„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-22
ბიუროს ნომერი 380
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საკანონმდებლო
„სამოქალაქო
მაცნე
აქტების
შესახებ“
(www.matsne.gov.ge),
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
28.12.2011,
სარეგისტრაციო
კოდი:
040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს ცვლილება და 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 62 პუნქტი:
„62. დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელის შეცვლა ან შესწორება,
რომელიც არ არის დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და შესაბამისი
ბეჭდით კანონიერად იქნება აღიარებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ,
თუ დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია 2008 წლამდე და პირი
შესწორებული/შეცვლილი მონაცემით ფლობს დაბადების მოწმობას ან/და პირადობის
დამადასტურებელ დოკუმენტს, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტს (სახელის
ცვლილების კანონიერად აღიარება).“.
მუხლი 2
საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს
„საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და
დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ
გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების
ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანა სახელის ცვლილების
კანონიერად აღიარებისათვის მომსახურების საფასურის ოდენობისა და მომსახურების ვადის
განსაზღვრის მიზნით.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი იცნობს გვარის კანონიერად
აღიარებას, რაც გულისხმობს პირის გვარისთვის ლეგიტიმური სტატუსის მინიჭებას იმ
შემთხვევაში, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში პირი
პირადობის დამადასტურებელ ან სხვა ოფიციალურ დოკუმენტს ფლობდა გვარზე, რომელიც
არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს და,
ამასთან,
დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება
(პირადობის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტების მიღება) არათანაბარზომიერ ხარჯებსა
და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული.
იმ
სირთულეების
გამოვლინდა,
რომ
ანალიზის
გვართან
შედეგად,
რომლებსაც
მოქალაქეები
აწყდებიან,
დაკავშირებული
ანალოგიური
პრობლემები
სახელთან
მიმართებაშიც გვხვდება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის
სამსახურებთან კონსულტაციების შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს სამოქალაქო აქტების
ჩანაწერები, რომლებში ცვლილებებიც სათანადო დამოწმების გარეშეა თავის დროზე
შეტანილი, პირი ფლობს დოკუმენტებს შეცვლილი მონაცემებით, მაგრამ ვერ ადასტურებს
სახელის ცვლილების კანონიერებას ცვლილების განხორციელებისას დაშვებული ხარვეზის
გამო. მოქალაქეთა ამგვარი პრობლემის გადაჭრის გზად, როგორც წესი, მოიაზრება სახელის
შეცვლა და იდენტური მონაცემების შემცველი დოკუმენტების ხელახლა აღება, რაც
პრობლემის გადაჭრის პრაქტიკული ხერხია, მაგრამ იწვევს მოქალაქეთა უკმაყოფილებას
როგორც პროცედურის ვადების, ასევე ხარჯიანობის გამო.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
მიზანშეწონილია,
მოქალაქის
მომართვის შემთხვევაში, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სახელის სათანადო წესით
დაუმოწმებელი ცვლილება აღიარებულ იქნეს კანონიერად და ეს წესი გავრცელდეს როგორც
საქართველოს მოქალაქეებზე, ისე მოქალაქეობის არმქონე პირებსა და უცხო ქვეყნის
მოქალაქეებზე. სახელის კანონიერად აღიარების პროცედურა სახელის შეცვლისათვის
დადგენილ ვადაზე ნაკლებ დროში განხორციელდება და საამისოდ განსაზღვრული საფასური
იქნება სახელის შეცვლისათვის გათვალისწინებულ საფასურზე (55 ლარი) ნაკლები.
2008 წლიდან მოყოლებული, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
მონაცემთა ელექტრონული ბაზების შექმნის შემდეგ, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში
სათანადო დამოწმების გარეშე შესწორება/ცვლილების ფაქტები აღარ დაფიქსირებულა.
ამიტომაც
კანონპროექტით
შემოთავაზებული
რეგულაცია
2008
წლამდე
პერიოდს
კანონიერად
აღიარების
უკავშირდება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
შემოღებულ
იქნეს
სახელის
ინსტიტუტი. ამისათვის, აუცილებელია, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს
გაუჩნდეს შესაძლებლობა, კანონიერად აღიაროს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში
მითითებული შეცვლილი ან შესწორებული სახელი (არასათანადო წესით დამოწმებული),
თუკი სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია 2008 წლამდე და პირი ფლობს დაბადების
მოწმობას ან/და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს შესწორებული/შეცვლილი
მონაცემით.
ცვლილების
შედეგად,
დაინტერესებული
პირი
ნაკლებ
დროში
და
ნაკლები
დანახარჯით შეძლებს პირადი მონაცემებისა და საბუთების გასწორებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის შესაბამისად, კანონის 98-ე მუხლს ემატება 62 პუნქტი, რომლის
თანახმად, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელის შეცვლა ან შესწორება,
რომელიც არ არის დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და შესაბამისი
ბეჭდით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ კანონიერად იქნება აღიარებული,
თუკი დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია 2008 წლამდე და პირი ფლობს
შესწორებული/შეცვლილი
მონაცემით
დაბადების
მოწმობას
ან/და
პირადობის
დამადასტურებელ დოკუმენტს, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტს. აქვე
განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
ვალდებულება
-
კანონის
ამოქმედების
დროისათვის უზრუნველყოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო
თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანა
სახელის ცვლილების კანონიერად აღიარებისათვის მომსახურების საფასურის ოდენობისა და
მომსახურების ვადის განსაზღვრის მიზნით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსური ხარჯების შემცირებას იმ პირთათვის,
რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. მოქმედი რეგულაციით სახელის ცვლილება,
რომელიც სათანადო წესით არ არის დამოწმებული, კანონიერად არ მიიჩნევა. იმისათვის, რომ
პირმა კანონიერად ატაროს სახელი, რომლითაც ფლობს დოკუმენტებს, საჭიროა სახელის
შეცვლის პროცედურის განხორციელება, რომლის ვადაც 45 დღეს შეადგენს და მისთვის
დაწესებული საფასური 55 ლარია. გარდა ამისა, სახელის შეცვლის შემთხვევაში უქმდება
პირის მიმართ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მოქალაქეს
ხელახლა უწევს საფასურის გადახდა ახალი დოკუმენტების მისაღებად. სახელის ცვლილების
კანონიერად აღიარების შემთხვევაში კი პირს აღნიშნული დოკუმენტები აღარ გაუუქმდება და
მხოლოდ ერთი სახის წარმოებით, ნაკლები დროისა და ფინანსური რესურსის დანახარჯით
დაიკანონებს შესაბამის სახელს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი უშუალოდ არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღებას. ამასთან, სახელის ცვლილების კანონიერად აღიარებისთვის
„საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და
დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ
გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების
ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით დაწესდება შესაბამისი საფასური.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
მიიღეს
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი დასკვნები არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 98. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორივე
ეგზემპლარი თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორ
ეგზემპლარს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში ერთ-ერთი ეგზემპლარის მონაცემებისთვის
უპირატესი ძალის მინიჭების საკითხს წყვეტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით სამოქალაქო აქტის ჩანაწერის
ნამდვილად
მიჩნევის
შეუძლებლობის
შემთხვევაში
უფლებამოსილი
ორგანო
დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით ადგენს
სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს.
3. სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ, ამ კანონის
ამოქმედებამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლს აქვს იგივე იურიდიული ძალა,
რაც აღნიშნული ჩანაწერის დედანს.
4. თუ ამ კანონის ამოქმედებამდე პირი ქორწინების შეწყვეტის გარეშე ხელმეორედ
დაქორწინდა, მაშინ წინა ქორწინებაში მყოფ მეუღლეთა ერთობლივი მოთხოვნით მათი
ქორწინება შეწყვეტილად ჩაითვლება მომდევნო ქორწინების რეგისტრაციის დღიდან.
5. 2006 წლის 30 იანვრამდე რეგისტრირებული ქორწინების სამოქალაქო აქტის
ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს მოწმეთა ხელმოწერას, ჩაითვლება ნამდვილად, თუ მასში
შეტანილი არ არის არასწორი მონაცემები ან/და დარღვეული არ არის ქორწინების
რეგისტრაციის სხვა წესი.
6. 2009 წლის 1 სექტემბრამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც არ
არის დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და შესაბამისი ბეჭდით,
ჩაითვლება ნამდვილად, თუ მასში შეტანილი არ არის არასწორი მონაცემები ან/და
დარღვეული არ არის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის სხვა წესები. ამ პუნქტის მოქმედება არ
ვრცელდება
სამოქალაქო
აქტის
იმ
ჩანაწერზე,
რომლის
მონაცემებით, იურიდიული
მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის საფუძველზე რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტის
ახალი ჩანაწერი.
61. 2014 წლის 1 ივნისამდე განხორციელებული სახელის შეცვლა არ ზღუდავს ამ
კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის სახელის
შეცვლის უფლებას.
7. თუ დაბადების ან გარდაცვალების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული არ
არის რეგისტრაციის თარიღი და სხვა გზით მისი დადგენა შეუძლებელია , რეგისტრაციის
თარიღად მიიჩნევა, შესაბამისად, ბავშვის დაბადების ან პირის გარდაცვალების თარიღი . ეს
წესი ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე შედგენილ დაბადებისა და გარდაცვალების
სამოქალაქო აქტების ჩანაწერებზე .
8. 2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრონ სააგენტოს მიერ
საკონსულო
თანამდებობის
პირისათვის
დელეგირებული
უფლებამოსილების
განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლები.
9. 2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით
განსაზღვრონ ბავშვის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების
რეკვიზიტები, მათი შედგენისა და გაგზავნის წესები.
10. 2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ
კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა.