„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 89 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-28
ბიუროს ნომერი 371
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 51 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით და 21 პუნქტით
გათვალისწინებული
კრედიტორის
(კრედიტორების)
ინიციატივით
დაწყებული
გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით სრულდება არა უგვიანეს 225
დღისა.“.
2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. სასამართლო უფლებამოსილია კრედიტორის (კრედიტორების) განცხადების
საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის
წარმოების გახსნის თაობაზე მაშინაც, თუ კრედიტორი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის
პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში კრედიტორმა (კრედიტორებმა)
უნდა წარმოადგინოს არგუმენტირებული განცხადება მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის
საქმის წარმოების გახსნის აუცილებლობის თაობაზე, ხოლო მოვალეს უნდა მიეცეს
გონივრული ვადა თავისი პოზიციის წარმოსადგენად.
22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოვალე
უფლებამოსილია განცხადებით მოითხოვოს როგორც რეაბილიტაცია, ისე - გაკოტრება. იმ
შემთხვევაში, თუ განცხადებით მოთხოვნილია რეაბილიტაცია, განცხადებას ასევე უნდა
ერთვოდეს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი, რომელიც განცხადების წარმოებაში მიღების
შემდეგ საერთო წესების დაცვით განიხილება სასამართლოს მიერ მეურვის დასკვნასა და
მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილებასთან ერთად.“.
3. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
სასამართლო
ვალდებულია
დაუყოვნებლივ
აცნობოს
მოვალეს
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე. ამ კანონის მე-14 მუხლის 21
პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
სასამართლომ
საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის VIII თავით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს
მოვალეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება თანდართული დოკუმენტების ასლებთან
ერთად და განუსაზღვროს მას არაუმეტეს 4 დღიანი ვადა თავისი პოზიციის წარმოსადგენად.“.
4.
კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი:
„მუხლი 311. კრედიტორთა მიერ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება
1.
გადახდისუუნარობის პროცესში ყველა კრედიტორს, რომელთა მოთხოვნები
აღიარებულია სასამართლოს მიერ, უფლება აქვს, მოითხოვოს გადახდისუუნარობის საქმის
წარმოების მიმდინარეობის შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია და მასთან
დაკავშირებული დოკუმენტაცია.
2.
მეურვემ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს კრედიტორს ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. მეურვეს შეუძლია უარი უთხრას კრედიტორს
ინფორმაციის გაცემაზე, თუ ეს ინფორმაცია კრედიტორმა შეიძლება საწარმოს საწინააღმდეგო
მიზნებისათვის გამოიყენოს და ამით საწარმოს უარყოფითი შედეგები მოუტანოს.
კრედიტორი, რომელსაც უარი ეთქვა ინფორმაციის გაცემაზე, უფლებამოსილია განცხადებით
მიმართოს სასამართლოს, რომელიც განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას
მეურვის მიერ კრედიტორისათვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ.“.
5.
33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. მომრიგებელი საბჭოს მიერ გაკოტრების შესახებ ან გადახდისუუნარობის საქმის
წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, თუ მოვალე
განცხადებით მოითხოვს რეაბილიტაციას და წარადგენს რეაბილიტაციის გეგმას, სასამართლო
უფლებამოსილია გამოიტანოს მოტივირებული განჩინება რეაბილიტაციის დაწყების შესახებ
მოვალის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, თუ ამგვარად უფრო მეტად იქნება
უზრუნველყოფილი ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა
გონივრულ ვადაში. ასეთი განჩინება მიიღება კრედიტორთა კრებაზე საკითხის განხილვის
შემდეგ.“.
6.
35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებები
1.
კრედიტორისათვის ზიანის მომტანად ჩაითვლება გადახდისუუნარობის
შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელებული
შემდეგი ქმედებები:
ა) მოვალის ქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა კრედიტორთა თანაბარზომიერ
დაკმაყოფილებას და კონკრეტულ კრედიტორს უპირატესობა მიანიჭა იმავე რიგის სხვა
კრედიტორებთან შედარებით;
ბ) მოვალის მიერ გარიგების დადება ან სხვა ქმედების განხორციელება, რომელსაც
შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება.
2. თუ უპირატესობამინიჭებული კრედიტორი ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და
„ბ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
გარიგების
კონტრაგენტი
მოვალესთან
დაკავშირებული პირი ან მოვალის ნათესავია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული
ვადა შეადგენს 2 წელს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
გახსნასთან დაკავშირებული ნორმების დახვეწის საჭიროებამ. კერძოდ, აუცილებელია
კანონით მკაფიოდ განისაზღვროს, თუ რა მოთხოვნის დაყენება შეუძლია მოვალეს
გადახდისუუნარობის
შესახებ
განცხადებით.
მოქმედი
კანონის
მე-17
მუხლიდან
გამომდინარეობს, რომ მოვალე უფლებამოსილია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით
მოითხოვოს
გაკოტრება.
თუმცა,
კანონში
არაფერია
ნათქვამი
მოვალის
მიერ
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით რეაბილიტაციის მოთხოვნის შესაძლებლობაზე.
რაც შეეხება კრედიტორთა უფლებამოსილებას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
გახსნასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია, რომ სასამართლომ კრედიტორის განცხადების
საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის
წარმოების გახსნის თაობაზე ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კრედიტორი წარმოადგენს
არგუმენტირებულ განცხადებას მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
გახსნის აუცილებლობის თაობაზე.
პრაქტიკაში დამკვიდრებული წესის კანონში ასახვის საჭიროებიდან გამომდინარე,
კანონით
ნათლად
განისაზღვრება
კრედიტორთა
უფლებამოსილება
მეურვისგან
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოთხოვნის
თაობაზე. ასევე, საყურადღებოა კანონის 35-ე მუხლი, რომლის მოქმედი რედაქციით,
კრედიტორისათვის ზიანის მომტანად ითვლება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
სასამართლოში შეტანამდე 6 თვის განმავლობაში მოვალის მიერ განხორციელებული
გარკვეული ქმედებები. იმისთვის, რათა უკეთ იქნას უზრუნველყოფილი კრედიტორთა
ინტერესების დაცვა და მოვალეებმა ბოროტად არ გამოიყენონ კანონით დადგენილი 6 თვიანი
შეზღუდვა, მიზანშეწონილია 6 თვიანი ვადის 1 წლამდე გაზრდა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
გადახდისუუნარობის
საქმის
წარმოების
დაკავშირებული ნორმების საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა.
გახსნასთან
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-14 მუხლში კონკრეტდება, რომ მოვალეს
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით უფლება აქვს მოითხოვოს როგორც გაკოტრება,
ასევე რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მოვალემ უნდა წარადგინოს
რეაბილიტაციის გეგმაც, რომელსაც განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ საერთო წესების
დაცვით
განიხილავს
სასამართლო
მეურვის
დასკვნასა
და
მომრიგებელთა
საბჭოს
გადაწყვეტილებასთან ერთად. სასამართლო უფლებამოსილი იქნება კანონის მიზნების
უზრუნველსაყოფად მომრიგებელი საბჭოს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიუხედავად,
გამოიტანოს მოტივირებული განჩინება რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ, თუ
ამგვარად უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი კანონის მიზნების მიღწევა გონივრულ
ვადაში, ამასთან, კანონის 33-ე მუხლის ცვლილებით, თუ მოვალე კრედიტორთა კრების
ჩატარების
შემდეგ
მოითხოვს
რეაბილიტაციას,
მოსამართლემ
რეაბილიტაციაზე
გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კრედიტორთა კრების მიერ აღნიშნული საკითხის განხილვის
შემდეგ, რათა კრედიტორებმა შეძლონ თავისი მოსაზრების დაფიქსირება მოვალის
რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
ცვლილებებით
გადახდისუუნარობის
შესახებ
განცხადების
შეტანის
უფლებამოსილება იმ კრედიტორებსაც ეძლევათ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კანონის მე14 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ არგუმენტირებული განცხადებით ასაბუთებენ
მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის აუცილებლობას. ასეთ
შემთხვევაში
მოვალეს
დაუყოვნებლივ
ეგზავნება
განცხადება
და
თანდართული
დოკუმენტები და ეძლევა გონივრული, მაგრამ არაუმეტეს 4 დღიანი ვადა, თავისი პოზიციის
წარმოსადგენად, რათა სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებამდე გაეცნოს მოვალის
არგუმენტებსაც.
პროექტით კანონის ემატება 311 მუხლი, რომლის თანახმად, გადახდისუუნარობის
პროცესში, ყველა კრედიტორს რომელთა მოთხოვნები აღიარებულია სასამართლოს მიერ,
უფლება აქვს, მოითხოვოს მეურვისგან მოვალის მიმართ წარმოებული გადახდისუუნარობის
საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია და მასთან
დაკავშირებული დოკუმენტაცია, მეურვე ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ მიაწოდოს
კრედიტორს აღნიშნული ინფორმაცია და უარის თქმა შეეძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ეს ინფორმაცია კრედიტორმა შეიძლება საწარმოს საწინააღმდეგო მიზნებისათვის გამოიყენოს
და ამით საწარმოს უარყოფითი შედეგები მოუტანოს. მეურვის მიერ ინფორმაციის გაცემაზე
გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, თუ მას განცხადებით მიმართავს ის კრედიტორი,
რომელსაც უარი ეთქვა ინფორმაციისა და დოკუმენტების გადაცემაზე.
კანონის 35-ე მუხლში შესატანი ცვლილებით განისაზღვრება, რომ კრედიტორისათვის
ზიანის მომტანად ჩაითვლება, არა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში
შეტანამდე 6 თვის განმავლობაში, არამედ 1 წლის განმავლობაში განხორციელებული
გარკვეული ქმედებები, ხოლო თუ გარიგების კონტრაგენტი მოვალესთან დაკავშირებული
პირი ან მოვალის ნათესავია, მოქმედ კანონში არსებული 1 წლიანი ვადა 2 წლამდე იზრდება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ფართოვდება კრედიტორთა წრე, ვისაც შეუძლია მოითხოვოს
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილი გაიზრდება ამ კრედიტორთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის პროპორციულად,
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები მიმდინარეობდა საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტროს,
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს, ეკონომიკური საბჭოს აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების
მართვის საბჭოს აპარატის, სსიპ - აღსრულების ეროვნულის ბიუროს, ასევე გაკოტრების
საკითხებზე მომუშავე რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების
მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონოპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 51. გაკოტრებით დასრულებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
ხანგრძლივობა
1. ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოვალის ინიციატივით
დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით სრულდება არა
უგვიანეს 207 დღისა.
2.
ამ
კანონის
გათვალისწინებული
მე-14
მუხლის
კრედიტორის
(
პირველი
პუნქტის
კრედიტორების
)
„ბ“−„ვ“
ქვეპუნქტებით
ინიციატივით
დაწყებული
გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით სრულდება არა უგვიანეს 225
დღისა.
3.
ამ
მუხლის
პირველი
და
მე-2
პუნქტებით
გათვალისწინებული
ვადების
გახანგრძლივება დაუშვებელია. ვადის გახანგრძლივება დაიშვება მხოლოდ ამ კანონის მე-12
მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისის დროს.
მუხლი 14. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანაზე
უფლებამოსილი პირები
1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს:
ა) გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალეს;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს, თუ ვალის ოდენობა არანაკლებ 50
000 ლარია და გადასახადის გადახდის ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 60
კალენდარული დღისა;
ბ1) საქართველოს ეროვნულ ბანკს – კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის
გადახდისუუნარობის საკითხთან დაკავშირებით;
გ) კრედიტორს, თუ იგი მოვალის მიმართ წარადგენს კანონიერ ძალაში შესულ სხვა
კრედიტორთა სასარგებლოდ გამოტანილ არანაკლებ 2 სასამართლო გადაწყვეტილებას,
რომელიც მიქცეულია იძულების წესით აღსასრულებლად და საერთო თანხა აღემატება 50 000
ლარს;
დ) კრედიტორს (კრედიტორებს), რომლის (რომელთა) მოთხოვნაც ბოლო ფინანსური
ანგარიშგების მიხედვით აღემატება მოვალის მიმართ არსებულ მოთხოვნათა საერთო
რაოდენობის 30%-ს და მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30
კალენდარული დღისა;
ე) 2 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის
დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოვალე წერილობით არ
შედავებია კრედიტორის მიერ განხორციელებულ მოთხოვნას. ამასთანავე, ამ კრედიტორების
მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს;
ვ) არანაკლებ 3 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის
დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოვალე წერილობით არ
შედავებია კრედიტორის მიერ განხორციელებულ მოთხოვნას. ამასთანავე, ამ კრედიტორების
მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება ამ
მუხლში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) აღნიშნულ პირებს აქვთ
მხოლოდ მაშინ, თუ ვადაგადაცილებული მოთხოვნის (მოთხოვნების) შესახებ მოვალე
წერილობით იყო ინფორმირებული კრედიტორის (კრედიტორების) მიერ განცხადების
შეტანამდე არა უგვიანეს 30 დღისა. შეტყობინებაში იმავდროულად უნდა აღინიშნოს
მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
სასამართლოში შეტანის თაობაზე.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება განმცხადებელმა შეიძლება გამოითხოვოს
მისი წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე.
[ 4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილი უნდა იქნეს ელექტრონული
სისტემის მეშვეობით, სისტემაში განთავსებული ფორმით და სისტემაში მითითებული
წესების დაცვით. ( ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან )]
მუხლი 22. მოვალის ინფორმირება
1. ამ კანონის მე-14 მუხლში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა)
აღნიშნული პირები ვალდებული არიან გადახდისუუნარობის
შესახებ განცხადების
სასამართლოში შეტანამდე მოვალეს წერილობით აცნობონ მისი სასამართლოში შეტანის
თარიღი, სასამართლოს დასახელება, დავის საგანი და მოცულობა.
2. სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოვალეს გადახდისუუნარობის
შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე.
[2. სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოვალეს გადახდისუუნარობის
შესახებ განცხადების შეტანისა და ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების
თაობაზე. ( ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან )]
3. მოვალე ვალდებულია დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს გადახდისუუნარობის
შესახებ განცხადების განხილვის პროცესში.
4. თუ სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოვალესა და
კრედიტორს (კრედიტორებს) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით
დადგენილი წესით და გაეგზავნოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება თანდართული
დოკუმენტების ასლებთან ერთად.
[4 . ( ამოღებულია – 29.06.2012, №6604). ( ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან )]
მუხლი 33. მოვალის გადახდისუუნარობის საკითხის არსებითი გადაწყვეტა
1. მომრიგებელი საბჭო მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს სწავლობს შექმნიდან 15
დღის განმავლობაში.
2. მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს და ახსნა‐განმარტებები ჩამოართვას
მოვალეს, კრედიტორებს და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა პირს.
3. მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ‐ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) გაკოტრების შესახებ;
ბ) რეაბილიტაციის შესახებ;
გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
4. თუ მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის
წარმოების შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში
გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ
იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
5. ამ მუხლის მე‐4 პუნქტში განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საქმეზე ახალი
გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში.
6. მომრიგებელი საბჭოს ყველა გადაწყვეტილებაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს
სამივე მომრიგებელი.
7. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება გაკოტრების შესახებ, რეაბილიტაციის შესახებ
ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ქვეყნდება ამ კანონის 25‐ე
მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 35. კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებები
1. კრედიტორისათვის ზიანის მომტანად ჩაითვლება გადახდისუუნარობის შესახებ
განცხადების სასამართლოში შეტანამდე 6 თვის განმავლობაში განხორციელებული შემდეგი
ქმედებები:
ა) მოვალის ქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა კრედიტორთა თანაბარზომიერ
დაკმაყოფილებას და კონკრეტულ კრედიტორს უპირატესობა მიანიჭა იმავე რიგის სხვა
კრედიტორებთან შედარებით;
ბ) მოვალის მიერ გარიგების დადება ან სხვა ქმედების განხორციელება, რომელსაც
შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება.
2. თუ უპირატესობამინიჭებული კრედიტორი ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარიგების კონტრაგენტი მოვალესთან დაკავშირებული
პირი ან მოვალის ნათესავია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეადგენს ერთ
წელს.