
მონტენეგრო, ხორვატია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, პოლონეთი,
სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და სხვა), სადაც ფინანსური მართვისა და
კონტროლის, მენეჯერული ანგარიშვალდებულებისა და შიდა აუდიტის
განვითარება/შეფასებაზე პასუხისმგებელია ფინანსთა სამინისტრო. შესაბამისად,
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მე-5 კარის მე-2 თავის 279-ე მუხლის
პირველი ქვეპუნქტის მიხედვით პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის შემდგომი განვითარება
ეფუძნებოდეს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებისა და
მეთოდოლოგიების, ასევე ევროკავშირის კარგ პრაქტიკას.
კანონპროექტის მიხედვით, იხვეწება და უფრო სრულყოფილად ყალიბდება
ასევე ჰარმონიზაციის ცენტრის ფუნქციები და ამოცანები.
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის განვითარების, ჩართულობის,
კომუნიკაციის, საჭიროებათა ანალიზის და სხვა მიზნით, კანონპროექტი
ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ სამუშაო ჯგუფების
შექმნის შესაძლებლობას.
ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მე-5 კარის მე-2 თავის 279-ე
მუხლი ქვეპუნქტებში საუბარია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის
სისტემის შემდგომი განვითარებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობაზე,
რომელიც მიღწევადია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სტრატეგიული
ხედვის დოკუმენტის დამტკიცებით.
აქედან გამომდინარე, კანონპროექტის
საფუძველზე ცვლილება შედის კანონის მოქმედ რედაქციაში, რომელიც ეხება
ჰარმონიზაციის ფუნქციებს და ხორციელდება თანაბარი მნიშვნელობის მინიჭება,
როგორც შიდა აუდიტისთვის, ასევე ფინანსური მართვისა და კონტროლისთვის.
შესაბამისად, კანონის არსებულ რედაქციას დაემატება ჰარმონიზაციის ისეთი
მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები როგორიცაა სახელმწიფო შიდა ფინანსური
კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განახლება,
მეთოდოლოგიური დოკუმენტების და სხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების
შესრულების შეფასება და მონიტორინგი, შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების
პროგრამის დანერგვა და სხვა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს ის, რომ
კანონპროექტის მიხედვით, დაწესებულებაში ინსპექტირების ქვედანაყოფი (ასეთის
13
არსებობის შემთხვევაში) უნდა გაიმიჯნოს შიდა აუდიტის სუბიექტის
საქმიანობისგან, რაც წარმოადგენს ევროკავშირის, სხვადასხვა დონორებისა და ასევე,
ეკონომიკური
თანამშრომლობისა
და
განვითარების
ორგანიზაციის
ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) საქართველოს შეფასების მესამე რაუნდის
მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს.
კანონპროექტის მიხედვით ხორციელდება შემდეგი კონკრეტული ცვლილებები:
1. კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით:
ა) ცვლილებას განიცდის კანონის მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის
პირველი პუნქტი, რომლითაც ზუსტდება კანონის რეგულირების სფერო და
მიეთითება, რომ იგი ვრცელდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების,
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებზე და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებზე;
ბ) შესაბამისი რედაქციით ყალიბდება კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი,
საიდანაც ხდება მითითების ამოღება ჰარმონიზაციის ცენტრზე და ჩაიწერება, რომ
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა
სუბიექტებს შორის ურთიერთობები, მათი უფლებამოსილებები და მოვალეობები.
აღნიშნული ნორმიდან ჰარმონიზაციის ცენტრის ამოღება განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ჰარმონიზაციის
ცენტრი ყალიბდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურულ
ქვედანაყოფად და იგი სხვა სუბიექტებთან ურთიერთობას უზრუნველყოფს
ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით;
გ) შესაბამისი რედაქციით ყალიბდება კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი,
რომლის
მიხედვითაც,
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო,
თავისი
სტრუქტურული ქვედანაყოფის - ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით ხელს
შეუწყობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებასა და
განვითარებას;
დ) კანონის პირველი მუხლის მოქმედ რედაქციას ემატება მე-5 და მე-6
პუნქტები, რომლებითაც განისაზღვრება კანონის მოქმედების სფერო. იმის
გათვალისწინებით,
რომ
აღნიშნული
რეფორმა
მნიშვნელოვანია
ქვეყნის
განვითარებისთვის და ვინაიდან პრაქტიკაში ხდებოდა ამ კანონის მოქმედების
არეალის
სხვადასხვაგვარი
ინტერპრეტირება,
აუცილებელი
გახდა
იმის
დაკონკრეტება, რომ იმ დაწესებულებებზე, რომლებშიც შექმნილია და
ფუნქციონირებს შიდა აუდიტის სუბიექტები, უნდა გავრცელდეს აღნიშნული
კანონის მოქმედება. ამასთან, ფინანსური მართვა და კონტროლი, როგორც ყველაზე
მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოხდეს სახელმწიფო სახსრების
ეკონომიური, პროდუქტიული და ეფექტიანი მართვა, უნდა გავრცელდეს ყველა
საბიუჯეტო ორგანიზაციაზე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე,
მიუხედევად მათში შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნის ვალდებულებისა.
14
2. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ზუსტდება
ტერმინთა განმარტებები. კერძოდ, ცვლილებას განიცდის კანონის მე-2 მუხლის „გზ“, „ი“ „ლ“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტები:
- „გ“ ქვეპუნქტის ცვლილების მიხედვით, კონკრეტდება, რომ შიდა აუდიტის
ობიექტი მოიცავს ასევე დაწესებულების სისტემას;
- „დ“ ქვეპუნქტის ცვლილებით განისაზღვრება, რომ „დაწესებულება“ მოიცავს
ასევე ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების აპარატებს, ყველა იმ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს, რომელთა ჩამონათვალსაც ჰარმონიზაციის ცენტრის
წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ასევე ის სუბიექტები,
რომლებზეც ვრცელდება კანონის II თავი (ფინანსური მართვა და კონტროლი);
- „ე“ ქვეპუნქტის ცვლილების მიხედვით ხდება „შიდა კონტროლის სისტემის“
ტერმინის განმარტების რედაქციულად გამართვა, ხდება უფრო ლაკონური და
მოქმედ რედაქციაში არსებულ სიტყვების განმეორების აღმოფხვრა;
- „ვ“ ქვეპუნქტის ცვლილება რედაქციული ხასიათისაა. კერძოდ, ვინაიდან შიდა
კონტროლის არსი ახსნილია „ე“ ქვეპუნქტში, აღარ არსებობს იმის გამეორების
საჭიროება, რომ ფინანსური მართვა და კონტროლი შიდა აუდიტთან ერთად ქმნის
შიდა კონტროლს;
- „ზ“ ქვეპუნქტის ცვლილების მიხედვით, შიდა აუდიტის დეფინიციას ემატება
მარწმუნებელი ფუნქცია, რომელიც შესაბამისობაშია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის
(The IIA) პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან, ამასთან სიტყვა
„დისციპლინებული“, იცვლება სიტყვით „დისციპლინირებული“;
- „ი“ ქვეპუნქტის ცვლილების მიხედვით, ჰარმონიზაციის ცენტრი განიმარტება
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;
- „ლ“ ქვეპუნქტის ცვლილების მიხედვით „შესაბამისობის აუდიტის“ განმარტება
შესაბამისობაში მოდის IIA, IPPF სტანდარტებთან და განიმარტება როგორც
„დაწესებულების საქმიანობის
პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან,
კანონებსა და რეგულაციებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება“.
- „პ“ ქვეპუნქტის ცვლილების მიხედვით, იცვლება „შიდა აუდიტორული
ანგარიშის“ განმარტება. ტერმინის მოქმედი რედაქცია შეუსაბამობაში იყო ამავე
კანონში არსებულ სხვა დეფინიციასთან. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ
კანონის 22-ე მუხლის თანახმად, შიდა აუდიტორული ანგარიში არის შიდა
აუდიტორული შემოწმების ერთ-ერთი ეტაპი, ცვლილების მიხედვით, „შიდა
აუდიტორული ანგარიშის“ ცნებაში სიტყვები „შიდა აუდიტორული შემოწმების
შედეგად“, იცვლება სიტყვებით „შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად“. გარდა
ამისა, ტერმინი „გამოვლენილი ფაქტები“ იცვლება „მიგნებებით“, რომელიც
შესატყვისია ინგლისურ ლიტერატურაში გამოყენებული სიტყვა
„findings“-ისა.
ამასთან, ვინაიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყენებს ტერმინს „მიგნებები“,
ერთიანი
მიდგომების
ჩამოსაყალიბებლად,
მიზანშეწონილია
ტერმინი
„გამოვლენილი ფაქტები“ შეიცვალოს „მიგნებებით“.
15
- „რ“ ქვეპუნქტის ცვლილების მიხედვით, ზუსტდება „შიდა აუდიტის
სტანდარტების“ ტერმინის განმარტება და მიეთითება, რომ იგი შეესაბამება შიდა
აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) სტანდარტებს.
3. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ცვლილებას
განიცდის კანონის მე-3 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები, კერძოდ:
ა)
მე-4
პუნქტის
ცვლილების
მიხედვით,
შიდა
აუდიტორის
დამოუკიდებლობასთან მიმართებით ხდება მითითების ამოღება „საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებზე“. იმის გათვალისწინებით, რომ
ნორმის მოქმედი რედაქციის თანახმად, შიდა აუდიტორი მოქმედებს საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე, აღარ არსებობს ამავე ნორმაში კიდევ ერთხელ
ყურადღების გამახვილება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
გამონაკლისებზე,
ვინაიდან
შიდა
აუდიტორის
საქმიანობა
მოქმედი
კანონმდებლობის საფუძველზე უკვე გულისხმობს მისი ყველა ქმედების
დასაშვებობას მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში;
ბ) მე-6 პუნქტი შესაბამისობაში მოდის კანონპროექტით გათვალისწინებულ 23-ე
მუხლის ახალ რედაქციასთან. ცვლილების შესაბამისად, დაწესებულების
ხელმძღვანელი უზრუნველყოფს უკვე საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში
ასახულ რეკომენდაციებზე რეაგირებას.
4. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ცვლილებას
განიცდის კანონის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლი, კერძოდ:
ა) პირველი პუნქტის:
„გ“ ქვეპუნქტის ცვლილების მიხედვით, კონკრეტულად განისაზღვრება, რომ იმ
საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალს, რომლებშიც შიდა
აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითრების სტრატეგიის შესაბამისად უნდა
შეიქმნას შიდა აუდიტის სუბიექტები, დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით;
„დ“ ქვეპუნქტის ცვლილება რედაქციული ხასიათისაა და შესაბამისობაში მოდის
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 50-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც
გამგეობა/მერია
არის
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი
ორგანოს
დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება;
ბ) ხდება მე-3 პუნქტის დამატება, რომლის მიზანია შიდა აუდიტის სუბიექტების
ერთგვაროვანი და თანმიმდევრული განვითარება. შესაბამისად დაწესებულებები,
რომლებიც ვალდებული არიან, ან საკუთარი ინიციატივით შექმნიან შიდა აუდიტის
სუბიექტებს, ვალდებული იქნებიან შიდა აუდიტის სუბიექტის დებულება
შეიმუშაონ ჰარმონიზაციის ცენტრთან კონსულტაციით, ხოლო ჰარმონიზაციის
ცენტრის ინფორმირება შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნის თაობაზე მიზნად ისახავს
როგორც შიდა აუდიტის სუბიექტში დასაქმებული აუდიტორების პროფესიულ
განვითარებას, ასევე ამ სუბიექტების მიერ ჩატარებული აუდიტორული ანგარიშების,
სტრატეგიული გეგმების და წლიური გეგმების ხარისხის შეფასებას. ამასთან,
16
გასათვალისწინებელია შემდეგი: ცხადია, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის
რეფორმის განხორციელება გათვალისწინებულია მაქსიმალური მასშტაბებით,
თუმცა, ამ ეტაპზე, არსებული რესურსის გათვალისწინებით, რეფორმა
მონიტორინგის განხორციელების ნაწილში, ხდება მხოლოდ კანონპროექტით
(კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ
დაწესებულებებში.
5. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ცვლილებას
განიცდის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, სადაც, კანონის
მიზნებიდან გამომდინარე, მიეთითება, რომ ფინანსური მართვისა და კონტროლის
სისტემა ხორციელდება ზოგადად სახსრებისა (არამხოლოდ საბიუჯეტო) და
რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების
საშუალებით.
6. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ახალი
რედაქციით ყალიბდება კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის
მიხედვითაც,
დაწესებულების
ყველა
იერარქიულ
საფეხურზე
მდგომი
ხელმძღვანელი პასუხისმგებელი იქნება ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე მის მიერ
განხორციელებული სახსრების (არამხოლოდ სახელმწიფო სახსრების) მართვაზე.
7. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ითვალისწინებს კანონის მე-8
მუხლის მე-3 პუნქტის ამოღებას, რომლის მიხედვითაც, დაწესებულების
ხელმძღვანელი ასრულებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ განხილულ და
მოწონებულ მეთოდურ მითითებებს მენეჯერული ანგარიშვალდებულების შესახებ,
რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმით, კანონის მოქმედი რედაქციის
მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებულ ფინანსური მართვისა და კონტროლის
სახელმძღვანელოს. აღნიშნულ სახელმძღვანელოში, ძირითადად, შესული იქნება ის
საკითხები, რომლებიც აღწერილია კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მენეჯერული ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის ფარგლები.
8. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით ზუსტდება
დაწესებულების ხელმძღვანელის დელეგირების უფლებამოსილება, რომელიც ეხება
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემას. კანონის მე-9 მუხლის პირველი
პუნქტის არსებული რედაქციის თანახმად, „დაწესებულების ხელმძღვანელს
შეუძლია მოახდინოს ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების დელეგირება
მისდამი დაქვემდებარებულ უფლებამოსილ პირზე“. ნორმის მოცემული შინაარსი
იძლევა სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას, ამიტომაც, წარმოდგენილი
ცვლილების მიხედვით, უფრო მკაფიოდ განისაზღვრება კანონის II თავით
გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირების შესაძლებლობა.
17
9. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, ახალი
რედაქციით ყალიბდება კანონის მე-12 მუხლი. თუმცა ხდება მუხლის მხოლოდ
რედაქციული ცვლილება, გარდა იმ შემთხვევისა, რომლის თანახმადაც
დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებული იყო ყოველწლიურად დაემტკიცებინა
რისკის მართვის სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგიის ვადაში შეზღუდვა
მიზანშეუწონელია, ვინაიდან დაწესებულების ხელმძღვანელი თავად არის
პასუხისმგებელი მართოს რისკები, შესაბამისად ამ რისკების სამართავად ის შექმნის
სტრატეგიას თუ დაისახავს სხვა მიზანს რისკების სამართავად, ეს მისი
უფლებამოსილებაა. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია იმ ვალდებულების
ამოღება რომლის მიხედვითაც დაწესებულების ხელმძღვანელი ყოველწლიურად
ამტკიცებს რისკის მართვის სტრატეგიას.
10. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს კანონის მე16 მუხლის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების დანაწილების
პრინციპის გათვალისწინებით, ზუსტდება იმ დაწესებულებების ჩამონათვალი,
რომლებმაც ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და
განვითარების მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში უნდა წარუდგინონ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ამასთან, გასათვალისწინებელია შემდეგი:
ცხადია, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის განხორციელება
გათვალისწინებულია მაქსიმალური მასშტაბებით, თუმცა, ამ ეტაპზე, არსებული
რესურსის გათვალისწინებით, რეფორმა ანგარიშგების განხორციელების ნაწილში,
ხდება მხოლოდ კანონპროექტით (კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“
ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ დაწესებულებებში.
11. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ითვალისწინებს
რედაქციული ხასიათის ცვლილებას კანონის მე-17 მუხლში და აზუსტებს, რომ შიდა
აუდიტის სუბიექტის საქმიანობა ხორციელდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით.
12. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ითვალისწინებს კანონის მე18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების ცვლილებას, კერძოდ:
- „ა“
ქვეპუნქტის მოქმედი რედაქცია შესაბამისობაში მოდის როგორც
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე
საერთაშორისო სტანდარტებთან. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ
კანონპროექტით შემოთავაზებული კანონის
მე-12 მუხლის მიხედვით,
დაწესებულების წინაშე არსებული რისკების დადგენა არის მენეჯერული ფუნქცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
ცვლილების მიხედვით, შიდა აუდიტის კომპეტენცია იქნება მხოლოდ რისკების
მართვის ხარისხის შეფასება და იგი არ განახორციელებს დაწესებულების წინაშე
არსებული რისკების დადგენას;
18
- „გ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, შიდა აუდიტი ახორციელებს
„დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის
შეფასებას/მონიტორინგს“. აღსანიშნავია, რომ შიდა აუდიტი შესაბამისობის აუდიტის
შედეგად აფასებს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მაგრამ მონიტორინგს არ
ახორციელებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილების მიხედვით, „გ“
ქვეპუნქტიდან ხდება მითითების ამოღება საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელებაზე.
13. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ითვალისწინებს
ცვლილებას კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, რაც
განპირობებულია იმით, რომ შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი
ეტაპებისგან: დაგეგმვა, განხორციელება, ანგარიშგება და მონიტორინგი (მუხლი 22).
დაგეგმვის ეტაპი გულისხმობს, რომ შემოწმება დაწყებულია, თუმცა შესაძლოა
აუდიტის მასშტაბი ჯერ კიდევ არ იყოს საბოლოოდ ცნობილი და დაგეგმვის ეტაპზე
ის საბოლოოდ ყალიბდება, რის შემდგომაც შესაძლებელია სრული აღქმა როგორც
მასშტაბის, ასევე კონკრეტული აქტივობების. შესაბამისად, მიზანშეწონილია
შემოწმების ინდივიდუალური გეგმის წარდგენა ობიექტისთვის მოხდეს არა
დაწყებისთანავე, არამედ უშუალოდ აუდიტის განხორციელების ეტაპის წინ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება ხორციელდება
კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც, შიდა
აუდიტორი ვალდებულია შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის
ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა
(ნაცვლად შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე).
14. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით, ცვლილება
ხორციელდება კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, რითაც
აღნიშნული ნორმა შესაბამისობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან.
ნორმის მოქმედი რედაქციის თანახმად, შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი
„უზრუნველყოფს კვალიფიციური შიდა აუდიტორების შერჩევას და დაწესებულების
ხელმძღვანელს წარუდგენს მათ დასანიშნად“. ვინაიდან, საჯარო სამსახურში პირის
დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის გზით, შესაბამისად შიდა აუდიტის
სუბიექტის უფროსი ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური შიდა აუდიტორების
შერჩევას და დაწესებულების ხელმძღვანელისათვის მათ წარდგენას დასანიშნად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო ცვლილება ხორციელდება მე-20 მუხლის
მე-3 პუქნტის „ე“ ქვეპუნქტში და მითითება, რომ შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი
უზრუნველყოფს შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას.
15. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-15 პუნქტი ითვალისწინებს
ცვლილებებს კანონის 21-ე მუხლში, კერძოდ:
ა) მე-5 პუნქტის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს შიდა აუდიტის
სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს, თუმცა
19
გაცემულ რეკომენდაციებში შესაძლებელია არსებობდეს ისეთი რეკომენდაციები,
რომელიც ხელმძღვანელმა შეიძლება უმნიშვნელოდ ჩათვალოს ან არ გაიზიაროს და
შესაბამისად, აზრი ეკარგება აღნიშნული რეკომენდაციების მონიტორინგს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ცვლილებით
განისაზღვრება, რომ შიდა აუდიტის წლიურ გეგმაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს
რეკომენდაციების (შესაძლოა არა ყველა გაცემული რეკომენდაციის) შესრულების
მონიტორინგი;
ბ) მე-8 პუნქტში ემატება ჩანაწერი, რომელიც აზუსტებს იმ დაწესებულებებს,
რომლებიც ვალდებულნი არიან შიდა აუდიტის სუბიექტების წლიური და
სტრატეგიული გეგმები გაუგზავნონ ჰარმონიზაციის ცენტრს. კერძოდ, აღნიშნული
ვალდებულება ეკისრებათ მხოლოდ საქართველოს სამინისტროებს, აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების აპარატებსა და სამინისტროებს
და იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებშიც შეიქმნება შიდა
აუდიტის სუბიექტი. აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ ამ
ეტაპზე, არსებული რესურსის გათვალისწინებით, აღნიშნული რეფორმა
ანგარიშგების ნაწილში, ხდება მხოლოდ კანონპროექტით (კანონის მე-4 მუხლის
პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ დაწესებულებებში.
16. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-16 პუნქტი ითვალისწინებს კანონის 23ე მუხლის ჩამოყალიბებას ახალი რედაქციით, რომელიც განსაზღვრავს შიდა
აუდიტორული ანგარიშის მომზადების პროცესს და შიდა აუდიტის სუბიექტისა და
შიდა აუდიტის ობიექტის ურთიერთობას ამ პროცესში. აღნიშნული მუხლის
მოქმედი რედაქცია იწვევდა შიდა აუდიტორთა შორის გაურკვევლობას და იძლეოდა
სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას.
მნიშვნელოვან ცვლილებებს წარმოადგენს შიდა აუდიტის სუბიექტისათვის
უფლების მინიჭება გონივრული ვადა განუსაზღვროს შიდა აუდიტის ობიექტს შიდა
აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებული მოსაზრებების წარსადგენად.
შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება წარმოადგენს საბოლოო ანგარიშის ნაწილს და
რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად ეგზავნება
დაწესებულების ხელმძღვანელს. შეუთანხმებელი რეკომენდაციების არსებობის
შემთხვევაში, შიდა აუდიტის სუბიექტი უგზავნის მათ დაწესებულების
ხელმძღვანელს, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. კანონპროექტი ასევე,
ავალდებულებს დაწესებულების ხელმძღვანელს მოახდინოს საბოლოო შიდა
აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან
შიდა აუდიტის სუბიექტი წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელის დამხმარე
საშუალებას, შეაფასოს დაწესებულებაში არსებული კონტროლის მექანიზმები.
ცვლილების მიხედვით:
ა) პირველი პუნქტი დაიხვეწა რედაქციული თვალსაზრისით, კერძოდ,
მიეთითა, რომ აუდიტორული ანგარიში არის აუდიტორული შემოწმების ნაწილი და,
შესაბამისად, იგი არის არა შემოწმების, არამედ აუდიტის განხორციელების შედეგი;
20
ბ) მე-2 პუნქტის თანახმად, არსებულ რედაქციას ემატება „გონივრული ვადა“, იმ
მიზნით, რომ შიდა აუდიტის ობიექტმა ხელოვნურად არ აარიდოს თავი თავისი
მოსაზრებების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოდგენას;
გ) მე-3 პუნქტით განისაზღვრება, თუ რა შედეგი მოყვება შიდა აუდიტის
ობიექტის მიერ გონივრული ვადის გაშვებას. ასეთ შემთხვევაში, ანგარიშის პროექტი
ჩაითვლება საბოლოოდ და შეთანხმებულად. აღნიშნული დეფინიცია ერთგვარად
პრევენციულია, რათა შიდა აუდიტის ობიექტებმა არ აარიდონ თავი ანგარიშზე
შესაბამის რეაგირებას;
დ) მე-4 პუნქტის თანახმად, თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა
აუდიტორული ანგარიშის პროექტს, საპასუხო წერილში ასახავს საკუთარ პოზიციას
ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით;
ე) მე-5 პუნქტის თანახმად, შიდა აუდიტის ობიექტის პასუხი აისახება საბოლოო
ანგარიშში;
ვ) მე-6 პუნქტის თანახმად, შიდა აუდიტის სუბიექტი საბოლოოდ აყალიბებს
შიდა აუდიტორულ ანგარიშს და წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს შიდა
აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასთან ერთად;
ზ) მე-7 პუნქტის თანახმად, თუ შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის
ობიექტი ვერ თანხმდებიან შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციაზე,
შიდა აუდიტის ობიექტი აღნიშნულ რეკომენდაციას უგზავნის დაწესებულების
ხელმძღვანელს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც გონივრულ
ვადაში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
17. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-17 პუნქტი ითვალისწინებს
ცვლილებას კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლითაც კონკრეტდება ის
დაწესებულებები, რომელთა შიდა აუდიტის სუბიექტები ვალდებულნი არიან შიდა
აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინონ ჰარმონიზაციის ცენტრსაც. კერძოდ,
აღნიშნული ვალდებულება ეკისრებათ მხოლოდ საქართველოს სამინისტროებს,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების აპარატებსა და
სამინისტროებს და იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებშიც
შეიქმნება
შიდა
აუდიტის
სუბიექტი.
აღნიშნულთან
დაკავშირებით
გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე, არსებული რესურსის გათვალისწინებით,
აღნიშნული რეფორმა ანგარიშგების ნაწილში, ხდება მხოლოდ კანონპროექტით
(კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ
დაწესებულებებში.
18. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-18 პუნქტი ითვალისწინებს
ცვლილებას კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რითაც აღნიშნული ნორმა
შესაბამისობაში მოდის ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონთან, რომლის თანახმად, თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების
მინიმალურ მოთხოვნებს (თავდაცვის სფეროში კრიტიკული ინფორმაციული
სისტემის სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირების გათვალისწინებით)
21
განსაზღვრავს კიბერუსაფრთხოების ბიურო სტანდარტიზაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის (ISO) და ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის
ასოციაციის (ISACA) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების
შესაბამისად.
19. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-19 პუნქტი ითვალისწინებს
ცვლილებებს კანონის 27-ე მუხლში, კერძოდ:
ა) იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის თანახმად, ჰარმონიზაციის
ცენტრი
განიმარტება,
როგორც
საქართველოს
ფინანასთა
სამინისტროს
სტრუქტურული ქვედანაყოფი, 27-ე მუხლის პირველ პუნქტში მიეთითება, რომ იგი
ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი იცვლება ზოგადი ჩანაწერით, რომლის
მიხედვითაც, ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს სახელმწიფო შიდა
ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და
განახლებას, რომელიც მოიცავს სახელმწიფო შიდა ფინანასური კონტროლის
სისტემის ხარვეზების ანალიზს, განვითარების შეფასებას და სამოქმედო გეგმას, რაც
გულისხმობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის შეფასების
შედეგად აღნიშნული სისტემის გაძლიერებისთვის და მომავალი განვითარებისათვის
სამოქმედო გეგმის დასახვას;
გ) მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების ცვლილების მიხედვით,
ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს არამხოლოდ შიდა აუდიტის კუთხით
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და სასწავლო პრაქტიკული
სემინარების დაგეგმვას, არამედ აღნიშნული ფუნქციის განხორციელებას ფინანსური
მართვისა და კონტროლის კუთხითაც;
დ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის ცვლილების მიხედვით, ჰარმონიზაციის
ცენტრი უზრუნველყოფს როგორც შიდა აუდიტის, ასევე ფინანსური მართვისა და
კონტროლის
მარეგულირებელი
კანონმდებლობის,
მეთოდოლოგიური
დოკუმენტების და სხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესრულების შეფასებას
და მონიტორინგს;
ე) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის ცვლილების მიხედვით, ჰარმონიზაციის ცენტრი
ახორციელებს ასევე ფინანსური მართვისა და კონტროლის სტრატეგიების,
მეთოდოლოგიებისა და მათი სახელმწიფო სექტორში განხორციელების საკითხებზე
რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზებას;
ვ) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის ცვლილების მიხედვით, ჰარმონიზაციის ცენტრი
უზრუნველყოფს
სახელმწიფო
შიდა
ფინანსური
კონტროლის
სისტემის
განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის შემუშავებას და
საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის წარდგენას ყოველი წლის 31 მარტამდე,
ხოლო სქართველოს ფინანსთა მინისტრი, თავის მხრივ, აღნიშნულ ანგარიშს
წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ზ) მე-2 პუნქტს ემატება „ლ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ჰარმონიზაციის
ცენტრი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის
22
დანერგვას, რაც გულისხმობს საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზების
შედეგად სასერთიფიკაციო პროგრამის დანერგვას და განხორციელებას, რაც
მნიშვნელოვანია აუდიტორთა ხარისხის ასამაღლებლად;
თ) მე-3 და მე-4 პუნქტების ამოღება განპირობებულია ჰარმონიზაციის ცენტრის
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
სტრუქტურულ
ქვედანაყოფად
ჩამოყალიბებით.
20. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით, კანონს ემატება
27 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის
განვითარების საკითხების განმხილველი ჯგუფების შექმნას.
1
21. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-21 პუნქტის მიხედვით, ცვლილებას
განიცდის კანონის 32-ე მუხლი, კერძოდ:
ა) იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის მიხედვით, ჰარმონიზაციის
ცენტრი
განიმარტება
როგორც
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
1
სტრუქტურული ქვედანაყოფი, ხდება 3 პუნქტის ამოღება, რომლის თანახმადაც,
საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფდა შიდა აუდიტთან დაკავშირებული
საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნას და მისი დებულების დამტკიცებას;
ბ) ხდება ასევე მე-4 და მე-5 პუნქტების ამოღება, ვინაიდან აღნიშნული
ნორმებით გათვალისწინებულ დაწესებულებებში უკვე შექმნილია შიდა აუდიტის
სუბიექტები; რაც შეეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შიდა აუდიტის
სუბიექტის შექმნას, ის დარეგულირებულია წარმოდგენილი კანონპროექტის მე-2
მუხლით. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნა
ადგილობრივ
თვითმმართველობებში
დამოკიდებულია
საკრებულოს
გადაწყვეტილებაზე,
რაიმე
სახის
ვადის
დაწესება
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებისათვის შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს მათი
დამოუკიდებლობის პრინციპს;
გ) მე-8 პუნქტის ცვლილება რედაქციული ხასიათისაა. ნორმიდან ხდება
მითითების ამოღება „ინსტრუქციებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე“,
ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ჩვეულებრივ სამართლებრივ აქტებს, რომლებსაც
ამავე პუნქტის მიხედვით, ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთან,
აღნიშნული სამართლებრივი აქტების მისაღებად აღარ იქნება საჭირო
ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ მათი განხილვა და მოწონება;
დ) მე-10 პუნქტი იხვეწება რედაქციულად და კონკრეტდება, რომ შიდა აუდიტის
ფუნქცია გამიჯნული უნდა იყოს ინსპექტირების ფუნქციისაგან.
22. კანონპროექტის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის
ვადაში, საქართველოს მთავრობამ,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
წარდგინებით უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით
განსაზღვრული „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს
23
კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
სამართლებრივი აქტის მიღება
23. კანონპროექტის მე-3 მუხლის მიხედვით, კანონპროქტის ამოქმედებისათვის
გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად დაფინანსების წყაროსთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ
შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
24
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
25
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელებშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 1. კანონის მიზნები და მოქმედების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო სექტორში სახელმწიფო შიდა
ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის წესს, პრინციპებს და სხვა საკითხებს,
რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის
შემუშავებისათვის, ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის.
2. ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება სახელმწიფო შიდა ფინანსური
კონტროლის სისტემის არსებობისთვის აუცილებელი მეთოდოლოგია, სტანდარტები
და ამ სისტემის დანერგვისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ჰარმონიზაციის
ცენტრსა და სხვა სუბიექტებს შორის ურთიერთობები, მათი უფლებამოსილებები და
მოვალეობები.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის უფლებამოსილი ორგანო,
რომელიც კოორდინაციას უწევს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის
სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ხოლო ჰარმონიზაციის ცენტრი
სამდივნოს მეშვეობით ახორციელებს აღნიშნული საკითხების კოორდინაციასა და
ჰარმონიზაციას.
4. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემა მოიცავს:
ა) ფინანსურ მართვას და კონტროლს;
ბ) შიდა აუდიტს;
გ) ჰარმონიზაციის ცენტრს.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შიდა აუდიტის სუბიექტი – დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი
(ერთეული) ან დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეული , რომელიც
უფლებამოსილია განახორციელოს შიდა აუდიტი ამ კანონის მოთხოვნათა
შესაბამისად;
ბ) შიდა აუდიტორი – შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომელი, რომელიც
ახორციელებს შიდა აუდიტს ამ კანონით დადგენილი წესით;
გ) შიდა აუდიტის ობიექტი − დაწესებულება, მისი სტრუქტურული
ქვედანაყოფი (ერთეული) ან/და მისდამი დაქვემდებარებული ერთეული, რომელშიც
ხორციელდება შიდა აუდიტი;
დ) დაწესებულება − ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული
დაწესებულებები;
ე) შიდა კონტროლი – მენეჯერული, ფინანსური და სხვა სახის კონტროლის
მექანიზმების სისტემა, რომელიც მოიცავს ორგანიზაციულ სტრუქტურას, მეთოდებს,
პროცედურებს, შიდა აუდიტს და რომელიც ყალიბდება, რათა დაეხმაროს
დაწესებულებას, მიაღწიოს თავის მიზნებს და კანონიერად, ეკონომიურად,
26
ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართოს თავისი საქმიანობა. შიდა კონტროლის
სისტემის ჩამოყალიბება არის დაწესებულების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობა,
რომლის საშუალებითაც უნდა იქნეს მიღწეული დაწესებულების მიზნები
საბიუჯეტო სახსრების კანონიერი, გამჭვირვალე, ეკონომიური, ეფექტიანი და
პროდუქტიული გამოყენებით;
ვ) ფინანსური მართვა და კონტროლი – შიდა აუდიტთან ერთად შიდა
კონტროლის სისტემა , რომელიც ინერგება და ხორციელდება ხელმძღვანელების
მიერ, რაც უზრუნველყოფს დაწესებულების მიზნების მიღწევისას საბიუჯეტო
სახსრების კანონიერ , გამჭვირვალე, ეკონომიურ , ეფექტიან და პროდუქტიულ
გამოყენებას ;
ზ) შიდა აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი
მიზნების
მიღწევის
უზრუნველყოფისკენ
მიმართული
დამოუკიდებელი,
ობიექტური და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული,
დისციპლინებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის,
კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას და მიმართულია
დაწესებულების ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ;
თ) შიდა აუდიტორული შემოწმება − სარეკომენდაციო შემოწმება, რომელიც
მოიცავს შიდა აუდიტის ობიექტში განსახორციელებელი ქმედებების, დავალებებისა
და პროცესების ერთობლიობას;
ი) ჰარმონიზაციის ცენტრი − საქართველოს მთავრობასთან შექმნილი შიდა
კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო, რომელიც
სამდივნოს მეშვეობით უზრუნველყოფს სახელმწიფო სექტორში სახელმწიფო შიდა
ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვას, განვითარებას, ფუნქციურ
სრულყოფას და აღნიშნული საკითხების კოორდინაციას;
კ) სისტემური აუდიტი − ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის
ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ლ) შესაბამისობის აუდიტი – შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო
სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს
ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების,
მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი;
მ) ეფექტიანობის აუდიტი – სახელმწიფო პროგრამების შედგენის,
საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების
გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული
გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის
ანალიზი და შეფასება;
ნ) ფინანსური აუდიტი – შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული
აღრიცხვისა
და
ფინანსური
ანგარიშგების
შემოწმება
საქართველოს
კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ო)
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
აუდიტი
−
ინფორმაციული
ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის
27
შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
პ) შიდა აუდიტორული ანგარიში – შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად
შიდა აუდიტორის მიერ შედგენილი ანგარიში, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის
შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ
ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა
აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჟ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი – პრინციპები, რომლებიც ვრცელდება
შიდა აუდიტორებზე და მოიცავს მათი ქცევის ძირითად წესებს;
რ) შიდა აუდიტის სტანდარტები – კრიტერიუმები ან მაჩვენებლები,
რომლებიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის ძირითად პროფესიულ მოთხოვნებს და
არის შიდა აუდიტორის მთავარი გზამკვლევი შიდა აუდიტის განხორციელებისას;
ს) შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები − უმაღლესი
აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) „საჯარო
სექტორში შიდა კონტროლის სტანდარტების სახელმძღვანელო“;
ტ) რისკი − ალბათობა ისეთი მოვლენის მოხდენისა, რომელმაც შესაძლოა
უარყოფითი გავლენა იქონიოს დაწესებულების მიზნების მიღწევასა და ამოცანების
შესრულებაზე;
უ) ეკონომიურობა − მინიმალური რესურსის გამოყენებით შესაბამისი
შედეგისა და ხარისხის მიღწევა;
ფ) ეფექტიანობა − გარკვეული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ
მიღებულ შედეგებსა და დაგეგმილ მიზნებს შორის თანაფარდობა;
ქ) პროდუქტიულობა − გამოყენებული რესურსით მაქსიმალური შედეგისა და
ხარისხის მიღწევა.
მუხლი 3. შიდა აუდიტის სუბიექტისა და შიდა აუდიტორის
დამოუკიდებლობა
1. შიდა აუდიტის სუბიექტი ანგარიშვალდებულია დაწესებულების
ხელმძღვანელის წინაშე და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს
ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
2. შიდა აუდიტის სუბიექტი დაწესებულების სხვა სუბიექტებისგან
ფუნქციურად დამოუკიდებელია.
3. შიდა აუდიტის სუბიექტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის
დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესში.
4. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს
საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის
მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და
სამართლებრივი აქტების საფუძველზე. დაუშვებელია შიდა აუდიტორის
საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
28
5. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის
ფუნქციურ
დამოუკიდებლობას
აუდიტის
დაგეგმვის,
განხორციელების,
ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის
პროცესში.
6.
დაწესებულების
ხელმძღვანელი
უზრუნველყოფს
შეთანხმებულ
რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას.
მუხლი 4. შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა ცალკეულ დაწესებულებებში
1. შიდა აუდიტის სუბიექტები იქმნება შემდეგ დაწესებულებებში:
ა) საქართველოს სამინისტროებში;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებში;
გ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომლებიც ფინანსდებიან
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
და
რომელთა
ჩამონათვალსაც
განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებში –
გამგეობებში (მერიებში), შესაბამისი საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. შიდა აუდიტის სუბიექტი შესაძლოა შეიქმნას ასევე კერძო სამართლის
იურიდიულ პირსა (რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს
სახელმწიფო) და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათივე გადაწყვეტილებით.
მუხლი 6. ფინანსური მართვისა და კონტროლის მიზანი
1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა ინერგება ფინანსური
მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესებისათვის,
დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად, რაც
ხორციელდება შემდეგი საშუალებებით:
ა) დაწესებულების მიერ განხორციელებული ოპერაციების შესაბამისობა
საქართველოს
კანონმდებლობასთან,
მარეგულირებელ
წესებთან,
შიდა
და
პოლიტიკასთან,
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებსა
შეთანხმებებთან;
ბ) ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის თაობაზე სრულყოფილი,
ამომწურავი და სანდო ანგარიშგება;
გ) საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და
პროდუქტიულად გამოყენება;
დ) აქტივების, ინფორმაციისა და სხვა რესურსების დაცვა დაკარგვისაგან,
არამართლზომიერი გამოყენებისაგან ან მართვისაგან და დაზიანებისაგან.
2. ფინანსური მართვა და კონტროლი ხორციელდება დაწესებულების
ხელმძღვანელების მიერ დაწესებულების ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში
(ერთეულში) და დაწესებულებისადმი დაქვემდებარებულ ყველა ერთეულში.
29
3. ფინანსური მართვა და კონტროლი მოიცავს დაწესებულების
საქმიანობასთან დაკავშირებულ როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ პროცესებს,
ოპერაციებსა და ქმედებებს.
მუხლი 7. მენეჯერული ანგარიშვალდებულების არსი
1. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი
პასუხისმგებელია
ზემდგომი
ხელმძღვანელის
წინაშე
თავის
მიერ
განხორციელებული ქმედებისა და სახელმწიფო სახსრების კანონიერი, ეკონომიური,
ეფექტიანი და პროდუქტიული მართვის გზით დაწესებულების მიზნების მიღწევისა
და ამოცანების შესრულებისათვის.
2. რომელიმე პროგრამაზე ან პროექტზე ერთზე მეტი დაწესებულების ან/და
დაწესებულების
სტრუქტურული
ქვედანაყოფის
(ერთეულის)
ან
დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეულის მუშაობის შემთხვევაში
შესაბამისი ხელმძღვანელები წერილობით უნდა შეთანხმდნენ თითოეული მათგანის
მენეჯერული ანგარიშვალდებულების მოქმედების სფეროზე.
მუხლი 8. მენეჯერული ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის
ფარგლები
1. დაწესებულების ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახდენს რისკის იდენტიფიცირებას, შეფასებასა და მართვას;
ბ) განსაზღვრავს დაწესებულების მიზნებსა და ამოცანებს; დასახული
მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად შეიმუშავებს სტრატეგიულ
და სამოქმედო გეგმებსა და პროგრამებს;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს და მართავს
დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად საჭირო
რესურსებს;
დ) ხელს უწყობს ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას და მათი
კვალიფიკაციის ამაღლებას;
ე) ხელს უწყობს მონაცემთა დაცვისა და მართვის ეფექტიანი სისტემის
ჩამოყალიბებას;
ვ) დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანად შესასრულებლად შეიმუშავებს და
აყალიბებს ოპტიმალურ ორგანიზაციულ სტრუქტურას;
ზ) ახდენს უფლებამოსილების დელეგირებას გადაწყვეტილების მიღების,
განხორციელებისა და კონტროლის პროცესში;
თ) უზრუნველყოფს დაწესებულების მიერ განხორციელებული ყველა
ოპერაციის სრულად, ზუსტად, დროულად და რეგულარულად აღრიცხვის
პროცედურების დანერგვას;
ი) ხელს უწყობს შიდა აუდიტის სუბიექტის ფუნქციონირებას საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად;
30
კ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის
მონიტორინგს, სისტემის გასაუმჯობესებლად იღებს შესაბამის ზომებს შიდა
აუდიტორების რეკომენდაციებსა და სხვა შეფასებებზე დაყრდნობით;
ლ) ახორციელებს და ხელს უწყობს ანტიკორუფციული ღონისძიებების
პროცედურების დანერგვას;
მ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის
მდგომარეობის შედეგების შეფასებას;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ კანონის მოთხოვნათა ფარგლებში
პასუხისმგებელია
შიდა
აუდიტის
სუბიექტის
შესაბამისი
რესურსებით
უზრუნველყოფისა და მისი უწყვეტი ფუნქციონირებისათვის.
3. დაწესებულების ხელმძღვანელი ასრულებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ
განხილულ და მოწონებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით
გამოცემულ მეთოდურ მითითებებს მენეჯერული ანგარიშვალდებულების შესახებ,
რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 9. უფლებამოსილების დელეგირება
1. დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია მოახდინოს ამ კანონით
განსაზღვრული უფლებამოსილების დელეგირება მისდამი დაქვემდებარებულ
უფლებამოსილ პირზე.
2. უფლებამოსილების დელეგირება დაწესებულების ხელმძღვანელს არ
ათავისუფლებს
პასუხისმგებლობისაგან
მის
მიერ
დელეგირებული
უფლებამოსილების განხორციელებისას.
მუხლი 12. რისკის მართვა
1. რისკის მართვა არის იმ შესაძლო მოვლენებისა და სიტუაციების
განსაზღვრის, შეფასების, კონტროლისა და მონიტორინგის პროცესი, რომლებიც
გავლენას ახდენს დაწესებულების ან/და დაწესებულების სტრუქტურული
ქვედანაყოფის (ერთეულის) ან დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეულის
მიზნების მიღწევასა და ამოცანების შესრულებაზე და გულისხმობს რისკის
შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რისკის მართვა
ხორციელდება
დაწესებულების
ხელმძღვანელის
მიერ
ყოველწლიურად
დამტკიცებული რისკის მართვის სტრატეგიის შესაბამისად.
მუხლი 16. ფინანსური მართვისა და კონტროლის შესახებ ანგარიშის წარდგენა
დაწესებულების
ხელმძღვანელი
პასუხისმგებელია
ჰარმონიზაციის
ცენტრისთვის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავებისა და
შემოღების შესახებ წლიური ანგარიშის მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე
წარდგენისათვის.
31
მუხლი 17. შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის განხორციელების
ძირითადი პრინციპები
შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტის
სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის სუბიექტის
დებულების, საქართველოს კანონმდებლობისა და შემდეგი ძირითადი პრინციპების
დაცვით:
ა) დამოუკიდებლობა;
ბ) კეთილსინდისიერება;
გ) ობიექტურობა;
დ) პროფესიონალიზმი;
ე) კონფიდენციალურობა;
ვ) კანონიერება;
ზ) გამჭვირვალობა.
მუხლი 18. შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება და მიზნები
1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება ვრცელდება იმ
დაწესებულების სისტემაზე, სადაც ის არის ჩამოყალიბებული.
2. შიდა აუდიტი ეხმარება დაწესებულებას მიზნების მიღწევაში შემდეგი
საქმიანობების განხორციელებით:
ა) დაწესებულების წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის
ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და
ეფექტიანობის შეფასება;
გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
დ) დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და
პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის
შეფასება;
ვ) დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის
ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების
საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას,
ამ კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
3. შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში
შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაწესებულების სისტემაში
მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
4. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებული არიან
ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების
დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან
32
დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და
დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.
მუხლი 19. შიდა აუდიტორის უფლებები და მოვალეობები
1. შიდა აუდიტორი უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების
განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია,
დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი
ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა). შიდა აუდიტორს ასევე უფლება აქვს,
შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა,
გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი შეზღუდვებისა.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი და თანამშრომლები ვალდებული არიან
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა
აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში.
3. შიდა აუდიტორი ვალდებულია:
ა) დაიცვას შიდა აუდიტის სუბიექტის დებულება, შიდა აუდიტის
სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია
და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს
წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების,
სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებების დაცვა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის
ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის
განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი
გამომდინარეობს
შიდა
აუდიტორული
შემოწმების
მიზნიდან
ან/და
გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
დ) დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო
შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 20. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი
1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი უფლებამოსილია საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
განსაზღვროს
შიდა
აუდიტის
განხორციელებისათვის საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, შიდა აუდიტის
განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა.
2. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი წარმართავს შიდა აუდიტის სუბიექტის
საქმიანობას ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
აქტების შესაბამისად.
3. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი:
33
ა) შეიმუშავებს და დაწესებულების ხელმძღვანელს დასამტკიცებლად
წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ბ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ
ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
გ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე
და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
დ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე
დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ე) უზრუნველყოფს კვალიფიციური შიდა აუდიტორების შერჩევას და
დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს მათ დასანიშნად;
ვ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში
აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;
ზ)
ითვალისწინებს
ჰარმონიზაციის
ცენტრის
მიერ
საქართველოს
კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;
თ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული
რეკომენდაციების შესრულებაზე;
ი) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა
და გაუმჯობესების პროგრამას.
მუხლი 21. შიდა აუდიტის დაგეგმვა
1. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია:
ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა;
ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა;
გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.
2. შიდა აუდიტის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. მისი
შედეგები აისახება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმაში, რომლის საფუძველზედაც
შემუშავდება შიდა აუდიტის წლიური გეგმა.
3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს შიდა აუდიტის
სუბიექტის უფროსი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. შიდა აუდიტის
სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს დაწესებულების გრძელვადიანი მიზნებიდან,
მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში
სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.
4. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს შიდა აუდიტის სუბიექტის
უფროსი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. შიდა აუდიტის წლიური
გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და ასახავს კონკრეტულ შიდა
აუდიტორულ შემოწმებებს.
5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და
დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიურ გეგმაში გათვალისწინებული
უნდა იქნეს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
34
6. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება
ხორციელდება შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსის წინადადებით, რისკის
შეფასების საფუძველზე.
7. შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმები მტკიცდება დაგეგმილი
პერიოდის დაწყებამდე.
8. შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებს, ასევე მათში
განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და
ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. ისინი ეგზავნება ჰარმონიზაციის
ცენტრს.
9. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის შიდა აუდიტის
სუბიექტის უფროსი შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების
ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების
სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის
განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა.
მუხლი 23. შიდა აუდიტორული ანგარიში
1. შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად შიდა აუდიტის სუბიექტი ადგენს
შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის
შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ
ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
2. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ეგზავნება შიდა აუდიტის
ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება ანგარიშში
დასმულ საკითხებზე.
3. შიდა აუდიტის ობიექტს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს შიდა აუდიტორული
ანგარიშის პროექტს, რაც გათვალისწინებული იქნება საბოლოო შიდა აუდიტორულ
ანგარიშში. შიდა აუდიტის ობიექტის საპასუხო წერილი და შეთანხმებული
რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა ეგზავნება შიდა აუდიტის
სუბიექტის უფროსს.
4. შიდა აუდიტის სუბიექტი შიდა აუდიტის ობიექტის მიერ მოსაზრების
მიღებისა და მასთან კონსულტაციის შემდეგ საბოლოო სახით აყალიბებს შიდა
აუდიტორულ ანგარიშს, გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო
გეგმას და უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს.
5. შიდა აუდიტის ობიექტის უფროსი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ
ანგარიშში ასახული და შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულებისათვის და მათ
შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რომელსაც
წარუდგენს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსს და დაწესებულების ხელმძღვანელს.
მუხლი 24. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში
1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ
ანგარიშს, რომელშიც აისახება:
35
ა) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების
შესახებ;
ბ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები დაწესებულებაში არსებული
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;
გ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის წლიური გეგმის
შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში);
დ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების
შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული შესაბამისი
ქმედებები და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;
ე) ინფორმაცია შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის
საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე;
ვ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ.
2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარედგინება დაწესებულების
ხელმძღვანელსა და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე.
მუხლი 25. შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან
1. შიდა აუდიტის სუბიექტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის
სამსახურთან , მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და
დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად .
2. შიდა აუდიტის სუბიექტი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის
განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან −
მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და აწვდის მას აღნიშნული აუდიტორული
შემოწმების ანგარიშს მისი მომზადებიდან ერთი თვის ვადაში.
3. შიდა აუდიტის სუბიექტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურ თან და სხვა
უწყებებთან თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
მუხლი 27. ჰარმონიზაციის ცენტრი
1. ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს როგორც შიდა აუდიტის, ისე
ფინანსური მართვისა და კონტროლის კოორდინირებასა და ჰარმონიზებას.
ჰარმონიზაციის ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.
2. ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო სექტორის შიდა აუდიტის სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის
განახლებას;
ბ) შიდა აუდიტის სუბიექტების დებულებების შემუშავების მიზნით
პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და მითითებების შემუშავებას;
გ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის შემუშავებას, მის შემდგომ
განახლებასა და დახვეწას;
36
დ) შიდა აუდიტის, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის
ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შექმნას, მათ
შემდგომ განახლებასა და დახვეწას;
ე) შიდა აუდიტის სფეროში საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებთან,
სხვა სახელმწიფოთა სახელმწიფო სექტორის შიდა აუდიტის ორგანოებთან
საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებასა და კოორდინაციას;
ვ) შიდა აუდიტის სუბიექტების თანამშრომლებისთვის და ფინანსურ მართვასა
კონტროლზე
პასუხისმგებელი
პირებისთვის
პერიოდულად
და
სასწავლო/პრაქტიკული სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას, მათ მხარდაჭერას
და მათი საქმიანობის კოორდინაციას;
ზ) შიდა აუდიტის სუბიექტისთვის ინსტრუქციების შემუშავებას, მათ შორის,
შიდა აუდიტის სუბიექტში დასანიშნი მინიმალური საკადრო რესურსისა და მისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შიდა აუდიტორის ინტერესთა კონფლიქტის
წესების, შიდა აუდიტის ხარისხის გარანტიისა და შიდა აუდიტის ანგარიშგების
მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ;
თ) შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობის, შიდა აუდიტის
სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და სხვა სახელმძღვანელო
ინსტრუქციების შესრულების შეფასებასა და მონიტორინგს;
ი) შიდა აუდიტის სტრატეგიის, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და
სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტის განხორციელების საკითხებზე რეგულარული
შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზებას;
კ) სამდივნოს მიერ შედგენილი სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის
სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის ყოველი
წლის 30 აპრილამდე განხილვას.
3. ჰარმონიზაციის ცენტრის შემადგენლობა, მისი საქმიანობის სფერო და
ძირითადი მიმართულებები, მისი ფუნქციები, მის მიერ გადაწყვეტილების მიღების
წესი და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ჰარმონიზაციის ცენტრის
დებულებით.
4. ჰარმონიზაციის ცენტრში იქმნება სამდივნო, რომლის საქმიანობის
შეუფერხებლად განხორციელებას და რომლის ორგანიზაციულ-მატერიალურ
მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. სამდივნოს
შემადგენლობაში შედიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის
თანამშრომლები, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით –
აგრეთვე სხვა პირები. სამდივნოს შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს ფინანსთა
მინისტრის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით.
სამდივნოს უფლება-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა
საკითხები განისაზღვრება ჰარმონიზაციის ცენტრის დებულებით.
მუხლი 32. გარდამავალი დებულებანი
37
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში
დაამტკიცოს შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა
ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
საქართველოს
მთავრობამ
უზრუნველყოს
შიდა
აუდიტთან
31 .
დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნა და მისი დებულების
დამტკიცება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა
კონტროლის ეროვნული ცენტრის ლიკვიდაციისთანავე.
4. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დაწესებულებათა
ხელმძღვანელებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყონ შიდა
აუდიტის
სუბიექტების
შექმნა
თავიანთ
დაქვემდებარებაში
არსებულ
დაწესებულებებში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
დაწესებულებებისა.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის
სამინისტრომ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და
ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულმა დაწესებულებებმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ
შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ
2015 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნა.
6. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი შიდა აუდიტის
სუბიექტის შექმნამდე უფლებამოსილია შიდა აუდიტის განსახორციელებლად
თხოვნით მიმართოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოსთან არსებულ შიდა
აუდიტის სუბიექტს, რომელიც დაწესებულების ხელმძღვანელთან და საბჭოსთან
შეთანხმებით უზრუნველყოფს ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შიდა
აუდიტის განხორციელებას.
7. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
სისტემური,
ეფექტიანობისა
და
ინფორმაციული
ტექნოლოგიების აუდიტების განხორციელება დაიწყოს 2013 წლის 1 იანვრიდან.
8. ამ კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად დასამტკიცებელი
სამართლებრივი აქტები, ინსტრუქციები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები
დაამტკიცონ ამ კანონით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირებმა/ორგანოებმა, ხოლო
თუ ასეთი პირები/ორგანოები ამ კანონით არ არის განსაზღვრული − საქართველოს
ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციებისა და სხვა
ოფიციალური დოკუმენტების ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ განხილვისა და
მოწონების შემდეგ.
9. ამ კანონის II თავით გათვალისწინებული ფინანსური მართვისა და
კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება უზრუნველყონ ამავე კანონით განსაზღვრულმა
დაწესებულებებმა მას შემდეგ, რაც ჰარმონიზაციის ცენტრი შეიმუშავებს და
38
საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ ინსტრუქციას.
10. სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან
შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი
შემოწმების ღონისძიებებს ახორციელებს ინსპექტირების ქვედანაყოფი, რომელიც
შესაძლოა არსებობდეს დაწესებულებაში ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის
(ერთეულის) სახით. ინსპექტირების ქვედანაყოფის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
უფლებამოსილება, საქმიანობის წესი, მიზნები და ამოცანები განისაზღვრება
შესაბამისი დაწესებულების დებულებით.
დასკვნები
ndMl13剛
巌 R枷 田 ∞ t
bじ ゝ
OF STAFF OF
0も
PARLIAMENT OF CEORCIA
̀め ゝ敬ゝゝЮ鰤
。つRO ROふ
い
t hJメ
LECAL DEPARTMENT
`工
ndま
郁で
bOる∞ 。 め 。
も。
ま
` 26
"‐
oOで :2289168
N"い DS egaldep@pariiament ge
【
bD」 Dhln39Cnb
26 Abashidzc Avenuc,4600,Kutaisl Gcottta
〕
)hCD03600
Te1 228 91 68
c‐
ma‖ le8aldcp@paniament ge
″2015,
qgrb336r
し
∽。
600o田 6oΨ 0
可b6の 30響 0し 。
36oOoし Oo06 b03。 5o60"Oδ ぐ0 05or30。 0030し
、
bO。 も
。
う
6030呻 Ob3。
6o50o03ぐ 0史 Oδ Oも
'Ob00い
9000で も905、 6じ 06o30606o智 oも 00し 。
"も ぃ
」
00oo6oし ∽ 5mo、 Ъ O し。」b6030で Ob 35505oも 36oOJOo3(072/408,19112015)も oJδ 6030史 0も V
3b6で o0060oじ 60。 wぅ 0060ob 145 0 00bΨ Ob Om∞ bo3506oo5 00じ め。
00306oし ∞oOooЪ 9
brjr6o6gq,oL J6q,rdg6gob rJJd)rOoU oU6oeoUq,AJ C9CJ)6O5AC6O0; 6.r6oboq,r
Itj.:6,(,6gqx'rb 6ors36obolr aoC6 t $r6c)ba(,Cbq,C) o6o0oJoogol, $gUoor $rri0oqg63boq,o
,,l.rrb3q,0$ogrn tsoer tso6r6bg6o 3o6g6r'rq,olr 6gltb3b" ltjrflol3gq,11L
Jr61'l6tso 63q,oq,9bolr
ECOrboU cDr(!br$C" bsj;t6o63q,olr Jr6('l6ol) J6oCCOoL (07-2/408, l9.tt.2}t5) U,>jrrr)o)3cq:ol_r
JJ6qJAC6OoL 6C6E rACEOob 145-3 agbq,otr 6oorbgr363borr6 ACLrbrAoL(')aoL br3ocnbo qr.r
0o'b.:66X$o6oq,rqr 0orBSor 3r6o6oLr J6r'rCCOob
AJ6boq,goL J6cr6qgr6otr pr[g3br.
3g6r'rUo
dll
じδお005ヽ 0で1)0)│)(t130し 0
、
い
もうjう 卜o,,ernも
うOhCう 0つ 6,0
y' itrot s
/y' /t-y5'
ttsjrt6or3gq,mb Jr6q,JAC6OoL
Lro66J6o'bJooo q.ogJr6gc0X6gob gg6sirL
Crq,br6o6 5o4t6 l.t3o.$.>odgb
CQrt JS6r
L: j.:6o4Xq,r'rlr 6or36o6ob 0o56 lD3r6obACgCbE ('r o6oG.,rO%oU $gtror Sr60oq9p6oq,o
ttsjt6o63q,r'ir 3r6cr6ob Jdrogj6oL
"brb3q0Sogo 0oq.o.> go6.r6tru6o 3o6o6)oq,ob ACbrbCb"
ltCJ6ol8cq,clL Jr6o68o 6qnq:g0oU 39616olr or.>ob.>b5" (07-2/408, 19.11.15) lrrd.)6o3cq'oL
.lr6q,rA566ot 6C6q,r0g6$ob 145-g 03bE oU 09-2 Jg&goU .b" ggfu6j6or.$
0gbrbs0otnbob orx'rb.:t4
Itj6or3gq,crU Jr6qr,$36golr LrboCXCOcr otsoba,) 0r6oboq,r L.rjr6orggq,olr
0ot36(')bob 0o3fr br3r6o66q-ogbq'o o6ooolo.gou $3tnor $s66op66oqo brjr6o6gq,olr
Jr6o6oL J6oCCOob ,,1$bXq,0$og('r BoqJ Bo6r6bud)o J('}6o6(.lq,ol-r 09bb30" bjr6or3Xq,r'rU
3,16o68o g3qroq3bolr tsggrEolr ors<'rbr'b6" (07 U408,19.11.15) lr.:jr6or33qoL Jr6q'rOC6Oob
635q,s096$oL 145-9 Agbq,ob 0g-2 JC6dOoU,,6" CaCJUbCOo,rE ACurbrAoLobolr lt3ocnbo qg.r
Ao9srEAC$erEoq,lCQ AorE6or Jr6obJ6orCC$olr 5c6boq'3olr J5o69pg6oU q.o,>$gbr.
JrOoBolroCAoo,
″牧 η
oruorol bgorr6g6o
V
bbcryp6o r.rgolroU gg6r'rLol.r
dc.r3rq,goboLr 0p0lr69qCbCqo
』ヽヽ26ヽ oJò¨ 80聟 0し さ
。
6●
さ
b● 0
ぁ
・ILう `
'0,S●
OoRo"Φ iC(99532) 2201670,0● ■OLO。 :COntat(opanian〕 ent gC
46()0, 1 10。 ,δ 。も
̀,,̀,ぅ
0●
■.,.Iot,