„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 49 ✗ 13
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-29
ბიუროს ნომერი 380
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„საჯარო
რეესტრის
შესახებ“
საქართველოს
კანონს
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია
1. უძრავ ნივთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით არ დასტურდება სხვა
პირის მართლზომიერი მფლობელობის უფლების არსებობა, მართლზომიერი მფლობელის
მიმართვის საფუძველზე, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ქონების მართლზომიერი ფლობის
დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სახის მტკიცებულება, საჯარო რეესტრი, სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯზე, ახდენს ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში რეგისტრაციას.
2. თუ უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელი ამ კანონის მიღებიდან ხუთი წლის ვადაში
არ განახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეგისტრაციას საჯარო
რეესტრში, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოეშვება სახელმწიფოს.“
მუხლი 2.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი
ინსტრუქციით განსაზღვროს უძრავ ნივთის მართლზომიერი მფლობელისათვის უსასყიდლოდ
გადაცემისა და რეგისტრაციის წესი.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს მოქალაქეებისათვის მათ მართლზომიერ
მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება.
კერძოდ, მოქალაქეთა უმეტესობას არ გააჩნია საჯარო რეესტრში წარსადგენი უძრავ ქონებაზე
საკუთრების უფლების დამდგენი იურიდიული დოკუმენტი. მაგალითად, მამაპაპისეულ მიწაზე
არ გააჩნიათ არანაირი საკუთრების დამდგენი იურიდიული დოკუმენტი, თუმცა ისინი
ფაქტიურად ფლობენ და განკარგავენ უძრავ ნივთს. ასევე ხშირია შემთხვევები ზეპირი წესით
ნასყიდობებტან დაკავშირებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, მოქალაქეთათვის მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული
უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, საჯარო რეესტრის მიერ
აღნიშნული უძრავი ნივთის უსასყიდლოდ საკუთრებაში რეგისტრაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
არსს
წარმოადგენს,
მართლზომიერი
მფლობელის
მიერ
მიმართვის
საფუძველზე ქონების
საკუთრებაში რეგისტრაციის განხორციელება, იმ უძრავ ნივთებზე,
რომლებზეც
რეესტრში დაცული მონაცემებით
საჯარო
არ
დასტურდება
სხვა პირის
მართლზომიერი მფლობელობის უფლების არსებობა. ასევე, ქონების მართლზომიერ მფლობელს
პროექტით
განესაზღვრა
ხუთწლიანი
ვადა,
რათა
მოახდინოს
მის
მართლზომიერ
მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში უსასყიდლო რეგისტრაცია.
შესაბამისი ცვლილებები აისახება 111 მუხლში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებით გამოწვეულ დამატებით ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს პირდაპირ გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან
რეგისტრაციის საფასური საჯარო რეესტრის შემოსავლებს წარმოდგენს და ამასთანავე 2016
წლის ბიუჯეტის შედგენისას ვერ იქნებოდა გათვალისწინებული ასეთი ქონების რეგისტრაციის
შემთხვევები და შემოსავლები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
2016 წლის ბიუჯეტიდან მოხდეს 2 მილიონამდე თანხის მობილიზება. ერთ ჰა-მდე მიწის
ნაკვეთის რეგისტრაცია სახელმწიფო ბიუჯეტს დაუჯდება დაახლოებით 450 ლარამდე. 2017
წლის ბიუჯეტში კი თანხების მობილიზება განხორციელდეს 2016 წელს მიწების რეგისტრაციის
შედეგების გათვალისწინებით და შესაბამისად მოხდეს თანხების წინასწარ მობილიზებაც.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას, რაც უზრუნველყოფილ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ იქონიებს გავლენას.
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ექსპერტები, რომლებმაც
ორგანიზაცია/დაწესებულება,
მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით არ გამართულა კონსულტაციები არც ერთ
ზემოხსენებულ დაწესებულებასთან თუ ექსპერტებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონოპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება.
ე) კანონპროექტის ავტორი:
გიგი წერეთელი, გიორგი ღვინიაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
გიგი წერეთელი, გიორგი ღვინიაშვილი