„2004-2012 წლებში არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შესახებ" სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი ანგარიში.

ანგარიში მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.06.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#6303/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📜 ტექსტი

წერილი
瀬 δ9N0500δ 60b■ 8RObblDδ Rふ 080bδ Rb bδ 00JSRδ Jm │ 06003あ 5000b 3m0000oo b)」 ヽ Cn33Crnb 〕昴 Omつ 60n 一 K=63θ 多 θん θ θ/6 ̀̀′ tr:jr6o63q'rnb 3r6q,s0g6$ob bq36crtr ,:bq,o: brjr6or3Sq'r'rb Jr6q'M36$olr blo6Sr6ojcr6oo qg33r6$;036$ob S96rnbt-t jrq'or6r'r6 3o196 b3or6mdgb 30 sqrr0ol6otr 3gq,0bror qrs63obs qr l-rr0rnjrq,.rjo o6$366r3oob 3o0o$co0':-2016 $q',olr 3<n0o$9$ot'>6 l6l'rgbgq,o "2004-2012 $q'3bBo 0rolrob b\rrnOrb3 6is'iJ"q" br0S8srn Xb3tsob t6uqrr0orbgt6o 0oagocraib, q9" $tfua"tr grj$3bob 83t-rrbgb" B38rar0Sbgq'o 16516o0o' q.or336rb q9'> brjl6orgqr<nb Jr6q'$36$ob qrq'o636cq'3botr $.>60o5oqr6g6or 3r'r0o$3rJob '{{Xaa; -fragbotr' Jfrr.r3jgtr ,2004-2012 b.>0.:6oq,g66o3., agg.)bga.,bi J66366oob ts3b.rbgb". " 6orbo3cn, lr.>jr6or39q'rnt'r r6uqr$os636o 0rnJg6oboli grj$3botr qr'>5ts3gbq'r'rbobr qgr tJ63E'o qgl arot' 6;665rn63bob Ju6q'$366oU 646q'r436$ob 48-3 Ogbq,ob tsSltbs6oltqr' $rr60r'rq6g6oq,o lrt3.ortro 6s6lrlbcq'33qrcg \,36rdagqro bbqgo0ob qqob $3tr6o68o' ts3o$r5oor Jr6q'1836$ob gubq'cr0bo Jrgc6ob6g0oor' ap b3b3q'or 3o0o$3$ob orr30aqrr0r63 4600,J.」 o060も 0,0。 あ OoOob 660` 椰 26し oJòg・ 80RObさ ゛ ̀R° 00R0906● (99532)2281679,OR 80LO・ 00600b boし 。しRo COntact@parliament ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
(პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სამართლებრივი შეფასებისა და მათი განმეორების დაუშვებლობისა და სრული პრევენციის შესახებ საქართველოს პარლამენტი აღიარებს და მხედველობაში იღებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის (2014 წლის 19 აგვისტოს საქართველოს მე-4 პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით) დასკვნით შეფასებებსა და რეკომენდაციებს: -,,სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს წარსულში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდა 2012 წლის არჩევნებამდე, ისე, რომ თავიდან აიცილოს პოლიტიკური ანგარიშსწორება. -,,სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, უფლებამოსილების ფარგლებში, იმისთვის, რომ დარღვევის მსხვერპლები იყვნენ უზრუნველყოფილი ეფექტური დაცვის საშუალებებით კონვენციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;’’ - ,,განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა დამნაშავეების მიმართ და მსჯავრდებულ პირებს განესაზღვროთ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი სასჯელი;’’ -,,უზრუნველყოფილ იქნას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. ამ საქმეეებისთვის კვალიფიკაციის მინიჭება არ უნდა მოხდეს იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც უფრო მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.’’ საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნითი შეფასებებისა და რეკომენდაციების, ასევე გაეროს სპეციალური მომხსენებლების რეკომენდაციების შესრულების, ათასობით მოქალაქის მიერ საქართველოს პარლამენტში შემოსულ საჩივრებზე სამართლიანი რეაგირების მიზნით, მიზანშეწონილი იყო    წარსულში ჩადენილი დანაშაულობების შესწავლა, ანალიზი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება პრევეციული რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფოს მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის განმეორების დაუშვებლობისა და სრული პრევენციის მიზნით 1 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი „არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შესწავლის შესახებ’’ (შემდგომ-სამუშაო ჯგუფი). სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი იყო წარსულში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გავრცელებული ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებზე რეაგირების, დარღვეული ადამიანის უფლებების აღდგენისა და მომავალში ეფექტური პრევენციული ზომების გატარების ერთიანი სახელმწიფო ხედვის განსაზღვრა და ისეთი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიების შექმნა, რომელიც გამორიცხავს მსგავსი დანაშაულების ჩადენას. სამუშაო ჯგუფის საქმიანობისთვის განისაზღვრა შემდეგი ამოცანები: წარსულში ძალადობრივი დანაშაულების საფუძვლიანი ანალიზის ჩატარება, მათი განხორციელების წინაპირობების, მიზეზების, მიზნების, მეთოდებისა და შედეგების გამოვლენა და მათი ინტენსივობის, ტენდენციებისა და მასშტაბის დადგენა. სამუშაო ჯგუფმა, მის წინაშე არსებული ამოცანების საპასუხოდ, შეისწავლა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 2012 წლიდან შემოსული 6000 ზე მეტი განცხადება- საჩივარი წარსულში ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებზე, გაანალიზა კომიტეტის მიერ სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მიხედვით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები; შეისწავლა ფონდი ,,ღია საზოგადოება -საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარებული ანალიტიკური ანგარიში ,,საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის კვლევა (2003-12 წწ).“ სამუშაო ჯგუფი დაეყრდნო სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებს, სახელდობრ, წამებაზე და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის მანფრედ ნოვაკის ანგარიშს, წამებაზე და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის ხუან მენდესის ანგარიშს, ევროპის საბჭოს წამების და არადამიანური მოპყრობის ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის პრევენციის კომიტეტის ანგარიშს საქართველოში ვიზიტის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციების ,,ემნესტი ინთერნეშენალის” და “ჰუმან რაითს ვოჩის,’’ და მთელი რიგი ადგილობრივი უფლებადამცავი ორგანიზაციების კვლევებსა და ანგარიშებს. 2 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვის კონსტიტუციური პრინციპის განუხრელად დაცვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დაუშვებლობისა და მომავლში განმეორების სრული პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2015 წლის 10 თებერვლის სხდომაზე შექმნილი, „2004-2012 წლებში არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შესახებ“ სამუშაო ჯგუფის მიერ წარსულში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის სამართლებრივი ანალიზის შედეგად და ადამიანის უფლებებების საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მომზადებული დასკვნის ,,წარსულის სამართლებრივი შეფასება და მომავლის პრევენციული რეკომენდაციების’’საფუძველზე, 1. საქართველოს პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი და შესწავლილი სამართლებრივი მასალებისა და დასკვნის საფუძველზე, წარსულში (2004-12წწ) ჩადენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს აძლევს შემდეგ სამართლებრივ შეფასებას ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ატარებდა საყოველთაო,სისტემურ ხასიათს; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობის გამოყენებას ჰქონდა ინტენსიური ხასიათი; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება სანქცირებული იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ემსახურებოდა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებას; ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ემსახურებოდა ტოტალური შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას საზოგადოებაში; ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი; ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების თაობაზე მითითება ხშირ შემთხვევაში მომდინარეობდა პროკურატურის მხრიდან და ემსახურებოდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას; 3 თ).ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ძალოვანი უწყებების ხელში სასურველი ჩვენების მიღების საშუალება, ქონებისა თუ წილების დათმობის მარტივი გზა და საპროცესო შეთანხმების დადების იძულების ეფექტურ მექანიზმი; ი)პროკურატურა, როგორც სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, არ ფუნქციონირებდა; კ) სასამართლო ხელისუფლება პროაქტიურად არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე; ლ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არ იყო ეფექტური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოყენების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების კუთხით; მ)ადვოკატები, ცალკეულ შემთხვევებში, არ ასაჩივრებდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენების ფაქტებს; ნ)ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველო პარლამენტი ადგენს: საქართველოს კონსტიტუციის, წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1984 წლის კონვენციის წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან დასჯის აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 1987 წლის კონვენციით გაცხადებული პრინციპების - შესაბამისად: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე 3 მუხლის შესაბამისად: საქართველომ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ღირსებისა და პატივის განუხრელი დაცვა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა; საქართველომ უნდა შეიტანოს კონტრიბუცია მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველ მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში; საქართველომ უნდა მიიღოს ქმედითი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სასამართლო ან სხვა სახის ზომები, რათა თავიდან აიცილოს წამების აქტები მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ტერიტორიაზე; საქართველოში უნდა იქნას უზრუნველყოფილი ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტური პრინციპისა და სხვა უმთავრესი ღირებულებების საწყისის. 4 საქართველომ პატივი უნდა სცეს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი თითოეული ადამიანის თანასწორ და ხელშეუვალ უფლებებს, ვინაიდან ,,ეს უფლებანი გამომდინარეობს ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელი თანდაყოლილი ღირსებიდან.’’ ,,არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება, იქნება ეს ომის მდგომარეობა ან ომის საფრთხე, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა თუ ნებისმიერი სხვა სახის საგანგებო ვითარება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამების გასამართლებლად.’’ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ყოველთვის უნდა იყოს გამოხატულად მკაცრი და შეურიგებელი ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის მიმართ, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური მთლიანობის, მისი პატივისა და ღირსების წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტი იღებს ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ზომები ყველა სათანადო სამართლებრივი გარანტიის შესაქმნელად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის, მსგავსი ფაქტების ეფექტური გამოძიებისა და მსხვერპლთა სათანადო დაცვის მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. საქართველოს პარლამენტი რეკომენდაციებს: საქართველოს მთავრობას წარუდგენს ა) წამების, არასათანადო მოპყრობისა და სხვა ძალადობრივი დანაშაულების ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების მიზნით შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე. ასევე, შემუშავდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის და მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლობის კონცეფცია; ბ) დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა შესაბამისი საპროცესო გარანტიით; დაცული უნდა იყოს პირის თავისუფლება და უსაფრთხოება ევროპული კონვენციის მე -5 მუხლის შესაბამისად; გ) უზრუნველყოფილ იქნას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეული ფაქტის დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება; დ) განისაზღვროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულების მიმართ ამნისტიისა და შეწყალების გამოყენების დაუშვებლობის თაობაზე; ე) უზრუნველყოფილ იქნას წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია; 5 ვ) წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთათვის უზრუნველყოფილ იქნას ეფექტური იურიდიული დახმარება და სამართლებრივი დაცვა; ზ) პატიმრების მიერ მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის დოკუმენტირება უნდა ხდებოდეს სტამბულის პროტოკოლის მიხედვით; ამისთვის სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომზადება; თ) საგამოძიებო ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გამოძიების პროცესში ძალადობრივი დანაშაულების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442, 1443 მუხლები) სწორი კვალიფიკაციის საკითხს. უზრუნვეყოფილ იქნას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება შესაბამისი მუხლებით და ამ საქმეებისთვის კვალიფიკაციის მინიჭება არ მოხდეს იმ მუხლებით, რომლებიც ითვალისწინებს უფრო მსუბუქ სისხლისსამართლის პასუხისმგებლობას; ი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442, 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების პენიტენციური ან პოლიციის დაწესებულების ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევაში, გამოძიება აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ; კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით უზრუნველყოფილ იქნას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე გამოძიებისა და შემდგომი სასამართლო პროცესების შედეგების გამჭვირვალობის მიზნით ინფორმაციის გავრცელება; ლ) უზრუნველყოფილ იქნას დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პირის განთავსებისას არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების შესახებ ინფორმაციის ეფექტური ფორმებით მიწოდება; მ) უზრუნველყოფილ იქნას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტის შემთხვევაში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ` დროული სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის მომსახურება; ნ) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული პატიმრის ფსიქიატრიული შემოწმება და შესაბამისი მკურნალობა არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ მის პირად სურვილზე და განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პირის საუკეთესო ინტერესები აღნიშნულს მოითხოვენ, სასამართლოს თანხმობით შესაძლებელი უნდა იყოს ამ ღონისძიების განხორციელება; ო) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ფიზიკური დაზიანების მიღების იდენტიფიცირების შემთხვევებში, უნდა ჩატარდეს ფაქტის ფოტოდოკუმენტირება; ამისთვის სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით; პ) უზრუნველყოფილ იქნას ვიდეოჩაწერის განხორციელება საქართველოს სასჯელაღსრულების ტერიტორიაზე მაქსიმალურად სრულად და უნდა იქნას შენახული გონივრული, სულ მცირე, 24 - საათიანი ვადით. შენახვის ვადა უნდა იყოს საკმარისი 6 იმისთვის, რათა შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, საპროცესო ღონისძიებების განხორციელება შედეგიანი იყოს; ჟ) უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა შესაძლებლობათა გაძლიერება წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის, ეფექტური რეაგირებისა და გამოძიების, აგრეთვე მსხვერპლთა ინტერესების დაცვის გაუმჯობესების მიზნით; რ) სასჯელაღსრულების სისტემაში შეიქმნას შიდა მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი; ამ მიზნით მოხდეს არსებული მექანიზმის შეფასება და ოპტიმიზაცია, ფუნქციების დახვეწა, სამუშაო მეთოდების, მარეგულირებელი ჩარჩოსა და ანგარიშვალდებულების სქემების გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარებისა და რეკომენდაციების შესაბამისად; ს) სასამართლომ მის წინაშე წარმოდგენილი ბრალდებულის/განსასჯელის სახეზე/სხეულზე წამების ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ან როდესაც კონკრეტული გარემოებები იძლევა გონივრული ეჭვის საფუძველს, რომ პირი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, მოითხოვოს გამოძიების დაწყება და სავარაუდო მსხვერპლის სათანადო დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფა; შესწავლილი და გაანალიზებული ყველა მასალა გადაეცემა საგამოძიებო ორგანოებს. 3.ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, მაისი 2016 წ. N .. . . 7
ანგარიში
σO﹄レ︵ 望 9 ∞∞β ヌ σ レ気ス 螂 レooo0 0σ レe ι 00レoOσ deaざαレ9レeレcωOσレGレσレ03﹄咳颯υQ3 0一〇 〇〇 3 ひ C 00σ し3 δ o〇 一O o ぃ ぃσ α ∞ o σ●∞c一o3 い0一●●σ一o∞︒いo一〇″蛍な o oいo●いo一o 一3 0〇一〇9 0 0 一 一β︺ 8 一⁚一 N一4 一α一o︶い洛 oいo4 o一o一一αoF C こフ 含 一4 r ヽ oいooおo中●oいoいo∞3 330●σ 0﹂Oo″o一一фσ・∝一〇 0 一● レσoαレ ︸ 一 9″on ●σo一︵ ︹ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ,,წარსულში ( 2004-12 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ“ /ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი შ ე ფ ა ს ე ბ ა/ თბილისი 2016წ. 1 შ ი ნ ა ა რს ი I. შესავალი II. საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებები III. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, საქმიანობის მიზნები და ვადა IV. წამების, არაადამიანური და დამამცირებელი შემოსული განცხადებების სისტემატიზაცია მოპყრობის თაობაზე კომიტეტში V. წამების, წამების მუქარისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენების ტენდენციები VI. წამების პრობლემა საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით (2007-2012 წლებში) VII. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტული ფაქტები VIII. სისტემური ანალიზის შედეგები IX წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დაწყებულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები X. დასკვნა XI. რეკომენდაციები 2 I. შესავალი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 2014 წლის 19 აგვისტოს საქართველოს მე-4 პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით მიიღო დასკვნა და რეკომენდაციები : ,,სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს წარსულში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდა 2012 წლის არჩევნებამდე, ისე, რომ თავიდან აიცილოს პოლიტიკური ანგარიშსწორება. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, უფლებამოსილების ფარგლებში, იმისთვის, რომ დარღვევის მსხვერპლები იყვნენ უზრუნველყოფილი ეფექტური დაცვის საშუალებებით კონვენციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. კომიტეტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ზოგიერთი საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეა, მათ შორის: ა) 2006 წელს სამართალდამცავების/ციხის თანამშრომლების მიერ მიერ ძალის გადამეტება თბილისის მე-5 დაწესებულებაში მომხდარი წესრიგის დარღვევისას; ბ)არაადამიანური მოპყრობა თბილისის გლდანის დაწესებულებაში, ქსანის მე-15 დაწესებულებაში, ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში, რუსთავის მე-6 დაწესებულებასა და ზუგდიდის მე-4 დაწესებულებაში; გ) 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 15 ივნისისისა და 2011 წლის 3 იანვრის მშვიდობიანი შეკრების დაშლა ძალის გამოყენებით და მერეთისა (2012 წლის 26 ივნისი) და კარალეთის (2012 წლის 12 ივლისი) ინციდენტები, რომლის დროსაც ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, შემაშფოთებელია პრობლემა, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება ხდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადაჭარბება) და არა სისხლის სამართლის კოდქსის 1441-ე (წამება) და 1443-ე (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მუხლებით. სახელმწიფომ უნდა დაასრულოს ასეთი საქმეების გამოძიება გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა დამნაშავეების მიმართ, მსჯავრდებულ პირებს უნდა განესაზღვროთ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი სასჯელი და მსხვერპლები უნდა იქნან უზრუნველყოფილი ეფექტური დაცვის საშუალებებით. ასევე უზრუნველყოფილ უნდა იქნას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და ამ საქმეეებისთვის კვალიფიკაციის მინიჭება არ უნდა მოხდეს იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც უფრო მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 2012 წლის 18 სექტემბერს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულმა ე.წ. ,,ციხის კადრებ’’-მა, რომლებიც ასახავდა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში 3 პატიმრების მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი და მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრების დღიდანვე, მოქალაქეებმა ინტენსიურად დაიწყეს მომართვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის (შემდგომ-კომიტეტი), საქართველოს პარლამენტის თავჯდომარისა და სხვადასხვა დეპუტატებისადმი მათ მიმართ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი სხვადასხვა დარღვევის ფაქტზე; მათ შორის - წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევების შესახებ. ახალი ხელისუფლების პირობებში 2012 წლამდე პერიოდში განხორციელებული წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიებისა და რეაგირების მოთხოვნით მოქალაქეთა განსაკუთრებით მაღალი მომართვიანობა აღინიშნებოდა საქართველოს პროკურატურაში. საგანგებო ვითარების გამო საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომლის ძირითად კომპეტენციად განისაზღვრა სამართალწარმოების მიმდინარეობისას და სასჯელის მოხდის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება; ასევე - გამოძიების პროცესზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. წამების, არაადამიანური და დამამცირებელი პრევენციის პერიოდში მოპყრობის დაუშვებლობისა და სრული მიზნით, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება: შემდგარიყო 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში საფუძვლიანი ანალიზი, რაც გულისხმობდა - გავრცელებული დარღვევების მათი განხორციელების წინაპირობების, მიზეზების, მიზნებისა და ტენდენციების გამოვლენას. კომიტეტის მთავარი მოლოდინი ამ სამუშაოს ჩატარების მიმართ იყო იმ საფრთხეების იდენტიფიცირება, რომელიც საქართველოში არსებობს დახურულ დაწესებულებებში ადამიანის ღირსების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის უმთავრესი ღირებულებების დაცვის მიმართ. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დადგა იმ მიზნით, რომ შექმნილიყო საფუძველი ერთიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ეფექტური პრევენციული ზომების შემუშავებასა და გატარებაზე და ადეკვატურად უპასუხებდა ამ თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს. კომიტეტში შემოსული განცხადებების შესწავლის საფუძველზე - 2012 წლამდე პერიოდში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სისტემური ანალიზის ჩატარების მიზნით სხდომაზე - 2015 წლის 10 თებერვლის კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტების შესახებ“ (შემდგომ-სამუშაო ჯგუფი) წინამდებარე ანგარიში ასახავს სამუშაო ჯგუფის მიზნებისა და ჩატარებული სამუშაოების შემადგენლობის, მისი საქმიანობის მიმოხილვას. ანგარიშში წარმოდგენილია 4 კომიტეტში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების სისტემატიზაციის შედეგები, გამოვლენილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ძირითადი ტენდენციები და მოცემულია მათი სისტემური ანალიზი და შეფასება 2004–12 წწ. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და შეფასებები ეკუთვნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ეყრდნობა კომიტეტის აპარატისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ კომიტეტში შემოსული განცხადებების შესწავლასა და ანალიზს; ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ შეფასებებს, სტატისტიკას და სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს. სამუშაო ჯგუფი წინამდებარე ანგარიშს გადასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში; დოკუმენტი საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოებისათვის. წინამდებარე ანგარიშით დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და გამოყენებულ განცხადებებში არ არის შესაძლებელი განმცხადებლების იდენტიფიცირება. II. საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებები ,,(2003-2013 წლებში) ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს მთავრობა რეფორმების და სახელმწიფოს მშენებლობის მისიით ამართლებდა. მრავალ შემთხვევაში, უკიდურესი ზომების გამართლებამ, დაწყებული კრიმინალის დამარცხების მიზნით უკანონო სიცოცხლის მოსპობებით დამთავრებული, მთავრობის უმაღლესი ეშელონებიდან გაჟღერებულმა რიტორიკამ – „ჩვენ და ისინი” განაპირობა და მოიცვა მთლიანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინსტიტუტები, ციხეების ჩათვლით. ‘’1 ,,ციხის დახურულ სივრცეში ყოველთვის არსებობს ძალადობის საფრთხე. საქართველოს სახელმწიფოს დაუსჯელობის გზავნილმა მისი მოხელეების მისამართით, გააღვივა სულისკვეთება, რომლის თანახმადაც, წამება და ციხის თანამშრომლების პატიმრებზე ძალადობა ითვლებოდა მისაღებად და წახალისებულიც კი იყო. ‘’2 გაეროს “სპეციალური მომხსენებელი წამებაზე და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ” 2005 წლის თებერვალში საქართველოში ვიზიტის შედეგად, აღნიშნავს, რომ ღირსების შემლახავი მოპყრობა ძირითადად შენარჩეუნებული იყო პოლიციის დაკავების ადგილებში. პირველი 72 საათი, 1 დანაშაული და გადამეტებული სასჯელი: საქართველოს საპატიმროებში ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბი და მიზეზები; ფონდი ,,ღია საზოგადოება’’, 2015 წ,. გვ. 82 2 ი ქ ვ ე 5 განსაკუთრებით გამოირჩეოდა ძალადობის ფაქტებით. იმ დროს წამება გამოიყენებოდა სავარაუდო დანაშაულის აღიარების მოსაპოვებლად. წამების მეთოდებში, სხვა საშუალებებთან ერთად, შედიოდა “მუშტით, კონდახებით და ხელკეტებით ცემა და ელექტრო შოკი. წამების მსხვერპლს აღენიშნებოდა დამტვრეული ძვლები, სიგარეტით ამომწვარი იარები, ნაჭდევები და ნეიროფსიქოლოგიური ცვლილებები.’’3 „ევროპის საბჭოს წამების და არადამიანური მოპყრობის ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის პრევენციის კომიტეტმა“ საქართველოში ვიზიტისას 2003 წლის ნოემბერში და 2004 წლის მაისში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღირსების შემლახავი მოპყრობა კვლავაც გრძელდებოდა პოლიციელთა მიერ. 125 ორგანიზაცია აღნიშნავდა ,,ფართოდ გავრცელებულ რწმენას’’ დაკავებულთა შორის, რომ ისინი წამების მსხვერპლნი გახდებოდნენ, თუ არ აღიარებდნენ სავარაუდო დანაშაულს. ანგარიშში, ასევე, მითითებულია წამების შემდეგი მეთოდების გამოყენებაზე: სილის გაწვნა, წიხლით და ხელკეტებით ცემა, დროდადრო ელექტროშოკის გამოყენება და სხვ. 4 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2005 წელს, დაპატიმრებულ პირთა დაახლოებით ერთ მესამედს სხეულზე დაკავების დროს მიღებული დაზიანებები აღენიშნებოდა.5 „ამნესტი ინთერნეშენალი,” ასევე, მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან პატიმართა წამების აპრობირებულ მეთოდებიზე_ პირის ამოქოლვა, თვალების ახვევა, დამწვრობის მიყენება, პატიმრების ოჯახზე მუქარის, ორ მაგიდას შორის პატიმრის ძელზე თავდაყირა დაკიდება, ცელოფნის პარკის ჩამოცმა.6 ჰუმან რაითს უოტჩის მიხედვით, „ყველაზე დიდი იმედგაცრუება წამების აღმოფხვრის რეფორმაში”, იყო მთავრობის მიერ დადებული პირობის შეუსრულებლობა, დაესაჯა წამებაზე პასუხისმგებელი პირები. საპროცესო შეთანხმების დანერგვამ უნებურად ხელი 7 შეუწყო დაუსჯელობის სინდრომს, რადგან “წამების ჩამდენ პოლიციელებს საშუალება 3 წინასწარი შენიშვნა “სპეციალური მომხსენებლისა წამებაზე და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ”, E/CN.4/2006/6/Add.3, 2005 წლის 15 მარტი, პარაგრ. 8. 4 CPT, მოხსენება საქართველოს მთავრობისთვის საქართველოში ვიზიტის თაობაზე, 2003 წლის 18‐დან 28 ნოემბრამდე და 2004 წლის 7‐დან 14 მაისამდე, სტრასბურგი, 2005 წლის 30 ივნისი. 5 სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში. 2005 წლის მოხსენება. გვ. 5. 6 “ემნესტი ინთერნეშენალის” მოხსენება “Georgia: Torture and ill-treatment. Still a concern after the “Rose Revolution”, 2005 წლის ნოემბერი. 7 “ემნესტი ინთერნეშენალის” მოხსენება “Georgia: Torture and ill-treatment. Still a concern after the “Rose Revolution”, 2005 წლის ნოემბერი. 6 მიეცათ, მოლაპარაკებების მეშვეობით დანაშაულის გამო დაპატიმრებულთათვის მსუბუქი სასჯელის დაპირებით უარი ეთქმევინებინათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.8 2005 წლის მოხსენებაში სპეციალურმა მომხსენებელმა, მანფრედ ნოვაკმა, ასევე, მიუთითა, რომ საქართველო იდგა ციხის თანამშრომლების მიერ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უსერიოზულესი პრობლემის წინაშე. სპეციალური მომხსენებელი მიუთითებდა, რომ წინასასამართლო განხილვის ეტაპზე, არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა არაადამიანური მოპყრობის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებზე და არც სამართლებრივი დევნა დაწყებულა.9 CPT -ის 2005 წლის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პენიტენციური დაწესებულებები იყო გადაჭედილი და არ არსებობდა სათანადო სამედიცინო მომსახურება; CPT-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა, ასევე, დაადგინეს, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა საჩივრის სისტემა . 10 ჰუმან რაითს უოტჩი აღნიშნავს, რომ “პატიმართა არასათანადო მოპყრობა 2005 წლის დეკემბრიდან გაუარესდა. ზოგ დაკავებულ პირს გამუდმებით და სასტიკად სცემდნენ ან ძალადობის სხვა ხერხს და არაადამიანურ დასჯას იყენებდნენ მათ მიმართ. ზოგ შემთხვევაში ცემა და სხვა სახის ფიზიკური შეურაცხყოფა წამების კატეგორიას განეკუთვნებოდა;” ზოგ პენიტენციალურ დაწესებულებაში, ,,შავი სამყაროს’’ ყველაზე სერიოზული თავკაცები იყვნენ განთავსებულნი, პატიმრებს ზემოქმედების მიზნით სცემდნენ და შიშვლებს ჩხრეკდნენ სპეციალური დანაყოფის წევრები.11 CPT მიუთითებდა, რომ “წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადამიანების მოულოდნელი გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელია და არ არსებობს დეტალური ინფორმაცია ყოველი ცალკეული გარდაცვალების ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე; დაუსჯელობა და დაშინება ისევ გრძელდება. კონკრეტულად, გადაჭარბებული ძალის გამოყენება სამართალდამცველების მხრიდან წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ფორმით, განსაკუთრებით დაკავებამდე 8 ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის “ჰუმან რაითს ვოჩ”, ბრიფინგის დოკუმენტი,“Georgia: Uncertain Torture Reform”, გვ. 3, 2005 წლის 12 აპრილი, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.hrw.org/legacy/backgrounder/eca/georgia0405/georgia0405.pdf 9 „სპეციალური მომხსენებლის წამებაზე და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ” მოხსენება, 2005 წლის 23 სექტემბერი, პარაგრ. 31 10 CPT, მოხსენება საქართველოს მთავრობისთვის საქართველოში ვიზიტის თაობაზე, 2003 წლის 18‐დან 28 ნოემბრამდე და 2004 წლის 7‐დან 14 მაისამდე, სტრასბურგი, 2005 წლის 30 ივნისი. 11 ჰუმან რაითს ვოჩის” მოხსენება “Undue Punishment: abuses against prisoners in Georgia”, ტომი 18, #8 (D) 2006 წლის დეკემბერი, გვ. 1 7 და დაკავების პროცესში, ციხის ამბოხებების და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისას. 12 CPT ყველა დაწესებულებაში ერთნაირად მძიმე იყო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მდგომარეობა, განსაკუთრებით თანამშრომელთა რაოდენობის, 13 საყოფაცხოვრებო პირობების და რესურსების სიმწირის გამო. არასამთავრობო ორგანიზაცია “ატლას ინთერნეიშენალის” მოხსენების თანახმად, ციხეებში ძალადობამ პიკს 2007-2008 წლებში მიაღწია; სასტიკი მოპყრობის შემთხვევებმა პენიტენციურ სისტემაში შემაშფოთებელი მასშტაბი მიიღოს. 14 „ატლას ინთერნეშენალმაც” აღწერა არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით, წამების სიმძიმეს აღწევდა. აღწერილი ძალადობა გულისხმობდა “ძირითადად ცემის ფაქტებს, თავის არეში ცემის ჩათვლით, მაგრამ ასევე, დამცირების სხვა ფორმებსაც, როგორიცაა შეურაცხყოფა და პროვოკაციები... ცემის ფაქტების გარდა, ე.წ. “ტელეფონო”, (ორივე ხელის ყურებში დარტყმა) და პატიმართა თავდაყირა დაკიდება. ასევე, ახლად მოყვანილი პატიმრები იღებდნენ “მისასალმებელ ცემას” დამცირების მიზნით მას შემდეგ, რაც ციხეში გადაიყვანდნენ”. 15 ,,2010 და 2011 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩატარებული რეგულარული მონიტორინგის შედეგებისა და შესწავლილი საქმეების ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ არასათანადო მოპყრობის პრობლემა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. საანგარიშო პერიოდში არასათანადო მოპყრობის ფაქტები ხშირად დაფიქსირდა რამდენიმე დაწესებულებაში (გლდანის N8 დაწესებულება, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება, ქუთაისის N2 დაწესებულება), თუმცა არასათანადო მოპყრობის ერთეული ფაქტები სხვა დაწესებულებებშიც გვხვდება. ‘’16 ,,პატიმრების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოუგვარებლობა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ადმინისტრაციის მიერ პატიმართა მიმართ არასწორი მიდგომაა. რიგ დაწესებულებებში თავისუფლებააღკვეთილი პირების ზემოქმედებისა და დასჯის უკანონო ზომების გამოყენება, როგორც წესი, წახალისებულია ზოგდად სისტემისა და დაწესებულებების 12 CPT, მოხსენება საქართველოს მთავრობისთვის საქართველოში ვიზიტის თაობაზე, 2003 წლის 18‐დან 28 ნოემბრამდე და 2004 წლის 7‐დან 14 მაისამდე, სტრასბურგი, 2005 წლის 30 ივნისი. 13 იქვე, პარაგრ. 76-84 14 Georgia report on problems and needs in the area of torture prevention, Conclusions of the consultations held in April 2011”, 2011 .წლის სექტემბერი, გვ. 3 15 იქვე საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობა, 2011 წ, გვ. 276 16 8 ხელმძღვანელი პირების მიერ. ასევე, სისტემის თანამშრომელთა შორის დანერგილია დაუსჯელობის სინდრომი და ხშირ შემთხვევებში რიგი დაწესებულებების ხელმძღვანელობა უფრო მეტად ზრუნავს პრობლემის დამალვაზე, ვიდრე მის მოგვარებაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც პატიმრებს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აიძულებენ, თავი შეიკავონ ოფიციალური საჩივრის გაგზავნისგან როგორც სახალხო დამცველთან, ასევე სხვა სტრუქტურებში. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მოლაპარაკებებით ადმინისტრაცია ცდილობს, პატიმრებს გადააფიქრებინოს საჩივრის გაგზავნა ამა თუ იმ სრტუქტურაში. პრობლემის მოგვარებას ასევე ხელს უშლის შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების პასიურობა და ფაქტებზე არასათანადო რეაგირება. ‘’17 ,,2012 წლის ზაფხულში ჩატარებული მონიტორინგის დროს კვლავ გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითხებისა, მათ შორის, არასათანადო მოპყრობის სისტემური ხასიათი, რაზეც სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი პერმანენტულად ამახვილებდა ყურადღებას გასულ წლებში როგორც საპარლამენტო, ასევე სპეციალურ ანგარიშებში. სამწუხაროა, რომ აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობამ წლების მანძილზე არ მიიღო სათანადო და ადეკვატური ზომები, მეტიც, ტენდენციად იქცა სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი სისტემური დარღვევების სრული იგნორირება. შედეგად მოხდა ის, რაზეც ასევე ხშირად იყო საუბარი სახალხო დამცველის ანგარიშებში - დამკვიდრდა დაუსჯელობის სინდრომი - პატიმრების უფლებების დარღვევა, მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა რუტინულ და სისტემურ მოვლენად იქცა. ‘’ 18 ,, საქართველოს შემთხვევაში არ არსებობდა მკაცრი ზედამხედველობა. მონიტორინგის გარეშე კი, ერთ ძალადობას მეორე მოჰყვება; ხოლო პრევენციული უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა წამების საწინააღმდეგო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ფაქტობრივად, გამოყენებული იყო შეცდომების დასაფარავად და არა ნაკლოვანებების გამოსავლენად და გამოსასწორებლად. ‘’19 ,,არ არსებობდა შესაბამისი საპარლამენტო ზედამხედეველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე; სახალხო დამცველის ან საერთაშორისო ორგანიზაციათა წლიურ ანგარიშებს არ ითვალისწინებდნენ და არ იდგმებოდა სათანადო ნაბიჯები. არ ჩამოყალიბებულა პარლამენტის საგამოძიებო კომისია სახალხო დამცველის მოხსენებაში აღნიშნული ფაქტების შესასწავლად. ‘’20 17 იქვე 18 საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში 2012, გვ. 11. 19 დანაშაული და გადამეტებული სასჯელი: საქართველოს საპატიმროებში ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბი და მიზეზები; ფონდი ,,ღია საზოგადოება’’, 2015 წ,. გვ. 82 20 იქვე 9 ,,გაეროს, ევროსაბჭოს და საერთაშორისო არასამთავრობო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების სხვადასხვა მოხსენებაში დაფიქსირებული ინფორმაცია ადგენს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა საქართველოში და დამკვირვებლები გამუდმებით აღნიშნავდნენ ამას. მოხსენებები ხაზს უსვამდნენ, რომ 2007-2008 წლებში არასათანადო მოპყრობამ და წამებამ პოლიციის წინასწარი პატიმრობის ადგილებიდან საპატიმროებში გადაინაცვლა. 2006 წელს მომხდარი ციხის ამბოხი გამოიკვეთა, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის დროსაც პატიმრების წინააღმდეგ ჩადენილი უკიდურესი ძალადობა დაუსჯელი დარჩა, რამაც შესაძლოა, ნოყიერი ნიადაგი შექმნა ძალადობის ფაქტების ფეხის მოსაკიდებლად. ‘’21 ,,სასამართლომ და პროკურატურამ ვერ შეძლეს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში სერიოზული როლის თამაში. ამან ხელი შეუწყო იმას, რომ წამება გახდა სისტემური. ‘’22 ,, (სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე) სპეციალური მომხსენებელი, აღნიშნავს, რომ მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მიესალმება საქართველოს ხელისუფლების აშკარად გამოხატულ გზავნილს, მაღალი პრიორიტეტი მიენიჭოს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან, ციხეებში არასათანადო პირობებთან ბრძოლას. საერთაშორისო და ადგილობრივი პრევენციის მექანიზმების რეპორტები, მათ შორის, სპეციალური მომხსენებლის, მანფრედ ნოვაკის ანგარიში (2005), თვითნებული დაკავების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი (2011), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მოწმობს, რომ სასტიკი ცემის ფაქტები და ფიზიკური დასჯის ფორმები და წამება თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.23 III. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, საქმიანობის მიზნები და ვადა კომიტეტის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგი სახით: კომიტეტის წევრები, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის მუშაობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებდა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. სამუშაო ჯგუფს ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ-ანალიტიკურ დახმარებას უწევდნენ კომიტეტის აპარატის წევრები. 21 ი ქ ვ ე ; 22 ი ქ ვ ე , გ ვ .83 23 სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის, ხუან მენდესის ანგარიში, 2015წ. 10 სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის მიზანი იყო: 2012 წლამდე პერიოდში საქართველოს დროებით მოთავსების იზოლატორებში, ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში გავრცელებული წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების სისტემური ანალიზის გაკეთება კომიტეტში მოქალაქეთა მიერ შემოტანილი განცხადებებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე. სამართლებრივი მიზანი - პოლიტიკური შეფასების გზით ობიექტური ანალიზი, მსხვერპლთა კანონიერი უფლებების აღდგენის ხელშეწყობა, გაეროს რეკომენდაციების შესრულება, საკანონმდებლო საჭირო ცვლილებები და პრევენციული ზომების გატარება. სამუშაო ჯგუფმა მის წინაშე არსებული ამოცანების მისაღწევად განსაზღვრა დასადგენ საკითხთა წრე:       წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მასშტაბი; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ინტენსივობა; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდები; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიზნები; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგები; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ეფექტურობა; რეაგირების მექანიზების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 6 თვის ვადით. შემდეგ, საქმიანობის პროცესში, კომიტეტის გადაწყვეტილებით გახანგრძლივდა 6 თვით. სამუშაო ჯგუფი საქმიანობისას ხელმძღვანელობდა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით. საქართველო არის გაეროს ყველა ძირითადი კონვენციის წევრი, რომელიც კრძალავს წამებასა და არასათანადო მოპყრობას; მათ შორის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და მისი ფაკულტატური ოქმის, წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ კონვენციისა და მისი ფაკულტატური ოქმის, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციის, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის. საქართველო არის ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მონაწილე და მასზე ვრცელდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია; საქართველო არის მონაწილე წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის შესახებ ევროპული კონვენციის; ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს სხვადასხვა ვალდებულება ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის აკრძალვა, 11 თავისუფლების უკანონო აღკვეთისაგნ დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა და სხვ. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ,,1.ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება.’’ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 1 მუხლით გათვალისწინებულია შემდეგი დანაშაულების შემადგენლობები და შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები: წამება (144 1), წამების მუქარა (144 2), არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა (144 3 ) ; წინამდებარე ანგარიშის მომზადებისას გამოყენებული თითოეული განცხადება, მისი სამუშაო ჯგუფისთვის გადაცემის დროისათვის, უკვე იყო ინდივიდუალურად რეაგირებული კომიტეტის მიერ კანონით დადგენილი წესით. კომიტეტი, თავისი ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში, (მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირების მიმართულებით) მიღებულ განცხადებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, განცხადებას სამართლიანი და ეფექტური რეაგირების მოთხოვნით უგზავნიდა საქართველოს პროკურატურას; ასევე, ახორციელებდა მონიტორინგს აღნიშნულ რეკომენდაციების შესასრულებლად მიღებული ზომების თაობაზე. სამუშაო ჯგუფი საქმიანობას ახორციელებდა საკუთარი მანდატის შესაბამისად და კანონით დადგენილ ფარგლებში. სამუშაო ჯგუფი განცხადებებში აღწერილი ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის საფუძველზე შეეცადა, გამოევლინა აღნიშნული დარღვევების განხორციელების ტენდენციები და სისტემური მიდგომები; გაეანალიზებინა ისინი ერთიან კონტექსტში და გამოეკვეთა სრული და რეალური სურათი. IV. წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თაობაზე კომიტეტში შემოტანილი განცხადებების სისტემატიზაცია სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებსა და მოწვეულ სპეციალისტებს დაევალათ კომიტეტში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების თაობაზე შემოსული განცხადებების დამუშავება, სისტემატიზაცია და შესაბამისი ტენდენციების გამოვლენა. კომიტეტში შემოსული 6 000-ზე მეტი განცხადების სისტემატიზაციის შემდეგ გამოიყო ის განცხადებები, რომელიც შეიცავდა კონკრეტულ ინფორმაციას წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შესახებ. აღნიშნული განცხადების დამუშავების შედეგად გამოიკვეთა: 12 400 ზე მეტ განცხადებაში განმცხადებლები მიუთითებენ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის კონკრეტულ ფაქტებზე, ასახელებენ უწყებებს, რომელთა წარმომადგენლების მიერ განხორციელდა უკანონო ქმედებები და კონკრეტულ პირებს, რომელთა უშუალო მონაწილეობითა თუ დაკვეთით ხდებოდა მათ მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენება; სავარაუდო კანონდამრღვევის სახელი და გვარი ხშირად მეორდება სხვადასხვა განცხადებაში. 340 ზე მეტ განცხადებაში განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ გახდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, შესაბამისი გარემოებების კონკრეტიზაციის გარეშე. ანგარიში მომზადებულია კომიტეტში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შემოსული განცხადებების დამუშავების საფუძველზე; მითითებულ თარიღამდე შემოტანილი წერილები ამ მოწვევის კომიტეტმა ვერ მოიპოვა იმის გამო, რომ აღნიშნული განცხადებების ბაზა. საქართველოს პარლამენტში შესაბამისად, შეუძლებელი იყო არ აღმოჩნდა მათზე მუშაობა წინამდებარე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში. ანგარიშის წყაროს წარმოადგენენ ის განცხადებები, რომელთა სისწორე და ავთენტურობა დადასტურებულია განმცხადებელთა ხელმოწერებით; განცხადებების ძირითადი ნაწილი შესრულებულია იმ პირთა მიერ, ვინც უშუალოდ მიიჩნევს თავს წამებისა და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლად; ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, განმცხადებელი არის სავარუდო მსხვერპლის წევრი. განმცხადებლების თავისუფლებააღკვეთილ სასჯელაღსრულების კანონიერი წარმომადგენელი ან ოჯახის უმეტესობა წერილის შემოტანის დროისთვის იმყოფება მდგომარეობაში, რაც დადასტურებულია შესაბამისი დაწესებულების დირექტორის ხელმოწერით. განმცხადებლების ნაწილს ყოფილი პატიმრები შეადგენენ. განმცხადებებლების დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მათ არ მიუმართავთ შესაბამისი უწყებებისთვის მათი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით; აღნიშნულს, განმცხადებლები იმით ხსნიან, რომ: მათი უფლება, მოეთხოვათ პასუხისმგებელი უწყებებისაგან დარღვევის ფაქტებზე რეაგირება, სინამდვილეში იყო ფორმალური და ილუზორული. განცხადებების უმეტეს ნაწილში არის აღნიშნული, რომ განმცხადებლებს არ ჰქონდათ ნდობა სამართლებრივი დაცვის არსებული მექანიზმებისადმი მათი არაეფექტურობის გამო და უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი თავს იკავებდა მიმართვისაგან მოსალოდნელი რეპრესიების შიშის გამოც. V. წამების, წამების მუქარისა და არადამიანური მოპყრობის გამოყენების ტენდენციები განმცხადებლები დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ, თავისუფლებააღკვეთილ პირთა ღირსების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით, როგორც ამ დარღვევებზე პასუხისმგებელ უწყებებზე, მიუთითებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე. 13 ,,რესპოდენტებს ეკითხებოდნენ, თუ ვინ ახორციელებდა წამებისა და არაადამიანურ მოპყრობას (დასაშვები იყო რამდენიმე პასუხი). იკვეთება, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა წამებას ძირითადად ციხის დირექციის მაღალი რანგის თანამშრომლები და ციხის რიგითი თანამშრომლები ახორციელებდნენ. როგორც ყოფილ, ასევე ამჟამინდელ პატიმრებს მიაჩნიათ, რომ ციხეებში პატიმართა წამება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით ხდებოდა. ‘’24 ,,თქვენი აზრით, ვისი/რომელი უწყების დავალებით ხდებოდა ციხეებში პატიმართა წამება? შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი პატიმარი: 23,0% პატიმარი: 34,3% სულ: 28,6% პროკურატურა ყოფილი პატიმარი: 24,3% პატიმარი: 35,8% სულ: 30,0% სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო ყოფილი პატიმარი: 33,8% პატიმარი: 51,2% სულ: 42,5% 24 საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის კვლევა, ( 2003-12 წწ ) ანალიტიკური ანგარიში , ფინანსური მხარდამჭერი_ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველო’’ კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საზოგადოებრივი დამცველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, ციხის საერთაშორისო რეფორმა, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;გვ. 40 14 იუსტიციის სამინისტრო ყოფილი პატიმარი: 15,3% პატიმარი: 21,1% სულ: 18,2% პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი პატიმარი: 27,8% პატიმარი: 36,1% სულ: 31,9% ციხის ადმინისტრაცია ყოფილი პატიმარი: 33,3% პატიმარი: 20,2% სულ: 26,8% ყველა ყოფილი პატიმარი: 12,6% პატიმარი: 2,0% სულ: 7,3% უარი პასუხზე ყოფილი პატიმარი: 1,0% პატიმარი: 0,2% სულ: 0,6% მიჭირს პასუხის გაცემა ყოფილი პატიმარი: 16,6% პატიმარი: 17,4% სულ: 17,0% 25 25 იქვე, გვ.41 15 პროკურატურა განცხადებებიდან იკვეთება პროკურატურის მიერ დაკავებულ/პატიმრობაში მყოფ/ თავისუფლებააღკვეთილ პირთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ხელშეწყობის ფაქტები. ცალკეულ განცხადებებში მითითებულია საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებულ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. ასევე აღწერილია შემთხვევები, სადაც პროკურორები უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენაში. განცხადებებში მითითებული ფაქტების საფუძველზე შესაძლებელია პროკურატურისა და პროკურორების საქმიანობაში შემდეგი ძირითადი ტენდენციების გამოკვეთა:    საქართველოს პროკურატურის მიერ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების მთავარ მოტივად განცხადებებში დასახელებულია დაკავებული/პატიმრობაში მყოფი/თავისუფლებააღკვეთილი პირისგან აღიარებითი ჩვენების ან ბრალდების დამადასტურებელი ჩვენების მოპოვება; არაერთ განცხადებაში არის აღწერილი შემთხვევა, როდესაც შესაბამისი ფინანსური მდგომარეობის ნიშნით შერჩეულ პირებს აკავებდნენ უსაფუძვლოდ და აიძულებდნენ ქონებისა და ფულადი სახსრების დათმობას, რასაც აღწევდნენ უკანონო საპროცესო შეთანხმებების დადების გზით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა მეთოდისა და ასეთი მოპყრობის მუქარის გამოყენებით. წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე, რომლებიც გადმოცემულია განცხადებებში, არ არის რეაგირებული საქართველოს პროკურატურის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლების თქმით, მათ მიმართეს აღნიშნულ უწყებას გამოძიების ან/და საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელების მოთხოვნით; უფრო მეტიც, ცალკეული განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს პროკურატურა ატყობინებდა სასჯელაღსრულების დაწესებულებას ამ პირთა მიერ საჩივრების შემოტანის შესახებ მათ მიმართ განხორციელებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით; ეს კი უმეტესწილად მთავრდებოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა განმეორებითი წამებითა და არასათანადო მოპყრობით. პოლიცია განცხადებებიდან იკვეთება პოლიციის თანამშრომლების მიერ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ჩადენის სხვადასხვა ფაქტი; რამდენიმე განცხადებაში მოხსენიებული არიან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრებიც, როგორც აღნიშნულ სამართალდარღვევებზე უშუალოდ პასუხისმგებელ პირები. პოლიციის მიერ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების თაობაზე წარმოდგენილი განცხადებების უმეტეს ნაწილში მითითებულია პოლიციის საქმიანობის პოლიტიკურ მოტივებზე. კერძოდ, აღწერილია მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც პოლიცია კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე აკავებდა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად თუ კრიტიკულად 16 განწყობილ მოქალაქეებს. ასეთი შინაარსის განცხადებების ნაწილი ეხება პირის დაკავებას სისხლის სამართლის საქმეზე, ნაწილი კი - ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას. განცხადებებში მითითებული ფაქტების საფუძველზე საქმიანობაში შემდეგი ძირითადი ტენდენციების გამოკვეთა:      შესაძლებელია პოლიციის განცხადებებში აღწერილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების ან გამოყენების მუქარის ფაქტები, რომლებიც ჩადენილია პოლიციის თანამშრომელთა მიერ ბრალდებულის/პატიმრობაში მყოფი ან თავისუფლებააღკვეთილი პირებისგან დანაშაულის აღიარებითი ან ბრალდების დამადასტურებელი ჩვენების მოპოვების მოტივით. განცხადებებში გადმოცემულია, ასევე, ცალკეული შემთხვევები, როდესაც პოლიცია სისხლის სამართლის საქმეების შესაქმნელად იყენებდა ცრუ მოწმეების ჩვენებებს და მათ მოსაპოვებლად ძალადობას ახორციელებდა ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე; ცალკეულ ჯგუფში აღწერილია ამ მიზნით მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების (პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები, სოციალურად დაუცველი პირები) გამოყენების შემთხვევები; განცხადებების დიდი ნაწილი ეხება კონკრეტული ქონებისა თუ ფულადი სახსრების მითვისების მიზნით ადამიანების დაკავებას, მათ მიმართ წამებისა თუ არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების გზით მათ იძულებას ქონებისა და ფულადი სახსრების დათმობასა და საპროცესო შეთანხმების დადებაზე. განცხადებებში გადმოცემულია დაკითხვის დროს დაკავებულისთვის შეთავაზებულ სასმელ წყალსა თუ საკვებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოთავსებისა და მისთვის ნარკოლოგიური ნივთიერებების ზემოქმედების დადგენის შემთხვევები, რაც დამატებით ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდა. არაერთი განმცხადებელი მიუთითებს პოლიციის მიერ დაკავებულისადმი მისი ოჯახის წევრების მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის გამოყენების მუქარის ფაქტებზე, როგორც მსხვერპლის დაქვემდებარების ყველაზე აპრობირებულ მეთოდზე. სასჯელაღსრულების დაწესებულება განცხადებებში გადმოცემულია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა ფაქტი, რომელთაც ადგილი ჰქონდა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის თითქმის ყველა დაწესებულებაში; განმცხადებლები აღწერენ პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სისტემის სხვადასხვა თანამშრომლის, ოფიცრებისა და ზედამხედველების, სოციალური მუშაკებისა და სამედიცინო პერსონალის მონაწილეობას. განცხადებების მიხედვით, გარდა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისა, წამებისა და მძიმე არაადამიანური მოპყრობის, ყოველდღიურ რეჟიმს პატიმრები მიჰყავდა ფსიქოლოგიურ შედეგებამდე, რის გამოც ისინი ხშირად ჩადიოდნენ ახალ დანაშაულს, იზიანებდნენ საკუთარ სხეულს ან ჰქონდათ თვითმკვლელობის მცდელობები. სამედიცინო მომსახურების არარსებობა ან დაგვიანებული მიწოდება ხშირ შემთხვევაში ლეტალური შედეგებით მთავრდებოდა. განცხადებებიდან ჩანს, რომ პატიმართა გარკვეული ნაწილი, 17 რომელიც სავსებით ჯანმრთელი იყო სასჯელაღსრულების განთავსებისას, ქრონიკულად დაავადდა, დასახიჩრდა, ან გარდაიცვალა. დაწესებულებაში ,,რესპოდენტების მონათხრობიდან იკვეთება, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების ფაქტები არ წარმოადგენდა ერთი რომელიმე კონკრეტული სასჯელაღსრულებითი ან სხვა დაწესებულების პრაქტიკის ნაწილს. ის გავრცელებული იყო საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა თუ სტრუქტურებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკური წამების შემთხვევათა 55% და ფსიქოლოგიური წამების შემთხვევათა 54% გლდანის სასჯელაღსრულებით დაწესებულებას უკავშირდება. რესპოდენტებმა გამოყვეს სხვა დაწესებულებებიც, სადაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების ფაქტები მეტ-ნაკლებად იყო გავრცელებული: ორთაჭალის ციხე, გეგუთის სასჯელაღსრულებითი დაწესებულება, ქსნის სასჯელაღსრულებითი დაწესებულება, რუსთავის კოლონიები და ბათუმის სასჯელაღსრულებითი დაწესებულება.’’26 კომიტეტში შემოსული განცხადებების ანალიზიდან გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:        სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას პატიმრების წამება, ცემა და არაადამიანური მოპყრობა; პატიმართა წამება და არაადამიანური მოპყრობა აღიარებითი ან/და ბრალდების დამადასტურებელი ჩვენების მიღების მიზნით; დასნეულებული პატიმრებისათვის არასათანადო სამედიცინო მომსახურების აღმოჩენა; პატიმართა კოლექტიური და ჯგუფური წამება; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წესრიგის შენარჩუნებისა მიზნით პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა; ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების გამოტანის მიზნით პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პროცესში სამედიცინო პერსონალის ჩართულობა, რაც ერთი ორად ამძიმებდა პატიმრის, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. სასამართლო განცხადებებში გადმოცემულია შემთხვევები, როდესაც წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შედეგად მოპოვებული აღიარებითი ჩვენებები ან ბრალდების დამადასტურებელი ჩვენებები სასამართლოს მიერ დაშვებულ იქნა, როგორც მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე; ზოგიერთ განცხადებაში მითითებულია, რომ ასეთი გზით მოპოვებული ჩვენება გამხდარა მთავარი მტკიცებულება, რომელსაც განაჩენი დაეფუძნა. განცხადებებში, ასევე, მითითებულია შემთხვევები, როდესაც პროცესსზე გამოცხადებულ ბრალდებულს სხეულზე აღენიშნებოდა ძალადობის აშკარა კვალი, რაც ვიზუალურად ადვილად შესამჩნევი იყო. მიუხედავად ამისა, მოსამართლეები არ 26 იქვე, გვ.9 18 ინტერესდებოდნენ აღნიშნული დაზიანებებებით და მათი გამომწვევი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით. შედეგად, მსგავსი დანაშაულები სასამართლოს ყურადღების მიღმა რჩებოდა. უფლებადამცველები განმცხადებლები, ასევე, მიუთითებენ შემთხვევებზე, როდესაც მათ შეატყობინეს დამცველებს (ადვოკატებს) წამებისა და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების ფაქტის შესახებ, მაგრამ მათ შეგნებულად აარიდეს თავი მათი დაცვის ქვეშ მყოფი მსხვერპლის ინტერესების დასაცავად კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას. ასევე, პრეტენზიაა გამოთქმული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წევრების მიმართ, მათი მხრიდან წამებისა და არაადამიური მოპყრობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო. ,,რესპოდენტთა უმრავლესობა ( ზოგჯერ, დიდი უმრავლესობაც ) აცხადებს, რომ დაკავების ან პატიმრობის პერიოდში არასოდეს ხვდებოდნენ:  გაეროს/ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს (არასოდეს შეხვედრია 92.7%-მდე)  საერთაშორისო უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს (არასოდეს შეხვედრია 88%-მდე)  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს ( არასოდეს შეხვედრია 90.6 % );  სახაზინო ადვოკატს ( არასოდეს შეხვედრია 74.2%)  სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს (არასოდეს შეხვედრია 61.6%)  ადგილობრივი უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ( არასოდეს შეხვედრია 74.6%)’’ 27 რესპოდენტებს, ასევე, ეკითხებოდნენ, თუ რატომ არ აცნობდნენ უფლებადამცველ პირებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის იმ შემთხვევების შესახებ, რომლებიც მათ, ან მათი უშუალო თანდასწრებით, სხვებს გადახდათ. გამოკითხულთა 40.1 % ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც ისინი წამების ფაქტებს უფლებადამცველ პირებს ან პრგანიზაციებს არ აცნობდნენ, ვითარების გამოსწორების მიმართ მათი მხრიდან უიმედო და სკეპტიკური დამოკიდებულება იყო. რესპოდენტთა 26 % აცხადებს, რომ ამის მიზეზი იყო შიში იმისა, რომ ამისთვის უარესად დასჯიდნენ მას ან მისი ოჯახის წევრებს. აღნიშნული მიზეზები ძირითადია როგორც ყოფილი, ისე ამჟამინდელი 28 პატიმრებისთვის.’’ ,,რესპოდენტთა სკეპტიციზმს ადასტურებს სხვა მონაცემები: იმ ადამიანთა 75.2 %, რომლებიც აცხადებენ, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს სრულად აცნობენ უფლებადამცველ პირებს და ორგანიზაციებს, აღნიშნავს, რომ ამას არავითარი 27 28 იქვე, გვ. 14 იქვე გვ. 92 19 დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. (ამჟამინდელ პატიმართა 67.6 % და ყოფილ პატიმართა 81.%-მდე აღნიშნავს იმავეს.’’ 29 VI. წამების პრობლემა საქართველოში შედეგების მიხედვით (2007-2012 წლებში) კომიტეტის მიერ ორგანიზებულ იქნა სოციოლოგიური მოსახლეობის გამოკითხვა გამოკითხვის სპეციალურად შემუშავებული კითხვარების მიხედვით. გამოკითხულ იქნა 300 რესპონდენტი. უმეტესობა ყოფილი პატიმარი იყო. კვლევაში მონაწილეობა მიიღო მდედრობითი სქესის 156-მა და მამრობითი სქესის 144-მა წარმომადგენელმა. გამოიკვეთა 6 ასაკობრივი ჯგუფი (იხ. ცხრილი# 1.) ცხრილი #1. რესპონდენტების რაოდენობა ასაკის მიხედვით 1. 16-18 წლის 42 2. 19-24 წლის 49 3. 24-29 წლის 51 4. 30-49 წლის 54 5. 50-64 წლის 54 6. 65 და მეტი წლის 50 წამება, როგორც ნეგატიური სოციალური პრობლემა და მასთან ბრძოლა ცხრილი #3. ეთანხმებით თუ არა, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან წამებისგან დაცვის გარანტიები გაიზარდა 1. გაიზარდა 64% 2. შემცირდა 12% 3. მიჭირს პასუხის გაცემა 24% თუმცა, მაღალი ოპტიმიზმის მიუხედავად (იხ. ცხრილი #5), რესპონდენტების 62% ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების ძალადობისგან მოქალაქეთა რეალური დაცვისათვის ქვეყანაში აუცილებელია სპეციალური ზომების მიღება, 15% აღნიშნულს საჭიროდ არ მიიჩნევს, 23% -ს კი არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. 29 იქვე გ ვ .93 20 ცხრილი #5. ეთანხმებით თუ არა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების ძალადობისგან მოქალაქეთა რეალური დაცვისათვის ქვეყანაში აუცილებელია სპეციალური ზომების მიღება: 62% 1. ვეთანხმები 2. არ ვეთანხმები 15% 3. მიჭირს პასუხის გაცემა 23% 2012 წლის საპარლამენტო ინტენსივობასთან არჩევნების დაკავშირებით, შემდეგ წამების რესპონდენტთა პრობლემის პასუხები გაშუქების შემდეგნაირად გადანაწილდა (იხ. ცხრილი 8): ცხრილი #8. თვლით თუ არა, რომ 2012წ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წამების პრობლემა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში შუქდება: 1. 44% ძალიან ხშირად 2. საჭირო მოცულობით 31% 3. არასათანადოდ 14% 4. მიჭირს პასუხის გაცემა 11% საინტერესოა პასუხი შეკითხვაზე „უნდა შეიცვალოს თუ არა პასუხისგების სიმძიმე წამების მიყენების გამო?“ (იხ. ცხრილი #9). მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სისხლისსამართლის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ლიბერალურ პოლიტიკას ატარებს, რესპონდენტთა 35% მიიჩნევს, რომ პასუხისაგების სიმძიმე ზოგადად უნდა გამკაცრდეს. 27%-ის აზრით, სასჯელი ზოგიერთ შემთხვევაში უნდა გამკაცრდეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი შემსუბუქდეს. 10% მიიჩნევს, რომ იგივე უნდა დარჩეს. 16%-ს უჭირს პასუხის გაცემა და მხოლოდ 12%-ია შემცირების მომხრე. შედეგები გვიჩვენებს, რომ რესპონდენტები წამებას (მათ შორის, პატიმრებისას) სრულიად მიუღებელ მოვლენად თვლიან და მათი 62% სასჯელის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას ემხრობა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, სასჯელის მაქსიმალურ გამკაცრებას მხარს უჭერენ უფროსი (50-64 წლამდე) და 65 წელზე მეტი ასაკის მქონე პირთა ჯგუფების წარმომადგენლები. თუმცა, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშიც (24-29 წლამდე) მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრე მეტი რესპონდენტია. გენდერულ ჭრილში მკაცრი 21 მიდგომების მომხრეთა რაოდენობა პრაქტიკულად თანაბარია: 54% მამაკაცი და 46%ქალბატონი. ცხრილი #9. უნდა შეიცვალოს თუ არა პასუხისგების სიმძიმე წამების მიყენების გამო? 35% ზოგადად უნდა გამკაცრდეს 1. 27% 3. ზოგიერთ შემთხვევაში გამკაცრდეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი შემსუბუქდეს დარჩეს, როგორცაა 4. ზოგადად შემსუბუქდეს 12% 5. მიჭირს პასუხის გაცემა 16% 2. 10% კითხვაზე “თვლით თუ არა, რომ საზოგადოების პრობლემების გადაჭრისათვის საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარება ასოციალური და კრიმინალური პირებისაგან მის გასათავისუფლებლად?” (იხ. ცხრილი#10) რესპონდენტთა 56% პასუხობს, რომ საჭიროა. 25%-ის აზრით - არ არის საჭირო. 19% ს კი პასუხის გაცემა უჭირს. მკაცრი ზომების მომხრეთა შორის გამოირჩევინ უფროსი ასოკობრივი ჯგუფების (30-49 და 50-64) წარმომადგენლები. მეტად ლიბერალურები არიან ახალგაზრდები. გენდერულ ჭრილში ქმედითი ღონისძიებების გატარების მომხრეთა შორის მამაკაცი 59%-ია; ქალბატონი - 41%. 1.5.2 წამების, როგორც სოციალური პრობლემის შეფასება ყოფილი პატიმრების მიერ კვლევის მსვლელობისას გამოკითხულ იქნა 2012 წლის ოქტომბრამდე პატიმრობაში მყოფი 100- ზე მეტი პირი, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. პენიტენციურ დაწესებულებებში სისტემური დანაშაულების, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად სასჯელთა არათანაზომადი სასჯელების გამოყენების გამო მიღებული იქნა 2012 წელს ამნისტიის კანონი და პატიმრობაში მყოფ პირთა დაახლოებით 60% ვადამდე იქნა გათავისუფლებული; რესპონდენტთა ნაწილმა კი, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიიღო. პატიმართა წამებისათვის გამოყენებულ მეთოდებს შორის შეიძლება გამოვყოთ პირდაპირი ძალადობა, რომელსაც, როგორც წესი, უფრო ხშირად ვხვდებით და საბჭოთა ციხეებისა და ბანაკების 22 ტრადიციის გადმონაშთს წარმოადგენს. გამოკითხვის შედეგების თანახმად (იხ. ცხრილი #17), რესპონდენტთა 29% (ჯამში) მიუთითებს, რომ მის მიმართ გამოიყენეს მოხრჩობა, 79% ადასტურებს ცემას, დენით წამებას - 17%, ჩამოკიდებას - 12%, წყალში ჩაძირვას - 8%, დამწვრობის მიყენებას - 5% და ა.შ. პირდაპირი ძალადობის გარდა, ფართოდ გამოიყენებოდა პატიმართათვის აუტანელი პირობების შექმნა, რისი შენიღბვაც იოლი იყო პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესის დამრღვევი პატიმრების დასჯისათვის კანონით დაშვებული ზომებით. ამისათვის მათ ამყოფებდნენ ცივ შენობებში ან ანტისანიტარულ პირობებში, მიმართავდნენ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებას შიშისმომგვრელი ან გამაყრუებელი ბგერებით, ძლიერი შუქით; ამყოფებდნენ იძულებით პოზაში, რისთვისაც მიმართავდნენ დაჭიმვას, ხელბორკილით დაბმას და სხვ. ემუქრებოდნენ იარაღით (11%). არასდროს ერთხელ ცხრილი #17. რამდენად ხშირად გამოუყენებიათ თქვენ მიმართ ძალადობის ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმები გასული 5 წლის განმავლობაში (2012 წლის ჩათვლით)? ბევრჯერ წამება მოხრჩობით წამება აღკვეთით (ძილის, წყლის მიწოდების, საჭმლის მიწოდების, ბუნებრივი საჭიროების დაკმაყოფილების და მსგ.) იძულებითი პოზაში ყოფნით (დაჭიმვით,ხელბორკილით დაბმით და მსგ.) 71% 39% 25% 45% 4% 16% 67% 21% 12% 4. დაკიდებით, ხელების გადაგრეხვით, ჰაერში სროლით. 88% 8% 4% 5. იარაღის დემონსტრირებით, მათ შორის დახვრეტის იმიტაციით 89% 11% - 6. ელექტროდენით 83% 12% 5% 7. 8. ცემით წყალში ჩაძირვით 21% 92% 54% 8% 25% - 9. ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებით: შიშისმომგვრელი ან გამაყრუებელი ბგერებით, ძლიერი შუქით 46% 38% 16% 10. ცივ შენობებში ან ანტისანიტარულ პირობებში ყოფნით 11% 44% 40% 11. სხვა პირების (თანასაკნელების) გამოყენებით თქვენზე ძალადობის განხორციელების მიზნით. 12. დამწვრობის მიყენებით ცხელი საგნებით, მდუღარეთი, სიგარეტის ნამწვით 13. სხვა (დააზუსტეთ) 56% 29% 15% 95% 5% - 79% 14% 7% 1. 2. 3. როგორც კვლევამ აჩვენა (იხ. ცხრილი #18), გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ფიზიკური ძალადობის გარდა ექვემდებარებოდა ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომლის ატანაც ციხის პირობებში განსაკუთრებით მძიმეა. პატიმრები ისედაც სტრესულ ვითარებაში იმყოფებიან საკუთარი დაუცველობის გამო, ერთი მხრივ - სახელმწიფო სამართალდამცავი სისტემის წინაშე, მეორე მხრივ კი - სხვა პატიმრების მხრიდან ნეგატიური ზემოქმედების 23 გამო, რომლებიც არცთუ იშვიათად ასრულებდნენ ადმინისტრაციის ბრძანებას კონკრეტულ პირზე ზეწოლის განხორციელების თაობაზე. საინტერესოა ფიზიკური ძალადობის/ წამების მიზეზების ანალიზი. რესპონდენტთა 56%თვის უფრო ხშირად აღნიშნული მიზეზია: ბრალის აღიარება, საკუთარი თავის ან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, ან პირიქით, ჩვენებაზე უარის თქმა. გამოკითხულთა 54%-თვის - გამოძალვა, ფულის ან ქონების ძალით წართმევა. 36%-მა კი ვერ შეძლო დაესახელებინა რაიმე მოტივი, რამაც ის ძალადობის მსხვერპლად აქცია. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტების 25%-მა პირდაპირ მიუთითა, რომ ძალადობის მიზეზი საპროტესტო აქციებში, სამოქალაქო წინააღმდეგობაში მონაწილეობის იძულება იყო. ცხრილი #19. რა მიზნით გამოიყენებოდა ფიზიკური ძალადობა თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა და რა სიხშირით? არასდროს ერთხელ ან რამდენჯერმე მრავალჯერ 1. ბრალის აღიარების, საკუთარი თავის ან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემის, ან პირიქით, ჩვენებაზე უარის თქმის მიზნით 2. პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური აუტანლობის გამო 3. შურისძიების მიზნით 28% 56% 6% 45% 30% 25% 53% 35% 12% 4. გამოძალვის, ფულის ან ქონების ძალით წართმევის მოტივით 33% 54% 13% 5. დაცინვისთვის 59% 29% 12% 6. საპროტესტო აქციებში, სამოქალაქო წინააღმდეგობაში მონაწილეობის იძულების მიზნით 7. მოტივი თქვენთვის ამოუხსნელია 67% 25% 8% 55% 36% 9% ჩატარებული კვლევის შედეგები იძლევა შემდეგი დასკვნების საუძველს: 2012 წლის ოქტომბრამდე წინასწარი დაკავების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ძალადობა (წამება) ფართოდ იყო გავრცელებული. თავისუფლებააღკვეთილ პირთა უმრავლესობა ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 2013 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობის დამოკიდებულება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ გაუმჯობესდა. 24 VII. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტული ფაქტები ს. ჭ. ,,2009 წლის 19 იანვარს, ჩემი დაკავებისას წყალტუბოს რაიონული სამართველოს თანამშრომლების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ცემას, წამებას და არადამიანურ მოპყრობას. დაკავებისას გამისწორდნენ სასტიკად, მცემდნენ და მაწამებდნენ, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, რითაც მომაყენეს უმძიმესი დაზიანებები, კერძოდ: მარცხენა წარბის არეში მოგრძო ფორმის, უსწორმასწორო, კიდეებიანი და ბლაგვი ჭრილობა; მარჯვენა ხელის მტევნის მოტეხილობა და ღია ჭრილობა მარჯვენა საფეთქელ თხემ-შუბლის არეში; მრავლობითი ნაჭდევები ზომით 10.4X5.8სმ მარცხენა თვალბუდის არეში. ასეთივე სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის არეში. აღნიშნული სამედიცინო ჩარევა თვით პოლიციელთა ჩარევით მოხდა, იმის შიშით, რომ არ მოვმკვდარიყავი და „შარში“ არ გახვეულიყვნენ. ვიყავი უმძიმეს მდგომარეობაში, ფაქტობრივად, კომაში და ჩემი სიკვდილის შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა’’ პ. დ. ,,ზუგდიდის #4 დაწესებულებაში ყოფნის დროს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ღამის საათებში ამიყვანდნენ ხოლმე დირექტორის კაბინეტში, სადაც მ.ქ., კ.კ., რ.შ., და სხვები მცემდნენ; მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მასმენიებდნენ უცნობი ადამიანების ჩანაწერ საუბრებს და მთხოვდნენ ამომეცნო საუბრების ავტორები. წამების დროს თავს მაყოფინებდნენ წყლით სავსე სათლში, მემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ერთ-ერთი წამების დროს მ.ქ-მ ამოიღო იარაღი და მოკვლით დამემუქრა, თუ არ ამოვიცნობდი და არ ვეტყოდი ვინ იყვნენ ეს ადამიანები. შემდეგ იარაღი თავში ჩამარტყა. ‘’ მ.გ. ,,ციხეში ყოფნის დროს მაწამებდნენ. სხვადასხვა პერიოდში, დამაძრეს ფრჩხილები, დამიზიანეს თავის ქალა, დამიმტვრიეს ფეხის ძვლები, ჩამიმტვრიეს ნეკნები, გამიტეხეს ცხვირი, ჩამიმტვრიეს კბილები. ვარ 43 წლის, მაგრამ გამოვიყურები მოხუცივით. სიარულის დროს ხან სად ვიქცევი და ხან სად. ციხეში მძიმედ დავსნეულდი, კერძოდ მაქვს ჰემორიდიალური დაავადება და I კატეგორიის არტერიული ჰიპერტენზია. #8 დაწესებულებაში ყოფნის დროს ცემისა და წამების გარდა, ციხის თანამშრომლების თანდასწრებით მაძლევდნენ საძილე წამლებს, რომლის ზემოქმედების დროსაც მაწერინებდნენ ჩვენებას ჩემი საქმის ირგვლივ. ‘’ ფ.კ. ,,ციხეში მიყვანის დროს უკვე ვიყავი სასტიკად ნაცემი,მიუხედავად ამისა, მიყვანისთანავე ციხის თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ სასტიკად მცემეს და მომათავსეს ე.წ. "ფუქსში", სადაც მოყრილი იყო ქლორი და მაიძულეს შიშველი დავწოლილიყავი ბეტონის ცივ იატაკზე. ციხეში ყოფნის დროს სისტემატიურად ვიყავი წამებისა და არაადამიანური 25 მოპყრობის მსხვერპლი, რასაც ვაპროტესტებდი ყველა საშუალებით, რითაც შემეძლო. ციხის ადმინისტრაცია, არ ეგუებოდა ჩემს საჩივრებს და არ წყვეტდა ჩემს მიმართ წამებისა და არაადამიანური მეთოდების გამოყენებას. შემერყა ჯანმრთელობა.’’ თ.ბ. ,,2010 წლის 28 ივნისს გადამიყვანეს რუსთავის #16 დაწესებულებაში. 9-დღიანი კარანტინის დროს,შემოვიდა დ. მ, რომლის ინიციატივით გამიყვანეს და ხუთმა თანამშრომელმა სასტიკად მცემა; ცემის შემდეგ გამიყვანეს სამორიგეო ნაწილში, საიდანაც დაურეკეს დაწესებულების დირექტორს და მოახსენეს: ბ. ვნახეთ, კარგი დოზაც მივეცით, რა ვქნათ ახლაო? დირექტორმა ჩემთან მოიყვანეთო. მისვლისთანავე მითხრა (ვციტირებ): არ გავიგო შენი არაფერი. იცოდე სად ხარ. მე ვარ მე#16-ს დირექტორი." ამის შემდეგ დამარტყა ხის ხელკეტი სახეში და ჩამიტეხა წინა კბილები. დ. მ._მ მომთხოვა დირექტორის წინაშე დავმდგარიყავი მუხლებზე. უარის თქმის შემდეგ კვლავ სასტიკად მცემეს. ციხეში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მძიმედ დაავადდი. კერძოდ, დამემართა ეპილეპსია და ტუბერკულოზი.’’ ი. კ. ,,2007 წლის 11 დეკემბერს, კამერაში შემოვიდნენ თ.მ, ვ. ყ., . . შ.. და ქსნის კოლონიაში ადრე ნამუშევარი რ..., რომლის გვარიც აღარ მახსოვს და ასევე სხვა თანამშრომლები. ამ ადამიანებმა სასტიკად მცემეს. ცემის მიზეზი იყო ჩემი უარი პროკურატურის მიმართ საპროცესო შეთანხმებაზე. მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი "გამეპრავებინა" პროკურატურა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელი დამარტყა, სხვებიც აყვნენ... დამაგდეს იატაკზე და შემდგნენ წიხლებით. ცემის დროს გამებზარა ნეკნი და მივიღე სხეულის მრავალი დაჟეჟილობა, ასევე, რადიატორზე მარტყმევინეს თავი, რის შედეგადაც თავი გამიტყდა და დავკარგე გონება. გონებაზე მოსვლის შემდგომ მკითხეს: ახლა რა აზრზე ხარო, აკეთებ საპროცესოსო? მე ექიმი მოვითხოვე, მოთხოვნა არ მქონდა დასრულებული, რომ წიხლი მომხვდა და გაისმა გინება ჩემი მისამართით. ამის შემდეგ, ორსართულიან საწოლის კიბეზე მიმადებინეს ხელი და ფეხით მაჯა გადამიტეხეს. მიმაგდეს და გავიდნენ. ვითხოვდი მკურნალობას და ტკივილგამაყუჩებელ წამალს. ტკივილი იმდენად აუტანელი იყო, რომ ორჯერ ვცადე თვითმკვლელობა, მაგრამ თანასაკნელებმა შემიშალეს ხელი. ჩემის შედეგად მივიღე ტრავმა თავისა და ხელის არეში; ფილტვის დაჟეჟილობა, რის შემდეგაც ფილტვში ჩამიდგა წყალი და გადამიყვანეს ტუბერკულიოზის სამკურნალო დაწესებულებაში.’’ ა.ს. ,,2010 წლის 19 აგვისტოს, ქსნის #15 დაწესებულებაში, საღამოს 9 საათზე, შემოვინენ სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღალჩინოსნები გ. მ. და ვ. ც; მათ შემოყვათ სპეც-რაზმის თანამშრომლები. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჰქონდათ საქმეები სტრასბურგში გასაჩივრებული. მე ვიმყოფებოდი მე 13 საკანში, გამომიყვანეს გარეთ, კორპუსზე და გამატარეს, დაახლოებით, სპეცრაზმელების მიერ 26 შექმნილ 30 კაციან კორიდორში, რა დროსაც არანორმალურად მცემეს ხელკეტებით. სპეცრაზმელების გარდა, მცემდა ლ. ლ. და გ. კ., რომელმაც თავზე გადამამტვრია ხის ფიცარი. ცემის დროს, მირტყამდნენ თავისა და ხერხემლის არეში, ასევე მიყვიროდნენ: შენ, სამშობლოს მოღალატევ, საჩივარი გამოიტანე სტრასბურგიდანო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ ამ დღეში იქნებიო. როდესაც ჩემი ცემით დაიღალნენ, შემათრიეს საკანში. რამდენიმე საათის შემდეგ გაიღო საკნის კარები და მათ სპეც-რაზმელებთან ერთად კვლავ სასტიკად მცემეს, მოთხოვნა კვლავ უცვლელი იყო. ჩემთან ერთად აწამებდნენ ჩემს თანამესაკნეებს ზ. ხ.-ს და ლ. გ._ ს, რომელთაც ასევე გასაჩივრებული ჰქონდათ სტრასბურგის სასამართლოში საკუთარი საქმე. მათაც ანალოგიურად თხოვდნენ საჩივრის გამოტანას. მეორე დღეს მოვითხოვე ექიმი. მოთხოვნა არ დამიკმაყოფილეს, ასევე მოვითხოვე ჩემს ადვოკატთან დაკავშირება, რაზედაც უარი მივიღე. ამის შემდგომ გამოვაცხადე შიმშილობა და მხოლოდ 10 დღის შემდეგ ჩამიტარეს ექსპერტიზა. ‘’ VIII. სისტემური ანალიზის შედეგები ჯგუფმა ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოარკვია:  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მასშტაბი განცხადებების გარკვეულ ნაწილში აღწერილია მაღალი თანამდებობის პირების მიერ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დაკვეთის ან/და მის განხორციელებაში უშუალო მონაწილეობის ფაქტი; ხოლო განცხადებების აბსოლუტურ უმრავლესობიდან ჩანს, რომ მათში მითითებულ სამართალდარღვევებზე რეაგირება არ აქვთ მოხდენილი ზემდგომი თანამდებობის პირებს. აღნიშნული ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დაკავებულ/პატიმრობაში მყოფ/თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ მსგავსი მოპყრობა იყო სისტემური მიდგომის ნაწილი და არ შემოიფარგლებოდა სისტემის ცალკეული თანამშრომლების დამოუკიდებელ ინიციატივებით. განცხადებები მოიცავს სხვადასხვა უწყების (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა); მიერ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს; ცალკეულ განცხადებებში საუბარია აღნიშნული უწყებების კოორდინებულ საქმიანობაზე. ასევე, განცხადებები არ ეხება მხოლოდ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ცალკეულ (ერთ ან რამდენიმე) დაწესებულებას ან დაწესებულებებს; მათში აღწერილია სასჯელაღსრულების სისტემის თითქმის ყველა დაწესებულებაში განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა ფაქტები. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს პრობლემის მასშტაბურ ხასიათზე. ,,გამოკითხულთა გამოკვეთილი უმრავლესობა, 70 % სრულიად იზიარებს მოსაზრებას, რომ პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო მთავრობის სასჯელაღსრულებითი პოლიტიკის მიზანმიმართული ნაწილი და არა ციხის ადმინისტრაციის ან ციხეში მომუშავე ცალკეული პირების ინიციატივა. ამჟამინდელ პატიმართა 77 % და ყოფილ პატიმართა 64 % 27 იზიარებს აღნიშნულს. გამოკითხულთა მხოლოდ 4.2 % აცხადებს, რომ ამ მოსაზრებას ძირითადად ან სავსებით არ იზიარებს.’’30  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ინტენსივობა; განმცხადებლების ნაწილი აღწერს კონკრეტული პირის/ პირების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ცალკეულ ეპიზოდებს; განცხადებების უმეტეს ნაწილში აღნიშნულ ეპიზოდებთან ერთად, ან მათ გარეშე, გადმოცემულია დაწესებულებაში დადგენილი პატიმრობის საერთო, ყოველდღიური რეჟიმი, რომელიც შეიცავს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის გამომხატველ კომპონენტებს. ასეთი მიდგომების გამოყენების შესახებ ერთნაირი შინაარსის წერილები კომიტეტისთვის მოწოდებულია სხვადასხვა განმცხადებლების მიერ. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ინტენსიურ ხასიათზე. ,,რესპოდენტთა უმრავლესობა (50-85% ის ფარგლებში) აცხადებს , რომ მათ გამოსცადეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა ფაქტები:  ფიზიკური წამება;  ფსიქოლოგიური წამება;  ესწრებოდა მეგობრის წამებას (იგულისხმება თანამესაკნეც)  ესწრებოდა სხვა პატიმრის წამებას;  ესმოდა წამების ხმები;  არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა;  არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება;  არაადამიანური, ღირსების შემლახავი პატიმრობის პირობები;’’31 ,,მნიშვნელოვნად განსხვავებულია ამჟამინდელ და ყოფილ პატიმართა მონათხრობები ფიზიკურ წამებასთან მიმართებაში: ამჟამინდელი პატიმრების 84 % და ყოფილი პატიმრების 66 % აცხადებს, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ. ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრების გამოცდილება განსხვავდება ისეთ ფაქტებთან მიმართებაშიც, როგორიცაა არაადამიანური ღირსების შემლახავი მოპყრობა და მეგობრის ( თანამესაკნის) ჩათვლით, ან სხვა პატიმრის წამებაზე დასწრება. თუმცა, ეს პრაქტიკა ორივე ჯგუფში გავრცელებულია : ა) ამჟამინდელი პატიმრების 75% და ყოფილი პატიმრების 63% მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ ღირსების შემლახავ მოპყრობას. ბ) ამჟამინდელი პატიმრების 55% და ყოფილი პატიმრების 45 % აღნიშნავს, რომ ესწრებოდა მეგობრის წამებას. გ ) აგრეთვე ამჟამინდელ პატიმართა 56 % და ყოფილ პატიმართა 47% ამბობს რომ სხვა პატიმრის წამებას ესწრებოდა. გარდა ამისა რესპოდენტთა 80% ადასტურებს რომ ესმოდა წამების ხმები და ამ თვალსაზრისით ამჟამინდელ და ყოფილ პატიმართა გამოცდილება თანხვედრაშია. ასევე 30 31 იქვე, გ ვ .8 იქვე, გვ. 32 28 რესპრდენტთა გამოკვეთილი უმრავლესობა (73%) ამბობს რომ ადგილი ჰქონდა არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას და არაადამიანურ ღირსებისს შემლახავ პატიმრობის პირობებს. ამ თვალსაზრისითაც ამჟამინდელ და ყოფილ პატიმართა გამოცდილება თითქმის იდენტურია.’’32  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდები: განცხადებებიდან ირკვევა, რომ გამოიყენებოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგი მეთოდები:          ცემა მუშტით, კონდახებით, ხელკეტითა და სხვადასხვა საგნის გამოყენებით; სექსუალური ძალადობა სხვადასხვა საგნის გამოყენებით; თვალების ახვევა, ცელოფნის პარკის ან ტომრის ჩამოცმევა; სხეულზე დამწვრობის მიყენება სიგარეტის გამოყენებით; ელექტროშოკის გამოყენება; გაშიშვლება; ფრჩხილების დაძრობა; ქლორიან წყლის ჩასხმა საკანში; მუქარა ოჯახის წევრების მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის განხორციელების შესახებ; და სხვ. ,,პატიმრების მიმართ გამოყენებული ფიზიკური წამების მეთოდები შეგვიძლია 3 ჯგუფად დავყოთ: ფიზიკური წამების ძალზე გავრცელებული მეთოდები: ამ ჯგუფს მიეკუთნება მეთოდები, რომელთა გამოყენების შესახებ რესპოდენტთა უმრავლესობა (50%-ზე მეტი) აღნიშნავს. ფიზიკური წამების მეტ-ნაკლებად გავრცელებული მეთოდები: ამ ჯგუფს მიეკუთნება მეთოდები, რომელთა გამოყენების შესახებ რესპოდენტთა სულ მცირე, მეხუთედი მიუთითებს; ფიზიკური წამების ნაკლებად გავრცელებული მეთოდები: ამ ჯგუფს მიეკუთვნება მეთოდები, რომელთა გამოყენების შესახებ რესპოდენტთა მეხუთედზე ნაკლები აღნიშნავს.’’33 ,,ფიზიკური წამების ძალზე გავრცელებულ მეთოდებს შორის მოხვდა შემდეგი:  32 33 ცემა მუშტებით, წიხლებით იქვე, გ ვ .33 იქვე, გვ. 11 29        სამედიცინო მომსახურების (კონსულტაცია, ოპერაცია, მედიკამენტები) არქონა/შეზღუდვა პატიმრებით გადაჭედილ საკანში მოთავსება ცემა რეზინის და ხის ხელჯოხებით (ე.წ. დუბინკებით) დარტყმა სხეულის განსაკუთრებით მტკივნეულ ნაწილებში (ხელის/ფეხის მტევნებში, ნაოპერაციებ ადგილებში და სხვა) ნესტიან და წყლიან საკნებში მოთავსება დარტყმა ყურების არეში, როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი ე.წ. „ტელეფონი“ გაუსაძლისი სიცივის ან სიცხის პირობებში შექმნა უფრო დეტალურად, მონაცემები ასეთია:  გამოკითხულთა 74,3% აცხადებს, რომ მათ მიმართ გამოიყენებოდა მუშტებითა და წიხლებით ცემის მეთოდი. ამჟამინდელი პატიმრების 83 % და ყოფილი პატიმრების 66% ამბობს, რომ მათ მუშტებითა და წიხლებით სცემდნენ.  გამოკითხულთა 73.6% აღნიშნავს, რომ მათ არ ჰქონდათ/ შეზღუდული ჰქონდათ სამედიცინო მომსახურება (კონსულტაცია, ოპერაცია, მედიკამენტები). ამ კონტექსტში ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრების გამოცდილება იდენტურია.  გამოკითხულთა 69.1 % აცხადებს, რომ მათ პატიმრებით გადაჭედილ საკნებში ათავსებდნენ. ამ თვალსაზრიზითაც ყოფილი და ახლანდელი პატიმრების გამოცდილება თანხვედება ერთმანეთს.  რესპოდენტთა 63 % ამბობს, რომ მათ რეზინის და ხის ხელჯოხებით (ე.წ „დუბინკებით’’) სცემდნენ, ამჟამინდელი პატიმრების 70% და ყოფილი პატიმრების 56% აცხადებს ამავეს.  გამოკითხულთა 63.1 % აცხადებს, რომ მათ ურტყამდნენ სხეულის განსაკუთრებით მტკივნეულ ნაწილებში ( ხელის/ფეხის მტევნებში, ნაოპერაციებ ადგილებში და სხვა) ამჟამინდელ პატიმართა 76.3 % და ყოფილ პატიმართა 49.9 % აცხადებს იმავეს.  გამოკითხულთა 61.9 % ამბობს, რომ მათ ათავსებდნენ ნესტიან და წყლიან საკნებში. ამჟამინდელ პატიმართა 65.6 % და ყოფილ პატიმართა 58.2 % აცხადებს, რომ მათ ნესტიან და წყლიან საკნებში ათავსებდნენ.  რესპოდენტთა 50.8 % ამბობს, რომ მათ მიმართ გამოიყენებოდა ყურების არეში როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი დარტყმის მეთოდი. ( ე.წ „ტელეფონი’’) ამჟამინდელ პატიმართა 64.9 % და ყოფილ პატიმართა 36.8 % ადასტურებს ამ გამოცდილების ქონას.  გამოკითხულთა 50.4 % აღნიშნავს, რომ მათ ამყოფებდნენ გაუსაძლისი სიცივის ან სიცხის პირობებში. ამ კონტექსტში ყოფილი და ამჟამინდელი პატიმრების გამოცდილება არ განსხვავდება ერთმანეთისგან. 34 ,,ფიზიკური წამების მეტ-ნაკლებად გავრცელებული მეხუთედი) მეთოდებია: 34 (მიუთითებს სულ მცირე იქვე, გვ. 70-71 30  ცემა გასაღებების დიდი ასხმის, რკინის საწოლის ფეხების და მეტალის სხვა ნივთების გამოყენებით (ამჟამინდელ პატიმრებს შორის ყოველი მეორე და ყოფილ პატიმრებს შორის ყოველი მესამე ადამიანი აცხადებს, რომ მათ მიმართ გამოიყენეს ეს მეთოდი.)  სპეცრაზმის გამოყენება, როგორც დამსჯელი რაზმის, ორგანიზებული, რეგულარული ცემა მთელ საპატიმროში. (ამჟამინდელ პატიმართა 44.1 % და ყოფილ პატიმართა 37.3% აცხადებს, რომ ჰქონდათ ასეთი გამოცდილება.)  საკვების / სასმელი წყლის არ მიწოდება ( ამჟამინდელი პატიმრების 35.1 % და ყოფილი პატიმრების 33.4 % აცხადებს, რომ მათ მიმართ გამოიყენეს ეს მეთოდი.)  ე.წ „ფუქსში’’- 1 კვ.მ გალიაში მოთავსება საათებისა და დღე-ღამის განმავლობაში. (სხეულის იძულებითი პოზა) (ამჟამინდელ პატიმართა 50.3 % და ყოფილ პატიმართა 24.5 % აცხადებს, რომ მათ მიმართ გამოიყენეს ეს მეთოდი)  თვალის კაკლებზე ხელის დაჭერა ტკივილის მიყენებისა და თვალების დათხრის იმიტაციის მიზნით. (ამჟამინდელი პატიმრების 18.8% და ყოფილი პატიმრების 36.5 % აცხადებს, რომ მათ მიმართ გამოიყენეს ეს მეთოდი.)35 ,,ფიზიკური წამების ნაკლებად გავრცელებული (მიუთითებს მეხუთედზე ნაკლები) მეთოდებია :          ჩამოკიდება ელექტროდენით წამება მოხრჩობა (წყალში თავით ჩაყურყუმალავება, აირწინაღის ჩამოცმა და სხვ.) სამედიცინო - სტომატოლოგიური წამება დამწვრობა (სიგარეტით, ცხელი შანთით და სხვ.) დაღის დასმა (ფრჩხილების დაძრობა და სხვ.) ფარმაკოლოგიური წამება (ნარკოტიკით და სხვა პრეპარატით) ცხოველების გამოყენება (მაგ:ძაღლების მისევა) სექსუალური ძალადობა ‘’36  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენების მიზნები განცხადებების ანალიზიდან ჩანს, რა მიზნების მისაღწევად გამოიყენებოდა წამების, წამების მუქარისა და არადამიანური მოპყრობის მეთოდები. ესენია: 35 36 იქვე, გ ვ .72 იქვე, გ ვ .74 31         დანაშაულის გახსნა; ცრუ და/ან სასურველი ჩვენების მიღება, მათ შორის, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის აღიარება; საპროცესო შეთანხმების დადების იძულება; ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის იძულება; . ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოდან საჩივრის გამოტანის იძულება; სხვადასხვა უწყებებში საჩივრების წერის შეწყვეტის იძულება ; სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციასთან ფარული თანამშრომლობის იძულება; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კოლექტიური შიშის დანერგვა და არსებული მკაცრი რეჟიმის შენარჩუნება; სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების თავის შექცევა პატიმრების მიმართ არადამიანური მოპყრობით. ,,ქვემოთ მოყვანილია იმ რესპოდენტთა პროცენტული მაჩვენებლები, რომლებმაც ამა თუ იმ ფაქტორს მიანიჭეს მაქსიმალური (5) ქულა მნიშვნელობის შკალაზე:                37 38 საერთაშორისო დონეზე განაჩენის გასაჩივრებაზე უარის თქმა (ამ ფაქტორს რესპოდენტთა 48,2% ანიჭებს 5 ქულას); სხვა პირ(ებ)ის ან ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღება (რესპოდენტთა 47%-მდე ანიჭებს 5 ქულას); სხვა პირის წინააღმდეგ ყალბი ჩვენების მიცემა (რესპოდენტთა 41,7% ანიჭებს 5 ქულას); საპროცესო გარიგებაზე დათანხმება (41,5% ანიჭებს 5 ქულას); ფულის ან ქონების გამოძალვა (36%-მდე ანიჭებს 5 ქულას); ადგილობრივ დონეზე განაჩენის გასაჩივრებაზე უარის თქმა (37,3% ანიჭებს 5 ქულას); პატიმრის ან მისი ოჯახის წევრების პოლიტიკურ შეხედულებებზე ზემოქმედება (30,4% ანიჭებს 5 ქულას).’’37 ,,საპატიმროები საყოველთაო შიშის დანერგვა ( ამ ფაქტორს რესპოდენტთა 86% მა მიანიჭა მიაქსიმალური (5) ქულა ) პიროვნების დამორჩილება/დათრგუნვა ( 80% ანიჭებს მაქსიმალურ ქულას) მწამებელთა ან წამების ორგანიზატორთა მიერ სიამოვნების მიღება ( 60% ანიჭებს მაქსიმალურ ქულას ) იმ დანაშაულის აღიარება რომელიც არ ჩაუდენიათ ( 58% ანიჭებს მაქსიმალურ ქულას ) დანაშაულის აღიარება ( 56 % ანიჭებს მაქსიმალურ ქულას) ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა ( 57 % ანიჭებს მაქსიმალურ ქულას ) პატიმრის ფსიქიკისა და ჯანმრთელობის დაზიანება ( 57 % ანიჭებს მაქსიმალურ ქულას ) პატიმრის აგენტად თანამშრომლობის იძულება ( 51 % ანიჭებს მაქსიმალურ ქულას ) 38 იქვე, გ ვ .46-47 იქვე გ ვ .10 32  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგები როგორც განცხადებებიდან ირკვევა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების შედეგები საკმაოდ მძიმე იყო. კერძოდ:      წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად პატიმრის ხეიბრად ქცევა; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად პირის მძიმედ დასნეულება; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის მიღება; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გამოწვეული მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ფონზე სუიციდის მცდელობა; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ლეტალური შედეგის დადგომა. გამოკითხვა აჩვენებს, რომ წამება და არაადამიანური დაუკავშირდა ისეთ შედეგებს, როგორიცაა :        მოპყრობა ყველაზე მეტად გადაიხადა ფული ან დათმო ქონება; დათანხმდა საპროცესო გარიგებას; დაიბრალა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია; ჩაიდინა თვითმკვლელობა/ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა; ფსიქიკურად დაავადდა; მიიღო ფიზიკური დაზიანება; დაიწყო ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა. ‘’ 39 ,,ამჟამინდელ პატიმრებს შორის, დაახლოებით ყოველი მესამე გამოკითხული (31,6%) ამბობს, რომ ბევრ ისეთ ადამიანს იცნობს, ვინც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ჩაიდინა თვითმკვლელობა ან ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა; ყოფილ პატიმართა შორის ასეთთა ხვედრითი წილია 19,3%. დამატებით, ყოფილ პატიმართა 26,5%, ხოლო ამჟამინდელ პატიმართა 21,4% აღნიშნავს, რომ თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობის მცდელობის ჩამდენ რამდენიმე ადამიანს იცნობს. 40 ,,საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ გამოკითხულთა წილი, რომლებიც პირადად იცნობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაცვლილ ადამიანს. როგორც ყოფილი, ისე ამჟამინდელი პატიმრების ჯგუფებში დაახლოებით 30%-ია (თითოეულში) იმ ადამიანთა ხვედრითი წილი, რომლებიც ამბობენ, რომ რამდენიმე ან ბევრ ისეთ ადამიანს იცნობენ, ვინც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა.’’ 41 ,,გამოკითხულთა შორის დაახლოებით ყოველი მეორე აცხადებს, რომ იმ პატიმრებს, რომლებსაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, ძირითადად, არანაირი სამედიცინო დახმარება არ უტარდებოდათ. 38% კი აღნიშნავს, რომ პატიმრებს ძირითადად ზედაპირული სამედიცინო დახმარება 39 იქვე გ ვ .50 იქვე გ ვ .57 41 იქვე, გ ვ .65 40 33 უტარდებოდათ. 11%-ს აღნიშნულ საკითხზე პასუხის გაცემა უჭირს. მხოლოდ 1,1% აღნიშნავს, რომ პატიმრებს სრულყოფილი სამედიცინო დახმარება უტარდებოდათ.’’42 ,,რესპოდენტთა დიდი უმრავლესობა (84.2 %) აცხადებს, რომ პატიმრობაში ყოფნამ მათ შეუქმნა ისეთი პრობლემა/პრობლემები (სოციალური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა), რაც პატიმრობამდე არ ჰქონდათ. ამჟამინდელ პატიმართა 88.1 % და ყოფილ პატიმართა 80.2 % აცხადებს იმავეს.’’43 ,,პატიმრობის სხვა მნიშვნელოვან შედეგებს შორის გამოიკვეთა შემდეგი:      რესპოდენტთა 48 % აღნიშნავს, რომ მათ დაუქვეითდათ ან დაკარგეს შრომის უნარი. ამჟამინდელი პატიმრების 53.2 % და ყოფილი პატიმრების 42.2 % აცხადებს იმავეს. გამოკითხულთა 37.6 % ამბობს, რომ მათ დაკარგეს ქონება. ამჟამინდელი პატიმრების 26 % -მდე და ყოფილი პატიმრების უმრავლესობა, 50.6 % აცხადებს იმავეს. გამოკითხულთა შორის ყოველი მესამე ადამიანი (32.8 %) ამბობს, რომ პატიმრობაში ყოფნისას შეექმნათ ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას. ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრების მონაცემები, ამ თვალსაზრისით, მცირედ განსხვავდება. გამოკითხულთა შორის თითქმის ყოველი მესამე ადამიანი ( 31.7% ) ასევე, ამბობს, რომ მათ უჭირთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი ( ოჯახის წევრების ჩათვლით ). ამჟამინდელი პატიმრების 36 % და ყოფილი პატიმრების 26.8 % აცხადებს იმავეს. 21.6 % აცხადებს, რომ გახდა საძილე საშუალებებზე/ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებული. ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრების განცხადებები ამ თვალსაზრისით იდენტურია. ‘’44 ,,ყველაზე უფრო ხშირად რესპოდენტები მიუთითებენ ფსიქიკურ აშლილობაზე (დეპრესია/ნევროზები და ა.შ) : შემთხვევათა 53.4 % -ში გამოკითხულები აღნიშნავენ, რომ მათ განუვითარდათ ფსიქიკური აშლილობა (დეპრესია/ნევროზები და ა.შ) .ამ თვალსაზრისით, ყოფილი და ახლანდელი პატიმრები ერთსულოვანნი არიან. ‘’45 42 იქვე, გ ვ .50 იქვე, გ ვ .80 44 იქვე, გ ვ .80-81 45 იქვე, გ ვ .84 43 34  წამებისა და არაადამიანური მექანიზების ეფექტურობა; მოპყრობის ფაქტებზე რეაგირების შესწავლილი განცხადებებიდან იკვეთება სასამართლოს საკმაოდ პასიური და არაეფექტური როლი ამ პროცესში. სასამართლო ვერ ასრულებდა მასზე კანონით დაკისრებულ ფუნქციას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში გამოევლინა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ უკანონო მოპყრობის ფაქტები. უფრო მეტიც, სასამართლო ხელისუფლება, სამართლებრივ ლეგიტიმაციას აძლევდა რეპრესიული სისტემის ნებისმიერ უკანონო მოქმედებასა თუ უმექმედობას. ასევე, განცხადებების მიხედვით, პროკურატურა არ ახდენდა რეაგირებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე შემოტანილ განცხადებებზე. პროკურატურა, როგორც სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, რომელსაც სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება უნდა ჩაეტარებინა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, არ ფუნქციონირებდა. IX. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დაწყებულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებში გამოძიება დაიწყო 191 სისხლის სამართლის საქმეზე; ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 124 ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ, მათ შორის ისეთი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, როგორებიც არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი. მოცემული საქმეებიდან, სასამართლოში განსახილველად წარიმართა 119 პირის მიმართ 40 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 81 პირის მიმართ 23 სისხლის სამართლის საქმეზე. ამჟამად, აღნიშნული სახის დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო დანაყოფებში გამოძიება მიმდინარეობს 5 პირის, კერძოდ: დათა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას, რომან შამათავასა და გიორგი სამუშიას მიმართ. ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცედურები პოლიტიკური ოპონენტების ვალერი გელაშვილის( 2006 წლის ივნისი) კობა დავითაშვილის(2007 წლის 7 ნოემბერი) ზურაბ აბაშიძის( 2009 წლის 15 ივნისის) მურმან დუმბაძის, ლუკა კურტანიძის (2011 წლის 35 26 მაისის) და სხვა პირთა მიმართ განხორციელებული ძალადობის , სასტიკი და არადაამიანური მოპყრობის ფაქტებზე. ინფორმაცია რამდენიმე საქმეზე: 1. ე.წ. ,,კასრების საქმე’’’ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, 2011 წელს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა კოხტა თოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კობა თოდუამ და თეიმურაზ უბირიამ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად ორი პირი სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს, დააბეს მაგიდაზე და აწამეს. ამის შემდეგ აღნიშნულ პირებზე, მათი ბოლომდე გატეხვის მიზნით, განხორციელდა გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი ძალადობით. აღნიშნულ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეოკამერით იღებდა კოხტა თოდუა. მითითებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 11 პირი: მეგის ქარდავა, დავით ჩაგინავა და კოხტა თოდუა დამნაშავეებად იქნენ ცნობილი სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 144 1 მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ზ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრათ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; თემურ უბირია ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; პაატა ქირია, გურამ ჭითანავა, გიორგი ბულია _ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნტით და მიესაჯათ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ირაკლი ახალაია _სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მარლეს ხვიტია და გოჩა შონია დამნაშავეებად ცნეს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით; მარლეს ხვიტიას მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და გოჩა შონიას _4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2. 26 მაისის მიტინგის დარბევის საქმე 26 მაისის მიტინგის დარბევის საქმზე 2014 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი სსკის 333-მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; განაჩენის თანახმად, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მითითებით დაიგეგმა იმგვარად, რომ პოლიციამ მომიტინგეებს შეგნებულად არ დაუტოვა გასასვლელები. მისივე მითითებით, მომიტინგეთა დაკავების მიზნით, პოლიციელთა მიერ განურჩევლად და მაღალი ინტენსივობით გამოიყენებოდა ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც მრავალმა ადამიანმა მიიღო სხეულის სხვადასხვა დაზიანება, ხოლო ორი ადამიანი გარდაიცვალა. ასევე, სრულიად უკანონოდ მასობრივად მოხდა მომიტინგეთა დაკავება. 36 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით ივანე მერაბიშვილს შეეფარდა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2. გირგვლიანის საქმე მიდგომა, რომელსაც ხელისუფლება იყენებდა ისეთი კატეგორიის საქმეების მიმართ, სადაც მონაწილეობდნენ ოფიციალური პირები, მკაცრად იქნა გაკრიტიკებული ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ საქმეში ,,ი. ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ:46 ,,ხელისუფლების მიერ ამგვარი შერჩევითი მიდგომა სასამართლოსთვის მიუღებელია,“ ,,სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო,“ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩაეტარებინა შესაბამისი გამოძიება, რომელიც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შესახებ ”სრული სიმართლის გამოაშკარავებას შეძლებდა და რომელსაც ყველა პასუხისმგებელი პირის ადეკვატური დასჯა მოყვებოდა“. გირგვლიანის საქმის გამოძიების დაწყებისთანავე, შს მინისტრმა, ივანე მერაბიშვილმა დადასტურებულად იცოდა, რომ დავით ახალაია წარმოადგენდა გირგვლიანის მიმართ განხორციელებული დანაშაულის ინიციატორს, ამავე სამინისტროს ოფიცრები მონაწილეობდნენ დანაშაულის აღსრულებაში, საქმესთან შესაძლოა კავშირი ჰქონოდა მის მეუღლე თამარ მერაბიშვილსაც. ნაცვლად იმისა, რომ საქმე ქვემდებარეობით გადაეცა პროურატურისთვის, გამოძიება დაავალა მისდამი დაქვემდებარებულ უწყებას. აღნიშნულით ურუნველყოფილ იქნა საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, რეალური გარემოებების მიჩქმალვა და დათა ახალაიასა და დანაშაულის ჩამდენი პოლიციელების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აცილება. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ივანე მერაბიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ 332-ის მე-2 ნაწილით და 341 -ე მუხლით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ორგანოზატორი იყო დავით ახალაია. მან კუდ-ის თანამშრომლებს მოსთხოვა, დანაშაული აეღოთ საკუთარ თავზე და არ დაესახელებინათ დანაშაულის მონაწილეები. სანაცვლოდ დაპირდა მსუბუქი ბრალდებით გასამართლებას, პრეზიდენტის შეწყალებით განთავისუფლებასა და ყოფითი პრობლემების მოგვარებას. ასევე, ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნას; თითოეულს გადასცა თანხა 100-100 აშშ დოლარის ოდენობით. დავით ახალაია მიცემულ იქნა პასუხისგებაში სსკ-ის 332-ის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’, ,,ზ’’ და ,,თ’’ პუნქტებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით; ამჟამად მიმდინარეობს საქმის სასამართლო განხილვა; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, ბაჩანა ახალაიას ხელშეწყობით, ალ. გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშულისთვის მსჯავრდებული პირები სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებითა და პრივილეგიებით. 46 ი.ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ, № 25091/07, 26.06.2011 37 ბაჩანა ახალაია ცნობილ იქნა დამნაშვედ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით, სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სხვა დანაშაულებთან ერთობლიობით შეეფარდა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავეებად ცნობილ იქნენ, აგრეთვე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-10 დაწესებულების დირექტორი, თემურ ტაბაღუა და მისი მოადგილე მურად გაბუნია. მათ 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯათ პირობითი მსჯავრი 1 წლისა და 8 თვის ვადით. 2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოყენა თავისი უფლებამოსილება და წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, სასჯელი გაუნახევრა გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულ პირებს. აღნიშნულმა მათ შესაძლებლობა მისცა, სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებულიყვნენ პირობით ვადამდე განთავისუფლების მექანიზმის ამოქმედებით. მიხეილ სააკაშვილი მიცემულია სისხლისსამართლის პასუხისგებაში 332-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქმე განსახილველად გადაცემულია სასამართლოსთვის. 4. პოლიციელების ცემის საქმე 2005 წლის 5 იანვარს მ.ა და დ. კ. ტელეფონით დაიბარეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროს დავით ახალაიასთან. დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ოლეგ მელნიკოვმა, იოსებ თოფურიძემ და ოთახში მყოფმა სხვა პირებმა მ.ა. სასტიკად სცემეს ხელებითა და ფეხებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამავდროულად, დავით ახალაია აფურთხებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას, იმ მოტივით, რომ თითქოს წინა დღით, რესტორანში ყოფნისას უპატივცემლობა გამოიჩინეს შს მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიას მიმართ; ამავე მიზეზით ზ.მ. დავით ახალაიას დავალებით, კუდ-ის თანამშრომლებმა ღვედით ზუგრგზსუკან ხელებშეკრული დააბეს სკამზე და დუწყეს ცემა, რაც გაგრძელდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რამდენიმე ეტაპად. აღნიშნულ საქმეზე 2004 წლის 14 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: დავით ახალაია - (ძებნილი) -- სსკ-ის 333-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ოლეგ მელნიკოვი -- სსკ-ის 333-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. 38 იოსებ თოფურიძე სსკ-ის 333-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 1 წლით და 6 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. გერონტი ალანია - (ძებნილი) -- სსკ-ის 333-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება; 5. ვ. ა-ს საქმე დავით ახალაიამ ორგანიზება გაუწია ვ.ა და მასთან ერთად მყოფი მეგობრის კ. დ. -ს გატაცებას, რომლებიც 2005 წლის 05 ოქტომბერს წაიყვანეს სოფ. ოქროყანის ტყეში, სადაც დავით ახალაია და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები გერონტი ალანია, ვალერიან მეტრეველი, ოლეგ მელნიკოვი და დაახლოებით ათამდე სხვა პირი ერთი საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, იმ მოტივით, რომ მეგობარ გოგონასთან დაკავშირებით ტელეფონზე საუბრისას გამოიჩინა დავით ახალაიას მიმართ უპატივცემულობა, რის შედეგადაც სასტიკად ნაცემები დატოვეს ტყეში. აღნიშნულ საქმეზე, 2014 წლის 20 ოქტომბრის ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: გერონტი ალანია (ძებნილია) -- სსკ 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ 1443 -ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა 4 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ვალერიან მეტრეველი -- სსკ 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ 1443 -ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ოლეგ მელნიკოვი -- სსკ-ის 333 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ 143-ე მუხლის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე ერთი წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. დავით ახალაია აღნიშნულ ფაქტზე იგი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ 143-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ 1443 - ე მუხლის I ნაწილითა და ამავე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და საქმე, ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით, მისი ბრალდების საქმესთან ერთად, 2014 წლის 11 39 მარტს წარმართულია თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელზეც იხილება ცალკე წარმოებად და ჯერ დასრულებული არ არის. 6. მ. ა-ს წამების საქმე ბრალდების თანახმად, მ.ა, #8 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, ტერაქტების საქმეში მისი მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირების მიმართ მამხილებელი ჩვენების მიღების მიზნით, მ. ქ. -ს ორგანიზებითა და უშუალო მონაწილეობით, 2011 წლის მაისში, დირექტორის მოადგილის - ალექსანდრე ჯანჯღავას ოთახში ცემეს. მ. ა.-სგან უარის მიღების შემდეგ, მეგის ქარდავას მითითებით, #8 დაწესებულების თანამშრომელმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა და გამოძიებით დაუდგენელმა სხვა პირებმა ჩაიყვანეს კარანტინში, სადაც აყურებინეს თუ როგორ აუპატიურებდნენ პატიმრები თ.ს და ა.ტ. ერთ-ერთ მამაკაცს. უკან დაბრუნებულ მ. ა-ს მეგის ქარდავა დაემუქრა, რომ სასურველი ჩვენების არმიცემის შემთხვევაში გააუპატიურებდნენ მასაც, რის შემდეგაც, მ. ა-მ მეგის ქარდავას მითითებით, დაწერა ტერორისტულ აქტებში თითქოსდა მისი მონაწილეობის შესახებ. მეგის ქარდავამ ჩათვალა, რომ აღნიშნული ჩვენება არ იყო საკმარისი, რის გამოც მან, ვიქტორ ყაჭეიშვილმა, ოლეგ ფაცაციამ და გამოძიებით დაუდგენელმა სხვა პირებმა კვლავ დაუწყეს მ. ა-ს უმოწყალო ცემა. მეგის ქარდავას მითითებით, დაჭმუჭნეს ჩვენება და ძალით გადააყლაპეს მ.ა-ს. ცემის შემდეგ, ვ. ყაჭეიშვილმა და გამოძიებით დაუდგენელმა სხვა პირებმა მ. ა. კვლავ ჩაიყვანეს კარანტინში, შეიყვანეს საკანში, სადაც დაახვედრეს ნიღბებში მყოფი პატიმრები ა. ტ. და თ. ს.საკანში მათ დასახმარებლად შევიდნენ ვ. ყაჭეიშვილი, ო. ფაცაცია და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები. მათ მ. ა-ს დაუწყეს ცემა და დააგდეს იატაკზე, რა დროსაც პატიმარმა თ. ს-მ თავისი სასქესო ორგანო მიადო მ. ა-ს საჯდომზე, ხოლო ერთერთმა იქ მყოფმა პირმა, ამ მდგომარეობაში მყოფ მ.ა -ს გადაუღო ფოტოსურათები. ამ გზით, აღნიშნული ფოტოსურათების გავრცელების, გაუპატიურების და შემდგომი ფიზიკური ზეწოლის შიშით, მეგის ქარდავამ მ. ა. იძულებული გახადა მიეცა მისთვის სასურველი ჩვენება. 2013 წლის 25 დეკემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს მეგის ქარდავას, #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილ უფროსს ვიქტორ ყაჭეიშვილსა და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილ უფროსს ოლეგ ფაცაციას წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1441 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით. 2014 წლის 15 მაისს საქმეზე დასრულდა გამოძიება და საქმე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამჟამადაც მიმდინარეობს არსებითი განხილვა. 7. ე. ქ-ს, კ. მ.ს-ს და მ. ყ.ს წამების საქმე გამოძიების თანახმად, 2011 წლის 04 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის #08911034 საქმეზე, ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით დაკავებულნი და სად-ის #8 დაწესებულებაში შესახლებულნი იქნენ ე.ქ. და კ. მ. 2011 წლის 11 40 აპრილს #8 დაწესებულებაში დირექტორის სამუშაო ოთახში ამოაყვანინეს პატიმრები - ე. ქ., კ. მ. და მ.ყ. სამუშაო ოთახში დაიწყეს ე. ქ-ს, კ. მ-ს და მ. ყ-ს ცემა, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით. წამების დროს, ე. ქ.-მ ვერ გაუძლო მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და დაკარგა გონება. ნაწამებმა პატიმრებმა გონება დაკარგეს, იმავე დღეს, ე. ქ მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა საკანში შესახლების შემდგომ. ჩადენილი ქმედებისათვის, 2014 წლის 07 იანვარს, მეგის ქარდავა და გაგა მკურნალიძე მიცემულ იქნენ პასუხისგებაში სსკ-ის 1441 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წამება); ხოლო ალექსანდრე მუხაძეს კი, წარედგინა სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება). 2014 წლის 18 აპრილს სისხლის სამართლის #010070114801 საქმე გაგა მკურნალიძის, მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძის მიმართ წარიმართა სასამართლოში. საქმემ გაიარა წინასასამართლო სხდომის სტადია და გადაცემულ იქნა არსებითად განსახილველად. ინფორმაცია იმ საჯარო მოხელეების შესახებ, რომელთა მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი: 1.ჯონი ივანიშვილი - სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების ინსპექტორი, დირექტორის მოადგილე. შემდგომ ს.ა.დ N6-ე დაწესებულებაში ჯონი ივანიშვილი, ვლადიმერ კაპანაძე და გამოძიებით დაუდგენელი პირები, ორაგნიზებას უწევდნენ და უმეტეს შემთხვევებში უშუალოდ ახორციელებდნენ ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ცემა-წამებას, დამცირებას და იძულებას. სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით: ჯონი ივანიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, ამნისტიის გამოყენებით, ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით; ხოლო დამატებით სასჯელად - ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლისა და 3 თვის ვადით. 2. ვლადიმერ კაპანაძე, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსი. ს.ა.დ N6-ე დაწესებულებაში ჯონი ივანიშვილი, ვლადიმერ კაპანაძე და გამოძიებით დაუდგენელი პირები, ორგანიზებას უწევდნენ და უმეტეს შემთხვევებში უშუალოდ ახორციელებდნენ ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ცემა-წამებას, დამცირებას და იძულებას. ვლადიმერ კაპანაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, ძირითად სასჯელად 41 განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 3 თვის ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლების 3 წლის ვადით. 3. ვაჟა ცხვედიანი - სასჯელაღსრულების N16 დაწესებულების დირექტორის პირველ მოადგილე (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი). ს.ა.დ N16-ე დაწესებულებაში ვაჟა ცხვედიანი, დავით მუმლაძე, იონა ლუტიძე, გიორგი ჯღარკავა, თემურ ყორშია და გამოძიებით დაუდგენელი პირები ორგანიზებას უწევდნენ და უმეტეს შემთხვევებში უშუალოდ ახორციელებდნენ ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ცემა-წამებას, დამცირებას და იძულებას. სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით: ვაჟა ცხვედიანი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, ამნისტიის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 4. დავით მუმლაძე - სად-ის N16 დაწესებულების დირექტორის მოადგილე. ს.ა.დ N16-ე დაწესებულებაში ვაჟა ცხვედიანი, დავით მუმლაძე, იონა ლუტიძე, გიორგი ჯღარკავა, თემურ ყორშია და გამოძიებით დაუდგენელი პირები ორაგნიზებას უწევდნენ და უმეტეს შემთხვევებში უშუალოდ ახორციელებდნენ ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ცემა-წამებას, დამცირებას და იძულებას. სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით: დავით მუმლაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, ამნისტიის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 5. იონა ლუტიძე, სად-ის N16 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი. ს.ა.დ N16-ე დაწესებულებაში ვაჟა ცხვედიანი, დავით მუმლაძე, იონა ლუტიძე, გიორგი ჯღარკავა, თემურ ყორშია და გამოძიებით დაუდგენელი პირები ორაგნიზებას უწევდნენ და უმეტეს შემთხვევებში უშუალოდ ახორციელებდნენ ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ცემა-წამებას, დამცირებას და იძულებას. სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით: 42 იონა ლუტიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 6. გიორგი ჯღარკავა, ინსპექტორი. სად-ის N16 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ს.ა.დ N16-ე დაწესებულებაში ვაჟა ცხვედიანი, დავით მუმლაძე, იონა ლუტიძე, გიორგი ჯღარკავა, თემურ ყორშია და გამოძიებით დაუდგენელი პირები ორაგნიზებას უწევდნენ და უმეტეს შემთხვევებში უშუალოდ ახორციელებდნენ ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ცემა-წამებას, დამცირებას და იძულებას. მოსამართლის 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით: გიორგი ჯღარკავა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 7. თემურ ყორშია - სად-ის N16 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი. ს.ა.დ N16-ე დაწესებულებაში ვაჟა ცხვედიანი, დავით მუმლაძე, იონა ლუტიძე, გიორგი ჯღარკავა, თემურ ყორშია და გამოძიებით დაუდგენელი პირები ორაგნიზებას უწევდნენ და უმეტეს შემთხვევებში უშუალოდ ახორციელებდნენ ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ცემა-წამებას, დამცირებას და იძულებას. სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით: თემურ ყორშია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 8. მეგის ქარდავა - შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2009 წლის 24 იანვარს ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში შს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული დანაშაულისათვის დაკავებულ იქნა მოქალაქე ბ. რ., რომელიც გადაყვანილ იქნა ზუგდიდის შს სამმართველოში, სადაც იმის გამო, რომ ეს უკანაკნელი ჩვენებას არ იძლეოდა მის მიმართ გამოიყენა ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა. კერძოდ, სილა გააწნა სახის არეში, თმაში წაავლო ხელი და თავი შეუჩერებლივ რამდენჯერმე მიარტყმევინა კედელზე. პერიოდულად ურტყამდა ზურგისა 43 და მუცლის არეში და უცენზურო სიტყვებით აგინებდა. გარდა ამისა, მ.ქარდავამ, ცეცხლსასროლი იარაღის ლულის პირში ჩადებით, ჩაუმტვრია კბილი, ანთებული სიგარეტი მიაწვა მარცხენა ხელზე სხივ-მაჯის სახსრის და მარცხენა ფეხის მუხლის სახსრის არეში. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოებრის განაჩენით მეგის ქარდავა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა-ბ-ზ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვის ვადით. დამატებით სასჯელის სახით - 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მეგის ქარდავა - სად-ის N7 დაწესებულების დირექტორი. 2006 წლის გაზაფხულზე სად-ის თავმჯდომარემ ბაჩანა ახალაიამ, გადაწყვიტა გაექარწყლებინა მის მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემის და დამცირების თაობაზე საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ხმები. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად შეეცადა გამოეყენებინა იმჟამად მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული პ.მ., რომელსაც გააცნო მის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმა, რომლის სისრულეში მოყვანით დადასტურდებოდა, რომ ბ. ახალაიაზე გავრცელებული ხმები ინსცენირებული იყო კრიმინალური ავტორიტეტების მიერ. ბ. ახალაია დარწმუნდა რა, რომ პ. მ. არ ასრულებდა მის დავალებას, განიზრახა პ. მ-სათვის და მსჯავრდებულ ზ. ვ. - ისათვის, რომელსაც ასევე უნდა მიეღო მონაწილეობა გეგმის განხორციელებაში, ანგარიშის გასწორება. 2006 წლის 27 მარტს, დაახლოებით 01 საათზე, ბ. ახალაია, მასთან დაახლოებულ და სანდო პირებთან - მეგის ქარდავასთან, დავით ჭაკუასთან და რევაზ ჭარბაძესთან და სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა ხსენებულ დაწესებულებაში და მოითხოვა დირექტორის კაბინეტში მიეყვანათ მსჯავრდებულები პ. მ. და ზ. ვ. მისი უკანონო დავალების შეუსრულებლობისათვის ანგარიშსწორების მიზნის შესანიღბად, მოაყვანინა აგრეთვე პატიმრები გ. ა. და ლ. ც., რომელთაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ პ. მ. - სთან და ზ. ვ.-სთან. პ. მ. დასვეს და სხვა პატიმრების თვალწინ, მეგის ქარდავამ დაიწყო მისთვის თმების შეჭრა, რითაც მას, როგორც ავტორიტეტს, ამცირებდნენ, აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში. ბ. ახალაიამ დამცირების მიზნით სახეში შეაფურთხა გ. ა-ს, რითაც შეურაცხყო მისი პირადი ღირსება და პატივი. გ. ა- მა საპასუხოდ მას ხელი გაარტყა სახეში. ამის შემდეგ, ბ. ახალაიამ დ. ჭაკუასთან, მ. ქარდავასთან, რ. ჭარბაძესთან და სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად დაუწყო ცემა თავისუფლებაშეზღუდულ გ. ა-ს, ზ. ვ-სა და პ. მ-ს, რითაც პატიმრებს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენეს. ამასთან, ბაჩანა ახალაიამ ამოიღო თანნაქონი პისტოლეტი, მივიდა გ. ა-სთან და პისტოლეტის ტარი რამდენიმეჯერ ჩაარტყა თავის არეში, შემდეგ გადატენა იარაღი და დაემუქრა მოკვლით, რითაც მიაყენა მას ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. პარალელურად ბ. ახალაიამ რაციის საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში გამოიძახა სად-ის სპეცრაზმი. ამის შემდეგ, გ. ა, ზ. ვ. და პ. მ.გაათრიეს სამკურნალო დაწესებულების პირველი სართულის დერეფანში, სადაც სპეცრაზმელებმა ასევე მიიყვანეს გამოძახებული პატიმარი ლ. ც. რომელიც ბაჩანა 44 ახალაიას დავალებით დ. ჭაკუამ, მ. ქარდავამ, რ. ჭარბაძემ და ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა, დამცირების, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით სცემეს და მიაყენეს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. რის შემდგომაც ისინი გაიყვანეს დაწესებულების ეზოში, სადაც კვლავ სცემეს. პატიმარ ზ. ვ-ს დაეწყო ეპილეფსიის შეტევა. დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ისინი ჩასვეს საბადრაგო ავტომანქანაში და კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით გადაიყვანეს სად-ის N7 დაწესებულებაში. 28.10.2013-ის განაჩენით მეგის ქარდავა გასამართლდა - 144(3)-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“,“ბ“,“დ“,“ე“,“ზ“ ქვეპუნქტებით; - 3 წლითა და 9 თვით თ/აღკვეთა; 2 წლითა და 3 ( თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება; ჯარიმა 3000 ლარი. სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკ ს.თ. საზარელი წამებისა და მკვლეობის საქმე. წამების შედეგად ს. თ. გარდაიცვალა, ხოლო დ.ლ-მ და გ.გ-მა მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. მეგის ქარდავა - სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, და ,,ე“ ქვეპუნქტებით (დავით ლონდარიძის ეპიზოდი), 25, 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, ,,გ“, “ე’’, ,,ზ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტებით, 25, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ს. თ. ეპიზოდი), 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, ,,ე’’ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (ს. ჩ. ეპიზოდი), და 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, ,,ე’’ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (გ. გ.-ს ეპიზოდი). 9.ამირან ჯანაშია - სად-ის ზუგდიდის N4 დაწესებულების დირექტორი. ამირან ჯანაშია მუშაობდა რა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულების დირექტორად, ამავე დაწესებულების თანაშრომელ რომეო როგავასთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად მიდიოდა საკანებთან, გამოყავდათ პატიმრები დერეფანში და აიძულებდნენ ჩაეხადათ შარვალი და ქვედა საცვალი, ჩაკუზულიყვნენ და ამ მდგომარეობაში გადაადგილებულიყვნენ წინ და უკან. ამ პროცედურების გავლის შემდეგ ა.ჯანაშია სათითაოდ ურტყამდა პატიმრებს მუშტებს სახის არეში, ასევე უბრძანებდა მის თანმხლებ თანამშრომლებს ეცემათ ისინი. აღნიშნული ქმედებით ა.ჯანაშია პატიმრებს სისტემატიურად ამყოფებდა ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში და უქმნიდა ისეთ პირობებს, რომელიც თავისი ხასიათით, ინტესივობითა და ხანგრძლივობით იწვევდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის განაჩენით ამირან ჯანაშია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა-ბ-ე-ზ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვის ვადით. დამატებით სასჯელის სახით - 3 წლითა და 9 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით. 45 10. რომეო როგავა - ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი. რომეო როგავა მუშაობდა რა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორად, 2009-2012 წლებში მუშაობის პერიოდში მისი და მისი თანშრომლების მხრიდან სისტემატურად ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებდა. დაწესებულებაში შეყვანისთანავე რომეო როგავასა სხვა თანაშრომელთა მიერ ხდებოდა პატიმართა უმრავლესობის გაშიშვლება, გინება ოჯახის წევრების მისამართით, მათი უმოწყალოდ ცემა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, დაშანტაჟება და მუქარით თანამშრომლობაზე დაყოლიება; ხოლო თანამშრომლობის ხელწერილზე ხელის მოწერის შემდეგ მუდმივი მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არ ითანამშრომლობდნენ, თანამშრომლობის ხელწერილს შეუგდებდნენ საკანში, რითაც ჩააგდებდნენ მძიმე მდგომარეობაში. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განაჩენით რომეო როგავა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა-ბ-ე-ზ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით. დამატებით სასჯელის სახით - 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. 11. დიმიტრი ჯიჭონაია - სად-ის ზუგდიდის N4 დაწესებულების დირექტორის მოადგილე. დიმიტრი ჯიჭონაია მუშაობდა რა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილედ 2009 წლის 07 აგვისტოდან 2011 წლის 20 ივნისამდე პერიოდში, მისი და მისი თანამშრომლების მხრიდან სისტემატურად ჰქონდა ადგილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებდა. დაწესებულებაში შეყვანისთანავე ხდებოდა პატიმართა უმრავლესობის გაშიშვლება, გინება ოჯახის წევრების მისამართით, მათი უმოწყალოდ ცემა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, დაშანტაჟება და მუქარით თანამშრომლობაზე დაყოლიება; ხოლო თანამშრომლობის ხელწერილზე ხელის მოწერის შემდეგ მუდმივი მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არ ითანამშრომლებდნენ, თანამშრომლობის ხელწერილს შეუგდებდნენ საკანში, რითაც ჩააგდებდნენ მძიმე მდგომარეობაში. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით დიმიტრი ჯიჭონაია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა-ბ-ე-ზ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. დამატებით სასჯელის სახით - 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. 46 დიმიტრი ჯიჭონია - სად-ის მე-2 დაწესებულების დირექტორი. დიმიტრი ჯიჭონაიას ბრალი დაედო პატიმართა წამების ერთ და არაადამიანური მოპყრობის სამ ეპიზოდში. დანაშულები ჩადენილია 2011 წლის 05 აგვისტოს, 2011 წლის აგვისტოს ბოლოს და 2012 წლის თებერვალში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენით დიმიტრი ჯიჭონაია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ - ის 144 პრიმა 3 მუხლის მეორე ნაწილის “ა“, “ბ“, “ე“ და “ზ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. მასვე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლითა და 3 თვის ვადით. 12. გაგა ლიპარტელიანი განყოფილების უფროსი. _სად-ის მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის სად-ის მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროს გაგა ლიპარტელიანს ბრალი დაედო 2007-2012 წლებში პატიმართა წამების სამი ეპიზოდისა და არადამიანური მოპყრობის ექვსი ეპიზოდისათვის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენით გაგა ლიპარტელიანი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ - ის 144 პრიმა 3 მუხლის მე-2 ნაწილის ა,ბ,ე,ზ ქვეპუნქტებით - 6 ეპიზოდში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. 13. ირაკლი ამირანაშვილი - სად-ის მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი. სად-ის მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ ირაკლი ამირანაშვილს ბრალი დაედო პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ოთხ ეპიზოდში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენით ირაკლი ამირანაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ - ის 144 პრიმა 3 მუხლის მე-2 ნაწილის ა,ბ,ე,ზ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვისა და 15 დღის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 1 წლისა და 6 თვის ვადით. 14. დავით ნარსია - სად-ის მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი. სად-ის მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფიელბის ყოფილ უფროს დავით ნარსიას ბრალი დაედო გაუპატიურების ორი ეპიზოდისათვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ორი ეპიზოდისათვის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენით დავით ნარსია ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ 144 პრიმა 3 მუხლის მე-2 ნაწილის ა,ბ,ე,ზ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვისა და 15 47 დღის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 1 წლისა და 6 თვის ვადით. 15. ზურაბ რუხაია - სად-ის მე-2 დაწესებულების დირექტორი. სად-ის N2 დაწესებულების დირექტორს ზურაბ რუხაიას ბრალი დაედო პატიმართა წამების, არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენით ზურაბ რუხაია ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ - ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 144 3 მუხლის მე-2 ნაწილის ა,ბ,ე,ზ ქვეპუნქტებით - 2 ეპიზოდი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 2 წლისა და 3 თვის ვადით. 16. ნიკა ვახტანგიშვილი - სად-ის მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი. ნიკა ვახტანგიშვილს ბრალი დაედო გაუპატიურებისა და არაადამიანური მოპყრობის ოთხი ეპიზოდისათვის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენით ნიკა ვახტანგიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ - ის 144 3 მუხლის მე-2 ნაწილის ა,ბ,ე,ზ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვისა და 15 დღის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 2 წლის ვადით. 17. ბაჩანა ახალაია - სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე 2006 წლის გაზაფხულზე სად-ის თავმჯდომარემ ბაჩანა ახალაიამ, გადაწყვიტა გაექარწყლებინა მის მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემის და დამცირების თაობაზე საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ხმები. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად შეეცადა გამოეყენებინა იმჟამად მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული პ. მ., რომელსაც გააცნო მის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმა, რომლის სისრულეში მოყვანით დადასტურდებოდა, რომ ბ. ახალაიაზე გავრცელებული ხმები ინსცენირებული იყო კრიმინალური ავტორიტეტების მიერ. ბ. ახალაია დარწმუნდა რა, რომ პ. მ. არ ასრულებდა მის დავალებას, განიზრახა პ. მ ათვის და მსჯავრდებულ ზ. ვ -თვის, რომელსაც ასევე უნდა მიეღო მონაწილეობა გეგმის განხორციელებაში, ანგარიშის გასწორება. 2006 წლის 27 მარტს, დაახლოებით 01 საათზე, ბ. ახალაია, მასთან დაახლოებულ და სანდო პირებთან - მეგის ქარდავასთან, დავით ჭაკუასთან და რევაზ ჭარბაძესთან და სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა ხსენებულ დაწესებულებაში და მოითხოვა დირექტორის კაბინეტში მიეყვანათ მსჯავრდებულები პ. მ. და ზ. ვ. მისი უკანონო დავალების შეუსრულებლობისათვის 48 ანგარიშსწორების მიზნის შესანიღბად, მოაყვანინა აგრეთვე პატიმრები გ. ა. და ლ. ც., რომელთაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ პ. მ-თან და ზ. -ვ-სთან. პ. მ. დასვეს და სხვა პატიმრების თვალწინ, მეგის ქარდავამ დაიწყო მისთვის თმების შეჭრა. რითაც მას, როგორც ავტორიტეტს, ამცირებდნენ, აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში. ბ. ახალაიამ დამცირების მიზნით სახეში შეაფურთხა გ. ა-ს, რითაც შეურაცხყო მისი პირადი ღირსება და პატივი. გ. ა-მ საპასუხოდ მას ხელი გაარტყა სახეში. ამის შემდეგ, ბ. ახალაიამ დ. ჭაკუასთან, მ. ქარდავასთან, რ. ჭარბაძესთან და სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად დაუწყო ცემა თავისუფლებაშეზღუდულ გ. ს, ზ. ვ.ს და პ. მ-ს, რითაც პატიმრებს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენეს. ამასთან, ბაჩანა ახალაიამ ამოიღო თანნაქონი პისტოლეტი, მივიდა გ. ა-თან და პისტოლეტის ტარი რამდენიმეჯერ ჩაარტყა თავის არეში, შემდეგ გადატენა იარაღი და დაემუქრა მოკვლით, რითაც მიაყენა მას ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. პარალელურად ბ. ახალაიამ რაციის საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში გამოიძახა სად-ის სპეცრაზმი. ამის შემდეგ, გ. ა, ზ. ვ. და პ. მ. გაათრიეს სამკურნალო დაწესებულების პირველი სართულის დერეფანში, სადაც სპეცრაზმელებმა ასევე მიიყვანეს გამოძახებული პატიმარი ლ. ც. რომელიც ბაჩანა ახალაიას დავალებით დ. ჭაკუამ, მ. ქარდავამ, რ. ჭარბაძემ და ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა, დამცირების, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით სცემეს და მიაყენეს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. რის შემდგომაც ისინი გაიყვანეს დაწესებულების ეზოში, სადაც კვლავ სცემეს. პატიმარ ზ. -ს დაეწყო ეპილეფსიის შეტევა. დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ისინი ჩასვეს საბადრაგო ავტომანქანაში და კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით გადაიყვანეს სად-ის N7 დაწესებულებაში. 28.10.2013-ის განაჩენით ბაჩანა ახალაია გასამართლდა - 144(3)-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“,“ბ“,“დ“,“ე“,“ზ“ ქვეპუნქტებით; ამნისტიის გათვალისწინებით - 3 წლითა და 9 თვით თ/აღკვეთა; 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება; ჯარიმა 4000 ლარი. 18. დავით ჭაკუა - სად-ის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული განყოფილების უფროსი. 28.10.2013-ის განაჩენით დავით ჭაკუა გასამართლდა - 144(3)-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“,“ბ“,“დ“,“ე“,“ზ“ ქვეპუნქტებით; ამნისტიის გათვალისწინებით - 3 წლითა და 9 თვით თ/აღკვეთა; 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება; ჯარიმა 3000 ლარი 19. რევაზ ჭარბაძე - სად-ის უსაფრთხოების სამსახურის სოციალური განყოფილების უფროსი. 28.10.2013-ის განაჩენით რევაზ ჭარბაძე გასამართლდა - 144(3)-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“,“ბ“,“დ“,“ე“,“ზ“ ქვეპუნქტებით; ამნისტიის გათვალისწინებით - 3 წლითა და 9 თვით თ/აღკვეთა; 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება; ჯარიმა 3000 ლარი 49 20. ალექსანდრე მუხაძე - სად-ის N8 დაწესებულების დირექტორი. 27.01.2014 განაჩენით მიესაჯა 25, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა”, ”ბ”, ”ე”, ”ზ”, ”თ” ქვეპუნქტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 25, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით მიესაჯა 9 წლით თ/აღკვეთა. 21. ოლეგ ფაცაცია - სად-ის N8 დაწესებულების სარეჟიმო განყოფილების უფროსი. 27.01.2014. განაჩენის მიხედვით, 25, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა”, ”ბ”, ”ე”, ”ზ”, ”თ” ქვეპუნქტებით და სისხლის სამართლის კოდექსის 25, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით მიესაჯა 9 წლით თ/აღკვეთა. 22. ვიქტორ ყაჭეიშვილი - სად-ის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი. (პოლკოვნიკ ს. თ-ის წამება და გარდაცვალება) 27.01.2014. განაჩენის მიხედვით, 25, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა”, ”ბ”, ”ე”, ”ზ”, ”თ” ქვეპუნქტებით და სისხლის სამართლის კოდექსის 25, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით მიესაჯა 9 წლით თ/აღკვეთა. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2004-2012 წლებში საქართველოში გავრცელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, გარდა სასჯელაღსრულების სისტემის სხვადასხვა დაწესებულებების დირექტორებისა და მათი მოადგილეებისა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული ისეთი მაღალი თანამდებობის პირები, როგორიცა - ყოფილი პრემიერმინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ყოფილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე და სხვ. 50 X. დასკვნა სამუშაო ჯგუფმა ჩატარებული სამუშაოების შედეგების საფუძველზე დაადგინა:  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ატარებდა საყოველთაო,სისტემურ ხასიათს;  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობის გამოყენებას ჰქონდა ინტენსიური ხასიათი;  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება სანქცირებული იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ;  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ემსახურებოდა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებას;  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ემსახურებოდა ტოტალური შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას საზოგადოებაში;  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი;  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების თაობაზე მითითება ხშირ შემთხვევაში მომდინარეობდა პროკურატურის მხრიდან და ემსახურებოდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას;  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ძალოვანი უწყებების ხელში სასურველი ჩვენების მიღების საშუალება, ქონებისა თუ წილების დათმობის მარტივი გზა და საპროცესო შეთანხმების დადების იძულების ეფექტურ მექანიზმი;  პროკურატურა, როგორც სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, არ ფუნქციონირებდა;  სასამართლო ხელისუფლება პროაქტიურად არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე;  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არ იყო ეფექტური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების კუთხით;  ადვოკატები, ცალკეულ შემთხვევებში, არ ასაჩივრებდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენების ფაქტებს;  ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე. 51 XI. რეკომენდაციები: საქართველოს კონსტიტუციის, წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1984 წლის კონვენციის - წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან დასჯის აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 1987 წლის კონვენციით გაცხადებული პრინციპების - შესაბამისად: საქართველომ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ღირსებისა და პატივის განუხრელი დაცვა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა; საქართველომ უნდა შეიტანოს კონტრიბუცია მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველ მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში; საქართველომ უნდა მიიღოს ქმედითი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სასამართლო ან სხვა სახის ზომები, რათა თავიდან აიცილოს წამების აქტები მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ტერიტორიაზე; საქართველოში უნდა იქნას უზრუნველყოფილი ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტური პრინციპისა და სხვა უმთავრესი ღირებულებების საწყისის. საქართველომ პატივი უნდა სცეს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი თითოეული ადამიანის თანასწორ და ხელშეუვალ უფლებებს, ვინაიდან ,,ეს უფლებანი გამომდინარეობს ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელი თანდაყოლილი ღირსებიდან.’’ ,,არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება, იქნება ეს ომის მდგომარეობა ან ომის საფრთხე, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა თუ ნებისმიერი სხვა სახის საგანგებო ვითარება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამების გასამართლებლად.’’ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ყოველთვის უნდა იყოს გამოხატულად მკაცრი და შეურიგებელი ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის მიმართ, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური მთლიანობის, მისი პატივისა და ღირსების წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტი იღებს ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ზომები ყველა სათანადო სამართლებრივი გარანტიის შესაქმნელად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის, მსგავსი ფაქტების ეფექტური გამოძიებისა და მსხვერპლთა სათანადო დაცვის მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები: 1) წამების, არასათანადო მოპყრობისა და სხვა ძალადობრივი დანაშაულების ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების მიზნით შეიქმნას დამოუკიდებელი 52 საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე. ასევე, შემუშავდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის და მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლობის კონცეფცია; 2) დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა შესაბამისი საპროცესო გარანტიით; დაცული უნდა იყოს პირის თავისუფლება და უსაფრთხოება ევროპული კონვენციის მე -5 მუხლის შესაბამისად; 3) უზრუნველყოფილ იქნას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეული ფაქტის დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება; 4) განისაზღვროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულების მიმართ ამნისტიისა და შეწყალების გამოყენების დაუშვებლობის თაობაზე; 5) უზრუნველყოფილ იქნას წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია; 6) წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთათვის უზრუნველყოფილ იქნას ეფექტური იურიდიული დახმარება და სამართლებრივი დაცვა; 7) პატიმრების მიერ მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის დოკუმენტირება უნდა ხდებოდეს სტამბულის პროტოკოლის მიხედვით; ამისთვის სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომზადება; 8) საგამოძიებო ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გამოძიების პროცესში ძალადობრივი დანაშაულების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442, 1443 მუხლები) სწორი კვალიფიკაციის საკითხს. უზრუნვეყოფილ იქნას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება შესაბამისი მუხლებით და ამ საქმეებისთვის კვალიფიკაციის მინიჭება არ მოხდეს იმ მუხლებით, რომლებიც ითვალისწინებს უფრო მსუბუქ სისხლისსამართლის პასუხისმგებლობას; 9) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442, 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების პენიტენციური ან პოლიციის დაწესებულების ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევაში, გამოძიება აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ; 10) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით უზრუნველყოფილ იქნას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე გამოძიებისა და შემდგომი სასამართლო პროცესების შედეგების გამჭვირვალობის მიზნით ინფორმაციის გავრცელება; 11) უზრუნველყოფილ იქნას დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში, პატიმრობისა და თავისუფლების 53 აღკვეთის დაწესებულებებში პირის განთავსებისას არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების შესახებ ინფორმაციის ეფექტური ფორმებით მიწოდება; 12) უზრუნველყოფილ იქნას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტის შემთხვევაში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ` დროული სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის მომსახურება; პატიმრის 13) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული ფსიქიატრიული შემოწმება და შესაბამისი მკურნალობა არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ მის პირად სურვილზე და განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პირის საუკეთესო ინტერესები აღნიშნულს მოითხოვენ, სასამართლოს თანხმობით შესაძლებელი უნდა იყოს ამ ღონისძიების განხორციელება; 14) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ფიზიკური დაზიანების მიღების იდენტიფიცირების შემთხვევებში, უნდა ჩატარდეს ფაქტის ფოტოდოკუმენტირება; ამისთვის სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით; 15) უზრუნველყოფილ იქნას ვიდეოჩაწერის განხორციელება საქართველოს სასჯელაღსრულების ტერიტორიაზე მაქსიმალურად სრულად და უნდა იქნას შენახული გონივრული, სულ მცირე, 24 - საათიანი ვადით. შენახვის ვადა უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რათა შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, საპროცესო ღონისძიებების განხორციელება შედეგიანი იყოს; 16) უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა შესაძლებლობათა გაძლიერება წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის, ეფექტური რეაგირებისა და გამოძიების, აგრეთვე მსხვერპლთა ინტერესების დაცვის გაუმჯობესების მიზნით; 17) სასჯელაღსრულების სისტემაში შეიქმნას შიდა მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი; ამ მიზნით მოხდეს არსებული მექანიზმის შეფასება და ოპტიმიზაცია, ფუნქციების დახვეწა, სამუშაო მეთოდების, მარეგულირებელი ჩარჩოსა და ანგარიშვალდებულების სქემების გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარებისა და რეკომენდაციების შესაბამისად; 18) სასამართლომ მის წინაშე წარმოდგენილი ბრალდებულის/განსასჯელის სახეზე/სხეულზე წამების ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ან როდესაც კონკრეტული გარემოებები იძლევა გონივრული ეჭვის საფუძველს, რომ პირი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, მოითხოვოს გამოძიების დაწყება და სავარაუდო მსხვერპლის სათანადო დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფა. 54 დანართი: ადამიანის უფლებები 2003‐2013 წლის შუალედში: ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრების გამოკითხვის შედეგები47 2003‐2013 წლებში საპატიმროებში არსებული ვითარების შესასწავლად, 2014 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით ჩატარდა ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრების რაოდენობრივი კვლევა გასაუბრების სახით. კვლევა მიზნად ისახავდა იმის დადგენას, თუ როგორი საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ პატიმრებს, როგორ ეპყრობოდნენ მათ პენიტენციალურ დაწესებულებებში დაწყებული 2003 წლიდან და აგრეთვე, პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის კონტექსტისა და მიზეზების შესწავლას. ამ თავში ჩვენ განვიხილავთ კვლევის შედეგად მოპოვებულ ძირითად მიგნებებს. კვლევის ძირითადი ამოცანები იყო: • სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ინტენსივობის გამოვლენა; • სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოვლენა; • სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიზნების დადგენა; • დადგენა, თუ რა სახის დაცვას იყენებდნენ/ითხოვდნენ პატიმრები, თუ არსებობდა საერთოდ ამის მცდელობა; • დადგენა, თუ რა სახის გავლენა მოახდინა წამებამ და დაპატიმრებამ პატიმრის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე. გამოკითხვის მიზნით, გასაუბრება ჩაუტარდა 1199 ყოფილ და ამჟამინდელ პატიმარს. გამოკითხულთაგან 601 რესპონდენტი ყოფილი პატიმარი იყო, ხოლო - 598 ამჟამინდელი პატიმარი (აქედან 21 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი). გამოკითხვისთვის გამოყენებული იყო შემთხვევითი შერჩევის პრინციპი. კვლევის საწყის ეტაპზე შედგა შერჩევის სქემა, რომელიც მოიცავდა რესპონდენტების განაწილებას სხვადასხვა პრინციპის მიხედვით: ყოფილი პატიმრების შემთხვევაში გეოგრაფიული ერთეულების, ხოლო ამჟამინდელი პატიმრების შემთხვევაში – სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების მიხედვით. მკვლევართა გუნდის სახელით, პრობაციის სააგენტოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიძიეს და დაუკავშირდნენ ყოფილ პატიმრებს, რომლებსაც სთხოვეს, თანხმობის შემთხვევაში, მონაწილეობა მიეღოთ გამოკითხვაში. შემდეგ მკვლევარები დაუკავშირდნენ იმ ყოფილ პატიმრებს, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე. რაც შეეხება იმჟამად პატიმრობაში მყოფ პირებს, ასევე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შედგა გამოსაკითხი პატიმრების სია. გამოკითხვა განხორციელდა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციალურ დაწესებულებებში, არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილი დაწესებულების გამოკლებით. შერჩევის მოდელის დიზაინის პარალელურად, მოხდა კვლევის ინსტრუმენტის – კითხვარის შემუშავება, რომელიც იყო სტრუქტურირებული, ანუ ძირითადად შედგებოდა დახურული, ან ნახევრად დახურული შეკითხვებისაგან. 47 ი ქ ვ ე , გ ვ .54-71 55 კითხვარის შედგენაში მონაწილეობდნენ: სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, ადამიანის უფლებებზე, სასამართლო სისტემაზე, სასჯელაღსრულების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ექსპერტები ‐ ბარონესა ვივიენ სტერნი და პროფესორი ენდრიუ ქოილი. კვლევის თემისა და მისი მიზნების განსაკუთრებით მგრძნობიარე და რთული ხასიათის გამო, გადაწყდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრებს გამოკითხავდნენ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოს საპატიმროს გარემოში მუშაობის და პატიმრების გამოკითხვის დიდი გამოცდილება ჰქონდათ. გარდა კითხვარის შევსებისა, რესპონდენტების ნაწილს სიღრმისეული გამოკითხვა ჩაუტარდა ხარისხობრივი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. გამოკითხულ ამჟამინდელ პატიმართა 23% (N=137) გლდანის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იმყოფება, 17% (N=101) – რუსთავის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, 17% (N=99) – ქსნის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, 11% (N=68) – გარდაბნის რაიონის სოფელ მთისძირის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, 10% (N=60) – გეგუთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, 10% (N=59) – ქუთაისის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. დანარჩენი 12% იმყოფებოდა „მატროსოვის“ ციხეში (N=21), ე.წ. „ტუბში“ და ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გამოკითხულ ყოფილ პატიმართა 54% ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა, 18% ‐ სასჯელის ამოწურვის შედეგად, 10% – ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მიერ (ე.წ. „უდო“), 8% – პოლიტპატიმართა სიით, 4% – ნულოვანი საპროცესო გარიგებით, 4% – პრეზიდენტის შეწყალებით. ყოფილ და ამჟამინდელ პატიმართა უმრავლესობა ერთი ნასამართლეობის მქონეა: ყოფილ პატიმართა 91%–ს ერთი ნასამართლეობა აქვს, ორი ნასამართლეობა 7%–ს აქვს, სამი – 0.8%–ს (5 ადამიანი), ხოლო ოთხი ნასამართლეობა –1.5%–ს (9 ადამიანი). ამჟამინდელ პატიმართა 64%– ს ერთი ნასამართლეობა აქვს, 24%–ს – ორი, 8%–ს – სამი, ხოლო 4%–ს ოთხი. ჩვენ მიერ შერჩეული კვლევის მიდგომას გააჩნდა რამდენიმე შეზღუდვა. პირველ ყოვლისა, იმ დროისთვის შეუძლებელი გახდა ციხის თანამშრომლების გამოკითხვა. საქმე იმან გაართულა, რომ გაჭირდა რესპონდენტთა ვინაობის დადგენა. წამებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, თანამშრომლების დიდი ნაწილი სამსახურიდან დაითხოვეს. ამას გარდა, დადგა დროის, რესურსების და დასმული შეკითხვების საკითხი: ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებდა, თუ რამდენად ფართოდ იყო გავრცელებული წამება და რა ფორმა ჰქონდა მას; ხოლო თანამშრომლების გარეშე მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლებოდა პასუხის მიღება კითხვაზე, თუ რატომ იყენებდნენ წამებას. მიუხედავად ამისა, ჩვენი კვლევა წარმოგიდგენთ იმას, რაც პატიმრებმა (როგორც ამჟამინდელმა, ისე ყოფილმა) აღიქვეს მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის მიზეზად, რაც, ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვანია თავისთავადაც და იმის გასაგებადაც, თუ რატომ იყენებდნენ წამებას. კიდევ ერთი დაბრკოლება, რასაც ხაზი უნდა გაესვას, გახლავთ ის, რომ იმ დროს, როცა პატიმრებს კითხვებს უსვამდნენ წამების და/ან არაადამიანური მოპყრობის თაობაზე, რესპონდენტებს არ ჰქონდათ გაცნობიერებული წამების და არაადამიანური მოპყრობის სამართლებრივი დეფინიცია, რის გამოც მათი პასუხები, შესაძლოა, ისეთი შეურაცხყოფის ფორმებსაც შეიცავდა, რომლებიც წამებად არ განისაზღვრება. ამას გარდა, მკვლევართა ჯგუფმა კითხვარში შეტანილი არაადამიანური მოპყრობის ნუსხაში შეიტანა ისეთი უფლებების დარღვევაც, როგორიცაა არაადეკვატური სამედიცინო დახმარება და ცუდი საცხოვრებელი პირობები. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ, შესაძლოა, ეს ყოველთვის წამებად არ აღიქმება, მაგრამ ადამიანური უფლებების მძიმე დარღვევების შესწავლის პროცესში ჩვენთვის საინტერესო იყო ასეთი მოვლენების გავრცელების ფარგლებიც. 56 ყოფილი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი პირების განსხვავებული პასუხები წამების ფაქტების სიხშირესთან დაკავშირებით, შეიძლება იმით აიხსნას, რომ ამჟამინდელი პატიმრები იმავე გარემოში განაგრძობდნენ ცხოვრებას, სადაც წამების ფაქტები დაფიქსირდა მაშინ, როცა ყოფილი პატიმრებისთვის ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ერთი მხრივ, ამჟამინდელ პატიმრებში შეიმჩნევა მიდრეკილება გაზვიადებისკენ, მეორე მხრივ კი, ყოფილ პატიმრებს ურჩევნიათ დავიწყებას მისცენ ციხეში გატარებული ცხოვრება. მიუხედავად სხვაობისა პასუხებში წამების სიხშირის და იმ ადგილების შეფასებისას, სადაც წამება მოხდა, როცა საქმე ფაქტობრივ მონაცემებს და წამების პირად გამოცდილებას ეხება, ამ ორი ჯგუფის პასუხებში დიდი მსგავსება შეინიშნება. 4.3. რამდენად გავრცელებული იყო წამების გამოყენება? რესპონდენტების რწმენით, წამება ფართოდ იყო გავრცელებული გამოკითხულთა გამოკვეთილი უმრავლესობა (74%) აცხადებს, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ დანამდვილებით იცოდნენ მანამ, სანამ ეს გამჟღავნდებოდა. ამჟამინდელი პატიმრების 83% და ყოფილი პატიმრების 65% ამბობს, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ დანამდვილებით იცოდნენ (მათ გამჟღავნებამდე). ყოფილ პატიმრებს შორის, ამჟამინდელ პატიმრებთან შედარებით, მაღალია იმ ადამიანთა ხვედრითი წილი, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტების შესახებ არაერთხელ ჰქონდათ გაგებული, თუმცა დადასტურება არ შეეძლოთ (20%). ამჟამინდელი პატიმრების 10% აცხადებს ამავეს. რესპონდენტთა 80% ადასტურებს, რომ ესმოდა წამების ხმები და ამ თვალსაზრისით ამჟამინდელ და ყოფილ პატიმართა გამოცდილება თანხვედრაშია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ პატიმრებს სჯერათ ციხეში წამების ფაქტების არსებობა, რადგან ეს ქმნის შიშის ატმოსფეროს იმისდა მიუხედავად, მართლა ასეთია თუ არა წამებასთან დაკავშირებული ვითარება. რესპონდენტთა გამოკვეთილი უმრავლესობის, 64%–ის მონათხრობით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სისტემატურად (ყოველდღიურად) იყო გავრცელებული სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. რაც შეეხება პოლიციის იზოლატორებსა და სამმართველოებს/განყოფილებებს, ყოველი მეოთხე რესპონდენტი ამბობს, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სისტემატურად (ყოველდღიურად) ხდებოდა. გამოკითხულთა მხოლოდ 1.5% ამბობს, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გავრცელებული არ იყო. პოლიციის იზოლატორების, სამმართველოების/განყოფილებებისა და უშიშროების იზოლატორის (ე.წ. „მოდულის“) შემთხვევაში, რესპონდენტთა 13–14% ამბობს, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გავრცელებული არ იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის იზოლატორებში, სამმართველოებში/განყოფილებებსა და უშიშროების იზოლატორში წამების და არაადამიანური ფაქტების ინტენსივობის შეფასებისას, მაღალია იმ ადამიანთა ხვედრითი წილი (მერყეობს 31‐61%‐ის ფარგლებში), რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. ყოველივე ეს ამყარებს საერთაშორისო დამკვირვებლების ინტერპრეტაციას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც მესამე თავში გვქონდა საუბარი, რომ გარკვეულ ეტაპზე ძალადობამ პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებიდან ციხეებში გადაინაცვლა, წინასწარი დაკავების ადგილების ჩათვლით. ქვემოთ გთავაზობთ ცხრილი #1‐ს, რომელიც ამ ინფორმაციიას აჯამებს. ცხრილი #1: წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სიხშირის შეფასება სხვადასხვა დაწესებულებაში 57 ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრები აცხადებენ, რომ მათ პირადად და ხშირად გადაუტანიათ წამების რომელიმე ფორმა. გამოკითხულთა 75% ამბობს, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ; ხოლო რესპონდენტთა 84% აღნიშნავს, რომ მათ ფსიქოლოგიურად აწამებდნენ. ამჟამინდელ და ყოფილ პატიმრებს შორის დაახლოებით თანაბარია იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ფსიქოლოგიურად აწამებდნენ. ფიზიკურ წამებასა და არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობასთან მიმართებაში ერთმანეთისგან განსხვავდება ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრების პროცენტული რაოდენობა; ამჟამინდელი პატიმრების 84% და ყოფილი პატიმრების 66% აცხადებს, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ. მათ შორის, ვინც აცხადებდა, რომ ფიზიკურად აწამეს, 39% ამბობს, რომ წამება თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა. ამჟამინდელი პატიმრების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ‐ 54% კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ყოფილი პატიმრების შემთხვევაში: 24%. ამაზე უფრო მცირე რაოდენობა, მთელი რესპონდენტების ერთობლიობის 15%, აცხადებს, რომ ფიზიკურ წამებას განიცდიდნენ და აღნიშნავენ, რომ ფიზიკურად აწამებდნენ სულ ცოტა, კვირაში ერთხელ (13% ამჟამინდელი და 18% ყოფილი პატიმრები). რაც შეეხება ფსიქოლოგიურ წამებას, რესპონდენტთა უმრავლესობა, 64% ამტკიცებს, რომ ეს „თითქმის ყოველდღე“ ხდებოდა. ეს რაოდენობა გაცილებით მაღალია (70%) ამჟამინდელ პატიმრებში ყოფილ პატიმრებთა მონაცემებთან (58%) შედარებით. ხომ არ შემოიფარგლებოდა წამება ძალიან ვიწრო, ცალკეული ჯგუფებით? კვლევის შედეგები გვაფიქრებინებს, რომ პასუხი უარყოფითია. ამჟამინდელი პატიმრების 77%‐ს მიაჩნია, რომ წამება ყველა ტიპის პატიმრებს შეეხო, ყოფილი პატიმრების 65%‐იც ასე ფიქრობს. მეორე და ყველაზე გავრცელებული პასუხია, რომ წამების სამიზნე იყვნენ „კრიმინალური ტრადიციების“ მიმდევრები – კანონიერი ქურდები და მათი მხარდამჭერები. როგორც ამჟამინდელი, ისე ყოფილი პატიმრების 14%‐ი დარწმუნებულია ამაში. არსებობს სხვა მოსაზრებაც; ყოფილი პატიმრების 9%‐ს და ამჟამინდელი პატიმრების 4%‐ს მიაჩნია, რომ სამიზნე „ოპოზიციურად განწყობილი“ პატიმრები არიან. წამების ბრალდებები ისმის სხვადასხვა დაწესებულების მისამართით; საპატიმროებში წამების გაცილებით მაღალი ინტენსივობა დაფიქსირდა პოლიციის იზოლატორებთან შედარებით; წამების თვალსაზრისით, გლდანის #8 ციხე ყველაზე ცუდი ციხეა ხომ არ შემოიფარგლებოდა წამება ერთი ან ორი დაწესებულებით? კვლევის შედეგები ისევ გვაფიქრებინებს, რომ ზოგ ციხეში წამების უფრო ფართო მასშტაბის მიუხედავად, პასუხი ამ კითხვაზე უარყოფითია. როცა რესპონდენტს ეკითხებოდნენ, გამხდარან თუ არა ისინი წამების მსხვერპლნი, მათ ასევე ეკითხებოდნენ, სად მოხდა წამება. გთავაზობთ რესპონდენტთა პროცენტულ მაჩვენებელს, რომლებმაც დაასახელეს კონკრეტული დაწესებულება, სადაც აწამეს. რამოდენიმე მითითებული ადგილი აშკარად თვალშისაცემია. პირველ 58 ყოვლისა, სხვადასხვა დაწესებულებიდან მოპოვებული მონაცემები კიდევ ერთხელ ამჟღავნებს იმას, რომ სავარაუდო წამება, როგორც ამჟამინდელი, ისე ყოფილი პატიმრების შემთხვევაში, გაცილებით უფრო მაღალი სიხშირით ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ვიდრე თავისუფლების აღკვეთის სხვა ადგილებში. თვალსაჩინოებისთვის ერთ მაგალითს შემოგთავაზებთ: მაშინ, როცა რესპონდენტთა 14% აცხადებდა, რომ წამება ხდებოდა ორთაჭალის ახალ ციხეში, მხოლოდ 2% აცხადებდა იმავეს თბილისის პოლიციის საგამოძიებო საკნებში პატიმრობის პერიოდის შესახებ. ბრალდებები ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების შესახებ საკმაოდ მაღალია საქართველოს ყველა მოზრდილ ციხეში. თუმცა, არსებობს განსხვავებებიც. ზოგ დაწესებულებაში, როგორიცაა, მაგალითად, ბათუმის ციხე (6%‐მა განაცხადა წამების შესახებ), „იქცეოდნენ“ უკეთ, მაგალითად, ქსნის ციხესთან შედარებით (13% აცხადებს, რომ ფიზიკურად აწამეს). ამ განსხვავებების უგულებელყოფა არ შეიძლება და კიდევ საჭიროებს დამატებით შესწავლას. თუმცა, წამების შემთხვევების სიხშირე სხვადასხვა დაწესებულებაში იმასაც ნიშნავს, რომ ვინაიდან პატიმარი ერთი ციხიდან მეორეში გადაჰყავდათ, წამების მსხვერპლად გახდომის ალბათობაც შედარებით მაღალი იყო. გლდანის და ქუთაისის ციხეები წამების სიხშირის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. რესპონდენტთა 55% აცხადებს, რომ იქ იყო მათი წამების ადგილი. გლდანი იმდენად გამოირჩევა წამების მასშტაბით, რომ ის ცალკეა შესასწავლი პოლიტიკური, ინსტიტუციური და პროფესიული კულტურის სრული გაუმართაობის თვალსაზრისით. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ გლდანის ციხე სრულიად უნიკალურია ამ მხრივ. ქუთაისში 19%‐მა და ორთაჭალაში 14%‐მა აღიარა, რომ ფიზიკურად აწამეს. ეს შეიძლება მხოლოდ იმ ფაქტით აიხსნას, რომ ყველა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს ან გლდანის, ან ქუთაისის ციხეში ათავსებდნენ. გლდანის და ქუთაისის გარდა, ორთაჭალა (რესპონდენტთა 14% ასახელებს მას, როგორც წამების ადგილს), ქსანი (13%) და გეგუთიც (11%) დასახელდა, როგორც ფიზიკური წამების მნიშვნელოვანი ადგილები. საჭიროა დამატებითი შესწავლა რეჟიმის სხვადასხვა ტიპის დაწესებულებისა (გლდანი, ქუთაისი და ორთაჭალა განსაკუთრებულად დახურული ტიპისაა) და წამებას შორის კავშირის დასადგენად. მით უფრო, რომ ქუთაისის და გლდანის მონაცემებში ასეთი მაღალი მაჩვენებელი გვაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები არაადამიანური მოპყრობის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდნენ. მონაცემების მიხედვით ჩანს, რომ ზოგადად პატიმრებს შორის დამკვიდრებული იყო აღქმა, რომ წამება ფართოდაა გავრცელებული. ამას გარდა, დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ისინი თავად იყვნენ წამების მსხვერპლნი ციხის სისტემის შიგნით. ეს მონაცემები სრული უტყუარობით ვერ ადასტურებს, თუ რა ხარისხით იყო წამება ინსტიტუციონალიზებული და რა ხარისხით ზემოდან, კონკრეტული ციხის ადმინიტრაციიდან დაკვეთილი. ეს მონაცემები სარწმუნო მტკიცებლებებს იძლევა იმის სათქმელად, რომ წამება გახდა ქართული საპატიმრო სასჯელის ნაწილი მთელ რიგ დაწესებულებებში. ხომ არ იყო წამება პოლიტიკური დირექტივა მათი ნების გასატეხად, ვისაც მთავრობა მტრად აღიქვამდა? ან იქნებ ეს იყო პრაგმატული მეთოდი ციხის სამართავად? თუ ეს უბრალოდ, სადო‐მაზოხისტური ტკბობა იყო ციხის ადმინისტრაციისთვის დაუსჯელობის და ზედამხედველობის არარსებობის პირობებში სრული ძალაუფლების გამოყენების ლოგიკური ფსიქოლოგიური შედეგი? ახლა სწორედ ამ კითხვებს მივუბრუნდებით. 59 4.4. რა იყო წამების მიზანი? რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ წამება სასჯელაღსრულების პოლიტიკის ნაწილი იყო და ზემოდან იყო ნაბრძანები ხომ არ იყო ძალადობა საპატიმროების მართვის ფართო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მთავრობისთვის ცნობილი და მის მიერვე იყო სანქცირებული? არსებული მონაცემების საფუძველზე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრების აზრით, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ფაქტობრივი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრები აღიქვამენ ორმხრივი პასუხისმგებლობის სისტემას შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ციხეებში წამების დაკვეთასთან დაკავშირებით. ყველა ეს ორგანო ყველაზე ხშირად სახელდება, როგორც ამაზე პასუხისმგებელი, ხოლო სასჯელაღსრულების სამინისტრო (43%) აღიქმება, როგორც ყველაზე მეტად დამნაშავე. გამოკითხულთა შედარებით ნაკლები რაოდენობა მიიჩნევს, რომ კონკრეტული ციხის ადმინისტრაციაა დამნაშავე. როგორც ჩანს, უმეტესობას მიაჩნია, რომ ბრძანებები „ზემოდან“ მოდიოდა. გამოკითხულთა გამოკვეთილი უმრავლესობა (70%) სრულიად იზიარებს მოსაზრებას, რომ პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო მთავრობის სასჯელაღსრულებითი პოლიტიკის მიზანმიმართული ნაწილი და არა ციხის ადმინისტრაციის ან ციხეში მომუშავე ცალკეული პირების ინიციატივა. ამჟამინდელ პატიმართა 77% და ყოფილ პატიმართა 64% იზიარებს აღნიშნულს. გამოკითხულთა მხოლოდ 4.2% აცხადებს, რომ ამ მოსაზრებას ძირითადად ან სავსებით არ იზიარებს. ეს არ ამტკიცებს, რომ მთავრობამ მართლა გასცა ძალადობის სანქცია, როგორც პენიტენციალური სისტემის მართვის საშუალება, მაგრამ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი იმ პატიმრების, ვისაც ამის სჯერა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ძალადობის პრაქტიკას პატიმრები აღიქვამდნენ და განიცდიდნენ, როგორც სისტემურ მოვლენას. ციხის კონტროლი და დანაშაულის აღიარება მიიჩნევა წამების მთავარ მიზნებად. ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრები მიიჩნევენ, რომ ციხეში წამების მთავარი მიზეზი მძლავრი სახელმწიფო უწყებების მაღალჩინოსნების მხრიდან დაკვეთა იყო. რა მიაჩნიათ პატიმრებს წამების სავარაუდო ან ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად? რესპონდენტებს სთხოვეს, კონკრეტული მოტივის მნიშვნელობა 5‐ქულიანი შკალით შეეფასებინათ, სადაც 1 „სრულიად უმნიშვნელოს“ ნიშნავს, 5 – „უაღრესად მნიშვნელოვანს“. 61 ქვემოთ გთავაზობთ ცხრილს, რომელიც მოპოვებულ ინფორმაციას აჯამებს. ის დალაგებულია ყველაზე მნიშვნელოვანიდან 60 ყველაზე უმნიშვნელომდე გამოკითხულთა ორი ჯგუფის საშუალო ქულის მიხედვით. ცხრილში პასუხების კატეგორიებად დაყოფა გვაფიქრებინებს, რომ პატიმრებმა წამების მამოძრავებელ ძალად რამდენიმე მთავარი მიზანი აღიქვეს. მნიშვნელობის მიხედვით თუ დავალაგებთ, ეს ასე გამოიყურება: 1. ციხის კონტროლი: შიშის ატმოსფეროს შექმნა და ადმინისტრაციისადმი მორჩილება განიხილება წამების ყველაზე მნიშვნელოვან მიზნად. მსგავსად ამისა, ნუსხაში მეექვსე, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა, შეიძლება ამავე კატეგორიას მივაკუთვნოთ. 2. სისხლის სამართლებრივი დევნის მხარდაჭერა: ადამიანების იძულება, აღიარონ დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს ან არ ჩაუდენიათ, ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მნიშვნელოვან მიზნად აღიქმება. გარდა ამისა, ცრუ ჩვენებების მიცემის იძულება, რაც გავლენას ახდენს საპროცესო 61 გარიგებაზე და საერთაშორისო სასამართლოში განაჩენის გასაჩივრებაზე უარის თქმა, შეიძლება დაემატოს ამ კატეგორიას. 3. უფუნქციო აფექტური იმპულსები: ცხადია, რესპონდენტები გრძნობენ, რომ წამების მნიშვნელოვან ნაწილს არ ჰქონდა რაციონალური მიზანი გარდა იმისა, რომ ჯალათებს სიამოვნებდათ ეს და ჰქონდათ სურვილი, ჯანმრთელობისთვის/სიცოცხლისთვის ზიანი მიეყენებინათ. 4. ინფორმაციის მოპოვება: ეს სავსებით შესაძლებელია პირველ კატეგორიას მივაკუთვნოთ. გამოკითხულთა მიერ წამების მნიშვნელოვან მიზნად აღიქმება ადამიანების იძულება, გამხდარიყვნენ აგენტები ან ინფორმატორები ციხის რეჟიმისთვის და, ზოგადად, რომ „მოეპოვებინათ ინფორმაცია“. ინფორმაცია გადამწყვეტია ციხეში კონტროლისა და წესრიგისათვის. წამება და შიში, გამოკითხულთა რწმენით, ინფორმაციის მოპოვების საშუალებად იქცა ქართულ სისტემაში. აქ კიდევ ორი პუნქტია ხაზგასასმელი. პირველყოვლისა, მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ წამება ზემოდან იყო დაკვეთილი, წამების მიზნები არ განიხილება როგორც ცალმხრივად პოლიტიკური. ადამიანების პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას და ადგილობრივ სასამართლოებისთვის მიმართვას შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა, საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრების აღკვეთა აღქმულია შედარებით მნიშვნელოვნად და ეს დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო იმიჯთან. ეს ეხმიანება სახალხო დამცველის განცხადებას, რომ ციხის თანამშრომლები „მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ“ პატიმრებთან, რათა აეძულებინათ, საჩივრები გამოეტანათშესაბამისი ინსტიტუტებიდან წამების მიზნები, რესპონდენტთა რწმენით, სულაც არ იყო რელიგიური მრწამსის თუ ეთნიკური იდენტობის შეურაცხყოფა. ეს შეესაბამება იმ მიგნებას, რომ სისტემაში წამების ობიექტი იყო უკლებლივ ყველა და არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფები. ასევე, ეს ემთხვევა იმ დასკვნას, რომ წამების მთავარი და უპირველესი მიზანი იყო ციხეში ზოგადი კონტროლის დამყარება და გადატვირთული სასამართლო სისტემის ხელშეწყობა და არა ღია თავდასხმა პოლიტიკურ, ეთნიკურ თუ რელიგიურ იდენტობაზე. მიიჩნევა, რომ ვიდეო გადაღებას იყენებდნენ დამცირების გასამძაფრებლად და ასევე, როგორც პატიმრების მართვის ბერკეტს რესპონდენტთა უმრავლესობა – 52 % აცხადებდა, რომ მათ შემთხვევაში ფოტო ან ვიდეო დოკუმენტირება არ წარმოებდა. თუმცა, ამჟამინდელი პატიმრების 11% და ყოფილი პატიმრების 5% დაბეჯითებით აცხადებდა, რომ მათ წამებას ფოტო და ვიდეო ფირებზე აფიქსირებდნენ. ამჟამინდელი პატიმრების 42% და ყოფილი პატიმრების 39% ასევე ამბობდა, რომ მათ „არ იცოდნენ“, რომ მათ წამებას ფოტოაპარატით და ვიდეოაპარატურით იღებდნენ. რატომ იღებდნენ წამებას ვიდეოფირზე? ამ საკითხზე ერთგვარი ერთსულოვნება შეინიშნება: უმეტესობა, 82%, მიიჩნევს, რომ ფოტო და ვიდეოგადაღების უკან პატიმრის დამცირების და ღირსების შელახვის სურვილი იდგა. კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომელსაც რესპონდენტთა 63% იზიარებს, იყო ის, რომ გადაღებული მასალის გამოყენება პატიმრის ან მისი ოჯახის წინააღმდეგ ბერკეტის სახით შეეძლოთ. პატიმართა ასეთივე პროცენტული რაოდენობა ფიქრობს, რომ ვიდეო ფირების გამოყენება შეეძლოთ პატიმართა კონტროლისა და დათრგუნვისთვის. 55% აცხადებს, რომ წამების ამსახველი ფირები იყო ერთგვარი მექანიზმი, რათა აღეკვეთათ პატიმრების სურვილი, გაემჟღავნებინათ წამება. ასევე, მრავალ მათგანს, კერძოდ რესპონდენტთა 46%‐ს სწამს, რომ ვიდეოს გამოყენება შეეძლოთ თანამშრომლების მაკომპრომეტირებელ მასალად. თითქმის იმდენივე, პატიმრების 43% აცხადებს, რომ თანამშრომლები ვიდეოფირებს სავარაუდოდ ინახავდნენ როგორც საბუთს, რომ ნამდვილად აღასრულეს ციხის ადმინისტრაციის უფროსობის დავალება. და კვლავ, რესპონდენტთა უმრავლესობა, 67% მიიჩნევს, რომ ვიდეოგადაღება, უბრალოდ, წამებით მიღებული სიამოვნების ნაწილი იყო და სწორედ ამ მიზნით ხორციელდებოდა. 62 4.5. რა ფორმა ჰქონდა წამებას? რესპონდენტები, რომლებიც თავად იყვნენ წამების მსხვერპლნი, აცხადებენ, რომ ყველაზე გავრცელებული ფიზიკური შეურაცხყოფის სახეობა იყო მუშტით ან ხელკეტით ცემა განსაკუთრებით მგრძნობიარე არეებში რესპონდენტთა უმრავლესობა, 75% აცხადებდა, რომ მათ მუშტითა და წიხლებით სცემდნენ. ამას ადასტურებს ამჟამინდელი რესპონდენტების 83%‐ი. ყოფილი რესპონდენტების 66%‐იც იმავე მეთოდს ასახელებს. რეზინის ან ხის ხელკეტები გამოიყენეს მოქმედ პატიმართა 70% და ყოფილ პატიმართა 56%‐ის შემთხვევაში. რესპონდენტების გადმოცემით, შედარებით ნაკლებ, მაგრამ მაინც საგრძნობ რაოდენობას, სცემდნენ საკნის გასაღებებით, რკინის საწოლის რიკულებით და სხვა ლითონის საგნებით – ამას ადასტურებს ამჟამინდელი პატიმრების 50% და ყოფილი პატიმრების 33%. ცემის სამიზნე ხშირად სხეულის ყველაზე მგრძნობიარე არე იყო. რესპონდენტთა უმრავლესობა, 62% აცხადებდა, რომ მათ სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ადგილებში ურტყამდნენ (მაგალითად, მაჯებზე, ხელის გულებზე, უკვე დაზიანებულ ადგილებში) – ამას აცხადებს ამჟამინდელი პატიმრების 76% და ყოფილი პატიმრების 50%. ყურებზე ან ყურის სიახლოვეს დარტყმას, როგორც ცემის განსაკუთრებულ სახეობას, პატიმართა მთლიანი რაოდენობის 52% ასახელებს. თვალის დაზიანებას ასახელებს რესპონდენტთა 23%. ციხეში სპეციალური ძალების სამარცხვინო გამოყენების შესახებ აღნიშვნის ღირსია ის, რომ რესპონდენტთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, 41% აცხადებს, რომ საგანგებო ძალები, როგორც სადამსჯელო რაზმები (ორგანიზებული, რომლებიც მთელ ციხეს ესხმოდნენ თავს) მათ წინააღმდეგ გამოიყენეს. გარდა ფიზიკური ცემისა, რესპონდენტებს სხვა მხრივაც ავიწროვებდნენ. ამაში იგულისხმება უარი სასმელ წყალზე – 35% აცხადებს აღნიშნულს; აუტანელ სიცივეში ან სიცხეში გამოკეტვას წამების მიზნით – 51% ; იძულებით პოზაში დგომას, როგორიცაა ეგრეთ წოდებული “ფუქსი” ანუ 1 კვადრატულ მეტრიან გალიაში გამოკეტვა – 37% ადასტურებს ამას. ალბათ, არაა გასაკვირი, რომ ბევრი პატიმრის აზრით, პირობები, რომელშიც ისინი იხდიდნენ საპატიმრო ვადას, წამების ერთგვარი სახეობა იყო – რესპონდენტთა 68% აცხადებს, რომ ისინი მოათავსეს პატიმრებით გადაჭედილ საკნებში. ასეთი სივიწროვე დიდი პრობლემა იყო – ამჟამინდელი პატიმრების 70% და ყოფილი პატიმრების 65% ადასტურებს, რომ ისინი ასეთ გადაჭედილ საკნებში მოათავსეს; პატიმართა 62% აცხადებს, რომ ისინი ნესტიან და წყლით გაჟღენთილ საკნებში მოათავსეს; რესპონდენტთა 74% ამბობს, რომ მათ უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო მომსახურებაზე. რესპონდენტთა მცირე რაოდენობა ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ გაცილებით უფრო მდიდარი ფანტაზიით შექმნილი წამების ფორმებს იყენებდნენ. მაგალითად, რესპონდენტთა 10% აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული გაგუდვის მეთოდი (თავს წყალში აყოფინებდნენ, თავზე გაზის ნიღაბს ჩამოაცვამდნენ და სხვა); რესპონდენტთა 8% ამბობს, რომ წამების სახით მათ დამწვრობა მიაყენეს (სიგარეტით, გავარვარებული უთოთი და ა.შ.); რესპონდენტთა 11% ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ ელექტრო დენით წამებას იყენებდნენ – ამჟამინდელი პატიმრების 15% და ყოფილი პატიმრების 7% აცხადებს ამას. საინტერესოა, იმ ვიდეოების სექსუალური ძალადობის ფონზე, რომელმაც თავიდან გაჟონა საზოგადოებაში, ჩვენი რეპონდენტების მხოლოდ 2.3% ახსენებს სექსუალურ ძალადობას, აქედან 4% ამჟამინდელი პატიმრები არიან და 0.8% ყოფილი პატიმრები. ეს ციფრები დიდ სიფრთხილეს მოითხოვს შეფასებისას, რადგან სექსუალურ ძალადობას ხშირად ჩქმალავენ და ბოლომდე არ ამჟღავნებენ ხოლმე, მაგრამ მაინც, ეს მაჩვენებელი ნამდვილად ბადებს ეჭვს, რომ გავრცელებული ვიდეოჩანაწერები გამონაკლისს წარმოადგენდა. ფსიქოლოგიურ წამებაში იგულისხმება მუქარა, საკანში ცხოვრების გამკაცრება, სადაც ლაპარაკიც კი აკრძალული იყო და პატიმრებისთვის შთაგონება, რომ ციხეში სასტიკი მოპყრობა ჩვეულებრივი მოვლენაა როგორც მოსალოდნელი იყო, 63 ფსიქოლოგიური წამების ყველაზე გავრცელებული ფორმა, ყოფილი და ამჟამინდელი პატიმრების 85%‐ის განცხადებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო. 65 თუმცა, ამის შემდეგ და სხვა წყაროებთან თანხვედრით, 75% ამტკიცებდა, რომ მათ საკნებში ლაპარაკს უკრძალავდნენ; ამას ამჟამინდელი პატიმრების 77% და ყოფილი პატიმრების 73% აცხადებდა. ამაზე მეტი, რესპონდენტთა 77% ამტკიცებდა, რომ მათ რადიოს მოსმენას ან გაზეთების კითხვასაც უკრძალავდნენ. მეტიც, უმეტესობას მთელი დროის გატარება საკანში უწევდა – 67% აცხადებდა, რომ მათ ეკრძალებოდათ ციხეში სეირნობა. საკნის გარეთ დროის უმეტესობას სავარაუდოდ იზოლირებულ ერთეულებში ატარებდნენ – რესპონდენტთა 45% აცხადებდა, რომ ისინი დაკავებული ჰყავდათ სადამსჯელო საკნებში ხანგრძლივი პერიოდით, განსაკუთრებულ პირობებში (მაგალითად, შიშვლები, უწყლოდ და უტუალეტოდ, ან საწოლის გარეშე). საკნები უნდობლობის ადგილს წარმოადგენდა რესპონდენტთა 42%‐თვის, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საკანში მათზე ზემოქმედებას ახდენდნენ თანასაკნელები, რომლებიც ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდნენ. ძილი შეზღუდული ჰქონდათ; 50% აცხადებდა, რომ ძილს უფრთხობდნენ. რესპონდენტთა 46% აცხადებდა, რომ ძილის დროსაც ეკრძალებოდათ შუქის ჩაქრობა. ეს ციფრები, ფაქტიურად, ერთნაირი იყო როგორც ყოფილი, ისე ამჟამინდელი პატიმრების შემთხვევაში. პატიმრების უმრავლესობა, 57% აცხადებდა, რომ მათ ემუქრებოდნენ ცემით, გაუპატიურებით ან მოკვლით. მეტიც, რესპონდენტთა 39% ამბობდა, რომ მათ ემუქრებოდნენ მათი ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით. მუქარები უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, პატიმრებს საჯაროდ აწამებდნენ. რესპონდენტების დიდი უმრავლესობა – 69% აღნიშნავდა, რომ მათ სხვა პატიმრების წამების ხმებს ასმენინებდნენ; ამას ადასტურებს ამჟამინდელი პატიმრების 71% და ყოფილი პატიმრების 67%. ამას გარდა, რესპონდენტების 47% აცხადებდა, რომ ისინი სხვა პატიმრების წამებას ესწრებოდნენ; ამჟამინდელი პატიმრების 52% და ყოფილი პატიმრების 43% ადასტურებს ამას. და აიძულებდნენ, ბოლოს, მცირე მაჩვენებელი, პატიმრების 4% აცხადებს, რომ მათ ეყურებინათ/მოესმინათ წამების აუდიო‐ვიდეო ჩანაწერები; რესპონდენტების 8% აცხადებს, რომ მათ ემუქრებოდნენ მათზე განხორციელებული წამების სხვებისთვის ჩვენებით. 4.6. მიაღწია თუ არა წამებამ მიზანს? იმის შესაფასებლად, მიღწეული იქნა თუ არა წამების სავარაუდო მიზნები, რესპონდენტებს სხვათა შორის ჰკითხეს, იცნობდნენ თუ არა ადამიანებს, ვინც წამების შედეგად ინფორმაციას აგროვებდა სხვა ადამიანებზე, აბრალებდა დანაშაულის ჩადენას, რომელიც არ ჩაუდენიათ, მონაწილეობდნენ თუ არა სხვების წამებაში, ფარავდნენ თუ არა თავის პოლიტიკურ შეხედულებებს ან იძულებით ხომ არ დაითანხმეს საპროცესო შეთანხმებაზე. რესპონდენტები აღიარებდნენ, რომ იცნობდნენ ან სმენოდათ, რომ სხვა პატიმრები სჩადიოდნენ ასეთ რამეებს, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა უარყოფს მსგავს საქციელს. ეს ციხის გარემოში დამკვიდრებული ძლიერი სტიგმის და ასეთ ქმედებებთან დაკავშირებული სირცხვილით აიხსნება. მიღებული პასუხები რამდენიმე კატეგორიად დავაჯგუფეთ: ‐ პატიმრების გამოყენება ერთმანეთის წინააღმდეგ ინფორმაციის მოგროვება ბრალდებისთვის ‐ პატიმრების რეჟიმთან თანამშრომლობის მიღწევა ქვემოთ უფრო თვალსაჩინოდ და ზედმიწევნით გიჩვენებთ რესპონდენტთა პასუხებს. პატიმრების გამოყენება ერთმანეთის წინააღმდეგ: რესპონდენტებს სჯერათ, რომ პატიმრების საკმაოდ დიდი რაოდენობა (40%‐ზე მეტი) აგროვებდა ინფორმაციას და აბრალებდა სხვებს დანაშაულის ჩადენას 64 წამების ზემოქმედების შედეგად. რესპონდენტების დაახლოებით 54% აცხადებდა, რომ ისინი პირადად არ იცნობდნენ არავის, ვინც სხვებზე აგროვებდა ინფორმაციას. 42% აცხადებდა, რომ იცნობდნენ ასეთ ადამიანებს; 4%‐ს არ სურდა პასუხის გაცემა ამ კითხვაზე. რესპონდენტთა 93% აცხადებდა, რომ მათ სხვა ადამიანებზე ინფორმაცია არ გადაუციათ. მხოლოდ მცირე პროცენტი, 2.4% (ამჟამინდელი პატიმრების 5% და ყოფილი პატიმრების 0.3%) ადასტურებდა ამას. ზუსტად ასევე, რესპონდენტთა 40% აცხადებდა, რომ იცნობდნენ ვიღაცას, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად სხვას დააბრალა დანაშაულის ჩადენა, რომელიც მას არ ჩაუდენია. რესპონდენტთა უმრავლესობა – 55% აცხადებდა, რომ ისინი არ იცნობდნენ არავის, ვისაც ასეთი რამ ჩაუდენია. მხოლოდ რესპონდენტთა 1.7%‐მა თქვა, რომ წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მათ თვითონ დააბრალეს სხვებს დანაშაულის ჩადენა, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. რესპონდენტების 4.6%‐მა არ მოისურვა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამავე დროს, 69% აცხადებდა, რომ არ იცნობდნენ არავის, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მონაწილეობდა სხვა პატიმრების წამებში. იმ რესპონდენტთა პროპორციული თანაფარდობა, ვინც აცხადებდა, რომ იცნობდა ვიღაცას, ვინც მონაწილეობდა სხვა პატიმრების წამებაში, იყო 29%. რაც შეეხება მათ თავად, რესპონდენტთა 7%‐მა არ მოისურვა პასუხის გაცემა, მონაწილეობდნენ თუ არა თავად წამებაში. ძალიან მცირე რაოდენობამ, ამჟამინდელი პატიმრების 1.5%‐მა და ყოფილი პატიმრების 0.35%‐მა თქვა, რომ მათ მიუღიათ მონაწილეობა სხვა პატიმრების წამებაში. ინფორმაციის მოპოვება ბრალდებისთვის: რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა აღიარებდა დანაშაულს, თანხმდებოდა საპროცესო შეთანხმებას ან თმობდა ქონებას წამების ზემოქმედების შედეგად შედარებისთვის, ყოველი მესამე რესპონდენტი აცხადებდა, რომ ისინი იცნობდნენ „ბევრ“ (ეს ნიშნავს 6‐ს და მეტს) ადამიანს, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია; 23%‐მა განაცხადა, რომ იცნობდა „რამდენიმეს“ (2‐დან 5‐ მდე) ადამიანს, ვინც ბრალი აღიარა, თუმცა უდანაშაულო იყო. რესპონდენტთა უმრავლესობამ – 77%‐მა განაცხადა, რომ მათ პირადად არ უღიარებიათ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენიათ მაშინ, როცა რესპონდენტთა 19%‐მა აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. მსგავსად ამისა, დაახლოებით ყოველი მესამე რესპონდენტი (35%) აცხადებდა, რომ იცნობდნენ „ბევრ“ ადამიანს, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გადაიხადა ფული ან დათმო ქონება. ეს მაჩვენებელი თითქმის თანაბარია ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრების შემთხვევაში, შესაბამისა 34% და 36%. რესპონდენტთა 10%‐მა კი განაცხადა, რომ მათ თავად ჰქონდათ ჩადენილი ასეთი რამ. რესპონდენტები უფრო მეტი ხაზგასმით საუბრობდნენ საპროცესო შეთანხმებებზე. თითქმის მათი ნახევარი, რესპონდენტთა 48% აცხადებდა, რომ იცნობდა „ბევრ“ ადამიანს, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. მეტიც, რესპონდენტთა 15%‐მა განაცხადა, რომ ისინი პირადად დათანხმდნენ საპროცესო გარიგებას წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად. ეს დაახლოებით ერთნაირი იყო ყველა ჯგუფში: ამჟამინდელი პატიმრების 51%‐მა და ყოფილი პატიმრების 44%‐მა განაცხადეს, რომ იცნობდნენ „ბევრ“ ადამიანს, ვინც დათანხმდა საპროცესო გარიგებას წამების გამო. ქვემოთ გთავაზობთ დიაგრამას, რომელიც ამ მონაცემებს ასახავს. 65 თანამშრომლობაზე დაყოლიებული პატიმრები და მიღწეული წესრიგი: პატიმრების აზრით, წამება კრიმინალურ ბანდებზე სრულყოფილ ზემოქმედებას ვერ ახდენდა; თუმცა, ის უბიძგებდა ადამიანებს, ადმინისტრაციის ინტერესებით ემოქმედათ და დაემალათ პოლიტიკური შეხედულებები. რესპონდენტთა უმრავლესობა – 69% აცხადებდა, რომ არ იცნობდნენ არავის, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დათმო კრიმინალური სამყაროს წევრობა, ეგრეთ წოდებული „ქურდული სამყარო“. თუმცა, ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრების 13%‐მა აღნიშნეს, რომ იცნობდნენ ბევრ ადამიანს, ვინც ნამდვილად დათმო კრიმინალური სამყაროს წევრობა. მეტიც, ამჟამინდელი პატიმრების 3%‐მა განაცხადეს, რომ მათ თავად თქვეს უარი კრიმინალური სამყაროს წევრობაზე. რესპონდენტების დაახლოებით ნახევარმა, 56%‐მა განაცხადეს, რომ ისინი არ იცნობდენ არავის, ვინც ან ვისი ოჯახის წევრებმაც, წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დამალეს პირადი პოლიტიკური შეხედულებები. რესპონდენტთა 39% იცნობს რამდენიმე ადამიანს, ვინც ან ვისი ოჯახის წევრებმაც დამალეს თავისი პოლიტიკური შეხედულებები. პირადი საუბრისას, ამჟამინდელი პატიმრების 7%‐მა და ყოფილი პატიმრების 8%‐მა განაცხადეს, რომ მათ, ან მათი ოჯახის წევრებმა დამალეს პოლიტიკური შეხედულებები წამების შედეგად. შედარებისთვის, როგორც ამჟამინდელი, ისე ყოფილი პატიმრების 38% განაცხადა, რომ ისინი არ 66 იცნობდნენ არავის, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაიწყო თანამშრომლობა ციხის ადმინისტრაციასთან. ასეთივე რაოდენობამ, ამჟამინდელი პატიმრების 35% და ყოფილი პატიმრების 32% განაცხადეს, რომ იცნობდნენ ბევრ ადამიანს, ვინც ეს ჩაიდინა. ამჟამინდელი პატიმრების 4%‐მა თქვა, რომ მათ თავად დაიწყეს ციხის ადმინისტრაციასთან როგორ თანამშრომლობა წამების და არაადამიანური მოპყრობის ზემოქმედების შედეგად. ახერხებდნენ, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელი იყო, პატიმრები წამებისგან თავის დაცვას? ძალიან ცოტა პატიმარი ხვდებოდა ადამიანის უფლებათა დამცველებს; მათგან ცოტა თუ იყო მზად, წამების გამოცდილება ეღიარებინა თუნდაც კერძო ადვოკატებთან, მოსალოდნელი შედეგების შიშის და უნდობლობის გამო, როდესაც რესპონდენტებს ეკითხებიან ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების თაობაზე, მათი უმრავლესობა აცხადებდა, რომ არასოდეს შეხვედრილან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს (62% არასოდეს არავის შეხვედრია ამ დაწესებულებიდან), ადგილობრივი ადამიანის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს (75%), საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს (88%), გაერთიანებული ერების, ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებს (93%), ან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს (91%). ძალიან მცირე ნაწილმა, ვინც ადამიანის უფლებადამცველებს შეხვედრია, თქვა, რომ წამების შემთხვევების შესახებ რაღაცა გაუმხილეს ამ ორგანიზაციებს. რესპონდენტთა გარკვეულმა რაოდენობამ კონსულტაცია გაიარა კერძო იურისტებთან – 74%‐მა განაცხადა ეს. 27%‐მა განაცხადა, რომ ისინი ხშირად ეკითხებიან რჩევას კერძო ადვოკატს – ასეთია რესპონდენტთა 32%. ვინც დაადასტურა ადვოკატთან კონსულტაციის გავლა, განაცხადეს, რომ ისინი სრულად აწვდიდნენ ადვოკატებს ინფორმაციას წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ. მეორე მხრივ, 45% პროცენტი აღნიშნავდა, რომ ისინი არაფერს ატყობინებდნენ ამის შესახებ ადვოკატებს. ეს ციფრი უფრო დაბალია სახაზინო დამცველის შემთხვევაში: 15% მათგან, ვინც სახაზინო დამცველს ესაუბრა, აცხადებდა, რომ მათ გაუმხილეს წამების ფაქტები. რესპონდენტებს ჰკითხეს, თუ რატომ არ ამხელდნენ წამების და არაადამიანური მოპყრობის იმ ფაქტებს, რომლებიც მათ და სხვებმაც გადაიტანეს. ამ კითხვაზე რესპონდენტთა 40%‐მა განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ მდგომარეობის გამოსწორების იმედი; რესპონდენტთა 26%‐მა განაცხადა, რომ ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ ან ჰქონდათ უარესის მოლოდინი. თუმცა, იყო კიდევ ერთი ფაქტორიც, არაეფექტურობა; რესპონდენტების 75%‐მა, ვინც სრული ინფორმაცია მისცა ადამიანის უფლებადამცველ აქტივისტებს და ორგანიზაციებს წამების და არაადამიანური მოპყრობის თაობაზე, განაცხადეს, რომ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა ამ კითხვებზე პასუხს უჩვენებს. 67 ამას გარდა, პატიმრები საკუთარ ოჯახებშიც ვერ პოულობდნენ შვებას. რესპონდენტთა უმრავლესობა – 62% აცხადებდა, რომ მათი ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ მათ წინააღმდეგ განხორციელებული წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ. ეს დაადასტურეს ამჟამინდელი პატიმრების 64% და ყოფილი პატიმრების 61%. რესპონდენტთა მხოლოდ 13%‐მა განაცხადა, რომ მათი ოჯახის წევრებმა იცოდნენ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის შესახებ; რესპონდენტთა 6% უარი თქვა ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე. 4.8. პატიმრობის შედეგები: პატიმრების დიდი უმეტესობა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთამ სერიოზულად დაუზიანა ჯანმრთელობა, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობა რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა – 84% აცხადებს, რომ პატიმრობამ გაუჩინა პრობლემები (სოციალური, ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური და სხვ.), რაც მანამდე არ ჰქონიათ. ყოველი მესამე რესპონდენტი აცხადებს, რომ პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდათ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება; 72%‐მა განაცხადა, რომ პატიმრობის შედეგად განუვითარდათ დაავადებები, რომლებიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. რესპონდენტთა 48%‐მა განაცხადა, რომ შრომისუნარიანობა დაუქვეითდათ ან სრულიად დაკარგეს; 32%‐მა განაცხადა, რომ მათ უჭირთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა (მათ შორის, ოჯახის წევრებთან); შესაძლოა, ამის შედეგად, რესპონდენტთა 14% განაცხადა, რომ მათ დაენგრათ ოჯახები. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, რესპონდენტთა 38% ამტკიცებს, რომ პატიმრობის შედეგად მათ ქონება დაკარგეს. ხოლო უფრო ფართო სახის საკითხებს, როგორ იმოქმედა წამებამ უშუალოდ მათზე და მათი აზრით, როგორ იმოქმედა წამებამ სხვა პატიმრებზე, რესპონდენტთა თითქმის ნახევარმა, 49%‐მა განაცხადა, რომ ისინი იცნობენ „ბევრ” სხვა პატიმარს, ვისაც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდა. პირად საუბარში 31% ამტკიცებს, რომ მათ თავადაც გაუჩნდათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად. მეტიც, რესპონდენტთა უმრავლესობა – 59% აცხადებს, რომ 68 ისინი იცნობენ „ბევრ” ადამიანს, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ფიზიკურად დაზიანდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, აზრთა დიდი სხვადასხვაობა იყო: ამას აცხადებდა ამჟამინდელი პატიმრების 71% და ყოფილი პატიმრების 47%. ამას გარდა, რესპონდენტთა 48% ამბობს, რომ ისინი პირადად დაზიანდნენ ფიზიკურად წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად. რესპონდენტთა მესამედზე მეტი, 35% აცხადებს, რომ ისინი არ იცნობენ არავის, ვინც წამების ან არაადამიანური მოპყრობის შედეგად თავი მოიკლა/ან ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. რესპონდენტთა 10% ამბობს, რომ მათ თავად სცადეს თვითმკვლელობის ჩადენა წამების და არაადამიანური მოპყრობის გამო. რაც შეეხება დაავადებათა კონკრეტულ სახეობებს, ყველაზე გავრცელებული სახეობა, რაც საპატიმროში გატარებული პერიოდის განმავლობაში განუვითარდათ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებია (დეპრესია და ნევროზი); საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების გარდა, ხშირად ასახელებდნენ კუჭის წყლულს, C ჰეპატიტს და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ამ შედეგებს დიაგრამის სახით გთავაზობთ ქვემოთ. ბევრი რესპონდენტი აცხადებს, რომ მათ არ გაუწიეს სამედიცინო დახმარება წამების შედეგად განვითარებული ჯანმრთელობის დაზიანების სამკურნალოდ და რომ ისინი ხშირად არც უმხელდნენ ამ პრობლემებს ციხის თანამშრომლებს. ცხადია, რომ ციხის არაადამიანურ პირობებში გატარებული დროის შედეგად პატიმრებს სერიოზული ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები გაუჩნდათ. მიუხედავად ამისა, რესპონდენტთა 38% აცხადებს, რომ მათ არასაკმარის (არაკვალიფიციურ) სამედიცინო დახმარებას უწევდნენ პატიმრობის პერიოდში. რესპონდენტთა 36% კი აცხადებს, რომ მათ საერთოდ არ უწევდნენ სამედიცინო დახმარებას. რესპონდენტთა 51% ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი ფორმალურად არ აღურიცხავთ სამედიცინო დოკუმენტაციაში. მეტიც, უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება, კონფიდენციალურად დალაპარაკებოდნენ ექიმებს. მაშინაც კი, როცა მათ ჰქონდათ ამის საშუალება, რესპონდენტთა უმრავლესობა, 59% ამბობს, რომ არ ენდობოდნენ სამედიცინო პერსონალს. 69 გამოყენებული მასალა: 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნითი მოსაზრებები საქართველოს მე-4 პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით, 2014 წლის 19 აგვისტო 2. დანაშაული და გადამეტებული სასჯელი: საქართველოს საპატიმროებში ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბი და მიზეზები; ფონდი ,,ღია საზოგადოება’’, 2015 წ,. 3. “სპეციალური მომხსენებელი წამებაზე და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ”, E/CN.4/2006/6/Add.3, 2005 წლის 15 მარტი 4. CPT, მოხსენება საქართველოს მთავრობისთვის საქართველოში ვიზიტის თაობაზე, 2003 წლის 18‐დან 28 ნოემბრამდე და 2004 წლის 7‐დან 14 მაისამდე, სტრასბურგი, 2005 წლის 30 ივნისი. 5. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2005 წლის ანგარიში 6. “ემნესტი ინთერნეშენალის” მოხსენება “,,საქართველო- წამება და არაადამიანური მოპყრობა, 2005 წლის ნოემბერი . 7. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის “ჰუმან რაითს ვოჩ”, ბრიფინგის დოკუმენტი,“Georgia: Uncertain Torture Reform”, 2005 წლის 12 აპრილი 8. „სპეციალური მომხსენებლის წამებაზე და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ” მოხსენება, 2005 წლის 23 სექტემბერი; 9. ჰუმან რაითს ვოჩის მოხსენება “Undue Punishment: abuses against prisoners in Georgia”, , #8 (D) 2006 წლის დეკემბერი 10. საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობა, 2011 წ. 11. საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში 2012 12. სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის, ხუან მენდესის ანგარიში, 2015წ. 13. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის კვლევა, (2003‐12 წწ.) ანალიტიკური ანგარიში, ფინანსური მხარდამჭერი_ფონდი „ღია საზოგადოება‐ საქართველო 14. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2013 წლის 04/10 სამართლებრივი დასკვნა დანართი კომიტეტში შემოსული განცხადებები 70