„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (503 KB)
📄 წერილი (146 KB)
📄 საქართველოს კანონის პროექტი (97 KB)
📄 განმარტებითი ბარათი (99 KB)
📄 იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება (80 KB)
📄 დასკვნები (182 KB)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-20
ბიუროს ნომერი 418
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
\
/「
″
m30暉 用し さ0 R000600b bn■ nL
60電 心 80000雪 Obさ 6n 000ol電 nさ JonL
『
bさ J心
b)Dh0330nし
hCDe3500
〕
〕
さ6 rl oJonb 6o6bnR30bさ 円00電 1■ Ob
電OF80bnL 10Lobob
ヽ 418/5
20 0860
, 2016 ,DR,
6060t3600J00,,い J。 機 彎 og堅りも ヽ 00JoR可 0` 3̀缶 oob0
WO o8gttR080b■ Otss60b■ OStab"(07‐ y597;16.06.2016)
80躙 」
` 」●ふ '30ROし
3。
ォ、 A lkl´ 、
̀、
tloJ 3・ 6,pδ 806601 138̀0 :: 809Ъ δ
∂
0
̀■
r ., ^
o?6oqolq lr.yrorbors 3r'rao$3$o
▼●&p6J{b6oも Ъo‐ 2006‑2406
`
b3● JO
δu6♪ Ъo‐ 2006 2406
「
7'ん 。
"̀・
2206 ‑ 2406
わ 昴力IPみ ヽ
,ω ・
訳´
'̀臀
│′
'力
Jq6Aoi6ol, AtsqAEroi qog3ob q,: l,JAnJJq{o
o66ca'6.,0m1 Joao6c6o
くヽ
│メ
lr.r;1.>6<n3X1qor [r J;16q,,>fl ;15$o tr ]o11<6o .rq 515L:
lr.:;J.r16or331grob J.:16q.rfl161)olr ,1'rCoglgldlr.: p.r lr.:.)s16q.:f gSgo ,1;16.>il13olIilo
q,.ro$iplr 5r'rr63.;go11qo .:jgob Jtvxrljgolr 6.r5boq3.:
lr.:;1.:6rn31;tqolr J.>16q.:il;151)olr
or.:;;3,tr,qo3.r6J1
do',16ob lrbprriloL m.r3il'-1 q,r'r3.rt41
/:"
t,7'^--:)
q,;;1otn 11r191.>?;1o1q,o
rl
だ
︐
δ POb356響 50o50ob 6cり 徴0し
」
60● 5,930009065
bDj〕 hCn330mb
〕DhCD0360n
―
N418/5
2016恥贈 ,20o35obo
trJjrd,or36e,ertr Jrd,q,r6C60ob 6,mq,,trC6$ot l,lGa Ag\Dl,
q'5 147-C
"0" &CJ"JECOoU
09-r fu5j6olr 0gbsarAobrq-o, lnCit6oACqx'tu $6q'!AC6Oot &,"Jiqo J(6CEt:
q,rCSrExro, U.>})('o,3cqxdj iJ6q,JAC60rrL qC6rcqCq, l$3ooDor> (S.fgS!6o Jclaooooo)
(r! lerAorSol, ggq,gbror! ADCaot (D b&'rCJq'ld('l o6oC66ri0(x)t 3cfo$9698u 0,!6obc(x'r6
bq$:rto6gqx'i, &d,q,rAC66rrl, $g6f,ob 6CACSJE gogbrdol, &rCd, l$J$o68Agbqx'r oEqorrSqob
ag\ri
i
trJr,o, S!('€cre00e,q,o "trsCi6o€Cgot b&rClq,lCct Ult&r6dxt 3oq,&Irtto Ogq,c{,Cbol,
0Cdr6ou 0ClrrbC8" (A7-389; 16.06.201e) UsJrticrnoqx'rb 3J&'r6oli iltnAllo q'r $rAg3rEAi
JCIAoOCOAT 0.>Q'5SU0Cdpq,CboL oriobr$C r06c!&'!t t rCi6or3Cq'cll, ir6E rAC&lob 8o"J6olr.
b…
beb…
` N―
調3L"b∽ 暉鷺 o調 蒟 o,
b崚
―
′ ″ グ 乞
0300"9。 03‑
「
だ
brjl6orggqxnb Jr6q,rAC6Ool, b€6r<nl,
brArSUgCOoq,gb.>
3)hCD∂ 360∩
ー
N418/5
2016,ぶ ぃ ,20o35obo
い36̲ob鞭
,中
… 1嘲6‑崚
o50ob ttyU欧メ` 1630Qメ、卜も Oo 2く 0003匈 可にЮ&お
中
05oob中 螂 し
し鞭
い
い
9電 ヽあも
Qq゛。嚇
m
b3ま Ⅲ 蘭35oob 10360b ap"ヽ 6 8oOb● 00b aopぃ ぃ
Ob80 0あ 00● 030b
"
―
` 」マ 中 mm。 Ob0 3嘲 あ 63‑060b
,"Φ , 恐x熙がhcO¨
(07‑3/597,16062016)おか出電限りし3… b bO」 00655b̲oJ50b
「 Om56ob 00い
り
Ⅲ
8n3̲恥"β o
2.b● m―
bb…
q智
い炉
Ob 36h5ob…
e・
a"働 O oOMO̲oOЮ 35oo
♪徴 疑邸堅
o詢
鞭
動 Q・
朝50b o6o‐
鯉
"Ⅲ …
ま蝸 で 調05oob∽ 織
bebbb9oOob∝
卿♪あ 0‑o50b・ D5ob● 0い b゛
‑00m3駆
bbbpaOt O続
織
…
Ψ瀾
鉤
o,
qrgoor gbgg$goqn
წერილი
聴
b)0日 ,300mb
)ヽ O,960n
bbJ5
m30興 mb 35̀RP500600b V0860
じ司 。603CPObこ
う6智 。00C● Ob
06か 5(お 、Ooo
●゛b00"050o3096obb
3ω 55o00じ
ゝ゛Ю o6 P´ し
R,●Oo5o O,´
」
,
で` J`はI邸 寧nし 3 ぐЮ05tbob
蒟9Ю智0も 3m66ooo0000じ 67 0 00bq"
」
υ
00し oゃ ,b5355o50900w● o6oOooo030b"い の
6%ぐ oa゛ 0。 b143145000し で
Obお 。
o69Ю 智 0し 3S6o5ob
'Ob 36oOJob,,も 。JS60300b b。 0。 'J。 史 bJ。 し。36%Obo
ぃ 60oが 、 696∽ bb」
qχ 」
団O o3q xで 3 し。か 5ots 00じ 05
ぶつ
b。
b司 蒟 q〕 摯 つし 35̀ぐ Ю ゛゛
ぃ
うOo9関
5o中
355o師
J.rrJqol436oor,
6C(oCaJb gotsbrdC
柿 側 oOい
b6%Cう 005oob 163 0匈 XPob lol蝸 ∞ obtt pu■ 3∽
5b‑OJ6oし
ゃ o崎 。60ぃ
oヵ b(D
,
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის
უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 191-ე-1971-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი
ღონისძიებები
191.
დროებითი
შეზღუდვისა
და
სარჩელის
უზრუნველყოფის
1.
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსარჩელის განცხადებით,
სასარჩელო მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია
გამოიყენოს დროებითი შეზღუდვის ან დავის დასრულებამდე სარჩელის
უზრუნველყოფის
ღონისძიებები.
სასარჩელო
მოთხოვნის
აღსრულების
უზრუნველყოფისას მიღებულ განჩინებაში სასამართლოს მსჯელობა სარჩელის
საფუძვლებსა და დაკმაყოფილების მატერიალურ და პროცესუალურ წინაპირობებზე არ
მოახდენს გავლენას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე და არ წარმოადგენს
მოსამართლის მიერ აზრის წინასწარ გამოთქმას საქმის განხილვის შესაძლო შედეგებზე.
2.
მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს დროებითი შეზღუდვის
ბრძანების გამოცემის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ
გარემოებებზე, რომელთა გამოც დროებითი შეზღუდვის ბრძანების გამოცემის გარეშე
გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება შესაძლო დარღვეული თუ სადავო უფლების
განხორციელება ან გადაწყვეტილების აღსრულება. მოსარჩელე თავის განცხადებაში
მიუთითებს იმ გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანის, დამადასტურებელ
გარემოებებს, რომელიც განმცხადებელს მიადგება, თუ სასამართლო, ბრძანების
გამოცემამდე აცნობებს მეორე მხარეს და გამართავს ზეპირ მოსმენას. ამავე
განცხადებაში, მოსარჩელე მიუთითებს შესაბამის დასაბუთებას, თუ დროებითი
შეზღუდვის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მას აუცილებლად.
3.
თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოსარჩელის განცხადება დროებითი
შეზღუდვის ბრძანების გამოტანის შესახებ დასაბუთებულია და ჩათვლის, რომ
დროებითი შეზღუდვის ბრძანების გამოცემის გარეშე გაძნელდება ან შეუძლებელი
გახდება შესაძლო დარღვეული თუ სადავო უფლების განხორციელება ან
გადაწყვეტილების აღსრულება და ამასთან, განცხადების მოპასუხისთვის ჩაბარების
შემთხევაში, განმცხადებელმა შესაძლებელია განიცადოს გამოუსწორებელი და
პირდაპირი ზიანი, სასამართლო გამოიტანს დროებითი შეზღუდვის ბრძანებას ამ
კოდექსის 193-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
1
4.
იმ შეთხვევაში, თუ სასამართლო არ აკმაყოფილებს მოსარჩელის
განცხადებას დროებითი შეზღუდვის ბრძანების გამოცემის თაობაზე, მოსარჩელეს
შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფა.
5.
დროებითი შეზღუდვის ბრძანება ძალაში დარჩება არაუმეტეს 10 დღის
ვადით, გარდა ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6.
მოსარჩელე უფლებამოსილია, დროებითი შეზღუდვის ბრძანების
გამოცემის მოთხოვნის გარეშე, ან დროებითი შეზღუდვის ბრძანების გამოცემის შემდეგ
ნებისმიერ დროს, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
განცხადებით. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე, რომელმაც მოიპოვა დროებითი
შეზღუდვის ბრძანება, ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ 10 დღის
ვადაში მიმართავს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით,
დროებითი შეზღუდვის ბრძანების მოქმედება გაგრძელდება სასამართლოს მიერ
სარჩელის
უზრუნველყოფის
ღონისძიების
გამოყენების
შესახებ
განჩინების
გამოტანამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, დროებითი შეზღუდვის ბრძანების მოქმედება არ
უნდა აღემატებოდეს 28 კალენდარულ დღეს.
7.
სასამართლო
ვალდებულია
შეატყობინოს
მოპასუხეს
სარჩელის
უზრუნველყოფის ბრძანების მოთხოვნით განცხადების მიღების შესახებ და გადასცეს
მას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ბრძანების გამოტანის შესახებ მოსარჩელის
მიერ აღნიშნული განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში. მოპასუხის მიერ მოსარჩელის
განცხადებაზე შესაგებლის წარდგენა ხორციელდება განცხადების ჩაბარებიდან ხუთი
დღის ვადაში.
8. სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ზეპირ მოსმენას ნიშნავს
მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ
მოპასუხე განსაზღვრული ხუთი დღის ვადაში შესაგებელს არ წარადგენს, სასამართლო
ზეპირი მოსმენის გარეშე გამოსცემს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენების შესახებ, აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელის მიერ
განცხადების შეტანიდან 10 დღის ვადაში.
9.
სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფას იყენებს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაუდასტურებს სასამართლოს, რომ:
ა) ძირითადი სარჩელი, რომლის უზრუნველყოფაც ხდება, გონივრულად
დასაბუთებულია და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთებული ალბათობა;
ბ) სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შემთხვევაში,
მოსარჩელე ვერ შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას ან მიადგება ისეთი ზიანი,
რომელიც ვერ იქნება კომპენსირებული ზიანის ანაზღაურებით სარჩელის
დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი,
10. თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აკმაყოფილებს ამ
მუხლის მე-9 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების მოთხოვნებს, მაგრამ ის სავარაუდო
ზიანი, რომელიც შესაძლოა მიადგეს მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოუყენებლობით, არ აღემეტება ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს
მოპასუხის კანონიერ ინტერესებს საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე უზრუნველყოფის
2
ამგვარი
ღონისძიების
გამოყენებით,
სასამართლო
მოსთხოვს
მოსარჩელეს
უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენას ამ კოდექსის 199-ე მუხლით დადგენილი
წესით.
11.
თუ სასამართლო დასაბუთებულად დაასკვნის, რომ სახეზეა ამ მუხლის მე9 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, იგი დააკმაყოფილებს მოსარჩელის
განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სასამართლოს განჩინება სარჩელის
უზრუნველყოფის შესახებ საჩივრდება კერძო საჩივრით.
12. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას,
უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც
დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.
13. უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მოპასუხის დაყადაღებული ქონების
ღირებულებამ არ უნდა გადააჭარბოს მოსარჩელის მოთხოვნის ღირებულებას, გარდა იმ
შემთხვევისა,
თუ
მოპასუხის
სახელზე
კანონმდებლობის
შესაბამისად
რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი ერთეული ქონება. ამ შემთხვევაში, მოპასუხე
უფლებამოსილია, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს
წარუდგინოს, სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება ან მიმართოს სასამართლოს
განცხადებით დაყადაღებული/უზრუნველყოფის სახით გამოსაყენებელი ქონების
გამიჯვნაზე თანხმობის გაცემის შესახებ. სასამართლო განიხილავს მოპასუხის
განცხადებას და თუ განცხადებით დაყადაღებული/უზრუნველყოფის სახით
გამოსაყენებელი ქონება ექვემდებარება გამიჯვნას, მისი ღირებულება აღემატება
სარჩელის ფასს და ამასთანავე, გამიჯვნის შედეგად მიღებული ქონების ღირებულება
საკმარისია სარჩელის უზრუნველსაყოფად, განცხადებით მიმართვიდან 24 სთ-ში
გამოსცემს განჩინებას უზრუნველყოფის საგნის გამიჯვნაზე მოპასუხისთვის თანხმობის
გაცემის შესახებ.
14. სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს
უზრუნველყოფილი მოთხოვნის ღირებულებას. ამგვარი განჩინების საფუძველზე
მოპასუხის ქონებაზე უზრუნველყოფის ზომის რეგისტრაციისას, რეგისტრაციის
დოკუმენტში უნდა აღინიშნოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ღირებულება.
15. თუ დროებით შეზღუდვის ბრძანების გამოცემის ან სარჩელის
უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-12 ნაწილით
გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, ან
სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის
თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში
ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას
განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება კერძო საჩივრით.
16. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ
ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირაოზე (ფინანსური გირაოს
საგანზე) და მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშებზე.)
3
მუხლი 192. განცხადება დროებითი შეზღუდვის ბრძანების გამოცემის ან
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე
1. განცხადება დროებითი შეზღუდვის ბრძანების გამოცემის ან სარჩელის
უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს
სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების
სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს
სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში სარჩელის
უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს,
სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის
საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული
ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
მუხლი 193. განცხადების განხილვის წესი
1.
სასამართლო განიხილავს და წყვეტს დროებითი შეზღუდვის გამოყენების
საკითხს
დაჩქარებული წესით, განცხადების მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის
განმავლობაში მხარეთა დაუსწრებლად. სასამართლო არ ატყობინებს მოპასუხეს
დროებითი შეზღუდვის ბრძანების გამოტანაზე განცხადების მიღების შესახებ.
დროებითი შეზღუდვის ბრძანება არ საჩივრდება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ
ვადაში ბრძანების მიუღებლობა ჩაითლება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის
თქმად.
2.
მოსამართლის მიერ გამოტანილი დროებითი შეზღუდვის ბრძანება, მისი
მიღების დღესვე გადაეცემა მოსარჩელე მხარეს აღსრულების მიზნით, ხოლო მისი
გამოცემიდან მე-3 დღეს გადაეცემა მოპასუხე მხარეს სასამართლოს მიერ.
3.
სასამართლო განიხილავს და წყვეტს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის
უზრუნველყოფის შესახებ 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში. სასამართლო დადგენილი
წესით, განცხადების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში აცნობებს მოპასუხე მხარეს
განცხადების შესახებ და გაუგზავნის განცხადების ასლს. მოპასუხეს სასამართლოს
განჩინებით მიეცემა 5 (ხუთი) დღე განცხადებაზე სათანადო შესაგებლის
წარმოსადგენად. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე წარადგენს შესაგებელს მოსარჩელის
განცხადებაზე, სასამართლო დანიშნავს საკითხის ზეპირ განხილვას. თუ მოპასუხე
არასაპატიო მიზეზით არ წარადგენს შესაგებელს წინამდებარე პუნქტით დადგენილ
ვადაში, სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე.
4
მუხლი
194.
დროებითი
შეზღუდვის
ბრძანება
და
განჩინება
სარჩელის
უზრუნველყოფის შესახებ
1. ამ კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად გამოტანილი დროებითი შეზღუდვის
ბრძანებაში უნდა აღინიშნოს:
ა) მითითება ბრძანების მიღების დროსა და ადგილზე;
ბ) ბრძანების გამომტანი სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;
გ) მხარეები და დავის საგანი;
დ) საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება;
ე) სასამართლოს ბრძანების დასაბუთება, შესაბამისი გარემოებების მითითებით;
ვ) უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც გამოყენებულია სასამართლოს მიერ.
2. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება,
რომელიც უნდა
პასუხობდეს
ამ კოდექსის 285-ე
მუხლით
გათვალისწინებულ
მოთხოვნებს და რომელშიც უნდა მიეთითოს, უზრუნველყოფის რომელი კონკრეტული
ღონისძიება შეარჩია სასამართლომ.
3. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის
შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის
თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ
მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების
შესახებ, რაც გასაჩივრდება კერძო საჩივრით.
მუხლი 195. დროებითი შეზღუდვის ბრძანების და სარჩელის უზრუნველყოფის
შესახებ განჩინების აღსრულება
დროებითი შეზღუდვის ბრძანების და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
სასამართლოს განჩინების აღსრულება დაუყოვნებლივ ხორციელდება, სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 196. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორით
1. მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის
მეორით შეცვლა.
2. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა
დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით
შეცვლის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია
დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების
გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების
დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს
მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
5
3. როდესაც ქონება გამოყენებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების
აღსრულების უზრუნველსაყოფად, გარდა აღნიშნული ქონების მიმართ ვინდიკაციური
მოთხოვნებისა, მოპასუხეს უფლება აქვს უზრუნველყოფის საგნის ნაცვლად
სასამართლოს შესთავაზოს სარჩელის ფასის (ღირებულების) შესაბამისი (ტოლფასი)
ფულადი უზრუნველყოფა საბანკო გარანტიის ან სასამართლოს ანგარიშზე თანხის
განთავსების ფორმით და სასამართლო ვალდებულია ჩაანაცვლოს გამოყენებული
უზრუნველყოფა.
4.
სასამართლო მიიღებს განჩინებას უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი
შეცვლაზე განცხადების მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.
მუხლი 197. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება
1. სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის
გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ
გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების
ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.
2. სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხის მიერ
შეტანილი საჩივარი უნდა შეიცავდეს:
ა) სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინების ზუსტ დასახელებას;
ბ) მითითებას, თუ რა ზომით უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება
უზრუნველყოფის შესახებ;
გ) გარემოებებს, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება
უზრუნველყოფის შესახებ.
3. კერძო საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ განჩინების
აღსრულებას.
4. სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი
სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ
შეაჩერებს ამ განჩინების აღსრულებას.
მუხლი 1971. სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა
1. სასამართლო კერძო საჩივრის მიღებიდან 24 სთ-ში გააგზავნის კერძო საჩივარს
ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
2. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის წარმოებაში
მიღების, განხილვის და გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს
მისი მიღებიდან 10 დღეს.
3.
ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში კერძო საჩივრი განიხილება ამ
კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.“.
6
2. 198-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 198. დროებითი შეზღუდვის და
ღონისძიებები
სარჩელის
უზრუნველყოფის
ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკითხს იმის შესახებ, თუ დროებითი შეზღუდვის ან სარჩელის
უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო
მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
2. დროებითი შეზღუდვის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
შეიძლება იყოს:
ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე,
რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;
ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;
გ) მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი
აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით;
დ)
სხვა
პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის
მიმართ რაიმე ვალდებულება;
ე) ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის
შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ვ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს,
ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება;
ზ) სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც
აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება
საქმის წარმოების განახლების შესახებ.
3. 198-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. გადაუდებელ შემთხვევებში დროებითი შეზღუდვის ან უზრუნველყოფის
ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღონისძიება, რომელიც პირდაპირ არ
უკავშირდება სასარჩელო მოთხოვნის აღსრულებას და არ არის ჩამოთვლილი ამ
მუხლში, თუმცა ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მისი გამოყენება
დასაბუთებულია და მისი გამოყენების გარეშე მხარეს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი,
მათ შორის იმის გამო, რომ შეუძლებელი ხდება უფლების განხორციელება, ან სახეზეა
ზიანის მიყენების მყისიერი საფრთხე.“
7
4. 1991 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:
„2. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლოს მიერ
გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შედეგად მოსალოდნელი ზიანის
უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში რჩება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების
გაუქმების მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან
ერთი თვის განმავლობაში. თუ ამ ვადაში მხარემ არ შეიტანა სარჩელი უსაფუძვლო
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნით, იგი უქმდება ავტომატურად. ასეთი სარჩელის შეტანის შემთხვევაში კი
ტრანსფორმირდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად, რომელიც არ
საჩივრდება.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
8
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსში
უზრუნველყოფის
ღონისძიებების
გამოყენების
რეგულირებასთან
დაკავშირებით არსებული ხარვეზებით. კერძოდ, რიგ შემთხვევებში უზრუნველყოფის
გამოყენება სარჩელის აღძვრამდე ხდება ისე, რომ მოსარჩელეს არ აქვს სათანადოდ
დასაბუთებული აღნიშნულის აუცილებლობა და ხშირ შემთხვევაში, უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენება ხდება იმ შემთხვევებშიც, როდესაც ამის რეალური
აუცილებლობა არ არსებობს. აღნიშნულს კი შედეგად მოყვება მოპასუხის ქონებრივი
უფლებების რამდენიმე თვით შეზღუდვა. განსაკუთრებით სენსიტიურია მოცემული
თემა უზრუნველყოფის ისეთი ზომების გამოყენების შემთხვევაში, რომელსაც შედეგად
საწარმოს საქმიანობის შეფერხება, ხშირად კი პარალიზება მოყვება. საყურადღებოა ასევე
ისიც, რომ რიგ შემთხვევებში უზრუნველყოფის საგნად გამოიყენება მოპასუხის ის
ქონება, რომლის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება სარჩელის ფასს, რაც
შეუქცევად ზიანს აყენებს მესაკუთრის, განსაკუთრებით კი მეწარმე სუბიექტის
ეკონომიკურ საქმიანობას, მით უფრო, რომ არაპროპორციულად მეტი ღირებულების
ქონების უზრუნველყოფის სახით გამოყენება არ ემსახურება არც მოსარჩელის რეალურ
ინტერესებს.
აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზებით გამოწვეული რიგი პრობლემები მეტად
აქტუალურია სასამართლო სამართალწარმოების დროს და მათი დარეგულირება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირისთვის, განსაკუთრებით
კი მეწარმე სუბიექტების საქმიანობისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსში
უზრუნველყოფის
ღონისძიებების
გამოყენების
რეგულირებასთან
დაკავშირებით არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. კერძოდ, კანონპროექტის მიღების
შემთხვევაში, მეტად დაცული იქნება, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის კანონიერი
ინტერესები და მეტად მოქნილი გახდება უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება
სასამართლოს მიერ, ისე რომ არ იქნეს შეზღუდული რომელიმე მხარის ინტერესი.
აღნიშნული მიიღწევა მათ შორის იმით, რომ შესაძლებელი გახდება დროებითი, 10
დღიანი
შეზღუდვის
ღონისძიების
გამოყენება,
მოსარჩელეს
მოეთხოვება
უზრუნველყოფის გამოყენების სათანადო დასაბუთება, ასევე შესაძლებელი გახდება
უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულ იქნეს მოპასუხის ის ქონება, რომლის
ღირებულებაც ტოლფასია სარჩელის ფასის, ასევე მოპასუხეს მიეცემა შესაძლებლობა
გამიჯნოს ქონება იმგვარად, რომ უზრუნველყოფაში მოექცეს სარჩელის ფასის ტოლფასი
ქონება, რაც მეტად დაცულს გახდის მიერ ინტერესებს.
9
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ძირითად ცვლილებებს:
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსარჩელის განცხადებით,
სასარჩელო მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად სასამართლოს
შეუძლია გამოიყენოს როგორც დროებითი შეზღუდვის, ისე დავის
დასრულებამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს დროებითი შეზღუდვის
ბრძანების გამოცემის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს
მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც დროებითი შეზღუდვის ბრძანების
გამოცემის გარეშე გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება შესაძლო დარღვეული
თუ სადავო უფლების განხორციელება ან გადაწყვეტილების აღსრულება.
მოსარჩელე თავის განცხადებაში მიუთითებს იმ გამოუსწორებელი და პირდაპირი
ზიანის, დამადასტურებელ გარემოებებს, რომელიც განმცხადებელს მიადგება, თუ
სასამართლო, ბრძანების გამოცემამდე აცნობებს მეორე მხარეს და გამართავს
ზეპირ მოსმენას. ამავე განცხადებაში, მოსარჩელე მიუთითებს შესაბამის
დასაბუთებას, თუ დროებითი შეზღუდვის რომელი ღონისძიების გატარება
მიაჩნია მას აუცილებლად.
აქვე აღსანიშნავია, რომ გამოუსწორებელი ზიანი (irreparable harm) არის ზიანი
რომლის
ფულადი
სახით
ადეკვატური/სრულყოფილი
ანაზღაურება
შეუძლებელია. იგი პირობითად შეიძლება გავყოთ ორ სახედ: პირველი - როდესაც
შესაძლებელია
მხოლოდ
ფულადი
კომპენსაცია,
რეალური
რესტიტუციის
შეუძლებლობის ან განსაკუთებით გართულების (შეუსაბამოდ მაღალი ხარჯები)
გამო, ( მაგ: პატივის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა; ეკოლოგიური
დაბინძურება; ისტორიული შენობის დანგრევა; ტყის გაკაფვა/ხის მოჭრა;
საწარმოს გაკოტრება; კონკურენციის აკრძალვის დარღვევა; საავტორო უფლების
დარღვევა.
მეორე სახე მოიცავს შემთხვევებს, როცა მოვალემ შესაძლოა განახორციელოს
ქმედებები, რომელიც ქონებას, რის ხარჯზეც უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე,
დაზიანდება, განადგურდება განიკარგება ან სხვაგვარად ხელმიუწვდომელი
გახდება მოსარჩელის სასარგებლოდ აღსრულებისთვის
დროებითი შეზღუდვის ბრძანება ძალაში დარჩება არაუმეტეს 10 დღის ვადით,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოსარჩელე, რომელმაც მოიპოვა დროებითი
შეზღუდვის ბრძანება, 10 დღის ვადაში მიმართავს სასამართლოს სარჩელის
უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, დროებითი შეზღუდვის ბრძანების
მოქმედება გაგრძელდება სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გამოტანამდე. ნებისმიერ
შემთხვევაში, დროებითი შეზღუდვის ბრძანების მოქმედება არ უნდა
10
აღემატებოდეს 28 კალენდარულ დღეს.
სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფას იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
მოსარჩელე დაუდასტურებს სასამართლოს, რომ:
ა) ძირითადი სარჩელი, რომლის უზრუნველყოფაც ხდება, გონივრულად
დასაბუთებულია და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთებული ალბათობა;
ბ) სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შემთხვევაში,
მოსარჩელე ვერ შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას ან მიადგება ისეთი ზიანი,
რომელიც ვერ იქნება კომპენსირებული ზიანის ანაზღაურებით სარჩელის
დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი. თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოსარჩელის
მოთხოვნა აკმაყოფილებს "ა" და "ბ" ქვეპუნქტების მოთხოვნებს, მაგრამ ის სავარაუდო
ზიანი, რომელიც შესაძლოა მიადგეს მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოუყენებლობით, არ აღემეტება ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს
მოპასუხის კანონიერ ინტერესებს საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე უზრუნველყოფის
ამგვარი
ღონისძიების
გამოყენებით,
სასამართლო
მოსთხოვს
მოსარჩელეს
უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენას.
უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მოპასუხის დაყადაღებული ქონების
ღირებულებამ არ უნდა გადააჭარბოს მოსარჩელის მოთხოვნის ღირებულებას.
აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
მოპასუხის სახელზე
მხოლოდ ერთი ქონება. ამ შემთხვევაში, მოპასუხე
უფლებამოსილია,
მოსარჩელის
მოთხოვნის
უზრუნველყოფის
მიზნით
სასამართლოს წარუდგინოს, სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება ან მიმართოს
სასამართლოს
განცხადებით
დაყადაღებული/უზრუნველყოფის
სახით
გამოსაყენებელი ქონების გამიჯვნაზე თანხმობის გაცემის შესახებ. სასამართლო
განიხილავს
მოპასუხის
განცხადებას
და
თუ
განცხადებით
დაყადაღებული/უზრუნველყოფის სახით გამოსაყენებელი ქონება ექვემდებარება
გამიჯვნას, მისი ღირებულება აღემატება სარჩელის ფასს და ამასთანავე,
გამიჯვნის შედეგად მიღებული ქონების ღირებულება საკმარისია სარჩელის
უზრუნველსაყოფად, განცხადებით მიმართვიდან 24 სთ-ში გამოსცემს
განჩინებას უზრუნველყოფის საგნის გამიჯვნაზე მოპასუხისთვის თანხმობის
გაცემის შესახებ.
სასამართლო განიხილავს და წყვეტს
დროებითი შეზღუდვის გამოყენების
საკითხს დაჩქარებული წესით, განცხადების მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის
განმავლობაში მხარეთა დაუსწრებლად. სასამართლო არ ატყობინებს მოპასუხეს
დროებითი შეზღუდვის ბრძანების გამოტანაზე განცხადების მიღების შესახებ.
დროებითი შეზღუდვის ბრძანება არ საჩივრდება. აღნიშნულ ვადაში ბრძანების
მიუღებლობა ჩაითლება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.
სასამართლო განიხილავს და წყვეტს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის
უზრუნველყოფის შესახებ 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში. სასამართლო
დადგენილი წესით, განცხადების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში აცნობებს
მოპასუხე მხარეს განცხადების შესახებ და გაუგზავნის განცხადების ასლს.
11
მოპასუხეს სასამართლოს განჩინებით მიეცემა 5 (ხუთი) დღე განცხადებაზე
სათანადო შესაგებლის წარმოსადგენად. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე წარადგენს
შესაგებელს მოსარჩელის განცხადებაზე, სასამართლო დანიშნავს საკითხის ზეპირ
განხილვას. თუ მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარადგენს შესაგებელს
წინამდებარე პუნქტით დადგენილ ვადაში, სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის
გარეშე.
დროებითი შეზღუდვის ბრძანების და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
სასამართლოს
განჩინების
აღსრულება
დაუყოვნებლივ
ხორციელდება,
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით.
სასამართლო კერძო საჩივრის მიღებიდან 24 სთ-ში გააგზავნის კერძო საჩივარს
ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლოს მიერ
გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შედეგად მოსალოდნელი ზიანის
უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში რჩება სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიების გაუქმების მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში. თუ ამ ვადაში მხარემ არ შეიტანა
სარჩელი უსაფუძვლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, იგი უქმდება ავტომატურად. ასეთი
სარჩელის
შეტანის
შემთხვევაში
კი
ტრანსფორმირდება
სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიებად, რომელიც არ საჩივრდება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა შეამციროს სასამართლო საქმისწარმოების
დროს, სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად
მოპასუხისთვის მოსალოდნელი ფინანსური ზარალი;
12
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშიროსი სამართლის სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირქეტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვადებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
ან/და
საერთაშორისო
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - გედევან ფოფხაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - გედევან ფოფხაძე
13
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 191. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
1. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის
შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა
გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან
შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს,
რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების
დაკისრებით. აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს ასევე დასაბუთებას, თუ
სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს
აუცილებლად. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების
აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება
მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, იგი გამოიტანს განჩინებას
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების
გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს.
ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების
შინაარსზე. (11.12.2015 N 4626)
2. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას,
უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც
დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.
3. თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი,
ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება
ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ
ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით
განცხადებას განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება საჩივრით. (13.07.2006.
N3435)
4. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ
ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირაოზე (ფინანსური გირაოს
საგანზე) და მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშებზე.
(25.05.2012. N6313 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან).
მუხლი 192. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოში
სარჩელის აღძვრამდე
1. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში
შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების
სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს
14
სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში სარჩელის
უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს,
სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის
საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული
ღონისძიებების გაუქმების შესახებ. (28.12.2007. N5669)
მუხლი 193. განცხადების განხილვის წესი
განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის
განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში,
მოპასუხისთვის შეუტყობინებლად. (13.07.2006. N3435)
მუხლი 194. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
1. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება,
რომელიც უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებულ
მოთხოვნებს და რომელშიც უნდა მ
იეთითოს, უზრუნველყოფის რომელი კონკრეტული ღონისძიება შეარჩია სასამართლომ.
2. სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია
შეიტანოს საჩივარი, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინების ზუსტ დასახელებას;
ბ) მითითებას, თუ რა ზომით უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება
უზრუნველყოფის შესახებ;
გ) გარემოებებს, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება
უზრუნველყოფის შესახებ.
3. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების
ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისთვის გადაცემის
მომენტიდან. (13.07.2006. N3435)
4. საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ განჩინების
აღსრულებას, მაგრამ სასამართლოს შეუძლია გარკვეული დროით შეაჩეროს აღსრულება
ან გააუქმოს უზრუნველყოფისათვის უკვე მიღებული ღონისძიებები.
5. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის
შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის
თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ
მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების
შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით. (13.07.2006. N3435)
მუხლი 195. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულება
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულება
დაუყოვნებლივ ხორციელდება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის
დადგენილი წესით.
15
მუხლი 196. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორით
1. მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის
მეორით შეცვლა.
2. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა
დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით
შეცვლის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია
დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების
გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების
დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს
მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. (15.12.2010. N4037)
3. ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას
მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის
მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
მუხლი 197. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება
1. სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის
გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ
გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა
შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის
უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.
2. სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი
სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე საჩივრის შეტანა შეაჩერებს ამ
განჩინების აღსრულებას. (13.07.2006. N3435)
მუხლი 1971. სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა,
საჩივრისა და საქმის მასალების გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში
1. სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის
სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად.
2. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი
აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად
სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების
მიღებიდან 5 დღის ვადაში.
3. საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა
აღემატებოდეს მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღეს. (28.12.2007. N5669)
4. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე
და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. (13.07.2006. N3435)
მუხლი 198. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
1. საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება
16
უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
(13.07.2006. N3435)
2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:
ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე,
რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;
ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;
გ) მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი
აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით; (15.07.2008 N 212
ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან)
დ) სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან
შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება;
ე) ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის
შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;
(15.12.2010. N4075) ვ)
სახელმწიფო
ხელისუფლების
ორგანოს,
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის
მოქმედების შეჩერება; (24.09.2009. N1701)
ზ) ამოღებულია (13.07.2006. N3435)
თ) ამოღებულია (13.07.2006. N3435)
ი) სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც
აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება
საქმის წარმოების განახლების შესახებ. (11.07.2007. N5291)
3. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია
სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ
იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე. (საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საოქმო ჩანაწერის საკონსტიტუციო
სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადების მომენტიდან შეჩერდეს
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი
წინადადებისა და 271-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომლიც
ითვალისწინებს,
გადაწყვეტილების
უზრუნველყოფის
ღონისძიების
სახით,
იურიდიული პირის - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული
საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების,
მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით
გათვალისწინებული უფლებამოსილების დროებითი მმართველისათვის მინიჭებას.
(საკონსტიტუციო სასამართლოს 13.11.2015 N 1/7/681 საოქმო ჩანაწერი)
17
მუხლი 1991. სასამართლოს გადაწყვეტილებით უზრუნველყოფის ღონისძიების
გაუქმება
სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის,
სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში
სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან
დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ
გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას,
თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. (28.12.2007. N5669)
18
დასკვნები
LT]GAL DEPARTMENT
OF' I;TAFF OF
PARL]IAMI]I{T OF GEORGIA
JJ6R5806(b0b
RCJ56t5JBC5.50
ttsJr6o6Xq'cn, j.
b)J)hm]efrlb 26 Abashidze Avenue,4600, Kutaisi, Geolgia
Tel:228 91 68
))hc) )6dfi
e-mai : galdep@parliament. ge
4600, o. rbuBodob 6r0b. 26
22891 68
p@parliament.ge
-
I
1 e
qgDb336r
b ,3r6q,r0s6gob $66ob - bccecsbb sersbrdob.
u?tt)*|i::i:1t^T:
#ilffi"q.l'c'o-"TilF::c:q:d:):ii:'d):T^{^1'il:i
*Xffi
g3#;;ili,;:;';'.-.t*:I.'u^-1"u1Tidl9":lf
lt":::i:ll;iX3ll?
::[*fi;*r'.ro*tutui"r., +s-3 osbq'ob a'l'rc'3oeborr6 0sb':br0obarbol:
r
ortelbl'bg
r3s6r$ob o36oq9o3q',0l q93316$l63ti$0r 6l6oboq'r
or33q'erlr 3r>6q,r0366ob
gergbrdob 0o56 tir3rbc'r60qgCbq<"
lertr Jr6q,r03b5"fr $66ob a3sgCgrb [roe'pc*.bdo b$6e69ber 3erpgjbbo
lfr6oerqgo,u;*",,r'3':o-fi!tu
3ob ggboor
36o3j$ob (07-31'597; 16'06'2016)
brjr6or3cq'tb;;c'r5ob
oSqoq rb ts3$rbob 03brbgb"
r+s-i 3,bq'ob 3erorber3bgborrb 6Sbrbr6obcrbolr
Serb Br6q,J3gbgob
6CadrOCsO"r,
q)b 0ojbr60g$erooq'49 0olB6oilqOt'6qq't' 3rberbob'36er3j$ob
q9r$g3br.
5rbboqSoll
7337-3-9-3-201606201238
N 7337
20/06/2016
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/597, 16.06.16)
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან
შესაბამისობის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა განიხილა საქართველოს პარლამენტის
წევრის გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტის
„საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/597, 16.06.16) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის საკითხი და მიზანშეწონილად
მიაჩნია აღნიშნული კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება.
პატივისცემით,
საბიუჯეტო ოფისის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი
თათია ხეთაგური