„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
ნომერი
#07-3/595/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-20
ბიუროს ნომერი 418

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი მუხლი 1 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) დაემატოს 1145-ე მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1145. მუნიციპალიტეტების 2016 წლის საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიება 1. ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული, მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მიზნით, ამავე კოდექსის დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) ცხრილის გრაფის საფუძველზე მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებული 1.3 საგადასახადო შემოსავლების გარდა, დამატებით შესაძლებელია ამავე ცხრილის 1.1 გრაფის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მიმართვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში საშემოსავლო გადასახადის სახით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში დამატებით მისამართი საშემოსავლო გადასახადის ოდენობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ 2014 წელს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად 2016 წლის პირველი იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის რამდენიმე კომპონენტი მიიმართება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში, კერძოდ გადასახადი: ა) მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან, ბ) არარეზიდენტი პირების საშემოსავლო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები); გადასახადი (გარდა ქონების გ) გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტიდან; დ) გადასახადი ფიზიკური პირისთვის ქონების ჩუქებიდან, ე) გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების მემკვიდრეობით მიღებიდან, ვ) გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან). 2016 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების მომზადებისას გამოყენებული იქნა ინფორმაცია შესაბამისი გადასახადების სახაზინო კოდებზე შემოსული გადასახადების მოცულობის შესახებ 2014 წელსა და 2015 წლის პირველ ნახევარში, რომლის თანახმადაც 2014 წელს აღნიშნულ კოდებზე შემოსული გადასახადი შეადგენდა 280 მლნ ლარამდეს, ხოლო 2015 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 146 მლნ ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე 2016 წელს მუნიციპალიტეტების მიერ მისაღები საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი განისაზღვრა 290 მლნ ლარით, ხოლო 2016 წლის გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის გაანგარიშების დროს გათვალისწინებული იქნა მუნიციპალიტეტბში საშემოსავლო გადასახადის ოდენობა და 2016 წლის გათანაბრებითი ტრანსფერი 2015 წლის გათანაბრებით ტრანსფერთან შედარებით შემცირდა დაახლოებით 235,0 მლნ ლარით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის იანვრამდე გადასახადის ასახვა ხორციელდებოდა იმ სახაზინო კოდებზე, რომელსაც თავად გადასახადის გადამხდელი უთითებდა საშემოსავლო გადასახადის ზემოაღნიშნულ სახეების კოდებზე ტარდებოდა სხვა სახის საშემოსავლო გადასახადიც. 2016 წელს შემუშავდა სახაზინო კოდების გაერთიანების რეფორმა, რომლის ძირითადი მიზანი იყო გადასახადების აღრიცხვის გაუმჯობესება და მათი ასახვა დეკლარირების ვადების მიხედვით, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სწორედ ზამოაღნიშნულ შემთხვევებს, როდესაც გადასახადის სახეების აღრიცხვა დამოკიდებული იყო გადამხდელის მიერ მითითებულ კოდებზე. 2016 წლის 10 ივნისის მდგომარეობით მუნიციპალიტეტებში საშემოსავლო გადასახადის სახით მობილიზებულია სულ 82 მლნ ლარი. თუმცა ამავედ დროს აღნიშნული რეფორმის შედეგად გადასახადების დეკლარირირების მიხედვით განაწილებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ მისაღებ ქონების გადასახადში იქნება გადაჭარბება 70-80 მლნ ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია საბიუჯეტო კოდექსში გაჩნდეს დროებით ნორმა, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება შესრულდეს 2016 წლისთვის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტი მიზნად ისახავს 2016 წლისთვის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, გარდამავალ დებულებებს ემატება 1145 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს 2016 წელს, საბიუჯეტო კოდექსის დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) ცხრილის 1.3 გრაფის საფუძველზე მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შემოსავლების გარდა, დამატებით ამავე ცხრილის 1.1 გრაფით გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიმართვას. მისამართი თანხის ოდენობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გადასახადების განაწილებაზე, თუმცა არ იცვლება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს მიერ ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი ითვალისწინებს 2016 წელს მუნიციპალიტეტების მიერ მისაღები საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირებულ მაჩვენებლებში შენარჩუნების უზრუნველსაყოფისათვის საჭირო ღონისძიებებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. კანონპროექტის გ.გ) ხელშეკრულებებთან მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში არ არსებობს ასეთი. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში არ არსებობს ასეთი. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი.