„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.02.2016
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/457/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-22
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: სამეცნიერო გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა; საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გრანტების გაცემა;“. მუხლი 2. ეს კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ვალდებულებებიდან. კერძოდ, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში, ამასთან, უზრუნველყოფენ დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლების შემთხვევაში მის ინტეგრაციას, რათა შეიქმნას დევნილის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები და მან შეუზღუდავად და თანაბრად მიიღოს მონაწილეობა სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N144 დადგენილებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“ (შემდგომში სააგენტო). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 აგვისტო N317 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების“ თანახმად, სააგენტოს შექმნის მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაცია, დასაქმების, მომსახურების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციის კუთხით, ასევე მათი სოციალური დაცვის სფეროში საერთაშორისო პროექტები და პროგრამები, ამასთან, კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღოს შემოწირულობანი და გრანტები. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის N2721 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა” ითვალისწინებს სამინისტროსა და სააგენტოს მიერ დევნილებისთვის თანამონაწილეობრივი საგრანტო პროგრამის განხორციელებას (ბენეფიციარზე 2000 ლარამდე) (სამოქმედო გეგმის მე-5 თავი, პირველი ნაწილი, „ბ“ ქვეპუნქტი). საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებები ითვალისწინებს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარს. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის N246 ბრძანების შესაბამისად, აღნიშნულ თანხას გრანტის სახით გასცემს სამინისტრო, ვინაიდან კანონმდებლობის თანახმად, მოცემულ ეტაპზე სააგენტოს არ აქვს უფლებამოსილება გასცეს გრანტი, თუმცა სამინისტროს მიერ გრანტის გაცემის სრულ ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს შექმნის მთავარი მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურეკონომიკური ინტეგრაცია, რაც ცხადია შეუძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა სასოფლოსამეურნეო და სოციალური გრანტების გაცემის გარეშე. აღნიშნულის განხორციელება, მოცემული სამართლებრივი რეგულაციის საფუძველზე კი მოიცავს დროის უფრო ხანგრძლივ პერიოდს, ამასთან საჭიროებს სამინისტროს დამატებითი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას. მაშინ როდესაც, შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ზემოხსენებული ღონისძიებების განხორციელება სრულად შესაძლებელი იქნება უფრო ოპერატიულად, მხოლოდ სააგენტოს რესურსებით. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება იყოს გრანტის გამცემი, თუ მისი წესდების/დებულების მიზანია: სამეცნიერო გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა; საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქცია ზღუდავს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგენებების ფარგლებში, გასცეს გრანტი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გარდა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებული 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარისა, სააგენტომ შესაძლოა მიიღოს საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა გრანტები. მოცემულ ეტაპზე სააგენტო აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფისათვის გრანტების მოზიდვის მიზნით. ამ მოლაპარაკებების შედეგად ევროკავშირსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის მიმდინარე წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს გრანტის სახით სააგენტოსათვის 800 000 ევროს გამოყოფას. საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სახელმძღვანელო სტანდარტების შესაბამისად, სააგენტოს თავის მხრივ უნდა ჰქონდეს გრანტის გაცემის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ მიიღებს ზემოხსენებულ თანხას. სააგენტოს მიერ გასაცემი გრანტის მთავარი მიმართულებები იქნება სასოფლოსამეურნეო და სოციალური (მცირე ბიზნესი) ინიციატივის, ასევე თვითკმარობაზე მიმართული პროექტების დაფინანსება. ბენეფიციართა შერჩევის დროს პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის (მათ შორის, სოფლად სახლის პროექტის) ფარგლებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ დევნილებს. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები შეიძლება დაკავშირებული იყოს : • სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/მექანიზაციის შესყიდვასთან; • სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობის ხელშეწყობასთან (მაგალითად, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შენახვა და გადამუშავება); • სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების დაფინანსებასთან (ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღების გაშენება, სხვადასვა სასოფლო სამეურნეო კულტურების მოყვანა; შინაური ცხოველებისა და ფრინველების შენახვა). სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა მიზნად ისახავს, დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობას მათ საცხოვრებელ ადგილებზე და არსებული რესურსის (ინდივიდუალური უნარ-ჩვევების გათვალისწინებით), მაქსიმალურ გამოყენებას/ათვისებას. თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მიზანია, ერთის მხრივ დევნილთა უნარ-ჩვევების განვითარება, ხოლო მეორეს მხრივ, საცხოვრებელ ადგილთან მჭიდროდ დაკავშირებული მდგრადი შემოსავლის წყაროს გაჩენა. ამ კანონპროექტის მიღებით სააგენტოს მიეცემა უფლებამოსილება დევნილი ოჯახებზე გასცეს გრანტი პირდაპირ, ან ამ სფეროში გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით, რომელსაც გამოავლენს სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დამატებით სააგენტოს გაუადვილდება არასაბიუჯეტო სახსრების მოძიება დონორი ორგანიზაციებიდან, რაც უზრუნველყოფს უფრო მეტი დევნილი ოჯახის ხელმისაწვდომობის გაზრდას საარსებო წყაროებზე. სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია სააგენტოს მიეცეს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების, ასევე შესაძლო შემოწირულობებისა და გრანტების ფარგლებში, გასცეს გრანტი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით. შესაბამისად, სააგენტოსათვის გრანტების გაცემის შესაძლებლობის მიცემის გზით, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები უფრო ეფექტურად განხორციელდება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში შედის ცვლილება და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: სამეცნიერო გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა; საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გრანტების გაცემა;“. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სააგენტოს, კანონმდებლობის საფუძველზე, მიეცემა საშუალება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, გასცეს საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გრანტები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების, ასევე შესაძლო შემოწირულობებისა და გრანტების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებიც ექცევიან წარმოადგენილი კანონპროექტის მოქმედების სფეროში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 3. გრანტის გამცემი 1. გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს: ა) საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსოსაკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; ბ) საქართველოს ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის; გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: სამეცნიერო გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა; საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; დ) საქართველოს სამინისტრო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე შესაბამისი სამინისტრო განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას გრანტის გაცემის მიზნის, გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.