„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.12.2015
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/430/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-21
ბიუროს ნომერი 365

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1 პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისათვის საჭირო ინვენტარი და პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია;“. 2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციისა და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის წესს ამტკიცებს მინისტრი.“. 3. 52-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) იმ ინდივიდუალური საქმიანობების ჩამონათვალი, რომელსაც შეიძლება ეწეოდეს მსჯავრდებული.“. 4. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგ შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;“. 5. 110-ე მუხლის მე-2 - მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრალდებულები/მსჯავრდებულები მუშაოებენ პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ, თუ პენიტენციურ დაწესებულებას აქვს მათი დასაქმების შესაძლებლობა. 3. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმებულ იქნეს აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებაში. 31. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული ბრალდებული/მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. 2 4. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება, განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.“. 6. 111-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 111. საწარმოები პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმება შესაძლებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან/და მის გარეთ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ საწარმოში. 2. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ აქვთ ან მოკლე დროში შეუძლებელია ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულების/მსჯავრდებულების მომზადება, აგრეთვე იმ სამუშაოზე, რომლის შესასრულებლადაც საჭიროა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი კონტრაქტით მოწვეულ იქნეს გარეშე პირი (არამსჯავრდებული). 3. საწარმოში ბრალდებული/მსჯავრდებული დასაქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულების ორგანიზაციული მონაწილეობით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან ამოირჩიოს მისთვის შესაფერისი სამუშაო. 4. საწარმოსა და სამინისტროს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო კისრულობს ვალდებულებას, რომ თავის საქმიანობაში დაექვემდებარება იმ პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, რომლის ტერიტორიაზედაც ის ფუნქციონირებს. ასეთივე ვალდებულება ეკისრება საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც უნდა აისახოს საწარმოსთან დადებულ შრომის ხელშეკრულებაში.“. 7. 112-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენიტენციური დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებული არიან ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3 „4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებსა (მათ შორის ჩარიცხვა/ამორიცხვა) და ანაზღაურების მიცემის წესს, ასევე იმ სამუშაოთა ჩამონათვალს (მათ შორის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს პენიტენციური დაწესებულების მცირე სარემონტო სამუშაოები და ამ სამუშაოების შესრულების მიღებაჩაბარების წესი), რომლებზეც შესაძლებელია დასაქმდეს ბრალდებული/მსჯავრდებული განსაზღვრავს მინისტრი.“. 8. 1121 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვა ფორმდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.“. 9. 1252 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი: „8. ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში გადაყვანილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები დათხოვნილ უნდა იქნენ სამხედრო ძალების თადარიგში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2 2016 წლის 1 აპრილამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მე-14 მუხლის მე-5 ნაწილით და მე-7 ნაწილით გათვალისწინებული 112-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-8 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-8 ნაწილები ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
4 განმარტებითი ბარათი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია პენიტენციური სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების აუცილებლობით, კერძოდ, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა სფეროებისა და მიმართულებების რეგულირების საჭიროებით, პატიმრობის კოდექსში, სასჯელაღსრულების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, განხორციელებული ცვლილებების დროს საკანონმდებლო ჩარჩოს გარეთ დარჩენილი სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის საკითხის საკანონმდებლო რეგულირებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებების აუცილებლობით; ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაცია, მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და არსებული პრობლემის გადაწყვეტა სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში გადაყვანილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნასთან დაკავშირებით; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს, როგორც არსებითი ხასიათის ცვლილებას, ასევე გარკვეული პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე პრობლემების გადაწყვეტას; არსებითი ხასიათის ცვლილებას განეკუთვნება: კანონპროექტის თანახმად მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწევა ინდივიდუალურ საქმიანობას, უფლება ეძლევა პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია. პენიტენციურ დაწესებულებებში, დღემდე არაერთი მსჯავრდებული დაკავებულია ინდივიდუალური საქმიანობით, კერძოდ ამზადებენ სხვადასხვა ტიპის ნაკეთობებს (ჯვრები, მინანქრისა და თექის ნაწარმი და სხვა.) არსებული საკანონმდებლო ჩანაწერი არ იძლევა საშუალებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ნამუშევრების რეალიზაციის. შემოთავაზებული 5 ცვლილების თანახმად ბრალდებულს/მსჯავრდებულს საშუალება ექნება დაამზადოს პენიტენციური დაწესებულების კონტროლით სხვადასხვა ნაკეთობები და მოახდინოს მისი რეალიზაცია. მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, სავარაუდოდ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით მოხდება ნამუშევრების გაყიდვა და რეალიზაციით მიღებული თანხა პირდაპირ ჩაირიცხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საბანკო ანგარიშზე; ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციისა და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის წესს, ასევე იმ ინდივიდუალური საქმიანობების ჩამონათვალს, რომელსაც შეიძლება პენიტენციურ დაწესებულებაში ეწეოდეს მსჯავრდებული განსაზღვრავს მინისტრი; მსჯავრდებულისათვის აღნიშნული უფლების შეზღუდვა დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა. ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა არ შეეხებათ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს; პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით შემოთავაზებულია შემდეგი ცვლილებები: ზუსტდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობის ზოგადი საკითხები, კერძოდ თუ პენიტენციურ დაწესებულებას აქვს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობა, შეუძლია ბრალდებული/მსჯავრდებული დაასაქმოს პენიტენციური დაწესებულების მცირე სარემონტო სამუშაოებზე. ამ შემთხვევაში, სამინისტრო გეგმავს შექმნას მცირე სამუშაო ჯგუფები, რომლებსაც გადაამზადებს შესაბამის პროფესიაში და მათი მეშვეობით უზრუნველყოფს იმ მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში პენიტენციური სისტემაში იქნება. ამ გზით მსჯავრდებულებს გამოუმუშავდებათ სამუშაო უნარები, ასევე შესრულებული სამუშაოებისათვის მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას. ასეთი ტიპის სამუშაოებზე მსჯავრდებულთა დასაქმება ხელს შეუწყობს, მათ რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას; ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ანაზღაურების მიცემის წესს, ასევე იმ სამუშაოთა ჩამონათვალს (მათ შორის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს პენიტენციური დაწესებულების მცირე სარემონტო სამუშაოები ამ სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების წესი), რომლებზეც შესაძლებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით; კანონის 1252 მუხლს ემატება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამოქალაქო სამსახურში გადაყვანილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის საკითხი; სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურა ორი მიმართულებით ჩამოყალიბდა - პენიტენციურ სამსახურად და სამოქალაქო 6 სამსახურად. ეს უკანასკნელი დაკომპლექტდა საჯარო მოსამსახურეებით, რომელთაც არ აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდებები, ხოლო სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში გადაყვანამდე ამ საჯარო მოსამსახურეებს გააჩნდათ სახელმწიფო სპეციალური წოდება. აღნიშნული მოსამსახურეები სამოქალაქო სამსახურში გადაყვანამდე აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მოხსნილი იყვნენ სამხედრო აღრიცხვიდან. მათი სამოქალაქო სამსახურის თანამდებობაზე გადაყვანის შედეგად აღნიშნული საჯარო მოსამსახურეები არ ყოფილან აყვანილი არც პენიტენციურ სამსახურის აღრიცხვაზე (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის გამო არ ირიცხებიან არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში) და არც სამხედრო თადარიგში ყოფილან დათხოვნილი. ვინაიდან, აღნიშნული მოსამსახურეები მოხსნილი არიან სამხედრო აღრიცხვიდან, საჭიროა მათი სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის საკითხის სამართლებრივი რეგულაცია და სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა; ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნები; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება იქონიებს დადებით ფინანსურ ზეგავლენას ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, კერძოდ მათ საშუალება ექნებათ, პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, დაამზადონ სხვადასხვა ნაკეთობები და მოახდინონ მისი რეალიზაცია, ხოლო რეალიზაციით მიღებული თანხა ჩაირიცხება მათ პირად ანგარიშზე; 7 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს, ან სხვა სახის გადასახდელს; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. კანონპროექტის გარკვეული ნაწილი მომზადებულია ევროპის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით; გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში ექსპერტები ჩართული არ ყოფილან; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს; ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსისტრო; ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
8 პატიმრობის კოდექსის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 14. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ ) ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით ), დამცველთან , დიპლომატიური წ არმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების დასხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით; ა.დ) სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით; ა.ე) ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით; ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით; ბ) მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება; გ) მონაწილეობა მიიღოს რელიგიურ ღონისძიებებში; სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და დ) მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და ჰქონდეს ამისათვის საჭირო ინვენტარი; ვ) შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი; ზ) ყოველდღიურად არანაკლებ (ისარგებლოს გასეირნების უფლებით); 1 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე თ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. 2. მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს: 9 ა) სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით; ბ) თავისუფლების უფლებით. აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 52. პენიტენციური დაწესებულების დებულება 1. პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იზოლაცია და დაცვა; ბ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების მუდმივი ზედამხედველობა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი უსაფრთხოების დაცვა; და დაწესებულების თანამშრომლების ვ) სხვადასხვა კატეგორიის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება ამ კოდექსით დადგენილი წესით; ზ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების წესი; თ) მუშაობისა და დასვენების დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის წესი; ი) იმ სამუშაოებისა და თანამდებობების დაუშვებელია მსჯავრდებულის დასაქმება; ჩამონათვალი, რომლებზედაც კ) იმ საგნებისა და ნივთების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იქონიოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა; ლ) იმ საგნების ამოღების წესი, რომელთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გამოყენებაც დაუშვებელია; 10 მ) ჩხრეკის, შემოწმების ჩატარების, პაემნების მოწყობის, კორესპონდენციისა და გზავნილების მიღება-ჩაბარების წესები; ნ) კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში; ო) იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას; პ) დაწესებულებაში შესვლის წესი და პირობები. 2. პენიტენციურ დაწესებულებაში მისი დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი მოთავსების ადგილის ჩხრეკა, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ჩხრეკას ახორციელებს იმავე სქესის პირი. 3. ადმინისტრაცია ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პენიტენციურ დაწესებულებაში ან გადიან პენიტენციური დაწესებულებიდან. 4. ფული ან სხვა ფასეულობა, რომელიც ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მის გათავისუფლებამდე შესანახად პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით გადაეცემა ადმინისტრაციას. მუხლი 82. დისციპლინური სახდელის სახეები 1. დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით; დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით; ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით; ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით; ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით; 11 თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; კ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; არსებული მაღაზიით ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ. 2. ორსული ქალების, მცირეწლოვანი ბავშვების დედებისა და 65 წელს გადაცილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები. 3. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241). 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 5. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა. შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი. მუხლი 110. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობის ზოგადი პრინციპები 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის იძულება, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას. 12 2. ბრალდებულები/მსჯავრდებულები მუშაობენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, თუ დაწესებულებას აქვს მათი დასაქმების შესაძლებლობა. ბრალდებულები/მსჯავრდებულები მუშაობენ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე. 3. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმებულ იქნეს აგრეთვე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებაში. 3 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე ან დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული ბრალდებული/მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. 4. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება, განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით. 5. ბრალდებული/მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს ხელფასს საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელფასი ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე. ხელფასის სრული განკარგვის უფლება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა გათავისუფლებისას. მას უფლება აქვს, ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა და სხვა პირებს. მუხლი 111. ტერიტორიაზე საწარმოები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმება შესაძლებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში. 2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ აქვთ ან მოკლე დროში შეუძლებელია ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულების/მსჯავრდებულების მომზადება, აგრეთვე იმ სამუშაოზე, რომლის შესასრულებლადაც საჭიროა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი კონტრაქტით მოწვეულ იქნეს გარეშე პირი (არამსჯავრდებული). 13 3. საწარმოში ბრალდებული/მსჯავრდებული დასაქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის ორგანიზაციული მონაწილეობით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან ამოირჩიოს მისთვის შესაფერისი სამუშაო. 4. საწარმოსა და დეპარტამენტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო კისრულობს ვალდებულებას, რომ თავის საქმიანობაში დაექვემდებარება იმ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს, რომლის ტერიტორიაზედაც ის ფუნქციონირებს. ასეთივე ვალდებულება ეკისრება საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც უნდა აისახოს საწარმოსთან დადებულ შრომის ხელშეკრულებაში. მუხლი 112. სამუშაო პირობები 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია და დამსაქმებელი ვალდებული არიან ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. 2. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს სწავლისაგან თავისუფალ დროს, ამასთანავე, სწავლისა და მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს. [2. ( ამოღებულია - 12.06.2015, №3711 ). (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)] 3. ზეგანაკვეთური მუშაობა, აგრეთვე მუშაობა უქმე დღეებში შესაძლებელია მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით. ამასთანავე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს. 4. შესაძლებელია, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა იმუშაოს დაწესებულების გარეთ. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ მუშაობის წესს ადგენს და განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 1121. სამეურნეო სამუშაოები 1. თავისუფლების აღკვეთის შესასრულებლად მსჯავრდებულის დირექტორის ბრძანებით. დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების ჩარიცხვა ფორმდება ამ დაწესებულების 14 2. სამეურნეო ანაზღაურება. სამუშაოების შესრულებისათვის მსჯავრდებულს მიეცემა 3. სამეურნეო სამუშაოების შემსრულებელი მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. 4. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვის/ამორიცხვის, მის მიერ ამ სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 5. ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა. მუხლი 1252. რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას თანამდებობაზე გადაყვანა პირის (მოსამსახურის) 1. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის არის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს მოსამსახურე და მუშაობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოში, ადმინისტრაციულ სამმართველოში, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში, საფინანსო სამმართველოში ან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოში, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სხვა თანამდებობაზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. 2. ის მოსამსახურე, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის მუშაობს მოვალეობის შემსრულებლად და სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოში, ადმინისტრაციულ სამმართველოში, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში, საფინანსო სამმართველოში ან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოში, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნეს მოვალეობის შემსრულებლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალ 15 სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სხვა თანამდებობაზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. 3. ის მოსამსახურე, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების სოციალურ განყოფილებაში, საზოგადოებრივ მისაღებში, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში, კანცელარიაში, ბუღალტერიაში, კადრებში ან არის დაწესებულების უფროსი ინსპექტორი (იურისტი) ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურე, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალურ სამსახურში, პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში ან პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. 4. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის მუშაობს მოვალეობის შემსრულებლად და სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების სოციალურ განყოფილებაში, საზოგადოებრივ მისაღებში, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში, კანცელარიაში, ბუღალტერიაში, კადრებში ან არის დაწესებულების უფროსი ინსპექტორი (იურისტი) ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურე, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნეს მოვალეობის შემსრულებლად პენიტენციური დეპარტამენტის სოციალურ სამსახურში, პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში ან პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. 5. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან/და 16 სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურე, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. 6. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის მუშაობს მოვალეობის შემსრულებლად და სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ან/და სამედიცინო დეპარტამენტში, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნეს მოვალეობის შემსრულებლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში იმავე ან სხვა თანამდებობაზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. 7. თუ ამ მუხლის პირველი–მე-6 ნაწილებით განსაზღვრული პირი უარს განაცხადებს შეთავაზებულ თანამდებობაზე გადაყვანაზე, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე გაათავისუფლოს სამსახურიდან ლიკვიდაციის გამო. ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოსამსახურეს უნდა მიეცეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია.