„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
ნომერი
#07-3/594/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-20
ბიუროს ნომერი 417

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შევიდეს ცვლილება და 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 49. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები საწვავის ხარისხისადმი 1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირების მიზნით და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, საწვავის ხარისხის ნორმებს და რეგულირების სხვა მოთხოვნებს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. იკრძალება ისეთი საწვავის საქართველოში იმპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოება და მოხმარება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით დადგენილ ნორმებს“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილების პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე 1999 წლის 26 აპრილის 1999/32/EC დირექტივის (ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ, რომელიც შესწორებულია #1882/2003 (EC) რეგულაციის და 2005/33/ EC დირექტივის მიხედვით) დებულებების ასახვის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად 1999 წლის 26 აპრილის 1999/32/EC დირექტივის დებულებების ასახვა 2016 წლის სექტემბრამდე ეროვნულ კანონმდებლობაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით ცვლილება შედის 49-ე მუხლში. კანონის 49-ე მუხლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირების მიზნით და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმების დადგენას, თუმცა 1999/32/EC დირექტივა ითვალისწინებს ზოგადად თხევადი საწვავისთვის და არა მხოლოდ ბენზინისა და დიზელისთვის გოგირდის შემცველობის ნორმების, ასევე სინჯების აღების, ანალიზის და კონტროლის მეთოდების დაწესებას და ისეთი საწვავის ქვეყანაში გამოყენების აკრძალვას, რომელიც დადგენილ ნორმებზე მეტ გოგირდს შეიცავს. ვინაიდან განხორციელდეს აღნიშნული დირექტივის საწვავის ნორმების დადგენა უნდა მოთხოვნების შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით ამოღებულია მითითება ბენზინსა და დიზელზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივი და მრავალმხრვი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროეტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 49. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხისადმი 1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირების მიზნით და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმებს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. იკრძალება ისეთი ბენზინისა და დიზელის საწვავის საქართველოში იმპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოება და მოხმარება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით დადგენილ ნორმებს.