„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-30
ბიუროს ნომერი 354
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, www.matsne.gov.ge, 001, 27/02/1996 სარეგისტრაციო
კოდი: 110.030.000.05.001.000.123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე- 6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ
წევრს საქართველოს პარლამენტი ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის ნახევარზე
მეტით, სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.“.
2. 72 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის
უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან
ჯგუფს.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზს
წარმოადგენს ის გარემოება, რომ არსებობს
ნორმატიულ აქტებს
შორის შეუსაბამობა, კერძოდ 2010 წლის 15 ოქტომბერს
საქართველოს კონსტიტუციის 88 -ე მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილი ცვლილებით და
2012 წლის 22 ივნისს მიღებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 216-ე
მუხლით შეიცვალა საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრის არჩევის წესი და დადგინდა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
3 წევრს ირჩევს „პარლამენტი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით“. აღნიშნული
ცვლილება არ განხორციელებულა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ ორგანული კანონის მე-6 მუხლში, სადაც დღემდე არსებული ჩანაწერით
საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს „პარლამენტი ირჩევს სიითი შემადგენლობის
არანაკლებ სამი მეხუთედით“. ამდენად, აუცილებელია აღნიშნული ნორმის
საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტთან
შეუსაბამისობას
წარმოადგენს
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 72 მუხლის
მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას,
პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, რომელიც არ შედის არც ერთ ფრაქციაში“,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 216 მუხლის მე-2 პუნქტით კი „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ
„პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს“.
ამდენად, აუცილებელია ამ ნორმის შესაბამისობაში მოყვანა;
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუქტით
განსაზღვრული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის წესის სრულყოფა და
საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა.
აგრეთვე,
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონის 72 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე
სუბიექტების სწორი ფორმულირება და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან
შესაბამისობა მოყვანა;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
შეუსაბამობის აღმოფხვრა
და
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს
მოსამართლის არჩევის და წარდგინების წესის დარეგულირება. კერძოდ: კანონის
პროექტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს საქართველოს
პარლამენტი ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, (ნაცვლად სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა). ამასთან, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება ასევე აქვთ,
პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს (ნაცვლად ჩანაწერისა - პარლამენტის წევრთა
არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომელიც არ შედის არც ერთ ფრაქციაში);
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
აღნიშნული პროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ,
რომელთა მიმართაც ვრცელდება ეს კანონი;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრა;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს;
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთების
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციების (დაწესებულებების) ან/და
ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ
მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 6
1. საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ
წევრს საქართველოს პარლამენტი ირჩევს სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით,
სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად გამწესებისას საჭიროა მისი წინასწარი
წერილობითი თანხმობა.
მუხლი 72
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ირჩევს საქართველოს
პარლამენტი ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ასარჩევი კანდიდატურების დასახელების
უფლება აქვთ: პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა
არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომელიც არ შედის არც ერთ ფრაქციაში.
3. პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარე დამსწრეთ
აცნობს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრად არჩევის თაობაზე. ყოველ ასარჩევ კანდიდატს კენჭი ეყრება ინდივიდუალურად.
კენჭისყრა ფარულია.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე
კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
5. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა
მეტ რაოდენობას, მაგრამ პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევრისა. (5.05.2011.
N4628)
6. თუ არჩევანში მონაწილეობს სამი კანდიდატი და რომელიმე მათგანმა ვერ მოაგროვა
ხმათა საჭირო რაოდენობა, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია ან
პარლამენტის წევრთა ათკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე იგივე
კანდიდატურა დასამტკიცებლად წარომოადგინოს პირველი კენჭისყრიდან ათი დღის შემდეგ.
7. თუ პირველი კენჭისყრა ტარდება პარლამენტის სესიის ბოლო დღეს ან დარჩენილ
ვადაში შეუძლებელია კანდიდატის არჩევა, ხელახალი კენჭისყრა ეწყობა პარლამენტის
მომდევნო სესიის პირველსავე სხდომაზე.
8. თუ არჩევნებში მონაწილეობს სამზე მეტი კანდიდატი და მოსამართლეთა საჭირო
რაოდენობა ვერ აირჩა, ეწყობა ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში კენჭს უყრიან იმ სამ
კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს. (21.03.96. N155
პარლამენტის უწყებანი N5-60)