„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.04.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ივანე კიღურაძე
ნომერი
#07-3/565/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 67 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
L tt Jさ し m00 R ttLさ 心 電 000600b bn■ 6nb さ 80000電 Obさ 6n4000olRn 60電 『 b)Jゝ Q330∩b sJooL noJooL 6δ 6bn雪 00Lさ rl o o、 160L 3 電さ 80bnL 10bさ bob 『 hC〕 a950n 〕 う 卜1 396/3 25 sJdnqo, 2016 $'sR" oOぉ o"ヽJ。 6%8ROt 800600 Ob` い 0 0860響 ぉ、R3000tl Ч `イb80賃 0も 3・ 6060b3 ■ob ab"も 可 ò鶴 80甲 も 8δ 6053008R"(ObOt■ 面 。60t Oo03SO'' (N07‐ 3/565: 20.04.2016) (、 ム、 │バ l"。 6r6.'-q3.t , 3X65oXr63do1o q.r 3Xq$X6ot qqtr$ ,,rso600tc - 03.05.- l6'0s. ` い Pa・ 6J♪ 坦 p3里 fi哩 t \rr4r(r, *ara$,n, h8n6.xn e\t*',Jo 1005 ‑ 2705 々り 4パ ヽ ″′ ′ オⅢ・ │, ̀ヽ lr.go5$lro-lroJoXSX$r'r 3o3o$3$o .′ ■%̀"● " W器 TIttat篤 ` Rδ ``6R認 メかつ R0 「 深 譜:蹄ti購 錯 lT露 ‖ ′♂ Ъ oJδ 60ooROL 3δ 6熙 500660b "mtJ総 O・ 0浦 "統 熙60116。 6Ъ OR3δ ‰ 鶴卜 (r6.;,y'rl.rbo,l1 「 だ b.:j.lticrgggnb Jrdrq,r0C6gob bcpJ6silJ b)JDhCn330mb 〕DhC〕 03600 ― brAsSUgCOoq,gbr N39m 20161む ",25‑o Urjsrto8ge,ol, &6q'!AC6OoU 6,C0q,rAC6Oot 146C eJbqbt "b" SCJ"JECOob Ar 147-C &3\,oL ag-a vg6igob 0gl$6.:aob{-o,lr$!d,('8ce,cll, &6qrac60ob 8ogd,o $q6c6lr' aoc8rq't'ro, tD$oo69qxrl, Jidrq,!ac60ol, 01610{$<llr, ag66o9d4Dolt ar Jgq,OgdoL (0!AS3!6() Jo@0Oo) AD t €o6i6jer-b$ot]?Uo.r Jo&\5C60bU 6i5obr,qxr6 l$dt6cr,3Cqxd, lrdrq,raS66ot $go6ob cr3!69 JoeU6idol, ao96 tr3r6<'r6aqg\r't o6o6o*5r6ob $gltoor S$,&.{g00fr)q'o "t rditr,oSoq,ol Am6oCa6C0Jqr! Cfx'A6Uqr, .r3rq6AcnL 89lttb9D" t,Jjvrto8Cq)('rL 316<o60o 6gq,oq,C&rb ACOD6ot, crrroDr$C" N07-3665; 20.04.2016) l$jr6o6gqxqt 3r6o6ob Stirralgo qgr $1091601 3o&69601 6,lq'i$$C1ylrq,CDob ox$rtg r66o&'rb Ur#6,q6Cqxrt JYfrq,raCbopb AcIC6ol.t. brjrt6osgesrt $d,q'i0C60r,U orr3fuqrdr6ob Jof6Cqrr Aetaqraoq'C, &rJ6,<,rll t bqxtAoU or€A;qx'6ldtC
წერილი
alf │ド°も め 幣∫ 瀾 31° bbJ3 冊30̀ぐ mbむ δ6照P500600b Ψ0360 ヽμ鮨欄田出 ¨ ∞ … ― 」 … 幻蘭 Ob om05oobК鄭 範 o6p06ぃ 鶏 細 OL CJ(,0\)('l6o CdrC6r, lt.$v6ogqxrb Jt'r6k)o$Cgrnt, 67-3 Ag\'oU J.f,BCq,o JCECOoLT Ar t$j.>ftoB0qx.rtt Jrf,q'iAC60(,l-, 636q,rAC6Ool, 09-15 gr l,t3-3 AUbqC6"l, SCbArAoUre b.r3.$o6ap3\x,r cl6cl0ctl0rl3cll., $droo, $nf€ct6oq,.dg6o, brj.>r6o63qx.rL 316<'16rlll Jtrx.rCCOb,,Lrjr6o3gq,r'rL 0c(J6qtfu0wrr g6o3fuq'o JJr(,Cooolj 0gLcb3b" l-t.rj.fio6gqr' 3.>6o600 63E (ryCbd, ACODbob or.>c6stg." 6obo3or, ao\gor Ab3q'3(xqbr. qrbstion: tsC6OC('c,.
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი პროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #47, 26,12,2007, მუხ. 402) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1.მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წევრები არიან აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), წევრ - კორესპონდენტები, საპატიო აკადემიკოსები და აკადემიის უცხოელი წევრები.“ 2. მე-4 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი: ,,ვ1) აწესებს გრძელვადიან სტიპენდიებს და წარმატებულ მეცნიერებს რომლებიც არ არიან აკადემიის წევრები ირჩევს აკადემიის სტიპენდიანტებად“; 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. აკადემიის მართვის პრინციპები და მართვის ორგანოები 1.აკადემიის მართვა ხორციელდება არჩევითობის, დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით. 2. აკადემიის მართვას ახორციელებენ: ა) აკადემიის საერთო კრება; ბ) აკადემიის პრეზიდიუმი; გ) აკადემიის პრეზიდენტი”. 3. აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტის თანამდებობები არის ადმინისტრაციული თანამდებობები. 4. აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომლის ასაკი აღემატება სამოცდაათ წელს”. 4. მე-6 მუხლის 1-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანოა აკადემიის საერთო კრება, რომელშიც ხმის უფლებით მონაწილეობენ აკადემიის ნამდვილი წევრები და წევრ-კორესპონდენტები, ხოლო სათათბირო ხმის უფლებით - საპატიო აკადემიკოსები, საქართველოში მყოფი აკადემიის უცხოელი წევრები და აკადემიის სტიპენდიანტები. 2. აკადემიის საერთო კრება : ა) ამტკიცებს აკადემიის წესდებას და სტრუქტურას აკადემიის ნამდვილი წევრებისა და წევრ კორესპონდენტების სიითი შემადგენლობის (შემდგომში სიითი შემადგენლობის) უმრავლესობით; ბ) განსაზღვრავს აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; გ) აკადემიის ნამდვილი წევრებისგან ირჩევს აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებს და პრეზიდიუმის სხვა წევრებს ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; დ) ვადამდე გამოიწვევს აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის 3/5-ით; ე) იხილავს და ამტკიცებს აკადემიის წლიურ ანგარიშს და წარადგენს დასაბუთებულ მოთხოვნას მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებაზე; ვ) ირჩევს აკადემიის ნამდვილ წევრებს, საპატიო აკადემიკოსებს, აკადემიის უცხოელ წევრებსა და აკადემიის სტიპენდიანტებს; ზ) იხილავს სამეცნიერო ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. 3. აკადემიის საერთო კრებას იწვევს და თავმჯდომარეობს პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“. 5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. აკადემიის პრეზიდიუმი 1.აკადემიის პრეზიდიუმი შედგება აკადემიის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიის განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებისა და აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრებისაგან. პრეზიდიუმის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით. 2. აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს ირჩევს აკადემიის საერთო კრება ხუთი წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 3. აკადემიის პრეზიდიუმი ასრულებს აკადემიის საერთო კრების დადგენილებებს და საერთო კრებებს შორის ხელმძღვანელობს აკადემიის საქმიანობას. 4. აკადემიის პრეზიდიუმი ვალდებულია აკადემიის საერთო კრების წინაშე. 5. აკადემიის პრეზიდიუმს ემსახურება ადმინისტრაციული აპარატი. 6. აკადემიის პრეზიდიუმის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით“. 6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. აკადემიის პრეზიდენტი 1. აკადემიის პრეზიდენტი არის აკადემიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი პასუხს აგებს აკადემიის საქმიანობის წარმართვაზე. აკადემიის პრეზიდენტი იმავდროულად არის აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. მისი სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით. 2. აკადემიის პრეზიდენტს აკადემიის ნამდვილ წევრთაგან ირჩევს აკადემიის საერთო კრება ხუთი წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი აკადემიის პრეზიდენტად ზედიზედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ“. 7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. აკადემიის სტრუქტურა 1. აკადემიის სტრუქტურას განსაზღვრავს აკადემიის პრეზიდიუმი და ამტკიცებს საერთო კრება. 2. აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია აკადემიის სამეცნიერო განყოფილება (შემდგომში განყოფილება), რომელიც აერთიანებს შესაბამისი სამეცნიერო პროფილის აკადემიის ნამდვილ წევრებს, წევრ-კორესპონდენტებს და სტიპენდიანტებს; განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. 3. აკადემიის განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი, მათი ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება აკადემიის წესდებით“. 8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 10. აკადემიის წევრები და სტიპენდიანტები 1. აკადემიის ნამდვილ წევრთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამოცდაათს. 2. აკადემიის ნამდვილ წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში. 3. საპატიო აკადემიკოსად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე - საყოველთაოდ აღიარებული მოღვაწე, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მეცნიერებისა ან/და კულტურის განვითარებაში. 4. აკადემიის უცხოელ წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე - უცხო ქვეყნის მოქალაქე. 5. აკადემიის სტიპენდიანტად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. 6. აკადემიის სტიპენდიანტად ასარჩევი პირის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაათ წელს. იგი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და მოღვაწეობდეს საქართველოში. პირი სტიპენდიანტად აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირის სტიპენდიანტად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 7. აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიანტების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორმოცს“. 9. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 11. აკადემიის ნამდვილი წევრის, საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და სტიპენდიანტის არჩევა აკადემიის ნამდვილი წევრის, საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და სტიპენდიანტის არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიის წესდებით“. 10. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 12. აკადემიის ნამდვილი წევრის, წევრ-კორესპონდენტის და სტიპენდიანტის ანაზღაურება „1.აკადემიის ნამდვილ წევრს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნება ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1600 ლარის ოდენობით. 2. აკადემიის წევრ-კორესპონდენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნება ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. 3. აკადემიის სტიპენდიანტს ენიშნება ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის 1-ლი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზრაურების უზრუნველსაყოფად საჭირო თანხა გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია. 5. აკადემიის ნამდვილს წევრსა და წევრ-კორესპონდენტს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურება შეუწყდებათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში. 6. აკადემიის სტიპენდიანტს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოში სამეცნიერო მოღვაწეობის შეწყვეტის შემთხვევაში. 7. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურება არის აკადემიის წევრის, აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სამეცნიერო სტატუსის შესაბამისი ანაზღაურება.“ 11. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. აკადემიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი აკადემიის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა კანონმდებლობით დადგენილი წესით“. მუხლი 2. გარდამავალი დებულებები 1.საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყოს თავისი წესდების ამ კანონთან შესაბამისობა. ბ) 2017 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის საფუძველზე აკადემიის სტიპენდიანტთა პირველი არჩევნების ჩატარება. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას უზრუნველყოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე საბიუჯეტო სახსრების ასახვა. მუხლი 3. კანონის ამოქმედება 1.ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ნიჭიერი ახალგაზრდობის მეცნიერებაში მოზიდვა, მათი მხარდაჭერის ეფექტური მეთოდების შემუშავება და ქვეყნიდან „ტვინების გადინების პროცესის“ შეძლებისდაგვარად დამუხრუჭება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთერთი ძირითადი მოვალეობაა. მეორეს მხრივ, აკადემიას, რომელიც აერთიანებს უფროსი თაობის გამოჩენილ მეცნიერებს (აკადემიის წევრთა საშუალო ასაკი 76 წელზე მეტია), წარმატებით ფუნქციონირება მხოლოდ საშუალო და უმცროსი თაობის მეცნიერებთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში შეუძლია. დღეს მოქმედი სამართლებრივი ბაზა აშკარად არასაკმარისია აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად და სწორედ მისი სათანადოდ შევსება არის კანონპროექტის მიღების მთავარი მიზეზი. გარდა ამისა, აუცილებელია რამდენიმე საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა, რაც დაკავშირებულია აკადემიის სტატუსის, აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალის სამართლებრივი მდგომარეობისა და მართვის ორგანოების უფლებამოსილების განსაზღვრასთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა და ამ მეცნიერების საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობაში ჩართვა. კანონპროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს აკადემიის სტატუსის, აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალის სამართლებრივი მდგომარეობისა და მართვის ორგანოების უფლებამოსილების მკაფიოდ განსაზღვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გრძელვადიანი (5 წლიანი) სამეცნიერო სტიპენდიების დაწესებას და წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტის სტიპენდიანტთა ინსტიტუტით ეტაპობრივ ჩანაცვლებას. წევრ-კორესპონდენტთა და სტიპენდიანტთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40-ს. კანონის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება 9 სტიპენდიანტის არჩევა, (რადგან ამჟამად აკადემიაში ირიცხება 31 წევრ-კორესპონდენტი). მოქმედი კანონის მიხედვით წევრ-კორესპონდენტების არჩევა აღარ ხდება და მომავალში გამოკლებულ წევრ-კორესპონდენტთა ხარჯზე სათანადოდ გაიზრდება აკადემიის სტიპენდიანტთა რაოდენობა. აკადემიის სტიპენდიანტად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის პირი, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. აკადემიის სტიპენდიანტად არჩევის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 50 წელს, იგი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და მოღვაწეობდეს საქართველოში. სტიპენდიანტი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთიდაიმავე პირის სტიპენდიანტად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. სტიპენდიანტს ენიშნება ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. კანონპროექტის თანახმად, აკადემიის ნამდვილი წევრის, წევრ-კორესპონდენტის და სტიპენდიანტის დანიშნულ ანაზღაურებათა უზრუნველსაყოფად საჭირო თანხა გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია. წარმოდგენილი კანონპროექტის კიდევ ერთი არსებითი სიახლე არის ის, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე, როგორც წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ეკისრება საქართველოს მთავრობას (და არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონი). კანონპროექტის თანახმად, აკადემიას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ვიცეპრეზიდენტი. როგორც პრეზიდენტის, ისე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა მიჩნეულია ადმინისტრაციულ თანამდებობად. ამასთან, აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას აკადემიის ნამდვილი წევრი, რომლის ასაკი არ აღემატება 70 წელს. იცვლება აკადემიის მართვის ორგანოს სახელწოდება, რომელიც საერთო კრებებს შორის ხელმძღვანელობს აკადემიის საქმიანობას. ამ ორგანოს, ნაცვლად „აკადემიური საბჭოსი“, დაერქმევა „აკადემიის პრეზიდიუმი“. მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, კანონპროექტში დაფიქსირებულია რომ აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია აკადემიის სამეცნიერო განყოფილება, რომელიც აერთიანებს შესაბამისი სამეცნიერო პროფილის აკადემიიის ნამდვილ წევრებს, წევრკორესპონდენტებსა და სტიპენდიანტებს. დაფიქსირებულია აგრეთვე, რომ განყოფილებას ხელძღვანელობს განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ: • საპატიო აკადემიკოსი და აკადემიის უცხოელი წევრი საერთო კრების მიერ იქნას არჩეული (და არა დამტკიცებული); • აკადემიის ნამდვილ წევრად ასარჩევი პირი მეცნიერულ მოღვაწეობას უნდა ეწეოდეს საქართველოში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მე-10 მუხლის მიხედვით აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიანტთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორმოცს. ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 31 წევრ კორესპონდენტია. მოქმედი კანონის მიხედვით მათი არჩევა აღარ ხდება, ამდენად აკადემიის სტიპენდიანტად შესაძლებელია მაქსიმუმ 9 პირის არჩევა. ამიტომ სტიპენდიანტების ანაზღაურებისათვის საჭირო იქნება 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით 108 000 ლარის გათვალისწინება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას 108 000 ლარით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტით გათვალისწინებულია აკადემიის სტიპენდიანტისათვის ანაზღაურების დანიშვნა თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ივანე კიღურაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ივანე კიღურაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 3. აკადემიის სამართლებრივი სტატუსი 1. აკადემია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იგი შედგება აკადემიის ნამდვილი წევრებისა (აკადემიკოსებისა) და წევრ-კორესპონდენტებისაგან, აგრეთვე საპატიო აკადემიკოსებისაგან და აკადემიის უცხოელი წევრებისაგან. 2. აკადემია არის საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი. 3. აკადემია თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც დამოუკიდებლად ამტკიცებს აკადემიის წესდებას, განსაზღვრავს თავის სტრუქტურას, წყვეტს აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო, საკადრო, ეკონომიკურ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს. 4. დაუშვებელია ტერმინის „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია“ გამოყენება ამ კანონში გამოყენებულისგან განსხვავებული მნიშვნელობით. 5. დაუშვებელია, საქართველოში სხვა რომელიმე აკადემიის წევრი იწოდებოდეს აკადემიკოსად ან წევრ-კორესპონდენტად ან აკადემიის წევრად კონკრეტული აკადემიის სრული სახელწოდების მითითების გარეშე, გარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრისა. მუხლი 4. აკადემიის მიზნები და ამოცანები 1. აკადემიის მიზნებია: ა) საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად; ბ) თავისი წევრების ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით საქართველოს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმოჩენა; გ) ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა; დ) საქართველოში მეცნიერების განვითარების პროგნოზირება და მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ წინადადებების შემუშავება; ე) საქართველოში და უცხო ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის რეკომენდაციების წარდგენა; ვ) სახელმწიფო ენებზე ზრუნვა და ამ ენებზე სამეცნიერო ტერმინოლოგიის სრულყოფა. 2. თავისი ამოცანების შესასრულებლად აკადემია: ა) ეწევა სამეცნიერო მიღწევათა და მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას; ბ) აწყობს სამეცნიერო დისკუსიებს, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს; ატარებს საჯარო ლექციებს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; გ) გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ გამოცემებს, ახორციელებს სამეცნიერო ლიტერატურის საერთაშორისო გაცვლას; დ) უფლებამოსილია გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი; დაამყაროს კავშირები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან; ე) უფლებამოსილია განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ვ) აარსებს და ანიჭებს პრემიებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგებში მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად; ზ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებში; თ) უფლებამოსილი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ინახავს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა პირად არქივებს, რომლებიც ფასეულია საქართველოს ისტორიისათვის; ი) განიხილავს და აფასებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მეცნიერების განვითარების ფონდებს; კ) დარგების მიხედვით ანიჭებს წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ტიტულსა და ჯილდოებს; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას. მუხლი 5. აკადემიის მართვის პრინციპები და მართვის ორგანოები 1. აკადემიის მართვა ხორციელდება არჩევითობის, დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით. 2. აკადემიის მართვის ორგანოებია: ა) აკადემიის საერთო კრება; ბ) აკადემიური საბჭო; გ) აკადემიის პრეზიდენტი. მუხლი 6. აკადემიის საერთო კრება 1. აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანოა აკადემიის საერთო კრება. აკადემიის საერთო კრების მუშაობაში აგრეთვე მონაწილეობენ საქართველოში მყოფი საპატიო აკადემიკოსები და აკადემიის უცხოელი წევრები. 2. აკადემიის საერთო კრება: ა) ამტკიცებს აკადემიის წესდებას საერთო კრების დადგენილებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; ბ) განსაზღვრავს აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; გ) ირჩევს აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს, აკადემიკოს მდივანსა და აკადემიის საბჭოს სხვა წევრებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; დ) ვადამდე გამოიწვევს შემადგენლობის 3/5-ით; აკადემიური საბჭოს წევრებს ფარული კენჭისყრით, სიითი ე) იხილავს და ამტკიცებს აკადემიის წლიურ ანგარიშს და წარადგენს დასაბუთებულ მოთხოვნას მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებაზე; ვ) ირჩევს აკადემიის ნამდვილ წევრებსა (აკადემიკოსებსა) და წევრ-კორესპონდენტებს, ამტკიცებს საპატიო აკადემიკოსებსა და აკადემიის უცხოელ წევრებს; ზ) იხილავს სამეცნიერო ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. 3. აკადემიის საერთო კრებას იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი განისაზღვრება აკადემიის წესდებით დადგენილი წესით. 4. აკადემიის საერთო კრება მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც. მუხლი 7. აკადემიური საბჭო 1. აკადემიური საბჭო შედგება: აკადემიის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების, აკადემიკოსმდივნისა და აკადემიის სხვა წევრებისაგან. აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით. აკადემიური საბჭოს წევრები არ არიან საჯარო მოხელეები. 2. აკადემიური საბჭოს წევრებს ირჩევს აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კენჭისყრის ფორმა განისაზღვრება აკადემიის წესდებით. 3. აკადემიური საბჭო ასრულებს აკადემიის საერთო კრების დადგენილებებს და საერთო კრებებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს აკადემიის საქმიანობას. 4. აკადემიური საბჭო ანგარიშვალდებულია აკადემიის საერთო კრების წინაშე. 5. აკადემიურ საბჭოს ემსახურება ადმინისტრაციული აპარატი. 6. აკადემიური საბჭოს სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით. მუხლი 8. აკადემიის პრეზიდენტი 1. აკადემიის პრეზიდენტი არის აკადემიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი პასუხს აგებს აკადემიის საქმიანობის წარმართვაზე. აკადემიის პრეზიდენტი იმავდროულად არის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე. 2. აკადემიის პრეზიდენტი აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის საერთო კრებას. 3. აკადემიის პრეზიდენტს აკადემიის ნამდვილ წევრთაგან (აკადემიკოსთაგან) ირჩევს აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. აკადემიის პრეზიდენტი შეიძლება არჩეულ იქნეს არა უმეტეს ზედიზედ ორი ვადით. 4. აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა არის ადმინისტრაციული თანამდებობა. მასზე არ ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა. 5. აკადემიის პრეზიდენტის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით. მუხლი 9. აკადემიის სტრუქტურა აკადემიის სტრუქტურა განისაზღვრება აკადემიის წესდებით. მუხლი 10. აკადემიის შემადგენლობა 1. აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) საერთო რაოდენობა არ აღემატება სამოცდაათს. 2. აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) და წევრ-კორესპონდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს მეცნიერი – საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საერთაშორისო მნიშვნელობის წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში და მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტით სარგებლობს. 3. საპატიო აკადემიკოსად შეიძლება არჩეულ იქნეს საყოველთაოდ აღიარებული მოღვაწე – საქართველოს მოქალაქე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში. 4. აკადემიის უცხოელ წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე – უცხო ქვეყნის მოქალაქე. 5. აკადემიის საერთო კრებასა და აკადემიურ საბჭოში აკადემიის წევრის საქმიანობა არ ითვლება ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებად. მუხლი 11. აკადემიის წევრის, საპატიო აკადემიკოსისა და აკადემიის უცხოელი წევრის არჩევა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), წევრ-კორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსისა და აკადემიის უცხოელი წევრის არჩევის წესები განისაზღვრება აკადემიის წესდებით. მუხლი 12. აკადემიის წევრის ანაზღაურება 1. აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნება ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1600 ლარის ოდენობით. 2. აკადემიის წევრ-კორესპონდენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნება ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. 3. აკადემიის წევრის ანაზღაურება გაიცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 4. აკადემიის ნამდვილ წევრსა (აკადემიკოსსა) და წევრ-კორესპონდენტს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურება შეუწყდებათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება არის აკადემიის წევრის სამეცნიერო სტატუსის შესაბამისი ანაზღაურება. მუხლი 15. აკადემიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი აკადემიის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.