„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ეროვნული არქივის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა
და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;“.
2. მე-8 მუხლის:
ა) მე-2-41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული არქივი საარქივო საქმეს მართავს სტრუქტურული ერთეულებისა და
ტერიტორიული ორგანოების - რეგიონული არქივების, ადგილობრივი არქივებისა და
ადგილობრივი წარმომადგენლობების მეშვეობით.
3.
ეროვნულ
არქივს
ხელმძღვანელობს
გენერალური
დირექტორი,
რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის
გენერალური დირექტორის შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს
და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის
მოადგილეების შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
41. ეროვნული არქივის თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან კანონმდებლობით
დადგენილი წესით.“;
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10.
ეროვნულ
არქივს
აქვს
თავისი
ბეჭედი
საქართველოს
სახელმწიფო
გამოსახულებით და კანონმდებლობით ნებადართული საბანკო ანგარიშები.“.
გერბის
3. მე-9 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოებისა და იმ სტრუქტურული ერთეულების
- ცენტრალური არქივების - სამოქმედო ტერიტორიები, რომელთა საქმიანობაც საქართველოს
ტერიტორიის განსაზღვრულ ნაწილზე ვრცელდება, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
2. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანო - რეგიონული არქივი და ადგილობრივი
არქივი მუდმივად ინახავს მის სამოქმედო ტერიტორიაზე შექმნილი ეროვნული საარქივო
ფონდის დოკუმენტებს. ტერიტორიული ორგანო - რეგიონული არქივი, ადგილობრივი არქივი
და ადგილობრივი წარმომადგენლობა შესაბამის ტერიტორიაზე ახორციელებს საარქივო საქმის
მართვას.
3. რეგიონულ არქივს და ადგილობრივ არქივს ხელმძღვანელობს არქივის დირექტორი,
ხოლო ადგილობრივ წარმომადგენლობას - ადგილობრივი წარმომადგენელი, რომელთაც
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.“.
4. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს მუდმივად ინახავენ ეროვნული არქივი და
მისი ტერიტორიული ორგანოები - რეგიონული და ადგილობრივი არქივები, აგრეთვე
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.“;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა
ეროვნულ ცენტრს;“;
გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში (გარდა მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა)
ჩამოთვლილ პირებს ეკრძალებათ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გასხვისება.
7. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესი და პირობები
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.
5. 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირი, რომელიც ინახავს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს, ვალდებულია
მოახდინოს
მისი
სამეცნიერო-ტექნიკური
დამუშავება
და
შეავსოს
დოკუმენტის
ცენტრალიზებული აღრიცხვის ცნობა.
3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესსა და
დოკუმენტის ცენტრალიზებული აღრიცხვის ცნობის ფორმას შეიმუშავებს ეროვნული არქივი და
ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად
შენახვის უფლების მქონე დაწესებულებები ვალდებულნი არიან, დოკუმენტების შესახებ
სააღრიცხვო
მონაცემები
ეროვნულ
არქივს
წარუდგინონ
დადგენილი
ფორმითა
და
პერიოდულობით.“.
6. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
7. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24
დაუშვებელია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის ტექსტში მისი ფორმისა და
შინაარსის, ან მასში გადმოცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით ცვლილების შეტანა,
დოკუმენტის გაყალბება, აგრეთვე დოკუმენტის ფიზიკური დაზიანება.“.
8. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში
უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის
სისტემაში არსებულ იმ ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რომლებიც კონკურსის წესით არ არის
შევსებული, კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის გამოცხადება და ჩატარება.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში
უზრუნველყოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესისა და
პირობების განსაზღვრა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის
მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი
2006 წლის ბოლოს არის მიღებული და მასში არსებული ნორმების ნაწილი მოძველებულია. ამის
გამო დღის წესრიგში დადგა მათი ახალი რედაქციით ჩამოყალიბების აუცილებლობა. გარდა
ამისა, მნიშვნელოვანია „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისობაში
მოყვანა
სათანადო
სფეროში
მოქმედი
სხვა
საკანონმდებლო აქტების ძირითად პრინციპებთან.
უკანასკნელ
წლებში სსიპ
„საქართველოს ეროვნული
არქივის“
მიერ,
იუსტიციის
სამინისტროსთან ერთად, დაიგეგმა და ხორციელდება ტერიტორიული ორგანოების ადგილობრივი არქივების - ცენტრალიზაცია. ცენტრალიზაციის პროცესი 2010 წლიდან დაიწყო,
რის შედეგადაც შეიქმნა 11 რეგიონული არქივი. ზოგიერთი რეგიონული არქივისათვის
ფიზიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2013-2014 წლებში განხორციელდა (კახეთი,
სამეგრელო, ქვემო ქართლი), ზოგ შემთხვევაში კი ამჟამად მიმდინარეობს (იმერეთი). ამ ეტაპზე
ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების სისტემა ასე გამოიყურება: 11 რეგიონული
არქივი და 8 ადგილობრივი არქივი. რეგიონულ და ადგილობრივ არქივებს ხელმძღვანელობენ
დირექტორები.
ცენტრალიზაციის პროცესი ითვალისწინებს, პრაქტიკულად, ყველა მუნიციპალიტეტში
მდებარე ადგილობრივი არქივების რეგიონული არქივების სახით კონსოლიდაციას, რაც იძლევა
მათი
თანამედროვე
ცენტრალიზაცია,
სტანდარტების
პრაქტიკულად,
შესაბამისად
გულისხმობს
ფუნქციონირების
მხოლოდ
შესაძლებლობას.
მატერიალური
ფონდების
გაერთიანებას, ხოლო იმისათვის, რათა ეროვნულმა არქივმა უზრუნველყოს მომსახურებაზე
ხელმისაწვდომობა, მიზანშეწონილია ადგილობრივი წარმომადგენლობების ფუნქციონირება იმ
ადმინისტრაციული
ერთეულების
ფარგლებში,
სადაც
ასეთი
მომსახურება
მანამდეც
ხელმისაწვდომი იყო. აქედან გამომდინარე, საჭიროა კანონში აისახოს ტერიტორიული ორგანოს ადგილობრივი
წარმომადგენლობის
-
ცნება.
გარდა
ამისა,
გამართლებულია,
რომ
განსხვავებულად განისაზღვროს მხოლოდ სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად შესაბამის
ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების
სტატუსი.
ყოველივე
ზემოაღნიშნულის
შედეგად,
ეროვნული
არქივის
ორგანოების სისტემა და სტრუქტურა ახლებურად უნდა ჩამოყალიბდეს.
ტერიტორიული
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია 2010-2015 წწ. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების ადგილობრივი
არქივების
ცენტრალიზაციის
შედეგად,
ტერიტორიული
ორგანოების
-
რეგიონული არქივების, ადგილობრივი არქივებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობების
სტატუსის ასახვა „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს
კანონში. ცვლილებების მიზანია აგრეთვე „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ ნორმებთან, რომლებიც 2017 წლის 1 იანვრიდან ახლებურად
მოაწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამდებობის პირებისა და სხვა
თანამშრომლების სტატუსსა და შერჩევის წესთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა,
ცვლილებების განხორციელების შედეგად მოხდება კანონის ცალკეული ნორმების დახვეწა და
მათში შინაარსობრივი და რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტი შემდეგი ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს:
- კანონპროექტის მე-7 მუხლში კეთდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირების
შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ზოგადი მითითება იმის შესახებ, რომ
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრო,
როგორც
სახელმწიფო
კონტროლის
განმახორციელებელი ორგანო, უზრუნველყოფს ეროვნული არქივის საქმიანობის კანონიერების,
მიზანშეწონილობის,
ეფექტიანობისა
და
საფინანსო-ეკონომიკური
საქმიანობის
ზედამხედველობას;
- კანონში კეთდება მითითება იმის შესახებ, რომ ეროვნული არქივი საარქივო საქმეს
მართავს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების - რეგიონული
არქივების, ადგილობრივი არქივებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობების მეშვეობით.
ამასთან, ტერიტორიული ორგანოებიდან მხოლოდ რეგიონულ და ადგილობრივ არქივებს
ექნებათ შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე შექმნილი ეროვნული საარქივო ფონდის
დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლება. რაც შეეხება ტერიტორიულ ორგანოს ადგილობრივ წარმომადგენლობას - ეს უკანასკნელი, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებთან
ერთად, საარქივო საქმის მართვას განახორციელებს;
- კანონპროექტის თანახმად, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებს ხელმძღვანელობს
არქივის
დირექტორი,
ხოლო
ადგილობრივ
წარმომადგენლობას
-
ადგილობრივი
წარმომადგენელი. აღნიშნული თანამდებობის პირები, ისევე, როგორც სსიპ „საქართველოს
ეროვნული
არქივის“
სხვა
თანამშრომლები,
თანამდებობაზე
დაინიშნებიან
კონკურსის
საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად;
- კანონპროექტით კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტში ზუსტდება, რომ თავად ეროვნული
არქივსა და მის ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების
შესაბამის
ორგანოებსაც
ეკრძალებათ
ეროვნული
საარქივო
ფონდის
დოკუმენტის გასხვისება. აქვე მიეთითება, რომ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის
პირის გასხვისების წესი და პირობები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ამასთან, პროექტი ითვალისწინებს კანონიდან 27-ე მუხლის ამოღებას, ვინაიდან ეროვნული
საარქივო ფონდისათვის მიკუთვნებული დოკუმენტის გასხვისების უფლებამოსილებაზე ამავე
კანონის მე-14 მუხლშია საუბარი;
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, 2015 წლიდან საჯარო სამართლის
იურიდიული პირები ანგარიშსწორებას ახდენენ და გაწეული მომსახურებიდან შემოსავალს
იღებენ ერთიან სახაზინო ანგარიშზე. ამასთან, სათანადო სარგებლის მიღების მიზნით, მათ
კანონმდებლობით
განსაზღვრული
აქვთ
კომერციულ
ბანკში
ანგარიშის
გახსნის
უფლებამოსილება. ამავე კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, კანონის მე-8 მუხლის
მე-10 პუნქტში ეროვნული არქივის „საბანკო ანგარიშზე“ მითითება იცვლება „კანონმდებლობით
ნებადართულ საბანკო ანგარიშებზე“ მითითებით;
- კანონის
მოქმედი რედაქციით ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების
სამოქმედო ტერიტორიებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. კანონპროექტის
თანახმად,
მინისტრის
ბრძანებით
ასევე
უნდა
განისაზღვროს
ეროვნული
არქივის
იმ
სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორია, რომელთა საქმიანობაც საქართველოს
ტერიტორიის მხოლოდ განსაზღვრულ ნაწილზე ვრცელდება,
- კანონპროექტით ზუსტდება შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის ცალკეულ
მონაწილეთა უფლებები და ვალდებულებები. ამ მიზნით ცვლილება შედის კანონის 21-ე მუხლის
მეორე პუნქტში და მისი მეშვეობით დადგინდება ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის
შემნახველი
პირის
ვალდებულება,
მოახდინოს
დოკუმენტის
სამეცნიერო-ტექნიკური
დამუშავება, რაც გულისხმობს დოკუმენტების საარქივო წესრიგში მოყვანას, მათი სამეცნიერო და
პრაქტიკული მნიშვნელობის განსაზღვრას, აგრეთვე მათი შენახვის ვადების დადგენას.
- კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ცვლილებით ზუსტდება, რომ პირის პერსონალური
მონაცემები გაიცემა ამავე კანონისა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, ნაცვლად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა;
- კანონის 24-ე მუხლში შესატანი ცვლილებით კანონში იმპერატიულად მიეთითება, რომ
დაუშვებელია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის ტექსტში მისი ფორმისა და შინაარსის,
ან მასში გადმოცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით ცვლილების შეტანა, დოკუმენტის
გაყალბება, აგრეთვე დოკუმენტის ფიზიკური დაზიანება;
-
კანონპროექტით
სწორდება
კანონში
არსებული
რამდენიმე
შინაარსობრივი
და
რედაქციული ხასიათის უზუსტობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 7
სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) ეროვნული არქივისა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ უფლებამოსილებათა
განხორციელების მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;
ბ) ეროვნული არქივის სისტემისა და საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული
აქტების შემუშავებას და გამოცემას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების
განხორციელებას.
მუხლი 8
1. ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულებია ცენტრალური აპარატი და
ცენტრალური არქივები.
2. ეროვნული არქივი საარქივო საქმეს მართავს თავისი ტერიტორიული ორგანოების –
რეგიონული ან ადგილობრივი არქივების მეშვეობით.
3.
ეროვნულ
არქივს
ხელმძღვანელობს
გენერალური
დირექტორი,
რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს
და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
41. ეროვნული არქივის თანამშრომლები, გარდა ეროვნული არქივის გენერალური
დირექტორისა, თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის საფუძველზე, რომლის ჩატარების წესი
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. ეროვნული არქივის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
6. ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს დებულებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში
უფლება
აქვს,
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
განახორციელოს თავისი უფლებამოსილებების დელეგირება.
7. ეროვნული არქივის საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას სამინისტროსთან
შეთანხმებით ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.
8.
ეროვნული
არქივის
მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფა
ხორციელდება
სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა
შემოსავლებით.
9.
ეროვნულ
არქივს
შეუძლია
განახორციელოს
თავისი
ფუნქციების
შესაბამისი
ეკონომიკური საქმიანობა, ხოლო მიღებული შემოსავლები განკარგოს მატერიალურ-ტექნიკური
ბაზის გაფართოების, დოკუმენტების შენახვისა და დაცვის გაუმჯობესების, დასაქმებულთა
დამატებითი
ანაზღაურებისა
და
ამ
კანონითა
და
ეროვნული
არქივის
დებულებით
გათვალისწინებული სხვა მიზნებისათვის.
10.
ეროვნულ
არქივს აქვს
თავისი
ბეჭედი
საქართველოს
სახელმწიფო
გერბის
გამოსახულებით და საბანკო ანგარიში.
მუხლი 9
1. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოებია რეგიონული და ადგილობრივი
არქივები. რეგიონული და ადგილობრივი არქივების სამოქმედო ტერიტორიები განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.
2.
ტერიტორიული
ორგანო
მუდმივად
ინახავს
ეროვნული
საარქივო
ფონდის
ადგილობრივი წარმოშობისა და მნიშვნელობის დოკუმენტებს და შესაბამის ტერიტორიაზე
ახორციელებს საარქივო საქმის მართვას.
3. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.
4. ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური
დირექტორი.
5. ტერიტორიული ორგანოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება
სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა
შემოსავლებით.
6. ტერიტორიულ ორგანოს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის
გამოსახულებით.
7. ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას,
მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას ზედამხედველობს ეროვნული არქივი.
მუხლი 14
1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს მუდმივად ინახავენ ეროვნული არქივი და
მისი
ტერიტორიული
ორგანოები,
აგრეთვე
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.
2. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას;
ბ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივს;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალ
საჯარო
სამართლის
იურიდიულ
პირს
–კორნელი
კეკელიძის
ხელნაწერთა
ინსტიტუტს;
დ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და სხვა
მუზეუმებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გიორგი ჩუბინაშვილის
სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით
ცენტრს;
ე) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს − გეოლოგიური
ფონდისა და ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის
დოკუმენტებისა;
ე1) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;
ე2) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს;
ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტების და
მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს − ეროვნული საინფორმაციო ფონდის დოკუმენტებისა;
ზ)
კერძო
არქივებს,
გარდა
სახელმწიფო
ხელისუფლებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტებისა;
თ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს – ნავთობისა და გაზის
სფეროში პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური და გეოქიმიური ინფორმაციისა, ამ
ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ მონაცემებისა, საწარმოო მონაცემებისა და მათთან
დაკავშირებული დოკუმენტებისა.
21. კერძო არქივების მიერ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვასა და
დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ეროვნული არქივი. კერძო არქივების ფუნქციონირების წესი
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირი უარს განაცხადებს ეროვნული საარქივო
ფონდის დოკუმენტის მუდმივად შენახვაზე, იგი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტი
გადასცეს ეროვნულ არქივს. დოკუმენტის გადაცემის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
4. საზოგადოებრივ ორგანიზაციას, პოლიტიკურ გაერთიანებას, იურიდიულ პირს,
განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ასევე ფიზიკურ პირს უფლება აქვს შეინახოს ეროვნული
საარქივო ფონდისათვის მიკუთვნებული თავისი დოკუმენტი, თუ იგი უზრუნველყოფს მის
დაცვას.
5. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობებს
განსაზღვრავს ეროვნული არქივი და ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ პირებს ეკრძალებათ
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გასხვისება.
7. დასაშვებია მხოლოდ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისება.
აღნიშნული გასხვისების პირობებს განსაზღვრავს ეროვნული არქივი.
მუხლი 21
1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა,
აღირიცხება ცენტრალიზებულად. დოკუმენტები აღირიცხება ფონდებად (კოლექციებად) და
შესანახ ერთეულებად. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებულ
აღრიცხვას ახორციელებს ეროვნული არქივი.
2. პირი, რომელიც ინახავს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს, ვალდებულია
დაამუშაოს იგი და შეავსოს ცნობა მისი ცენტრალიზებული აღრიცხვის მიზნით.
3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესსა და
აღრიცხვის ცნობის ფორმას შეიმუშავებს ეროვნული არქივი და ბრძანებით ამტკიცებს
მინისტრი. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლების მქონე
დაწესებულებები ვალდებული არიან, დოკუმენტების შესახებ მონაცემები ეროვნულ არქივს
წარუდგინონ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით.
მუხლი 22
1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია, გარდა ამ
მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა. დაინტერესებულ პირს შეუძლია საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით
მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, გააკეთოს
დოკუმენტიდან ამონაწერი და ისარგებლოს ეროვნული არქივის საინფორმაციო მომსახურებით.
სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტთან დაშვების წესს შეიმუშავებს ეროვნული არქივი და
ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილ
დოკუმენტთან დაშვების წესს – შესაბამისი პირი. დოკუმენტთან დაშვებულ დაინტერესებულ
პირს უნდა მიეცეს დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა.
2. ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის
ოდენობა, გადახდის წესი და პირობები, მომსახურების სახეობები და ვადები განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. დასაშვებია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირით დროებით სარგებლობა
საგამოფენო ან სხვა მიზნებით. დოკუმენტის დედანი საგამოფენო მიზნით გამოიყენება
მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით.
4. შეზღუდულია ეროვნული საარქივო ფონდის შემდეგ დოკუმენტებთან დაშვება:
ა) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან
საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით;
–
„სახელმწიფო
ბ) მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან, გარდა მოქალაქეთა
საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა, აგრეთვე სხვა პირთა დაშვება სისხლის
სამართლის პროცესის მასალებთან – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ეროვნულ
არქივსა და იმ პირებს შორის შეთანხმებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო
მცირე ვადა არ არის დადგენილი.
5. პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 24
ეროვნული
საარქივო
ფონდის
დოკუმენტით
სარგებლობისას
პასუხისმგებლობა
დოკუმენტის შინაარსის დამახინჯებისა და გაყალბებისათვის განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით.
მუხლი 27
პირს (გარდა ამ კანონის მე -14 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სუბიექტებისა) უფლება
აქვს განკარგოს (გაყიდოს, გააჩუქოს ან სხვა ფორმით გაასხვისოს) ეროვნული საარქივო
ფონდისათვის მიკუთვნებული თავისი დოკუმენტი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.