„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.06.2016
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები"
ნომერი
#07-3/584/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-06
ბიუროს ნომერი 411

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი: „8. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საკვებდანამატების გამოყენების წესებისა და ნორმების მარეგულირებელი საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების ევროკავშირის რეგულაციასთან (EU)No 1333/2008 შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საკვებდანამატების გამოყენების წესები და ნორმები ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 რეგულირდება საქართველოს აგვისტოს N 311/ნ ბრძანებით „საკვებდანამატების გამოყენების სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №85 დადგენილებით მიჩნეულ იქნა ტექნიკურ რეგლამენტს მიკუთნებულ წესებად. საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სხვა დაინტერესებული შესაბამის უწყებებთან ერთობლივად უნდა განეხორციელებინა დადგენილების პირველ მუხლში მოცემული აქტების ძირეული რევიზია/გადახედვა და შესაბამისი პროექტების წარდგენა არაუგვიანეს 2014 წლის 1 ივლისისა. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ აქტში დღემდე არანაერი ცვლილება არ განხორციელებულა. ამრიგად, 2001 წელს შემოღებული რეგულაცია ვერ პასუხოს სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის დღევანდელ მოთხოვნებს. უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობით მავნედ არის აღიარებული და აკრძალულია მხოლოდ 5 საკვებდანამატი. ესენია: E121 - ციტრუსის წითელი(საღებავი), E123 - ამარანტი(საღებავი), E240 - ფორმალდეჰიდი (კენსერვანტი), E924a - კალიუმის ბრომატი და E924b - კალიუმის ბრომატი(ფქვილისა და პურის გამაუმჯობესებლები). ამ ჩამონათვალში არ ხდვედა, და შესაბამისად, საქართველოში ნებადართულად ითვლება ევროკავშირისა ალიმენტარიუსით“ და ადამიანის საკვებდანამატები. მათ შორისაა: სურსათის საერთაშორისო ჯანმრთელობისათვის სტანდარტებით საზიანოდ - „კოდექს მიჩნეული 96  E128 - წითელი 2G - სინთეტიკური საღებავი. გამოიყენება ძეხვეულისა და სხვა ხორცპროდუქტების წარმოებაში. მეტაბოლიზმის პროცესში ეს პრეპარატი გარდაიქმნება დისულფოჟავად და ანილინად, ეს უკანასკნელი კი იწვევს ციანოზს, თავბრუს ხვევას, თავის ტკივილს, ანემიას და სხვ. გარდა ამისა, ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია როგორც გენოტოქსიკური და კანცეროგენული ეფექტის მქონე ნივთიერება, რომელსაც შეუძლია დააზიანოს უჯრედები და გამოიწვიოს სიმსივნური დაავადებები.  E103 - ალკანინი - მოწითალო დაავადებულებზე; ალკანინი არსებობს აკრძალულია საღებავი. ბავშვებში ევროკავშირში უარყოფითად მოქმედებს ასთმით ჰიპერაქტიუობის გამოწვევის 1984 როგორც წლიდან, რისკი. სიმსივნის წარმომქმნელი.  E201 ნატრიუმის სორბატი, კონსერვანტი, რომელიც ზრდის მზა პროდუქტის შენახვის ხანგრძლივობას. გამოიყენება მდნარი ყველის, სხვადასხვა სახის სუპებისა და საკონდიტრო ნაწარმში, საღეჭი რეზინებისა და ჩირების წარმოებაში. ნატრიუმის სორბატი ერთადერთი სორბატია რომელიც აკრძალულია ევროკავშირში როგორც საკვებდანამატი,თუმცა მისი კოსმეტიკაში გამოყენება ნებადართულია. ამ დანამატის გამოყენება იწვევს მძიმე ალერგიულ რეაქციებს, ასევე შესაძლებელია ჰქონდეს კანცეროგენული და გენოტოქსიკური ეფექტი. აღნიშნული საკვებდანამატის პროპილის ეთერი E217 გამოყენება იწვევს ავთვისებიან სიმსივნეს.  E216 პარა-ჰიდროქსიბენზოინის მჟავას და - პარა- ჰიდროქსინბენზოინის მჟავას პროპილის ეთერის ნატრიუმის მარილი, კონსერვანტები. ძირითადად გამოიყენება საკონდიტრო და საკონსერვო ნაწარმში, ტკბილეულისა და ხორც-პროდუქტების დასამზადებლად. აღნიშნული საკვებდანამატის გამოყენება მოიცავს ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკს, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას და ალერგიებს. ასევე, ხელს უწყობს ბავშვებში ჰიპერაქტიურობას.  E225 -კალიუმის სულფიტი-კონსერვანტი, ანტიოქსიდანტი. ძირითადად გამოიყენება ლუდის, ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში. კალიუმის სულფიტი უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე, არის აგრეთვე სიმსივნისა და მუტაციების წამომქმნელი, ორგანიზმში შლის B1 და B12 ვიტამინებს, იწვევს მწვავე ალერგიულ რეაქციებს და შესაბამისად, ასთმის დაავადებულებს ეკრძალებათ მათი მიღება.  E236 - ჭიანჭველმჟავა - კონსერვანტი, რომელიც მიეკუთვნება ცხიმოვან მჟავებს და მათ შორის გამოირჩევა ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედებით. იგი არ ცვლის საკვები პროდუქტის ორგანოლეპტიკურ თვისებებს, თუმცა ეს მჟავა კვების მრეწველობაში შეზღუდულად გამოიყენება, ვინაიდან იწვევს პექტინების დალექვას. ეს კონსერვანტი კონცენტრირებული სახით ძალიან საშიში ქიმიური ნივთიერებაა. ჭიანჭველმჟავას 10%-იანი ხსნარიც კი საშიშად მიიჩნევა. დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის ნერვის დაზიანება და შესაბამისად სიბრმავე. დანამტს აქვს უკუჩვენება ალერგიით დაავადებულთათვის. ძირითადად გამოიყენება მისი ნატრიუმის, კალციუმისა და კალიუმის მარილები, როგორც მარილის შემცვლელები დიეტურ კვებაში (როგორც გემოვანი ნივთიერება და არა როგორც საკვებდანამატი). თუმცა, როგორც საკვები დანამატი, იგი ძირითადად გამოიყენება ცხოველების საკვების წარმოებაში.  E478 - გლიცერინისა პროპილენგლიკოლის ლაქტირილებული ცხიმოვანი მჟავების ეთერები, სტაბილიზატორი და ემულგატორი. გამოიყენება ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებ პროდუქტებში კონსისტენციის გასაუმჯობესებლად, ასევე სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმში. ევროკავშირში ეს დანამატი აკრძალულია 1986 წლიდან, როგორც ადამინის ჯანმრთელობისთვის საშიში, იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, საფრთხეს უქმნის ღვიძლისა და თირკმელის ფუნქციონირებას.  E462 ეთილცელულოზა, Ethyl cellulose. ეთილცელულოზა არის შემავსებელი, შემკვრელი აგენტი ცელულოზები. ცელულოზის ეთერები - მეთილცელულოზა და ეთილცელულოზა (შესაბამისად ცელულოზის მეთილისა და ეთილის ეთერები) გამოიყენება კვების მრეწველობაში ნაყინის, საკონდიტრო ნაწარმისა და საწებლების დასამზადებლად.  და სხვა. გარდა ამისა, „ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების“ 55-ე მუხლისა და მე-4 დანართის მე-4 ნაწილის თანახმად საქართველომ უნდა განახორციელოს საკუთარი კანონმდებლობის დაკავშირებულ ევროკავშირის დაახლოება კანონმდებლობასთან. საკვების ამავე მუხლის დანამატებთან შესაბამისად შემუშავებულია სამართლებრივი აქტების სია. აღნიშნული სია მოიცავს ევროკავშირის (EU)No 1333/2008 რეგულაციასაც, რომელიც განსაზღვრავს ნებადართული საკვებდანამატების ნუსხას. ყოველივე ზემოხსენებულის ნაბადართული საკვებდანამატების კვლევების საფუზველზე გათვალისწინებით, ჩამონათვალი საერთაშორისოდ ვინაიდან საკმაოდ უვნებლად საქართველოში განსხვავდება აღიარებულ მეცნიერული საკვებდანამტების ჩამონათვალისგან, მნიშვნელოვანია აღნიშნული რეგულაციის დროულად დაწესება და საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი დავალების განსაზღვრა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების ევროკავშირში დაცვის მიზნით ნებადართულ საქართველოში საკვებდანამატებთან ნებადართული საკვებდანამატების შესაბამისობაში მოყვანა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო სურსათის გამოყენების შეზღუდვა. გარდა ამისა, აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სურსათის წარმოებას და მოხმარებას, რაც თავისთავად დადებით ზემოქმედებას იქონიებს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით კოდექსის გარდამავალ დებულებების 75-ე მუხლს ემატება მე-8 ნაწილი, რის თანახმადაც საქართველოს მთავრობას ევალება 2016 წლის 1 სექტემბრამდე საკვებდანამატების გამოყენების წესებისა და ნორმების მარეგულირებელი საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების ევროკავშირის რეგულაციასთან (EU)No 1333/2008 შესაბამისობაში მოყვანა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის გამოყოფას. მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტით დაწესებულ ვადაში საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი რეგულაციის მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ პირებზე ვისზეც გავრცელდება რეგულაცია. აღნიშნული გავლენის კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, ფინანსური შეფასება წინასწარ შეუძლებელია. ბ.ვ) მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი. ან სხვა სახის კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს მიერ დადებული ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის ორმხრივი და მიღება არ ეწინააღმდეგება მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 75. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს მთავრობამ ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა. (17.04.2014. N2285 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ. (17.04.2014. N2285 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 3. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს მთავრობამ მიიღოს: (21.12.2012. N144) ა) „ბიოწარმოების შესახებ“ დადგენილება; ბ) ამოღებულ იქნეს (17.04.2014. N2285 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 4. ინსპექტირების დროს მიკვლევადობის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის ამ კოდექსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი გასცემს მხოლოდ რეკომენდაციებს მისი გამოსწორებისათვის. აღნიშნული შეუსაბამობის აღმოჩენა არ იწვევს ამ კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე. (17.04.2014. N2285 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 5. ამ კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა არ გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე, გარდა იმ პირისა, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას. (17.04.2014. N2285 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 6. იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც ექვემდებარება აღიარებას, არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე. (17.04.2014. N2285 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 7. ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა არ გამოიწვევს ამ კოდექსის 741 მუხლის თანახმად დაჯარიმებას 2014 წლის 1 აგვისტომდე.(17.04.2014. N2285 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)