„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.12.2015
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/439/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-02
ბიუროს ნომერი 372

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში, რომელიც იმ ტელემაუწყებლისათვის, რომელიც მაუწყებლობს საეთერო მაუწყებლობის გამოყენებით, უნდა იყოს არანაკლებ 16 საათი;“. 2. 38-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი: „მუხლი 381. მაუწყებლობის ენა/ენები საქართველოში ავტორიზებული/ლიცენზირებული საერთო საეთერო ტელემაუწყებლების მიერ სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივპოლიტიკური თემატიკის პროგრამები უნდა განთავსდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.“. 3. 451 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში, რომელიც იმ ტელემაუწყებლისათვის, რომელიც მაუწყებლობს საეთერო მაუწყებლობის გამოყენებით, უნდა იყოს არანაკლებ 16 საათი;“; ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. სათემო მაუწყებლის ავტორიზაციისას კომისია მხედველობაში იღებს: ა) რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული მომსახურება თემის მიმდინარე და სამომავლო ინტერესებს და ავტორიზაციის მსურველის შესაძლებლობებს; ბ) თემის სახესა და მრავალფეროვნებას; გ) ავტორიზაციის მსურველის სავარაუდო სამოქმედო ზონაში მოქმედ მაუწყებელთა მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს. 32. კომისია უფლებამოსილია უარი უთხრას სათემო მაუწყებლობის ავტორიზაციის მსურველს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში 2 რეგისტრაციაზე თუ ის არ აკმაყოფილებს ამ მუხლის 31 პუნქტითა და 46-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.“. 4. 71-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე სალიცენზიო/საავტორიზაციო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია საკითხის განიხილოს და მაუწყებლის მიერ დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, უფლებამოსილია ის წერილობით გააფრთხილოს; კომისიის მიერ სანქციის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის აღმოფხვრასა და პრევენციას, რისთვისაც კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციულ ღონისძიებათა გასატარებლად.“. მუხლი 2. იმ ტელემაუწყებლებმა, რომლებიც მაუწყებლობენ საეთერო მაუწყებლობის გამოყენებით, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყონ დღე-ღამეში არანაკლებ 16 საათით საეთერო მაუწყებლობა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3 განმარტებითი ბარათი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველო 2015 წელს სრულად გადავიდა ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე, რომელიც თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე გულისხმობს განსხვავებულ შესაძლებლობებს ერთის მხრივ როგორც სატელევიზიო მაუწყებლებისათვის, მეორე მხრივ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლების გამავრცელებლებისთვის. 2015 წლის 12 ივნისს (ვებგვერდი 15 ივნისი) ცვლილება განიცადა რამოდენიმე საკანონმდებლო აქტმა (მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონმა და სხვა გამომდინარე კანონებმა), რომლის თანახმადაც ჩამოყალიბდა ახლებური სამართლებრივი ჩარჩო მაუწყებლებისათვის და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლების გამავრცელებლებისთვის. თუმცა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულმა ცვლილებამ საქართველოს მთავრობას მულტიპლექსპლატფორმასთან მაუწყებელთა დაშვებისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ სავალდებულო ტრანზიტის განხორციელების შესახებ კანონპროექტის 2016 წლის 1 იანვრამდე შემუშავების წარდგენის ვალდებულება განუსაზღვრა. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სწორედ მულტიპლექპლატფორმაზე მაუწყებლების გავრცელების რეგულაციებს, ამ შემთხვევაში ადგენს ციფრული საეთერო მაუწყებლის მინიმალურ ხანგრძლივობას, რაც დაკავშირებულია ციფრულ მულტიპლექსში რიგითობის საკითხების დადგენასთან და ციფრულ მულტიპლექსში ჩართვასთან კონკრეტულ მაუწყებლებთან მიმართებაში. გარდა ამისა, საქართველოს საკანონმდებლო სივრცე არ აკონკრეტებს მაუწყებლობის დასაშვებ ენას, რაც ერთგვარი რისკების შემცველია სახელმწიფოსათვის რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებისათვის. დამატებით დაზუსტებას მოითხოვს სათემო მაუწყებლობაზე ავტორიზაციისათვის საჭირო შინაარსობრივი მოთხოვნები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია მულტიპლექპლატფორმაზე მაუწყებლების გავრცელების რეგულაციების განსაზღვრა, რათა თანაბრად იქნეს დაცული როგორც მულტიპლექპლატფორმის მფლობელის ინტერესი, ასევე მაუწყებლების და მომხმარებლების ინტერესი, ასევე მაუწყებლების სახელმწიფო ენაზე მაუწყებლობის 4 საკითხის განსაზღვრა და სათემო მაუწყებლობაზე ავტორიზაციისას საჭირო შინაარსობრივი მოთხოვნების დადგენა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად დადგინდა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა, რაღა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული სიხშირული რესურსი და დაცული იქნას მომხმარებელთა ინტერესები, რათა ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ დღე-ღამის სულ მცირე 2/3-ში უწყვეტი მაუწყებლობით. ვინაიდან, საუბარია მაუწყებლობაზე, რომელიც გამოიყენებს საზოგადოებრივ სიკეთეს (რომელიც თავის მხრივ არის ამოწურვადი სერვისი) სიხშირულ რესურსს და მაუწყებლობს ღია ეთერით რაც ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის მათთან დადებული წინასწარი ხელშეკრულების მიუხედავად (განსხვავებით საკაბელო ან თანამგზავრული მაუწყებლობისგან), მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ღია ეთერში მაუწყებლების დიდი არჩევანი. შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ მაუწყებლობა უნდა განხორციელდეს არანაკლებ 16 საათით დღეღამეში. კანონპროექტით კანონს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მაუწყებლობის ენას. კანონპროექტით დადგინდა, რომ საქართველოში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების გადაცემისას საეთერო ტელემაუწყებლების მაუწყებლობის ენა არის სახელმწიფო ენა. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ საერთო საეთერო მაუწყებლობაზე, რადგან სპეციალიზირებული მაუწყებლობისას არ ხდება ახალი ამბების და საზოგადოებრივ/პოლიტიკური თემატიკის გაშუქება, ხოლო რაც შეეხება საეთერო მაუწყებლობას, აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ მაუწყებლებზე, რომლებიც იყენებენ საზოგადოებრივ სიკეთეს (რომელიც თავის მხრივ არის ამოწურვადი სერვისი) სიხშირულ რესურსს და მაუწყებლობენ ღია ეთერით რაც ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის მათთან დადებული წინასწარი ხელშეკრულების მიუხედავად (განსხვავებით საკაბელო ან თანამგზავრული მაუწყებლობისგან). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეგულაცია არ ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ და მეორე არხზე და აჭარის ტელევიზიაზე. იმ შემთხვევაში თუ მაუწყებელს სურს ციფრულ ქსელში სხვა ენაზე გადასცეს საინფორმაციო გადაცემები ან საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემები ამ შემთხვევაში აუცილებელია, მაუწყებელმა გაიაროს ავტორიზაცია სათემო მაუწყებლობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ საეთერო მაუწყებლებზე და ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გადაცემისას. არ ვრცელდება იმ მაუწყებლებზე, რომლებიც თავიანთ გადაცემებს ავრცელებენ სხვა 5 ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით (საკაბელო, თანამგზავრული, ინტერნეტი თუ სხვა). კანონპროექტით ასევე განისაზღვრა, რომ სათემო მაუწყებლობის ავტორიზაციისას ავტორიზაციის მსურველმა უნდა დაასაბუთოს მისი მაუწყებლობის სათემო ხასიათი. იმ შემთხვევაში თუ მსურველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი დასაბუთება ვერ წარმოადგინა, კომისიას უფლება ექნება უარი უთხრას სათემო მაუწყებლობაზე. იმ შემთხვევაში თუ კანონში არ გაჩნდებოდა კომისიის უფლებამოსილება აღნიშნული საფუძვლით უარი განუცხადოს მაუწყებლობის ავტორიზაციაზე, მივიღებდით ისეთ სამართლებრივ სიტუაციას, რომლის მიხედვითაც ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (ამონაწერი იურიდიული პირის შესახებ, მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა, გეოგრაფიული დაფარვა და ა.შ.) კომისია ვალდებული იქნებოდა მისი ავტორიზაცია მოეხდინა და მხოლოდ ამის შემდეგ შეემოწმებინა მისი შინაარსობრივი მხარე (ანუ რამდენად შეესაბამება თემის ინტერესებს და ა.შ.) და თუ არ გამოასწორებდა შემდეგ მოეთხოვა ავტორიზაციის (და შესაბამისად მაუწყებლობის) შეჩერება - რაც მიზანშეუწონელია. სათემო მაუწყებლობა სწორედ იმით განსხვავდება კერძო მაუწყებლობისგან, რომ სათემო მაუწყებლობას აქვს თავისი სპეციფიკური შინაარსობრივი მოთხოვნები, რომლის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შეუძლებელია მაუწყებელი ჩაითვალოს სათემოდ. კანონპროექტით ასევე შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისას, აგრეთვე სალიცენზიო/საავტორიზაციო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებული იქნება განიხილოს საკითხი და მაუწყებლის მიერ დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ხდება უფლებამოსილი ის წერილობით გააფრთხილოს. აქვე კანონპროექტი დამატებით აზუსტებს კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანს, რომლის მიხედვითაც ის მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის აღმოფხვრასა და პრევენციას, რისთვისაც კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციულ ღონისძიებათა გასატარებლად. აღნიშნული რეგულაციით მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში დღეს არსებულ რეგულაციებთან, ვინაიდან კომისიის მიერ წერილობითი გაფრთხილება პირდაპირ სერიოზულ შედეგებს იწვევს, გაუმართლებელია წვრილ სამართლებრივი დარღვევაზე აღნიშნული სანქციის გამოყენება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს ჰქონდეს ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით დისკრეციული უფლებამოსილება, კანონით განსაზღვრული ჩარჩოთი. 6 კანონპროექტით დღეს არსებულ მაუწყებლებს მიეცათ ერთთვიანი ვადა კანონის ამოქმედებიდან, რათა მათ დროულად უზრუნველყონ 16 საათიანი მაუწყებლობა. გარდა ამისა, ენის შესახებ მოთხოვნის პუნქტი ამოქმედდება კანონის გამოქვეყნებიდან მოგვიანებით, რათა მაუწყებლებს მიეცეთ დამატებითი ვადა კანონით გათვალიწინებული მოთხოვნის შესრულებისთვის. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გარკვეულ ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან იმ საეთერო მაუწყებლებს, რომლებიც არ მაუწყებლობდნენ 16 საათის განმავლობაში დღე-ღამეში მოუწევთ გაახანგრძლივონ მაუწყებლობა, რამაც შეიძლება გამოიწვიო მათთვის კომუნალური თუ სხვა ხარჯების გაზრდა. ამ ეტაპზე თანხის ზუსტი მოცულობის დადგენა შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან: მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ 7 გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტით არ არის დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია განვითარების სამინისტრო. საქართველოს ეკონომიკისა ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. და მდგრადი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
8 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 38. მაუწყებლობის სახეები და სახეობები 1. მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე. 2.მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე. 3. მაუწყებლობის სახეობებია სათემო მაუწყებლობა და კერძო მაუწყებლობა. 4. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და სპეციალიზებული მაუწყებლობა. კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის ლიცენზირებისას/ ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. 5. გეოგრაფიული არეალის მიხედვით მაუწყებლობა არის ეროვნული ან ადგილობრივი. 6. სამაუწყებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის მიხედვით მაუწყებლობა შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო. 7. მაუწყებლობისათვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება: ა) მაუწყებლობის ენა/ენები; ბ) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში; გ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია; დ) მაუწყებლობის დაწყების ვადა; ე) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა. 8. სიხშირული სპექტრის გამოყენებით რადიომაუწყებლობის ტრანზიტი დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული რადიომაუწყებლის რადიომაუწყებლობის უცვლელი სახით გადასაცემად თავისუფალი საეთერო დროის განმავლობაში, როდესაც რადიომაუწყებლობის ტრანზიტის უზრუნველმყოფი პირი საკუთარ მაუწყებლობას არ ახორციელებს. 9. ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. 10. ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი 9 ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. მუხლი 451 . მაუწყებლობის ავტორიზაციის ერთიანი წესი 1. სათემო ან კერძო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია. 2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ; გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის ავტორიზაციასაც ავტორიზაციის მსურველი ითხოვს; დ) მაუწყებლობის ენა/ენები; ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში; ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია; ზ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა; თ) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა; ი) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. 3. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი; ბ) შესაბამისობის დეკლარაცია; გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია; ე) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია; ვ) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია. 10 4. განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს მაუწყებლობის ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. 5. თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის, პირი ავტორიზებულად ჩაითვლება. 6. ავტორიზებულ პირზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან. 7. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მაუწყებლობას, ან მას განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირება, იგი ვალდებულია ეს 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. 8. მაუწყებლობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით. 9. პირს უფლება აქვს, დაიწყოს მაუწყებლობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან. 10. ავტორიზებული პირი ვალდებულია: ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა; ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ; დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; 11 ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. 11. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია: ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით; ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად: ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას; ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს; გ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. 111. ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. 112. ავტორიზაცია შეჩერდება: ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით; ბ) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე; გ) დარღვევის აღმოფხვრამდე. 113. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით, მოტივისა და საფუძვლის მითითებით ეცნობება მაუწყებელს. 114. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ მაუწყებლის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია მაუწყებელს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 12 115. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება მაუწყებლის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ. 13. ავტორიზაცია გაუქმდება: ა) ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული; ბ) ავტორიზებული პირის გარდაცვალებისას ან ლიკვიდაციისას. 14. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით. მუხლი 71. სანქციები 1. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად. 2. კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა. 3. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების უფლება. 4. გაფრთხილების, დაჯარიმების, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის 13 ანაზღაურება ლიცენზიის მოქმედების არამართლზომიერი შეჩერების/ავტორიზაციის არამართლზომიერი შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის არამართლზომიერი გაუქმების გამო. ზიანის ანაზღაურების ოდენობას ადგენს სასამართლო.