„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-29
ბიუროს ნომერი 380
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები და დამატებები:
1. 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის:
ა) „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი
პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ
მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის
განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან
დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18
წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო
ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ
3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50
პროცენტით უმცირდება;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე
პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო
ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა“.
2. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91-ე ნაწილი:
„91. 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის
82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო
შეღავათი ვრცელდება, 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „მაღალმთიანი რეგიონების
სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული კანონის დანართით განსაზღვრულ
ჩამონათვალში აღნიშნულ სოფლებში, თემებში და დაბებში (გარდა „მაღალმთიან
დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30
დეკემბრის N671 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიანი დასახლებებისა)
მუდმივად მცხოვრებ ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016
წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა მიმართ მოქმედი საგადასახადო
შეღავათების მარეგულირებელი ნორმების დაზუსტების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა მიმართ მოქმედი საგადასახადო
შეღავათების მარეგულირებელი ნორმების დაზუსტება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ზუსტდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ა.ვ“ და „გ“ ქვეპუნქტები. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მაღალმთიან დასახლებაში
მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მუდმივი საცხოვრებელი და
საქმიანობის ადგილები მდებარეობს სხვადასხვა მაღალმთიან დასახლებაში, თუმცა
ორივე ადგილი შეტანილია „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით
დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში, ამ პირის მიმართ ასევე
გავრცელდება საგადასახადო შეღავათი.
ამასთან, პირებს, რომლებიც ცხოვრობენ 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი
„მაღალმთიანი
რეგიონების
სოციალურ-ეკონომიკური
და
კულტურული
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული
კანონის დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალში აღნიშნულ სოფლებში, თემებში
და დაბებში, შეუნარჩუნდებათ 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო
შეღავათი საშემოსავლო გადასახადში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით დადებითად აისახება იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე
რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესის ცვლილებას .
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემოშავებაში მონაწილე სახელწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი
პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი
პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სული მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 82. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ
პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:
ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის
დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით
მუშაობით მიღებული შემოსავლები;
ბ) მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია,
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის
არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული
შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი
გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები;
ბ1) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირიდან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში
სარგებელი; (12.12.2014. N2950)
ბ2)
მკურნალობის
ან/და
სამედიცინო
მომსახურების
მიღებული
ხარჯების
სარგებელი;
დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული
(12.12.2014. N2950)
„გ) ოლიმპიურ თამაშებში, საჭადრაკო ოლიმპიადებში, მსოფლიო ან/და
ევროპის ჩემპიონატებში, ევროპის თამაშებში, მსოფლიოს ახალგაზრდულ
ოლიმპიურ თამაშებში ან/და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებში
გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და
მათი მწვრთნელების, აგრეთვე საქართველოს ნაკრები გუნდების საექიმო
პერსონალის მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები, აგრეთვე
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით სპორტის ინდივიდუალურ
ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში სპორტსმენებისა და
მათი მწვრთნელებისათვის, აგრეთვე საექიმო პერსონალისათვის დაწესებული სხვა
ფულადი პრიზები; (18.12.2015. N4680)
დ) ალიმენტი;
ე)
განქორწინების
საფუძველზე
მიღებული
ქონების
ღირებულება
(შემოსავალი);
ვ) ფიზიკური პირის მიერ:
ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის
(სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით
საკუთრებაში
არსებული
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
რეალიზაციით
მიღებული ნამეტი;
ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით
მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე
ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, აქტივების
ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება
ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და
პროცენტების მიღების მიზნით;
ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ
ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
თ) საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული
ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით
მიღებული ქონების ღირებულებისა;
ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150
000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების
ღირებულება;
კ) ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული სისხლის
საკომპენსაციო კვებისათვის გაცემული თანხა;
ლ) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული
პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის
პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული
წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ
აღემატება 200 000 ლარს; (30.07.2013. N906 ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან)
მ) პრივატიზების წესით (მათ შორის, უსასყიდლოდ) ქონების მიღების შედეგად,
აგრეთვე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა
მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან
ეკომიგრანტების მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში ბინების უსასყიდლოდ მიღების
შედეგად წარმოშობილი სარგებელი; (26.12.2013. N1886) (ამ ნორმის მოქმედება
გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).
ნ)
დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის, იძულებით გადაადგილებული ფიზიკური
პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ
გადაცემული ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით
მიღებული შემოსავალი; (6.12.2011. N5371 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.)
ო) ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და
მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული
მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; (15.05.2012. N6211)
პ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი
ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
ჟ) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული
ნამეტი შემოსავალი;
რ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული
შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის
დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;
ს) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული
შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ
დაწესებულებას;
ტ)
სახელმწიფოს,
საქართველოს
ეროვნული
ბანკის,
აგრეთვე
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან
პროცენტის
სახით
მიღებული
შემოსავალი.
საერთაშორისო
ფინანსური
ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
(26.12.2013. N1886)
უ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო
ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული
ნამეტი შემოსავალი და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ
სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო
ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით; (26.12.2013. N1886)
ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის,
სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან
მიღებულ შემოსავალს;
ქ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრებული ან/და
დაინვალიდებული
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მოსამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
მოსამსახურისათვის ან სამხედრო მოსამსახურისათვის, აგრეთვე მისი დაღუპვის
შემთხვევაში მის ოჯახზე (მემკვიდრეზე) დამქირავებლის მიერ გაცემული დახმარება;
(08.07.2015. N3942 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან)
ღ) ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000
ლარს;
ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების
გადაცემით მიღებული შემოსავალი, თუ ამხანაგობის წევრები მხოლოდ ფიზიკური
პირები არიან, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის
დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა
განაწილების მომენტისათვის არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის
გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას
ამხანაგობის წევრის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის
რეალიზაცია არ განიხილება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად;
შ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული
შემოსავალი, თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე
საგადასახადო წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა და
შემოსავლის (ხელფასის) გადამხდელი არის არარეზიდენტი დამქირავებელი, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ხარჯი მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი
დაწესებულების ხარჯებს, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების
მიერ არის გადახდილი თუ არა;
ჩ) საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს
პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში
გადაცემით მიღებული ნამეტი, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების
უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი.
ც) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული
პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის
მიერ ამ საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000
ლარს; (30.07.2013. N906 ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან)
ძ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე
ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული
შემოსავალი, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან
მიღებული შემოსავლისა; (24. 04 2012. N6053 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან)
წ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი
წესით რეგისტრირებული პირის (რომელიც იღებს საარსებო შემწეობას, რაც
დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით), საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისათვის ბრძოლაში დასახიჩრებული პირის, ასევე ტერიტორიული
მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრის მიერ
საქველმოქმედო ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ მიღებული ქონების ღირებულება;
(8.11.2011. N5202)
ჭ) ადმინისტრაციული ორგანოს (დამქირავებლის) მიერ თანამშრომლისთვის
(დაქირავებულისთვის) უძრავი ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ საკუთრებაში
გადაცემით მიღებული სარგებელი; (8.11.2011. N5202)
ჭ1) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანამშრომლისთვის სამსახურებრივი
მოვალეობების
შესრულებისას
პირად
მფლობელობაში
არსებული
ავტომობილისათვის განკუთვნილი საწვავის უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული
სარგებელი; (19.06.2012. N6502)
ხ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე
სერვიტუტის უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან
მისაღები კომპენსაცია და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული
სარგებელი. (8.11.2011. N5202)
ჯ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე
სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების
მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა
უმეტეს 60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების)
უსასყიდლოდ გაწევის შედეგად სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული
სარგებელი; (12.06.2012. N6446)
ჯ1) მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც ნოტარიუსის
თანამდებობაზე დანიშვნის მომენტისათვის სანოტარო მომსახურება სათანადოდ
ხელმისაწვდომი არ იყო, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული, ნოტარიუსის მიერ სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა
პალატისაგან ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალი; (10.12.2015.
N4611 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
ჰ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების
რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული შემოსავალი; (5.06.2012. N6395)
ჰ1) ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მყოფი
პირისაგან დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი. (5.06.2012. N6395)
ჰ2)
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული
საკუთრების სანაცვლო ანაზღაურება.
(06.09.2013. N1046 ამოქმედდეს 2013 წლის
ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
ჰ3) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური
პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში
განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი – შესაბამისი სტატუსის
მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების
კალენდარული წლის ჩათვლით). (16.07.2015 N4037 ამოქმედდეს 2016 წლის 1
იანვრიდან)
2. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება: (30.07.2013. N906 ამოქმედდეს
2014 წლის 1 იანვრიდან)
ა) შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში
მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:
ა.ა)
მეორე
მსოფლიო
ომისა
და
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების;
ა.ბ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;
ა.გ) მარტოხელა დედის;
ა.დ) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის
განმავლობაში);
ა.ე) პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;
ა.ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის
(რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ
მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის
განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან
დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა
18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში
საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით
მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო
გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება; (16.07.2015 N4037 ამოქმედდეს 2016 წლის 1
იანვრიდან)
ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე
მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი
შემოსავალი 6000 ლარამდე.
ბ1) იმ პირის მიერ, რომელმაც „საქართველოს შეიარაღებული ძალების
სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და
აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან
დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი;(16.12.205. N4647)
გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე
პირის მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო
ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა. (16.07.2015 N4037
ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)
3. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო
შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება:
ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის
მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის
თარიღიდან;
მარეგისტრირებელ
ორგანოში
უფლებრივად
ერთ
საგნად
რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში
ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში
ფლობის თარიღიდან; (12.12.2014. N2946)
ა.ბ) თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში
რეგისტრაცია, – საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან;
ბ) აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც:
ბ.ა) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების
წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის;
ბ.ბ) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში
მის საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო
მიღებული.
გ) ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის
მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები: (20.12.2011. N5556)
გ.ა) I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი,
შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი;
გ.ბ) II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი
შვილები;
გ.გ) III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედმამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;
გ.დ) IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და
მამიდა.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო
წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის
გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით
სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი
სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა
გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი. (20.12.2011. N5556).
მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი
1. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან)
2. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან)
3. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან)
31. 2014 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი პროცენტი დაიბეგრება გადახდის
წყაროსთან 0-პროცენტიანი განაკვეთით, თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი
ყველა პირობა: (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან)
ა) პროცენტის მიმღებ საწარმოს პროცენტის თანხა შეაქვს პროცენტის გამცემი
საწარმოს კაპიტალში;
ბ) ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში
გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან 5-პროცენტიანი განაკვეთით
დაბეგვრის მოქმედების პერიოდში არ შემცირდება პროცენტის გამცემი საწარმოს
კაპიტალი.
32. ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პროცენტის
მიმღები არის არარეზიდენტი საწარმო, პროცენტის გამცემი საწარმოს მიერ
გადახდილი პროცენტი არ ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას,
ხოლო უკვე გამოქვითული ხარჯი ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას
იმ პერიოდში, რომელშიც სესხის პროცენტი შეტანილ იქნა პროცენტის გამცემი
საწარმოს საწესდებო კაპიტალში. (20.12.2011. N5556)
33. ამ მუხლის 31 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კაპიტალის
შემცირებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში კაპიტალში შეტანილი
პროცენტი ექვემდებარება დაბეგვრას მისი კაპიტალში შეტანის მომენტისთვის
არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლის 31 ნაწილის მოთხოვნათა
გაუთვალისწინებლად. (20.12.2011. N5556)
4. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან)
5. ამოღებულა (8.11.2011. N5202 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან)
6. ამოღებულია (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)
7. ამოღებულია (26.12.2013. N1886)
8. ამოღებულია (22.02.2011. N4206)
9. ამოღებულია (22.02.2011. N4206)
10. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის
არ გამოიყენება გადამუშავების სასაქონლო ოპერაციები, გარდა შიდა გადამუშავების
სასაქონლო
ოპერაციისა,
რომელიც
გამოიყენება
საქონლის
შერევის
(კომპაუნდირების) და გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან
გატანის პირობით. (12.06.2012. N6446)
11. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N39, 09.08.2006, მუხ. 280) შესაბამისად გაცემული სანებართვო
მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
12. ამ კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 161-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება მხოლოდ 2009
წლის 7 აგვისტოდან შექმნილ ამხანაგობაზე. 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ
ამხანაგობაზე გავრცელდება 2009 წლის 7 აგვისტომდე მოქმედი ნორმები. (14.06.2011.
N4754)
13. საქართველოს მთავრობას დაევალოს, საქართველოს ტყის კოდექსში
სამონადირეო მეურნეობების მიერ დაკავებულ მიწებთან დაკავშირებით
ტყითსარგებლობით განსაზღვრულ სახეებთან მიმართებით ცვლილებების
განხორციელებისთანავე მოამზადოს შესაბამისი ცვლილება აღნიშნული მიწების
ქონების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით.
14.
ოკუპირებულ
ტერიტორიაზე
განხორციელებული
ეკონომიკური
საქმიანობით
წარმოშობილი
უიმედო
ვალი
ჩამოიწერება
საქართველოს
მთავრობასთან შეთანხმებით, ამ კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის „ა“–„დ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გაუთვალისწინებლად.
15. 2018 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების
ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ
დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის
(ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან,
მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან
ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის
შესაბამისად. ამ ნაწილის მიზნებისათვის: (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016 წლის 1
იანვრიდან)
ა) ბაზარი (ბაზრობა) არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია
სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან
მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული
სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ;
ბ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის
ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური
სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და
მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები,
აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
16.
ტოტალიზატორის
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
მოწყობის
შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი
აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული
ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5%-იანი განაკვეთით და
ექვემდებარება
დეკლარირებასა
და
გადახდას
საშემოსავლო/მოგების
გადასახადისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. (9. 12 2011. N5452 ამოქმედდეს
2012 წლის 3 იანვრიდან)
17. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში
აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ
კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“
ქვეპუნქტის დებულებები. (15.12.2010. N4061 ამოქმედდეს 2010 წლის 31
დეკემბრიდან)
18. ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის
მე-17 ნაწილით დადგენილი შეღავათები არ მოქმედებს, თუ ტურისტული ზონის
მეწარმე სუბიექტი ან ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის
ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე
აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას. (15.12.2010. N4061 ამოქმედდეს
2010 წლის 31 დეკემბრიდან)
19. „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს
საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური
სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის
272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან,
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და
მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების,
საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების
გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის
გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
სხვა ვალდებულების შესრულებისაგან, თუ იგი „საბაჟო კონტროლის გვერდის
ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი,
კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების
რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1
იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს წარუდგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1
ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით
ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე
შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და
უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.
(27.03.2012. N5942)
20. საქონლის მფლობელი საქართველოს მოქალაქე თავისუფლდება
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის
გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის
დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული
ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე ამ კოდექსის
272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ
აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე შემოტანილია 2006 წლის 1 ივლისამდე და საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა მისი წარდგენა და
გაფორმება. (27.03.2012. N5942)
21. პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისგან,
მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული
საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის
(საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის
გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან
დაკავშირებული
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სხვა
ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განხორციელდა 2007−2009
წლებში. (19.04.2011. N4549)
22. ამ მუხლის მე-19, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისაგან ან ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლება არ
ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის
გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა „საბაჟო კონტროლის გვერდის
ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი,
კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების
რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. (27.03.2012.
N5942)
23. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი
წარმოების შენობა-ნაგებობებისათვის 2011 წლის 31 დეკემბრამდე შეძენილ
საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს არა უგვიანეს იმ
საანგარიშო პერიოდისა, როდესაც ხდება ამ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში
მიღება. ამასთანავე, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი
საწარმოსთვის 2011 წლის 1 იანვრამდე პრივატიზების წესით შეძენილი შენობანაგებობის ამავე საქმიანობისათვის გამოყენების (ექსპლუატაციაში მიღების)
შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა მცირდება შესაბამისი ქონების (შენობანაგებობის) პრივატიზების წესით შეძენისას ბიუჯეტში გადახდილი თანხით.
(15.05.2012. N6211)
24. 2018 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს
„ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“
55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული
საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის
მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ
იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ
საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000
ლარს. (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)
25. ამ მუხლის 24-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში
ფიზიკური პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად
განიხილება მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის
ფართობი. (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან
წარმოშობილ ურთიერთობებზე.)
26. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება
დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10
ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დაბეგვრის
ობიექტის
ადგილმდებარეობის
ან/და
სეზონურობის
გათვალისწინებით,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე
შეამციროს ან/და გაზარდოს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
(24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ
ურთიერთობებზე.)
27. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრის ობიექტის
მიხედვით გადაიხდება:(26.12.2013. N1886)
ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს
15
აპრილისა;
ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს
15
ივლისისა;
გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს
15
ოქტომბრისა;
დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15
იანვრისა.
შენიშვნა: ამასთანავე, დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო
გადასახადი შემდგომ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. (26.12.2013. N1886)
28. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება
გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე. ფიქსირებული საშემოსავლო
გადასახადით დაბეგვრის პერიოდი შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ
კალენდარულ წელს, ისე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლებელია
არ იყოს უწყვეტი. (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან
წარმოშობილ ურთიერთობებზე.)
29.
ფიქსირებული
საშემოსავლო
გადასახადით
დაბეგვრის
პერიოდში:
(24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ
ურთიერთობებზე.)
ა) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან
დაკავშირებით
დაქირავებული
პირი
თავისუფლდება
საშემოსავლო
გადასახადისაგან, შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გამცემი
პირი – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;
ბ) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საშემოსავლო
გადასახადზე ამ კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ
გაითვალისწინება;
გ) ფიზიკური პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის
გამოყენების ვალდებულებისაგან.
30. თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ამ
მუხლის 24-ე ნაწილით გათვალისწინებული ფიქსირებული საშემოსავლო
გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაცემულია იჯარით და მოიჯარე ამ ქონებას იმავე
სახის საქმიანობაში იყენებს: (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1
ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.)
ა) მოიჯარე საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული
შემოსავლის
მიხედვით
გათავისუფლებულია
მოგების/საშემოსავლო
გადასახადისაგან;
ბ) მოიჯარის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან
დაკავშირებით
დაქირავებული
პირი
თავისუფლდება
საშემოსავლო
გადასახადისაგან,
შესაბამისად,
მოიჯარე
–
საგადასახადო
აგენტის
ვალდებულებისაგან;
გ) მოიჯარე საქმიანობის ამ ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო-სალარო
აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.
31. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა და საგადასახადო
ანგარიშგების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. (24.06.2011. N4935
ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთირთობებზე)
32. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ფიქსირებული საშემოსავლო
გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი
ადგილის მოკლე ვადით გაცემა. (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება
გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.)
33. ფიზიკურ პირებს 2011 წლის 1 იანვრიდან ამ კოდექსის 203-ე მუხლით
გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით 2007 წლის ქონების
გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის ამავე კოდექსის 274ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრებათ. (20.12.2011. N5556)
34. 2011 წლისათვის ქონების გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება
მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული
ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი).
(24.06.2011. N4963 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ
ურთიერთობებზე.)
35. 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას
დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებზე მოგებისა და ქონების გადასახადების
მიზნებისათვის ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს
საგადასახადო კოდექსის ნორმები. (13.10.2011. N5118)
36. გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი №1
ფორმის ქვითრის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო
ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება
შესრულებულად ჩაუთვალოს შესაბამისი თანხის ნაწილში. (8.11.2011. N5202)
37. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად,
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას
ექვემდებარება: (12.12.2014. N2946)
ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე
გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული
საურავი, თუ პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის
ჩამოწერამდე)
საგადასახადო
ორგანოში
არ
წარუდგენია
საგადასახადო
დეკლარაცია/გაანგარიშება
(გარდა
პირის
ქონების
გადასახადის
დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ოპერაციის
მიხედვით
განხორციელებული
დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო
დეკლარაციის/გაანგარიშების
(გარდა
პირის
ქონების
გადასახადის
დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ოპერაციის
მიხედვით
განხორციელებული
დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა
ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო
დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და
ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება); (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს
2016 წლის 1 იანვრიდან)
ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო
დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული
აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2009 წლის 1 იანვრისათვის არსებული
აღიარებული საგადასახადო დავალიანება – გადასახადის თანხის ნაწილში და პირს
2009 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე)
საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება
(გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ
კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის
მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოში
წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების
გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული
დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა
ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო
დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და
ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება); (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს
2016 წლის 1 იანვრიდან)
გ) ამ კოდექსის 281-ე მუხლის და 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის საფუძველზე ფიზიკური
პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ქვეპუნქტის
ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.
38. 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები იბეგრება
საშემოსავლო გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით. (8.11.2011. N5202)
39. ამოღებულია (22.06.2012. N6547)
40. 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდის მიხედვით დღგის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიმღების
მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისთვის დადგენილი
ვადის (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა)
დარღვევით გამოწერილი და წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით
მიღებული დღგ-ის ჩათვლები გაუქმებას არ ექვემდებარება. ამ ნაწილის მოქმედება
არ ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებულ დღგ-ის ჩათვლებზე, მათ შორის,
ჩათვლებზე, რომლებზედაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა. (8.11.2011. N5202)
ამოღებულ იქნეს (1.05.2015. N3581 ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან)
41. 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/ პერიოდების
საგადასახადო შემოწმებისას თავდებობისა და სერვიტუტის მიმართ დაბეგვრის
რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტის,
99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტისა და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ო“
ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება
ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით
დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. (8.11.2011. N5202)
42. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა
სასოფლოსამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ-ის
სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას
ახორციელებდა 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მიიღოს სსზ-ის სტატუსი და
2017 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) განახორციელოს ამ კოდექსის 26-ე მუხლის
შესაბამისად. აღნიშნული ვადის (2017 წლის 1 იანვარი) გაგრძელება შესაძლებელია
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. (12.12.2014. N2946)
43. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან)
44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 31 ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ და
„გ2“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება
გავრცელდეს
2011
წლის
1
იანვრიდან
წარმოშობილ
სამართლებრივ
ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და
206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის
1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის
105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. (15.05.2012. N6211)
45. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად,
შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მიერ დადგენილი წესით ჩამოწეროს საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული
საურავი და ჯარიმა, თუ იგი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით
აღიარებულად არ ითვლება, აღნიშნული დავალიანების თანხის დარიცხვასთან
დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისათვის არ ყოფილა წარდგენილი
საგადასახადო ორგანოს შეტყობინება/საგადასახადო მოთხოვნა და გასულია მისი
წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. (1.05.2015. N3581 ამოქმედდეს 2015 წლის 1
ივლისიდან)
46. 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე საგადასახადო პერიოდის
(პერიოდების) საგადასახადო შემოწმებისას საერთაშორისო გადაზიდვების და
მათთან დაკავშირებული (მათ შორის, საექსპედიტორო) მომსახურების მიმართ
დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 2006 წლის 28
აპრილის №2955 კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 01.05.2006, მუხ.
84) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ
ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო
შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
(20.12.2011. N5556)
47. ამ კოდექსის 122-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში
წარმოქმნილ ზარალზე. (15.05.2012. N6211 ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2011
წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
48. ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2011
წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გადაუხდელ თანხებზე. (15.05.2012. N6211)
49. 2006 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების
საგადასახადო
შემოწმებისას
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
პირგასამტეხლოსა და სხვა ჯარიმების სახით მიღებული/მისაღები შემოსავლების
მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 136-ე მუხლის მე-13 ნაწილის
გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის
ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ
და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. (15.05.2012. N6211)
50. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად,
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას
ექვემდებარება: (15.05.2012. N6211)
ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონების მიხედვით დარიცხული და
გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა;
ბ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის მიხედვით დარიცხული
და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ
მიწა მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს
მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს მიერ გაცემული ცნობით.
გ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების და მასზე
დამაგრებული მიწის მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების
გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი ამ ქონებით ვერ
სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად
გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა
კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით.
(26.07.2014. N2540)
51. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის
დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამდე შესრულების შემთხვევაში
ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმისაგან.
(15.05.2012. N6211)
52. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული
ოდენობის დადგენამდე არსებული
საგადასახადო
პერიოდის/პერიოდების
საგადასახადო შემოწმებისას: (15.05.2012. N6211)
ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო
პერიოდში/პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს
მიერ დადგენილზე მეტი ოდენობით;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში
დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან
დადგენილზე ნაკლები ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმის ფარგლებში
არსებული ნაკლებობა დანაკლისად არ ჩაითვლება;
გ) არ გაითვალისწინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის ნორმის
დადგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის მაქსიმალური
ზღვრული
ოდენობის
გამოყენებასთან
დაკავშირებით
საგადასახადო
ვალდებულების დაზუსტება, თუ გადასახადის გადამხდელი დანაკარგის ნორმად
იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის დადგენილზე ნაკლებ
ოდენობას ან საერთოდ არ იყენებდა მას.
53. ამ მუხლის 52-ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმავე ნაწილის
ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ
და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. (15.05.2012. N6211)
54. „სასიცოცხლო სამოქალაქო დანიშნულების ტრანსპორტით საზღვრის კვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ 2007 წლის 30 ოქტომბრის ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი
მემორანდუმით გათვალისწინებული სწავლების (წვრთნების) მიზნებისათვის
შემოტანილი საქონელი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან.
(15.05.2012. N6211)
55. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული
ინვესტორისა
და
კონტრაქტორის
საგადასახადო
ვალდებულებები, შეღავათები და შეზღუდვები განისაზღვრება ამ კოდექსით და
„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. (15.05.2012.
N6176 ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)
56. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია
ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადის განსხვავებული განაკვეთი
შემოიღოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ნაწილში, საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში.
(15.05.2012. N6176 ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ
ურთიერთობებზე)
57. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტების, 99-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის 51 ნაწილის, 156-ე
მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და მე-3
ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 171-ე მუხლის 11 ნაწილის, 1761 მუხლის მე-2 ნაწილის,
205-ე მუხლის 101 ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4“ ქვეპუნქტისა და
272-ე მუხლის 31 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას. (5.06.2012.
N6395)
58. ფიზიკური პირისათვის (გარდა შემოსავლების მიღების მომენტში დღგ-ის
გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი
საწარმოსათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი შემოსავალი
მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას): (28.12.2012.
N189 ამოქმედდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან)
ა) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის
სახით გამოქვითულია 2006 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო
მიზნებისათვის ითვლება 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
ბ) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის
სახით გამოქვითულია 2007 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო
მიზნებისათვის ითვლება 2013 წლის 1 ივლისამდე ანაზღაურებულად;
გ) 2013 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის
სახით გამოქვითულია 2008 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო
მიზნებისათვის ითვლება 2013 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
დ) 2014 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის
სახით გამოქვითულია 2009 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო
მიზნებისათვის ითვლება 2014 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
ე) 2015 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის
სახით გამოქვითულია 2010 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო
მიზნებისათვის ითვლება 2015 წლის ბოლოს ანაზღაურებულად.
59. ამ მუხლის 58-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ეკისრება
საგადასახადო აგენტისა და შესაბამისი თანხის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრის
ვალდებულებები, ხოლო შემდგომ პერიოდში ფაქტობრივად ანაზღაურების
შემთხვევაში შესაბამისი შემოსავალი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება.
(28.12.2012. N189 ამოქმედდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან)
60. ამ კოდექსის 123-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება 2018 წლის 1 იანვრამდე
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016
წლის 1 იანვრიდან)
61. გადასახადის გადაუხდელ თანხას 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 30
ივნისის ჩათვლით პერიოდში საურავი დაერიცხება 0,06 პროცენტის ოდენობით,
ხოლო ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საურავი − 0,05
პროცენტი − გადასახადის გადაუხდელ თანხას დაერიცხება 2015 წლის 1 ივლისიდან.
ამ შემთხვევაში გადასახადის გადაუხდელობისათვის საურავის ოდენობის
განსაზღვრისას ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების დებულებები არ
გამოიყენება. (1.05.2015. N3581 ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან)
62. ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით
განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, აგრეთვე ამ კოდექსის
43-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული
ვადა არის:(18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)
ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი;
ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი.
63. ამ კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დღგის ჩათვლის უფლების გამოყენება შესაძლებელია, თუ საქონლის იმპორტთან ან/და
საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ
საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულია აღნიშნული ქვეპუნქტის
ამოქმედების შემდეგ. (26.12.2013. N1886)
64. საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია 2013 წლის 31
დეკემბრამდე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ინარჩუნებს იურიდიულ
ძალას და მასზე ვრცელდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტში
მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის XLI თავის დებულებები.
(12.12.2014. N2946)
65. „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო დაფინანსების
ფარგლებში გადახდილი თანხის შემოსავლად აღიარება ხორციელდება ეროვნული
ფილმის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, მაგრამ არაუგვიანეს ფილმის
დასრულების შესახებ აქტის შედგენის და დაფინანსების მიზნობრივი ხარჯვის
დადასტურების მომენტისა. (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
66. პირი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით
წარმოებულ ეროვნულ ფილმს აღრიცხავს, როგორც არამატერიალურ აქტივს. მას
უფლება აქვს, ფილმის ექსპლუატაციაში მიღების მომენტიდან სრულად გამოქვითოს
არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო ანარიცხები. (12.12.2014. N2946
ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
67. პირი, რომელიც „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის
შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით
აწარმოებს ეროვნულ ფილმს, ვალდებულია: (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015
წლის 1 იანვრიდან)
ა) არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვის ნორმა
შეარჩიოს იმ საგადასახადო წელს, როდესაც აქტივი ექსპლუატაციაში შევიდა, და არ
შეცვალოს არჩეული გამოქვითვის ნორმა მოცემულ აქტივზე მისი ექსპლუატაციაში
შესვლის საგადასახადო წლის შემდგომი პერიოდებისთვის;
ბ) საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში იგივე
მეთოდი გამოიყენოს შემდგომ წარმოებული ყველა ეროვნული ფილმის მიმართ,
თუმცა მას უფლება აქვს, არჩეული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად
გამოქვითვის ნორმა შეცვალოს მისი არჩევიდან 5 წლის შემდეგ.
68. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ – უეფა) 2015 წლის
სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში: (12.12.2014.
N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
ა) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება
მოგების გადასახადისაგან;
ბ) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების
გაწევა თავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან;
გ) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება
იმპორტის გადასახდელები;
დ) უეფა ან/და მისი ფილიალი საქართველოში გამოყენებულ ქონებაზე
თავისუფლდება ქონების გადასახადისაგან.
69. დანიშნული პირის მიერ უეფას 2015 წლის სუპერთასის და მასთან
დაკავშირებული
ღონისძიებების
ფარგლებში
მიღებული
შემოსავალი
თავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან. (12.12.2014. N2946
ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
შენიშვნა: დანიშნული პირი არის უეფას ან მისი ფილიალის მიერ დანიშნული
ნებისმიერი არარეზიდენტი პირი, მათ შორის, კლუბის თანამშრომელი (მაგალითად,
მოთამაშე, მწვრთნელი და სხვა), უეფას ან მისი ფილიალის თანამშრომელი.
(12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
70. უეფას ან/და მის ფილიალს უეფას 2015 წლის სუპერთასის და მასთან
დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში არ წარმოეშობა ამ კოდექსის 154-ე
მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ვალდებულება. ამასთანავე,
აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში უეფასათვის ან/და მისი ფილიალისათვის
მომსახურების გაწევა არ ექვემდებარება დღგ-ით უკუდაბეგვრას. (12.12.2014. N2946
ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
71. უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის ორგანიზება და ჩატარება არ
წარმოშობს საქართველოში მუდმივ დაწესებულებას. (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს
2015 წლის 1 იანვრიდან)
72. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია: (12.12.2014. N2946
ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
ა) პირის მიერ უეფასთვის, მისი ფილიალისთვის ან/და დანიშნული პირისთვის
იმ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან
არაპირდაპირ უკავშირდება უეფას 2015 წლის სუპერთასს და მასთან დაკავშირებულ
ღონისძიებებს;
ბ) უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩზე ან მასთან დაკავშირებულ
ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია.
73. ამ მუხლის 68-ე–72-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო
შეღავათებით სარგებლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
(12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
74. ამ კოდექსის 106-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტისა და 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის მოქმედება
ვრცელდება 2011
წლის 1 იანვრიდან
წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზე. (12.12.2014. N2950)
75. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებისა და
202-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 1
იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. (12.12.2014. N2950)
76. ფიზიკურ პირს, რომლის ერთობლივი შემოსავალი,
საგადასახადო
ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2013 ან 2014 კალენდარული
წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს,
უფლება აქვს, შესაბამისი
კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი
შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი. ამ ნაწილის
მიზნებისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ
გაითვალისწინება ამ კოდექსის
საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებული
შემოსავალი. (26.12.2014 N3015 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
77. დაქირავებულს უფლება აქვს, 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით
გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და
სათანადო თანხის დაბრუნების მიზნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის
შესახებ დეკლარაცია (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაცია) საგადასახადო
ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ,
მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა. ფიზიკური პირის მიერ მიღებული
დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვისა და შესაბამისი
თანხის დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
(26.12.2014 N3015 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
78. დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო
თვის
მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ
ინფორმაციის
წარუდგენლობისას, დაგვიანებით წარდგენისას ან/და არასწორად წარდგენისას
დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად
დაბრუნების ან/და
საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლის შემთხვევაში
დაქირავებულს ზედმეტად დაბრუნებულ ან/და საგადასახადო ვალდებულების
ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილ თანხაზე საგადასახადო ვალდებულება არ
დაეკისრება. (26.12.2014 N3015 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) (ამ ნაწილის მოქმედება
აგრეთვე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.)
79. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება,
თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: (20.03.2015. N3407) (ამ ნორმის მოქმედება
გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
ა) უძრავი ქონება მიწოდებულ იქნა 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1
იანვრამდე პერიოდში;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის
ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ
ობიექტში, რომელზედაც, 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, საპროექტო
დოკუმენტაცია
(არქიტექტურული
პროექტი)
უფლებამოსილ
ორგანოსთან
შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
გ) უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირი არის ამ ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის
მფლობელი (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის)
მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია
მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან
ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე
ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით
გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის
იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება,
რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი,
გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. (20.03.2015. N3407) (ამ ნორმის
მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების
გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე
ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. (20.03.2015. N3407) (ამ ნორმის მოქმედება
გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
82. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2015 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება აღნიშნულ
სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში
გადასახადის
გადასახდელი
თანხის
გადაუხდელობისათვის,
საქონლის
წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო
საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის, სასაქონლო ოპერაციის
პირობების დარღვევისათვის ამ კოდექსის 272-ე მუხლითა და
289-ე მუხლის
პირველი, მე-17 და მე-18 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან,
თუ იგი 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების წარდგენასა და გაფორმებას. (1.05.2015. N3581)
83. ამ მუხლის 82-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიმართ საგადასახადო
სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები ამავე მუხლის
82-ე ნაწილის ამოქმედებამდე აღსრულდა.(1.05.2015. N3581)
84. 2015 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე ჩათვლის დოკუმენტად
განიხილება უკუდაბეგვრისას ან საქონლის დროებითი შემოტანისას ბიუჯეტში დღგის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. (1.05.2015. N3581)
85. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ
კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესის დასადგენად
ბრძანების გამოცემა. (1.05.2015. N3581)
86. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი
ელექტროენერგეტიკის საწარმოს მიერ 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1
იანვრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის
მოვალისათვის პატიება არ ითვლება მიწოდებული საქონლის ღირებულების
ანაზღაურებად. (22. 07. 2015. N4092)
87. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება: (22. 07. 2015.
N4092)
ა) 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში
ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის პატიების შედეგად ფიზიკური
პირის მიერ მიღებული სარგებელი;
ბ) 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად
დაზარალებული ფიზიკური პირის მიერ: (ამ ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14
ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
ბ.ა) ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად
მიღებული სარგებელი;
ბ.ბ) 2015 წლის 14 ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში
საქონლის/მომსახურების
უსასყიდლოდ
მიღების
შედეგად
წარმოშობილი
სარგებელი.
შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის 2015 წლის 13-14 ივნისს
ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა სიას
ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
88. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება
გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან. ამასთანავე, ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება
ფინანსური ინსტიტუტის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვას არ ექვემდებარება.
(22. 07. 2015. N4092) (88-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14 ივნისიდან
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
89. თუ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის მიერ
რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების
შესაბამისად, აქვს ვალდებულება, გაათავისუფლოს ან თავის თავზე აიღოს საქონლის
მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო
ვალდებულების შესრულება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო
ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ
საგადასახადო ვალდებულებების ანაზღაურებას), ითვლება, რომ ამ ხელშეკრულების
ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა
გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, ხოლო აღნიშნული
ოპერაციების
განხორციელების
შედეგად
მიღებული
შემოსავალი
გათავისუფლებულია საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან. (18.12.2015. N4680
ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან) (309-ე მუხლის 89-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს
2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
90. ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება 2015 წლის 13-14
ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საწარმოს/მეწარმე
ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფოსთვის ან/და თვითმმართველი ერთეულისთვის
უსასყიდლოდ გადაცემული ფულადი სახსრები. (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016
წლის 1 იანვრიდან) (309-ე მუხლის 90-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14
ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)