„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი
ურთიერთობების შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და
მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე
წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ
მოწესრიგებას მოითხოვს.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საცხოვრებელი სადგომით
სარგებლობის უფლებაზე, რომელიც წარმოშობილია ქირავნობის ან საქართველოს
სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წ.) გათვალისწინებული სხვა
საფუძვლით.
3. თუ მხარეებმა იურიდიულად ნამდვილი ხელშეკრულებით მოაწესრიგეს
ამ კანონით გათვალისწინებული ურთიერთობა, მხარეთა შეთანხმებას ენიჭება
უპირატესობა ამ კანონით დადგენილი წესების მიმართ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისთვის აქვთ შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) მოსარგებლე – პირი, რომელიც ამ კანონის ძალაში შესვლის
მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ
სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული
წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელსაც
მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის
უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით;
ბ) რეგისტრაცია – „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ
უცხოელთა
რეგისტრაციის,
პირადობის
(ბინადრობის)
მოწმობისა
და
საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996
წლის 27 ივნისის #323-IIს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 30.07.96, გვ. 28)
ამოქმედებამდე არსებული წესით საცხოვრებელ ფართში რეგისტრაცია (ჩაწერა);
გ) საცხოვრებელი სადგომი - საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი,
მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ჩათვლით, მიწის
ნაკვეთთან ერთად, რომლის არსებით შემადგენელ ნაწილსაც ის წარმოადგენს;
დ) წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება - წერილობითი საბუთი,
რომლითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებასა და
ნასყიდობის ფასის მიღებას;
ე) საცხოვრებელი სადგომის ღირებულება - საცხოვრებელი სადგომის
საბაზრო ფასი;
ვ) კომპენსაცია - ფულადი თანხა, რომელიც გაიანგარიშება საცხოვრებელი
სადგომის ღირებულების შესაბამისი პროცენტის სახით. ამასთან, მოსარგებლის
მიერ გადასახდელი კომპენსაციის დადგენისას საცხოვრებელი სადგომის
ღირებულებას აკლდება მის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და
სხვა არსებითი გაუმჯობესების ღირებულება. მესაკუთრის მიერ გადასახდელი
კომპენსაციის
დადგენისას,
საცხოვრებელი
სადგომის
ღირებულების
(მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და სხვა არსებითი
გაუმჯობესების ღირებულების გამოკლებით) შესაბამის პროცენტს ემატება
მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და სხვა არსებითი
გაუმჯობესების ღირებულება სრული ოდენობით.
2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები
მესაკუთრისა
და
მოსარგებლის
თანაბრად
ვრცელდება
ასევე
მათ
უფლებამონაცვლეებზე.
მუხლი 3. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა
1. მოსარგებლე, რომელსაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად
დადებული აქვს წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და არანაკლებ 30
წლის მანძილზე უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია,
სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად
ცნობა (სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ).
2.
სასამართლო
გადაწყვეტილება
ნასყიდობის
ხელშეკრულების
დადებულად ცნობის შესახებ წარმოადგენს საჯარო რეესტრში შესაბამისი
ცვლილების შეტანის საფუძველს.
მუხლი 4. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა კომპენსაციის
გადახდით
1. მოსარგებლე, რომელსაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად
დადებული აქვს წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ 30 წელზე
ნაკლები ხნის მანძილზე ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია,
სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად
ცნობა, საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10%-ის ოდენობით კომპენსაციის
გადახდის პირობით.
2. სარჩელს, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ,
საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსის
178-ე
მუხლით
გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს ექსპერტიზის დასკვნა
საცხოვრებელი სადგომის ღირებულების თაობაზე, ასევე მისი 10%-ის ოდენობით
კომპენსაციის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი
საბუთი.
3. სასამართლო, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის
შემთხვევაში, წყვეტს ასევე მოპასუხისათვის კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს.
თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია აღემატება ამ მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად დეპონირებულ თანხას, მათ შორის სხვაობის ფარგლებში,
სასამართლო ადგენს მოპასუხის იპოთეკას საცხოვრებელი სადგომზე. იპოთეკა
შეწყდება კომპენსაციის სრულად გადახდის მომენტიდან.
4. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო
გადაწყვეტილება წარმოადგენს საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანის
საფუძველს. თუ ასეთი გადაწყვეტილებით დადგენილია ასევე მოპასუხის იპოთეკა,
საკუთრებისა და იპოთეკის უფლებები რეგისტრირდება ერთდროულად,
მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარე განახორციელებს რეგისტრაციის
მოთხოვნის უფლებას.
მუხლი 5. საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა
1. მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის მანძილზე უწყვეტად ფლობს
საცხოვრებელ სადგომს და მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი
სადგომით
სარგებლობის
უფლების
დათმობის
შესახებ
გარიგებით,
უფლებამოსილია, მოითხოვოს მესაკუთრისაგან საცხოვრებელი სადგომის
გამოსყიდვა, მისი ღირებულების 25%-ის ოდენობით კომპენსაციის გადახდის
პირობით (სარჩელი საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ).
2. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის
შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ
სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახდელების გადახდა ან/და
მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა.
3.
თუ
სარგებლობის
უფლების
დათმობისათვის
მოსარგებლეს
მესაკუთრისათვის გადახდილი აქვს გარკვეული საფასური, სასამართლო
უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია
შეამციროს საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 15%-მდე.
მუხლი 6. მფლობელობის შეწყვეტა კომპენსაციის გადახდით; სარჩელი
საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ
1. თუ მოსარგებლე საცხოვრებელ სადგომს ფლობს 30 წელზე ნაკლები ხნის
განმავლობაში, მესაკუთრე უფლებამოსილია მოსთხოვოს მას მფლობელობის
შეწყვეტა, საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75%-ის ოდენობით
კომპენსაციის გადახდის პირობით.
2. თუ მოსარგებლე არ იღებს კომპენსაციას და არ ათავისუფლებს
საცხოვრებელ სადგომს, მესაკუთრეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული უფლება განახორციელოს სასამართლოს მეშვეობით
(სარჩელი მფლობელობის შეწყვეტის შესახებ).
3. მოსარგებლეს შეუძლია მოსთხოვოს მესაკუთრეს ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდა. მესაკუთრე ვალდებულია,
გადაიხადოს კომპენსაცია ასეთი მოთხოვნის წერილობითი ფორმით მიღებიდან 18
თვის განმავლობაში.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მესაკუთრე
კომპენსაციას არ გადაიხდის, მოსარგებლეს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით
მოსთხოვოს მას საკუთრების უფლების გადაცემა საცხოვრებელ სადგომზე, მისი
ღირებულების 25%-ის ოდენობით კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ (სარჩელი
საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ).
მუხლი 7. ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და გამოსყიდვის
მოთხოვნის უფლებათა შეწყვეტა
1. თუ მესაკუთრე, მე-4-მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მოსარგებლეს
წერილობითი ფორმით შესთავაზებს საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების
უფლების გადაცემას, ამავე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი
კომპენსაციის სანაცვლოდ, მოსარგებლე ვალდებულია კომპენსაცია გადაიხადოს
ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 18 თვის ვადაში ან იმავე ვადაში აღძრას
მე-4-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სარჩელი.
2. მოსარგებლე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კარგავს მე-4-მე-5 მუხლებით
გათვალისწინებული სარჩელის უფლებას. ასეთ შემთხვევაში, მესაკუთრე
უფლებამოსილია,
სასამართლოს
მეშვეობით
მოსთხოვოს
მოსარგებლეს
მფლობელობის შეწყვეტა, საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 50%-ის
ანაზღაურების პირობით.
მუხლი 8. ადმინისტრაციული წესით მიღებული მფლობელობის შეწყვეტა
1. მოსარგებლეს, რომელსაც მფლობელობის უფლება მიღებული აქვს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით,
მფლობელობა
შეუწყდება
სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების ანაზღაურების
მომენტიდან.
2.
სახელმწიფოს
მიმართ,
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული ანაზღაურების თაობაზე, სარჩელის წარდგენის უფლება აქვს
როგორც მოსარგებლეს, ისე მესაკუთრეს (სარჩელი საცხოვრებელი სადგომის
კომპენსაციის შესახებ).
3. მესაკუთრეს შეუძლია თავად აუნაზღაუროს მოსარგებლეს საცხოვრებელი
სადგომის ღირებულება. ასეთ შემთხვევაში, მასზე გადავა სახელმწიფოსაგან ამ
მუხლით გათვაოლისწინებული კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
მუხლი 9. უმკვიდრო საცხოვრებელი სადგომი
1. თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია ან
გარდაცვლილად გამოცხადებული და არც კანონით და არც ანდერძით
მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა
ყველა
მათგანს
ჩამოერთვა
მემკვიდრეობის
უფლება,
მოსარგებლე
უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ
ცნობა (სარჩელი საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი
საცხოვრებელი
სადგომი,
სასამართლო
გადაწყვეტილების
საფუძველზე,
მოსარგებლეს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ და რეგისტრირდება საჯარო
რეესტრში.
მუხლი 10. დამატებითი წესები ამ კანონით გათვალისწინებული
სარჩელების მიმართ
ამ კანონის მე-5-მე-7 მუხლებით გათვალისწინებული სარჩელების მიმართ
ვრცელდება ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით დადგენილი წესები,
სარჩელის უფლების დამდგენი შესაბამისი ნორმების თავისებურებათა
გათვალისწინებით.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებანი
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კანონი „საცხოვრებელი
სადგომით
სარგებლობისას
წარმოშობილი
ურთიერთობების
შესახებ“
(პარლამენტის უწყებანი, N25-26,15.07.1998, გვ. 11).
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი:
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი
ურთიერთობების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღება
გამოწვეულია
საცხოვრებელი
სადგომით
სასრგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების
ხარვეზებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას
წარმოშობილი ურთიერთობის მონაწილეთა შორის უფლება-მოვალეობათა
ახლებური, უფრო სამართლიანი გადანაწილება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. პროექტით, მოქმედი კანონის მსგავსად, მოსარგებლეები იყოფა სამ
კატეგორიად: 1) პირები, რომლებიც საცხოვრებელ სადგომს ფლობენ სანოტარო
წესით დაუმოწმებელი, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;
2) პირები, რომელთაც მფლობელობის უფლება მიღებული აქვთ საცხოვრებელი
სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით და 3) პირები,
რომელთაც იგივე უფლება მინიჭებული აქვთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით.
პროექტის
თანახმად,
პირველ
ორ
კატეგორიას
მიკუთვნებული
მოსარგებლეები, თავის მხრივ, იყოფიან ორ ქვეკატეგორიად მფლობელობის
ხანდაზმულობის მიხედვით, კერძოდ, იმის შესაბამისად, მათი მფლობელობა 30
წელზე მეტია თუ ნაკლები. ამ ნიშნით წესდება განსხვავებული მიდგომები
თითოეულ ქვეკატეგორიას მიკუთვნებულ მოსარგებლეთა მიმართ.
2. თუ მხარეთა შორის არსებობს წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება,
რომელიც შესრულებულია ორივე მხარის მიერ (ნასყიდობის ფასის გადახდა,
ნივთის გადაცემა) და, ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან
გასულია არანაკლებ 30 წელი,
სასამართლოს შეუძლია ნასყიდობის
ხელშეკრულება ცნოს დადებულად. ასეთ შემთხვევაში, მოსარგებლე მოიპოვებს
საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის
უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, (1) ნასყიდობის თაობაზე მხარეთა წერილობითი
ფორმით გამოხატული ნება, (2) მესაკუთრის მიერ ნივთის ფაქტობრივი გადაცემა,
(3) მოსარგებლის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა და (4) ურთიერთობის
ხანდაზმულობა, ერთობლიობაში, მიჩნეულია ისეთ გარემოებებად, რომლებიც
ასწორებენ (გადაწონიან) გარიგების ფორმის ნაკლს და იწვევენ მხარეთა მიერ
გარიგებით განსაზღვრული შედეგების სამართლებრივ აღიარებას.
3. ისეთ შემთხვევაშიც, როცა იმავე კატეგორიის ურთიერთობის
ხანდაზმულობა 30 წელზე ნაკლებია, მოსარგებლეს ენიჭება ნასყიდობის
ხელშეკრულების
დადებულად
ცნობის
მოთხოვნის
უფლება,
ოღონდ
საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10%-ის ოდენობით კომპენსაციის
გადახდის პირობით.
4. მოსარგებლეს, რომელიც არანაკლებ 30 წლის მანძილზე უწყვეტად ფლობს
საცხოვრებელ სადგომს და მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი
სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, ენიჭება
უფლება, მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა, მისი ღირებულების
25%-ის ოდენობით კომპენსაციის გადახდის პირობით. ამასთან, თუსაცოვრებელი
სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების საფუძველზე
მოსარგებლეს მესაკუთრისათვის გადახდილი
აქვს გარკვეული
თანხა,
სასამართლოს, თანხის ოდენობის გათვალისწინებით, შეუძლია, კომპენსაციის
ოდენობა შეამციროს 15 პროცენტამდე.
იმისათვის, რომ კომპენსაციის გადახდის პირობით ნასყიდობის
ხელშეკრულების დადებულად ცნობის ან გამოსყიდვის მოთხოვნის უფლების
მქონე პირთა მხრიდან გამოირიცხოს უფლების ბოროტად გამოყენება, წესდება 18თვიანი
ვადა,
რომლის
განმავლობაშიც
მოსარგებლე
ვალდებულია
განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობა. ვადა აითვლება იმ მომენტიდან,
როცა მესაკუთრე წერილობითი ფორმით გამოხატავს
ნებას, კომპენსაციის
გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის
თაობაზე.
ამასთან, ზემოაღნიშნული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა და მისი უშედეგოდ
გასვლა მოსარგებლეს უსპობს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად
ცნობის/გამოსყიდვის მოთხოვნის უფლებას. ამავდროულად, მესაკუთრეს ენიჭება
უფლება, საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 50%-ის ოდენობით
კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ (ამჟამად არსებული 90%-ისა და 75%-ის
ნაცვლად), მოსარგებლეს მოსთხოვოს მფლობელობის შეწყვეტა.
5. იმ მოსარგებლესთან მიმართებაში, რომელიც 30 წელზე ნაკლები ვადით
ფლობს საცხოვრებელ სადგომს და მფლობელობის უფლება მიღებული აქვს
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით,
შენარჩუნებულია მოქმედი კანონით გათვალისწინებული წესი. კერძოდ,
მესაკუთრეს შეუძლია მოსთხოვოს მას მფლობელობის შეწყვეტა, საცხოვრებელი
სადგომის ღირებულების 75%-ის გადახდის პირობით.
ამავე დროს, იმისათვის, რომ მუდმივად არ იმყოფებოდეს სამართლებრივად
განუსაზღვრელ მდგომარეობაში, ამ კატეგორიის მოსარგებლეს ენიჭება უფლება,
თავად მოსთხოვოს მესაკუთრეს კომპენსაციის გადახდა. თუ მესაკუთრე ასეთი
მოთხოვნის მიღებიდან 18 თვის ვადაში არ განახორციელებს თავის უფლებამოვალეობას, მოსარგებლეს წარმოეშობა უფლება, მოსთხოვოს მესაკუთრეს
საცხოვრებელი სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა, მისი ღირებულების
25%-ის გადახდის სანაცვლოდ.
6.
მხარეთა
ინტერესების
სამართლიანი
დაბალანსების
მიზნით,
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების
შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სარჩელების მიმართ წესდება
სპეციალური მოთხოვნები. კერძოდ, ყველა ასეთ სარჩელს თან უნდა ერთვოდეს
საცხოვრებელი სადგომის ღირებულების დამდგენი საექსპერტო დასკვნა. ამასთან,
როცა უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია სანაცვლო კომპენსაციის
გადახდაზე, თანხა წინასწარ უნდა იყოს დეპონირებული, ხოლო სარჩელს ახლდეს
შესაბამისი მტკიცებულება. ამავე დროს, როცა სასამართლოს მიერ განსაზღვრული
კომპენსაციის თანხა აღემატება მხარის მიერ მითითებული და დეპონირებული
კომპენსაციის ოდენობას, მათ შორის სხვაობის ფარგლებში, საცხოვრებელი
სადგომი იტვირთება კანონისმიერი იპოთეკით.
7. პროექტის თანახმად, კანონის რეგულირების სფერო განისაზღვრა 1921
წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე (ნაცვლად 1996 წლის 27
ივნისისა) პერიოდში წარმოშობილი ურთიერთობებით და, შესაბამისად, ვადის
ბოლო თარიღი დაუკავშირდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში
შესვლის და არა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ
უცხოელთა
რეგისტრაციის,
პირადობის
(ბინადრობის)
მოწმობისა
და
საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996
წლის 27 ივნისის კანონის მიღების თარიღს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების
გაწევის საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს გარკვეულ ფინანსურ შედეგებს
მოსარგებლეების მიმართ იმის მიხედვით, თუ პროექტით წარმოდგენილ
მოსარგებლეთა რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი, შესაბამისად,
ფინანსური შედეგები გავრცელდება მესაკუთრეების მიმართაც.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელთა შემოღებას.
გ)
კანონპროექტის
სტანდარტებთან
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი