„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-08
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარის 1512 მუხლი:
,,მუხლი
1512.
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულ
სარეკრეაციო
ტერიტორიებზე, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დაცული
ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების ჩათვლით (გარდა სახელმწიფო
ტყის ფონდის მიწებისა და სხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ნარგავების
თვითნებური ჭრა ან/და გადაბელვა
1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე,
მათ
შორის,
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
დაცული
ტერიტორიის
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების ჩათვლით (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის
მიწებისა და სხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ნარგავების თვითნებური
ჭრა ან/და გადაბელვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის
კონფისკაციით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის
კონფისკაციით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის
შემთხვევაში,
სამართალდამრღვევი
წარმომადგენლის
კანონიერი
პირის
მოთხოვნისადმი
მიერ
უფლებამოსილი
დაუმორჩილებლობის
ორგანოს
შემთხვევაში
უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის
აღკვეთის ან სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით მიმართოს სამართალდამცავ
ორგანოებს.
2. დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევი პირის მიერ პირადობის
დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას,
სამართალდარღვევის
ფაქტის
განგრძობადობის
აღკვეთის
ან
სამართალდარღვევის
გამოვლენის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას.
3. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლის
შესაბამისი
ნაწილით
დაკისრებული
ჯარიმის
გადაუხდელობის
შემთხვევაში
სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ
მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან
30
დღის
ვადაში
ჯარიმისა
და
საურავის
გადაუხდელობის
შემთხვევაში
სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის
უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინ ,,მწვანე ნარგავებს” და ,,გადაბელვას“ აქვთ
„ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის
2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობა.“
2. 2093-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ კოდექსის 55 5, 103-ე, 107 2, 107 3 და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6
ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 და 125 3 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 135 1 და 146 1 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523 მუხლებით და 153 6 მუხლის
პირველი
და
მე-3
ნაწილებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.“.
ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კოდექსის 555 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე
მუხლის
მე-3
ნაწილით, 1511 ,
1512
და 1523 მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და
იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს
და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
4. ამ კოდექსის 55 5, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე
მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის
მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 , 1512, 1523 მუხლებით და 1536 მუხლის
პირველი
და
მე-3
ნაწილებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის)
ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და
გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს
შესაბამისი სამსახური.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულ
რეკრეაციულ ტერიტორიებზე გახშირებული მწვანე ნარგავების (მერქნული მცენარეების)
ჭრა, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, აქვეითებს ქვეყნის ტურისტულ
პოტენციალს და ლახავს ადამიანთა საყოველთაოდ აღიარებულ ჯანსაღ გარემოში
ცხოვრების
უფლებას.
აღნიშნული
თავის
მხრივ
გამოწვეულია
სამართლებრივი
რეგულაციის და შესაბამისად სანქციის არ არსებობით, რომელიც მოაწესრიგებდა
ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების (მერქნული მცენარეების) მოჭრის
საკითხს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხით, რამდენადაც
მწვანე ნარგავების თვითნებური ჭრა გარემოზე მნიშვნელოვნი უარყოფითი გავლენის
მატარებელია, კერძოდ იწყება ეროზიული პროცესები, ირეცხება და იმეწყრება ფერდობები,
იზრდება ღვარცოფებისა და წყალმოვარდნების რისკი.
გამომდინარე იქედან, რომ შექმნილი ვითარება საჭიროებს ურგენტულ რეაგირებას
სამთავრობო
სტრუქტურებს
შორის
გამართული
სხვადასხვა
კონსულტაციების
მსვლელობისას, გადაწყდა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შესაბამის
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებაში
ცვლილების
შეტანას,
რომლითაც
გათვალისწინებული იქნება რეკრეაციულ ტერიტორიებზე არსებული მწვანე ნარგავების
მოჭრის აკრძალვა. 1
საქართველოს მთავრობა მოცემული პროექტით უზრუნველყოფს თვითნებური ჭრისა და
გადაბელვის (მწვანე ნარგავების ტოტების სეზონური, ან ერთჯერადად საჭიროებისამებრ
გადაჭრა, ნარგავის შემდგომი სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩუნებით.) პრევენციული
ხასისათის
საკანონმდებლო
ბერკეტის
შემუშავებას
და
მისი
საქართველოს
პარლამენტისათვის დასამტკიცელად წარდგენას. შესაბამისად აღნიშნული კანონპროექტის
მიღების უმთავრესი მიზეზი არის რეკრეაციული ტერიტორიების სტატუსის მქონე
ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების ჭრისთვის დადგენილი შემზღუდველი წესის ეფექტური
მოქმედებისათვის შესაბამისი სანქციის დაწესება. ორი ურთიერთმფარავი სამართლებრივი
რეჟიმის სინთეზურად მოქმედება ხელს შეუწყობს აკრძალული ქმედების პრევენციას,
1
შენიშვნა: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს
მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენს, „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების
გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს,რომლის მიხედვითაც მწვანე ნარგავების მოჭრა და
გადაბელვა დაშვებული იქნება მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ
ხელისუფლებასთან შეთანხმებით.
შედეგად კი გარემოს დაცვას მწვანე საფარის განადგურებისაგან. უნდა აღინიშნოს, რომ
მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განისაზღვრა შესაბამისი ოქმის
შემდგენი სუბიექტის ვინაობა (მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო), რაც ასევე
ემსახურება რეგულაციის ეფექტურად მოქმედების მიზანს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის დახვეწა, მისი მიზნების მიღწევის ეფექტური და მოქნილი მექანიზმების
დანერგვა, რაც
გულისხმობს კანონმდებლობით განსაზღვრულ სარეკრეაციო
ტერიტორიებზე მერქნული მცენარეების თვითნებური ჭრისთვის ადმინისტარციული
პასუხისმგებლობის დაწესებას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის
შემდგენი სუბიექტის განსაზღვრას.
წარმოდგენილი პროექტის მიღების გადაუდებელი აუცილებლობა, როგორც ზემოთ
აღინიშნა განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სარეკრეაციო
ტერიტორიებზე არსებული მწვანე ნარგავების გახშირებული ჭრისგან დაცვისა და მათი
შენარჩუნების საკითხის მყისიერად მოწესრიგების საჭიროებით, რამდენადაც აღნიშნულ
ტერიტორიებზე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხეების ჭრა, რითაც შეუქცევადი
ზიანი ადგება გარემოს და ხსენებული ტერიტორიების ტურისტულ მიმზიდველობას.
ადამიანთა დასვენება და მათი რეკრეაციული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, თავის
მხრივ, მოიცავს როგორც კულტურული, ასევე ბუნებრივი კომპლექსებით სარგებლობას,
შესაბამისად სარეკრეაციო ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების უკანონო ჭრისგან დაცვა
აუცილებელია ტურისტული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისათვის, რათა სარეკრეაციო
ტერიტორია,
თავისი
ბუნებრივი
სიმდიდრით,
მიმზიდველი
დარჩეს
დამსვენებლებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ტერიტორია დაკარგავს რეკრეაციულ და
ესთეტიკურ ღირებულებას.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
სარეკრეაციო
ტერიტორიებზე
გამომდინარე,
მწვანე
ნარგავების
კანონმდებლობით
თვითნებური
განსაზღვრულ
გაჩეხვისათვის
და
გადაბელვისთვის ადმინისტარციული პასუხისმგებლობის დაწესება დადებით გავლენას
მოახდენს გარემოს რეკრეაციულ და ესთეტიურ ღირებულებათა შენარჩუნებაზე.
აღნიშნული ცვლილებები ემსახურება ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზანს,
რითაც საქართველო იზიარებს საკითხის მიმართ მოწინავე ქვეყნების მიდგომას. „გარემოს
დაცვის
შესახებ“
საქართველოს
ადმინისტრაციულ,
სამეურნეო,
კანონის
თანახმად
ტექნოლოგიურ,
გარემოს
დაცვა
გულისხმობს
პოლიტიკურ-სამართლებრივ
და
საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს გარემოში
არსებული
ბუნებრივი
წონასწორობის
წარმოდგენილი პროექტის მიღებით
შენარჩუნებას
და
აღდგენას.
შესაბამისად
იქმნება კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი,
რომელიც სწორედ ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
საქართველოს ადიმისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1512 მუხლი,
რომელიც გულისხმობს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეკრეაციულ ტერიტორიებზე
მწვანე ნარგავების თვითნებური გაჩეხვისა და გადაბელვისთვის ადმინისტარციული
პასუხისმგებლობის დაწესებას, ხოლო კოდექსის 2093 მუხლის შესაბამის პუნქტებში
ცვლილებების შეტანით განისაზღვრება იმ სუბიექტის ორგანოს ვინაობა(მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო), რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული სანქციის შესაბამისი
ოქმების მეშვეობით პრაქტიკულ ვითარებაში აღსრულებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მიღებასთან
არ
დაკავშირებით
გამოწვევს
აუცილებელი
აუცილებელი
ხარჯების
ხარჯების
გამოყოფას
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღების აუცილებლობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი იქონიებს სამართალდამრღვევი პირების მიმართ ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
„ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებით“ საქართველომ იკისრა მთელი რიგი ვალდებულებები გარემოს დაცვის
სფეროში პროაქტიული რეფორმების გატარების და შესაბამისი დირექტივების
მოთხოვნათა შესრულების მიმართულებით. ხელშეკრულების XXVI დანართში
კონკრეტულად არის განსაზღვრული იმ დირექტივების ჩამონათვალი და პირობები,
რომელთა იმპლემენტაციაც, საქართველომ ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა
განახორციელოს. მათ შორის გვხვდება 2004 წლის 21 აპრილის ევროპარლამენტისა და
საბჭოს - 2004/35/EC დირექტივა, რომლის მე-11 მუხლიც შეეხება გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობისა და მისი აღსრულებისთვის უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის
საკითხს. დირექტივა ასევე განსაზღვრავს წესებსა და პროცედურებს, რომლებიც მიზნად
ისახავენ გარემოზე (წყალი, ხმელეთი, ცხოველებისა და მცენარეების დაცული სახეობები
და ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო) ზიანის მიყენების პრევენციასა და დაზიანებული
გარემოს აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს,
დირექტივის მე-11 მუხლის შესასრულებლად სამ წლიანი ვადა განესაზღვრა, რაც დროის
თვალსაზრისით კიდევ უფრო აქტუალურს ხდის წინამდებარე კანონპროექტის ძალაში
შესვლას. შესაბამისად მოცემული
კანონპროექტის კონცეფცია
არა
მხოლოდ
შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან, არამედ ის უზრუნველყოფს, ერთი მხრივ
საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ვალდებულების
შესრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას,
ხოლო მეორე მხრივ კონკრეტული და ხელშესახები შედეგის მიღწევას, რომელიც
რეკრეაციულ ტერიტორიებზე მწვანე საფარის შენარჩუნებაში გამოიხატება.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს „ერთის მხრივ, ევროკავშირს და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ,
საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ საქართველოს მიერ ნაკისრი
ვალდებულებების შესრულების ნაწილში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.
მიუხედავად
იმისა,
რომ
ასოცირების
ხელშეკრულებებით
განსაზღვრული
ვალდებულებების შესრულება ევროკავშირში გაწევრიანების პირდაპირ წინაპირობას არ
წარმოადგენს, მათი შესრულება დადებით გავლენას მოახდენს აღნიშნულ ორგანიზაციაში
საქართველოს შემდგომ ინტეგრაციის პროცესზე.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
რომლებმაც
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მიიღეს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ განხორციელებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2093. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო
1. ამ კოდექსის 55 5, 103-ე, 107 2, 107 3 და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6
ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 და 125 3 მუხლებით, 130-ე მუხლის მე4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 135 1 და 146 1 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და
მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151 1 და 152 3 მუხლებით და
153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და
იურიდიული პირი.
2. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8
ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით და 1461 მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
მესაკუთრეს
ადგილზევე
შეუფარდებს
ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
2 1 . ამ
კოდექსის
119 1 მუხლით და 153 6 მუხლის
პირველი
და
მე-3
ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ჩადენისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ
გამოკვლევას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური
ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე
განიხილავს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმეს
და
სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს
(ჯარიმას).
3. ამ კოდექსის 555 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151ე
მუხლის
მე-3
ნაწილით, 1511 და 1523 მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ჩადენისას
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი
ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს
ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
4. ამ კოდექსის 55 5, 103-ე და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე
მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 მუხლით, 125 3მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 135 1 და 146 1 მუხლებით, 148-ე
მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151 1 და
და
153 6 მუხლის
პირველი
და
მე-3
ნაწილებით
152 3 მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისათვის
შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში
(თანამდებობის
პირთან)
გასაჩივრებისას
საჩივარს
განიხილავს
და
გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი
ორგანოს შესაბამისი სამსახური.