„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 70 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-30
ბიუროს ნომერი 354
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნას შემდეგი
ცვლილება:
1. 354 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.
მრჩეველთა
საბჭოსათვის,
გამოყოფილი თანხა შეადგენს
დაკისრებული
მოვალეობების
განსახორციელებლად,
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და
რადიოს ბიუჯეტის 3 პროცენტს. აქედან მრჩეველთა საბჭოს წევრების ჰონორარისათვის
გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 2 %-ს.“
2. 359 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
პროგრამულ პრიორიტეტებს და ათანხმებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოსთან.“.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1
იანვრიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტი გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
ა)ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ მოქმედი კანონმდებლობით
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოსათვის
გათვალისწინებული ჰონორარი შეუსაბამოა მათ ფუნქციებსა და პასუხიმგებლობასთან
(მიმდინარე წელს მრჩეველის ყოველთვიური ჰონორარი შეადგენდა დარიცხვით 1000 (ათას)
ლარს). გარდა ამისა, მრჩეველთა საბჭოსათვის გათვალისწინებული თანხებით ხდება
მრჩეველთა საბჭოს აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, სამივლინებო თანხების
ანაზღაურება, სხვადასხვა სახის კვლევების ჩატარება და აუდიტის მომსახურების შესყიდვა.
მოქმედი კანონმდებლობით გამოყოფილი თანხა არ ყოფნის აღნიშნული მომსახურებების
სრულყოფილი სახით შესყიდვას.
ამასთანავე, კანონის ერთ-ერთ მუხლში გვხვდება ტერმინოლოგიური შეუსაბამობა.
კერძოდ: კანონის 359 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ
მრჩეველთა საბჭო განსაზღვრავს პროგრამულ პრიორიტეტებს, ხოლო ამავე მუხლის ,,კ“
ქვეპუნქტში მითითებულია, რომ მრჩეველთა საბჭო ადგენს პროგრამულ პრიორიტეტებს და
ათანხმებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
მრჩეველთა საბჭო უზრუველყოს მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი
ფინანსური რესურსით.
ასევე: გასწორდეს კანონის 359 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში არსებული
ტერმინოლოგიური შეუსაბამობა.
კანონის ერთიანი გაგებისათვის მიზანშეწონილია ორივე ნორმაში იყოს ერთი და იგივე
ტერმინი ,,განსაზღვრავს’’, რომელიც უფრო მიესადაგება მთლიან შინაარს, რადგანაც
მრჩეველთა საბჭოს მიერ პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრის შემდეგ ხდება მისი
შეთანხმება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და
რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრთა ნორმალური ფუნქციონირებისათვის შესაბამისი
პირობების შექმნა.
ბ. კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან
ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონპროექტის მიღებამ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების
მიმართ, რომლებსაც კანონპროექტი ეხება.
.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობის ან მათი განსაზღვრის პრინციპის ცვლილებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ. ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო
დ. ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი: ფრიდონ საყვარელიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრიდონ საყვარელიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება
საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“
მუხლი 354. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
მრჩეველთა საბჭოს
შემადგენლობა და ანაზღაურება
1. მრჩეველთა საბჭო შედგება 5 წევრისგან – მრჩევლისგან.
2. მრჩევლის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.
3. მრჩეველს ეძლევა ჰონორარი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა
და რადიოს ბიუჯეტის
1,5%-ის ფარგლებში. ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს
ბიუჯეტის 1%-ს.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ.
მუხლი 359. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები
და მრჩევლის უფლება-მოვალეობები
1. მრჩეველთა საბჭო:
ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და
პრიორიტეტების
შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით,
განსაზღვრავს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ
პრიორიტეტებს;
ბ) დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით
იღებს საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებას, რომელიც უნდა
ითვალისწინებდეს შესაბამისი
სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას;
უფლებამოსილია,
საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს
დებულებაში;
გ) დირექტორის წარდგინებით მსჯელობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს
ბიუჯეტის პროექტზე და, ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ბიუჯეტს დასამტკიცებლად
წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს;
დ) ისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის
შესრულების
ანგარიშს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის
სამეურვეო საბჭოს.
უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინადადებით, შეიმუშაოს
პროექტი ბიუჯეტში
ცვლილების შეტანის შესახებ და ის დასამტკიცებლად წარუდგინოს საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს;
ე) ისმენს დირექტორის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის,
ფინანსურ ანგარიშს,
კვარტალის დასრულებიდან 15 დღის ვადაში;
ვ) თანხმობას აძლევს დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება
აღემატება
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 1%-ს;
ზ) განსაზღვრავს დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;
თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს
საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს,
მათ შორის, საპრემიო
ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს;
ი) ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
თანამშრომლების შრომითი
ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე
შეწყვეტის პირობებს, იმის
გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელზე
ნაკლები არ უნდა იყოს, გარდა
საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისა, რომელთა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების
ვადა 5 წელზე ნაკლები
არ უნდა იყოს (გამონაკლისია ისეთი პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებული
ხელშეკრულებები,
რომელთა მოქმედების ვადაც 1 წელზე ნაკლებია);
კ) ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
პროგრამულ პრიორიტეტებს და
ათანხმებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან.
2. მრჩეველი:
ა) ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მრჩევლის მოვალეობა;
ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს მრჩეველთა საბჭოს დღის წესრიგში კონკრეტული
საკითხის შეტანა;
გ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება
საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას.