„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-08
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი:
310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის:
ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. გზა – მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება
ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად
გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება
მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და
ველობილიკს, ასევე თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონას (ტერიტორიას).“;
ბ) 92-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 93-98 პუნქტები:
„93. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონა (ტერიტორია) - ყველა სახის თოვლის ან ყინულის
სასრიალო ფერდობი ან/და გზა (ტრასა), ასევე ყველა ის ადგილი, რომლის შესაბამის
საზღვრებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ
უფლებამოსილი ორგანო და რომლის კონტროლს და ადმინისტრირებას ახორციელებს
საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირი;
94. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობი ან გზა (ტრასა) - ყველა სახის სასრიალო
ფერდობი და გზა (ტრასა), თოვლმავალი საშუალებების და მოტოციგის ბილიკის, ასევე
მიმდებარე სასრიალო რელიეფი (კიდეები და ნაპირების მახასიათებლები), რომლის
შესაბამის საზღვრებს,
განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს
მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო და რომლის კონტროლს და ადმინისტრირებას
ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირი;
95. სასრიალო ტრასით მოსარგებლე - საგზაო მოძრაობის მონაწილე ნებისმიერი პირი,
რომელიც იყენებს თოვლის/ყინულის სასრიალო ფერდობს ან გზას (ტრასას) ფეხმავალი და
სასრიალო მიზნებისათვის და გადადგილებისთვის, მათ შორის თხილამურებით,
თოვლის დაფის („სნოუბორდის“), ციგით, თოვლის ველოსიპედით, ტობოგანზე
სრიალისათვის ან თოვლზე/ყინულზე სასრიალო ნებისმიერი სხვა საშუალებით;
96. თოვლმავალი - თოვლზე/ყინულზე გადაადგილებისთვის გამოყენებადი მოტორიანი,
მუხლუხოვანი ან სხვა ტიპის სატრასპორტო საშუალება, რომლის მართვა ხდება საჭის
მექანიზმის ან „ჯოისტიკის” მქონე მოწყობილობით, მათ შორის მოტოციგები, ნებისმიერი
თოვლმავალი სატრანსპორტო საშუალება, თოვლის სატკეპნი ტრაქტორები (სპეცტექნიკა)
და სხვა სპეციალური დანიშნულების მანქანები.
97. მოტოციგა - თოვლზე/ყინულზე გადაადგილებისთვის განკუთვნილი ღია ტიპის
მოტორიანი სატრანსპორტო საშუალება და რომლის მართვა ხდება საჭის მექანიზმის მქონე
მოწყობილობით;
98. მოტოციგის ბილიკი - მოტოციგით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი
ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია
სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან.“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6.
თოვლზე/ყინულზე
სასრიალო
ზონაში
(ტერიტორიაზე)
სარგებლობის
(სრიალის/მოძრაობის) უსაფრთხოების და ქცევის წესებს განსაზღვრავს საქართველოს
მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო.“.
3. 21-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. აკრძალულია თოვლის/ყინულის სასრიალო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) სასრიალო
ტრასით მოსარგებლის მიერ იმგვარად სარგებლობა, როდესაც იგი აშკარად, პირდაპირ და
არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა ან/და ჯანმრთელობას.“;
გ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:
„151. აკრძალულია თოვლის/ყინულის სასრიალო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე)
სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სრიალი და თოვლმავალი საშუალებების მართვა
ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპულის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ
სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და
ყურადღებას.“;
დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი/სასრიალო ტრასით მოსარგებლე
ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია,
მძღოლი/სასრიალო ტრასით მოსარგებლე ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიაროს შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის
დასადგენად.“.
4. 43-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43.
ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, მოპედის,
მოტოციკლისა, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებთან დაკავშირებული
სპეციალური წესებ“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გზაზე ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა
ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის პირისთვის, ხოლო მოპედის, თოვლმავლის და
მოტოციგის მართვა – 16 წლის ასაკის პირისთვის მხოლოდ სპეციალიზებული შესაბამისი
ჩაფხუტით.
2 . ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკის და თოვლმავლის/მოტოციგის
ბილიკის არსებობისას ველოსიპედის, მოპედის, თოვლმავლის და მოტოციგის მძღოლებს
ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკისა
და თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის მიღმა გადაადგილება. ველოსიპედის, მოპედის და
თოვლმავლის/მოტოციგის გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ
გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ
ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას. თოვლის/ყინულის სასრიალო ფერდობზე ან
გზაზე (ტრასაზე) თოვლმავალის და მოტოციგის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება,
გარდა სასრიალო ტერიტორიაზე
უფლებამოსილი პირების მიერ სამაშველო,
სარეაბილიტაციო და საპოლიციო და სხვა მიზნებით გადაადგილების შემთხვევებისა,
რომელთა თოვლმავალი საშუალებები აღჭურვილი უნდა იქნას არანაკლებ 1,5 მეტრის
სიმაღლეზე (თოვლმავლის კაბინაზე ან სპეციალურ ჭოკზე მოტოციგისა და სხვა
შემთხვევაში) განთავსებული ციმციმათი.“;
გ) მე-7 - მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგის, მოპედისა და ორბორბლიანი
ელექტროთვითმგორავის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით
მაინც არ უჭირავთ. აკრძალულია ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგის, მოპედისა და
ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის ბუქსირება, ან აღნიშნული ტრანსპორტით სხვა
სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა), ან იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტების
გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ან ისეთი საგნის
გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია მძღოლს ხელი შეუშალოს მართვაში ან საფრთხე
შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ეს წესი გამოიყენება მოტოციკლის მძღოლის
მიმართ, მაგრამ, ამასთანავე, მას ორივე ხელით უნდა ეჭიროს საჭე, გარდა იმ შემთხვევისა,
როცა აუცილებელია, ხელით მისცეს ამ კანონით განსაზღვრული მანევრის
შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალები.
8. დასაშვებია ველოსიპედით, თოვლმავლით, მოტოციგით, მოპედით, ორბორბლიანი
ელექტროთვითმგორავითა და უეტლო მოტოციკლით იმ მისაბმელის ბუქსირება,
რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ ტრანსპორტთან ერთად ექსპლუატაციისათვის.
9. ველოსიპედის, და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ მგზავრის გადაყვანა (გარდა 7
წლამდე ბავშვისა, თუ აღნიშნული ტრანსპორტი საიმედო საფეხურებითა და დამატებითი
დასაჯდომითაა აღჭურვილი). მოტოციკლის და თოვლმავლის, მოტოციგის მძღოლებს
მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ მხოლოდ ეტლით (თუ ასეთი არსებობს) ან/და მძღოლის
უკან მოწყობილი დამატებითი დასაჯდომით მხოლოდ სპეციალიზებული შესაბამისი
ჩაფხუტით. აკრძალულია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით მგზავრის გადაყვანა.
10. გადაადგილებისას მოტოციკლის, მოპედის, თოვლმავლის, მოტოციგის მძღოლებმა,
აგრეთვე მათმა მგზავრებმა უნდა გამოიყენონ სპეციალიზებული შესაბამისი ჩაფხუტები.“;
დ) მე-12 - მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით, თოვლმავლით და მოტოციგით მოძრაობა
დასაშვებია გვერდულაზე, ტროტუარზე, ქვეითთა ბილიკზე, ქვეითთა ზონაში,
საცხოვრებელ ზონაში, ველობილიკსა და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე. იმ ადგილას,
სადაც ქვეითები მოძრაობენ, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით და მოტოციგით
მოძრავმა გზა უნდა დაუთმოს ქვეითებს, არ უნდა შეაფერხოს ისინი და საფრთხე არ უნდა
შეუქმნას მათ მოძრაობას.
13. იმ ადგილას, სადაც ქვეითები მოძრაობენ, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის,
თოვლმავლის და მოტოციგის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მართებული სიახლოვითა
და ქვეითის ჩვეულებრივი სიჩქარით (5 კმ/სთ-ით). ქვეითთა არარსებობის შემთხვევაში
ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლის და მოტოციგის სიჩქარე არ უნდა
აღემატებოდეს 20 კმ/სთ-ს.
14. გვერდულას, ტროტუარის, ქვეითთა ბილიკის, ველობილიკის, ველოსიპედის
მოძრაობის ზოლის, თოვლმავლის და მოტოციგის ბილიკის არარსებობის შემთხვევაში
დასაშვებია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით და მოტოციგით გზის სავალი
ნაწილის კიდესთან მოძრაობა, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა. ამ
პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის,
თოვლმავლის და მოტოციგის მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს ველოსიპედითა და
მოპედით გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის წესებით.
15. არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე, აგრეთვე სავალ ნაწილზე არსებული იმ
ადგილის გადაკვეთისას, რომელიც შესაბამისი საგზაო ნიშნით ან ჰორიზონტალური
საგზაო მონიშვნით არ არის აღნიშნული, როგორც გადასასვლელი, ველოსიპედის,
მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლისა და მოტოციგის
მძღოლებს აქვთ:
ა) ვალდებულება, გზა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა
მძღოლებს (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
ბ) უპირატესობა იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც ამ სავალ ნაწილზე შესასვლელად
მოხვევის მანევრს ასრულებენ.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს:
ა) თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონის (ტეროტორია) და თოვლზე/ყინულზე სასრიალო
ფერდობის და გზის (ტრასა) შესაბამისი საზღვრების დამტკიცება ან აღნიშნული
საზღვრების დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანოს დადგენა;
ბ) თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონის (ტერიტორიის) და თოვლზე/ყინულზე სასრიალო
ფერდობის ან გზის (ტრასა) კონტროლის და ადმინისტრირების განმახორციელებელი
პირის განსაზღვრა;
გ)
თოვლზე/ყინულზე
სასრიალო
ზონაში
(ტერიტორიაზე)
სარგებლობის
(სრიალის/მოძრაობის) უსაფრთხოების და ქცევის წესების განსაზღვრაზე უფლებამოსილი
ორგანოს დადგენა;
2. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად განსაზღვრულმა ორგანომ, ამავე ორგანოს განსაზღვრიდან 1 თვის ვადაში
უზრუნველყოს ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული წესების დადგენა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზს
წარმოადგენს
საქართველოს
სამთო-
სათხილამურო ზონებში და შესაბამის კურორტებზე უსაფრთხოების ნორმების
არარსებობა და მისგან გამომდინარე საფრთხეები. კერძოდ, თოვლზე/ყინულზე
სასრიალო
ზონაზე
სატრანსპორტო
მოტოციგით),
(ტერიტორიაზე)
ხშირად
საშუალებებით
გადაადგილება
რომელიც
რეალურ
ხდება
(მათ
იმგვარი
შორის
მექანიკური
თოვლამავლით,
საფრთეს
ქმნის
სასრიალო ტრასით მოსარგებლეთათვის და ქვეითად მოსიარულეთათვის, რასაც
ხშირად თან სდევს რიგი უარყოფითი შედეგები. მოქმედი კანონმდებლობა არ
განსაზღვრავს აღნიშნული შემთხვევების მარეგულირებელ ნორმებს. მოქმედი კანონი
ასევე არ კრძალავს თოვლმავლის მართვას და თოვლზე/ყინულზე სასრიალო
ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ უსაფრთხოდ
სრიალსა
თუ
სრიალს
ალკოჰოლური,
ნარკოტიკული
ან
ფსიქოტროპული
სიმთვრალის მდგომარეობაში, რაც ქმნის საფრთხეს გარშემომყოფთა დაზიანების ან
სიცოცხლის მოსპობის თვალსაზრისით.
ამას ცხადყოფს საქართველოს სამთო-
სათხილამურო კურორტებზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებული არაერთი უბედური
შემთხვევა (მათ შორის ლეტალური), რაც სათანადო რეგულაციების არარსებობის
პირობებში, მომავალში შესაძლოა განმეორდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა
აღნიშნული სფეროს შესაბამისი რეგულირების ქვეშ მოქცევის აუცილებლობა და
ამგვარი ფაქტების პრევენციისთვის ქმედითი და მყისიერი ზომების გატარება.
ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, გასულ წლებში მთელ მსოფლიოში მკვეთრად
მოიმატა ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით ლეტალური შემთხვევებმა
სამთო კურორტებზე. მსოფლიო სამთო კურორტები, მათ შორის შვეიცარიის
კურორტებიც, ამკაცრებენ ზომებს ალკოჰოლის მოხმარების წინააღმდეგ, რადგან
სასრიალო ტრასით მოსარგებლეები ფაქტობრივად იმავე საფრთხის ქვეშ არიან
როგორც ავტომობილის მძღოლები და მათ შეიძლება საფრთხე შეუქმნან არა მარტო
თავიანთ თავს არამედ სხვებსაც, რამდენადაც ალკოჰოლის უარყოფითი ეფექტები
მკვეთრად მძაფრდება სიმაღლეებსა და დაბალი ტემპერატურის პირობებში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს,
თოვლზე/ყინულზე
სასრიალო ზონაზე (ტერიტორიაზე) უსაფრთხოების ნორმების დაწესებას და
აღნიშნული გზით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური
საფრთხეების პრევენციას.
•
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონით გათვალისწინებულ ტერმინში „გზა“ გათვალისწინებულ
თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონა (ტერიტორია).
იქნა
ასევე
•
კანონს ემატება ახალი ტერმინები, კერძოდ: თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონა
(ტერიტორია),
„თოვლზე/ყინულზე
სასრიალო
ფერდობი
ან
გზა
(ტრასა)”, „სასრიალო ტრასით მოსარგებლე“, „თოვლმავალი“, „მოტოციგა“,
„მოტოციგის ბილიკი“.
•
კანონპროექტის თანახმად იკრძალება თოვლმავალი საშუალების მართვა და
თოვლზე/ყინულზე
სასრიალო
ფერდობზე
ან
გზაზე
(ტრასაზე)
სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სრიალი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან
ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის
ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას. ამასთან,
კანონპროეტით თოვლმავლის მართვის უფლების მქონე პირის ასაკი განისაზღვრება
16 წლით.
•
კანონპროექტის თანახმად იკრძალება თოვლის/ყინულის სასრიალო ფერდობზე ან
გზაზე (ტრასაზე) სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ იმგვარად სარგებლობა,
როდესაც იგი აშკარად, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და
სხვის სიცოცხლესა ან/და ჯანმრთელობას.
•
კანონპროექტის მიხედვით, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან
გზაზე
(ტრასაზე)
თოვლმავლის
მძღოლებს
ეკრძალებათ
თოვლმავლით
გადაადგილება, გარდა თოვლზე/ყინულზე სასრიალო ტერიტორიაზე მყოფი
შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ სამაშველო, სარეაბილიტაციო და
საპოლიციო და სხვა მიზნებით გადაადგილების შემთხვევებისა, რომელთა
თოვლმავალი საშუალებები აღჭურვილი უნდა იქნას არანაკლებ 1,5 მეტრის
სიმაღლეზე (თოვლმავლის კაბინაზე ან სპეციალურ ჭოკზე მოტოციგისა და სხვა
შემთხვევაში) განთავსებული ციმციმათი.
•
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს თოვლმავლის მართვის წესებს, კერძოდ
მსგავსად ველოსიპედის, მოპედისა და ელექტროთვითმგორავისა, თოვლმავლის,
მოტოციგების მძღოლებს ეკრძალებათ თოვლმავლით გადაადგილება, თუ საჭე ერთი
ხელით მაინც არ უჭირავთ.
ბუქსირების წესები.
•
ასევე პროექტით განისაზღვრება
თოვლმავლის
პროექტის თანახმად, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონის (ტეროტორია) და
თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობის და გზის (ტრასა) შესაბამისი საზღვრების
დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა ან მის მიერვე
განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო; საქართველოს მთავრობის მიერ ასევე
განისაზღვრება თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონის (ტერიტორიის) და
თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობის ან გზის (ტრასა) კონტროლის და
ადმინისტრირების განმახორციელებელი პირი, ასევე თოვლზე/ყინულზე სასრიალო
ზონაში (ტერიტორიაზე) სარგებლობის (სრიალის/მოძრაობის) უსაფრთხოების და
ქცევის წესების განსაზღვრაზე უფლებამოსილი ორგანო.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს რაიმე ახალ ფინანსურ
ვალდებულებას;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება პირდაპირ არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ
პირთა მიმართ, ვიზეც ვრცელდება კანონის მოქმედება, თუმცა კანონპროექტით
გათვალისწინებული წესებისა და რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში შესაბამის
პირებს შესაძლოა დაეკისროთ ადმინისტრაციული ჯარიმა, რაც დადგინდება
შესაბამისი საკანონმდებლო აქტით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში“
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია
განვითარების სამინისტრო.
საქართველოს
ეკონომიკისა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
და
მდგრადი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 5. კანონში გამოყენებული ტერმინები
1. ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა
გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის
ადგილისა, 8-ს აღემატება.
2. ავტომაგისტრალი − სპეციალურად აშენებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა
მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა, რომელიც არ ემსახურება მიმდებარე ტერიტორიებს
და:
ა) რომელსაც, გარდა დროებით დაწესებული ან ცალკეული ადგილებისა, მოძრაობის ორივე
მიმართულებისთვის აქვს ცალკე, ერთმანეთისაგან გამყოფი ზოლით (რომელიც არ არის
განკუთვნილი მოძრაობისათვის) ან განსაკუთრებულ შემთხვევებში − სხვა საშუალებებით
გამიჯნული სავალი ნაწილები;
ბ) რომელიც ერთ დონეზე არ კვეთს გზას, რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგს, ქვეითთა
ბილიკსა და ველობილიკს;
გ) რომელიც აღნიშნულია საგზაო ნიშნით „ავტომაგისტრალი“.
3. ავტომატარებელი − სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული
მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან/მისაბმელებთან კომბინაცია.
4. ავტომზიდი – სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც
განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება,
რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის
გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი
სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი მოიცავს ტროლეიბუსს, ე.
ი. ელექტროსადენთან მიერთებულ ულიანდაგო სატრანსპორტო საშუალებას. ეს ტერმინი არ
მოიცავს ისეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად, ტრაქტორი,
რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და
ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო
საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა.
6. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული
ტესტირება (გამოცდა) (შემდგომ – გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება) – ტექნიკური
ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული
პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების
ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ
გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა.
7. არასაკმარისი ხილვადობა – გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის,
თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ
მანძილზე შემცირება.
8. ბუქსირება − სატრანსპორტო საშუალების სხვა სატრანსპორტო საშუალების დახმარებით
გადაადგილება.
9. გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს
მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო
საშუალების მოძრაობისათვის.
10. გასწრება − დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი
მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება.
11. გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5
წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომაგადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.
გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული
შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური
საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო.
12. გზა – მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება
ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად
გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება
მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს.
13. გზაჯვარედინი − ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით,
შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ
ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა.
14. გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) – საგზაო მოძრაობის მონაწილის
ვალდებულება, არ განაგრძოს ან არ განაახლოს მოძრაობა ან არ განახორციელოს მანევრი,
თუ ეს უპირატესობის (პრიორიტეტის) მქონე მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის,
უეცრად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე.
15. გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია
ურელსო
სატრანსპორტო
საშუალების
მოძრაობისათვის
(გარდა
ტროტუარისა,
გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა).
16. დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) − საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან
ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება.
17. დასახლებული პუნქტი − განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და
გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.
18. დატვირთული მასა (ფაქტობრივი მასა) − მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული
სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით.
19. დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) − ქარხანა-დამამზადებლის მიერ
განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის
გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის
ჩათვლით.
20. დგომა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი
ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან
სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.
21. დღე-ღამის ბნელი დრო – დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე.
22. ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი
(თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით,
კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს
სავარძელ-ეტლს.
23. ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი,
შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად
გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან.
24. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი − გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც
განკუთვნილია ველოსიპედით მოძრაობისათვის. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი
დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გრძივი საგზაო მონიშვნითაა გამოყოფილი.
25. ინსტრუქტორ-მასწავლებელი − ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა
და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა პრაქტიკული მართვის მასწავლებელი,
ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.
26. იძულებითი გაჩერება – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი
ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან
გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო.
27. კვადროციკლი − მსუბუქი კვადროციკლისაგან განსხვავებული ოთხთვლიანი
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს,
ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 400 კგ-ს, ან 550 კგ-ს,
თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად. ელექტროსატრანსპორტო საშუალების
შემთხვევაში აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ითვლება. ამ
პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს
ტრიციკლისათვის
გათვალისწინებულ
ტექნიკურ
მახასიათებლებს,
ითვლება
მოტორიზებულ ტრიციკლად.
28. კიდულძრავიანი ველოსიპედი − ორ- ან სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება,
რომელიც აღჭურვილია შიგაწვის ძრავათი, რომლის ცილინდრის მუშა მოცულობა არ
აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე − 45 კმ/სთ-ს და
რომელსაც აქვს ველოსიპედისთვის დამახასიათებელი თვისებები, კერძოდ, სატერფულების
ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს.
29. კონსტრუქციული სიჩქარე − ქარხანა-დამამზადებლის
სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე.
მიერ
განსაზღვრული
30. კონტეინერი – 1972 წლის „კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენციით“
გათვალისწინებული განმარტება.
31. მანევრი − მოძრაობის დაწყება, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა, მობრუნება, უკუსვლით
მოძრაობა, დაბრკოლების შემოვლა ან/და მოძრაობის ზოლის შეცვლა (გადაჯგუფება).
32. მარეგულირებელი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საგზაო
მოძრაობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი
კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს
მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა.
33. მარშრუტი − პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების
გარეშე)
ავტობუსის
ან
მიწისზედა
ელექტროტრანსპორტის
მიმოსვლისათვის
უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარ დადგენილი გზასავალი.
34. მგზავრი − პირი, რომელიც იმყოფება ან ადის სატრანსპორტო საშუალებაში
(სატრანსპორტო საშუალებაზე) ან ჩამოდის სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ
მართავს მას.
35. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო
საშუალება, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, მოპედისა და მასთან
გათანაბრებული სხვა სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე სალიანდაგო სატრანსპორტო
საშუალებისა.
36. მეხრე − გზაზე სასაპალნე, შესაბმელი ან დასაჯდომი პირუტყვის წამყვანი, პირუტყვის
გამრეკი ან გამცილებელი.
37. მთავარი გზა − 2.1 ან 5.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ამ ნიშნის მოქმედების ზონის
მთელ მონაკვეთზე. მთავარ გზად მიიჩნევა 1.7.1−1.7.7 საგზაო ნიშნებით აღნიშნული გზა −
გზაჯვარედინზე, გადასაკვეთ (მიერთებულ) გზასთან შედარებით, მკვრივსაფრიანი გზა
(ასფალტის, ცემენტ-ბეტონის ან სხვა მსგავსი მასალის ან ქვაფენილის საფრის მქონე გზა) −
ღორღიან ან გრუნტოვან გზასთან შედარებით, ღორღიანი გზა − გრუნტოვან გზასთან
შედარებით. ღორღიან ან გრუნტოვან გზაზე უშუალოდ გზაჯვარედინის წინ გზის
მკვრივსაფრიანი უბნის არსებობა არ ათანაბრებს მას მკვრივსაფრიან გზასთან.
38. მიმდებარე ტერიტორია – ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის
განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი
მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა).
39. მისაბმელი − სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალებით
მისი
ბუქსირებისათვის.
ეს
ტერმინი
მოიცავს
ნახევარმისაბმელსა და მისაბმელ-სახსნელს.
40. მიწისზედა ელექტროტრანსპორტი − ტროლეიბუსი და ტრამვაი.
41. მობილური კომუნიკაციის საშუალება – ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელია უწყვეტი სატელეფონო საუბრის წარმოება ორ ან ორზე მეტ ფიზიკურ პირს
შორის ან/და ტექსტური ინფორმაციის გადაცემა და მიღება.
42. მოპედი – ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის
კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა
მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური
გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს. მოპედთან გათანაბრებულია კიდულძრავიანი
ველოსიპედი და მსუბუქი კვადროციკლი.
43. მოტორიზებული ტრიციკლი − ტრიციკლი, რომლის ძრავას სიმძლავრე არ აღემატება 15
კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 400 კგ-ს, ან 550
კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად. ელექტროსატრანსპორტო
საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ
ითვლება.
44. მოტოციკლი − ორთვლიანი ძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ეტლით ან
მის გარეშე. მოტოციკლთან გათანაბრებულია სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო
საშუალება, რომლის დაუტვირთავი მასა არ აღემატება 400 კგ-ს.
45. მოძრაობის ზოლი − გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი
ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი,
მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის
ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე.
46. მსუბუქი ავტომობილი − 3 500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე
ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა
მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.
47. მსუბუქი კვადროციკლი − ოთხთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის
კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა
მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური
გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს და რომლის დაუტვირთავი მასა
(ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად)
არ აღემატება 350 კგ-ს.
48. მსუბუქი მისაბმელი − მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ
აღემატება 750 კგ-ს.
49. მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. მძღოლთან
გათანაბრებულია მეხრე. სასწავლო სვლის განხორციელებისას მძღოლთან გათანაბრებულია
ინსტრუქტორ-მასწავლებელიც.
50. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება − საჯარო ან კერძო დაწესებულება, ან
მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ახორციელებს ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და
ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა სამართავად მძღოლთა თეორიულ ან/და
პრაქტიკულ მომზადებას, სწავლებას (შემდგომ − სწავლების კურსი).
51. ნახევარმისაბმელი − მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ავტომობილზე ისეთი სახით
ჩასაბმელად, როდესაც მისი ნაწილი ეყრდნობა ავტომობილს და ავტომობილზევე მოდის
ნახევარმისაბმელისა და მისი ტვირთის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი.
52. ნებადართული მაქსიმალური მასა (დასაშვები წონა) − დატვირთული სატრანსპორტო
საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის გამოცხადებული იმ
სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც დარეგისტრირებულია
სატრანსპორტო საშუალება.
53. ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის
კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს ან რომელიც აღნიშნულ სიჩქარეს ვერ
აჭარბებს ან ეკრძალება გადაჭარბება ისეთი მიზეზით, რომელიც არ არის დაკავშირებული
სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადებთან.
54. ნიშნის დუბლირება − გზის მონაკვეთზე ერთი და იმავე საგზაო
ურთიერთსაპირისპირო მიმართულებებით ერთმანეთის გასწვრივ დადგმა.
ნიშნის
55. ნიშნის განმეორებით დადგმა − ძირითადი ნიშნის განმეორებით დადგმა გზის იმავე
მხარეს გარკვეულ მანძილზე.
56. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი − თვითბალანსირებადი, ორთვლიანი და
ერთღერძიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ერთი ადამიანის
გადასაყვანად და რომელიც ელექტროენერგიის ძალით მოძრაობს.
57. ორგანიზებული სატრანსპორტო კოლონა – ჩართული ლურჯი ან ლურჯი და წითელი
მოელვარე ციმციმა სიგნალის მქონე მეწინავე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
თანხლებით, ერთსა და იმავე მოძრაობის ზოლზე ერთმანეთის მიყოლებით, მუდმივად
ჩართული ფარებით მოძრავი სამი ან სამზე მეტი მექანიკური სატრანსპორტო
საშუალებისაგან შემდგარი ჯგუფი.
58. რკინიგზის გადასასვლელი − გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან
ტრამვაის ლიანდაგების ერთ დონეზე გადაკვეთა.
59. საგზაო მონიშვნა (მონიშვნა) − ამ კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის სავალ
ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი,
ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის
მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ.
60. საგზაო მოძრაობა – გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან
განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები.
61. საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო
მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი.
62. საგზაო მოძრაობის ორგანიზება – სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ
ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მართვას.
63. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – საგზაო-სატრანსპორტო
შემთხვევის გამომწვევი მიზეზებისა და მისი მძიმე შედეგების თავიდან აცილებისაკენ
მიმართული საქმიანობა.
64. საგზაო ნიშანი (ნიშანი) − ამ კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი
ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია
ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას
საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა
ობიექტის შესახებ.
65. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია) – გზაზე სატრანსპორტო საშუალების
მოძრაობისას მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან
დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა ან სხვა
ქონება.
66. საერთაშორისო მოძრაობა − რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე
სატრანსპორტო საშუალება საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად მიიჩნევა, თუ იგი:
მყოფი
ა) ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი
ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს;
ბ) არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში;
გ) ამ სახელმწიფოში შეტანილია დროებით, მაგრამ არაუმეტეს მისი კანონმდებლობით
დადგენილი ვადისა.
შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად
მიიჩნევა, თუ მასში შემავალი თუნდაც ერთი სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს ამ
პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
67. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად
განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება.
68. სამუხრუჭო მანძილი − მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება
მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე.
69. სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური
სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო
ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა
და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად
განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ
დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე
დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება.
70. სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება − სასოფლო-სამეურნეო
მანქანაზე ჩასაბმელი და მასთან ერთად ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი დამხმარე
ტექნიკური საშუალება (მოწყობილობა), რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო,
სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად.
71. სატვირთო ავტომობილი − ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო
საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს.
72. სატრანსპორტო კოლონა − ორგანიზებულად, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი ორი ან
ორზე მეტი სატრანსპორტო საშუალებისაგან შემდგარი ჯგუფი.
73. სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი
მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება.
74. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა − ჩაბმული სატრანსპორტო საშუალებები,
რომლებიც საგზაო მოძრაობაში მონაწილეობენ, როგორც ერთი მთლიანობა.
75. საცხოვრებელი ზონა − განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური
საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია
შესაბამისი საგზაო ნიშნებით.
76. საწევარი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება,
ნახევარმისაბმელთან ერთად ექსპლუატაციისათვის.
რომელიც
განკუთვნილია
77. სახიფათო ტვირთი − ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც საერთაშორისო
ნორმებით, საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და რომელთა
საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო
გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად აკრძალულია ან
დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით.
78. საჭაპანო ტრანსპორტი − თვლიანი ან უთვლო სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე,
რომელიც გზაზე მასში შებმული პირუტყვის ძალის მეშვეობით გადაადგილდება.
79. სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა − თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური
სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების
შესასრულებლად და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთზე ნაკლები. სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე
დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება.
80. სრული მასა − ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ
მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს
სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი. სატრანსპორტო საშუალებათა
შემადგენლობის სრული მასა გამოიანგარიშება მასში შემავალი სატრანსპორტო
საშუალებების სრულ მასათა ჯამით.
81. ტრაქტორი − თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა ორი ან ორზე მეტი
ღერძით.
82. ტრიციკლი − სიმეტრიულად განლაგებული სამი ბორბლის მქონე ძრავიანი
სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავას (თუ მას აქვს შიგაწვის ძრავა)
ცილინდრის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ3-ს ან/და კონსტრუქციული სიჩქარე − 45
კმ/სთ-ს.
83. ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან
გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის
მოძრაობისათვის.
84. უპირატესობა (პრიორიტეტი) – საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო
მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით.
85. ქვეითთა ბილიკი − ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული
ბილიკი. ქვეითთა ბილიკი შეიძლება აღინიშნოს შესაბამისი საგზაო ნიშნით.
86. ქვეითთა გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია
ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებით ან/და
1.14.1–1.14.2 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითთა
გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით.
87. ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან
გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას, ციგას ან სხვა მსგავს
საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი
ან სავარძელ-ეტლი ანდა სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე,
აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება.
88. ღერძზე დატვირთვა − სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნაწილი,
რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას. თითოეულ წამყვან
ან არაწამყვან ღერძზე დატვირთვის განსაზღვრისას სატრანსპორტო საშუალების განივ
ჭრილში ერთ ხაზზე განლაგებული, კონსტრუქციულად განცალკევებული ღერძები
განიხილება, როგორც ერთი მთლიანი ღერძი.
89. შეზღუდული ხილვადობა − გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის
დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის
მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე
ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას.
90. შესახსრებული ავტობუსი – ავტობუსი, რომელიც სექციებისაგან შედგება. ასეთი
ავტობუსის სექციებს შორის შესაძლებელი უნდა იყოს მგზავრთა შეუზღუდავი
გადაადგილება. ამ სექციების შეერთება და განცალკევება დასაშვებია მხოლოდ ქარხნული
წესით.
91. შუქნიშანი − ამ კანონის დანართი №3-ით განსაზღვრული ელექტრომოწყობილობა,
რომელიც გამოიყენება გზაზე საგზაო მოძრაობის ფერადი მაშუქი სიგნალებით
რეგულირებისათვის.
92. ძირითადი ნიშანი − საგზაო ნიშანი, რომლის დადგმის აუცილებლობა განპირობებულია
საგზაო მოძრაობის ორგანიზების მოთხოვნებით.
მუხლი 7. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი
1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო
ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო და შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და
უზრუნველყოფის
სფეროში
საქართველოს
უფლებამოსილებებია:
საგზაო მოძრაობის
აღმასრულებელი
უსაფრთხოების
ხელისუფლების
ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს
ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
სამართლებრივი საფუძვლის შექმნა;
უზრუნველყოფის
ამ
კანონით
დადგენილი
გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული
წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების ერთიანი
სისტემის შექმნა;
დ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, აგრეთვე ამ სფეროში საქმიანობაზე სახელმწიფო
ზედამხედველობა,
კონტროლი
და
შესაბამისი
პრევენციული
ღონისძიებების
განხორციელება;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს მიერ
საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განხორციელება;
ვ)
საქართველოს
განხორციელება.
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სხვა
უფლებამოსილებების
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტენ საგზაო
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც
არსებობს სპეციალურ ან სხვა სახის დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების
გადაყვანის საფუძველი, აღნიშნული მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად ამგვარი
მომსახურების შერჩევისა და გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
5. საგზაო მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სახმელეთო
სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო
ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრი.
მუხლი 21. მძღოლის ზოგადი მოვალეობები
1. ყოველ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას
შემადგენლობას უნდა მართავდეს მძღოლი.
და
სატრანსპორტო
საშუალებათა
2. მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო
საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს,
ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.
3. მძღოლს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო აუცილებელი
ცოდნა და უნარ-ჩვევები. თუ სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებია მხოლოდ
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესაბამისი მართვის უფლების
მინიჭების შემდეგ, მძღოლს ეკრძალება ამ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო
საშუალების მართვა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვების გარეშე, აგრეთვე ამ უფლების
შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში.
4. თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია
მძღოლის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი, სატრანსპორტო საშუალების მართვა
დასაშვებია მხოლოდ დადგენილი ასაკის მიღწევის შემდეგ.
5.
მძღოლი
ვალდებულია
იცოდეს
საგზაო
მოძრაობის
წესები,
აგრეთვე
გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის
მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება,
ალკოჰოლის მიღება და ა. შ..
6. მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი
მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები,
ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები.
მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს.
7. მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ
შეუქმნას პრიორიტეტის მქონე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
8. სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ
მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება
სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით
სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი
სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური
კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი
თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად.
9. მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ
სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების
ღვედებს) მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და
უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ
უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.
10. ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში ან სხვა
მსგავს ადგილას გავლამდე ავტობუსის, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია
დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში.
11. მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის
მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა
თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.
12. მძღოლი ვალდებულია მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და
უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა.
მგზავრობისას
13. მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის,
სატრანსპორტო
საშუალებათა
შემადგენლობაში
მისაბმელი
მოწყობილობის
გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული
(ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა
საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან
არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას
აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის
დროს.
14. გზაზე ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გაუმართაობისაგან განსხვავებული
ისეთი გაუმართაობის წარმოქმნისას, რომლის დროსაც სატრანსპორტო საშუალების
ექსპლუატაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოძრაობის უსაფრთხოებაზე, მძღოლი
ვალდებულია იგი ადგილზე აღმოფხვრას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მან, ამ კანონით
განსაზღვრული წესითა და სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომის გათვალისწინებით,
სატრანსპორტო საშუალება უნდა გადაიყვანოს სადგომში ან სარემონტო ადგილზე.
15. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან
ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის
ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
16. თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან
ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, მძღოლი ვალდებულია საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიაროს შემოწმება სიმთვრალესიფხიზლის დასადგენად.
17. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო
საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო
საშუალება და ამ პირს წარუდგინოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონე იმ კატეგორიის ან
ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტი, რომელსაც იგი მართავს, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალების
რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა
რამ არ არის გათვალისწინებული);
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის/დოკუმენტების სათანადოდ
დამოწმებული თარგმანი, თუ აღნიშნულ დოკუმენტში/დოკუმენტებში ასახული მონაცემები
შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით;
გ) მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის ან განკარგვის ან მისით სარგებლობის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში
მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ
ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ
ვრცელდება.
18. საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი, ამ კანონის 54-ე
მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების
მძღოლი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაზე დაამაგროს იმ სახელმწიფოს
რეგისტრაციის ნომერი და სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი (გარდა იმ შემთხვევისა,
როცა სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი დატანილია სახელმწიფო რეგისტრაციის
ნომერზე), სადაც ეს სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. ამასთანავე, იგი
ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ამ
პირს წარუდგინოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონე იმ კატეგორიის ან
ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტი, რომელსაც იგი მართავს, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალების
რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის/დოკუმენტების სათანადოდ
დამოწმებული თარგმანი, თუ აღნიშნულ დოკუმენტში/დოკუმენტებში ასახული მონაცემები
შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით;
გ) მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის ან განკარგვის ან მისით სარგებლობის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში
მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ
ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ
ვრცელდება.
19. საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი საშუალებების ეკიპაჟების
მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმებით (AETR) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად
ტექნიკურად გამართული საკონტროლო მოწყობილობით (ტაქოგრაფით) მოძრაობა, აგრეთვე
შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა.
20. გარდა ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებისა,
არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო
საშუალებისა და სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს ასეთი მექანიკური
სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შესახებ უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან)
შეთანხმების ან მის მიერ სამოძრაოდ დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტი.
21. მძღოლი ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას.
22. მძღოლი ვალდებულია განუხრელად შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით
მისთვის დაკისრებული მოვალეობები.
მუხლი 43. ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის,
მოტოციკლის მძღოლებთან დაკავშირებული სპეციალური წესები
მოპედისა
და
1. გზაზე ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა
ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის პირისთვის, ხოლო მოპედის მართვა – 16 წლის
ასაკის პირისთვის.
2. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის არსებობისას ველოსიპედისა და
მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის
ან ველობილიკის მიღმა გადაადგილება. ველოსიპედისა და მოპედის გზის სავალ ნაწილზე
მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო
გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას.
3. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას,
ამასთანავე, თუ გზის სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, დასაშვებია
ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა
მოძრაობა. აკრძალულია მოპედით ტროტუარზე მოძრაობა.
4. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებისათვის დასაშვებია კოლონად გადაადგილება.
ველოსიპედებისა და მოპედების კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში
ისინი უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 ერთეულისა თითოეულში. გასწრების
გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.
5. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ მარცხნივ მოხვევა ან გზაზე
მობრუნება იქ, სადაც ტრამვაის ლიანდაგია, აგრეთვე იმ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი
მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ერთზე მეტი ზოლია.
6. გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ
გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებმა გზა უნდა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ
სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს.
7. ველოსიპედის, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს
ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. აკრძალულია
ველოსიპედის, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის ბუქსირება, ან
აღნიშნული ტრანსპორტით სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება (გარდა ამ მუხლის
მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ან იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც
გაბარიტების გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ან ისეთი
საგნის გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია მძღოლს ხელი შეუშალოს მართვაში ან
საფრთხე შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ეს წესი გამოიყენება მოტოციკლის
მძღოლის მიმართ, მაგრამ, ამასთანავე, მას ორივე ხელით უნდა ეჭიროს საჭე, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა აუცილებელია, ხელით მისცეს ამ კანონით განსაზღვრული მანევრის
შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალები.
8. დასაშვებია ველოსიპედით, მოპედით, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავითა და
უეტლო მოტოციკლით იმ მისაბმელის ბუქსირება, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ
ტრანსპორტთან ერთად ექსპლუატაციისათვის.
9. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ მგზავრის გადაყვანა (გარდა 7
წლამდე ბავშვისა, თუ აღნიშნული ტრანსპორტი საიმედო საფეხურებითა და დამატებითი
დასაჯდომითაა აღჭურვილი). მოტოციკლის მძღოლს მგზავრის გადაყვანა შეუძლია
მხოლოდ ეტლით (თუ ასეთი არსებობს) ან/და მძღოლის უკან მოწყობილი დამატებითი
დასაჯდომით. აკრძალულია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით მგზავრის გადაყვანა.
10. გადაადგილებისას მოტოციკლისა და მოპედის მძღოლებმა, აგრეთვე მათმა მგზავრებმა
მოტოჩაფხუტები უნდა გამოიყენონ.
11. ველოსიპედს უნდა ჰქონდეს გამართული მუხრუჭი, საჭე და ხმოვანი სიგნალი. ის უნდა
აღიჭურვოს: წინ – შუქამრეკლითა და თეთრი ფარნით ან ფარით (დღე-ღამის ბნელ დროს ან
არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისათვის), უკან – შუქამრეკლით ან წითელი
ფარით, ორივე გვერდითი მხრიდან – ნარინჯისფერი ან წითელი შუქამრეკლით.
12. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით მოძრაობა დასაშვებია გვერდულაზე,
ტროტუარზე, ქვეითთა ბილიკზე, ქვეითთა ზონაში, საცხოვრებელ ზონაში, ველობილიკსა
და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე. იმ ადგილას, სადაც ქვეითები მოძრაობენ,
ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით მოძრავმა გზა უნდა დაუთმოს ქვეითებს, არ უნდა
შეაფერხოს ისინი და საფრთხე არ უნდა შეუქმნას მათ მოძრაობას.
13. იმ ადგილას, სადაც ქვეითები მოძრაობენ, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის
მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მართებული სიახლოვითა და ქვეითის ჩვეულებრივი
სიჩქარით
(5
კმ/სთ-ით).
ქვეითთა
არარსებობის
შემთხვევაში
ორბორბლიანი
ელექტროთვითმგორავის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 20 კმ/სთ-ს.
14. გვერდულას, ტროტუარის, ქვეითთა ბილიკის, ველობილიკისა და ველოსიპედის
მოძრაობის
ზოლის
არარსებობის
შემთხვევაში
დასაშვებია
ორბორბლიანი
ელექტროთვითმგორავით გზის სავალი ნაწილის კიდესთან მოძრაობა, თუ მოძრაობის
ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში
ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს ველოსიპედითა
და მოპედით გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის წესებით.
15. არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე, აგრეთვე სავალ ნაწილზე არსებული იმ
ადგილის გადაკვეთისას, რომელიც შესაბამისი საგზაო ნიშნით ან ჰორიზონტალური საგზაო
მონიშვნით არ არის აღნიშნული, როგორც გადასასვლელი, ველოსიპედის, მოპედისა და
ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს აქვთ:
ა) ვალდებულება, გზა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა
მძღოლებს (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
ბ) უპირატესობა იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც ამ სავალ ნაწილზე შესასვლელად
მოხვევის მანევრს ასრულებენ.