„საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-13
ბიუროს ნომერი 417
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
I
b))h0Blcmb
l)hc)0160l.l
-
l,ldJ'403JqnU lJdqJACS6lll' llll6nt
alct6s3fl6nRttJ 6n6aJ0[rqI Jt6fl l,
t.{nild0llt' AJ6bIq3[U i.(nDtqI.6llt'
4il6tilblll, ?01,)bill
N 41713
13 o3&ira, 2016 $xqo
U.:j,;r6o66q<ot J,:r6qu0n66oU qrq6n6oqglol, J6-0J0" .bojrt6o6nq<"b
qn8<"6r6.:golqo Strgriob<ondolr 3<'rft36g6oot" q,:363o66dob 3$sb6d"
(07-31591r 09.06.2016)
bklddado @k"slt erry&adaoy F?tktu ad6kplartr)
ffiw
I
qto'06'w' 'r'"'0""ll''
ll
, :, ,_
I
3.:53r6oXqo6ot R.{$oU Rr tq3o.rq16 Lr;crobos
.]"€.6c6"
22.06. - )4.06.
09. 06. I016.
)! t,11 \hl<
il,ltI
1'
h(,ri i l',1
,6hot,.r,l, l),x.,ri,:xrt a',,6 <\
-
lqr8o$ol ffiRrls$ qurll$ qr l,J&rjJqojo n5046,<t-t
.r"4.16":
i6mdGJRo lo(oopJola er oJ.-fiJr'oS8R.iol J.€o6a0o:
1ry5!5ti..l'*rm( Jcno6!0o.
'o
J""*A;trrAa 6dhpa,, ar)rJrr,\ ll,trx,(,r;,<'-\
lr.: j.>6or3;1qolr .).116q.:e 15$olr lo1;16rT .;q616lr;
trrj,r16or3Xq'r'rlr .)r16q.>335$otr ,I'r3o$1$3db.> q.r lr.>.).:16q.:f 15$er 316':;11';o1d?o
q.rrr[1r'rlr 5r,1163.>golqo .)J6ol, ld,l,li]il$olr 6.:5boq3,r
lr.>;1.:16rn3J;qerL ).r16q'.:i|15$olr
.,
tn.;3fl1po3.:t6;1
bo'116r'rL LbpoSolr m.r33X,q,ofl.>r61
p.:3oor',11r'191.:'illo1q,rr
.t
-'-
bsdsfio&qx'rb $f,q,sAg6goU bogtfub
b)r)ho3lemb
))hc)al60n
brAr$ggCOoq,gbr
N4178
2016 oC((,, 13 %6(,l,(,
urjrrr6gearl, $ttq,iac60r,b 6,c0q)rac60ol, 1a6-c ac\Dl, "6: $gJgEj$oL, 1lz-9
aubqrrb aC-4 JCftOrrtJi q'r 1669 aJbqrrb iodBCq(, qD acr6 qCOCO06ot 0gl$6raobsq.o'
lr$r6(,8Cq,aru $f,q'!AC60r,t k"Jdxt J(,0Cft :
(r!cg,:qx'ro, t$dy6,orSCq,r'rt &\r,q'$C6oot Xr6ar6orgqmbol, qo63obr q-or lrcl3orE'Jo
tra3ooiorr (Sra$!6o JoAoOCOo), JqrAo$ot g6q'CbtorJ qt6got i Ar UlAelCiq'JC<'l
nO6,CdO"O."tu, f,Co(x'teCe(, Scryooo,Jot,r qr o8odAi,lf,o8Cqm8ol' qgr biBo5r6txq3r6,q'iA06oob trmfr)l' (rfoofr,
t
J('laoOCOCDt 6!6cDq'el6
"b.gXCO.
qJ6ay;t OoC6 lrsJ!&'tEA('CDqx'l o6(Eordr,aou $dx,(,, $!dfgN,0o6q'o "l'!dir'c'BCg"U
q.A%6,"SrlOq- gt tgd-lb rC6"l, Jo66gg6cnt' ql)AQgogCbot &J,ibC6' (O7-V591; @'06'2016)
SrAgSr6at JoaoOCOtu
t qi"6%Crp.tt ild,q,$C66ot q46C6q'Cbol, i6,oebo (t
$tiq'rAC6$ob 0<l1Cf'<'ll''
6rqD$g3C6)q,C6ot orrrbr$g r6h&'rlrltjr6o6gqml,
1)
'
l$#f,o6Cqx'll, Jvf,q,$gftyb orgA;qrcf sdtg
0og6ob \xT &b orSAXa",Ald,C
: .,'.
---1
I
qrrgoor glrjgrhoqrl
af\
lrrdr6or3Cqx'rb Jrt6spr0C6$ol, bo3$<nt
b)J)hgl3lcrrlb
<=-- i)hc)0160n
brer$UBCOoq'Cbt
N4178
2016 SCqr,, 13 og6oLo
Ur#rEr3gqxd, ird,q'raC6opb r6gOq'r0C6O.,1, l8-C eJbqr,U 0cr2 q.os 0y3 J"J6CO06oU
SgtubrAol$q.o, t Jjld,o4Ce,ob ir6q,JACBCffu &,"J6o iqrdg6t :
Usj!(rroagq,ctu$d,q,ra06ooL0$dx,tQr,aoo6,o S"6iQt(..Cb"t l$godSCq'tg
UlCJd,oBCqxrb &fq,r0C66otr SS6,ob qrfoQf,o qC6qtdot &4t1 brAsA*Ognaex't
oSo6or6r6oU SCtrl<r, $i6aetqt6fr(r, ,t $!d,o6ryx'lt qdoa6,igc,"Jqx' Ul'!S6<r'k'Cbob
qr.ffiocgOotr futsbg$" (07-1591; 09.06.2016) trrCilto,oCq'eltJ Jif'q'rACftr'L
erq6C6rlqCbot Jd,oder, 6rooq€q, od6CU (t8$d,CqCq)o $Clroor.
btM,(,,8C(,('tb &f,q,$966ot o4A2gQ'ctard'o
boC6(jl, UbqmAob orrOAXSmAltt C
q.ot3oor gbggr6Soq,cr
წერილი
N
l,JdJ603Cse0b ;J6seJACGO0l, S3360
b)i)hgt3lcrrrb
J)hc)al60n
Ur;l.r6or3gqrrL Jr6q,c0XE6oU bro6g":Eo$.rgoo
6orbo3or, pBjsrfu&3qn ggUoor gbr6gfugq,golcr) t[3$o60q9C0q,m
qr.:6s6on: 1) cgrag6j6oqlCbob J6rnglgo 1
AC,lr6OraCEOtr
Jr6eg3qg36oU qrs$ggo.:.
X,6b.;
2) 6,l60r6636ocno br6ron.
3 ) ,,b,rj$orpq,r,rU q950rn66rgogqo gbsgrSorbrngbob
3o6ggggootr,,J6.CCOo.
J.r(rq,r0366ob g66o
qro6og6o bg6qr.:d3
'N.
Qf-
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“
დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და
192-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია.
2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2017 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს 20172030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგია და მისი განხორციელების
2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილი
1
კონცეფცია
საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია
სარჩევი
I. შესავალი ............................................................................................................................................................ 2
II. პროირიტეტული სფეროები ......................................................................................................................... 4
1. შობადობა და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ..................................................... 4
2. ავადობა და სიკვდილიანობა .................................................................................................................... 9
3. მიგრაცია ..................................................................................................................................................... 14
4. მოსახლეობის სტრუქტურა და მოსახლეობის დაბერება ................................................................... 19
III. კონცეფციის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება .................................................................. 25
I. შესავალი
საქართველო განიცდის დემოგრაფიულ გადასვლას, რაც გამოიხატება მოსახლეობის სტრუქტურის
ცვლილებაში, მოსახლეობის დაბერებაში და კლებაში. დემოგრაფიული გადასვლა ზეგავლენას ახდენს
ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ განვითარებაზე.
საქართველოში მიმდინარე დემოგრაფიული ცვლილებების შინაარსი და მასშტაბი, ასევე მათი
ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებაზე და სახელმწიფოს სუვერენიტეტზე, ეროვნული უსაფრთხოების
საკითხებად არის მიჩნეული. წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია „საქართველოს ეროვნული
უსაფრთხოების კონცეფციაზე“ დაყრდნობით, რომელშიც დემოგრაფიული უსაფრთხოება საქართველოს
ერთ-ერთ ეროვნულ ინტერესადაა აღიარებული და ასევე აღნიშნულია, რომ: „დემოგრაფიულ
უსაფრთხოებას პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ გრძელვადიან ზრდასთან“.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ჩამოყალიბებულია რამდენიმე პრიორიტეტი საქართველოს
ხელისუფლებისთვის ქვეყნის დემოგრაფიული უსაფრთხოების ეროვნული ინტერესის ფარგლებში:
„ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა,
უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და სხვა თანამემამულეების სამშობლოში
დაბრუნების წახალისება და მათი შემდგომი რეინტეგრაციის ხელშეწყობა“. ეროვნული უსაფრთხოების
კონცეფციაში ასევე აღნიშნულია, რომ „შობადობისა და საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეების
სამშობლოში დაბრუნების მაჩვენებლები გასულ წლებთან შედარებით იზრდება“ და აღიარებულია ამ
პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების საჭიროება.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ჩამოყალიბებული პრიორიტეტები დემოგრაფიული
პოლიტიკის ფარგლებში მოიცავს რამდენიმე მიზანს, რომლებიც მიმართულია დემოგრაფიული
მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ეს მიზნებია: „შობადობის მატება, ბავშვთა სიკვდილიანობის კლება,
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა“, ასევე
„ხელსაყრელი პირობების შექმნა უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და სხვა
2
თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებისთვის“. ყველა ეს მიზანი შეტანილია და კიდევ უფრო
დეტალურად არის განხილული საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციაში.
დემოგრაფიული ცვლილებები საქართველოში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ადგილას, მოიცავს
სხვადასხვა გამოწვევას და მრავალ შესაძლებლობასაც. დაბალანსებული და ერთიანი ღონისძიებები
პოლიტიკის სფეროში მიზნად უნდა ისახავდეს დემოგრაფიული ცვლილებებისადმი მორგებას
გამოწვევების გადალახვისა და თავიდან აცილების და შესაძლებლობების გამოყენებისა და
გააქტიურების მეშვეობით. ბევრ დემოგრაფიულ გამოწვევას და შესაძლებლობას ახასიათებს მსგავსი
მიზეზები და მექანიზმები, რომლებიც ხაზს უსვამს პოლიტიკის სფეროში ურთიერთდაკავშირებული და
ერთდროული ზომების განხორციელების საჭიროებას, მათ შორის დემოგრაფიულ ცვლილებებზე
მორგებული, ადეკვატური და მდგრადი სოციალური დაცვის სისტემის შემუშავებას.
ერთიანი ეროვნული დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება არსებითი
მნიშვნელობის და გადაუდებელი ამოცანაა. ეს პოლიტიკა უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრადი
განვითარებისკენ
მიმართული
კომპლექსური
და
ურთიერთდაკავშირებული
ქმედებების
განხორციელებას. საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციაში შემოთავაზებულია
მოქმედება პოლიტიკის ოთხ ერთმანეთთან დაკავშირებულ სფეროში: შობადობა და სქესობრივი და
რეპროდუქციული ჯანმრთელობა; ავადობა და სიკვდილიანობა; მიგრაცია და მოსახლეობის
სტრუქტურა და მოსახლეობის დაბერება.
რამდენიმე დემოგრაფიული გამოწვევა და შესაძლებლობა უკვე გათვალისწინებულია ეროვნული
სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებით, როგორებიც არის: „საქართველოში მოსახლეობის დაბერების
საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია“, „საქართველოში დაბერების მეინსტრიმინგის
გზამკვლევი“, „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო-2020“,
სამთავრობო პროგრამა „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“, 2014-2020 წლების
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფცია „საყოველთაო ჯანდაცვა და
ხარისხის მართვა პაციენტთა უფლებების დასაცავად“, განათლების მდგრადი განვითარების
გრძელვადიანი სტრატეგია, საქართველოს მიგრაციის სტრატეგია 2016-2020 წლებისათვის და
საქართველოს
სახელმწიფო
ახალგაზრდული
პოლიტიკა.
საქართველოს
დემოგრაფიული
უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა ზემოხსენებული დოკუმენტების
კონცეპტუალური და პრაქტიკული პოსტულატები.
საქართველოში მწვავე დემოგრაფიული ვითარება აღინიშნება ყველა რეგიონში, განსაკუთრებით
მძიმე მდგომარეობაა 6 რეგიონში, სადაც ხორციელდება დამატებითი დემოგრაფიული ინიციატივები.
მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა აფხაზეთში, სადაც მაღალია მოკვდაობა, აბორტების რაოდენობა,
მიმდინარეობს ერის აქტიური დაბერება, საგრძნობლად იკლო შობადობამ, მძიმეა ნარკოვითარება და
მაღალია მიგრაციის უარყოფითი სალდო. დემოგრაფიული პრობლემები შეინიშნება ასევე დროებით
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც.
საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დროებით
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, განურჩევლად ეროვნებისა, რომლებიც
მკურნალობას გადიან დედაქალაქში ან სხვა რეგიონში. ამ გადაწყვეტილებამ კონფლიქტების
დარეგულირების საკითხში, ნდობის აღდგენის კუთხით გარკვეული შედეგი გამოიღო.
საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია არის პოლიტიკური დოკუმენტი,
რომელიც ვრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სახელმწიფო მზად არის, კონფლიქტური
მხარეების სურვილის შემთხვევაში, ერთობლივი კვლევევბის და მუშაობის შედეგად, ყველა ინიციატივა
განხორციელდეს ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია მიზნად ისახავს ერთიანი
კონცეპტუალური მიდგომის უზრუნველყოფას საქართველოში მოსახლეობის ბოლოდროინდელ და
მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების გადასალახავად და შესაძლებლობების
3
გამოსაყენებლად და ამის მეშვეობით ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული და წამოჭრილი
რისკების თავიდან აცილებას. კონცეფცია გახდება სტრატეგიული საფუძველი ეროვნული პოლიტიკის
სხვადასხვა
ასპექტისათვის,
მათ
შორის
ეკონომიკური,
სოციალური
და
კულტურული
განვითარებისათვის და მიმართული იქნება საქართველოს საზოგადოების მდგრადი განვითარების
მიღწევისაკენ.
საქართველოს
დემოგრაფიული
უსაფრთხოების
კონცეფცია
მოიცავს
საერთაშორისო
თანამეგობრობის მიერ გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით შემუშავებულ
ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიდგომებს, რომლებსაც იზიარებს საქართველოს საზოგადოება.
კონცეფცია მოიცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული
მდგრადი
განვითარებისთვის 2030 წლის დღის წესრიგის პრინციპებს, ამოცანებსა და მიზნებს.
საქართველოს
პრინციპებია:
დემოგრაფიული
უსაფრთხოების
სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი
ა) საზოგადოების მდგრადი განვითარება;
ბ) ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემა;
გ) გენდერული და ასაკობრივი თანასწორობა და სამართლიანობა;
დ) ადამიანის განვითარება მთელი ცხოვრების მანძილზე;
ე) ინკლუზიური საზოგადოება ყველასათვის;
ვ) ყველა ეროვნული
დამყარებული პარტნიორობა;
და
საერთაშორისო
დაინტერესებული
მხარის
თანამშრომლობაზე
ზ) ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ჩამოყალიბება;
თ) პოლიტიკის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესების ღიაობა და
ინკლუზიურობა.
II. პროირიტეტული სფეროები
1. შობადობა და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა
შობადობის დონე, სიკვდილიანობისა და მიგრაციის პარამეტრებთან ერთად, ერთ-ერთი ძირითადი
განმსაზღვრელი ფაქტორია, რომელიც აყალიბებს მოსახლეობის სტრუქტურას და განაპირობებს
მოსახლეობის განვითარებას ნებისმიერ ქვეყანაში. მოსახლეობის სტრუქტურა და მისი დინამიკა
განსაზღვრავს ადამიანურ რესურსებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ამა თუ იმ ქვეყანაში
გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობის დაბალანსებული სტრუქტურა, რომელშიც თანაფარდობები
ახალგაზრდა, შუახნის და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის პრობლემების გარეშე იცვლება,
გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. დღეს დაბადებული თაობები
მთავარი რესურსია მომავალი განვითარებისთვის, რადგან ისინი ხვალინდელი საზოგადოების აქტიური
წევრები იქნებიან და ყველაზე მთავარ წვლილს შეიტანენ ინოვაციების დანერგვაში ეკონომიკასა და
სოციალურ განვითარებაში. აღწარმოების დონეზე მუდმივად დაბალი შობადობა და მიგრაციის
ნეგატიური ბალანსი
მოსახლეობის დაბერების და მოსახლეობის რაოდენობის შემცირების
განმაპირობებელი ფაქტორია.
1990-იანი წლების შემდეგ, კომუნიზმიდან ლიბერალურ დემოკრატიაზე და საბაზრო ეკონომიკაზე
გადასვლის პერიოდში, ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყანას ახასიათებდა შობადობის დაბალი და მარტივ
აღწარმოებაზე დაბალი დონეები, თუმცა სხვადასხვა მასშტაბით. დაბალი შობადობა განპირობებული
4
იყო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და ქცევის ცვლილებებით ოჯახის ადრეული
შექმნიდან მოგვიანებით შექმნამდე, განსაკუთრებით კი ბავშვების გაჩენის გადადებით. თუმცა, ძალიან
დაბალი შობადობა გარდამავალი პერიოდის ფენომენი იყო, შობადობის უკუქცევა არ დასრულებულა
ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის არც ერთ ქვეყანაში. შესაბამისად, ამ საუკუნის დასაწყისში ბევრი
პოსტკომუნისტური ქვეყანა შეშფოთდა დაბალი შობადობის პრობლემით და მათ დაიწყეს ოჯახის
ხელშეწყობის სხვადასხვა ტიპის პროგრამების დანერგვაზე ზრუნვა შობადობის დონის გასაზრდელად.
აღნიშნული ზომების შედეგების შეფასება დღეს რთულია, ვინაიდან, ჯერ ერთი, მათი დანერგვის შემდეგ
საკმაოდ ცოტა დროა გასული და მეორე, 2000-იანი წლების ბოლოს განვითარებულმა ეკონომიკურმა
კრიზისმა თავისი დაღი დააჩნია შობადობას ევროპის ყველა ქვეყანაში. ამავე დროს, არსებობს საერთო
კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში შობადობის განვითარების საკითხზე
ზეგავლენას ახდენს ინსტიტუციური კონფიგურაციები, ბავშვთა შესანახად განკუთვნილი შემწეობების,
მშობელთა დეკრეტული შვებულებების და ბავშვებზე ზრუნვის დაწესებულებების ამა თუ იმ
კონკრეტული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ერთობლიობა. შესაბამისად, ადამიანების შობადობასთან
დაკავშირებულ ქცევაზე ზემოქმედებას ახდენს არა რომელიმე ერთი ზომა, არამედ ზომების
(კეთილდღეობისა და სოციალური უზრუნველყოფის) ერთობლიობა.
1980-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, შობადობის მაჩვენებელი საქართველოში
აღწარმოების დონეზე მაღალი იყო (შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი დაახლოებით 2.2-ს უდრიდა)
და ბევრი ევროპული პოსტკომუნისტური ქვეყნის დონეს უტოლდებოდა. შობადობის ჯამობრივი
კოეფიციენტი მოულოდნელად დაეცა 1990-იანი წლების პირველ ნახევარში და ახალი საუკუნის
პირველი ათწლეულის დასრულებამდე დაახლოებით 1.5 იყო, რაც აღწარმოების დონეზე აშკარად
დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული პერიოდიდან კი ამ მაჩვენებელმა ზრდა იწყო და 2015 წელს შეადგინა
2.2. ბოლო წლებში, საქართველოში მიმდინარეობს საგრძნობი დემოგრაფიული აღმასვლა. თუმცა
მომავალში მოსალოდნელია დაბადებულთა აბსოლუტური რაოდენობის კლება, როდესაც
რეპროდუქციულ ასაკში შევლენ 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების პირველ ნახევარში (ამ დროს
ყველაზე დაბალი იყო შობადობა) დაბადებული ქალები.
საქართველო აშკარად განსხვავდება ევროპის სხვა პოსტკომუნისტური ქვეყნებისგან შობადობის
ასაკის თვალსაზრისით. საქართველოში პირველი შვილის გაჩენის საშუალო ასაკი, სხვა ქვეყნებთან
შედარებით, ზომიერად იზრდებოდა. ოჯახის შექმნა უფრო ახალგაზრდა ასაკშია დამახასიათებელი, 2025 წლის ახალგაზრდების ჯგუფში. ამიტომ შობადობის საკმაოდ დაბალი დონე 1990-იანი წლების შუა
პერიოდიდან ათწლეულის განმავლობაში აშკარად ბავშვის ყოლის გადადების შედეგი კი არ იყო,
არამედ, სავარაუდოდ, გამომდინარეობდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან. თუ
საქართველოს საზოგადოება მომავალში განვითარებული ქვეყნების მოდელს მიჰყვება, კერძოდ კი
მოსახლეობა დაიწყებს ოჯახის შექმნის და პირველი ბავშვის გაჩენის გადადებას, გარდაუვალი იქნება
დაბალი/კლებადი შობადობის კიდევ ერთი ფაზის დადგომა. ეს არის საქართველოს საზოგადოების
წინაშე არსებული ამჟამინდელი და სავარაუდოდ ასევე სამომავლო გამოწვევა.
საქართველოში მოსახლეობის კომპლექსური პოლიტიკის შემუშავების ქვაკუთხედია აღწარმოების
ამჟამინდელი დონის შენარჩუნება და მომავალში შობადობის დონის კლების თავიდან აცილება. თუმცა,
მოსახლეობის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების შობადობადობასთან დაკავშირებული
ასპექტები მხოლოდ ბავშვის დაბადებით არ შემოიფარგლება - ეს ასპექტები დაკავშირებულია ასევე
ცხოვრების მთელ პერიოდთან - დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ,
მანამდე, სანამ ბავშვი საზოგადოების აქტიური წევრი გახდება. შესაბამისად, დემოგრაფიულმა
პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს მშობლებს ბავშვების აღზრდაში და მათი ადამიანური კაპიტალის
განვითარებაში საზოგადოებაში წარმატებით ჩართვის მიზნით. ეს აშკარას ხდის, რომ დემოგრაფიული
პოლიტიკა დაკავშირებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედ სოციალური პოლიტიკის
პროგრამებთან, კერძოდ, „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდულ პოლიტიკასთან“ და სოციალური
დახმარების მიზნობრივ პროგრამებთან.
5
დღეს დემოგრაფიული პოლიტიკის პროგრამები განვითარებულ ქვეყნებში კონცენტრირებულია
იმაზე, რომ მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, განახორციელონ შობადობასთან დაკავშირებული
საკუთარი სურვილები და ამას აკეთებს იმ ბარიერების აღმოფხვრით, რაც მოსახლეობას შობადობასთან
დაკავშირებული განზრახვების რეალიზებაში უშლის ხელს. საქართველოს მოსახლეობის შობადობასთან
დაკავშირებული სურვილები აშკარად მიუთითებს, რომ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი
შესაძლებელია დარჩეს აღწარმოების დონეზე მაღლა; სასურველი შვილების საშუალო რაოდენობა - 2.4
(შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის შესაბამისი მაჩვენებელი 2.4-ის ტოლი) - წარმოქმნის კარგ
შესაძლებლობას იმისათვის, რომ შემუშავდეს და განხორციელდეს დემოგრაფიული პოლიტიკა,
რომელიც მიზნად დაისახავს შობადობის ზრდის შენარჩუნებას. პროგრამული ღონისძიებები უნდა
ისწრაფოდეს შობადობასთან დაკავშირებული განზრახვების რეალიზების ხელშემშლელი ბარიერების
შემცირებისკენ და ქმნიდეს ოჯახის შექმნისთვის ხელშემწყობ გარემოს.
საქართველოს ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოების შეშფოთება გასულ წლებში შობადობის
დაბალი მაჩვენებლების და მომავალში შობადობის შესაძლო კლების გამო გამართლებულია. მშობლებს,
რომლებიც ინვესტირებას ახდენენ საკუთარ შვილებში და ცდილობენ მათ აღზრდას საზოგადოების
აქტიურ წევრებად, ნამდვილად შეაქვთ წვლილი საქართველოს სამომავლო კეთილდღეობაში. მშობელთა
როლის აღიარება მნიშვნელოვანი ფუძემდებლური პრინციპია დემოგრაფიული პოლიტიკის
შემუშავებისას. დემოგრაფიული პოლიტიკის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი მიზანია
პროგნოზირებად მომავალში მოსახლეობის სტაბილურობის მიღწევა იმ დონეზე, რომელიც შეესაბამება
მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური განვითარების მოთხოვნებს. ამგვარი პოლიტიკა უნდა
ემყარებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ პოლიტიკურ დეკლარაციებს და სამოქმედო პლატფორმებს;
იგი
ორიენტირებული
უნდა
იყოს
მდგრადი
განვითარების
მიღწევაზე,
მოსახლეობის
რეპროდუქციისთვის პირობების გაუმჯობესებაზე და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაზე საშუალო გრძელვადიან პერსპექტივაში. პოლიტიკის სფეროში გასატარებელი ღონისძიებები და შესაბამისი
რესურსები უნდა განისაზღვროს ამჟამინდელი და მომავალი მოსახლეობის რაოდენობასთან, სქესთან,
ადგილმდებარეობასა და ასაკობრივ სტრუქტურასთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე,
რათა მოხდეს ინკლუზიური ზრდისთვის საჭირო ინვესტიციების გამოყოფა.
მოსახლეობის განვითარებაზე ზეგავლენის მოსახდენად და შობადობასთან დაკავშირებული
ამოცანების შესასრულებლად საჭიროა შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
1.1. მოსახლეობის მარტივი აღწარმოების შენარჩუნება და შობადობის შემცირების თავიდან აცილება
მოსახლეობის მარტივი აღწარმოების შენარჩუნება და შობადობის შემცირების თავიდან აცილება
უნდა მოხდეს ბავშვების მოვლისა და აღზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის გზით.
მოსახლეობის მარტივი აღწარმოების შენარჩუნებაზე მიმართული პროგრამები ძირითადად უნდა
ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს: ახალი პროგრამების შემოღებამდე სასურველია შეფასდეს მათი
გავლენა ბავშვთა სიღარიბეზე; ეფექტიანობის გაზრდის მიზნით პოლიტიკა არ უნდა შემოიფარგლოს
მხოლოდ ბავშვებზე გამოყოფილი დახმარებით, არამედ უნდა შეიცავდეს ოჯახზე მორგებული
პოლიტიკის სხვა ზომებსაც.
მოსახლეობის მარტივი აღწარმოების შენარჩუნება და შობადობის შემცირების თავიდან აცილების
სფეროში სახელმწიფოს გააჩნია შემდეგი პრიორიტეტები:
ა) ბავშვზე ორიენტირებული და ოჯახების ხელშემწყობი პოლიტიკის გაფართოება;
ბ) ბავშვზე გამოყოფილი დახმარებების/შემწეობების გაფართოვება და ბავშვის აღზრდასა და
მოვლასთან დაკავშირებულ ხარჯებში მონაწილეობის შემდგომი ზომების შემოღება;
გ) ოჯახის წევრების ხელშეწყობა სამსახურებრივი და საოჯახო მოვალეობების შესრულების
შეთავსებაში;
6
დ) დედის/მამის დეკრეტული შვებულებით სარგებლობის პროგრამის ხელშეწყობა; კერძო
სექტორთან თანამშრომლობა ქალებისთვის დეკრეტულ შვებულების სარგებლობის უზრუნველსაყოფად
და ამ პერიოდში სამუშაო ადგილის შენარჩუნების მიზნით;
ე) პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
იმის თაობაზე, რომ ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების საბაზისო ინსტიტუტს, რომელიც თავისი
მნიშვნელოვანი როლის შესასრულებად საჭიროებს დახმარებას;
ვ) საზოგადოების
ინფორმირებულობის
გაზრდა ოჯახის
დახმარების პროგრამების,
განსაკუთრებით კი იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც ბავშვის დაბადების შემდგომ პერიოდშია
ხელმისაწვდომი.
1.2. პასუხისმგებლიანი მშობლის ინსტიტუტის და ბავშვების ადამიანური კაპიტალის განვითარების
ხელშეწყობა
პასუხისმგებლიანი მშობლის ინსტიტუტის და ბავშვის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები
ეფუძნება ორ მთავარ პრინციპს. პირველი პრინციპის მიხედვით, ბავშვის ყოლა არის შეგნებული
გადაწყვეტილება და ორივე მშობლის მხრიდან თანაბარი პასუხისმგებლობის აღებას ითვალისწინებს,
ამდენად, მშობლების მოვალეობები უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული. მეორე პრინციპის
მიხედვით კი დემოგრაფიული პოლიტიკა არ უნდა იყოს შემოფარგლული მხოლოდ ბავშვის დაბადების
ფაქტით: ის კონცენტრირებული უნდა იყოს დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე ბავშვების ადამიანური
კაპიტალის შექმნაზე. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დამხმარე პროგრამების შემოღება: ხელი უნდა
შეუწყოს გენდერულ თანასწორობას და გააუმჯობესოს ინსტიტუტები, რითაც მშობლებს მისცემს
შესაძლებლობას, აღზარდონ ბავშვები და შესძინონ მათ უმაღლესი დონის ადამიანური კაპიტალი.
პასუხისმგებლიანი მშობლის ინსტიტუტის და ბავშვების ადამიანური კაპიტალის განვითარების
ხელშეწყობის სფეროში სახელმწიფოს გააჩნია შემდეგი პრიორიტეტები:
ა) პასუხისმგებლიანი მშობლის ინსტიტუტის, გენდერული თანასწორობისა და ბავშვთა აღზრდაში
პასუხისმგებლობის განაწილების ხელშეწყობა. ბავშვის აღზრდაში მამების ჩართულობის ხელშეწყობა;
ბ) დეკრეტული შვებულების ორივე მშობლის მიერ გამოყენების ხელშეწყობა.
გ) ბავშვთა ოჯახურ გარემოში მოვლის, აღზრდის და განვითარების ხელშემწყობი სერვისების
შემუშავება, მათ შორის შესაფერისი ფინანსური წახალისება და, აგრეთვე, სამსახურებრივი და ოჯახური
მოვალეობების შეთავსების ღონისძიებების უზრუნველყოფა.
დ) ბავშვებზე ადრეულ ასაკში ზრუნვის ცენტრებისა და მომსახურების გაფართოება.
ე) საბავშვო ბაღების სახელმწიფო ქსელის განვითარებაში ინვესტირება, დაწესებულებების
ხარისხისა და მისაწვდომობის გაუმჯობესება.
ვ) სკოლებში უნივერსალური აღრიცხვის მიღწევა და მოსწავლეებში განათლების შეწყვეტის
პრევენცია.
ზ) განათლების, მათ შორის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება,
აგრეთვე ახალგაზრდების ხელშეწყობა სკოლიდან სამსახურში გადანაცვლების პროცესში.
თ) ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზება და მათ შორის უმუშევრობის
დონის შემცირება.
1.3. რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების, ინფორმაციისა და განათლების
საყოველთაო მისაწვდომობა
მოსახლეობის სტაბილიზება მდგრადი განვითარების ხელშეწყობის და სოციალური
უთანასწორობის შემცირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ წინაპირობის განხორციელებისთვის
7
აუცილებელია
ყველა
ადამიანისათვის
რეპროდუქციულ
ჯანმრთელობაზე
საყოველთაო
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. რეპროდუქციული უფლებების, მათ შორის რეპროდუქციული
ჯანმრთელობის უფლების, განხორციელება წარმოადგენს საზოგადოების ძალისხმევის მნიშვნელოვან
ასპექტს დემოგრაფიული დივიდენდით სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მისაღწევად.
საქართველოსთვის დამახასიათებელი გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობის, ემიგრაციის მაღალი
დონისა და შედარებით მაღალი შობადობის არსებული დემოგრაფიული რეჟიმის პირობებში ეროვნული
ჯანდაცვის სისტემის ყველაზე რელევანტური პრიორიტეტები შობადობისა და რეპროდუქციული
ჯანმრთელობის თვალსაზრისით მოიცავს: რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკის
იდენტიფიცირებას და მათზე რეაგირებას; რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან
მომსახურებაზე, მათ შორის ახალგაზრდებზე, დედებსა და ჩვილებზე ორიენტირებულ მომსახურებაზე
გაუმჯობესებულ წვდომას; გართულებული ორსულობის და მშობიარობის გაუმჯობესებულ მართვასა
და პრევენციას; ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებზე წვდომის მეშვეობით ხელოვნური
აბორტის პრევენციას და ძუძუს და საშვილოსნოს კიბოს პრევენციას, ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და
დროულ მკურნალობას.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების, ინფორმაციისა და განათლების
საყოველთაო მისაწვდომობის სფეროში სახელმწიფოს გააჩნია შემდეგი პრიორიტეტები:
ა) ყველა ორსული ქალისთვის უსაფრთხო ორსულობის და მშობიარობის უზრუნველყოფა
ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე რეგულარული უფასო კონსულტაციების, გამოკვლევების და
მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობის მიცემის გზით.
ბ) აბორტების რაოდენობის შემდგომი შემცირება. ქალებისა და მამაკაცებისთვის უშვილობის
პრევენციასა და მკურნალობაზე მისაწვდომობის გაზრდა შემდეგი საშუალებებით:
ბ.ა) რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ოჯახის დაგეგმვის მომსახურების მიმღებლობისა და
მათზე მოთხოვნის შექმნა, განსაკუთრებული აქცენტით საჯარო ინფორმაციაზე, განათლებასა და
კომუნიკაციაზე, რაც ადამიანებს მისცემს საშუალებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება
თავისი სექსუალური და რეპროდუქციული ცხოვრებისა და უფლებების შესახებ;
ბ.ბ) იმგვარი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რომლებიც ყველა ქალისა და
ახალგაზრდა გოგონასთვის, განსაკუთრებით სოფლად და მოშორებულ რეგიონებში მცხოვრები და
მოწყვლადი ქალებისა და გოგონებისთვის უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის რეპროდუქციული
ჯანმრთელობის მომსახურების, მათ შორის უსაფრთხო აბორტის, დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის და
ოჯახის დაგეგმვის მომსახურების არსებობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ.გ) ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამასა და სამედიცინო დაზღვევის საბაზისო პაკეტებში
ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი რეპროდუქციული ჯანდაცვის მომსახურების ჩართვა;
ბ.დ) სამედიცინო მიზეზებით განპირობებული ისეთი აბორტების პრევენცია, რომელთა თავიდან
აცილება შესაძლებელია; აბორტის, როგორც ოჯახის დაგეგმვის საშუალების, გამოყენების შემთხვევათა
რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში;
ბ.ე) რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და
მკურნალობის პროგრამების გაძლიერება.
გ) სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციისა და მკურნალობის გაუმჯობესება და
ქვეყანაში აივ/შიდსის გავრცელების დაბალი დონის შენარჩუნება, განსაკუთრებით დაავადების რისკის
ქვეშ მყოფი მოსახლეობის და ახალგაზრდების (სკოლაში და სკოლის გარეთ) შემთხვევაში.
1.4. მთავრობის სხვადასხვა ღონისძიების მუდმივი მონიტორინგი ოჯახის შექმნის, შობადობის
განვითარებისა და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროებზე მათი გავლენის თვალსაზრისით
8
მოსახლეობის სტრუქტურა და განვითარება დამოკიდებულია თანამიმდევრული და ეფექტიანი
მოსახლეობის პოლიტიკის გატარებაზე. აქედან გამომდინარე სასურველია, სოციალურ პოლიტიკასა და
პროგრამებში მოხდეს მოსახლეობის დინამიკისა და შობადობის განვითარების მეინსტრიმინგი.
ოჯახის შექმნის, შობადობის განვითარებისა და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროებზე მთავრობის
სხვადასხვა ღონისძიების გავლენის მონიტორინგის პრიორიტეტები:
ა) ქვეყანაში შობადობის განვითარების რეგულარული მონიტორინგი მოსახლეობის აღწერის
მონაცემების და სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის გაუმჯობესებული სისტემის
საშუალებით.
ბ) შობადობაზე და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ისეთი სოციალური და ეკონომიკური
პოლიტიკის შესაძლო გავლენის მონიტორინგი და შეფასება, როგორიცაა შრომის ბაზრის რეგულაციები,
საბინაო პოლიტიკა და სხვ.
გ) შობადობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მეინსტრიმინგი შესაბამის პოლიტიკასა და
პროგრამებში.
1.5. შობადობისა
და
განსახორციელებელი კვლევები
სქესობრივი
შობადობისა და სქესობრივი
განსახორციელებელი ღონისძიებებია:
და
და
რეპროდუქციული
რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
ჯანმრთელობის
სფეროში
კვლევის
ა) ზრდასრულ ასაკში გადასვლის, შობადობასთან დაკავშირებული ქცევის
სტრუქტურის აღწერა მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემების გამოყენებით.
სფეროში
და
ოჯახის
ბ) საქართველოში არსებობს შობადობის მაჩვენებლების რამდენიმე შეფასება. მოსახლეობის
აღწერის მონაცემთა შეფასება შობადობაზე, ქორწინებათა რაოდენობასა და ოჯახის სტრუქტურაზე
ფოკუსირებით და მონაცემთა კლასიფიცირება რეგიონების, დასახლებების ტიპების, განათლების დონის
და ა.შ. მიხედვით შესაძლებელს გახდის, მივიღოთ საქართველოს საზოგადოებაში არსებული
რეპროდუქციული ქცევის შესახებ უფრო დაწვრილებითი სურათი და შევიმუშაოთ შესაბამისი
ღონისძიებები პოლიტიკის დონეზე.
გ) შობადობის განვითარებაზე სოციალურ-ეკონომიკური
ღონისძიების ზეგავლენის მონიტორინგი და შეფასება.
პოლიტიკის
სფეროს
სხვადასხვა
დ) რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში კვლევის პროგრამის შემუშავების ხელშეწყობა.
2. ავადობა და სიკვდილიანობა
საქართველო სიკვდილობის მაჩვნებლის შემცირების დინამიკით ხასიათდება. 2014 წელს,
დაბადებისას სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო პოსტსაბჭოთა
ქვეყნების ჯგუფში - 72.9 წელი (77.2 წელი ქალებისათვის, და 68.6 წელი მამაკაცებისათვის). 2013 წელს
ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა ორივე სქესისათვის 65 წელი იყო, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე
მაღალი მაჩვენებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის. მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობის ეროვნული
ინდიკატორების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავებაა საქართველოსა და ეკონომიკურად უფრო
განვითარებულ ქვეყნებს შორის.
საქართველოში ავადობასა და სიკვდილობასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები
დაკავშირებულია არაგადამდებ დაავადებებთან (აგდ). არაგადამდები დაავადებების ტვირთი ძალიან
მძიმეა როგორც მოსახლეობისათვის, ასევე ჯანდაცვის სისტემისათვის; ის წარმოადგენს მნიშვნელოვან
ბარიერს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების გზაზე.
9
ძირითად არაგადამდებ დაავადებებს, როგორიცაა კარდიოვასკულარული დაავადებები, კიბო,
დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, საერთო რისკფაქტორები აქვთ: თამბაქოს
მოხმარება, მათ შორის პასიური მწევლობა, არაჯანსაღი ცხიმების, სუფრის მარილისა და შაქრის ჭარბი
მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. ჩამოთვლილი ძირითადი
რისკფაქტორები, შუალედურ რისკფაქტორებთან ერთად, როგორიცაა სიმსუქნე, ჰიპერტონია, სისხლში
გლუკოზისა და ქოლესტერინის ჭარბი კონცენტრაცია, წარმოადგენენ საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემას
როგორც მაღალშემოსავლიანი (განვითარებული), ისე დაბალშემოსავლიანი (განვითარებადი)
ქვეყნებისთვის.
არაგადამდები დაავადებები იწვევს „ნაადრევ“, პოტენციურად თავიდან აცილებად სიკვდილს და
შესაძლებლობის შეზღუდვას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ეკონომიკური პროდუქტიულობის
შემცირებას და მოსახლეობის ჯანმრთელობასთან და სიღარიბესთან დაკავშირებული რისკების ზრდას.
ხარისხიან ჯანდაცვის, მათ შორის დროული დიაგნოსტიკისა და სათანადო მკურნალობის
მომსახურებაზე, უსაფრთხო და ქმედით მედიკამენტებსა და ჯანდაცვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე
მისაწვდომობის ნაკლებობა ზრდის თავიდან აცილებადი ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში
სიკვდილიანობის
94%
გამოწვეულია
არაგადამდები
დაავადებებით,
აქედან
69%
კარდიოვასკულარული დაავადებებით, 14% - კიბოთი, 4% - ქრონიკული რესპირატორული
დაავადებებით და 1% - დიაბეტით. დანარჩენ არაგადამდებ დაავადებებზე ქვეყანაში არსებული
სიკვდილიანობის 6% მოდის.
ბოლო წლებში, საქართველოში განუხრელად მაღალია სიკვდილის მიზეზების არასწორად
დადგენის შემთხვევათა რაოდენობა: 2010 წელს ასეთი შემთხვების წილი 50%-ს აჭარბებდა. სიტუაციის
გასაუმჯობესებლად გარკვეული ზომები უკვე გატარდა, რის შედეგადაც 2014 წელს სიკვდილის
მიზეზების არასწორად დადგენის შემთხვევათა წილი 29%-მდე შემცირდა. თუმცა, სიკვდილიანობის
არასწორად დადგენილი და უცნობი მიზეზების პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვანია სამოქალაქო
რეგისტრაციისა და დემოგრაფიული სტატისტიკის სისტემების დახვეწა და შესაძლებლობის
გაძლიერება.
საქართველოში კარდიოვასკულარული დაავადებების გავცელება ზრდადი ტენდენციით
ხასიათდება. კარდიოვასკულარულ დაავადებებს შორის, რომლებიც ხასიათდებიან ავადობისა და
სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლებლებით, არის ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება და
ცერებროვასკულარული დაავადებები. კარდიოვასკულარულ დაავადებებში ჰიპერტონიის წილი 60%-ია.
არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორების (STEPS) 2010 წლის-ის კვლევის მიხედვით,
რესპონდენტების 33,4% ფაქტიურად ან პოტენციურად ჰიპერტენზიის მატარებლები არიან; მათგან 61.1%
არ ღებულობს ჰიპერტონიის საწინააღმდეგო მკურნალობას.
ბოლო წლებში, ცერებროვასკულარული დაავადებების გავრცელებას ასევე ახასიათებს აღმავალი
ტენდენცია. ცერებროვასკულარული და იშემიური დაავადებების დინამიკა ხასიათდება მაღალი
სიხშირით და გავრცელებით, რაც სავარაუდოდ განპირობებულია ჰიპერტონიის არასათანადო
მკურნალობით.
ბოლო წლებში, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, კიბოს გავრცელებამ და სიხშირემ
მნიშვნელოვნად იკლო; თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და კიბოს კვლევის საერთაშორისო
სააგენტოს შეფასებებით, შესაძლოა ეს არ ასახავდეს საქართველოში არსებულ რეალურ სურათს. 2015
წლიდან დაინერგა „მოსახლეობის კიბოს რეგისტრი“, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
სტატისტიკური ინფორმაცია. ქალებში მკერდის კიბო, ხოლო მამაკაცებში ფილტვის კიბო ჭარბობს.
საქართველოში კიბოს შედეგად სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალი რჩება, ვინაიდან კიბოთი დაავადების
შემთხვევათა 70%-ში დიაგნოსტიკა ხდება დაავადების მესამე და მეოთხე სტადიაზე.
10
დიაბეტის გავრცელებაც ზრდადი ტენდენციით ხასიათდება, თუმცა არსებული მონაცემები
სრულად არ ასახავს რეალობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასების მიხედვით, 2000 წელს
დიაბეტით დაავადებული 200,000 პაციენტი იყო საქართველოში; 2030 წლისათვის მოსალოდნელია ამ
მაჩვენებლის ზრდა 223,000-მდე.
ქრონიკული რესპირატორული დაავადებები რესპირატორული სისტემის დაავადებების უდიდეს
წილს შეადგენს. თამბაქოს მოხმარება, მათ შორის, პასიური მწევლობა, ფილტვის ქრონიკული
დაავადების ძირითადი მიზეზია.
არაგადამდები დაავადებების მიზეზით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის შემთხვევების
თავიდან აცილება უმეტესწილად შესაძლებელია ისეთი ღონისძიებების განხორციელებით, როგორიცაა
მიზანმიმართული ეროვნული პროგრამები ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა
პრევენციისათვის და დაავადებათა ადრეული გამოვლენა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის
სისტემის შესაძლებლობის ამაღლება, რათა უფრო ეფექტური რეაგირება მოახდინოს არაგადამდები
დაავადებებით დაავადებული ადამიანების საჭიროებებზე.
გადამდები დაავადებები ნაკლებადაა გავრცელებული ევროპის რეგიონში, ვიდრე მსოფლიოს სხვა
ნაწილებში, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დღის წესრიგში მაღალ ადგილს იკავებს.
საქართველოში აივ/შიდსი ნაკლებად არის გავრცელებული, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში
აივ/შიდსის ახალმა შემთხვევებმა იმატა. ფიქსირდება აივ/შიდსის გვიანი დიაგნოსტიკის შედარებით
მაღალი დონე; ახალ შემთხვევათა 35.6% შიდსის სტადიაზეა გამოვლენილი, რაც სერიოზულ პრობლემას
წარმოადგენს.
საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება C ჰეპატიტის გავრცელების
მაღალი დონის ქვეყნების რიცხვს. 2015 წლიდან საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაიწყო C
ჰეპატიტთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო მიეკუთვნება ქვეყნების იმ
ჯგუფს, რომლებშიც მაღალია მრავალი მედიკამენტის მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზის (MDRTB) დაავადების ტვირთი. ტუბერკულოზის ახალ შემთხვევებში დაფიქსირებულია MDR-TB აღმავალი
ტენდენცია, რაც მიუთითებს ქვეყანაში დაავადების ამ ფორმის გავრცელების რისკზე.
ჯანმრთელობის პარამეტრებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) უახლესი მონაცემებით,
დაავადებათა მსოფლიო ტვირთის გამომწვევი (Global Burden of Diseases, GBO) რისკფაქტორიდან
ძირითადია არაჯანსაღი კვება, მაღალი არტერიული წნევა და თამბაქოს მოხმარება.
შეფასებითი მონაცემით, საქართველოში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის
დონე უდრის დაახლოებით 11,000 შემთხვევას წელიწადში. 2010 წლის STEPS-ის მიხედვით, თამბაქოს
მოხმარების გავრცელება 30.3%-ის ტოლია; მამაკაცების მიერ თამბაქოს მოხმარება გაცილებით უფრო
მაღალია ვიდრე ქალების მიერ მოხმარება (55.5% vs 4.8%).
2010 წლის STEPS-ის მონაცემებით, საქართველოში რესპონდენტების 41% მოიხმარს ალკოჰოლურ
სასმელებს: ერთ სულ ზრდასრულ მოსახლეზე სუფთა ალკოჰოლის მოხმარება უდრის დაახლოებით 6.4
ლიტრს წელიწადში.
იგივე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 70% დღეში ხუთ ულუფაზე ნაკლებ ხილს
და/ან ბოსტნეულს მოიხმარს; მოსახლეობის 56% ჭარბი წონისაა, ხოლო 25.1% სიმსუქნითაა
დაავადებული; კვლევის მონაწილეთა 21%-ს მომატებული აქვს შაქრის დონე სისხლში, ხოლო 18%-ს ქოლესტერინის დონე. ორსული ქალების მესამედზე მეტს აქვს ანემია ან სხვა მიკროელემენტების
ნაკლებობა; იგივე პროპორცია ფიქსირდება ბავშვებში. ორსულ ქალთა შორის ანემიის გავრცელება 25.6%ია, რაც ამ დაავადებას დედათა სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლის უმთავრეს მიზეზთა შორის აყენებს.
ფოლიუმის მჟავის დეფიციტი საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა შორის 36.6%, რაც
მაღალია რეგიონის სხვა ქვეყნების მონაცემებთან შედარებით. ანემია 5 წლამდე ასაკის ბავშვთა
11
ჯანმრთელობის ხშირი პრობლემაა; ბავშვთა ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გავრცელება 23%-ს აღწევს. ამავე
ასკობრივ ჯგუფში 11.3%-ს აღწევს კვების რაციონში ცილების ნაკლებობით გამოწვეული მალნუტრიცია
და ზრდის შეფერხება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება (2.3%) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ
შემუშავებულ ბავშვის ზრდის სტანდარტს.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული ხუთ წლამდე ასაკის
ბავშვების სიკვდილიანობის კლებაში: მაჩვენებელი შემცირდა 45.8-დან 1000 ცოცხალშობილზე
(რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა, 2000 წელი) 16.4-მდე 1000 ცოცხალშობილზე
(რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა, 2010 წელი). ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა
ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი: 18.3-დან 1000 ცოცხალშობილზე (2003) 8.7-მდე 1000
ცოცხალშობილზე (2015).
მიუხედავად პროგრესისა, დედათა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი საქართველოში
ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტად რჩება. დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაეცა 58.7-დან
100,000 ცოცხლადშობილზე (2001 წელს) 31.5-მდე (2014 წელს); თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც მაღალია
2015 წლისთვის განსაზღვრულ ათასწლეულის განვითარების მიზანთან შედარებით (16/100,000
ცოცხლადშობილზე). დედათა სიკვდილიანობის აღრიცხვაში არსებობს ნაკლოვანებები, ამიტომ
სიკვდილის შემთხვევები არ არის ადეკვატურად აღრიცხული.
ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომის გაუმჯობესება საქართველოს
მთავრობისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, რასაც
ჯანდაცვის სექტორზე
გამოყოფილი თანხების უპრეცედენტო ზრდა ადასტურებს: 365 მლნ ლარი 2012 წლიდან თითქმის
გაორმაგდა 2013 წლისათვის და 634 მლნ ლარს მიაღწია. 2013 წლიდან საქართველოს მთავრობა
ახორციელებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც დაახლოებით
3.4 მილიონ ადამიანზე ვრცელდება.
2.1. სარეგისტრაციო ჩანაწერის საფუძველზე ზუსტი, სრული და დროული დემოგრაფიული
სტატისტიკური მონაცემების (მათ შორის გარდაცვალების მიზეზების შესახებ) მომზადება
გადაწყვეტილების მიმღებები პოლიტიკის შემუშავებისა და პროგრამების მონიტორინგის და
შეფასების პროცესებში დამოკიდებულები არიან ჯანდაცვის სარწმუნო და დროულ სტატისტიკაზე.
დაბადებისა და სიკვდილის შემთხვევების და მათი განაწილების შესახებ სანდო სტატისტიკა,
გარდაცვალების მიზეზების მითითებით, მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორებში სოციალური
და ეკონომიკური პროგრამების დაგეგმვისთვის. ზუსტი და ობიექტური მონაცემების არსებობა ხელს
შეუწყობს ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების შედეგების გაზომვას და განვითარების უფრო
ფართო მიზნების მიღწევას, როგორებიც არის, მაგალითად, მდგრადი განვითარების მიზნები.
სარეგისტრაციო ჩანაწერის საფუძველზე ზუსტი, სრული და დროული
სტატისტიკური მონაცემების მომზადების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:
დემოგრაფიული
ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და დემოგრაფიული სტატისტიკური მონაცემების (CRVS)
სტანდარტიზებული კომპლექსური შეფასების რეკომენდაციების განხორციელება.
ბ) ეროვნული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და დემოგრაფიული სტატისტიკური
მონაცემების (CRVS) მულტისექტორული კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
გ) გაუმჯობესებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და დემოგრაფიული სტატისტიკური
მონაცემების საფუძველზე მოსახლეობის რეესტრის შემუშავების ინიცირება.
2.2. ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე საყოველთაო წვდომა. ჯანდაცვის სისტემის მხრიდან
ჯანდაცვის სფეროში ადამიანების საჭიროებებზე ქმედითი და სამართლიანი რეაგირება
12
ჯანმრთელობის დაცვის სისტემა უნდა ერგებოდეს არსებულ და ცვალებად დემოგრაფიულ
სტრუქტურას და უმკლავდებოდეს ავადობისა და სიკვდილიანობის გამოწვევებს, ძირითადი აქცენტით
დაავადებების პრევენციაზე და სიკვდილიანობის შემცირებაზე.
ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე საყოველთაო წვდომისა და ჯანდაცვის სისტემის მხრიდან
ჯანდაცვის სფეროში ადამიანების საჭიროებებზე ქმედითი და სამართლიანი რეაგირების სფეროში
სახელმწიფოს პრიორიტეტებია:
ა) ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგისა და შეფასებისთვის გაუმჯობესებული
ფაქტობრივი მონაცემების შექმნა.
ბ) ჯანდაცვის სისტემის რეფორმის (პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების ჩათვლით)
დაჩქარება და გაუმჯობესება.
გ) ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების ხარისხის
გაუმჯობესების და დანახარჯების ეფექტიანობის უზრუნველყოფა ძირითადი არაგადამდები
დაავადებების, მათი რისკფაქტორების და თანმდევი პათოლოგიების პრევენციის და მართვის
გაძლიერების გზით.
დ) არაგადამდები დაავადებებით დაავადებული ადამიანებისთვის შესაძლებლობის მიცემა
დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისათვის, და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენების მეშვეობით საკუთარი მდგომარეობის უკეთესად მართვა.
ე) ჯანმრთელობის საინფორმაციო ტექნოლოგიის, როგორც ჯანდაცვის სისტემის ხარისხის,
ეფექტიანობისა და გამჭირვალობის გაუმჯობესების ინსტრუმენტის, უფრო ფართოდ დანერგვის
ხელშეწყობა.
ვ) არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ინტეგრირება პირველადი
ჯანდაცვის სისტემაში ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და შუალედური
რისკფაქტორების მართვის პროგრამების (როგორიც არის ჰიპერტონიის კონტროლის პროგრამა)
საშუალებით.
ზ) კვების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის არსებული
პროგრამების გადახედვა და მონაცემებზე დაფუძნებული, ხარჯთეფექტური და წარმატებული
პროგრამების ინტეგრირება მომსახურების მიწოდების სისტემაში არაგადამდები დაავადებების
პრევენციისა და კონტროლის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
2.3. ადამიანური რესურსების გაძლიერება კარგად მართული, ეფექტიანი და მოტივირებული
ჯანდაცვის პერსონალით
ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანური რესურსების
არსებობას და მათ სათანადო მართვას. ჯანმრთელობის სფეროში უკეთესი შედეგების მისაღებად
მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავება.
ადამიანური რესურსების გაძლიერების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:
ა) ადამიანური რესურსების განვითარება სამედიცინო განათლების, მათ შორის უწყვეტი
სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით, სამუშაოს შესრულების შეფასების
საფუძველზე.
ბ) ჯანდაცვის სისტემაში ადამიანური რესურსების განაწილების, მათ შორის პირველადი
ჯანდაცვის რგოლის ექიმების გეოგრაფიული გადანაწილების ოპტიმიზაცია და ჯანდაცვის კერძო
მიმწოდებლებთან ქმედითი თანამშრომლობა.
13
გ) ჯანდაცვის სერვისებზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, განსაკუთრებით
მოშორებულ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის და პირველადი ჯანდაცვის დონეზე,
პროფესიონალი ექიმების მოზიდვის, მოტივაციის და შენარჩუნების ზომების გაძლიერება.
2.4. ავადობის და სიკვდილიანობის სფეროში განსახორციელებელი კვლევები
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს საინფორმაციო საფუძველი ამ პრიორიტეტული სფეროს
ამოცანების მისაღწევად, ყურადღება უნდა მიეპყროს ქვემოთ ჩამოთვლილ საკვლევ საკითხებს:
ა) ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების და ყველა დონეზე მომსახურების მიწოდების ხარისხის
მონიტორინგისა და შეფასების მეთოდების გაუმჯობესება;
ბ) სხვადასხვა არაგადამდები დაავადების და მათი რისკფაქტორების ტენდენციების შეფასება
საქართველოს მოსახლეობაში. ასაკის, სქესის, შემოსავლის და ინდივიდთა ფუნქციური
ქმედუნარიანობის მიხედვით კლასიფიცირებული მონაცემების შეგროვება;
გ) სხვადასხვა რელევანტური კვლევების ჩატარება, როგორიცაა STEPs კვლვა, რეპროდუქციული
ჯანმრთელობის კვლევა, რეპროდუქციულ ასაკში სიკვდილიანობის კვლევა (RAMOS), C ჰეპატიტის
გავრცლების კვლევა და სხვა.
3. მიგრაცია
ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ჩართულობა გლობალურ, საერთაშორისო
მიგრაციულ პროცესებში საგრძნობლად გაიზარდა. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მიგრაციის როლი
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ჭრილში. მიგრაციის
ეფექტიანი მართვა ქვეყნის უსაფრთხოების და გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთერთი წინაპირობაა; იგი ასევე წარმოადგენს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს
და ხელს უწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მიგრანტთა (ემიგრანტები/დიასპორა,
იმიგრანტები და დაბრუნებული მიგრანტები) პოტენციალის გამოყენებას. სწორედ ამიტომ, მიგრაციის
პოლიტიკის სწორი დაგეგმვა და მისი მართვის ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესება საქართველოს
მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს
ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოდან მიგრაციის ხასიათი, ამპლიტუდა და
მიმართულებები მნიშვნელოვნად შეიცვალა და დღეისათვის ქართველი მიგრანტების ჯგუფების პოვნა
სხვადასხვა ქვეყანაშია შესაძლებელი და მათი ნაკადებიც ასევე სხვადასხვა ქვეყნისკენ არის მიმართული.
1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველო დატოვა 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა.
ემიგრაცია საქართველოდან ძირითადად შრომითი მიგრაციაა, რომლის შემთხვევაში ემიგრანტებს
საზღვარგარეთ უკეთ ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის სურვილი და ქვეყანაში დატოვებული ოჯახების
ფინანსური დახმარებს გაწევა ამოძრავებს.
ფულადი გზავნილების მიმღები ოჯახების გზავნილებზე დამოკიდებულება ძალიან მაღალია
ყოველდღიური ხარჯების დაფარვის კუთხით; მაგრამ ბიზნესის დაწყებისთვის ინვესტიციების ან/და
დანაზოგების წილი ძალზე დაბალია.
სახელმწიფო განვითარების დაგეგმარების პროცესში მიგრაცია ჯერჯერობით არ არის
ადეკვატურად ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარებისთვის მისი პოტენციალის მაქსიმალურად
გამოყენების მიზნით; ამდენად ამ მიდგომის დადებითი ზეგავლენა ჯერჯერობით ქვეყანაში არ ჩანს.
აუცილებელია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმირულობის გაზრდა
მიგრაციასა და განვითარების შორის არსებულ კავშირზე
(მიგრაცია და განვითარება) ქვეყნის
განვითარების და მიგრაციის პოლიტიკებს შორის ურთიერთკავშირის დასამყარებლად და მიგრაციის
14
მეინსტრიმინგისთვის ურთიერთდაკავშირებული სექტორების პოლიტიკის და პროგრამების შესაბამის
დოკუმენტებში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დემოგრაფიული პროცესი, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს
ქვეყნის დემოგრაფიულ ბალანსზე გახლავთ შიდა მიგრაცია, რომელიც როგორც ნებაყოფლობითი, ასევე
იძულებითი შეიძლება იყოს. პირველ შემთხვევაში, სოფლიდან-ქალაქში მიგრაცია გამოწვეულია
სოციალურ-ეკონომიკური მიზეზებით; მეორე შემთხვევაში, საქმე გვაქვს ეკომიგრანტებთან და
იძულებით გადაადგილებულ პირებთან, რომელთაც ძალადობის გამო მოუწიათ საცხოვრებელი
ადგილების დატოვება. არსებული მონაცემები მიგვითითებენ რამდენიმე ტენდენციაზე:
ა) საქართველოს მოსახლეობის „თბილისიზაცია“– ანუ თბილისში მცხოვრები მოსახლეობის წილის
ზრდა სხვა რეგიონების მოსახლეობასთან შედარებით;
ბ) გაზრდილი ურბანიზაცია – ქალაქებში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის წილი იზრდება;
გ) იძულებით გადაადგილებული
ინტეგრაცია კვლავ გამოწვევად რჩება.
პირების
და
ეკომიგრანტების
სოციალურ-ეკონომიკური
ზემოაღნიშნული ტენდენციებმა შეიძლება გამოიწვიოს სოფლების თანდათანობითი დეპოპულაცია
- სავარაუდოდ, მოსახლეობის უფრო მოტივირებული და განათლებული ნაწილი (ანუ ტვინების
გადინება) შეიძლება სოფლებიდან პატარა ქალაქებში და პატარა ქალაქებიდან უფრო დიდ ქალაქებში
გადავიდეს. რადგანაც შიდა მიგრაციის მოცულობა დიდია, მოსალოდნელია მისი უფრო ზრდა, რამაც
შეიძლება სამუშაო ძალის რეგიონებიდან უფრო მეტი გადინება გამოიწვიოს.
ახლად მიღებული საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
მიმართულია სწორედ შიდა მიგრაციასთან დაკავშირებული დეპოპულაციის და სოციალურეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ. კანონის განხორციელების კრიტერიები შემუშავებულია,
რათა შესაბამისად განისაზღვროს ამ კანონონით მოსარგებლე რეგიონები და მოსახლეობა.
ამგვარად, შიდა და გარე მიგრაციის გაანალიზება უნდა მოხდეს უფრო ფართო, ქვეყნის სოციალურეკონომიკური კონტექსტის ჭრილში. რადგანაც, ეკონომიკური მიზეზები შიდა და საერთაშორისო
მიგრაციის მთავარ ფაქტორებად განიხილება, და, აქედან გამოდინარე, აუცილებელია ისეთი პოლიტიკის
გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მიგრაციის პოტენციალის განვითარებისთვის მიგრანტების
გამოყენებას,
საქართველოში მცხოვრები მათ ოჯახების, ადგილობრივი თემების და ქვეყნის
სასარგებლოდ.
მთავრობის მიერ ახლად დამტკიცებული საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია
და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს პრიორიტეტულ სფეროებს, ამოცანებს და მიზნებს,
საქმიანობებს მათ მისაღწევად, ასევე მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რომელიც
წაახალისებს მიგრაციის შედეგად დაგროვებული ადამიანური და ფინანსური რესურსების
ადგილობრივი განვითარების პროცესში გამოყენებას ისეთი მდგრადი ეკონომიკური გარემოს
შესაქმნელად, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს დარჩეს და განვითარდეს
თავის საცხოვრებელ ადგილებში, შეამცირებს ურბანიზაცია/თბილისიზაციის და საერთაშორიშო
ემიგრაციის არსებულ ტენდენციებს.
საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია ითვალისწინებს და ეფუძნება
მიგრაციის შესახებ ქვეყნის პოლიტიკის სხვა შესაბამის დოკუმენტებს, რათა ხაზი გაუსვას მიგრაციის
როლის მნიშვნელობას ქვეყნის დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში;
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ემიგრაციასთან და შიდა, სოფლიდან-ქალაქში მიგრაციასთან
15
დაკავშირებულ საკითხებს, რათა შესაძლებელი გახდეს პოლიტიკის ისეთი ღონისძიებების შემუშავება,
რომლებიც ხელს შეუწყობენ მდგრად ზრდას და განვითარებას და წაახალისებენ საქართველოდან
გასული მიგრანტების დაბრუნებას და მათ მდგრად რეინტეგრაციას იმ ადგილებში, სადაც ისინი
მიგრაციამდე
ცხოვრობდნენ;
ასევე
მიგრაციის
სოციალურ-ეკონომიკურ
განვითარებასთან
დაკავშირებული სარგებლის გამოყენებას მიგრანტთა და ადგილობრივი თემების სასარგებლოდ.
3.1. რეგიონებში განვითარების ცენტრების შექმნა
დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რეგიონების მდგრადი
ეკონომიკური ზრდის მიღწევა და დასაქმების შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც ადგილობრივ
მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალებს და ახალგაზრდობას, ადეკვატური ანაზღაურების სამუშაოთი
უზრუნველყოფს, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილებზე დარჩენას და მათ ნაკლები სტიმული
ექნებათ შიდა და საერთაშორისო მიგრაციისთვის. ამას გარდა, დაბრუნებული მიგრანტები შეძლებენ
თავიანთი უნარ-ჩვევების და კაპიტალის გამოყენებას როგორც ცოდნის გაზიარებით, ასევე ადგილზე
მუშაობით.
რეგიონებში განვითარების ცენტრების შექმნის თვალსაზრისით სახელმწიფოს პრიორიტეტებს
წარმოადგენს:
ა)
ყოვლისმომცვლელი
რეგიონული
სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების
სტრატეგიის/პროგრამის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში კაპიტალის მოზიდვას და
მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროექტების შექმნას;
ბ) რეგიონებში იმ პროექტების მხადაჭერა, რომლებიც უზრუნვეყოფენ მდგრადი და ღირსეული
სამუშაო ადგილების შექმნას;
გ) ვენჩურული კაპიტალის შესაძლებლობების გაძლიერება რეგიონებში ინოვაციურ პროექტებში
ინვესტირების მიზნით;
დ) რეგიონებში პროფესიული განათლების სისტემის განვითარება, რომელიც ქვეყნის ან/და
საერთაშორისო შრომით ბაზრების მოთხოვნებს პასუხობს;
ე) ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ქალების და ახალგაზრდების, მონაწილეობა
ფინანსურ და სამეწარმეო უნარების განვითრების ტრეინინგებში.
3.2. რეგიონებში მდგრადი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა ადგილობრივი ეკონომიკური
განვითრების მხარდასაჭერად
ღირსეული დასაქმების შედარებით მწირი შესაძლებლობების პირობებში, განსაკუთრებით კი
რეგიონებში, ასეთი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს
წარმოადგენს. ამასთან, ფოკუსი უნდა იყოს არა მხოლოდ, ზოგადად, სამუშაო ადგილების შექმნაზე,
არამედ მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნაზე, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას
სტაბილურობის შეგრძნებას გაუჩენს. ამას გარდა, ვინაიდან სოფლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი
ნატურალურ სოფლის მეურნეობაშია ჩართული, ასეთი ტიპის სოფლის მეურნეობის მომგებიანთვითდასაქმებულ-სამეწარმეო სოფლის მეურნეობად ტრანსფორმაცია კიდევ ერთ მნიშვნელოვან
პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ წრის შეკვრისათვის, ქართულმა დიასპორამ შეიძლება მნიშვნელოვანი
როლი ითამაშოს ადგილობრივი პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოების კუთხით. მათ
შეუძლიათ ხელი შეუწყონ ადგილობრივი პროდუქტების ექსპორტს, მაგალითად, საქართველოში
მოქმედი მეწარმეების მათ პარტნიორ საწარმოებთან დაკავშირებას. დიასპორის წევრი მეწარმეები
16
შეიძლება დაინტერესდნენ მათი წარმოშობის ადგილებში მოქმედ ბიზნესებთან თანამშრომლობით ან/და
ინვესტირებით ბიზნესში თანამონაწილეობის ან სხვა თანამშრომლობის მექანიზმების მეშვეობით.
რეგიონებში მდგრადი დასაქმების შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით სახელმწიფოს
პრიორიტეტებია:
ა) დანიშნულების ქვეყნებში მცხოვრებ დიასპორას და ადგილობრივ თემებს შორის
თანამშრომლობის გაძლიერება ადგილობრივი განვითარების პროექტებში დიასპორის
აქტიური
მონაწილეობის წახალისების მიზნით;
ბ) დიასპორის წარმომადგენლებისათვის ფინანსური განათლების სატრენინგო პროგრამების შექმნა
ფულადი გზავნილების და დიასპორის მიერ ინვესტირების საკითხებზე საბაზისო ფინანსური
განათლების ამაღლების, მიგრანტებისა და მათი ოჯახების ფინანსური ინკლუზიის მიზნით და
დიასპორას წევრების გასაძლიერებლად მათი ფინანსური რესურსის განვითარებისა და მართვისა და
გამართული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისათვის;
გ) მიგრანტებისთვის და მათი ოჯახებისთვის მიზნობრივი ეკონომიკური პაკეტების განვითარება
კაპიტალზე და თანაინვესტირების შესაძლებლობებზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით;
დ) მიგრანტებისთვის და მათი ოჯახებისთვის გაუმჯობესებული საბანკო პროდუქტების
შემუშავება, როგორიცაა გრძელ და მოკლევადიან სესხებზე ხელმისაწვდომობა;
ე) რეგულარულად განახლებადი ვირტუალური ელექტრონული ფორუმების დაარსება ბიზნესში
ჩართული დიასპორის წევრებსა და ადგილობრივი მოსახლეობას შორის ბიზნესის თანამშრომლობის
განვითარების მიზნით;
ვ) საქართველოში ან/და დანიშნულების ქვეყნებში დიასპორის დახმარებით
ბიზნესის ფორუმების ორგანიზება სახელმწიფო და რეგიონულ დონეებზე;
საერთაშორისო
ზ) ბიზნესის დაფინანსებისთვის ფინანსური კაპიტალის მოზიდვის ინოვაციური, ალტერნატიული
მოდელების (პლატფორმების) ორგანიზება, მათ შორის, დიასპორის ჩართულობის საშუალებით;
თ) მიგრანტთა გზავნილების და დიასპორის რესურსების მოზიდვისთვის სპეციალური,
მორგებული მოდელების შემუშავება, როგორც განვითარებისთვის საჭირო დაფინანსების დამატებითი
ფორმებისა. ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გზავნილების მნიშვნელობის და გავლენის
ხაზგასმა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი დაკავშირებულია სხვა ფინანსურ
სერვისებთან, როგორიცაა დანაზოგები, დაზღვევა და კრედიტები.
3.3. იძულებით გადაადგილებული პირების და ეკომიგრანტების წარმატებული სოციალურეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების შექმნა
მთავრობის და განვითარების პროცესში მონაწილე სხვა მხარეების აქტიური და
კონსოლიდირებული ჩართულობის გაძლიერება იძულებით გადაადგილებული პირების და
ეკომიგრანტების კუთხით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ მოხდეს მათი პოტენციალის დაკარგვა
ადგილობრივი განვითარებისთვის. კერძო სექტორთან, განსაკუთრებით ბანკებთან და სხვა საფინანსო
ინსტიტუტებთან, თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია მიგრანტების საჭიროებებზე მორგებული
ფინანსური პროდუქტების და მომსახურების განვითარებისთვის და მიზნობრივ ჯგუფებში და
ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული საბანკო პროდუქტების და მათზე ხელმისაწვდომობის შესახებ
ინფორმირულობის გაზრდისთვის და მათი გამოყენების წახალისებისათვის.
იძულებით გადაადგილებული პირების და ეკომიგრანტების წარმატებული სოციალურეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით სახელმწიფოს პრიორიტეტებია:
17
ა) რეგიონებში იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც უზრუნველყოფენ იძულებით
გადაადგილებული პირებისთვის და ეკომიგრანტებისთვის
მდგრადი და ღირსეული სამუშაო
ადგილების შექმნას;
ბ) იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ეკომიგრანტებისთვის მიზნობრივი
ეკონომიკური/ფინანსური პაკეტების განვითარება კაპიტალზე და თანაინვესტირების შესაძლებლობებზე
მათი ხელმისაწვდომობის და თვითდასაქმების გაზრდის მიზნით;
გ) იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ეკომიგრანტებისთვის გაუმჯობესებული
საბანკო პროდუქტების შემუშავება, როგორიცაა გრძელ და მოკლევადიან სესხებზე ხელმისაწვდომობა;
დ) იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ეკომიგრანტებისთვის შესაძლებლობების
შექმნა,
რომლებიც
უზრუნველყოფენ
მათ
ეფექტურ
კომუნიკაციას
ადგილობრივ
მოსახლეობასთან/თემებთან ერთობლივი ეკონომიკური და სოციალური პროექტების განხორციელების
გზით;
ე) იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკომიგრანტების მონაწილეობა ფინანსურ და
სამეწარმეო უნარების განვითრების ტრეინინგებში.
3.4. დიასპორის და დაბრუნებული მიგრანტების ადამიანური კაპიტალის მეტად გამოყენება ქვეყნის
განვითარების პროცესში
დიასპორის და დაბრუნებული მიგრანტების კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები საქართველოსთვის
დამატებით რესურსს წარმოადგენს ეროვნული განვითარების პოლიტიკის თუ სტრატეგიების
დაგეგმარების და განხორციელების კუთხით, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების
და კერძო სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროცესში მათი ჩართულობის მეშვეობით.
დიასპორის და დაბრუნებული მიგრანტების ადამიანური კაპიტალის გამოყენების თვალსაზრისით
სახელმწიფოს პრიორიტეტებია:
ა) საქართველოში მიგრანტებთან ურთიერთობის, საინფორმაციო და საინვესტიციო ეფექტური
მომსახურების ჩამოყალიბება ადგილობრივ დონეებზე. ამგავრი მომსახურება ხელს უნდა უწყობდეს
ფულადი გზავნილების და დაბრუნებული მიგრანტების კაპიტალის მოზიდვას და დიასპორის მიერ
ინვესტიციების განხორციელებას ადგილობრივი ბიზნესის დაფინანსების მიზნით;
ბ) ფინანსური/საბანკო ინსტიტუტების ინფორმირულობის გაზრდა მიგრანტებისა და ფულადი
გზავნილების მიმღები ოჯახების სპეციფიკური მოთხოვნების და საჭიროებების
შესახებ ახალი
ფინანსური პროდუქტების და მომსახურების განვითარების და არსებულის კორექტირების მიზნით;
გ) აპრობირებული
მდგრადი მოდელების დანერგვა (ფინანსური კაპიტალის მოზიდვის
ალტერნატიური მექანიზმების ჩათვლით) მიგრანტთა/დიასპორის ინვესტიციების მცირე და საშუალო
ბიზნესის განვითარებაში მოზიდვის და მიგრანტების ოჯახებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის
დასაქმების პროცესში დახმარების გაწევის მიზნით;
დ) მიგრანტების გზავნილების გამოყენებით დაარსებული მცირე და საშუალო ბიზნესის
განვითარების ხელშეწყობა;
ე) მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ყველა დონეზე ქვეყნის განვითარების დღის
წესრიგში მიგრაციის მეინსტრიმინგის და ადგილობრივი განვითარებისთვის მისი პოტენციალის
მაქსიმალურად გამოყენების მიზნით;
18
ვ) ფინასური და ბიზნესის განვითარების ტრენინგების ინსტიტუციონალიზაცია და მათი
ხელმისაწვდომლობის უზრუნველყოფა დაბრუნებული მიგრანტებისთვის, ფულადი გზავნილების
მიმღები ოჯახებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის (უცხოეთში მცხოვრები მიგრანტებისთვის
ფინანსურ და ბიზნესის უნარების განვითარების საკითხებში ონლაინ ტრენინგების ჩათვლით);
ზ) ციფრული პორტალების გამოყენების მეშვეობით სახელმწიფოსა და დიასპორას შორის
კომუნიკაციის და თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს შრომით ბაზარზე სამუშაო ძალის უნარჩვევების თვალსაზრისით არსებული დეფიციტისა და მოთხოვნის შესახებ
ამ დეფიციტის
აღმოფხვრისათვის, მათ შორის კვლევის და ინოვაციების დარგებში;
თ) დიასპორის წარმომადგენელი ექსპერტების მოწვევის სისტემის დანერგვა, რომლებიც
დახმარებას გაუწევენ ცენტრალურ და ადგილობრივ სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო
ორგანიზაციებს, სამეცნიერო წრეებს და კერძო სექტორს მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში და
შემდგომ განვითარებაში.
3.5. მიგრაციის სფეროში განსახორციელებელი კვლევები
მიუხედავად იმისა, რომ სრულად გააზრებულია მიგრაციის მნიშვნელობა ქვეყნისათვის, ნაკლებად
მოიპოვება საიმედო კვლევები სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების სხვადასხვა
ასპექტებზე მიგრაციის ზემოქმედების შესახებ, გასაკუთრებით რეგიონებში. ამას გარდა,
ლიმიტირებულია განგრძობადი კვლევის მონაცემები, რაც მიგრაციასთან დაკავშირებულ განვითარების
დინამიკას გაგვაცნობდა. შესაბამისად, აუცილებელია კვლევების ჩატარება შემდეგ საკითხებზე:
ა) საინვესტიციო პოტენციალის, საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა,
განსაკუთრებით იმ რეგიონების, რომლებშიც დეპოპულაციის რისკი არსებობს;
ბ) დიასპორის ფინანსური, კულტურული და ადამიანური პოტენციალის შესწავლა;
გ) საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის დიასპორის/მიგრანტების/დაბრუნებული
მიგრანტების ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული პრობლემების და გამოწვევების შესწავლა;
დ) რეგიონების მოსახლეობის, ემიგრანტების, დაბრუნებული მიგრანტების, მიგრანტთა ოჯახების,
იძულებით გადაადგილებული პირების და ეკომიგრანტების სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების
შეფასება;
ე) რეგიონების მოსახლეობისთვის, ემიგრანტებისთვის, დაბრუნებული მიგრანტებისთვის,
მიგრანტთა ოჯახებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ეკომიგრანტებისთვის
მიზნობრივი ფინანსური პროდუქტების და საბანკო მომსახურების შექმნის ტექნიკურ-ეკონომიკური
შესაძლებლობების შესწავლა.
4. მოსახლეობის სტრუქტურა და მოსახლეობის დაბერება
საქართველოში მიმდინარე დემოგრაფიული გადასვლა საქართველოს საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და ამავე დროს, იძლევა სხვადასხვა შესაძლებლობებს
საზოგადოების განვითარებისთვის. ამ პრიორიტეტული სფეროს ამოცანები ეხება იმ ძირითად
მიმართულებებს, რომლებიც მოსახლეობის შეცვლილ სტრუქტურასთან ადაპტირებისათვის შესაბამისი
ღონისძიებების გატარებას საჭიროებენ: შრომითი ბაზარი; სოციალური ინკლუზია და მონაწილეობა:
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა; ფიზიკური და ფსიქოსოციალური გარემო; შემოსავლების
უსაფრთხოება და სოციალური დაცვა. რეკომენდირებული პრიორიტეტული ღონისძიებები უნდა
განხორციელდეს მთელი ცხოვრების მანძილზე და ეფუძნებოდეს სამართლიანობის და შეუქცევადობის
19
პრინციპებს. ამასთან, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობის სპექტრის საპირისპირო
მხარეებზე - ახალგაზრდებზე და ხანდაზმულებზე.
გაეროს მოსახლეობის განყოფილების (UNPD) მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის წილი,
რომლის ასაკი 65 და ზემოთაა, გაიზრდება 14%-დან (2015 წელი) 19%-მდე 2030 წლისათვის.
საქართველოში ძირითადი დემოგრაფიული მექანიზმები, რომლებმაც მოსახლეობის სტრუქტურაში და
მოსახლეობის დაბერებაში განვლილი ათწლეულების მანძილზე ცვლილებები გამოიწვიეს, არის დაბალი
შობადობა და ემიგრაცია. ამასთან, საქართველოში, ბოლო 65 წლის განმავლობაში, გაიზარდა სიცოცხლის
საშუალო ხანგრძლივობა. შედეგად, ბოლო ათი წლის განმავლობაში მოხდა სამუშაო ასაკის
მოსახლეობის და სამუშაო ძალის რიცხოვნობის გაზრდა, რამაც საფუძველი დაუდო “პირველ
დემოგრაფიულ
დივიდენდს”.
იმის
მიუხედავად,
რომ
საქართველოში
ხანდაზმულთა
დამოკიდებულების კოეფიციენტი (65+ ასაკის მოსახლეობის
თანაფარდობა სამუშაო ასაკში (15-64)
მყოფი მოსახლეობის რაოდენობასთან) შედარებით მაღალია, დამოკიდებულების ჯამური კოეფიციენტი
(ხანდაზმულთა და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფების თანაფარდობა სამუშაო ასაკში (15-64) მყოფი
მოსახლეობის რაოდენობასთან) მომავალი რამოდენიმე წლის მანძილზე საკმაოდ დაბალ დონეზე
შენარჩუნდება, რის შედაგადაც ღია იქნება “დემოგრაფიული შესაძლებლობების ფანჯარა”. ეს იძლევა
შესაძლებლობას დროული და ეფექტური პოლიტიკის განხორციელებისთვის დემოგრაფიული
დაბერების და მოსახლეობის კლების მომავალ ნეგატიურ ზეგავლენებზე რეაგირებისა და მათი
პრევენციის მიზნით.
ამავდროულად, გაეროს მოსახლეობის განყოფილების (UNPD) გათვლების მიხედვით, მომავალ
ათწლეულებში საქართველოში მოსალოდნელია მოსახლეობის კლება და დაბერება, რომელიც აისახება
პოტენციური მხარდაჭერის კოეფიციენტის (სამუშაო ასაკის (15-64 წ.) მოსახლეობის რაოდენობა ერთ 65+
ასაკის ადამიანზე. ეს კოეფიციენტი ასახავს მომუშავე მოსახლეობის ტვირთს (ბავშვები და უმუშევრები
არ განიხილება), განპირობებულს არამომუშავე ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობით) შემცირებაში
და ხანდაზმულთა და ჯამური დამოკიდებულების კოეფიციენტების ზრდაში. ასევე, სავარაუდოა
სამუშაო ასაკის მოსახლეობის შედარებითი ზომის შემცირება. ამ ურთიერთდამოკიდებულმა
პროცესებმა შეიძლება ხელი შეუწყონ “დემოგრაფიული დეფიციტის” ფორმირებას, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს ეკონომიკური პროდუქტიულობის დონის დაწევა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და
სოციალური განვითარების პოტენციალის შემცირება. დემოგრაფიული დეფიციტის სოციალური ფასი
აისახება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების (მზარდი დაბერებული მოსახლეობის ჩათვლით)
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების შემცირებაში.
საქართველოში დემოგრაფიული დეფიციტის ნეგატიური გავლენა შეიძლება მეტად გამწვავდეს
უმუშევრობის მაღალი დონის ფონზე.
მოსახლეობის დაბერებასთან და მოსახლეობის კლებასთან დაკავშირებული გამოწვევების
დაძლევის მიზნით, პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს პირველი და მეორე დემოგრაფიული
დივიდენდების
შესაძლებლობების
გამოყენებას.
პირველი
დემოგრაფიული
დივიდენდის
გამოსაყენებლად, შესაბამისი პოლიტიკა აქცენტს ახალგაზრდა თაობაზე უნდა აკეთებდეს და
მიმართული უნდა იყოს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაზე განათლების და პროფესიული
ტრენინგების მეშვეობით და ამავდროულად, უმუშევრობის დაძლევაზე, განსაკუთრებით
ახალგაზრდებში.
მეორე დემოგრაფიული დივიდენდი ეფუძნება სიცოცხლის მზარდ ხანგრძლივობას,
დემოგრაფიული გადასვლის მიმდინარეობის ფონზე, რაც საქართველოშიც აღინიშნება. მოსახლეობის
ცვლილებების კუთხით, საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ერთ-ერთ
ყველაზე მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოში,
ბოლო 65 წლის განმავლობაში, გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ამის მიუხედავად,
დიდია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებლის ჩამორჩენა ეკონომიკურად განვითარებულ
ქვეყნებთან მიმართებაში (გაეროს მოსახლეობის განყოფილების მიხედვით, ის უდრის 6 წელს 2010-2015
20
წლებში) და აუცილებელია ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს ინდივიდუალურ
განვითარებას მთელი ცხოვრების მანძილზე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით.
მეორე
დემოგრაფიული დივიდენდის გამოყენება უნდა მოიცავდეს ისეთი ღონისძიებების გატარებას,
რომლებიც ხელს უწყობს როგორც უფროსი თაობის დასაქმებას და ამით ქვეყნის ადამიანური კაპიტალის
გაძლიერებას, ასევე წაახალისებს ინდივიდუალური დანაზოგების შექმნას მთელი ცხოვრების მანძილზე.
უფროსი თაობის ‘დასაქმებადობა’ და უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, უფროსი თაობის ცხოვრების
ხარისხი შეიძლება გაუმჯობესდეს აქტიური დაბერების მიდგომის გატარებით. აქტიური დაბერება
გულისხმობს ასაკში შესვლას და ხანდაზმულობას, როცა ხანდაზმული ადამიანი არის საზოგადოების
სრულფასოვანი და ჯანმრთელი წევრი, აქტიური მოქალაქე, კმაყოფილი მუშაობით და სოციალურ
საქმიანობაში ჩართულობით, არის დამოუკიდებელი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის მიღწევა მხოლოდ
იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მთავრობის პოლიტიკა მოქმედებს სახელმწიფო, ადგილობრივ და
თემების დონეებზე და ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ხანდაზმულთა ფინანსური
უსაფრთხოების გაზრდა, ასაკისადმი მორგებული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა და ამ მიდგომისა და
იდეების საზოგადოებაში დამკვიდრება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2012 წელს 65 წლის და
მეტი ასაკის მოსახლეობის 42% ეკონომიკურად აქტიური იყო. ამ ადამიანების უმრავლესობა სოფლად
ცხოვრობს და მათი 84% თვითდასაქმებულია, და მათი ნაწილი ნატურალური მეურნეა. სახელმწიფო
პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავენ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას, უნდა
მოიცავდნენ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეკონომიკურად აქტიური უფროსი
თაობის მოსახლეობის ჩართულობას პროდუქტიულ ეკონომიკაში. ასეთი ღონისძიებების სათანადოდ
განხორციელება გამოიწვევს სხვადასხვა ასაკის სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და ასევე
გაზრდის მათ შენატანს ქვეყნის ეკონომიკაში. ზოგადად კი, უფროსი თაობის მუშაკებს მნიშვნელოვანი
პროფესიონალური გამოცდილება გააჩნიათ, გამოირჩევიან სანდოობით და სტაბილურობით თავიანთ
სამუშაო ადგილებზე. აქედან გამომდინარე, უფროსი თაობის სამსახურში შენარჩუნება იმ შემთხვევაში,
თუ მათ სურთ მუშაობა და აქვთ მუშაობის შესაძლებლობა, შეამცირებს სახელმწიფოს ეკონომიკურ
ტვირთს და გააუმჯობესებს ხანდაზმულთა და მათი ოჯახებს კეთილდღეობას. ისევ და ისევ, აქტიური
და ჯანმრთელი დაბერებისკენ მიმართული პოლიტიკა მნიშვნელოვანია უფროსი თაობის
საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განვითარებაში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობისთვის.
ამავდროულად, მეორე დემოგრაფიული დივიდენდის გამოყენებისთვის აუცილებელია ისეთი
ღონისძიებების გატარება, რომლებიც ადამიანებს წაახალისებენ დანაზოგების შესაქმნელად უფრო
ხანგძლივი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის. დაგეგმილი საპენსიო რეფორმა ორ მიდგომას ითვალისწინებს:
არსებული სოციალური პენსიების ინდექსაცია ინფლაციის დონის შესაბამისად და მომავალი
პენსიონრებისთვის კერძო დანაზოგების მექანიზმების დანერგვა. ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს
დამატებითი დანაზოგების შექმნას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ზემოაღნიშნული დანაზოგები
შეიძლება გახდეს სახელმწიფო ეკონომიკაში ესოდენ საჭირო ინვესტიციების დამატებითი წყაროც.
უნივერსალური სოციალური პენსია წარმოადგენს ხანდაზმულთა სიღარიბისა და უთანასწორობის
შემცირების მნიშვნელოვან მექანიზმს; თუმცა, ამავე დროს მნიშვნელოვანია მთავრობამ უზრუნველყოს
რეფორმირებულ
საპენსიო
სისტემაზე
თანაბარი
ხელმისაწვდომობა,
განსაკუთრებით
თვითდასაქმებულთა და არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულთათვის.
თაობებს შორის სოლიდარობის შენარჩუნება კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს.
ტრადიციულად მრავალთაობიანი ოჯახები საქართველოში წარმოადგენენ იმ მთავარ მექანიზმს,
რომელიც უზრუნველყოფს ერთმანეთზე ზრუნვას და დახმარების გაწევას თაობებს შორის. როგორც
მსოფლიოს სხვა ბევრ ადგილას, საქართველოში ოჯახი ტრანსფორმაციას განიცდის ნუკლეარული
ოჯახის მიმართულებით; ამდენად აუცილებელია კარგად გააზრებული პოლიტიკის შემუშავება, რათა
მოხდეს თაობების ძირითადი როლების შენარჩუნება და კორექტირება მრავალთაობიან ერთობაში.
ქართულ საზოგადოებაში თაობებს შორის კავშირის გამყარება დემოგრაფიული პოლიტიკის ერთ-ერთ
21
მიმართულებად უნდა იქცეს. მიზანშეწონილია მკაფიო განსხვავების გაკეთება იმ პოლიტიკას შორის,
რომელიც შეესაბამება ხანდაზმულთა ამჟამინდელ თაობებს და პოლიტიკას, რომელიც საჭიროა
ხანდაზმულთა მომავალი თაობებისთვის.
მოსახლეობის სტრუქტურასთან და მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებულ საკითხებს
სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ საქართველოს საზოგადოებისთვის და მთავრობის საჯარო
პოლიტიკისთვის. ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხები განხილულია საქართველოს
სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2014
წელს დაამტკიცა.
ზემოაღნიშნული კონცეფცია მოიცავს ოთხ სტრატეგიულ მიმართულებას:
მონაწილეობა; განათლება, დასაქმება და მობილობა; ჯანმრთელობა; და სპეციალური მხარდაჭერა და
დაცვა. ეს სტრატეგიული მიმართულებები ქმნიან სახელმწიფო პოლიტიკის ჩარჩოს საქართველოს
საზოგადოებაში მიმდინარე დემოგრაფიულ ცვლილებებზე რეაგირებისათვის ახალგაზრდების
პერპექტივიდან.
ამასთან,
ისინი
შესაბამისობაშია
წინამდებარე
დოკუმენტის
მოცემული
პრიორიტეტული სფეროს ამოცანებთან.
საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)
საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, 2015 წელს გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ (UNECE)
მოამზადა დაბერების მეინსტრიმინგის გზამკვლევი, რომელიც ეფუძნება დაბერების შესახებ მადრიდის
საერთაშორისო სამოქმედო გეგმის რეკომენდაციებს და UNECE-ის რეგიონისთვის განხორციელების
სტრატეგიით გაწერილ ვალდებულებებს. გზამკვლევში ფორმულირებული რეკომენდაციების
განსახორციელებლად, 2015 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა (ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტმა), გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით, ჩამოაყალიბა
მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი დაბერების პოლიტიკის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის
შემუშავებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ დაბერების საკითხების მეინსტრიმინგს სახელმწიფო
პოლიტიკაში და პროგრამებში. დაბერების პოლიტიკის კონცეფცია მიღებულია პარლამენტის
დადგენილებით 2016 წლის მაისში, ხოლო მთავრობას დაევალა სამოქმედო გეგმის შემუშავება და
დამტკიცება. დემოგრაფიული კონცეფციის ეს პრიორიტეტული სფერო შესაბამისობაშია დაბერების
გზამკვლევის და დაბერების პოლიტიკის კონცეფციის როგორც ძირითად მიმართულებებთან და
კონკრეტულ რეკომენდაციებთან, ასევე სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებთან, ამოცანებთან და
ღონისძიებებთან.
4.1. სამუშაო ბაზრების ადეკვატური რეაგირება მოსახლეობის სტრუქტურის და მოსახლეობის
დაბერების მხრივ მიმდინარე ცვლილებებზე
შრომის პოლიტიკა მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს იმისათვის, რომ საზოგადოებამ სწორი
რეაგირება მოახდინოს მოსახლეობის სტრუქტურის და მოსახლეობის დაბერების მხრივ მიმდინარე
ცვლილებებზე. ღირსეული სამუშაოს არსებობა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ცხოვრების ხარისხის
უზრუნველსაყოფად და ყველა ასაკის მოქალაქეების ეკონომიკური მონაწილეობის ხელშეწყობისთვის.
მოსახლეობის სტრუქტურის და მოსახლეობის დაბერების მხრივ მიმდინარე ცვლილებებზე
სამუშაო ბაზრების ადეკვატური რეაგირების თვალსაზრისით სახელმწიფოს პრიორიტეტებია:
ა) ღირსეული სამუშაოს უზრუნველყოფა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობების შეიქმნა
ყველა ასაკის მუშაკებისთვის. ქვეყნის კანონმდებლობის აღსრულების გაძლიერება, რომელიც უფროსი
თაობის დასაქმებულებს შრომით ბაზარზე დისკრიმინაციისგან დაიცავს;
ბ) ადამიანური კაპიტალის განვითარება მაღალი ხარისხის და ადეკვატური განათლების და
პროფესიული ტრენინგების შესაძლებლობების გაძლიერებით ახალგაზრდებისთვის. უმუშევრობასთან
ბრძოლა და მისი პრევენცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში;
გ) უფროსი თაობის ‘დასაქმებადობის’ გაზრდა პროფესიული ტრენინგების, მთელი ცხოვრების
მანძილზე უწყვეტი განათლების და სამუშაო პირობების ადაპტაციის გზით;
22
დ) უფროსი თაობისთვის დასაქმების მოქნილი მოდელების და პენსიაზე ეტაპობრივად გასვლის
მექანიზმის მხარდაჭერა.
4.2. ყველა ასაკის ადამიანის ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი მონაწილეობა
საზოგადოების განვითარებაში
საზოგადოების განვითარება დამოკიდებულია საზოგადოების ყველა წევრის მონაწილეობაზე და
შეტანილ წვლილზე. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა ხელსაყრელია ყველა ადამიანისთვის
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა ახალგაზრდებს ხელს
შეუწყობს გაეცნონ და ჩაერთონ საჯარო ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში; უფროსი თაობის
შემთხვევაში, ეს უზრუნველყოფს მათ უწყვეტ ჩართულობას აქტიური დაბერების პროცესში.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადამიანის ჩართულობისა და საზოგადოების განვითარებაში მისი
მონაწილეობის თვალსაზრისით სახელმწიფოს პრიორიტეტებია:
ა) სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში თაობათაშორისი ურთიერთობების
უფროსი თაობის როლის გაძლიერება, როგორც მენტორებისა და მრჩევლებისა;
ხელშეწყობა.
ბ) დაბრუნებული მიგრანტების, არალეგალური მიგრანტების ჩათვლით,
საჭიროებების
განსაზღვრა, გენდერული და ასაკობრივი სხვაობების გათვალისწინებით, მათი წინაშე არსებული
პრობლემების გადაწყვეტის მიზნით;
4.3. გაუმჯობესებული ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მთელი ცხოვრების მანძილზე
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ცხოვრების ხარისხს ნებისმიერ ასაკში განაპირობებს. მსოფლიო
ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაზღვრავს ჯანმრთელ დაბერებას როგორც „ფუნქციონალური
შესაძლებლობის განვითარების და შენარჩუნების პროცესს, რომელიც უფროს ასაკში ადამიანების
კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, რაც ხაზს უსვამს ჯანდაცვის პოლიტიკის ისეთი მიდგომის
მნიშვნელობას, რომელიც ორიენტირებულია მთელი ცხოვრების პერიოდზე.
მთელი ცხოვრების მანძილზე გაუმჯობესებული ჯანმრთელობისა
უზრუნველყოფის თვალსაზრისით სახელმწიფოს პრიორიტეტებია:
და
კეთილდღეობის
ა) ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება მთელი ცხოვრების განმავლობაში;
ბ) ასაკზე მორგებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ეპიდემიოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებულ
გამოწვევებზე რეაგირების მიზნით. სახელმწიფო შესაძლებლობების გაუმჯობესება არაგადამდები
დაავადებების პრევენციის და მკურნალობის, ასეთი დაავადებების მქონე პაციენტების რეაბილიტაციის
და შრომისუუნარობის თავიდან არიდების კუთხით;
დ) გერიატრიული მოვლის შემოღება საავადმყოფოებში და ამბულატორიებში;
ე) პალიატიური მოვლისა და ჰოსპისში მკურნალობის
შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების შემოღება;
ხელმისაწვდომობის გაფართოება და
ვ) სახლში მოვლის და ინსტიტუციონალური სოციალური მომსახურების გაწევის ერთობლიობის
უზრუნველყოფა, გრძელვადიანი მოვლის ჩათვლით, ყველა ადამიანისთვის, ვინც ასეთ მომსახურებას
საჭიროებს.
4.4. ასაკზე მორგებული ფიზიკური და ფსიქოსოციალური გარემო
ასაკზე მორგებული გარემო არის ისეთი გარემო, რომელიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა
საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის. ფიზიკური და ფსიქოსოციალური გარემო ისე უნდა დაიგეგმოს,
რომ ერთნაირად ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
23
ასაკზე მორგებული ფიზიკური და ფსიქოსოციალური გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით
სახელმწიფოს პრიორიტეტებია:
ა) საკანონმდებლო ინიციატივების და შესაბამისი პროგრამების განხორციელება სპეციალური
საჭიროების მქონე ადამიანებისთვის;
ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის;
გ) ოჯახში და დაწესებულებებში ხანდაზმულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენცია.
ღონისძიებების გატარება და ინფრასტრუქტურის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს იმ
ხანდაზმულთა რეაბილიტაციას, რომლებიც მიტოვებულნი არიან ან/და არასათანადო მოპყრობის და
ძალადობის მსხვერპლნი არიან;
დ) ახალგაზრდების და ხანდაზმულების აღქმის და მათი ცხოვრების, პრობლემების, ინტერესებისა
და სხვა საკითხების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების გაუმჯობესება.
4.5. შემოსავლების დაცულობა და სოციალური დაცვის ადეკვატური ზომები
ამოცანა ითვალისწინებს მოსახლეობის დინამიკაზე მორგებული ისეთი გარემოს ხელშეწყობას,
რომელიც ხანდაზმულებისათვის უზრუნველყოფს საკმარის შემოსავალს და სოციალურ დაცვას.
სოციალური დაცვა ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას და საზოგადოების ინკლუზიურ განვითარებას.
რადგანაც სიღარიბე საქართველოსათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევათაგანია, სოციალური
დაცვის სიტემის ეფექტურობის გაზრდა ძირითად ამოცანად გვევლინება.
შემოსავლების დაცულობისა და სოციალური დაცვის ადეკვატური ზომების უზრუნველყოფის
თვალსაზრისით სახელმწიფოს პრიორიტეტებია:
ა) სიღარიბის დონის შემცირება, განსაკუთრებით, მოწყვლად ჯგუფებში: ოჯახის გარეშე დარჩენილ
ხანდაზმულებში,
შეზღუდული
შესაძლებლობის
სტატუსის
მქონე
პირებში,
იძულებით
გადაადგილებულ პირებში და სხვა;
ბ) ისეთი საპენსიო სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც ეფუძნება და ითვალისწინებს
სამართლიანობის, გამჭვირვალობის და თანასწორობის პრინციპებს
მოსახლეობის სხვადასხვა
ჯგუფებთან და სხვადასხვა პროფესიის მქონე პირებთან მიმართებაში;
გ) ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ადამიანებს დახმარებას გაუწევენ დამატებითი
დანაზოგების გაკეთებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში;
დ) მიკრო და მცირე ბიზნესში ჩართული ახალგაზრდობის და ხანდაზმული ადამიანების
მხარდაჭერა, კრედიტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ჩათვლით.
4.6. მოსახლეობის სტრუქტურისა და მოსახლეობის დაბერების
კვლევები
სფეროში განსახორციელებელი
აუცილებელია კვლევების ჩატარება ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე იმ საინფორმაციო ბაზისის
შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს ამ პრიორიტეტული სფეროს ამოცანების მიღწევას:
ა) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ახალგაზრდების და უფროსი ასაკის ადამიანების
საჭიროებების და მოლოდინების შეფასება (ასაკის, სქესის, შემოსავლის და ფუნქციონალური
შესაძლებლობების ჭრილში);
ბ) ოჯახში, თემებში და საზოგადოებაში თაობებს შორის არსებული ურთიერთობების შესწავლა.
სოფლებში და ქალაქებში ოჯახების ფუნქციებში და სტრუქტურებში მომხდარი ცვლილებების
გაანალიზება;
24
გ) სხვადასხვა დონეზე მიწოდებული სხვადასხვა ფორმის სოციალური მომსახურების ვარიანტების
შესწავლა, სხვადასხვა ასაკის ადამიანების გრძელვადიანი მოვლის სოციალური და სამედიცინო
კომპონენტების ჩათვლით.
III. კონცეფციის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება
1. ინსტიტუციური მექანიზმი და განხორციელების პროცესი
1.1. ამ კონცეფციით დასახული მიზნების მისაღწევად მთავრობა დაამტკიცებს 2017-2030 წლების
დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიასა (შემდგომში - სტრატეგია) და მისი განხორციელების
2017-2020 წლების სამოქმედო გეგმას. ყოველი სამოქმედო გეგმის ვადის ამოწურვისას შემუშავდება და
დამტკიცდება ახალი სამოქმედო გეგმა.
მთავრობა შექმნის მოსახლეობის განვითარების ეროვნულ საბჭოს (შემდგომში - საბჭო) და
დაამტკიცებს საბჭოს შემადგენლობას და დებულებას.
საბჭოს წევრები იქნებიან:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
დ) საგარეო საქმეთა მინისტრი;
ე) ფინანსთა მინისტრი;
ვ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ზ) განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
თ) სოფლის მეურნეობის მინისტრი;
ი) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
კ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
ლ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
მ) იუსტიციის მინისტრი;
ნ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა,
ო) სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში;
პ) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე;
ჟ) დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
რ) განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;
ს) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
ტ) ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე;
უ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
ფ) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები;
25
ქ) შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები.
საბჭოს სხდომებში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სხვა
სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა,
შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტებმა.
1.2. საბჭოს უფლებამოსილებები
საბჭო:
ა) შეიმუშავებს და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას;
ბ) უზრუნველყოფს თანამშრომლობასა და კოორდინაციას სახელმწიფო უწყებებს, ადგილობრივ
ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს შორის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების,
დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში;
გ) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო
ინიციატივებს;
დ) გაატარებს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის პრიორიტეტებს შესაბამის სექტორულ
სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში;
ე)
განახორციელებს
უფლებამოსილებებს.
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
სხვა
საბჭოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებებისა და
რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საბჭო შექმნის საკონსულტაციო ჯგუფ(ებ)ს არასამთავრობო და
საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების მონაწილეობით.
2. მონიტორინგი და შეფასება:
2.1. საბჭო ყოველწლიურად მონიტორინგს გაუწევს კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო
გეგმის განხორციელებას.
2.2. სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვისას საქართველოს მთავრობა საქართველოს
პარლამენტს წარუდგენს მისი შესრულების ანგარიშს.
2.3. საბჭო ჩაატარებს სტრატეგიის განხორციელების შუალედურ შეფასებას და შეიმუშავებს
რეკომენდაციებს სტრატეგიის დახვეწის/გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგიის მოქმედების ვადის
ამოწურვისას საბჭო განახორციელებს მის საბოლოო შეფასებას, რომლის გათვალისწინებითაც შეიქმნება
ახალი სტრატეგია.
26
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების შესახებ
ა.ა) დაგენილების მიღების მიზეზი:
დადგენილების
მიღების
მიზეზია
ერთიანი
ეროვნული
დემოგრაფიული
პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების აუცილებლობა. საქართველო განიცდის
დემოგრაფიულ გადასვლას, რაც გამოიხატება მოსახლეობის სტრუქტურის ცვლილებაში,
მოსახლეობის დაბერებაში და კლებაში. დემოგრაფიული გადასვლა ზეგავლენას ახდენს
ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ განვითარებაზე. ერთიანი ეროვნული
დემოგრაფიული პოლიტიკა უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრადი განვითარებისკენ
მიმართული კომპლექსური და ურთიერთდაკავშირებული ქმედებების განხორციელებას.
ა.ბ) დადგენილების მიზანი:
დადგენილების მიღება მიზნად ისახავს ერთიანი კონცეპტუალური მიდგომის
უზრუნველყოფას საქართველოში მოსახლეობის ბოლოდროინდელ და მოსალოდნელ
ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების გადასალახავად და შესაძლებლობების
გამოსაყენებლად და ამის მეშვეობით ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული და
წამოჭრილი
რისკების
თავიდან
საფუძველი
ეროვნული
აცილებას.
პოლიტიკის
კონცეფცია
სხვადასხვა
გახდება
სტრატეგიული
ასპექტისათვის,
მათ
შორის
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისათვის და მიმართული
იქნება საქართველოს საზოგადოების მდგრადი განვითარების მიღწევისაკენ.
ა.გ) დადგენილების ძირითადი არსი:
დადგენილებით
მისაღები
დოკუმენტი
-
„საქართველოს
დემოგრაფიული
უსაფრთხოების კონცეფცია“ - წარმოადგენს მთავრობაზე გაცემული რეკომენდაციების
ნუსხას საქართველოში დემოგრაფიული უსაფრთხოების გრძელვადიანი პოლიტიკის
განხორციელებისათვის.
კონცეფციას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:
-
საზოგადოების მდგრადი განვითარება;
27
-
ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემა;
-
გენდერული და ასაკობრივი თანასწორობა და სამართლიანობა;
-
ადამიანის განვითარება მთელი ცხოვრების მანძილზე;
-
ინკლუზიური საზოგადოება ყველასათვის;
-
ყველა
ეროვნული
და
საერთაშორისო
დაინტერესებული
მხარის
თანამშრომლობაზე დამყარებული პარტნიორობა;
-
ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ჩამოყალიბება;
პოლიტიკის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესების
ღიაობა და ინკლუზიურობა.
კონცეფციით დასახული მიზნების მისაღწევად მთავრობა დაამტკიცებს 2017-2030
წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიასა და მისი განხორციელების 20172020 წლების სამოქმედო გეგმას. ყოველი სამოქმედო გეგმის ვადის ამოწურვისას
შემუშავდება და დამტკიცდება ახალი სამოქმედო გეგმა.
მთავრობა შექმნის მოსახლეობის განვითარების ეროვნულ საბჭოს და დაამტკიცებს
მის
შემადგენლობას
და
დებულებას.
საბჭო
შეიმუშავებს
და
მთავრობას
დასამტკიცებლად წარუდგენს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.
ბ) დადგენილების ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) დადგენილების მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დადგენილების მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან მიმდინარე
საბიუჯეტო წელს.
დადგენილების
შესაბამისად,
მთავრობის
მიერ
შექმნილი
მოსახლეობის
განვითარების ეროვნული საბჭო შეიმუშავებს 2017-2030 წლების დემოგრაფიული
უსაფრთხოების სტრატეგიასა და მისი განხორციელების 2017-2020 წლების სამოქმედო
გეგმას.
სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსების წყარო
როგორც 2017-2020, ასევე შემდგომ წლებში იქნება შესაბამისი განმახორციელებელი
მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებები.
ბ.ბ) დადგენილების გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს
მიმდინარე საბიუჯეტო წლის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
28
2017 წლის და მომდევნო წლების
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა
დამოკიდებულია 2017-2020 და შემდგომი წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ
ღონისძიებებზე.
ბ.გ) დადგენილების გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
დადგენილების მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან მიმდინარე
საბიუჯეტო წელს.
დადგენილების
შესაბამისად,
მთავრობის
მიერ
შექმნილი
მოსახლეობის
განვითარების ეროვნული საბჭო შეიმუშავებს 2017-2030 წლების დემოგრაფიული
უსაფრთხოების სტრატეგიასა და მისი განხორციელების 2017-2020 წლების სამოქმედო
გეგმას.
სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსების წყარო
როგორც 2017-2020, ასევე შემდგომ წლებში იქნება შესაბამისი განმახორციელებელი
მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებები.
ბ.დ) დადგენილების ახალი ფინანსური ვალდებულებები:
დადგენილების მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) დადგენილებით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების მოქმედება:
დადგენილების მიღება მიმდინარე საბიუჯეტო წელს არ წარმოშობს ფინანსურ
შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. რაც შეეხება
2017 და შემდგომ საბიუჯეტო წლებს, შესაბამისი ფინანსური შედეგების შეფასება
დამოკიდებულია 2017-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიასა და
მისი
განხორციელების
2017-2020
წლების
სამოქმედო
გეგმით
განსაზღვრულ
ღონისძიებებზე.
ბ.ვ) დადგენილებით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი:
დადგენილებით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება მიმდინარე საბიუჯეტო წელს. რაც შეეხება 2017 და შემდგომ
საბიუჯეტო წლებს, აღნიშნული დამოკიდებულია 2017-2030 წლების დემოგრაფიული
უსაფრთხოების სტრატეგიასა და მისი განხორციელების 2017-2020 და შემდგომი წლების
სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებებზე.
გ) დადგენილების მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
29
გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
დადგენილება არ ეწინაღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) დადგენილების მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) დადგენილების
მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
დადგენილება არ ეწინაღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
დადგენილების შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
დადგენილების შემუშავებაში მონაწილეობდნენ:
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს სამინისტროების
წარმომადგენლები;
2. დარგის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები;
3. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).
დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) დადგენილების ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: დიმიტრი ხუნდაძე, გაეროს მოსახლეობის
ფონდი (UNFPA), საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი, საქართველოს
დემოგრაფთა ასოციაცია
ვ) დადგენილების ინიციატორი:
30
საქართველოს პარლამენტის წევრი: დიმიტრი ხუნდაძე
31
დასკვნები
J56RJ806.50b
JJJ6JOOb
q0JJ6(bJ806(b0
t-t;J;6or3gq'rn, j.
4600, o. sbstsodob br6b. 26
22891 68
3q'. gob6s: egaldep@parl iament. ge
LEGAL DEPI\IRTMENT
OF S'TAII]F'OF
PARLIAMEN'T OF' GEORGIA
b))h0Btcnb
26 Atrashidze Avenue, ,11500, Kutaisi, Goorgia
3)hc)016**
Tel:22ti 91 68
e-mail : legaldepl@parliament.ge
" 2Or6V.
q)rb3gbr
b 3,:6q'r0g6gob $g36ob - qro0o$6o bgbqrrdob 0o96 br3;6rn50<prgbqrc'r
$3boco $;60cnq965oq'o ,,brj,r6or33q'c'rb qrS@rnb$b3otlqo 3lr.:g6orbergbob
b q9r0g3o6gbob tsgbrbgb" ltjr6cogCqob Jr6q'.:096$ob qrrqr5Stioq'gbob
tr (07-31591;09.06.2016) blj;6or3Cqerb J;6q'.:096$ob r6g5q',f36$ob 1'45-3 03bq'ob
0cnorbc'r36gborl6 0gb;blOobcnbob crrlarb,l%3
3r6q'10356ob r3l6r6ob og6oqrogq'0r qrgJt,6$r096$0,: i5r6oboq',:
3r6q,$g6gob $66ob - qro0og6o bgbqgrdolr 0o96 br3r>6erti0qrCbqe,
$gboor $r60cnqg66oq'o ,'bljr6or3gq,erb qr30c'r66;gogq'o Slrlsfi,cnbc"rgbolr
qrr0$3o6gbob 03brbgb" brjl6crr33q'cnb 3.>6q',:O3ti$ob qrrE61tioq'3bob
(07-3/591;09.06.2016) br$6or3Cq'cnb 3,>6qrr036$ob ti36qr$36$ob 145-i1O3bq'ob
0gb.:b.:Oobc"rbolr bt3oorbo er 0obl5tsg$cnboqrbqr 0orB6ol lq5ots63q'o
J6cnSjgob 5;bboq'3ob 36e6gqgg6ob qg;$gb;.
6815-3-9-3-201606131201
N 6815
13/06/2016
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის დიმიტრი ხუნდაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის
„საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ (07-3/591,
09.06.16) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტთან შესაბამისობის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა განიხილა საქართველოს პარლამენტის
წევრის დიმიტრი ხუნდაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტის „საქართველოს დემოგრაფიული
უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ (07-3/591, 09.06.16) საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან
შესაბამისობის
საკითხი და მიზანშეწონილად მიაჩნია დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურის
დაწყება.
პატივისცემით,
საბიუჯეტო ოფისის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი
თათია ხეთაგური