„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.06.2016
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/503/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-20
ბიუროს ნომერი 418

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ2“ ქვეპუნქტი: „ტ2) კომერციული ატაშე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აკრედიტებული პირი, რომელიც სავაჭრო და ეკონომიკური (კომერციული) ხასიათის ურთიერთობებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენს საქართველოს.“. 2. მე-13 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) კომერციული ატაშე.“. 3. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სამინისტროსთან შეთანხმებით, კომერციული ატაშეს თანამდებობაზე ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და უცხოურ ენას.“. 4. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს და მეკავშირე ოფიცრისა და კომერციული ატაშეს გარდა, წარიგზავნება სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი.“. „1. 5. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და კომერციული ატაშეს გარდა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ლიკვიდაციისას ან/და რეორგანიზაციისას; ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას; გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ გრატად“ ან მიუღებელ პირად გამოცხადებისას; დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას; ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას; ზ) თანამდებობის პირის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება; თ) თანამდებობის პირის გარდაცვალებისას; ი) თანამდებობის პირის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ლ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას.“. 6. 321-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 322 მუხლი: „მუხლი 322. კომერციული ატაშე 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, სამინისტროსთან შეთანხმებით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება სამუშაოდ მიავლინოს კომერციული ატაშე, რომელიც შედის დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სავაჭრო-ეკონომიკური (კომერციულ) ხასიათის ურთიერთობებში თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს. 2. კომერციული ატაშე იმყოფება დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში. 3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, კომერციული ატაშე შეიძლება აკრედიტებულ იყოს ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოში. 4. კომერციული ატაშეს საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 5. კომერციულ ატაშეს მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამ პირის თანამდებობრივი სარგო, შენახვის ხარჯები, სამსახურის გავლის, მისი და მისი ოჯახის დაზღვევის, გამოწვევის, სოციალური დაცვისა და გარანტიების წესები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. კომერციული ატაშე და მისი ოჯახის წევრები პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 7. კომერციულ ატაშეს ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურს. 8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ კომერციულ ატაშეს, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 1 წლამდე გაუგრძელოს.“. მუხლი 2. 2016 წლის 31 დეკემბრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შექმნის მიზნით სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კომერციული ატაშეების თანამდებობრივი სარგოების, შენახვის ხარჯების, მათი და მათი ოჯახის დაზღვევის, მათი სამსახურის გავლის, გამოწვევის, სოციალური დაცვისა და გარანტიების წესების დამტკიცება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია ის საერთაშორისო ეკონომიკური გამოწვევები რომლის წინაშეც იმყოფება ჩვენი ქვეყანა. როგორც ცნობილია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ხდება არამხოლოდ შიდა ეკონომიკური ზრდით და კონკურენტუნარიანი საინვესტიციო გარემოს შექმნით არამედ აუცილებელია მაქსიმალური ოდენობის ინვესტიციების მოზიდვა. შესაბამისად საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის ბრენდის განვითარებას და ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენას საზღვარგარეთ და ამისთვის, უმნიშვნელოვანესია ქართულმა ბიზნესმა საზღვარგარეთის ბაზრებზე (საერთაშორისო კონკურენციის პირობებში) შეძლოს უცხოეთის კომპანიებთან ახალი ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება, ინვესტიციების მოზიდვა, რეალიზაციის ბაზრების დივერსიფიკაცია და საერთაშორისო ბიზნეს ტენდენციების და ტექნოლოგიების/ინოვაციების გაცნობა და დანერგვა საქართველოში. შესაბამისად ყოველივე ზემოაღნიშნულისათვის საქართველოს მთავრობა იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ წარმოდგენილი ცვლილებით მოქმედ კანონმდებლობას შემოაქვს ახალი დიპლომატიური თანამდებობა კომერციული ატაშეს სახით. ამასთან საერთაშორისო გამოცდილებამ ცხადყო რომ, კომერციული ატაშეს ინსტიტუტის შექმნით ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები მნიშვნელოვნად მყარდება, რაც პირდაპირ აისახება ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია 1961 წლის ვენის კონვენციასთან ,,დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”, რომელშიც inter alia განსაზღვრულია დიპლომატიური კლასები, დიპლომატიური წარმომადგენლობების წევრების სტატუსი, მათი უფლება-მოვალეობები, სუბორდნაციული დამოკიდებულება და სხვა რელევანტური საკითხები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია კომერციული ატაშეს ინსტიტუტის შექმნა, რომელიც ქვეყნის საელჩოებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ერთად და მათ შემადგენლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული იქნება ბიზნეს და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში, რაც საერთაშორისო მაგალითებზე დაყრდნობით, გახდება ეროვნული პროდუქციის ექსპორტის ზრდის და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი წინაპირობა. კომერციული ატაშე, შედის დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სავაჭრო-ეკონომიკური (კომერციულ) ხასიათის ურთიერთობებში თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს. ასევე იმყოფება დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს: „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის (ტერმინთა განმარტება) „ტ1“ ქვეპუნქტს ემატება „ტ2“ ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრება კომერციული ატაშეს სტატუსი; ამავე კანონის მე-13 მუხლს ემატება „კ“ ქვეპუნქტი, რომლითაც კომერციული ატაშე ხდება უფროსი დიპლომატიური თანამდებობა; მე-18 მუხლს ემატება მე-5 პუნქტი, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით კომერციული ატაშეს თანამდებობაზე ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და უცხოურ ენას; 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს და მეკავშირე ოფიცრისა და კომერციული ატაშეს გარდა, წარიგზავნება სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი; 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან თანამდებობის პირების ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძვლებს, თანამდებობის პირების ჩამონათვალში ემატება კომერციული ატაშე; კანონს ემატება 322 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება კომერციული ატაშეს სტატუსი, ფუნქციები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათი ხარჯების ანაზღაურება და სხვა საკითხები. კომერციული ატაშეს ინსტიტუტის სტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 31 დეკემბრამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებაში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებების შეტანა. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2016 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს კომერციული ატაშეების თანამდებობრივი სარგოების, შენახვის ხარჯების, მათი და მათი ოჯახის დაზღვევის, მათი სამსახურის გავლის, გამოწვევის, სოციალური დაცვისა და გარანტიების წესების დამტკიცება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო; მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება გამოწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ამოქმედების საწყის ეტაპზე არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას, თუმცა კომერციული ატაშეების მატებასთან ერთად მოსალოდნელია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა, რომლის კონკრეტულად გაანგარიშებაც მოცემულ ეტაპზე არ არის შესაძლებელი. ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღების აუცილებლობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას პირთა ფინანსურ შედეგებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები ასეთი არ განხორციელებულა. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დიპლომატიური სამსახური – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი ქვედანაყოფები ქვეყნის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) – სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფოებრივ მართვას; გ) დიპლომატიური წარმომადგენლობა – სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საქართველოს; დ) საკონსულო დაწესებულება – სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის დაფუძნებული, წარმოადგენს საქართველოს; ე) ამოღებულია (6.08.2009 N 1606) ვ) ტერიტორიული ორგანო – სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე; ზ) დიპლომატიური რანგი – დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული სპეციალური რანგი, რომელიც ენიჭება დიპლომატიური თანამდებობის პირს; თ) დიპლომატიური თანამდებობის პირი – დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით უნდა მიენიჭოს დიპლომატიური რანგი; (6.08.2009 N 1606) ი) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს; (6.08.2009 N 1606) კ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვი – იმ დიპლომატიური თანამდებობის პირების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, რომლებსაც, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, როტაციის წესით სამუშაო მივლინება ვადაზე ადრე შეუწყდათ ან/და რომლებიც გამოწვეულ იქნენ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო, ასევე რომლებიც არჩეულ იქნენ საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში, ან, სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოდ მივლინებულ იქნენ საერთაშორისო ორგანიზაციაში (ან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაში), აგრეთვე იმ პირების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე; (17.05.2013 N 602) ლ) დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი – საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; (08.07.2015. N3928 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან) მ) მომსახურე პერსონალი – ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული, სათანადო კვალიფიკაციის მქონე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც, „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციისა და „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ 1963 წლის ვენის კონვენციის შესაბამისად, ემსახურებიან დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს; (6.08.2009 N 1606) ნ) როტაცია – სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირთა ურთიერთშენაცვლება; ო) როტაციის წესით სამუშაო მივლინება – დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნა ამ კანონით დადგენილი წესითა და ვადით; პ) ოჯახის წევრი − დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციულტექნიკური პერსონალის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, არასრულწლოვანი გერი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები; (20.03.2015. N3364 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან) ჟ) პირველადი მოწყობის ხარჯები – დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებული თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად გაცემული თანხა, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; რ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინებული თანამდებობის პირი. ს) თავდაცვის ატაშე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აკრედიტებული სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ხასიათის ურთიერთობებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენს საქართველოს. (6.08.2009 N 1606) ტ) პოლიციის ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი; (08.07.2015. N3928 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან) ტ1) უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი; (08.07.2015. N3928 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან) უ) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი. (08.07.2015. N3928 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან) მუხლი 13. უფროსი დიპლომატიური თანამდებობები (6.08.2009 N 1606) უფროსი დიპლომატიური თანამდებობებია: ა) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; გ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; გ1) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე; (11.03.2011. N4383) გ2) მინისტრის სამდივნოს უფროსი;(11.03.2011. N4383) დ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი; ე) უფროსი მრჩეველი; ვ) კონსული; ზ) მრჩეველი; თ) თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. ი) პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე და მეკავშირე ოფიცერი. (04.10.2013. N1442 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) მუხლი 18. დიპლომატიურ თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა (6.08.2009 N 1606) 1. სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მინისტრის სამდივნოს უფროსის, დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მინისტრი ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, ორ უცხოურ ენას და აქვს საგარეო ურთიერთობების სფეროში მუშაობის გამოცდილება. (11.03.2011. N4383) 2. საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე მინისტრი ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და ერთ უცხოურ ენას. 3. თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სამინისტროსთან შეთანხმებით, ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და ერთ უცხოურ ენას. 4. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავენ პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება და სათანადო კვალიფიკაცია და რომლებიც ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენასა და უცხოურ ენას. (08.07.2015. N3928 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან) მუხლი 22. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა (17.05.2013 N 602) 1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის გარდა, წარიგზავნება სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი. (04.10.2013. N1442 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 2. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი. 3. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნოს სამინისტროს ცენტრალური აპარატის დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი. 4. განსაკუთრებულ შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით შესაძლებელია წარიგზავნოს პირი, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე. მუხლი 24. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძვლები 1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის გარდა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს: (04.10.2013. N1442 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის ლიკვიდაციისას ან/და რეორგანიზაციისას; ან საკონსულო დაწესებულების ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას; გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ გრატად“ ან მიუღებელ პირად გამოცხადებისას; დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას; ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას; ზ) თანამდებობის პირის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება; თ) თანამდებობის პირის გარდაცვალებისას; ი) თანამდებობის პირის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ლ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას. (07.03.2014. N2091) 11. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში, ახორციელებს მინისტრი. (11.03.2011. N4383) 2. ვადაზე ადრე გამოწვევა ხდება მინისტრის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით, სამინისტროს ხელმძღვანელობის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით. (6.08.2009 N 1606)