„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.12.2015
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/417/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 65 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-07
ბიუროს ნომერი 355

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
「 κ b)力 hln33Crnb し 3)hC)0350n 撻 nL 60電 『 さ 00000■ Ob0 5日 0001lRnさ JooL 〕 rlooolo oさ 6blq8nLさ 円00電 16nL 電〕680bnt ■OLttbob m00R‖ Lさ さ R000001L bll Lさ J心 7 R観 漁 , 2015 ,理 355/5 ` お 機 萄 8Ⅲ t p6060t ttЪ JOo,,検 」。畿 弓 xOb` 押 3%お 脚 ‰ o辞 翠 R● Ot `い ■00s6ot■ 03bOb"(洵 7‐ 2た 17,0■ 122019 t蠅 o6 昴 t 句χ000 80006060 喘oヽ あ .r■ 知ゆ″ 03 12 2015 dtthOめ '警 い 0912 ‑1112 ‑1112 " llワ 0'1212 ‑11,2 ち … `´ o30M0030b R3 03mmat13び 、 ̀aC漱 30L♂ 慟 枷 6● 086ぴ … マ`300bO。 メ も00● th6む ム 梁 %無 6。 ゃ れ 理 bJOoCO♂ ろ′″:震・ ¨ ヽ(・ ヽ │〃 わ '・ 品 伽 60 ι,マ (′ ,c̀い ̀` L.:j.:6or31q'r.rlr J.116,{.r0150o1, }o16o .;q615b: lr.:J.;16or3lqrrb .).r16,{.r0 5Ool, ,y'r3og1g1}lr.r q.r lr.:J.:dr1q.:3;6gro 1;t4.:J1;r4b?o qo.ro$1;r'rlr 6ot63.:go2qo nJ$ol, .ld,o0J6olr 6.:6boq3.r ン li.rJ.:drrn3i1,{crt) .}.r6,ll.)3356o1, m.r33X,q,o3.:t6;; q s;loor ',11r','1,"1.r il;y 93 r r r 「 だ \ `」 Sω bふ 。 6q50050ob 6oo徹 'b ― 5,83000臀 60● 06δ bDj〕 h0300mb 〕DhCD∂ 3500 一 絲355/5 2015師 ,7岬 Ⅲ lrrCld,C,tCqx'il.t Jitr)q,raC60ot 696q,r436o(tu 1'16.3 Ag\nU "b" fi|c']U6C0ot $A,ACEU: J.>Aq,JAC6OoL &)06(,, Aubqr,b acr4 S"Jqor,lr ogbrbraobiQ,l,rCld,o,30qxd, (,! 147-C elc8rq'o.r, l$drd,o,3Cqrll, 3r6q'raC60ob tJ!8(,6!n ('-t i8€frr6o ($10g3.>6o AoaoOCOo), q9$r6c$dx6o gfoffio3ol$ qs gloffioJUfio &'rq,(toJot , .)66rr6"Jq' ts3oolbolr qtr l$t'fr.JoLr q.> $rq6r$6qgqr tsjagot 3oao6669bU &6okqxr6 brjr6ot6g(ml, aot36to8ob ao36 tr3$o60q6\'o cr6cl0cl101rcrl0, $rf6erQ6cfr{r, "trrCrf,<rBcq,<'rtr l.,rai(trt ibrqm Jc,{-ocCt So CagoqC&rb 0COD6ot oCblbCD' O107-y417, 03.12.2015) trr$6,oSCq,ei, 3r6t!6ott Jt6<'tg|6o qD $sQ6,$Ar 3o&g66ac 6rqDS$CCrq'C8ol, orlctb}$C ro&q&d, ttd*,o8Cq,(,ltr 3tf,q,rAC60r,U bcl"J6rr'rlr. ン` ζ し いが 輸 側 堅 改 ヽ 呻 講 い しの 疵 60■ ド ■ Dし も … 00b O,数 ¨ 幼 … 蒟o 中 い 300」 口 。 汀 \ l$$l6ro8gq,('lb J.lt6q,$C66ob bofldxnt ArqprSU3g6oq>9bs b〕 jDhm30CPlb ― 〕〕hCD∂ 360∩ N355/14 2015ぃ ,7‑ lr>j.:t6o6gq'ctu Jitr,$a$$d, 6,mql$C001cltJ 1$-g Ag\rlu d9-2 q-or 0C-3 ,,CECO6Do[ 0glsb$ol$qp, LrCr6o46q,stu lrdlq,laCE$ott &13fx'r i<6g6lr: l. l$$d)o8gq,ob Aori8d,obotr troEtADQCool, tr)tsg&cq,bC tjJCntroryq,ertr aor8&rbot Oogdr tlr3r6o68q0bqxr o6(Eo\y6oo, Si6At'rA6CEqr, "l$j.tfr4gq,ot l$6r(trt rbi(r'l Jcpdlr&, G3qr,q'CSot 0COi6oU SCbibC0' (l*97-A417, 03.12.2015) l$rdrr36qx' 3r6o6oL Jdm&lor, oreoq-Jq, cd0gtt qDftF nClCqx, fCLos,. 2."Lldr6o,3Cq'elt l,J6i(!Durb$e(' Jr"ed[r8o CoqrryC0ot 09$s6ob ASbr{D" lsjtdrgqxob qD 3r6cr6ob Jr6oglJo ,$6q,raC6oob lrbqmaoL Cd,o, aqCt or6b.,ql0q, oj69lt o6o - aCsltc 0gtt$g - 0ob0g6oor. b炉 崚 限 細 n3o5oob σ薄 50b… b崚 … 4D ′レ ̀ヶ "中 o 蜘 … ヽ い
საქართველოს მთავრობის წარდგინება
b5Jδ m30興 0も OID58 035 l$$6og gq,ob 3rt(rqr,:0366tr brjsdro6gq,ert-r 3o6b$o$36oob 67-l OUbq'olr 03lr';0rEobsqr' I-rr3r6o60qrXbq,or o6o3o.r$o3olr $3boor $r60r'6oqr536or llrjr6orgq'r'rb 3.rbr.r6ob J6rn3igb ,,b: j.l6o6gq'erb br6.rqrrt.rrbsqx'r 3e4.o3ibtso 63q'oq'3bob ts3g:6ob O3b.rbgb" cgr l-rrjr6orpq'ob J:6q'r0X66ob 636q'sEX66ob 163-5 Ogbq,ob Eg-3 Jg6i$ot-r 0Xllb.:0ob:qr, 6orbo3or 0ol-r qrrBj:63bgq'o $3boor 6:6boqprb. rqbo06gq, 3.:6obJr6cr3j$b3 b.:jr6or33q'r-rb 3r6q':036$olt Lrr3o0o636o qr: Jq'36.;6ryq' bbqrrOgbgca 0o0bb3630q'3b:q-o q9$o063q'6o r6os6 b:jr6or3gq,crlt 3obr6l-ror aobob06ob 0crrqp6oq'33bo; q,,rtr bggots3oq,o qrr 5oo65o 3s3,:3t6odg. β` 36曲 ot6r3q,o qr6obrts3oq'o "‑005ob¨ N73031 03122015 "ヱ =
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b306b7060 b,:jr6orgq,mb 0or,:gt1<'rbolr 2015 $q,otr 3 qrggObt+rob bbqrodoL tF38 mj0oqrr6 IL lrrCr6olgCqxqU Jr6aI6oL J6r.rCC0o "ttjs6orgqmU bJArqolbrb(m goqgfrlt 0o (AoEbl.,CEC0Cq'c, ACCpEob ACU!bCU' UrCi6s8Cqxrl, go6rbLorJ Ogq"oqCSol, Ao6oUO6o 6.brqE6o) IIl. UrCJd,sACgdr J)6<'r6ol, S6crCCOo "LJC#ro6gq,rnL b.>6.rqgrU.>brqm 3oq.ogdb8o Ogq,oq,C&,b tsg0D6ou fulrrhb" (0o0btr36g03qn Lrj.:6o3ggob oplr6ogootr Ao6oLO6o Crr.SCqr&lor6o) IV. brjrOo6gqxrt 3.>6o6ol-t 3l6o9jgo "Urju6o6gq,ob lt6rqrb.>brqm 3oqg$trflo $qr)q'Coob 03Qo6ol.t 0gt,Jb3b" (AsrAbUCECACq,o Lrj.:r6o4gqx.rL lrJo6golr.: q.or JbJq'Art6qx't0ol, brCACor 0.)6.)lj06() O.bCBo3s0goq,o) Urjrt6o4gq,ol-t 0org6c,bolj 6$3ctrr6gqpboU J6alcCOo ,,3. b0ooB3oq,olrr (or a. J8)U(ffiob UrC!6)o)3Cq,(.I[t Aor36x$ob Lr3s6o60qgg\,o (,6(,0(,10.,g.,l, $CUoo It.r j.rtvogxq,olt JJ6qtracboao $r6p66oq, Jr6crEJd)ocCO$c ac)abuc6cbq,cbre (D6oAA6oU AC[,rbCo' l do6oo,r(Qx9 0cl9o6CbUq' oj63b 6r6boqpq'o l)JCr6ogCq,(')b Ji6m6ol, J6oCd00bo. 2. tsCr6,%Cq,etL tso6r6Lolr br6o6olr06o0 (6.b,1996o) L.:j.:5o6gq,efu Oos3tlx'rbolt l.,bq.ooAJ$C U0etoCqJq'o ts96ots369boU 6ro3rE oLgo6C0oo, $r60r.rrqr6oboL rq6o06gq,o Jr6oEJ6(')&lOCbol.,6J36orrr63bpq,o 316o1600 - ,,UJCr6(rtCq'('U l$6{orlrrbrer.r J('le&luto $q)oqCbob SCOD6oU ACLJbCb" lJ)jJ6ogqolr 3r6o6ob Jrlogj6o Cpr $r6Ce0o6clL ttrCs6,oSCq,c, JYr,q,lAC6Ot, bJ6Lrboq,gCq,rqo. 3. C('rb(',SoL l.tsj.>6o6gq,ob 3r6q,JAC6Ob rq6o06gqo b$rt6or33q,ol.r 3r6o6ou J6('ICCOob e.)8dr6C60q,o $CUoo 0J6boqBr. 4. AoqCogq, oj69b $rt60oqr66oq'o ltj.:6u6gqoL AcDrg6obou 0rEJr66Cq,CboL J6oCdoo. 鉤 ざE 働 lrrCr6oAoq'ctu 00')g6,(,6<)l, rq6o6o\)t6rgcrrU ggt6oUo y蛉 UJCr6ogCq,olj J6CAoC6-6o6oU$6o
განკარგულება
LOJbハ g130曜 円L 3m03ハ 円bnし 335Jbハ 31■ 1033 N2581 3 90300606● 」∞60でObO 2015,響 0も 響 bつ 6調 30響 Ollo Q。 6353。 U 5355面 8∞ oOΨ 0 05oOo● o。 3。 し も ` ω 30Ψ 出 0∽ 586出 Ob 00bし 。 」 b3。 6Ψ b005oOo ● 6∽ 30Ψ あ ∞も 、 」 '"。 理 Q5調 35ob 00b力 o6 い6Ψ 635o響 355o860o」 oЪ o 000bb・J5゛ Ψ゛ b6∽ 30Ψ d。 3。 505ob Oo‑4 ヽ 」 ゛ し し 。 5J。 6030Ψ 出 0∽ 536 し00‐ 6 305」ooも 00bヽ い80b。 9, し 00bΨ 。 ,お 356Ψ 50o5oo ヽ も。 3o5o50906Ψ O ,b6健 2035ob 00b °5oOooo030し 'Ob。 ∞ 805oOo し瑚 。6∽ 30響 Ob 3。 6響 。 605ow bO」 16∽ 30で あし 3.5o5ob 360oJOtho "boJヽ 6∽ 309出 し300。 5ob 80bobOげ boJ。 6∽ 33Ψ Ob bゝ 903090」 u。 。 3響 OΨ ゛° し oぅ o健 oし ヽ 9 3905o60Ψ bbQm005%o000bbo506響 0う 。 3、 6響 o805oob b。 3000000m Q。 5 005obo6。 し 00。 960Ψ oo60:Ψ 認° 。 o」 06∽ 30響 湖 5o5し 90555b∽ 9oo5調 b36調 30Ψ 。9560 3600o06‑005obc)60 60353。 つ6000 0` : V` ダ \ 型 RS6。 6'3090
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი: „12. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გრძელდება, ამ კოდექსის შესაბამისად ზარალის, ხანდაზმულობის ან მეტი ვადით გადატანისას და იგი ერთი წლით აღემატება ზარალის გადატანის ვადას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა აითვლება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის ზარალის გადატანასაც ითხოვს პირი.“. 2. მე-8 მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: `11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლომატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. დანაკლისად არ ჩაითვლება, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში, ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.“. 3. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს განსაზღვროს თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის (გარდა, საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა) გასაწევი მომსახურეების სახეები, რომელიც გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ჩაითვლება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ ნებადართულ საქმიანობად.“. 2 4. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი: „ტ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს – საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტთა შორის დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაცია.“. 5. 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისთვისაც იგი არის აუცილებელი.“. 6. 44-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს 21 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „21. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული პირის ან სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიის ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეულის მიერ, წერილობითი დოკუმენტის წარდგენისას მის ჩაბარებაზე უარის ფაქტის დაფიქსირების მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. წერილობითი დოკუმენტის წარდგენისას პირის მიერ დოკუმენტის მიღებაზე უარის განცხადების შემთხვევაში, წარმდგენი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას.“; გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს 51 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „51. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის წარდგენის ფაქტი დაფიქსირებულია ტექნიკური საშუალებებით, დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება.“. 7. 72-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.“. 8. 81-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული 3 შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება.“. 9. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ოლიმპიურ თამაშებში, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, მსოფლიო ან/და ევროპის ჩემპიონატებში, ევროპის თამაშებში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებსა ან/და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები, აგრეთვე საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში სპორტსმენებისა და მწრთვნელებისათვის დაწესებული სხვა ფულადი პრიზები“. 3 10. 95 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქმიანობის ადგილის მიხედვით გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის პირობებს და სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. 11. 106-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან 3 ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის 95 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი.“. 12. 122-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადით. აღნიშნულის თაობაზე პირმა ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადის გასვლამდე განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს.“; ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 13. 168-ე მუხლის ა) მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის მომსახურების გაწევა. ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის (გარდა, საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა) ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურების გაწევა;“; ბ) მე-4 ნაწილის: ბ.ა) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), აგრეთვე საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0802 22 000 00 კოდში მითითებული საქონლის (თხილი ნაჭუჭგაცლილი) მიწოდება.“; ბ.ბ) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შედეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი: „ც) ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება.“. 14. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შენიშვნა: 1. ამ ცხრილის მე-3 სტრიქონში აღნიშნული 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 500 გრამისა. 2. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაციისას, თუ ვერ ხორციელდება სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის ამ ცხრილის მე-2 გრაფაში მითითებული საქონლისათვის მიკუთვნება, აღნიშნული საქონელისათვის აქციზის განაკვეთი შეადგენს 1 ლიტრზე 9.2 ლარს.“. 15. 1901 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „ბ) 1 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება: ბ.ა) აქციზური მარკებით ნიშანდებულ და აქციზით დაბეგრილ საქონელზე; ბ.ბ) ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება.“. 16.192-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5 „1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე, აგრეთვე ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისათვის გადაცემამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება: ა) აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელები (მათ შორის, ლუდი), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1,15 გრადუსს; ბ) თამბაქოს ნაწარმი.“; ბ) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე, მარკირებას დაქვემდებარებული საქონლით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულისა) დასაბეგრი ოპერაციის ან/და იმპორტის განხორციელება, აგრეთვე ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისათვის გადაცემა;“. 17. 199-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) 2018 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი;“. 18. 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე; 19. 281-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ავტოგასამართ ან/და აირგასამართ ან/და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში მადოზირებელ ან/და მრიცხველ მექანიზმზე საგადასახადო ორგანოს ლუქის არქონა ან დაზიანებული ლუქის ქონა, იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“. 20. 286-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ დაეკისრება მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის, აგრეთვე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს (გარდა ამ კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში.“. 21. 289-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა- ნაგებობის ან 6 ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, ასევე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც იძლევა მასში შეღწევის საშუალებას იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,− იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ იდენტიფიკაციის საშუალებაზე ან/და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან ნიშანდებულ ბარგზე/ხელბარგზე შეინიშნება მცირე დაზიანება, მაგრამ შეუძლებელია ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ან ნიშანდებულ ბარგში/ხელბარგში შეღწევა.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 ნაწილები: „31. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 32. ამ მუხლის 31 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,− იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“. 22. 309-ე მუხლის: ა) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნას; ბ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. 2018 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად. ამ ნაწილის მიზნებისათვის: ა) ბაზარი (ბაზრობა) არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ; ბ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული 7 ავტოსატრანსპორტო საშუალება.“; გ) 24-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „24. 2018 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს.“; დ) 37-ე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, ასევე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, ასევე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია(გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას); ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2009 წლის 1 იანვრისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება – გადასახადის თანხის ნაწილში და პირს 2009 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება საგადასახადო (გარდა ორგანოში პირის არ ქონების წარუდგენია გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, ასევე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, ასევე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო 8 დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას);“; ე) მე-60 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „60. ამ კოდექსის 123-ე მუხლის დებულებები არ ვრცელდება 2018 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“; ვ) 62-ე ნაწილის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „62. ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის, ასევე ამ კოდექსის 43-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტითა და 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადაა: ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი; ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი.“; ზ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 89-ე ნაწილი: „89. თუ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად აქვს ვალდებულება გაათავისუფლოს ან თავის თავზე აიღოს საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესრულება (გარდა იმ შემთხვევისა როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საგადასახადო ვალდებულებების ანაზღაურებას), ითვლება, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ხოლო აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი - საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან.“; თ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 90-ე ნაწილი: „90. ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ფულადი სახსრები.“. 9 მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი - მე-3, მე-5 - მე-8 და მე-10 – 22-ე ნაწილებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-3, მე-5 - მე-8 და მე-10 – 22-ე ნაწილები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის 22-ე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 4. ამ კანონის პირველი მუხლის 22-ე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზია გადასახადებით დაბეგვრისა და გადასახადების ადმინისტრირებაში ცალკეული პრობლემური საკითხების გადაჭრის, დაბეგვრის მექანიზმის სრულყოფის და დადგენილი საგადასახადო შეღავათების ვადის გაგრძელების აუცილებლობა. გარდა ამისა, საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს ერთმანეთსა და სახელმწიფო უწყებებთან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ოპერატიულად და უსაფრთხოდ გაცვლის საშუალება ჰქონდეთ, რაც, ერთი მხრივ, ამარტივებს მათ ბიზნესპროცესებს, მეორე მხრივ კი, იძლევა პირდაპირ სარგებელს დანახარჯების ეკონომიისა და გაზრდილი უსაფრთხოების სახით. საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტთა შორის დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემა, რომელიც შეიქმნა სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის, სს „საქართველოს რკინიგზის“, ფოთისა და ბათუმის პორტების, საზღვაო ხაზების, ტერმინალებისა და ექსპედიტორების აქტიური ჩართულობით, ამჟამად მზად არის გასაშვებად, რისთვისაც საჭიროა საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელება. ეს სისტემა ეფუძნება მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურას და მისი მიზანია საკონტეინერო გადაზიდვების პროცესში (იმპორტ-ექსპორტი) ინფორმაციის ჩართულ მიმოცვლის კერძო და პროცესის სახელმწიფო გამარტივება, სუბიექტებს რაც შორის უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სარგებელს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული მხარეებისათვის. სისტემის შემუშავების ფარგლებში განხორციელდა საერთაშორისო საზღვაო ხაზებს, პორტებს, გადამზიდავ კომპანიებს, ტერმინალებს, რკინიგზასა და საბაჟოს შემოსავლების სამსახურს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის შექმნა, რომელიც დაეხმარება იმპორტიორებს, გადამზიდავ ხაზებს და სხვა მონაწილეებს გაიმარტივონ იმპორტ-ექსპორტის პროცედურები, შეამცირონ ქაღალდის დოკუმენტების მიმოცვლა, დაზოგონ სახსრები და ამ პროცესის ნებისმიერ 2 ეტაპზე მარტივი გახადონ ინფორმაციის მიღება. კერძოდ, როგორც USAID-ის პროექტ Economic Prosperity Initiative-ის კვლევის შედეგად გამოვლინდა, სისტემაში ჩართულ ყველა სუბიექტს მხოლოდ იმპორტის რეჟიმში საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვებისას, სისტემის გამოყენების შედეგად, წლიურად დაეზოგება 4.5 მილიონი ლარი და 1 მილიონი ლარის ღირებულების ქაღალდის დოკუმენტი. როგორც უკვე აღინიშნა, სისტემის შექმნა დასრულებულია, კონსულტაციების ფაზა ყველა დაინტერესებულ მხარესთან (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახური, სს „საქართველოს რკინიგზა“, ფოთისა და ბათუმის პორტები, საზღვაო ხაზები, ტერმინალები და ექსპედიტორები) ასევე დასრულებულია და სისტემის ამუშავებისადმი დიდი მოლოდინი არსებობს როგორც საჯარო, ისე - კერძო სექტორში. თუმცა, სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის, აუცილებელია მისი მეშვეობით ისეთი ინფორმაციის დამუშავება, რომელიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის განმარტებით, მიეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. ამგვარ ინფორმაციას მიეკუთვნება საგადასახადო დეკლარაცია, გადასახადის გადამხდელის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია და სხვა ინფორმაცია, რომელიც სისტემაში ჩართულ მხარეებს შორის მიმოიცვლება. რადგანაც ამგვარი ინფორმაციის გაცემისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - შემოსავლების სამსახურს ესაჭიროება მკაფიო სამართლებრივი საფუძველი, შემოთავაზებული კანონპროექტით უნდა განხორციელდეს ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომელიც პირდაპირ ჩამოთვლის იმ სუბიექტებს, რომელთაც გააჩნიათ წვდომა საგადასახადო საიდუმლოებაზე, რის შედეგადაც ამგვარი სუბიექტების სიას დაემატება სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს მიღწეული შედეგების მიხედვით ფულადი პრიზების დაწესებას, სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ, ზოგიერთ არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში, სპორტსმენების, მწრთვნელების, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალისათვის. აღნიშნულ პროგრამაში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის N690 დადგენილებით შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ასევე დაწესდა ფულადი პრიზები სპორტსმენების, მწრთვნელების, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, 2015 წლის და შემდგომი წლების ევროპის ზაფხულის და ზამთრის თამაშებსა და ევროპის ახალგაზრდობის ზაფხულისა და ზამთრის 3 ოლიმპიური ფესტივალებზე მიღწეული შედეგების მიხედვით, ხოლო 2014 წლის და შემდგომი წლების მსოფლიოს ზაფხულის და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებზე მიღწეული შედეგებსი მიხედვით დაწესებული ფულადი პრიზები კი დაზუსტდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები. საქართველოს საგადასახადო კოდექსში აღნიშნული ჩანაწერი არსებობს შეუცვლელად მისი მიღების დღიდან (2010 წლის 17 სექტემბერი, ამოქმედდა 2011 წლის 1 იანვრიდან), ანუ იმ დროიდან, როცა ევროპის თამაშები ჯერ საერთოდ არ არსებობდა, ხოლო მსოფლიოს ახალგაზრდული პირველი ოლიმპიური თამაშები კი სწორედ 2010 წელს გაიმართა. ამდენად, აღნიშნულ ღონისძიებებზე შედეგების მიხედვით ფულადი პრიზების დაწესება შეუძლებელი იყო 2014 წლამდე. რაც შეეხება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ღონისძიება იმართება 1991 წლიდან, მასთან დაკავშირებული ფულადი პრიზები ასევე არ იყო დაწესებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილებამდე (უფრო სწორედ მასში შესაბამისი ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის N690 დადგენილებამდე) არსებული არცერთი იმ სამართლებრივი აქტით (საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებები), რითაც მანამდე რეგულირდებოდა მსგავსი სახის ფულადი პრიზების გაცემის საკითხი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ზემოთ მითითებულ ჩანაწერში (მისი მიღების მომენტისთვის) ვერ იქნებოდა ასახული, ევროპის თამაშებში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებსა და ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებული ფულადი პრიზები. ევროპის თამაშები, რომელიც მიმდინარე წელს პირველად ჩატარდა ბაქოში, წარმოადგენს ევროპის უპირველეს სპორტულ ფორუმს და ფაქტიურად კონტინენტურ პრესტიჟულობაც სახეობაში ოლიმპიადას, რომლის მნიშვნელობაც და არაფრით არ ჩამოუვარდება (თუ არ აღემატება) ცალკეულ არსებულ ევროპის ჩემპიონატებს. ანალოგიურად, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშები ასევე წარმოადგენს თავის ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიო მასშტაბის უმაღლესი დონის ღონისძიებას და ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალიც აგრეთვე წარმოადგენს თავის ასაკობრივ ჯგუფში უპირველეს კონტინენტურ სპორტულ ფორუმს. აღნიშნულ შეჯიბრებებზე მიღწეული წარმატება არანაკლებ მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია, ვიდრე ცალკეულ 4 სახეობებში შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში გასამართი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ევროპის თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით, მთელ რიგ სახეობებში ევროპის ფედერაციებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მიმდინარე წელსა და შემდგომ, ევროპის თამაშების გამართვის წლებში, ევროპის ჩემპიონატების გაუქმების თაობაზე, რითაც მოცემულ წლებში ამ სახეობებში უპირველესი კონტინენტური შეჯიბრება სწორედ ევროპის თამაშები იქნება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილებით ფულადი პრიზები ასევე განსაზღვრულია იმგვარი შედეგებისათვის, რაც არ გულისხმობს საპრიზო ადგილების დაკავებას, მაგრამ ამ შეჯიბრებებისა და სახეობების სპეციფიურობიდან გამომდინარე არანაკლები მნიშვნელობა გააჩნია. მაგალითად, ოლიმპიურ თამაშებზე ფულადი პრიზები დაწესებულია მე-4-მე-6 ადგილების დაკავებისთვის, ჩოგბურთში „დევისის თასისა“ და „ფედერაციის თასის“ შესაბამის ზონალურ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატებებისათვის, ცალკეულ სათამაშო სახეობებში ჩემპიონატებზე ოლიმპიურ ასპარეზობის თამაშებზე, უფლების მსოფლიოსა მოპოვებისა და იქ და ევროპის მოპოვებული გამარჯვებებისათვის, რაგბში საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების ეგიდით გამართულ ტურნირებში მიღწეული შედეგებისათვის და ა.შ. შესაბამისად, უპრიანი იქნება, რომ აღნიშნული ფულადი პრიზებიც გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახდისგან. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში ჭადრაკის მდიდარი ტრადიციების გათვალისწინებით, აგრეთვე მიზანშეწონილი იქნება, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადებზე მიღწეულ წარმატებებთან (გამარჯვება და საპრიზო ადგილის დაკავება) დაკავშირებული ფულადი ჯილდოებიც აგრეთვე გათავისუფლებულ იქნეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია გადასახადების ადმინისტრირების მექანიზმების სრულყოფა და დადგენილი საგადასახადო შეღავათების ვადის გაგრძელება. ამასთან, კანონპროექტის მიზანია ასევე, შექმნას სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ჰქონდეს კანონიერი წვდომა საგადასახადო საიდუმლოებაზე საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტთა შორის დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით. 5 ასევე, მიზანშეწონილი იქნება, რომ მოხდეს ქართველი სპორტსმენების (შესაბამისად, მათი მწრთვნელების) მიერ მოცემულ შეჯიბრებებზე მიღწეული წარმატებების (გამარჯვება და საპრიზო ადგილის დაკავება) ადეკვატური დაფასება და მათვის განკუთვნილი ფულადი ჯილდოები ასევე გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლში განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად ზუსტდება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით პირის მიერ ზარალის გადატანის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადები. 2. ხორციელდება ცვლილება საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილში. კერძოდ, კანონმდებლობით დანაკლისად დადგენილი არ ჩაითვლება, წესის საქართველოს შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების შემთხვევაში, ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი. 3. საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლება განსაზღვროს თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის (გარდა, საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა) გასაწევი მომსახურეების ის სახეები, რომელიც გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ჩაითვლება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ ნებადართულ საქმიანობად. 4. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილ სუბიექტებს, რომელთაც კანონით გააჩნიათ წვდომა საგადასახადო საიდუმლოებაზე, ემატება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მონაცემთა გაცვლის სააგენტო, რის შედეგადაც სააგენტოს ექნება კანონიერი წვდომა საგადასახადო საიდუმლოებაზე საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტთა შორის დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირების მიზნით. 6 5. 43-ე მუხლით ზუსტდება, პირის მიერ, გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტის შენახვის ვადა და იგი განისაზღვრება 3 წლის ვადით. 6. 44-ე მუხლის ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი ხდება წერილობითი დოკუმენტის წარდგენისას, მის ჩაბარებაზე უარის ფაქტის დაფიქსირების მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები. ამ შემთხვევაში, ზოგადი პრინციპი უცვლელი რჩება, კერძოდ წარდგენა ჩაბარება უნდა განხორციელდეს და შესაბამისად, ტექნიკური საშუალება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ პირებზე. ამასთან, თუ პირმა უარი განაცხადა დოკუმენტის ჩაბარებაზე და აღნიშნული დაფიქსირდა ჩაითვლება. ტექნიკური იმ საშუალებით, შემთხვევაში, თუ არ დოკუმენტი ჩაბარებულად განხორციელდა დოკუმენტის წარდგენისას მის ჩაბარებაზე უარის ტექნიკური საშუალებებით დაფიქსირება, გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით დადგენილი წესი. 7. 72-ე მუხლით ზუსტდება, პირის მიერ, პირველადი საგადასახადო დოკუმენტის შენახვის ვადა და განისაზღვრება 3 წლის ვადით. 8. 81-ე მუხლით ზუსტდება ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლის 5%-ით დაბეგვრის შემთხვევები. კერძოდ, ზუსტდება, რომ აღნიშნული დაბეგვრის რეჟიმი ასევე გავრცელდება საცხოვრებელი ბინის ორგანიზაციისათვის მიქირავების შემთხვევაშიც. 9. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან უნდა გათავისუფლდეს, ოლიმპიურ თამაშებში, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, მსოფლიო ან/და ევროპის ჩემპიონატებში, ევროპის თამაშებში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებსა ან/და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები, აგრეთვე საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო 7 სახეობებში სპორტსმენებისა და მწრთვნელებისათვის დაწესებული სხვა ფულადი პრიზები; 10. 953 მუხლისავის მე-3 ნაწილის დამატებით საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება, განსაზღვროს საქმიანობის სახეები, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც პირებს ექნებათ შემოსავლის 3 პროცენტიანი ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების უფლება. 11. 106-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისადაც ზუსტდება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის შემთხვევები, კერძოდ შეზღუდვა არ გავრცელდება შემოსავლის 3 პროცენტიანი ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მიწოდებულ საქონელსა და მომსახურებაზე შემძენი მხარის მიერ გაწეულ ხარჯზე. 12. 122-ე მუხლში ცვლილებები ხორციელდება, ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლში განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე. 13. 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისათვის კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურების გაწევა გათვავისუფლდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტში ხორციელდება ცვლილება, რომლის მიხედვით დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება ნაჭუჭგაცლილი თხილის მიწოდება ამავე მუხლში ხორციელდება დამატება, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდებისათვის დღგ-ში დადგენილი შეღავათის უვადოდ გაგრძელების მიზნით, ხორციელდება აღნიშნული ნორმის გარდამავალი დებულებებიდან გათავისუფლების მარეგულირებელ ძირითად დებულებებში ასახვა; 8 14. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილს ემატება შენიშვნა, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ალკოჰოლიანი სასმელისათვის განისაზღვრება აქციზის განაკვეთი 1 ლიტრზე 9.2 ლარის ოდენობით, როდესაც ვერ ხორციელდება სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის აქციზით დაბეგვრას დაქვემდებარებული რომელიმე ალკოჰოლიანი სასმელისათვის მიკუთვნება. 15. 1901 მუხლით რეალიზაციისას ზუსტდება, რომ დადგენილი ჩამორთმეული დაბეგვრის აქციზური წესი, არ საქონლის ვრცელდება ჩამორთმევამდე უკვე მარკირებულ და აქციზით დაბეგრილ საქონელზე. 16. 192-ე მუხლში ზუსტდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის რეალიზაციისას აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების წესი. 17. 199-ე მუხლით ხორციელდება თამბაქოს ნედლეულისათვის იმპორტის გადასახადზე დაწესებული საგადასახადო შეღავათის ვადის გაგრძელება 2018 წლის 1 იანვრამდე. 18. 201-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებით, ზუსტდება, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება მოიცავს საინვესტიციო ქონებასაც. 19. საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილის მოქმედი რედაქციის თანახმად, „ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმის საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე ან დაზიანებული ლუქით საქმიანობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“ აღნიშნული რედაქციით, არ რეგულირდება აირგასამართი სადგურისა და აირსავსები საკომპრესორო სადგურის საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე საქმიანობის შემთხვევა და შესაბამისად, პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რაც სამართლებრივად შეუძლებელს ხდის ასეთ სადგურებში სამართალდარღვევის ფაქტზე ოქმის შედგენას. პროექტით გათვალისწინებული დებულების მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ექნება პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი, აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში საგადასახადო ორგანოს ლუქის არარსებობისას შეადგინოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის, აუცილებელი 9 პირობა ხდება მადოზირებელ ან/და მრიცხველ მექანიზმზე საგადასახადო ორგანოს ლუქის არქონა, ნაცვლად ხსენებული მექანიზმის საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე ან დაზიანებული ლუქით საქმიანობისა. აღნიშნული ცვლილების განხორციელების აუცილებლობას, განაპირობებს ის გარემოება, რომ საგადასახადო ორგანოსათვის რიგ შემთხვევებში, რთულდება ადმინისტრირება იმ მიმართულებით, რომ დადგენილ იქნეს, - რეალურად საქმიანობს თუ არა პირი მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმით, რომელსაც არ აქვს საგადასახადო ორგანოს ლუქი. 20. 286-ე მუხლის მე-7 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისადაც ზუსტდება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიმართ სასაქონლო ზედნადების გამოყენების წესების დარღვევის, ასევე საქონლის აღურიცხაობისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოუყენებლობის შემთხვევები. 21. 289-ე მუხლში საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებთან დაკავშირებული ცვლილებების შესაბამისად ხორციელდება საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალებების მოხსნა/მოცილებისათვის დღეს არსებული 5000 ლარიანი პასუხისმგებლობის ზომის დეფერენცირება. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალებების მოხსნა/მოცილებას თან არ სდევს ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ 500 ლარიანი ჯარიმით (განმეორებისას 1000 ლარი), ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება 5000 ლარით (განმეორებისას 10 000 ლარი). 22. საგადასახადო კოდექსის რომლის თანახმად: 309-ე მუხლში ხორციელდება ცვლილებები, ზუსტდება, რომ თუ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად აქვს ვალდებულება გაათავისუფლოს ან თავის თავზე აიღოს საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესრულება, ჩაითვლება, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია გადასახადებისგან. აუქციონზე პირის ქონების რეალიზაცია, ვალდებულებები მას კანონმდებლობის როდესაც საგადასახადო თანახმად ეთვლება 10 დეკლარირებულად, აღარ იქნება დავალიანების ჩამოწერის შემაფერხებელი გარემოება. ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაექვემდებარება 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ფულადი სახსრები. 2018 წლის 1 იანვრამდე:  გადავადდება საკონტროლო-სალარო ვალდებულებისაგან გათავისუფლება აპარატების გამოყენების ფიზიკური პირისთვის, რომელიც საქმიანობს ბაზრობის ტერიტორიაზე;  გადავადდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი, ფიზიკური პირისათვის, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას;  გადავადდება სუსტი კაპიტალიზაციის მარეგულირებელი დებულებები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირებისათვის ფისკალურად ნეიტრალურია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 11 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით გრძელდება დადგენილი საგადასახადო შეღავათების ვადები და იგი დადებითად აისახება იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება. კანონპროექტი გამოიწვევს დადებით ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მიღება, რადგან მისი მიღების შემთხვევაში მიღწეული სპორტული წარმატებებისთვის შესაბამისი პირები იმ ფულად პრიზებს, რომლებზედაც ამჟამად ვრცელდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, მიიღებენ სრულად დარიცხული სახით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვის პრინციპი: კანონპროექტით არ იცვლება გადასახადების ან მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განაკვეთები. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. 12 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 4. ხანდაზმულობის ვადა 22 1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. 3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება: ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას. 5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან. 7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა. 8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. 9. გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა ჩერდება: ა) პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე; ბ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, პირის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში; გ) საგადასახადო დავის პერიოდში. 11. საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება. მუხლი 8. ტერმინთა განმარტება 1. არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება – ძირითადი საშუალება, რომელიც ექსპლუატაციის დროს არ კარგავს თავის ღირებულებას. 2 2. არამატერიალური აქტივი – ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება: საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოს დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები და სხვა ამგვარი არამატერიალური აქტივები. 3. არაპირდაპირი გადასახადი – გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება. 4. არარეზიდენტი – პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი. 5. აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. 6. ბიოლოგიური აქტივი – ცხოველი ან მცენარე. 61 . სასოფლო- სამეურნეო საქმიანობა − ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41ით გათვალისწინებული საქმიანობა. 62 . სოფლის მეურნეობის პროდუქცია − სა სოფლო- სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად ( სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა). 6 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 7. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში – ბასს) – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები. 8. გადასახადების ადმინისტრირება – გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში. 9. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – გადასახადის გადამხდელისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიკუთვნებული ნომერი. 10. გრძელვადიანი კონტრაქტი – კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში. 3 11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. 12. დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება: ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა (განაცემი), რომელიც არ აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) აქციონერის/მოწილის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებს; ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით. 13. თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი – საფონდო ბირჟის ლისტინგში სავაჭროდ დაშვებული საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომლის თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის ან საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაციით, უნდა აღემატებოდეს 25 პროცენტს. 14. კომპენსაცია – პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი. 15. მატერიალური აქტივი – აქტივი, რომელიც არ არის არამატერიალური აქტივი. 16. ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან. 17. პარტნიორი – პარტნიორი, აქციონერი, კომანდიტი, კომპლემენტარი, კოოპერატივის წევრი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 18. პირი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. 19. პროცენტი – ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული). ამასთანავე, ამ ნაწილის მიზნებისათვის: ა) სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები ან გარანტიითა და თავდებობით ან/და სხვა ამგვარი ოპერაციებით წარმოქმნილი ვალდებულებები; ბ) პროცენტად ითვლება : ბ.ა) საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით მზღვეველის მიერ დაზღვეულისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება (თანხა) ამ ანაზღაურების მისაღებად განხორციელებული სადაზღვევო შენატანების გამოკლებით; 4 ბ.ბ) კრედიტთან (სესხთან), დეპოზიტთან, ანაბართან, ობლიგაციასთან დაკავშირებული გადასახდელი; ბ.გ) შემოსავალი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან, მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით; გ) პროცენტად არ ითვლება ჯარიმა დაგვიანებული გადახდისთვის ან დაგვიანებული მიწოდებისთვის. 20. რეზიდენტი – რეზიდენტი ფიზიკური პირი ან რეზიდენტი იურიდიული პირი (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია). 21. როიალტი: ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების გადამუშავების პროცესში წიაღით სარგებლობის უფლების საფასური; ბ) საავტორო უფლების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის, მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი; გ) სამრეწველო, სავაჭრო ან სამეცნიერო-კვლევითი მოწყობილობის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი; დ) ნოუ-ჰაუს გამოყენებისათვის მიღებული შემოსავალი; ე) კინოფილმის, ვიდეოფილმის, ხმის ჩანაწერის ან ჩაწერის სხვა საშუალების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი; ვ) საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი; ზ) ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარების გაწევისათვის ან ამ უფლებათა გამოყენებაზე უარის თქმით მიღებული შემოსავალი. 22. სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. 23. საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. 24. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა – სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც მიღებულია „საქონლის აღწერილობისა და კოდირების სისტემის ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად. 25. საერთაშორისო გადაზიდვა – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან სარკინიგზო ტრანსპორტით, საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის ნებისმიერი გადაზიდვა. ამასთანავე, საერთაშორისო გადაზიდვას არ მიეკუთვნება: ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრების შიგნით მდებარე პუნქტებს შორის; ბ) საქონლის მილსადენით და ელექტროგადამცემი ხაზით გადაადგილება. 26 . საემისიო კაპიტალი – სხვაობა საწარმოს მიერ აქციების პირველადი განთავსებიდან მიღებულ ან მისაღებ თანხასა და ამ აქციების ჯამურ ნომინალურ ღირებულებას შორის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისას არაფულადი შესატანის ღირებულების მეტობა დათქმულ თანხაზე. 27. სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგება – შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ აზარტული და მომ გებიანი თამაშობებიდან ერთ ბილეთზე, ჟეტონზე, მონეტაზე ან/და სხვა საშუალებაზე მიღებული და დადებული თანხის ან/და ნივთის ღირებულების დადებითი სხვაობით. 28. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა – პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით. 5 29. უიმედო ვალი – საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ცნობა აღსრულების ორგანოდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული; დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა. 30. ქონება – ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა, ფლობა, განკარგვა და სარგებლობა შეუძლიათ პირებს. 31. ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია. 32. ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები – ხარჯები, რომლებიც ამაღლებს ძირითადი საშუალების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლურობას (მათ შორის, შენობანაგებობის ელემენტების მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად; მანქანადანადგარის ნაწილების გაუმჯობესება მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა), გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით. 33. წარმომადგენლობითი ხარჯი – პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს: ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს; ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს; გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს; დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის: დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს; დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება) ხარჯებს; დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს; დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს; დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს. 34. წმინდა აქტივები – სხვაობა პირის აქტივებსა და მის ვალდებულებებს შორის. 35. ვირტუალური ზონის პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. 36. საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები. 37. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი – პირი (მეწარმე სუბიექტი), რომელიც „ თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აშენებს სასტუმროს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას. 6 38. ლიზინგი − ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი . 39. სალიზინგო კომპანია − საწარმო, რომლის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი მისი ერთობლივი შემოსავლის არანაკლებ 70%-ია. 40. შემოწირულება – ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული საქონელი/მომსახურება, მათ შორის, ფულადი სახსრები. 41. მაღალმთიანი დასახლება – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება. 42. მაღალმთიანი დასახლების საწარმო – საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. მუხლი 25. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო 41+ 1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომ − თიზ-ის საწარმო) არის „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო. 2. თიზ-ის საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 3. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 4. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდებისას დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება ამ საქონლის საბაზრო ფასი. 5. თიზ-ის საწარმოს ეკრძალება: ა) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების შეძენა, გარდა: ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა; ა.ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა; ა.გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების გაწევა. 6. თიზ-ის საწარმოს მიერ საგადასახადო ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მუხლი 39. საგადასახადო საიდუმლოება 71 1. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო 7 ინფორმაციისა, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. 2. საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ შემდეგ პირებს: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – ამ პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; ბ) სამართალდამცავ ორგანოებს − მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით; გ) სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით; დ) სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) და კერძო აღმასრულებელს – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ან/და საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; ვ) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ; თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საგადასახადო ორგანოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას ; ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისათვის მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით; კ) (ამოღებულია - 01.05.2015, №3581) ; ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; მ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; ნ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას – „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითგათვალისწინებული ინფორმაცია; [ ნ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას – „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია; (ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან)] 8 ო) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოებს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით; პ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციის სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; ჟ ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს − საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; რ) საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს/საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის მოადგილეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას; [ ს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო სამსახურის ბიუროს – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)] 3. საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება, არ გამოიყენოს იგი პირადი მიზნებისათვის ან არ გადასცეს სხვა პირს, რაც ითვლება საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად. საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაკარგვა ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 31 . ამ მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ თანამშრომლებს , რომლებ მაც მიიღეს ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არ აქვთ, გაახმაურონ ამ ინფორმაციის საიდუმლოება. 4. საგადასახადო ორგანოში არსებულ, საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები ფინანსთა მინისტრის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად. 5. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. გადასახადის გადამხდელის მიერ თავისი საგადასახადო ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება ჩაითვლება ამ გადასახადის გადამხდელის ნებართვად აღნიშნული საგადასახადო ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე. 6. ეს მუხლი არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების, აგრეთვეეკონომიკური საქმიანობის ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით განმახორციელებელ პირთა შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელების მიმართ. მუხლი 43. გადასახადის გადამხდელ ის ვალდებულებები 1+ 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია: ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; ბ) აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში; გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები; დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები); 9 ე ) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები სა ქართველოს საგადასახადოკანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშ ირებით , აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირსსამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) უზრუნველყოს იმ დოკუმენტის შენახვა 6 წლის ვადით: ვ.ა) რომლის საფუძველზედაც ხდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლის/მოგების მიღების, გაწეული ხარჯებისა და გადახდილი ან/და დაკავებული გადასახადების დადასტურება; ვ.ბ) რომელიც აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისასსავალდებულო არ არის; ზ) გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) განათავსოს მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე; ზ1 ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ პირს ხელი არ შეუშალოს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების/სავალდებულო მარკირების მომსახურების განხორციელებაში ; თ) შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. 2. საქართველოს საწარმო, საქართველოს ორგანიზაცია და მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებული არიან საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 2 1. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია ამ შეთანხმების ფარგლებში გადასცეს საგადასახადო ორგანოს ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია. 3. გადასახადის გადამხდელი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენსსაქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით. 4. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მუხლი 44. მიმოწერა გადასახადის გადამხდელთან 22 1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. 2. საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი. 3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. 4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. 5. პირის მიერ დოკუმენტის მიღებაზე უარის განცხადების შემთხვევაში წარმდგენი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. 6. წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) ადრესატს პირადად; ბ) ამ პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს; 10 დ) მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; ე) სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ დაქირავებულ პირს. 7. წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) უფლებამოსილ პირს; ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; დ) სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ დაქირავებულ პირს; ე) სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს. 8. დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით. იქვე აღინიშნება მიმღების სახელი და გვარი და ადრესატთან მისი დამოკიდებულება, აგრეთვე დოკუმენტის ჩაბარების თარიღი. 9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია. 10. შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. 11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს. 12. ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს. 13. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს დოკუმენტი შეიძლება წარუდგინოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. 14. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ წერილობით დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი. 15. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი. ამასთანავე, დოკუმენტზე რეაგირებისათვის ვადა აითვლება საფოსტო გზავნილის საგადასახადო ორგანოსათვის ფაქტობრივად ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან. 11 16. გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის ელექტრონული მიმოწერისა და დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მუხლი 72. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი 1+ 1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. 2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან. 3. პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დამთავრებიდან, რომელსაც იგი მიეკუთვნება, არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. მუხლი 81. გადასახადის განაკვეთი 1 1. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება. 3. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრის წარმოების და საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირებზე გამქირავებელი პირების მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. (ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირებზე გამქირავებელი პირების ნაწილში ეს მუხლი ამოქმედდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესის დასადგენად ბრძანების გამოცემისთანავე) ( გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირებზე გამქირავებელი პირების შემთხვევისა, ამ მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) მუხლი 82. გადასახადისაგან გათავისუფლება 10 2 9 1. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავლები; ბ) მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები; 12 ბ 1) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირიდან საქველმოქმედო საქმიანობისფარგლებში მიღებული სარგებელი ; ბ2) მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი; გ) ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები; დ) ალიმენტი; ე) განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება (შემოსავალი); ვ) ფიზიკური პირის მიერ: ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი; ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით; ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება; თ) საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა; ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება; კ) ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული სისხლის საკომპენსაციო კვებისათვის გაცემული თანხა; ლ) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს; მ) პრივატიზების წესით (მათ შორის, უსასყიდლოდ) ქონების მიღების შედეგად, აგრეთვე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტების მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში ბინების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი; ( გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) ნ) დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის, იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; ო) ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; პ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი; ჟ) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი; რ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე; 13 ს) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას; ტ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; უ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს; ქ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრებული ან/და დაინვალიდებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურისათვის ან სამხედრო მოსამსახურისათვის, აგრეთვე მისი დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახზე (მემკვიდრეზე) დამქირავებლის მიერ გაცემული დახმარება; ღ) ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს; ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების გადაცემით მიღებული შემოსავალი, თუ ამხანაგობის წევრები მხოლოდ ფიზიკური პირები არიან, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისათვის არ არის დამატებული ღირებულების გადასახადი ს გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის წევრის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია არ განიხილება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად; შ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა და შემოსავლის (ხელფასის) გადამხდელი არის არარეზიდენტი დამქირავებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ხარჯი მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ხარჯებს, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გადახდილი თუ არა; ჩ) საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტი, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი ; ც) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ ამ საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს; ძ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გარდა სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული შემოსავლისა ; წ ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებული პირის (რომელიც იღებს საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დასახიჩრებული პირის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ მიღებული ქონების ღირებულება; ჭ) ადმინისტრაციული ორგანოს (დამქირავებლის) მიერ თანამშრომლისთვის (დაქირავებულისთვის) უძრავი ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემით მიღებული სარგებელი; 14 ჭ1 ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანამშრომლისთვის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას პირად მფლობელობაში არსებული ავტომობილისათვის განკუთვნილი საწვავის უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული სარგებელი; ხ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან მისაღები კომპენსაცია და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული სარგებელი; ჯ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევის შედეგად სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული სარგებელი; ჰ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული შემოსავალი; ჰ 1 ) ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მყოფი პირისაგან დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი. ჰ 2) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურება; [ ჰ 3 ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით). ( ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)] 2. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება: ა) შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე: ა.ა) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების; ა.ბ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება; ა.გ) მარტოხელა დედის; ა.დ) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში); ა.ე) პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი; ა.ვ) მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ერთან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით; [ა.ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება; ( ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)] ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე; [გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 15 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა. ( ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)] 3. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი. 4. ამ მუხლის მიზნებისათვის: ა) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება: ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან; მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან; ა.ბ) თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, – საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან; ბ) აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც: ბ.ა) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის; ბ.ბ) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო მიღებული. გ) ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები: გ.ა) I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი; გ.ბ) II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები; გ.გ) III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან; გ.დ) IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა. 5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი. მუხლი 953 . ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი 3+ 1. ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით შეიძლება იყოს: ა) დაბეგვრის ობიექტზე − 1 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში; ბ) დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 3 პროცენტი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადის განაკვეთს საქმიანობის სახეების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა აღნიშნული ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი ერთი და იმავე საქმიანობის სახისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიხედვით განსაზღვროს განსხვავებული ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი. მუხლი 106. ხარჯები, რომლებიც არ გამოიქვითება 12 ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება: ა) ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, გარდა: 16 ა.ა) ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევის შემთხვევისა; ბ) გართობაზე გაწეული ხარჯები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადასახადის გადამხდელი ახორციელებს გართობითი ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას და ხარჯები გაწეულია ასეთი საქმიანობის ფარგლებში; გ) ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯები, ლატარიებიდან, კაზინოებიდან (სამორინეებიდან), აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობებიდან მიღებულ მოგებებთან დაკავშირებული ხარჯები ან ხელფასის სახით შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები; დ) მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევისა; ე) იმ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, რომელიც მოგების გადასახადის მიზნებისათვის არ ითვლება მიწოდებად ან რომლის მიწოდებისას შესაბამისი შემოსავალი/საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას, გარდა იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; (გავრცელდეს 2013 წლის 31დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობ ებზე) ვ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები საერთო წესით იბეგრება; ზ) (ამოღებულია - 26.12.2013, №1886). თ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი; ი) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობასა და დამატებით განხორციელებულ საქმიანობას შორის გაუმიჯნავი ხარჯები. შენიშვნა: ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით და 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს უფლება აქვს, გამოქვითოს გათავისუფლებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში პირი ვალდებულია საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგროს ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის ან 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი. მუხლი 122. ზარალის გადატანის ვადის გაგრძელება 1+ 1. პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადით. აღნიშნულის თაობაზე პირმა ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადის გასვლამდე განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაა 11 წელი და იგი აითვლება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის ზარალის გადატანასაც ითხოვს პირი წარდგენილ განცხადებაში. ამასთანავე , ხანდაზმულობის 11- წლიანი ვადა მოიცავს ზარალის გადატანის მთლიან, 10- წლიან საანგარიშო პერიოდს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულების გამოყენებისას პირს ზარალის დაფარვის შემთხვევაში უფლება აქვს, არჩეული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადა კვლავ შეცვალოს ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადით, რისთვისაც მან ზარალის დაფარვიდან ნებისმიერ შემდგომ 17 საგადასახადო წელს საგადასახადო ორგანოს უნდა აცნობოს ისევ 5-წლიან ვადაზე გადასვლის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დებულებების გამოყენებისას ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის ზარალის გადატანის ვადის გაგრძელებაც მოითხოვა პირმა , ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებამდე პერიოდის ვადით, რომელიც არ შეიძლება იყოს 6 წელზე ნაკლები და 11 წელზე მეტი. 10 6 1 მუხლი 168. გადასახადისაგან გათავისუფლება 1. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა: ა) ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური ან საკოლექციო მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა), ფასიანი ქაღალდების მიწოდება ან/და იმპორტი; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროსა და ოქროს ზოდების იმპორტი; გ) განძეულობის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების მიწოდება ან/და იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში; გ 1 ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიწოდება ან/და იმპორტი, აგრეთვე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა (მიწოდება); დ) სახელმწიფო ქონების მიწოდება პრივატიზაციის პროგრამის მიხედვით; ე) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა; ვ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით; ზ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4820 20 000 00 კოდში მითითებული საქონლის (რვეულების) მიწოდება; თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4801, 4802 55, 4802 61 100 00 და 4810 22 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება; ი) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 1211 90 980 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებული ძირტკბილას ფესვები, 1211 20 000 00, 1301 20 000 00 და 1301 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაუსუფთავებელი შელაქი, 1504 20, 1515 30, 1520 00 000 00, 1702 11 000 00, 3912 12 000 00, 3912 31 000 00, 7010 10 000 00, 7010 90 790 00 და 9602 00 000 00 (ჟელატინის კაფსულები) კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი; კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული წარმოდგენილი ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის, ვაქცინების, მიწოდება ან/და იმპორტი; ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40, 9001 50, 9018–9022 (გარდა 9019 10 900 00), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებში მითითებული სამედიცინო ან ვეტერინარული დანიშნულების საქონლის (მათ შორის, ინსულინის შპრიცების/ნემსების), 8713 და 8714 20 000 00 კოდებში აღნიშნული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ) მიწოდება ან/და იმპორტი; 18 მ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0102 21, 0103 10 000 00, 0104 10 100 00, 0104 20 100 00, 0105 11, 0511 10 000 00, 0602 10, 2503 00, 2803 00, 3101 00 000, 3103–3105, 3808 91, 3808 92 და 3808 93 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი; ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის მიწოდება ან/და იმპორტი; ო) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902, 4903 00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, ნოტები) მიწოდება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) ან/და იმპორტი, ასევე ელექტრონული მატარებლების (დისკების) საშუალებით სალექციო კურსების მიწოდება, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და შეიძლება გამოცემულ იქნეს ასევე წიგნის ფორმით; პ) პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის; ჟ) (ამოღებულია - 30.07.2013, №906); რ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას; ს) დიაბეტური პურის მიწოდება ან/და იმპორტი, რომელიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას; ტ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8701 90 110 00 – 8701 90 500 00 კოდებში აღნიშნული ტრაქტორებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8706 00 190 00, 8706 00 990 00, 8707 90 100 00, 8707 90 900 00, 8708 10 900 00, 8708 29 100 00 – 8708 40 900 00, 8708 50 900 00 – 8708 70 100 00, 8708 80, 8708 91, 8708 92, 8708 93, 8708 94 და 8708 99 კოდებში აღნიშნული შასის, ძარის, ნაწილებისა და მოწყობილობების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8432 90 000 00 და 8433 90 000 00 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი; უ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტრო- სადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი; ფ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8802 11 100 00, 8802 12 100 00, 8802 20 100 00, 8802 30 100 00 და 8802 40 100 00 შესაბამის კოდებში აღნიშნული საქონლის ან/და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით მისთვის (სამოქალაქო ავიაციისათვის) განკუთვნილი საქონლის იმპორტი; ფ1 ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება; ქ) მიწის ნაკვეთის მიწოდება; ღ) ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, თუ ამ წილზე (უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების შემთხვევისა; ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების მიწოდება (განაწილება), თუ ამხანაგობის წევრები არიან მხოლოდ ფიზიკური პირები, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისათვის არ არის დღგ-ის გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია არ ითვლება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად; შ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის საქონლის მიწოდება; ჩ) შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების მიწოდება ან/და იმპორტი; 19 ც) (ამოღებულ ია – 20.12.2011, №5556); ძ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების იმპორტი. ; წ ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად; ჭ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი; ხ) ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული ამ კოდექსის 261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდება, თუ ახალი მესაკუთრე (ფიზიკური პირი) იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს ძველ მესაკუთრესა და ტურისტულ საწარმოს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. 2. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი სახის მომსახურების გაწევა: ა) ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა; ბ) საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა; გ) პირის მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება; დ) დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო (მათ შორის, ავტოტრანსპორტით) მომსახურების გაწევა; ე) სამედიცინო მომსახურების გაწევა; ვ) სააღმზრდელო ან/და სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა ან/და ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) და 60 წლის და მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა; ზ ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა; თ) ამ მუხლით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონლის ლიზინგით გაცემა; ი) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის მომსახურების გაწევა; კ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902, 4903 00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, ნოტების) რეალიზაციის მომსახურების, ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა; ლ) 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურების გაწევა; მ) რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურების გაწევა; ნ) საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება ; ო) სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა ; პ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების მომსახურების გაწევა; ჟ ) ადგილობრივი თვითმმართველობისათვის დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა დასუფთავებისა და ნარჩენების მართვისმომსახურების გაწევა . 3. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი კანონების, შეთანხმებების, ხელშეკრულებების საფუძველზე მიზნობრივი დანიშნულებით განხორციელებული ოპერაციები: ა) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, 20 სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების ან/და ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა და საოპერაციო კომპანიებისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის იმპორტი, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა; ბ) ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი ან/და სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო, სარესტავრაციო, საცდელ-საკონსტრუქტორო ან/და გეოლოგიურ-საძიებო მომსახურების გაწევა; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობის, შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებითი შემოტანა; დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანა; ე) ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტი; ვ) გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ; ზ) მომსახურების გაწევა ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთაც სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით აფინანსებს უცხოური ორგანიზაცია და რომელთა მონაწილე ერთ-ერთი მხარეა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო; თ) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გადასაცემი საქონლის იმპორტი; ი) იმ საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო; კ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი. 4. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია: ა) საქონლის რეექსპორტი ან ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომელშიც განხორციელებულია დეკლარირება საქონლის რეექსპორტის ან საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ; ბ) საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის და რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი; გ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება: გ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება; გ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება; გ.გ) საექსპედიტორო მომსახურება; 21 გ.დ) ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება; გ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება; გ 1) საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა; გ2) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა; დ) მგზავრთა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირობით, რომ გაგზავნის ან დანიშნულების პუნქტი მდებარეობს საქართველოს ფარგლების გარეთ და ასეთ გადაზიდვაზე გაფორმებულია ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტი. ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება: დ.ა) მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება; დ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება, აგრეთვე სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა; დ.გ) ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება; დ.დ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება; დ.ე) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში; დ.ვ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება; ე) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება; ვ) სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) მიმართ გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურება; ზ) თბოელექტროსადგურებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება; თ) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის აქტივების გამოტანა იმ საწარმოს კაპიტალიდან, რომლის წილის/ აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია; ი) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა; კ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისათვის გადაცემა; ლ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქართველოს საქონლის მიწოდება რეალიზაციისთვის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის რეალიზაცია ან/და კვების მომსახურების გაწევა; მ) დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის , თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 22 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ. დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე; ნ) აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში; ო) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში. ამასთანავე, ითვლება, რომ აქტივების მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო ჩათვლა; პ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს მიწოდება; ჟ) ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება ; რ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისათვის გაწეული მომსახურება (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურება); ს) საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება, გარდა ამ კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 ნაწილი თ გათვალისწინებული შემთხვევისა; ტ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო. უ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების , მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (გარდა ფულისა) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით პირის ქონების რეალიზაცია/გადაცემა. ფ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე); ქ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), აგრეთვე საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის მიწოდება; ღ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით; ყ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში 23 არაუმეტეს 60 დღის ვადით სასტუმრო მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ მიწოდება; შ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება; ჩ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადამუშავების მიზნით აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის განმახორციელებელი პირის მიერ ამ კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შემდგომ განხორციელდა გადამუშავებული საქონლის იმპორტი). 5. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან. მუხლი 188. აქციზის განაკვეთები 1. ამ ნაწილში აღნიშნული აქციზური საქონელი იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით: № 1 კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად საქონლის დასახელება ზომის ერთეული აქციზის განაკვეთი (ლარი) 1 ლ 0.6 ლუდი (12.12.2014. N2949 ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან) 2203 00 ალაოს ლუდი ეთილის სპირტი და ალკოჰოლური სასმელები (12.12.2014. N2949 ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან) 2206 00 2207 2208 20 2208 30 2208 40 2208 50 2208 60 2208 70 2208 90 110 00 2208 90 190 00 2 სხვა დადუღებული სასმელები (მაგალითად, სიდრი, პერი (მსხლის სიდრი), თაფლის სასმელი); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი; ეთილის სპირტი და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაციით – სპირტის ნაყენები, მიღებული ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით (გამოხდით) – ვისკი – რომი და ტაფია – ჯინი და ღვიის ნაყენი – არაყი – ლიქიორები – – – არაკი (arrack) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ ან 2 ლზე ნაკლები – – – არაკი (arrack) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ-ზე მეტი 2208 90 330 00 – – – ქლიავის, მსხლის ან ალუბლის სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების გარდა) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები 2208 90 380 00 – – – ქლიავის, მსხლის ან ალუბლის სპირტიანი ნაყენები 5 1 ლ 1 ლ 5.2 1 ლ 9.2 1 ლ 1 ლ 1 ლ 1 ლ 1 ლ 10 10 10 6 9.2 1 ლ 5 1 ლ 5 1 ლ 1 ლ 6 6 24 2208 90 410 00 2208 90 450 00 2208 90 480 00 2208 90 520 00 2208 90 540 00 2208 90 560 00 (ლიქიორების გარდა) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ-ზე მეტი – – – – უზო – – – – კალვადოსი – – – – დანარჩენი – – – – კორნი – – – – ტეკილა – – – – დანარჩენი 2208 90 690 01 – – – – სპირტის ფაქტობრივი არაუმეტეს 7 მას.% -ისა 2208 90 690 09 – – – – დანარჩენი 1 ლ 1 ლ 1 ლ 1 ლ 1 ლ 1 ლ 7 8 6 8 8 6 კონცენტრაციით 1 ლ 2 1 ლ 6 – – – 2 ლ-ზე მეტი ტევადობის ჭურჭელში 2208 90 710 00 2208 90 750 00 – – – – ხილისგან გამოხდილი – – – – ტეკილა 1 ლ 1 ლ 7 8 2208 90 770 00 – – – – დანარჩენი 1 ლ 6 2208 90 780 00 – – – – დანარჩენი სპირტიანი სასმელები 1 ლ 6 1 ლ 6 1 ლ 6 – – ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, ჭურჭელში ტევადობით 2208 90 910 00 – – – 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები 2208 90 990 00 – – – 2 ლ-ზე მეტი თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა) (12.12.2014. N2949 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 2402 10 000 01 2402 10 000 02 2402 20 3 2403 11 000 00* 2403 19 000 00* 2403 99 100 00 4 – – სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს 1 ღერი შემცველობით – – სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს 20 ღერი შემცველობით ფილტრიანი სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით 20 ღერი უფილტრო სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით 20 ღერი – – ყალიონით მოსაწევი თამბაქო, ამ ჯგუფის 1 კგ სუბპოზიციისათვის 1-ლი შენიშვნის შესაბამისად – – დანარჩენი 1 კგ – – – საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქო 1 კგ 0.9 1 0.9 0.25 20 20 20 მსუბუქი ავტომობილები (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით), ძრავის მოცულობის 1 სმ³ ა) 1 წლამდე 1 სმ³ 1.5 ბ) 1 წლის 1 სმ³ 1.5 გ) 2 წლის 1 სმ³ 1.4 დ) 3 წლის 1 სმ³ 1.3 8703 ე) 4 წლის 1 სმ³ 1.2 ვ) 5 წლის 1 სმ³ 1 ზ) 6 წლის 1 სმ³ 0.7 თ) 7 წლის 1 სმ³ 0.5 25 ი) 8 წლის კ) 9 წლის ლ) 10 წლის მ) 11 წლის ნ) 12 წლის ო) 13 წლის პ) 14 წლის ჟ) 14 წელზე მეტის 1 სმ³ 1 სმ³ 1 სმ³ 1 სმ³ 1 სმ³ 1 სმ³ 1 სმ³ 1 სმ³ 0.5 0.5 0.5 0.5 0.5 0.6 0.7 0.8 ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი (გარდა მილსადენით გადაადგილებულისა) 2709 00 100 00 – აირის კონდენსატი ბუნებრივი 80 1000 მ3 5 6 2711 11 000 00 – – ბუნებრივი აირი (გათხევადებული) 2711 12 2711 13 2711 14 000 00 2711 19 000 00 2711 21 000 00 – – პროპანი – – ბუტანები – – ეთილენი, პროპილენი, ბუტილენი და ბუტადიენი – – დანარჩენი – – ბუნებრივი აირი (აირისებრ მდგომარეობაში) 1000 მ3 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1000 მ3 ნავთობპროდუქტები, ნავთობის დისტილატები და ნამუშევარი ნავთობპროდუქტები 2710 12 – – მსუბუქი დისტილატები და პროდუქტები 1ტ 2710 19 110 00 – – – – გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის 1ტ 2710 19 150 00 – – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 110 00 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა 1ტ 2710 19 210 00 – – – – – – რეაქტიული სათბობი 1ტ 2710 19 250 00 – – – – – – დანარჩენი 1ტ 2710 19 290 00 – – – – – დანარჩენი 1ტ 2710 19 310 00 – – – – – გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის 1ტ 2710 19 350 00 – – – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 310 00 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა 1ტ 2710 19 410 00 – – – – – – გოგირდის შემცველობით არა უმეტეს 0,05 მას.%-ისა 1ტ 2710 19 450 00 – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,05 მას.%-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 0,2 მას.%-ისა 1ტ 2710 19 490 00 – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,2 მას.%-ზე მეტი 1ტ 2710 19 710 00 – – – – – გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის 1ტ 2710 19 750 00 – – – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 710 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა 1ტ 2710 19 810 00 – – – – – – ძრავას ზეთები, კომპრესორის საპოხი ზეთი, ტურბინის საპოხი ზეთი 1ტ 2710 19 830 00 – – – – – – სითხეები ჰიდრავლიკური მიზნებისათვის 1ტ 2710 19 850 00 – – – – – – ღია ფერის ზეთები, ვაზელინის ზეთი 1ტ 2710 19 870 00 – – – – – – ზეთი კბილანებისათვის და ზეთი რედუქტორებისათვის 1ტ 2710 19 910 00 – – – – – – ლითონების დასამუშავებელი შედგენილობები, ფორმების გასაპოხი ზეთები, ანტიკოროზიული ზეთები 1ტ 2710 19 930 00 – – – – – – ელექტრული საიზოლაციო ზეთები 1ტ 2710 19 990 00 – – – – – – დანარჩენი საპოხი ზეთები და ზეთები დანარჩენი 1ტ 2710 20 110 00 – – – – – – გოგირდის შემცველობით არა უმეტეს 0,05 მას.%-ისა 1ტ 2710 20 150 00 – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,05 მას.%-ზე მეტი, 1 ტ 80 120 120 120 120 80 250 220 220 220 220 220 150 150 150 150 150 400 400 400 400 400 400 400 400 400 150 150 26 მაგრამ არა უმეტეს 0,2 მას.%-ისა 2710 20 190 00 2710 20 390 00 2710 91 000 00 2710 99 000 00 – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,2 მას.%-ზე მეტი 1ტ – – დანარჩენი 1ტ – – პოლიქლორბიფენილების, პოლიქლორტრიფენილების 1ტ ან პოლიბრომბიფენილების შემცველობით ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის 1 ტ (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი ნამუშევარი ნავთობპროდუქტები დანარჩენი 1ტ 150 400 400 50 400 ბიოდიზელი 7 8 9 10 ბიოდიზელი და მისი ნარევები, რომლებიც შეიცავს ან არ შეიცავს მასის 70 მას.%-ზე ნაკლები ოდენობით 3826 00 000 00 1ტ 150 ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებულ ნავთობს ან ნავთობპროდუქტებს პიროლიზის თხევადი პროდუქტი 3911 90 პიროლიზის თხევადი პროდუქტი 1ტ 400 ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდილი სხვა პროდუქტები — — — — გაუწმენდავი მსუბუქი ზეთები, რომელთა 90 2707 99 110 00 მოც.% ან 90 მოც.%-ზე მეტი გამოიხდება 200° C 1 ტ 350 ტემპერატურამდე 2707 99 190 00 – – – – დანარჩენი 1ტ 350 2707 99 300 00 – – – დაგოგირდებული მსუბუქი ზეთები 1ტ 350 2707 99 500 00 – – – ძირითადი პროდუქტები 1ტ 350 2707 99 700 00 – – – ანთრაცენი 1ტ 350 2707 99 990 00 – – – – დანარჩენი 1ტ 350 მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი 2707 10 100 00 – – სათბობად გამოსაყენებელი 2707 10 900 00 – – სხვა მიზნებისათვის 2707 20 100 00 – – სათბობად გამოსაყენებელი 2707 20 900 00 – – სხვა მიზნებისათვის 2707 30 100 00 – – სათბობად გამოსაყენებელი 2707 30 900 00 – – სხვა მიზნებისათვის 2707 50 100 00 – – სათბობად გამოსაყენებელი 2707 50 900 00 – – სხვა მიზნებისათვის 2707 99 800 00 – – – ფენოლები – – სინთეზური პარაფინი მოლეკულური მასით 460 ან 2712 20 100 00 460-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 1560-ისა 2712 20 900 00 – – დანარჩენი 2902 11 100 00 – – – სათბობად გამოსაყენებელი 2902 11 900 00 – – – სხვა მიზნებისათვის 2902 19 100 00 – – – ციკლოტერპენები 2902 19 800 00 – – – დანარჩენი 2902 20 000 00 – ბენზოლი 2902 30 100 00 – – სათბობად გამოსაყენებელი 2902 30 900 00 – – სხვა მიზნებისათვის 2905 11 000 00 – – მეთანოლი (მეთილის სპირტი) – – პროპან-1-ოლი (პროპილის სპირტი) და პროპან-22905 12 000 00 ოლი (იზოპროპილის სპირტი) 2905 13 000 00 – – ბუტან-1-ოლი (ნ-ბუთილის სპირტი) 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 400 400 400 400 400 400 400 400 400 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 400 400 400 400 400 400 400 400 400 400 1ტ 1ტ 400 400 27 2905 14 100 00 2905 14 900 00 2905 16 100 00 2905 16 200 00 2905 16 800 00 3811 11 100 00 3811 11 900 00 3811 19 000 00 3811 21 000 00 3811 29 000 00 3811 90 000 00 3814 00 100 00 3814 00 900 00 11 – – – 2-მეთილპროპან-2-ოლი (ტრეტბუტილის სპირტი) – – – დანარჩენი – – – 2-ეთილჰექსან-1-ოლი – – – ოქტან-2-ოლი – – – დანარჩენი – – – ტეტრაეთილტყვიის ფუძეზე – – – დანარჩენი – – დანარჩენი – – ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების შემცველობით – – დანარჩენი – დანარჩენი – ბუტილაცეტატის ფუძეზე – დანარჩენი საპოხი მასალები და საშუალებები – – ტექსტილის მასალების, ტყავის, ბეწვეულის ან 3403 11 000 00 დანარჩენი მასალების დამამუშავებელი საშუალებები – – – ნავთობისაგან ან ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობპროდუქტების არაძირითადი 3403 19 100 00 კომპონენტის სახით შემცველობით 70 მას.% ან 70 მას.%ზე მეტი – – – – მანქანების, მექანიზმებისა და სატრანსპორტო 3403 19 910 00 საშუალებების საპოხი საშუალებები 3403 19 990 00 – – – – დანარჩენი – – ტექსტილის მასალების, ტყავის, ბეწვეულის ან 3403 91 000 00 დანარჩენი მასალების დამამუშავებელი საშუალებები – – – მანქანების, მექანიზმებისა და სატრანსპორტო 3403 99 100 00 საშუალებების საპოხი საშუალებები 3403 99 900 00 – – – დანარჩენი 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 400 400 400 400 400 400 400 400 1ტ 400 1ტ 1ტ 1ტ 1ტ 400 400 400 400 1ტ 400 1ტ 400 1ტ 400 1ტ 400 1ტ 400 1ტ 1ტ 400 400 შენიშვნა: ამ ცხრილის მე-3 სტრიქონში აღნიშნული 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 500 გრამისა. 1 1 . საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 5 პროცენტის ჯამი. აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება ამ საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებისა და საგადასახადო ორგანოში არსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა და გამოიყენება მომდევნო წლის 1 იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში. 2 1 . საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასს და მისი დადგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2. ამოღებულია (19.04.2011. N4547) 3. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განაკვეთია: ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხის 8 პროცენტი, გარდა ამ ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ყოველი 28 შემდგომი კალენდარული წლისათვის საქართველოს პარლამენტს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად დასამტკიცებლად წარუდგინოს განსხვავებული აქციზის განაკვეთი ნული პროცენტიდან 8 პროცენტამდე ოდენობის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს შესაბამისი დადგენილებით; ბ) საერთაშორისო ზარის საქართველოში მობილურ ქსელში დასრულების მომსახურებისათვის − ერთ წუთზე 15 თეთრი; გ) საერთაშორისო ზარის საქართველოში ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებისათვის − ერთ წუთზე 8 თეთრი. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი პირისათვის დასაბეგრი ბრუნვაა საანგარიშო პერიოდში გაწეული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების თანხების ჯამი. მუხლი 1901 . ცალკეულ შემთხვევებში აქციზით დაბეგვრა 1+ 1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აქციზური საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (აქციზური საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემა იბეგრება აქციზით ამ მუხლის შესაბამისად. 1 1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის რეალიზაცია იბეგრება ამ მუხლის შესაბამისად. 2. ამ მუხლის: ა) პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება: ა.ა) რეალიზებულ/გადაცემულ აქციზურ საქონელზე, თუ იგი არ არის წარმოებული ამ საქონლის მესაკუთრის მიერ; ა.ბ) აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე, თუ აქციზი გადახდილია აქციზური მარკების შეძენისას; ა.გ) ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება; ბ) 11 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის გადამხდელი აქციზის დეკლარაციას წარადგენს მის მიერ ამ მუხლის პირველი და 11 ნაწილებით განსაზღვრული აქციზური საქონლის: ა) მიწოდების შემთხვევაში − არაუგვიანეს მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; ბ) არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში − არაუგვიანეს არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; გ) სხვა აქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში − არაუგვიანეს წარმოებული სხვა აქციზური საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის გადამხდელმა კუთვნილი აქციზი ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს აქციზის დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში. მუხლი 192. აქციზური მარკები 1+ 1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება: ა) აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელები (მათ შორის, ლუდი), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1,15 გრადუსს; 29 ბ) თამბაქოს ნაწარმი. 2. აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისაგან, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემთხვევებისა,თავისუფლდება: ა) ექსპორტისთვის განკუთვნილი ადგილობრივი წარმოების საქონელი; ბ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი საქონელი; გ) უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი; დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო− თბილისი− ჯეიჰანის და ბაქო−თბილისი− ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი; ე) ამ კოდექსის 223-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი; ვ) 50 გრამის ან მასზე ნაკლები ტევადობის ჭურჭელში ან 10 ლიტრზე მეტი (გარდა ლუდისა) მოცულობის ჭურჭელში ჩასხმული ალკოჰოლიანი სასმელი; ზ) იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე ალკოჰოლიანი სასმელი; თ) მოსაწევი (ჩიბუხის) თამბაქო; ი) იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 400 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა ან 50 სიგარილა ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმი ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში იმპორტირებული თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის კომბინაცია საერთო წონით არა უმეტეს 250 გრამისა. 3. აკრძალულია: ა) აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე, მარკირებას დაქვემდებარებული საქონლით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულისა) დასაბეგრი ოპერაციის ან/და იმპორტის განხორციელება; ბ) ჩამოსასხმელი ან/და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმული აქციზური ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა) საცალო ქსელში მიწოდება. 31 . აქციზური მარკა შესაძლებელია იყოს მატერიალური ან არამატერიალური ფორმის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების მომსახურებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი. 4. საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები), აგრეთვე ამ კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელები იხდიან აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას. ნომინალის ღირებულება, მისი გადახდისა და საქონლის ნიშანდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 5. საგადასახადო ორგანოები დადგენილი წესით ახორციელებენ აქციზური მარკის გარეშე, წესების დარღვევით შემოტანილი ან გასაყიდად მიღებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევას. ჩამორთმევის მომენტიდან საქონელი სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და მისი რეალიზაცია ან განადგურება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 6. ამ კარის მიზნებისთვის აქციზური მარკების დანაკლისი ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა) ითვლება იმპორტიორის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის იმპორტად და მიწოდებად, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლის მხრიდან – მის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის მიწოდებად და იბეგრება პირის მიერ 1 ცალი/ლიტრი წარმოებული/იმპორტირებული აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონ ლისათვის დადგენილიაქციზის უმაღლესი განაკვეთით. 30 7. იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება დაბრუნებას. 6-თვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის ითვლება აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული აქციზის გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად. 8. დაუშვებელია აქციზური მარკების სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტიორი აქციზურ მარკებს საქონელზე დასატანად გადასცემს აქციზური საქონლის უცხოურ მწარმოებელს. მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება 16 + იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით; ბ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული წესით; გ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომელიც არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით შეიცავს გრანტის ელემენტს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გრანტის ელემენტს გაიანგარიშებს საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად; დ) ფიზიკური პირის მიერ: დ.ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06− 12, 15− 21 ჯგუფებისა და 0302− 0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; დ.ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგმდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; დ.გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; დ. დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28- ე– 97- ე ჯგუფების ( გარდა 87- ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი; დ.ე) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი 31 სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; დ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგმდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; დ.ზ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ე) ბავშვთა კვების პროდუქტებისა და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისათვის; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი; ვ) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი; ზ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი; თ) უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში; ი ) 2016 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულისა და ნაწარმის იმპორტი ; კ) ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“, „დ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებისმოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი და დროებითი შემოტანა; ლ) საქონლის მიმართ გამოყენებული სასაქონლო ოპერაციები (გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის იმპორტისა და დროებითი შემოტანისა) ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის განთავსება; მ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, დაადგინოს საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმები; ნ) ამ კოდექსის 223-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტი; ო) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე– 97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; პ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 1704 90 510 00, 2207 10 000 00, 2501 00 310 00, 2501 00 510 00, 2506, 2507, 2508, 2509, 2511, 2522, 2524, 2525, 2526 (გარდა 2526 20 000 00), 6805 20 000 00 და 6805 30 800 00 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი; ჟ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულიელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები; რ) „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა (ექსპორტიორი 32 ქვეყნის ტერიტორიიდან საქონლის გადაადგილებისას აღნიშნული შეთანხმების არამონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლის მიუხედავად). შენიშვნა: თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი ალკოჰოლიანი სასმელის ან/და თამბაქოს ნაწარმის ოდენობა აღემატება ამ მუხლის „ დ. ვ “ და „ ო “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას, ამ ავე მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოთ მითითებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში . მუხლი 201. ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი + 1. ქონების გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე; ბ) არარეზიდენტი საწარმო – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე); გ) ფიზიკური პირი: გ.ა) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობანაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებზე; გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე; გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე. მუხლი 281. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა 72+ 1. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. (ამოღებულია – 08.11.2011, №5202). 3. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 4. (ამოღებულია – 20.05.2011, №4705). 5. ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 6. (ამოღებულია – 20.05.2011, №4705). 7. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის (გარდა GPRS-ის და CRYPTO-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებ ისა) დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით. 81 . (ამოღებულია - 22.06.2012, №6547). 33 9. ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმის საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე ან დაზიანებული ლუქით საქმიანობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 15 000 ლარის ოდენობით. 11. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაადგინოს ჯარიმის განსხვავებული ოდენობები, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით დადგენილი ჯარიმების 5 პროცენტისა. მუხლი 286. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა 17 + 1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 11. სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. 12. სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ( ამოღებულ ია – 28.12.2012, №189). 4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. 5. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე): ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა. 6. პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება: 34 ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში; ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში; გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას; დ) თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ აქვს და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია; ე) გაზეთების, ჟურნალებისა და მათ ი გამომცემლებ ის მიერ მათ თან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა; ვ) საგანგებო სიტუაციებში და გადაუდებელი დახმარების გაწევის ( სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის, ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების ან საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანების აღმოფხვრის) აუცილებლობის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას ; ზ) თუ , საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება. 7. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ დაეკისრება მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის, აგრეთვე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში. 8. ამ მუხლის მიზნებისათვის: ა) ფული და საბანკო პლასტიკური ბარათები არ არის საქონელი; ბ) ძვირფასი ლითონებისა და ქვების, ასევე ნუმიზმატიკური ფასეულობის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომერციული ბანკის მიერ, ასევე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, სპეციალურად დაცული ან კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით. 9. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. 10. ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება; ბ) გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე და, ამ ინფორმაციის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად. 11. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, − იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 400 ლარის ოდენობით. 13. ამ მუხლის პირველი, 1 1 და 1 2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მას პირადობის 35 დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება, აგრეთვე საქონლის დათვლა თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად და აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 14. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს საქონელს. ამ მუხლით გათვალისწინებული ყადაღის დადების წესი და პირობებიგანისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 15. (ამოღებულია - 12.12.2014, №2946). მუხლი 289. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები 37 1 1. პირის მიერ საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/ დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 000 ლარისა. შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, როდესაც საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა იწვევს სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას. 2. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებ ით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს , თუ იდენტიფიკაციის საშუალებაზე შეინიშნება მცირე დაზიანება, არ არის დარღვეული მისი მთლიანობა და შეუძლებელია ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა. 4. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ – იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით. 6. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება – იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით. 8. (ამოღებულია – 20.12.2011, №5556). 9 . (ამოღებულია – 20.12.2011, №5556). 10. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – 36 იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან უამისოდ. 12. საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას. 13. საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას. 131. საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას. შენიშვნა: ამ მუხლის მე-12–131 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არადეკლარირებული საქონლის არსებობისას არასწორ დეკლარირებად ითვლება, თუ დეკლარირებული საქონლისა და არადეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობა 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტია. 14. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. 15 . საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება,საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა – იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 17. სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მე-17 და მე-18 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, როდესაც იმავე ქმედებისათვის დადგენილია სხვა პასუხისმგებლობა. 19. სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით. 20. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება, რასაც არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება, – 37 იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 21. ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით. 22. ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის მიერ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა – იწვევს ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 23. ამ მუხლის 22-ე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 24 . საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული იმ დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა, რომლის შემოსავლების სამსახურში წარდგენის ვალდებულება არ ეკისრებოდა პირს, – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 25 . პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 26. ამ მუხლის 25-ე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 27 . ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს იმ შემთხვევაში დაეკისრება სანქცია, თუ ამ ქმედებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ შეეფარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. შენიშვნა: (ამოღებულია - 26.12.2013, №1886). მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი 11 3 + 1. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118). 2. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118). 3. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118). 31. 2014 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი პროცენტი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან 0-პროცენტიანი განაკვეთით, თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა: ა) პროცენტის მიმღებ საწარმოს პროცენტის თანხა შეაქვს პროცენტის გამცემი საწარმოს კაპიტალში; ბ) ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან 5-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრის მოქმედების პერიოდში არ შემცირდება პროცენტის გამცემი საწარმოს კაპიტალი. 32 . ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პროცენტის მიმღები არის არარეზიდენტი საწარმო, პროცენტის გამცემი საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი არ ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას, ხოლო უკვე გამოქვითული ხარჯი ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას იმ პერიოდში, რომელშიც სესხის პროცენტი შეტანილ იქნა პროცენტის გამცემი საწარმოს საწესდებო კაპიტალში. 33 . ამ მუხლის 31 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კაპიტალის შემცირებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში კაპიტალში შეტანილი პროცენტი ექვემდებარება დაბეგვრას მისი კაპიტალში შეტანის მომენტისთვის არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლის 31 ნაწილის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად. 4. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118). 5. (ამოღებულია – 08.11.2011, №5202). 38 6. 2011 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავ რის მიწოდება , გარდაელექტროენერგიის მომხმარებლისათვის („ ელექტროენერგეტიკისა და ბუნე ბრივი გაზის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულიპირებისათვის ) მიწოდებისა , აგრე თვე გადაცემის ან / და დისპეტჩერიზაციის მომსახურება დღგ ის გადახდისაგან განთავისუფლებულიაჩათვლის უფლებით . 7. (ამოღებულია - 26.12.2013, №1886). 8. ( ამოღებულია). 9. ( ამოღებულია). 10. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება გადამუშავების სასაქონლო ოპერაციები, გარდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისა, რომელიც გამოიყენება საქონლის შერევის (კომპაუნდირების) და გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით. 11. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) შესაბამისად გაცემული სანებართვო მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. 12. ამ კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება მხოლოდ 2009 წლის 7 აგვისტოდან შექმნილ ამხანაგობაზე. 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობაზე გავრცელდება 2009 წლის 7 აგვისტომდე მოქმედი ნორმები. 13. საქართველოს მთავრობას დაევალოს, საქართველოს ტყის კოდექსში სამონადირეო მეურნეობების მიერ დაკავებულ მიწებთან დაკავშირებით ტყითსარგებლობით განსაზღვრულ სახეებთან მიმართებით ცვლილებების განხორციელებისთანავე მოამზადოს შესაბამისი ცვლილება აღნიშნული მიწების ქონების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით. 14. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალი ჩამოიწერება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ამ კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გაუთვალისწინებლად. 15. 2016 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად. ამ ნაწილის მიზნებისათვის: ა) ბაზარი (ბაზრობა) არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ; ბ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. 16. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/ მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5%-იანი განაკვეთით და ექვემდებარება დეკლარირებასა და გადახდას საშემოსავლო/მოგების გადასახ ადისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. 1 7 . ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ტ “ ქვეპუნქტის ა და მე-2 ნაწილის და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ხ “ ქვეპუნქტის დებულებები. 39 1 8 . ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ტ “ ქვეპუნქტით ა და ამ მუხლის მე1 7 ნაწილით დადგენილი შეღავათები არ მოქმედებს, თუ ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი ან ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას. 19. „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისა გან, თუ იგი „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოსსაბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუ დგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოსსაბაჟო ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას. 20. საქონლის მფლობელი საქართველოს მოქალაქე თავისუფლდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საქართველოსსაბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია 2006 წლის 1 ივლისამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა მისი წარდგენა და გაფორმება. 21. პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272 -ე , 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან , მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის , დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადისგადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განხორციელდა 2007−2009 წლებში. 22. ამ მუხლის მე-19, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან ან ვალდებულებების შესრულებისა გან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისამოქმედებამდე. 23. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი წარმოების შენობანაგებობებისათვის 2011 წლის 31 დეკემბრამდე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს არა უგვიანეს იმ საანგარიშო პერიოდისა, როდესაც ხდება ამ შენობანაგებობების ექსპლუატაციაში მიღება. ამასთანავე, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოსთვის 2011 წლის 1 იანვრამდე პრივატიზების წესით შეძენილი 40 შენობა-ნაგებობის ამავე საქმიანობისათვის გამოყენების (ექსპლუატაციაში მიღების) შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა მცირდება შესაბამისი ქონების (შენობა-ნაგებობის) პრივატიზების წესით შეძენისას ბიუჯეტში გადახდილი თანხით. 24. 2016 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი , რომელიც ახორციელებს „ ეკონომიკური საქმიანობის სა ხეების საქართველოს ეროვნულიკლასიფიკატორის “ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას , კერძოდ , მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელ ი ადგილის მოკლევადით გაცემას , საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით , თუ იგინებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარულითვის განმავ ლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს . 25. ამ მუხლის 24 - ე ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში ფიზიკური პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი. 26. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის ან/და სეზონურობის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეამციროს ან/და გაზარდოს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. 27. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადაიხდება: ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 აპრილისა; ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 ივლისისა; გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა; დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 იანვრისა. შენიშვნა: ამასთანავე, დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი შემდგომ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. 28. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდი შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ი სე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლ ებელია არ იყოს უწყვეტი. 29. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში: ა) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გამცემი პირი – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან; ბ) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საშემოსავლო გადასახადზე ამ კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ გაითვალისწინება; გ) ფიზიკური პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისა გან. 30. თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ამ მუხლის 24- ე ნაწი ლით გათვალისწინებული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაცემულია იჯარით და მოიჯარე ამ ქონება ს იმავე სახის საქმიანობაში იყენებს: ა) მოიჯარე საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის მიხედვით გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისაგან; ბ) მოიჯარის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, მოიჯარე – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან; გ) მოიჯარე საქმიანობის ამ ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისა გან. 41 31. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა და საგადასახადო ანგარიშგების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 32. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემა. 33. ფიზიკურ პირებს 2011 წლის 1 იანვრიდან ამ კოდექსის 203-ე მუხლით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით 2007 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის ამავე კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრებათ. 3 4 . 2011 წლისათვის ქონების გადასახადისაგან სრულად თავისუფლდე ბა მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი) . 35. 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებზე მოგებისა და ქონების გადასახადების მიზნებისათვის ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები. 3 6 . გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი №1 ფორმის ქვითრის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება შესრულებულად ჩაუთვალოს შესაბამისი თანხის ნაწილში. 37. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება: ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას); ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2009 წლის 1 იანვრისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება – გადასახადის თანხის ნაწილში და პირს 2009 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას); გ) ამ კოდექსის 281-ე მუხლის და 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის საფუძველზე ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა. 38. 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 1 2 -პროცენტ იანი განაკვეთით . 39. (ამოღებულია - 22.06.2012, №6547). 40. (ამოღებულია - 01.05.2015, №3581). 41. 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/ პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას თავდებობისა და სერვიტუტის მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტისა და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. 42 42. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებდა 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მიიღოს სსზ-ის სტატუსი და 2017 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) განახორციელოს ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ვადის (2017 წლის 1 იანვარი) გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. 43. (ამოღებულია – 20.12.2012, №118). 44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 31 ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 45. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწეროს საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით აღიარებულად არ ითვლება, აღნიშნული დავალიანების თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისათვის არ ყოფილა წარდგენილი საგადასახადო ორგანოს შეტყობინება/საგადასახადო მოთხოვნა და გასულია მისი წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. 46. 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) საგადასახადო შემოწმებისას საერთაშორისო გადაზიდვების და მათთან დაკავშირებული (მათ შორის, საექსპედიტორო) მომსახურების მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 2006 წლის 28 აპრილის №2955 კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 01.05.2006, მუხ. 84) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. 47. ამ კოდექსის 122-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე. 48. ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გადაუხდელ თანხებზე. 49 . 2006 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და სხვა ჯარიმების სახით მიღებული/მისაღები შემოსავლების მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 136-ე მუხლის მე-13 ნაწილის გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. 50 . ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითჩამოწერას ექვემდებარება: ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონების მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა; ბ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ მიწა მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილიტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით; 43 გ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების და მასზე დამაგრებული მიწის მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით. 51 . სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამდე შესრულების შემთხვევაში ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმისაგან. 52 . უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის დადგენამდე არსებული საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას: ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში/ პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილზე მეტი ოდენობით; ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან დადგენილზე ნაკლები ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმის ფარგლებში არსებული ნაკლებობა დანაკლისად არ ჩაითვლება; გ) არ გაითვალისწინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის ნორმის დადგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის გამოყენებასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულების დაზუსტება, თუ გადასახადის გადამხდელი დანაკარგის ნორმად იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის დადგენილზე ნაკლებ ოდენობას ან საერთოდ არ იყენებდა მას. 53 . ამ მუხლის 52 -ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ი მავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. 54. „სასიცოცხლო სამოქალაქო დანიშნულების ტრანსპორტით საზღვრის კვეთის ხელშეწყობის შესახებ“ 2007 წლის 30 ოქტომბრის ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული სწავლების (წვრთნების) მიზნებისათვის შემოტანილი საქონელი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან. 55. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინვესტორისა და კონტრაქტორის საგადასახადო ვალდებულებები, შეღავათები და შეზღუდვები განისაზღვრება ამ კოდექსით და „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. 56. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადის განსხვავებული განაკვეთი შემოიღოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ნაწილში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში. 57. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ1 “ ქვეპუნქტების, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის 5 1 ნაწილის, 156-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 171-ე მუხლის 1 1 ნაწილის, 176 1 მუხლის მე-2 ნაწილის, 205-ე მუხლის 10 1 ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4 “ ქვეპუნქტისა და 272-ე მუხლის 3 1 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას. 58. ფიზიკური პირისათვის (გარდა შემოსავლების მიღების მომენტში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოსათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი შემოსავალი მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას): 44 ა) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2006 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად; ბ) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2007 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2013 წლის 1 ივლისამდე ანაზღაურებულად; გ) 2013 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2008 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2013 წლის ბოლოს ანაზღაურებულად; დ) 2014 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2009 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2014 წლის ბოლოს ანაზღაურებულად; ე) 2015 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2010 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2015 წლის ბოლოს ანაზღაურებულად. 59. ამ მუხლის 58-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ეკისრება საგადასახადო აგენტისა და შესაბამისი თანხის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრის ვალდებულებები, ხოლო შემდგომ პერიოდში ფაქტობრივად ანაზღაურების შემთხვევაში შესაბამისი შემოსავალი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება. 60. ამ კოდექსის 123-ე მუხლის დებულებები არ ვრცელდება 2016 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. (გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერ თობებზე) 61. გადასახადის გადაუხდელ თანხას 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საურავი დაერიცხება 0,06 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე4 ნაწილით განსაზღვრული საურავი − 0,05 პროცენტი − გადასახადის გადაუხდელ თანხას დაერიცხება 2015 წლის 1 ივლისიდან. ამ შემთხვევაში გადასახადის გადაუხდელობისათვის საურავის ოდენობის განსაზღვრისას ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 2 1 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება. 62. ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადაა: ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი; ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი. 63. ამ კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის უფლების გამოყენება შესაძლებელია, თუ საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულია აღნიშნული ქვეპუნქტის ამოქმედების შემდეგ. 64. საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია 2013 წლის 31 დეკემბრამდე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მასზე ვრცელდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის XLI თავის დებულებები. 65. „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე10 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გადახდილი თანხის შემოსავლად აღიარება ხორციელდება ეროვნული ფილმის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, მაგრამ არაუგვიანეს ფილმის დასრულების შესახებ აქტის შედგენის და დაფინანსების მიზნობრივი ხარჯვის დადასტურების მომენტისა. 66. პირი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით წარმოებულ ეროვნულ ფილმს აღრიცხავს, როგორც არამატერიალურ აქტივს. მას უფლება აქვს, ფილმის ექსპლუატაციაში მიღების მომენტიდან სრულად გამოქვითოს არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო ანარიცხები. 45 67. პირი, რომელიც „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით აწარმოებს ეროვნულ ფილმს, ვალდებულია: ა) არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვის ნორმა შეარჩიოს იმ საგადასახადო წელს, როდესაც აქტივი ექსპლუატაციაში შევიდა, და არ შეცვალოს არჩეული გამოქვითვის ნორმა მოცემულ აქტივზე მისი ექსპლუატაციაში შესვლის საგადასახადო წლის შემდგომი პერიოდებისთვის; ბ) საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში იგივე მეთოდი გამოიყენოს შემდგომ წარმოებული ყველა ეროვნული ფილმის მიმართ, თუმცა მას უფლება აქვს, არჩეული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის ნორმა შეცვალოს მისი არჩევიდან 5 წლის შემდეგ. 68. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ – უეფა) 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში: ა) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან; ბ) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა თავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან; გ) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები; დ) უეფა ან/და მისი ფილიალი საქართველოში გამოყენებულ ქონებაზე თავისუფლდება ქონების გადასახადისაგან. 69. დანიშნული პირის მიერ უეფას 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან. შენიშვნა: დანიშნული პირი არის უეფას ან მისი ფილიალის მიერ დანიშნული ნებისმიერი არარეზიდენტი პირი, მათ შორის, კლუბის თანამშრომელი (მაგალითად, მოთამაშე, მწვრთნელი და სხვა), უეფას ან მისი ფილიალის თანამშრომელი. 70. უეფას ან/და მის ფილიალს უეფას 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში არ წარმოეშობა ამ კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ვალდებულება. ამასთანავე, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში უეფასათვის ან/და მისი ფილიალისათვის მომსახურების გაწევა არ ექვემდებარება დღგ-ით უკუდაბეგვრას. 71. უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის ორგანიზება და ჩატარება არ წარმოშობს საქართველოში მუდმივ დაწესებულებას. 72. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია: ა) პირის მიერ უეფასთვის, მისი ფილიალისთვის ან/და დანიშნული პირისთვის იმ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება უეფას 2015 წლის სუპერთასს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ბ) უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩზე ან მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია. 73. ამ მუხლის 68-ე–72-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 74. ამ კოდექსის 106-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 75. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებისა და 202-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 76. ფიზიკურ პირს, რომლის ერთობლივი შემოსავალი, საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2013 ან 2014 კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლება აქვს, შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი. ამ ნაწილის 46 მიზნებისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება ამ კოდექსის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებული შემოსავალი. 77. დაქირავებულს უფლება აქვს, 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და სათანადო თანხის დაბრუნების მიზნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაცია) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა. ფიზიკური პირის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვისა და შესაბამისი თანხის დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 78. დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისას, დაგვიანებით წარდგენისას ან/და არასწორად წარდგენისას დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნების ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლის შემთხვევაში დაქირავებულს ზედმეტად დაბრუნებულ ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილ თანხაზე საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება. (78- ე ნაწილის მოქმედება ვრცელდება 26.12.2014, №3015 კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ) 79. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) უძრავი ქონება მიწოდებულ იქნა 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში; ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც, 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა; გ) უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირი არის ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელი (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი); დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს; ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი; ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი. 80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. 81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. (79-ე–81-ე ნაწილების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) 82. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2015 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის, სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევისათვის ამ კოდექსის 272-ე მუხლითა და 289-ე მუხლის პირველი, მე-17 და მე-18 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი 2015 წლის 1 47 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წარდგენასა და გაფორმებას. 83. ამ მუხლის 82-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები ამავე მუხლის 82-ე ნაწილის ამოქმედებამდე აღსრულდა. 84. 2015 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე ჩათვლის დოკუმენტად განიხილება უკუდაბეგვრისას ან საქონლის დროებითი შემოტანისას ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 85. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესის დასადგენად ბრძანების გამოცემა. 86. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკის საწარმოს მიერ 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის მოვალისათვის პატიება არ ითვლება მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებად. 87. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება: ა) 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის პატიების შედეგად ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი; ბ) 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირის მიერ: ბ.ა) ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი; ბ.ბ) 2015 წლის 14 ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი. შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა სიას ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. 88. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან. ამასთანავე, ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება ფინანსური ინსტიტუტის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვას არ ექვემდებარება. (87-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 88-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
დასკვნები
LECAL DEPARTIMENT b ¨ ‑00b … OF STAFF OF PARLI却 ⅥENT OF GEORCIA … OUいて口黙)3罠 Ю ¨ ェ魔d ,4aX o゛ 成%aも びab 26 【 ̲228'168 ‑3よ N卿 い gJdepa洒lianent ge b)j)hln390mb b)hCD09600 26 Abashidze Avenuc.4600,Kutaisi,Ceorgia Te1 228'168 e manに gJdep@par"anent ge 占 μ・″ で 孵卜 勁5o !QrbJBEr も 6%ooOba∞ 。 可● 3600bOo"し ぉS市 89o&gn o5oOo50030し 。∞い60"∞ 6oで o し ` 603び ご0し し o6Ы oo眺 b黎 03090J田 O o3喫 ゛ 000b5oも 00bob゛ '0し 可o6030で mも 3。 5o5ob "お 」 006o 6めぐ 050ob 145‐ 0 00bqpb 赫 ■たoし (07‐ 2/417,03122015)u」 ´kχЮqnし 3面 で、 000b035゛o500b。 6● ・ bo6obの ぃおoも 0 l$jrrio63q,ob Jrd)q,Ja06ool., $J6JOoL ogr)oeo0q,al Acb60rac5o0r 6r6otroq,r ttjJ6o63q,ob a@rg6obou 6o96 Ur3.>6o60pg\,(') o6o0oJoogol., $glno $r60oq696oq'o l.,Jbrerlrrb.>(m JoAdbA., $q'oq1&,U ACOrEot ACbrbCb" lljl6io6gqrolr "biCr6cr6C(x'rL 3$o6oL Jrx'rA|gob (07-Y417, 03.12.2015) tr>jrOo4gq,ou Jv,q,fgQJob 6g6q,r036gob 145-g Og\'oU 3oorbo369bot6 0gltb.>6oLtobctl ls3oo$o qu 0ot.>tr!3$o6oq,rqg 6o186o1 3$<.r696oL Jf,('lCCOCboU 6r6boqBob Jt6q$qp6rob q.or$gCbr. N14845 14845‑3‑9‑3‑201512071348 07/1ν 2015 │││││││││││││││││││││││││││││││││││││ lndv6o0Cq,ol, Bi6qr!8CE0fn Itso6$6otror,o aCJJ6Ot0C6Oot gl86eiit Crq'dl0o6 coc6t'g'$6eict' q. rlriB6r t gr6o40qx* Sor86cr0ott 0o96l,rJffie0Dqo oSooctCogolr Sdr@, Sr68(,e606o<'o t$di6o8tRot, J$a6dr J(6od0d, Jr$v6%Cq,'n bryeilr$rq'ar Js,Aulrlo Bq,oqfDolt 6Cor6olt 0dr$C0' (f-ZrtZ, 8.12.15) lrld!.ioaCnpct &iq'.4C60d, Om(tr€Sor,t, 1r5.c AUb(!d, Ec.2 !U6dool, ,D'#CnrEdooNE 0d!$i0olrdot, olditC brjrd)o8cq'o[Jst(,qrac60oL ogobdr516o\,rttjrdror3cqxrLao]r36oaou0oc6 Lr3r6o6dqxbq,o o6ogo\5%ou $Cboo) $lt6oaa06oeo l$Cv6q€re'ol, Js6gl6ob J6ofrl0ol.' "l,rC5{ta,ac{'ml.r L!$erlrJbseo JoCgCjl.,&, $q'oE CAoL ACO56oU ACt rbCS" (07-2/417, 03.12.15) l$Cit6og0q,ob Jr6q,rAC6Oob 6'C6e'raC6OoU 1451 agbq'ob AJ-2 Jf5Co(,l, "6" *}JrECO(',r6 A3L$sAokrAoL LJJoobo q,r aotr6aCgo6oqrlqo aoiB6o5 Jr6('l6.l6,{'1doou ar6boq'3ou 3t6a'oc(E6rou aJ$$ar. JrO%oUoCaoo, UJboUXrOo (.l$oLol, Ug6(')boL Oo3rq,Cobob ACAbdlCq,COJq'o cr,ld,or bgo,rbUl6o は a. ち 咽′