„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/478/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1282 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე სახერხ საამქროში შეტანა (განთავსება) − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით ან უამისოდ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც დგინდება, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემის საკითხები. ასევე განისაზღვრება სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, ძირნაყარი მერქნული რესურსის დასაწყობებისა და გაცემის წესთან დაკავშირებული საკითხი. იმისათვის, რომ ახალი რეგულაცია იყოს პრაქტიკაში აღსრულებადი და არსებობდეს შესაბამისი სანქცია, ამგვარი მერქნული რესურსის ტრანსპორტირების წესების დარღვევისათვის, შესაბამისი ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების პრაქტიკაში აღსრულების უზრუნველყოფა, იმისათვის, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, რეალურად შეძლოს კონტროლის განხორციელება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილებით, ახლებური რედაქციით ყალიბდება კოდექსის 1282 მუხლის მე-6 პუნქტი, სადაც ნაცვლად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა მიეთითება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (რაც თავისთავად მოიცავს სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ასევე საქართველოს შიგა წყლების ნაპირებს) არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარის ტრანსპორტირების წესების დარღვევა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფას. ხარჯების სახსრების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან, წარმოდგენილი კანონპროექტით მართალია არ იზრდება 1282 მუხლის მე-6 ნაწილით ჯარიმის სახით გათალისწინებული სანქციის ოდენობა, თუმცა დაჯარიმებას დაექვემდებარება არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, არამედ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება განხორციელდება მაკოტროლებელი ორგანოს - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, არსებული ადამიანური რესურსისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი და მოსაკრებელი. კანონპროექტი ითვალისწინებს გადასახდელს ჯარიმის სახით (მოქმედი რედაქციით დადგენილი ოდენობის ფარგლებში). კერძოდ, კანონპროექტით 1282 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმებას დაექვემდებარება არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, არამედ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის მოქმედი, სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 1282 . ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა 1. ხე-ტყის პირველადი გადამუშავება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. 4. ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით. 51 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ). 52 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ). 6. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე სახერხ საამქროში შეტანა (განთავსება) − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით ან უამისოდ. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით. 8. სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესების დარღვევით ტრანსპორტირება ან ასეთი ხეტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება მასზე არსებულ ხე-ტყესთან/ხემცენარესთან ერთად და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება სამართალდამრღვევს; სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ (საჭაპნე ტრანსპორტის შემთხვევაში სარეგისტრაციო მოწმობა არ მოითხოვება), გარდა ამ კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ჩაითვლება ხე-ტყე, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მათ შორის, უშუალოდ ტრანსპორტირებისას) არ აქვს სათანადო დოკუმენტი ან რომელიც იმავე დადგენილებით განსაზღვრული წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ოქმის შემდგენი უფლებამოსილიადაათვალიეროს პირველადი გადამუშავების ადგილები, გააჩეროს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, ასევე მოითხოვოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და ბუნებრივი რესურსების წარმოშობის დოკუმენტები, ხოლო დარღვევის აღმოჩენისას კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. მიიღოს საქართველოს