„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.05.2016
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/488/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა (2)
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 06.11.2009, მუხ. 191) მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის ოპერატიულსამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ, გამოძიების უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს უფლება აქვთ, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი. 2. სამსახურის მოსამსახურე ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე, 31ე, 32-ე, 33-ე (გარდა 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა), 34-ე (გარდა 34-ე მუხლის მე-11 პუნქტისა) და 35-ე მუხლებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გარკვეულ დებულებათა შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმებთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ერთიანი ტერმინოლოგიის და მიდგომის ჩამოყალიბება სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძულების ღონისძიებების გამოყენების რეგულაციის სფეროში. წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სათანადო დებულებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2009 წელს. კანონის აღნიშნული რედაქცია შეიცავს მითითებებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის N318 კანონის სათანადო მუხლებზე, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N1444 კანონით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო გახდა სათანადო ცვლილებების განხორციელება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რითაც ეს უკანასკნელი შესაბამისობაში მოვა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N1444 კანონთან. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა ისიც, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით ახლებურად დარეგულირდა იძულების ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, რაც წინამდებარე კანონპროექტის შემუშავებისას. ასევე გათვალისწინებულ იქნა ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც: 1. ცვლილებას განიცდის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნულ ნორმაში ტერმინი „ფიზიკური იძულება“ იცვლება „ფიზიკური ძალით“, რაც განპირობებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის რედაქციით, რომელიც „იძულების ღონისძიებას“ განმარტავს, როგორც ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. 2. კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს ტექნიკური ხასიათის ცვლილებას და მითითებას აკეთებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N1444 კანონის შესაბამის მუხლებზე (ნაცვლად „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის N318 კანონის ნორმებისა). ამასთან, გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, უთითებს რა „პოლიციის შესახებ“ შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის N318 კანონის მე-12 მუხლზე („სპეციალური საშუალებების გამოყენება“), ამავე დროს, გამონაკლისის სახით ადგენს, რომ გარკვეული სპეციალური საშუალებების ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობის, დაბრკოლების საშუალების და წყალსატყორცნის და ჯავშანმანქანის) საგამოძიებოს სამსახურს არ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს კანონის მე-9 უნდა მუხლის ჰქონდეს. დამანგრეველი გამოყენების უფლება აღნიშნულის საგამოძიებო მე-2 (ფსიქოლოგიური შესაბამისად, სამსახურის პუნქტის ახალი შესახებ“ რედაქციით ფორმულირებისას, ისევ დარჩა მითითება იმის შესახებ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ გამოიყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ სპეციალურ საშუალებებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება და წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება. გარდა ამისა, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში კვლავ რჩება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით შემოთავაზებული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის რედაქცია კვლავ შეიცავს სათანადო მითითებას და განსაზღვრავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე არ ვრცელდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-11 პუნქტი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად დაფინანსების წყაროსთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 9. სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური უფლებამოსილება 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის ოპერატიულსამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ, გამოძიების უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ფარგლებში, კანონით უფლება აქვთ, მინიჭებული დადგენილი წესით გამოიყენონ უფლებამოსილების ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი. 2. სამსახურის მოსამსახურე ფიზიკურ იძულებას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, მე-11, მე-12 (გარდა მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) და მე-13 (გარდა მე-13 მუხლის მე-10 პუნქტისა) მუხლებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით. 3. სამსახურის მოსამსახურის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 4. სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების დადგენილებით. ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის