„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (346 KB)
📄 წერილი (63 KB)
📄 წერილი (204 KB)
📄 საქართველოს კანონის პროექტი (53 KB)
📄 განმარტებითი ბარათი (95 KB)
📄 იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება (210 KB)
📄 დასკვნები (291 KB)
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-04
ბიუროს ნომერი 391
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
「
κ \
b〕 力hO1300円 b
し
〕
hC〕 a9600
〕
LOJさ 40100電 nLさ さ
し
80000暉 Obさ 6n6000o■ Ro心 J00b
̀R6oo600L b016円
『
さ 円OJOnL 6心 6bnR3nL〕 rlooR1600
qさ 80bnb ■Obさ bob
『
6さ Rさ
ヽ 391/3
Ч
4 rl&,80, 2016 $'xpo
3。 6060tぶ 機 D0300"bbJ` 機 鶴 oROt` い い ` も棟 P30即
03R"tOも Ot■ 00b60b■ 03t03''(N07‐ 3/̲556,30.03.2016)
。 鶴 80ROt
│<′ ψ 貿
JW0
│
"‖
Irgo6rSlro-L$oXgSgo ;o&$3$o
「:̀摯 ↓ ′欄 い 。
30 03 2016
,響 満
oO` o‐ 0804‐ 2504
ヽ
も
●
,ざ 囃拗6♪¬ ‐0804 1804
13.04.,28.04.
bJ.;,,iero *aLert,L Lnnt.,nn d.\14.'so
n.fi,t^\)r'!,r, nL
^'6hoa,:pl
q.66cndn3o gm6c'3o3ols qr 9o5o3o326"
Jc'Ro6oJo1, ,rc€o6c6o
″′ 1'"′
'■
̀′
● ′
R‐ ヽ(,′ l″ 汽`̀ソ x欠 り
'`
̀x●
、
●
lr,r j.r16tn3i;1qolr ).:16q.r315golr do2dro .rp615lr:
lr.rj.>6or3i11qolr .).>6q.;315golr 3ar3o$g$;dlr.> p.> lr,r.).;16q'.:3156o 316,r j1;o1d?o
q,.:o$11r,rlr 5o168.;go1;q,o rj$olr .)drerSjgotr 5.r5boq3.>
lr.>j.>t6m3lqcrlr J;16q.;3X5gotr
<n;333i, q rof.:161
lo'1t6r,rlr lrbq,r,rSolr rn,>1e1po3.,161
q,.:;loor'1L'1y1.:'illrrg'o
r l
だ
︐
bq#t6o€CExdr lrdry.r0166ob bo"JftdJ
Arer$gBCOoq,gbc
bDJヽ Cn33Cttb
〕DhCba360n
―
N391/3
2016い ,4…
('i
147-C
lsjrdro6gqxTlr Jid,q'rac6or,l, t6g6q,taCSoott la6g Aubq'ol, "4" &CJUEdOol,
&g\'ou aya fuEigob 0Cus8laobiA, t rd.)6oACqxdJ 8rdryiac5ool, &)lJd,o )a'ac6l.t:
q'r$!q'oo, lrrilt$/ogC(, '!t, 3J6q'JaC6Oob tr€o6i6tx.t-ti$qC0o0r'| (S!A$i6o JoAoOOJo)
q9.> q'!6a<,rb6qo glo6oAoJol$ er Cp6o6oJg6o Jcrq'cl1)oJoti Jo&\)C0061, &6oboqx't6
qfu8ob" &aO tr3r6<'rSAQCOq,c! o6oooio(8ou ftlroo,
lD$f,q,rAC6Oo g6ldcoi
"it6o,"Jq,o
$r6Ar'r<,0Cerq,o "tqd!6,o43qx'!t.rl$&Arltbi(x't3oqe,U8o 0COp6ol,0CUrbCP'
(N07-3656, 30.03.2016) t $dvto,3Cq,rql, $5(,6ob J&'!eho qD S!a$!6ar 3-}aooco05
AJ('TSBCO()q,C8oI, crranbi$C Joeretb brCrd,o,30qmb Jir,qtraC6ool, &,:J6(,rL-
b…
305oob崚 中
ぬ o00輌
職 Ⅲ 6bbbedObい
…
″
0
K̲」
/
053000し り9503∝ p
წერილი
filf II-h,
<--
(.,)i)hgl3lemb
l)he)al60n
ts6Jd00J ..dJ6Ut?s30 tr)G6cbJ'
b.:j.:6or3gq,rnb Js6qtra366"1, 1rto66.:6o5.r6oo
q.o3Jr6 g.:036goti 996ol-rl-r
j.:q'b.:6o6 3o46 t-r3o.:6,>od3b
b.:j.>6or33qx'rti 3rn6tr$ogg6ool-t 67-3 &3bq,ob Jo6gq,o Jg6jrJobr qr.: brj.:6or33qx'rlr
Js6qr,>036gol-t 636q,,:0g6gob 143-3 Ogbqnb Egtr,>br0obrQ tt3s6cn60p3\xn o6ogo.:go3ob $gboor
$s60er6opac5or ,,bsj$or3gq,erb b.r6.:qr.rbsb.:qr.r 3erq6jbao $E)oq)CAob ts36r6ob E3b.lb3b"
brjs6o6gqxnll 3s6rn6ob 36r.rgf,)b.
5orbo3or, $r60r'rq96g6oqr 3$er6ob J6rngjgb ao$3or ts3t-tb.>0ol-to Ebgq,gqx'rbr.
3.3r'rq'b3o
4{i00. J. J1,".xnx,, o-.rE.r?,JoL 6o3$..\i26 U.rilot6-6Xq,roL J.r6s1'r036$oU lr,rlr.rtq,;;
$1s.o1go16o: (9U5 32) 2281679, nqr.gcrlr$o: contect@perliemcnt.ge
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, #54, 12.10.2010, მუხ. 343) 168-ე მუხლის პირველი ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის
,,ჰ“ ქვეპუნქტი:
,,ჰ“) ფიზიკური პირისათვის საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება, თუ
მიმწოდებელს ეს ქონება ამავე ფიზიკური პირისაგან მიღებული აქვს სახელშეკრულებო
ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ფიზიკური პირების
მიერ საცხოვრებელი ბინების კრედიტორებისგან გამოსყიდვის ხელშეწყობის აუცილებლობა.
რიგ შემთხვევებში კანონით დადგენილი წესების დაცვით კრედიტორების მხრიდან ხდება იმ
ფიზიკური პირების იპოთეკით დატვირთული ქონების შეძენა, რომლებმაც ვერ შეასრულეს ან
არაჯეროვნად შეასრულეს მასზე დაკისრებული ვალდებულება.
ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176 და 1761 მუხლები
გათვალისწინებით ითვლება, რომ როგორც აუქციონზე, ასევე პირდაპირი მიყიდვის წესით
ფიზიკური პირის ქონების შეძენისას დღგ-ით არ იბეგრება ფიზიკური პირის ქონება, ხოლო
როდესაც კრედიტორი ახდენს ამ ქონების რეალიზაციას იმავე პირზე, იგი ვალდებულია
მოახდინოს დღგ-ის გადახდა ბიუჯეტში, შესაბამისად, დასაკუთრებული ქონება ძვირდება
დღგ-ის თანხით, რომლის გადახდაც უწევს ფიზიკურ პირს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელი ბინების
ყოფილი კრედიტორებისგან გამოსყიდვის ხელშეწყობა
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით დღგ-სგან თავისუფლდება ყოფილი კრედიტორის
მიერ ფიზიკური პირისთვის საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება, თუ მიმწოდებელს ეს
ქონება ამავე ფიზიკური პირისგან მიღებული აქვს სახელშეკრულებო ვალდებულების
შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, კერძოდ, სახაზინო სამსახურის „საქართველოს კონსოლოდირებული ბიუჯეტის
შესახებ შემოსულობების“ ფორმა #1-ის მიხედვით, 2015 წელს შემოსავლების კლასიფიკაციის
კოდით 11411013 „დღგ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის
ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით
საქონლის, აგრეთვე "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით
განსაზღვრული წესით სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით
რეალიზაციიდან“ სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ შეადგინა 3,191,233.80
ლარი. თუ დავუშვებთ, რომ აღნიშნული თანხის საშუალოდ 5 პროცენტი უშუალოდ
მობილიზდა ისეთი შემთხვევებისგან, როდესაც კრედიტორმა საცხოვრებელი ბინის/სახლის
მიწოდება მოახდინა იმავე ფიზიკურ პირზე, ვისგანაც ეს ქონება კრედიტორს მიღებული
ჰქონდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების
ფარგლებში,
საკანონმდებლო ინიციატივის მოსალოდნელი წლიური გავლენა სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების მიმართულებით შეადგენს დაახლოებით
159,561.7 ლარს, ხოლო საკანონმდებლო ინიციატივის ამოქმედების გონივრული ვადის
გათვალისწინებით,
ბიუჯეტის
2016
წლის
საშემოსავლო
შესაბამის
ნაწილზე
პერიოდზე
გავლენა
(მაისი-დეკემბერი)
შემცირების
სახელმწიფო
მიმართულებით
შეადგენს
დაახლოებით 106,374.5 ლარს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს მიერ ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი დადებითად აისახება იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართ
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც
მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში ექსპერტები ჩართული არ ყოფილან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 168. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება,
იმპორტი ან დროებითი შემოტანა:
ა) ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური ან საკოლექციო მიზნებით
გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა), ფასიანი ქაღალდების მიწოდება ან/და იმპორტი;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროსა და ოქროს ზოდების იმპორტი;
გ) განძეულობის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების მიწოდება ან/და
იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში;
გ 1 ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიწოდება ან/და იმპორტი,
აგრეთვე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქონების
ლიზინგის ფორმით გადაცემა (მიწოდება);
დ) სახელმწიფო ქონების მიწოდება პრივატიზაციის პროგრამის მიხედვით;
ე) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე
მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან
საქონლის იმპორტისა;
ვ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა
საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით;
ზ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4820 20 000 00
კოდში მითითებული საქონლის (რვეულების) მიწოდება;
თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4801, 4802 55,
4802 61 100 00 და 4810 22 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება;
ი) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 1211 90 980 00
სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებული ძირტკბილას ფესვები, 1211 20 000 00, 1301
20 000 00 და 1301 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული ბუნებრივი
გაუსუფთავებელი შელაქი, 1504 20, 1515 30, 1520 00 000 00, 1702 11 000 00, 3912 12 000 00, 3912
31 000 00, 7010 10 000 00, 7010 90 790 00 და 9602 00 000 00 (ჟელატინის კაფსულები) კოდებში
მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;
კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით
სამკურნალო
(ფარმაცევტული)
საქმიანობის
ეროვნული
მიზნებისათვის
სასაქონლო
განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური
ნომენკლატურის 28-ე
და
29-ე
ჯგუფებით
გათვალისწინებული წარმოდგენილი ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით
გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის,
ვაქცინების, მიწოდება ან/და იმპორტი;
ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8419 20 000 00,
9001 30 000 00, 9001 40, 9001 50, 9018–9022 (გარდა 9019 10 900 00), 9025 11 200 00 და 9402 90 000
00 კოდებში მითითებული სამედიცინო ან ვეტერინარული დანიშნულების საქონლის (მათ
შორის, ინსულინის შპრიცების/ნემსების), 8713 და 8714 20 000 00 კოდებში აღნიშნული
ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის
ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების
(რომელთა ტესტ-სისტემები რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ) მიწოდება ან/და იმპორტი;
მ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0102 21, 0103 10
000 00, 0104 10 100 00, 0104 20 100 00, 0105 11, 0511 10 000 00, 0602 10, 2503 00, 2803 00, 3101 00
000, 3103–3105, 3808 91, 3808 92 და 3808 93 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და
იმპორტი;
ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში
აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის მიწოდება ან/და იმპორტი;
ო) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902,
4903 00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (წიგნები, ჟურნალგაზეთები, ნოტები) მიწოდება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) ან/და იმპორტი, ასევე
ელექტრონული მატარებლების (დისკების) საშუალებით სალექციო კურსების მიწოდება,
რომელიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და შეიძლება გამოცემულ იქნეს ასევე წიგნის
ფორმით;
პ) პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებითი
შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების
სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა
ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის;
ჟ) (ამოღებულია - 30.07.2013, №906);
რ) საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და
საქართველოს
მინისტრის
ფინანსთა
ერთობლივი
ბრძანებით
დადგენილი
ნუსხის
მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება
ან/და იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას;
ს) დიაბეტური პურის მიწოდება ან/და იმპორტი, რომელიც მარკირებულია ასეთად
მიწოდებისას;
ტ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8701 90 110 00
– 8701 90 500 00 კოდებში აღნიშნული ტრაქტორებისათვის განკუთვნილი, საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8706 00 190 00, 8706 00 990
00, 8707 90 100 00, 8707 90 900 00, 8708 10 900 00, 8708 29 100 00 – 8708 40 900 00, 8708 50 900 00 –
8708 70 100 00, 8708 80, 8708 91, 8708 92, 8708 93, 8708 94 და 8708 99 კოდებში აღნიშნული შასის,
ძარის,
ნაწილებისა
და
მოწყობილობების,
აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8432 90 000 00 და 8433 90 000 00 კოდებში
მითითებული საქონლის იმპორტი;
უ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტრო- სადგურებისათვის) ბუნებრივი აირის
იმპორტი;
ფ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8802 11 100 00,
8802 12 100 00, 8802 20 100 00, 8802 30 100 00 და 8802 40 100 00 შესაბამის კოდებში აღნიშნული
საქონლის
ან/და საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურით მისთვის (სამოქალაქო ავიაციისათვის) განკუთვნილი საქონლის იმპორტი;
ფ1 ) საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 8903
სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება;
ქ) მიწის ნაკვეთის მიწოდება;
ღ) ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, თუ ამ წილზე
(უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, გარდა წილის (უფლების)
სანაცვლოდ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების შემთხვევისა;
ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების მიწოდება
(განაწილება), თუ ამხანაგობის წევრები არიან მხოლოდ ფიზიკური პირები, ამხანაგობის
წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის
(განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისათვის არ არის დღგ-ის
გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას
ამხანაგობის
წილის
მემკვიდრეზე
გადასვლა
ან „სააღსრულებო
წარმოებათა
შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია არ
ითვლება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად;
შ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის საქონლის მიწოდება;
ჩ)
შემოსავლების
სამსახურის ან/და
შემოსავლების
სამსახურის
მიერ
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების მიწოდება
ან/და იმპორტი;
ც) (ამოღებულ ია – 20.12.2011, №5556);
ძ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი
მასალების იმპორტი. ;
წ ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და
არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად;
ჭ)
საქართველოში
ავტოსატრანსპორტო
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
ძრავას
საშუალებით
კვების
შემომსვლელი
სისტემასთან
პირის
კონსტრუქციულად
და
ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი;
ხ) ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული ამ კოდექსის 261 მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდება, თუ ახალი
მესაკუთრე (ფიზიკური პირი) იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს ძველ მესაკუთრესა და
ტურისტულ საწარმოს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში;
ჯ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 10 110 00
კოდში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების იმპორტი ან/და მიწოდება.
2. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი სახის მომსახურების
გაწევა:
ა) ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა;
ბ)
საქართველოს
საპატრიარქოს
დაკვეთით
ტაძრებისა
და
ეკლესიების
მშენებლობა,
რესტავრაცია და მოხატვა;
გ) პირის მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და
საკულტო-რელიგიური
დანიშნულების
კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლების
სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება;
დ)
დაკრძალვასთან
დაკავშირებული
სარიტუალო
(მათ
შორის,
ავტოტრანსპორტით)
მომსახურების გაწევა;
ე) სამედიცინო მომსახურების გაწევა;
ვ) სააღმზრდელო ან/და სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა მოვლა-პატრონობის
მომსახურების გაწევა ან/და ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ
შორის, ბავშვთა) და 60 წლის და მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა;
ზ ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ
მუხლის მე-4 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;
თ) ამ მუხლით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონლის ლიზინგით გაცემა;
ი) თიზ-ის საწარმოებს შორის მომსახურების გაწევა, აგრეთვე თიზ-ის საწარმოს მიერ
არარეზიდენტისათვის (გარდა საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა) ამ
კოდექსის 25-ე
მუხლის მე-7
ნაწილის შესაბამისად
საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრული მომსახურების გაწევა;
კ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902, 4903
00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (წიგნების, ჟურნალ-გაზეთების,
ნოტების) რეალიზაციის მომსახურების, ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალ-გაზეთების
მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა;
ლ) 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურების
გაწევა;
მ) რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ მარშრუტებზე
სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურების გაწევა;
ნ) საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება ;
ო) სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა ;
პ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
შერჩეული
პირის
მიერ
აქციზური
ან/და
არააქციზური
საქონლის
სავალდებულო
ნიშანდების/მარკირების მომსახურების გაწევა;
ჟ ) ადგილობრივი თვითმმართველობისათვის დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა დასუფთავებისა და ნარჩენების მართვისმომსახურების გაწევა .
3.
ჩათვლის
უფლების
შეთანხმებების,
გარეშე
დღგ-ისგან
ხელშეკრულებების
გათავისუფლებულია
საფუძველზე
შემდეგი
მიზნობრივი
კანონების,
დანიშნულებით
განხორციელებული ოპერაციები:
ა) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და
გაზის
ოპერაციების
წარმოებისათვის
განკუთვნილი
მოწყობილობა-დანადგარების,
სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, აგრეთვე
ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების ან/და ნავთობისა და გაზის
ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა და
საოპერაციო კომპანიებისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად
საქონლის იმპორტი, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა;
ბ) ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის
მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის
სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი
კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი ან/და სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო,
სარესტავრაციო,
საცდელ-საკონსტრუქტორო
ან/და
გეოლოგიურ-საძიებო
მომსახურების
გაწევა;
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების,
კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობის,
შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებითი შემოტანა;
დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებითი
შემოტანა;
ე) ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტი;
ვ) გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გრანტის
გამცემი ან მიმღები პირის მიერ;
ზ)
მომსახურების
გაწევა
ხელშეკრულებების
საფუძველზე,
რომელთაც
სტიქიური
უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების
მიზნით აფინანსებს უცხოური ორგანიზაცია და რომელთა მონაწილე ერთ-ერთი მხარეა
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო;
თ) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული
დახმარების
მიზნით
საქართველოს
სახელმწიფო
ან/და
საზოგადოებრივი
ორგანიზაციებისთვის გადასაცემი საქონლის იმპორტი;
ი) იმ საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის
დიპლომატიურ
და
სარგებლობისათვის,
ტექნიკური
მათთან
ამ
პერსონალის
გათანაბრებულ
წარმომადგენლობათა
(მათთან
წარმომადგენლობათა
დიპლომატიური
მცხოვრებ
ოჯახის
და
წევრთა
ოფიციალური
ადმინისტრაციულჩათვლით)
პირადი
სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია
შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო;
კ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო
დაწესებულებათა ქონების იმპორტი.
4. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია:
ა) საქონლის რეექსპორტი ან ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომელშიც
განხორციელებულია დეკლარირება საქონლის რეექსპორტის ან საქონლის ექსპორტში გაშვების
შესახებ;
ბ) საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის
დიპლომატიურ
და
მათთან
გათანაბრებულ
წარმომადგენლობათა
ოფიციალური
სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან
მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის და რომლის გამოყენების
წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
გ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის
გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა.
ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება:
გ.ა)
გადაზიდვისას
ტვირთის
გაგზავნასთან/მიღებასთან
ან/და
სატრანსპორტო
დაკავშირებული
და
მომსახურება,
გადაზიდვის
აგრეთვე
საშუალების
აეროპორტების,
ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;
გ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;
გ.გ) საექსპედიტორო მომსახურება;
გ.დ)
ტვირთის
სატრანსპორტო
დოკუმენტაციის
დამუშავების
(მათ
მომზადების,
შორის,
ინსპექტირების,
დატვირთვისა
ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;
გ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;
და
დათვალიერების,
გადმოტვირთვის),
გ 1) საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან
თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე
მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ
დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა,
გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;
გ2) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის,
შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის
საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების
პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
მომსახურების
გაწევა,
გარდა
ტვირთის
შენახვის
მომსახურებისა;
დ) მგზავრთა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ
დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირობით, რომ გაგზავნის ან დანიშნულების პუნქტი
მდებარეობს საქართველოს ფარგლების გარეთ და ასეთ გადაზიდვაზე გაფორმებულია ერთიანი
სატრანსპორტო დოკუმენტი. ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ
მომსახურებას განეკუთვნება:
დ.ა) მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული
მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო
ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;
დ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება,
აგრეთვე სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა;
დ.გ)
ინსპექტირების,
დათვალიერების,
სატრანსპორტო
დამუშავების
(მათ
შორის,
დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის
მომსახურება;
დ.დ)
მგზავრთა
საერთაშორისო
გადაყვანის
სამგზავრო
ბილეთების
რეალიზაციის
მომსახურება;
დ.ე) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება,
რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში;
დ.ვ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;
ე) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად
ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება;
ვ) სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ
შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) მიმართ გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის,
გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურება;
ზ) თბოელექტროსადგურებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება;
თ) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის აქტივების გამოტანა
იმ საწარმოს კაპიტალიდან, რომლის წილის/ აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და
ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია;
ი)
სახელმწიფოსთვის
ან/და
ადგილობრივი
თვითმმართველობისათვის
საქონლის
უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
კ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით
განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ
ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისათვის გადაცემა;
ლ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქართველოს საქონლის მიწოდება რეალიზაციისთვის და
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის რეალიზაცია ან/და კვების მომსახურების გაწევა;
მ) დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ საწარმოს ან ამ
საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი
ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის , თუ მიმწოდებელი და მიმღები
მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ
საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ.დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად
ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და
თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს
(გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და რომლის
დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის
შეცვლაზე;
ნ) აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში;
ო) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში. ამასთანავე,
ითვლება, რომ აქტივების მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივების მიმღებმა
პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო ჩათვლა;
პ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს მიწოდება;
ჟ) ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი
ტურისტების
ორგანიზებული
შემოყვანა
და
მათთვის
საქართველოს
ტერიტორიაზე
ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება ;
რ)
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე
ტვირთის
შემოტანისას
გემისათვის
გაწეული
მომსახურება (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ
გაწეული მომსახურება);
ს) საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება, გარდა ამ კოდექსის 162-ე მუხლის მე-7
ნაწილი თ გათვალისწინებული შემთხვევისა;
ტ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა „ლატარიების,
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50 პროცენტზე მეტს
ფლობს სახელმწიფო.
უ) სახელმწიფო,
თვითმმართველი
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი
ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების , მათ შორის,
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში
პირის ქონების (გარდა ფულისა) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და
ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით პირის ქონების
რეალიზაცია/გადაცემა.
ფ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00
300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში
მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის
სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);
ქ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 –
0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის,
გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი
ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული
ყველის, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის
0802 22 000 00 კოდში მითითებული საქონლის (თხილი ნაჭუჭგაცლილი) მიწოდება;
ღ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის
მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს
აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი
ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისაგან
ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ
შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის
კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით;
ყ)
ტურისტული
საწარმოს
მიერ
ან/და
შესაბამისი
ხელშეკრულების
საფუძველზე
ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული
პირის/პირების მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრისათვის კალენდარული
წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის ვადით სასტუმრო მომსახურების (სასტუმროში
ცხოვრების) უსასყიდლოდ მიწოდება;
შ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების
მომსახურება;
ჩ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადამუშავების მიზნით
აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის განმახორციელებელი პირის მიერ ამ კოდექსის 234-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების
გაწევა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შემდგომ განხორციელდა გადამუშავებული საქონლის
იმპორტი);
ც) ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის
მომხმარებლისათვის („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე გადაცემის ან/და
დისპეტჩერიზაციის მომსახურება.
5.
ჩათვლის
უფლებით
დღგ-ისგან
გათავისუფლებულია
საქონლის
მიწოდება
ან/და
მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს
პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების
ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის მიწოდება ან/და
მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან.
დასკვნები
も さyR―
¨
bふゝ
¨
踊
も
い0 口
く
,3y■ 。
そ
Ю
ゃ
Ng"ゝ
LECAL DEPARTMENT
OF STAFF OF
PARLIAMENT OF GEORCIA
90b
̀Ы
¨
0, 4aX o oもЫ
及
Ⅸ
も。
,3b 26
美
α● :2289168
:legamep@parllament ge
⊆
b)J)hln390mb
〕
DhCD09600
26 Abashidze Avenue,4600,Kutaisi,Ceorgia
Tel:2289168
e mJl t8Jdep@paH● ment ge
lslu
"-!!-" "--:j5rr=-"
26y5 g.
qgrb336r
t rCr6(')aCq,clL, Jr6)q'.>036gol-r g6sj6or - ,,jr6orgq,.) q;fubolr" 0qr6 lD3r6o60qpgbq,cr
o6o6o.>go3ob $glroor fJtr,Aclq,AC6r,q,o ,,LrC!6ogCq,r'1l., UJ6JeJUib.>qm
3oqgXjbflo
o3q,oq,C6oL ACOD6ob tsgL:{a" bgu6o6gqx.rtr 3r6o6ot.r J6oglgol_r (07-3l55d, 30.03.2016)
brjrt6o6gq,ob Jrt6q,r0366ol-r t696q'r0gfuoU 145-9 Og\'ol-r 0oo)b('r3696orr6 0gLr.:bs6oboboU
oJoaJtC
Lujr6orpq,oU Jr6q,rAC6Oob $r6.rgob og6oqgo3q,Ar ACJJ6OD0C6OaT br6oboq,J
Luj.:6o63q,ob Jr6q,r0c6oou ts6)C0or - ,,Cr6cDUq,o ogbxbolr" 0o9r+r lD3r6o60qr3bgo
o6ogorrJqoU $glroor $r60oq9p6oq'o,,ll>jrno6ggolr Lr6sg.>ltbrqm 3oqggjlrtso
o8q,oq'$ob 09go6ob 091$r9b" Urjr6orgqt'rL 3r6o6ob Jt6oalgoL (07-31556, 30.03.2016)
ItjrSo8gqoU J$qJACEOoL 6,C6q$C6OoU 145 I Q3\,oll 0r'rolbo36Xborb 0Slt6r0otnbotr
It3ootbo q.o,> 0o'b)EBC0rr6oq,re 0o186o1 3r6o6ob J6er&l6ot 6$bcqgoll JSoOCeU6oU
er$uc6).
3670-3-9-3-201604041148
N 3670
04/04/2016
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/556, 30.03.16)
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან
შესაბამისობის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა განიხილა საქართველოს პარლამენტის
საპარლამენტო
ფრაქცია
„ქართული
წარმოდგენილი
საქართველოს
ოცნების“
კანონის
მიერ
პროექტის
საკანონმდებლო
„საქართველოს
ინიციატივის
საგადასახადო
წესით
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/556, 30.03.16) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე
მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან
შესაბამისობის საკითხი და მიზანშეწონილად მიაჩნია
კანონპროექტის განხილვის პროცედურების დაწყება.
პატივისცემით,
საბიუჯეტო ოფისის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი
თათია ხეთაგური