„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.04.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/564/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.12.2015, სარეგისტრაციო კოდი:470170000.05.001.01.80.28) მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ხოლო ამ კანონის საფუძველზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ექვემდებარება აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ადმინისტრაციული სახდელის დადების და საჭიროების შემთხვევაში, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სააღსრულებო ფურცლის გამოწერისა და აღსასრულებლად წარდგენის უფლება აქვს სამინისტროს შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილ პირს“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისი, 2016 წლის ... ..................... 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზეზია “ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონით დადგენილი აღსრულების ღონისძიებების სათანადოდ წარმართვისათვის საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის შემუშავების მიზანია საკანონმდებლო ხარვეზის გასწორება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო „ტუბერკულოზის კპონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების მიღების/გამოცემისათვის საჭირო პროცედურები. კანონქვენბებარე აქტის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს „ტუბერკულოზის კპონტროლის შესახებ“ კანონის VIII თავით გათვალისწინებულ ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცებას, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემა: „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის VIII თავი ითვალისწინებს ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ამასთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. კანონპროექტით დასაზუსტებელი გახდა საკითხი, რომელიც უკავშირდება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გამოწერას და აღსასრულებლად წარდგენას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს 2 კანონი ცალსახად განსაზღვრავს, თუ ვის აქვს და რა ტიპის აქტი ექვემდებარება მსგავს ღონისძიებებს. კერძოდ, საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამავე კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს, ასევე იმ ადმინისტრაციულ ორგანოთა ჩამონათვალს ვინც უფლებამოსილია წარადგინოს შესაბამისი სააღსრულებლო ფურცელი სააღსრულებო წარმოების დასაწყებად. იქიდან გამომდინარე, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონით არ არის განსაზღვრული ის უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც უზრუნველყოფს ზემოხსენებულ სამართალდარღვევაზე სააღსრულებო პროცედურების განხორციელებას, დღის წესრიგში დადგა საკითხი, რათა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, ასევე დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმაც, რომლის საფუძველზე უფლებამოსილ ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიენიჭება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სააღსრულებო ფურცლის წარდგენის უფლებამოსილება. ზემოთთქმულიდან გამომდინარე მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი ახალი რედაქციით, რაც სრულად შეავსებს არსებულ ხარვეზს. ბ) კანონპროქტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებისთვის არ არის აუცილებელი რაიმე ხარჯების გაწევა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ასევე, არ მოახდენს გავლენას 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ასევე, არ მოახდენს გავლენას 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე. 3 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე და მომდევნო, 2017 წელს წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება არ მოუწევს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი ფინანსურ შედეგებს არ მოიტანს იმ პირთა მიმართ, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ ითვალისწინებს რაიმე ახალ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით. იგი ემსახურება მხოლოდ კანონში არსებული ტექნიკური ხარვეზისი დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში 4 კანონპროექტი შეთანხმდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტთან. დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ კანონპროექტი შეთანხმებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტთან და მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები ასახულია კანონპროექტში. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. 3) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. პარლამენტის ჯანმრთელობის 5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 19. პასუხისმგებლობის საფუძვლები 1. ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. 2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს სამინისტროს შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილ პირს. 3. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 6