„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.02.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/539/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-15
ბიუროს ნომერი 375

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ოფიცერსა და რიგითზე, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურობისა, შედის ასევე იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.“ ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: ,,6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.“ 2. 153 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეთა, პენიტენციური დაწესებულების სექტორისა და არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კომპენსაციის გაანგარიშება“. ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეებს, პენიტენციური დაწესებულების სექტორისა და არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების სოციალურ მუშაკებსა და ფსიქოლოგებს კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, სასჯელაღსრულების სისტემაში (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა) სოციალურ მოსამსახურედ/სოციალურ მუშაკად ან ფსიქოლოგად მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი“. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზედაც. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო დეპარტამენტისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის მოწესრიგება და მათი შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების მოსამსახურეებთან ერთად თანაბარ პირობებში ჩაყენება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად მოაწესრიგოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო დეპარტამენტისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: შემოთავაზებული ცვლილების თანახმად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან დათხოვნილი პირების სახელმწიფო გასაცემლით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთგვაროვნად, კერძოდ: 2010 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხები რეგულირდებოდა „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, აღნიშნული უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს, კომპენსაცია ენიშნებოდათ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი და ამავე პერიოდიდან ამოქმედდა „პატიმრობის კოდექსი“, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან დათხოვნილ მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ზემოთ მითითებული კანონების შესაბამისად, 2015 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას აღარ ითვალისწინებდა. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდი ის შესახებ“ საქართველოსკანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზედაც. ცვლილება შედის ასევე მე-8 მუხლის მე-5 პუნქტში, რომლის თანახმადაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს, ასევე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ოფიცერსა და რიგითს ნამსახურობაში ასევე ჩაეთვლებათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურში ნამსახურები პერიოდი. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ვინაიდან სხვა უწყებიდან დათხოვნილ პირებს კალენდარულ და საერთო წელთა ნამსახურობაში ასევე ეთვლებათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურში ნამსახურები პერიოდი. ცვლილება შედის ასევე 153 მუხლში, რომლის თანახმად კომპენსაცია შეუნარჩუნდებათ პენიტენციური დაწესებულების სექტორის და არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების სოციალურ მუშაკებს და ფსიქოლოგებს, აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განხორციელებული ინსტიტუციონალური რეფორმის ფარგლებში სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწსებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჩამოყალიბდა, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი პენიტენციური დეპარტამენტი. ამასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები გარდაიქმნა სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებად და განხორციელებული ცვლილებების შემდგომ ფუნქციონირებს დამოუკიდებელი ორგანიზაციული ერთეულის სახით სამინისტროს სისტემაში. განხორციელდა N16 პენიტენციური დაწესებულების სრული რეაბილიტაცია, რომლის შემდგომაც ინფრასტრუქტურა დაიყო სექტორებად და დაწესებულება გარდაიქმნა დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებად. შესაბამისად, სხვა პენიტენციური დაწესებულებებისგან განსხვავებით N16 პენიტენციურ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები დასაქმებული არიან არა სოციალურ განყოფილებაში, არამედ სექტორებში. ამასთან, N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში ცალკეა შექმნილი არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილებები, რომლებშიც ასევე დასაქმებულები არიან სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. სულ N16 პენიტენციური დაწესებულების სექტორებში დასაქმებულია 8 სოციალური მუშაკი და 2 ფსიქოლოგი, N2 პენიტენციურ დაწესებულების არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილებაში 1 სოციალური მუშაკი და 1 ფსიქოლოგი, ხოლო N8 პენიტენციურ დაწესებულების არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილებაში 1 სოციალური მუშაკი და 1 ფსიქოლოგი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დამატებით საჭირო თანხის ოდენობა თვეში შეადგენს დაახლოებით 4900 ლარს, რაც დაფინანსდება 2016 წლის და საშუალოვადიანი პერიოდისათვის (2016-2019 წლები) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში. (საქართველოს კანონი „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“- მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა, პროგრამული კოდი 35 02 01). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ წარმოეშვება ახალი ფინანსური ვალდებულებები ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, ასევე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ოფიცერსა და რიგითს ნამსახურების სტაჟში ჩაეთვლებათ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და საქართველოს დაზვერვის სამსახურში ნამსახურები პერიოდი. ასევე სასჯელაღსრულების ორგანოებიდან დათხოვნილ მოსამსახურეებს, წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. წარმოდგენილი კანონპროექტით გაუმჯობესდება აღნიშნული პირების ფინანსური მდგომარეობა და მისი მოქმედება შეეხება დაახლოებით 144 პირს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და შეესაბამება მათ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს. და მრავალმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია სახელმწიფო, არასახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებების წარმომადგენლებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის კომიტეტი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტი. დაცვისა და სოციალურ საკითხთა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 8. სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება 1. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა: ა) 65 წლის ან 65 წელზე მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული: ა.ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 2 ლარზე ნამრავლი; ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 5 ლარზე ნამრავლი; ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 10 ლარზე ნამრავლი; ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 15 ლარზე ნამრავლი; ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%. 2. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისათვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 წელი. 3. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა. 4. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი. 5. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ოფიცერსა და რიგითზე, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური. მუხლი 153. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეთა კომპენსაციის გაანგარიშება 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სოციალურ სამსახურებში (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა) სოციალურ მოსამსახურედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების კომპენსაციის ოდენობა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებისას ამ თანამდებობებისათვის განსაზღვრული სარგოს მესამედია.
დასკვნები
¨ 駅 総 節 醸 期 5 ¨ … ¨ u̲̲,。 O 。 ●.― , Ю o,デ ヽ26 ω 02239163 … 壇 ,い Lttuep@parliamentge t )i)h0l3l0flb 26.nbasn;aze evenue,4600, Kuraisi, Georsia -- Tel:2289168 hC)8060∩ 〕 う e‐ m 卜にgJdcp@parittment ge Nll "lL-" "af.t\Z+"" zorcn. qprbJBbr Lrjrttro6gqotr Ju6q,,>036golr 1$66or3q,('lbou eJoBoLr CQr l.i('}6o.>q5t1 lr3oorborr 3o6og1)oU 0q6 ls3,>6o66qpgbqro o6o6oq)o3oU $3lno $r6A1'1S.o6C6o(,o ,,ljrb0ga$ogo 3r'rafu6b.4oolr qr.r Lrb3qrS$oggr s3rq60og6o tr6.\lC6(rnb SCbJbCb" L$r6or3ggob 3s6<'r60o g3q'oq,3bol-r 636$otr orobr$g" ltjrr6o6gq't'rb 3r&'r6ob 36o9jgob (07-31539, 11.02.2016) lrj,>6ogCq:ob JJf)qrAC6Oob 6)C6q,JAC6Ool.j 145-C &gQotr &noDcr3fu 0or$ 63L>b.>0olx'r6ob orrobrt3 l-tsjJfu6gq,oU J,xlq,$g6gotr $J6\)oL oUd)o(rEq,AJ ACtsrd,ODACEOtu 6r6oboq,5 Itjldro6SqrrU Ju6qrs6g6gotr p606orgq'obolr q.o,>63ott qr lrogooq13r<r lrl3oorbor JrnAqJCOoL 0o96 lr,:3,>6o66qpbq,o o6o0or$o3oL $CL.,o 0r6AoeAC6oq,o ,,$b3q6$ogo 3rn0J36L4crlr.> qrc U.:bgg0fogo r3rq60o36ro UO.nC6CQoot 0Cll:bg6" Ll:jrr6o3gqoll 3.>6<,r6tso o3qoqCbou 3CO!6ob oy'lbJtC" Lr$6o8Cq'ot, 3r6gr6oL &loggoU (07-31539, 11.02.2016) brjut6o8gqx'rb Srtiq'rACboob f,C6q'rAC6OoU l45-g O3bq,()b 0oorb<'r36gaor$ 09Ur0r6ouo6ol.r Ur3oolbo qgr 0otr609$o6oq,;qr 0o$6o1 3.:6o6olr Jrlogjgol-r 6r6boq3o[ J6o6gqgg6rob AsSgCbr. 1427-3-9-3-201602151037 N 1427 15/02/2016 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/539, 11.02.16) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა განიხილა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/539, 11.02.16) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის საკითხი და მიზანშეწონილად მიაჩნია კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყება. პატივისცემით, საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თათია ხეთაგური