„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 1
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-22
ბიუროს ნომერი 379
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 150) შეტანილ იქნეს
ცვლილება და მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვრება საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შასახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან
დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დადგინდა, რომ
სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება ინფორმაცია საქართველოს დაზვერვის
სამსახურის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის
მუხლებს შორის განაწილების (გარდა ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის პირველი
თანრიგისა), მომუშავეთა რიცხოვნობის, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და
ანგარიშების (გარდა ელექტრონული, გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და
კონკურსებისა) თაობაზე.
აღნიშნული ცვლილების შესაბამისად დაიშიფრება: სამსახურის ბიუჯეტით
გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის
განაწილება, მომუშავეთა რიცხოვნობა, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და
ანგარიშების თაობაზე ინფორმაცია, რაც გააადვილებს და დაცულს გახდის სამსახურის
მუშაობის სპეციფიკას და მეთოდებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დაზვერვის სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობა,
ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონისა, განისაზღვრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს
კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით
გამოწვეული ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და
სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ
განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით, კანონის მე-8 მუხლში შესატანი ცვლილების შესაბამისად,
სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვრება საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ასიგნებების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება
საშემოსავლო ნაწილზე.
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით
წარმოექმნება.
სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობასა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ მოდის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს დაზვერვის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 8. სამსახურის შემადგენლობა
1. სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა.
2. სამსახურის მოსამსახურე არის პირი, რომელიც მსახურობს სამსახურის შტატით
გათვალისწინებულ თანამდებობაზე და მინიჭებული აქვს სამხედრო ან სახელმწიფო
სპეციალური წოდება. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს სამოქალაქო პირი,
რომელიც ასევე სამსახურის მოსამსახურეა.
3. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, ქვედანაყოფების უფლებამოვალეობანი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სამსახურის
დებულებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.