„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
ნომერი
#07-3/582/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 65 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-06
ბიუროს ნომერი 411

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, სისხლის (№41(48), სამართლის 13/08/1999, კოდექსში (საქართველოს სარეგისტრაციო კოდი: 080.000.000.05.001.000.648) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 364-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლა“ ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით პროკურორის ან გამომძიებლის, ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“. 2. 365-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან, გამოძიებასთან ან დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით“ ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იგივე ქმედება, ჩადენილი პროკურორის, გამომძიებლის, ადვოკატის, ექსპერტის, აღმასრულებლის, სამართალწარმოების სხვა მონაწილის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, გამოძიებასთან, დაცვის განხორციელებასთან, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან ანდა განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; - სსკ-ის 364-ე მუხლის ცვლილება: შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ გაძლიერებას, ადვოკატის პროფესიული დაცვის გარანტიების შექმნას, პროფესიული საქმიანობის შეჯიბრებითობის პრინციპის განმტკიცებას. მას შემდეგ, რაც 2012 წლის შემდეგ ამოქმედებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებებით მხარეს დაცვის დაეკისრა მტკიცებულებების მოპოვების ისეთივე ვალდებულება, როგორიც ბრალდების მხარეს, ლოგიკურია, რომ ადვოკატმა მიიღოს სისხლისსამართლებრივი დაცვის ისეთივე გარანტიები, როგორიც გააჩნია პროკურორს და გამომძიებელს. საფრთხეების დაცვის წინაშე, განხორციელების ვიდრე პროცესში გამომძიებელი ან ადვოკატი პროკურორი. დგება არანაკლები შესაბამისად, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით მის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა ისევე უნდა იყოს დასჯადი, როგორც გამომძიებლის და პროკურორის საქმიანობაში უკანონო ჩარევა. გაერო-ს ძირითად პრინციპებში, ადვოკატის როლის შესახებ აღნიშნულია, რომ: ,,16 სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა ა) შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე; ბ) თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო არ განიცადონ გაკიცხვა, ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სანქციების მუქარით; როდესაც ადვოკატთა უსაფრთხოებას, მათ მიერ პროფესიული 17. საქმიანობის განხორციელების გამო საფრთხე ემუქრება, ისინი სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული ხელისუფლების მიერ. 18. ადვოკატები თავიანთი ფუნქციების შესრულები გამო არ უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული მათ კლიენტებთან ან მათი კლიენტების ქმედებასთან" - სსკ-ის 365-ე მუხლის ცვლილება: არსებული რედაქცია ითვალისწინებს ადვოკატის ინტერესების დაცვას სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარის შემთხვევაში. თუმცა მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ეს მუქარა დაკავშირებული უნდა იყოს გამოძიებასთან, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან ან/და განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან. იმისათვის, რომ ადვოკატის უფლებები ამ შემთხვევაშიც დაცული იყოს იმავე დონით, როგორც გამომძიებლისა და პროკურორის, დასჯადი უნდა გახდეს ადვოკატის მიმართ მუქარა დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით. ვინაიდან მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იყენებს ტერმინს „ადვოკატი“, ამ მუხლშიც „დამცველი“ უნდა შეიცვალოს „ადვოკატით“. არის მოსაზრება, რომ ადვოკატის დაცვის გარანტიები გათანაბრდეს ჟურნალისტის დაცვის გარანტიებთან, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 154-ე მუხლით. თუმცა ეს მოსაზრება დაუსაბუთებელია, ვინაიდან 154-ე მუხლი იცავს არა ჟურნალისტს, როგორც პროფესიის წარმომადგენელს, არამედ ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას. შესაბამისად, ეს მუხლი მოთავსებულია სისხლის სამართლის კოდექსის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ადვოკატის დაცვის გარანტიების გათვალისწინება მოხდეს სსკ-ის 364-ე და 365-ე მუხლებით, რომლებიც მოთავსებულია სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში. ასეთ შემთხვევაში დაცვის ობიექტია არა ადვოკატი, როგორც პროფესიის წარმომადგენელი, არამედ დაცვის კანონის ფარგლებში განხორციელების შესაძლებლობა. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა სრულად შეესაბამება როგორც შეჯიბრებითობის პრინციპს, ასევე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის კონსტრუქციას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; კანონპროექტის მიღების მიზანია, ბრალდებულის დაცვის უფლების გაძლიერება, ასევე ის, რომ სისხლის სამართლის პარალელურად, მოხერხდეს დაცვის საქმეებზე გამოძიების განხორციელებასთან ხარისხის დაკავშირებით დახვეწის ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევის აღმოფხვრა, რა დროსასც დაცულ უნდა იქნეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გათვალისწინებული გამოძიების ეფექტური წარმოების საჯარო ინტერესები. ა.გ) კანონპროექტის არსი; კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის სისხლის შესაბამისი ჩანაწერები ჩნდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისი 364-ე და 365-ე მუხლებში, რაც უზრუნველყოფს ადვოკატის სისხლისსამართლებრივი დაცვის ისეთივე გარანტიებს, როგორიც გააჩნია პროკურორს და გამომძიებელს. შესაბამისად, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა იქნება ისევე დასჯადი, როგორც გამომძიებლის და პროკურორის საქმიანობაში უკანონო ჩარევა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - ზაზა ხატიაშვილი; საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია; საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე - ზვიად კორძაძე. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 364. სამართალწარმოების განხორციელებისთვის ან გამოძიებისთვის ხელის შეშლა 1. საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით პროკურორის ან გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 21. სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონოდ ჩარევა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს) 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან 21 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს) შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. მუხლი 365. მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან ან გამოძიებასთან დაკავშირებით 1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი პროკურორის, გამომძიებლის, დამცველის, ექსპერტის, აღმასრულებლის, სამართალწარმოების სხვა მონაწილის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, გამოძიებასთან, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან ანდა განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 5. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.