„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის
უწყებანი, N19-20, 30/05/1998, გვ.37) მე-5 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი
რედაქციით:
„8. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები,
საქართველოს
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
მიერ
საზღვარგარეთის
სახელმწიფოებიდან შემდეგი დოკუმენტების გამოთხოვისას:
ა) გარდაცვალების მოწმობა;
ბ) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა;
გ) ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო
გადაწყვეტილება;
დ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე
დოკუმენტი;
ე) დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო
დეპარტამენტი
დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან
დოკუმენტის გამოთხოვაში, რისთვისაც „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულია გადასახადი 20 ლარის
ოდენობით. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკონსულო დეპარტამენტს
მოქალაქეები
მიმართავენ
ისეთი
დოკუმენტების
გამოთხოვის
მიზნითაც,
რომლისთვისაც მიზანშეუწონელია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაწესება. კერძოდ,
გარდაცვალების მოწმობის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის,
ადმინისტრაციულ
და
გადაწყვეტილების,
გამოძიების
გამოთხოვისას,
ასევე
სისხლის
სამართლის
მიმდინარეობის
დეპორტაციასთან
საქმეებზე
სასამართლო
თაობაზე
დოკუმენტების
დაკავშირებული
გადაწყვეტილებების
გამოთხოვისას. ხსენებული დოკუმენტების მოპოვება/დაინტერესებულ პირთათვის
მიწოდება
საზღვარგარეთ
საქმიანობის
ერთ-ერთ
საქართველოს
ფორმად
საკონსულო
შეიძლება
თანამდებობის
ჩაითვალოს
პირთა
(წარმოადგენს
რა
სამართლებრივი დაცვის განხორციელების ერთ-ერთ საშუალებას). საქართველოს
მოქალაქეთა დაკავების, დაპატიმრების ან სხვაგვარად თავისუფლების შეზღუდვის
შემთხვევაში, ასევე, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში სასამართლოში
წარმოებულ სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეებთან მიმართებაში საკონსულო
თანამდებობის პირი ვალდებულია თვალყური ადევნოს მათ მიმართ გამოტანილ
გადაწყვეტილებებს. ასევე, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედრის
საქართველოში
გადმოსვენებასთან
დაკავშირებით
იგი
უზრუნველყოფს
დოკუმენტაციის გაფორმებას (გარდაცვალების მოწმობის გამოთხოვას/დამოწმებას
ან/და დარეგისტრირებას) და სხვა საჭირო პროცედურებს. შესაბამისად, ასეთი
კატეგორიის
საქმეებზე
საზღვარგარეთის
სახელმწიფოებისაგან
გამოთხოვილ
დოკუმენტებზე სახელმწიფო ბაჟის არსებობა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, მით
უმეტეს, რომ ასეთი შეღავათის დაწესება გაცილებით მნიშვნელოვანია საქართველოს
მოქალაქეებისათვის, ვიდრე მისი ზეგავლენა საელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე (მისი მცირე ოდენობის გამო).
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ
ფიზიკური
პირები,
საზღვარგარეთის
საქართველოს
საგარეო
სახელმწიფოებიდან
ზემოთ
საქმეთა
სამინისტროს
დასახელებული
მიერ
დოკუმენტების
გამოთხოვისას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
კანონპროექტით
კანონის
მე-5
მუხლს,
რომელითაც
განსაზღვრულია შეღავათები სახელმწიფო ბაჟში, ემატება მე-8 პუნქტი. აღნიშნული
პუნქტის
შესაბამისად,
სახელმწიფო
ბაჟის
ფიზიკური
პირები,
საქართველოს
საგარეო
საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან
გადახდისაგან
საქმეთა
თავისუფლდებიან
სამინისტროს
მიერ
გარდაცვალების მოწმობის, სასამართლო
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის
საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილების, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე
დოკუმენტის, დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოთხოვისას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია წინასწარ მოქალაქეთა რაოდენობის
დადგენა, რომლებიც მომართავენ სამინისტროს ისეთი დოკუმენტების გამოთხოვის
მიზნით,
როგორიცაა
გარდაცვალების
მოწმობა,
სასამართლო
სამედიცინო
ექსპერტიზის დასკვნა, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე
სასამართლო გადაწყვეტილება, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტები,
დეპორტაციასთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილებები,
შეუძლებელია
ზუსტი
მონაცემის განსაზღვრა.
ამასთან,
მიახლოებითი
გაანგარიშება
შესაძლებელია
გასული
წლების
მაგალითზე. კერძოდ, 2013 წელს ზემოაღნიშნული დოკუმენტების გამოთხოვისათვის
მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იქნა 1690 ლარის ოდენობით, 2014
წელს - 2090 ლარის ოდენობით, ხოლო 2015 წელს - 2000 ლარის ოდენობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს იმ პირთა ფინანსურ
შედეგებზე, ვისზეც გავრცელდება ეს კანონი. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტის
შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური
პირები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთის
სახელმწიფოებიდან
გარდაცვალების
მოწმობის,
სასამართლო
სამედიცინო
ექსპერტიზის დასკვნის, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე
სასამართლო გადაწყვეტილების, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტის,
დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოთხოვისას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს ახალ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს და არც არსებულ ოდენობებში ითვალისწინებს ცვლილების შეტანას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 5. შეღავათები სახელმწიფო ბაჟში
1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის
გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა
მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის
სამართლებრივი ურთიერთობიდან;
ბ) მოსარჩელენი – სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე
აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო
ნიმუშების უფლებებიდან;
გ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ;
დ) ფიზიკური და იურიდიული პირები – მათზე იმ დოკუმენტების გაცემისათვის,
რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და ალიმენტის საქმეებთან;
ე) მოსარჩელენი – სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც
მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე
მარჩენალის სიკვდილით;
ვ) ფიზიკური პირები – სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ
საკასაციო საჩივრებზე დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის
ამოღების სისწორის შესახებ;
ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის
ორგანოები რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე
გაცემული დახმარების ან პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური
უზრუნველყოფის ორგანოები – აგრეთვე სარჩელებზე არასწორად მიღებული
დახმარებებისა და პენსიების შესახებ;
თ ) მოსარჩელე დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელ
ზე;
ი) მხარეები – საკასაციო საჩივრებზე განქორწინების საქმეების შეწყვეტის შესახებ;
კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც მოსარჩელეები – სარჩელებზე იმ პირების
ძებნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც თავს
არიდებენ ალიმენტებისა და სხვა მსგავსი თანხების გადახდას;
ლ) საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსოსაკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან
მოპასუხეები, – სარჩელებზე მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა
აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების
დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე;
მ) ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი
დაწესებულებები, სასწავლო – საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა
სარჩელზე;
მ1) სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
მონაცემთა
ერთიან
ბაზაში
რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი
ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
ნ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ისტორიული, მხატვრული და სხვა ფასეულობის
უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ;
ო) მხარეები – სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ,
რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი
სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების
სახით უკანონოდ დაპატიმრების ან დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული
სახდელის უკანონოდ დადების შედეგად;
პ ) იძულებით გადაადგილებული პირები , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტა
ტუსის მქონე პირები –
საჩივრებზე მათი იძულებითგადაადგილებულ პირად , ლტოლვილ ის ან ჰუმანიტა
რული სტატუსის მქონე პირად არცნობის შესახებ ;
ჟ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,
საქართველოსგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო
სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: დაცული
ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოს ეროვნული
სააგენტო, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო
დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო
სააგენტო გარემოს დაცვასა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საქმეებზე;
რ) ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების
შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს;
ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო –
სახელმწიფო ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ
სადავო საკითხებზე;
ს 1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე;
ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე –
სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის
სხვა
დარღვევების
შედეგად
სახელმწიფოსათვის
მიყენებული
ზიანის
ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ
უ ) დაწესებულებები ( ორგანიზაციები ), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლო
დ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე ;
ფ ) არქიტექტორულ სამშენებლო ინსპექციები , როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები , საქართველოს კ
ანონმდებლობით მათკომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე .
ქ ) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი , როგორც მოსარ
ჩლე –
სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებებისდარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონე
ბრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე .
ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი/საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტო – ყველა სარჩელზე;
ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მზღვეველი და არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების,
მზღვეველისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო
კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა
დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე;
შ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური –
„ ფასიანი ქაღალდების ბაზრისშესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ;
ჩ ) მოსარჩელე –
უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ აღძრ
ულ სარჩელებზე .
ც) მოსარჩელე – თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და
რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე.
ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო,
როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
ძ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო, როგორც
მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე კონკურენციის შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
წ ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო , როგორც მოსარჩელე –
ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
ჭ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მისი
ტერიტორიული ორგანოები და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სხვა
ორგანოები – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე
და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით წარმოებულ
მიწის, სამშენებლო და სხვა სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ხ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო −
სარჩელებზე სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის
ან ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობისას ;
ჯ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია, როგორც მოსარჩელე ან
მოპასუხე,
–
საქართველოს
კანონმდებლობით
მისი
კომპეტენციისთვის
მიკუთვნებულ საკითხებზე;
ჰ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა
და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს
გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მიერ
შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხო ქვეყნის
მოქალაქეები, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის
მონაწილეც არის საქართველო.
6. (ამოღებულია).
7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის
მოქმედების
ვადის
გაგრძელებისათვის
დადგენილი
სახელმწიფო
ბაჟის
გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი − საქართველოს მოკლევადიანი
დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების
შემთხვევაში.