„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016009) 120-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს
ცენტრალური
საარჩევნო
კომისიის
მიერ
არჩევნების
საბოლოო
შედეგების
შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის არჩევნების დღიდან 20
დღის განმავლობაში, თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, ხოლო თუ მეორე
ტური დაინიშნა, - მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს
პრეზიდენტი. პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისია არჩეულად გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ ორ მესამედს.“.
მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ:
ა.ა) პროექტის მიღების მიზეზი
პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის
პირველი შეკრების მარეგულირებელ ნორმებში პრაქტიკული ხასიათის ხარვეზით, კერძოდ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი ნორმის თანახმად, ახალარჩეული
პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში.
ზემოაღნიშნული
ნორმა
არ
ითვალისწინებს
არჩევნების
მეორე
ტურის
დანიშვნის
შემთხვევას, რომლის შედეგების გათვალისწინების გარეშე, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს
საპარლამენტო
უმრავლესობის,
უმცირესობისა
და
ფრაქციების
ფორმირება,
რაც
შეუძლებელს გახდის მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.
ა.ბ) პროექტის მიზანი
პროექტის
მიზანია
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
საქართველოს
ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრების მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და
დაზუსტება.
ა.გ) პროექტის ძირითადი არსი
პროექტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების
შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის არჩევნების დღიდან 20 დღის
განმავლობაში, თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, ხოლო თუ მეორე ტური დაინიშნა,
- მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში.
ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
პროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
2
ბ.გ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
პროექტის
მიღებით
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები
არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება
პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
პროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან
პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
3
ე) პროექტის ავტორი
პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
ვ) პროექტის ინიციატორი
პროექტის
კომიტეტი.
ინიციატორია
საქართველოს
პარლამენტის
იურიდიულ
საკითხთა
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლის მოქმედი რედაქცია,
რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 120
1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის
გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში. ახალარჩეული პარლამენტის პირველი
სხდომის
დღეს
შეუდგება,
თუ
ნიშნავს
საქართველოს
საქართველოს
პრეზიდენტი.
ცენტრალური
პარლამენტი
საარჩევნო
კომისია
მუშაობას
არჩეულად
გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს.
2. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას
ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობა. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო
კომისიის
მიერ
გაცემული
დროებითი
მოწმობების
საფუძველზე
ახორციელებს პარლამენტის აპარატი. სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები
სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ.
3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის საქართველოს
პრეზიდენტი. სხდომას ესწრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე.
4. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვას აძლევს უხუცეს პარლამენტის წევრს,
რომელიც
პარლამენტის
თავმჯდომარის
არჩევამდე
უძღვება
ახალარჩეული
პარლამენტის პირველ სხდომას.
5. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ
სრულიად
საქართველოს
კათალიკოს-პატრიარქი,
ქვეყნის
სხვა
რელიგიურ
კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საქართველოს საკონსტიტუციო და
უზენაესი
სასამართლოების
თავმჯდომარეები
და
საზოგადოების
სხვა
წარმომადგენლები.
5