„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.05.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე
ნომერი
#07-3/575/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკნონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 03.07.2012 სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016009) 260-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 260 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი. 2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტს და საქართელოს ფინანსთა სამინისტროს 1 მაისამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ. 3. საქართელოს ფინანსთა სამინისტრო 2 კვირის განმავლობაში წარუდგენს პარლამენტს თავის პოზიციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბიუჯეტო განაცხადის შესახებ. 4. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3 კვირის განმავლობაში განიხილავს წარმოდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც განსახილველად გადასცემს პარლამენტს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტის განხილვისას სავალდებულოა ამ პროექტის დარიგება. 5. პარლამენტის მიერ განხილვის შემდეგ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტი არა უგვიანეს 15 ივნისისა წარედგინება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და დამტკიცების პროცედურების რეგლამენტაცია. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი: რეგლამენტის პროექტის მიზანია ცეესკოს ბიუჯეტთან დაკავშირებით დღეს არსებული ზოგადი სახის ჩანაწერის ნაცვლად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის პროცედურების მკაფიოდ და ცალსახად რეგლამენტირება (ჩამოყალიბება). ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამეტის 260-ე მუხლის შეცვლა, რაც გულისხმობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურების დეტალურად გაწერასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) რეგლამენტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის აუცილებლობას. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტი მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ვალდებულებებს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშრისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს ე) რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: მუხლი 260 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯთაღრიცხვას მისივე წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.